შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში ზღაპრები


20-08-2016, 18:56
ავტორი lucifer :)
ნანახია 2 133

ღამეა. არემარეს მთვარის მკრთალი ნათება და ლამპიონების მბჟუტავი მქრქალი სინათლე ანათებს. გოგონა კი გზას მიიკვლევს წინ მიდის.მარტოა. ცივა თუმცა თხლად აცვია. სკამზე ჯდება და თავის ხელებს დაჰყურებს.ღრმად სუნთქავს და ჰაერი მის ფილტვებში შუილით შედის. გაწამებული სახე აქვს მაგრამ საოცრად მშვიდი და ფერმკრთალი ისეთი გეგონება ახლახანს რომელიმე დიდი დავადება გადაიტანა და ავადმყოფობასთან ბრძოლამ დაღალა.
მოგონებების მორევში ეშვება და თვალებს ახამხამებს რომ ცრემლები არ წამოუვიდეს.ახსოვს როგორი იყო მისი ცხოვრება მშვიდი და უდარდელი ფერადი სიზმრებით და ოცნებებით სავსე.
ენატრება ძველი დრო თუმცა მას ვეღარ დააბრუნებს და ცრემლების ღვრას აზრი არ აქვს.
ისეთი ცხოვრება ჰქონდა როგორც ყველა თინეიჯერს. ჰყავდა შეყვარებული, ბიჭი რომელზედაც მთელი სკოლა ოცნებობდა შავი თმით და საოცრად შავი თვალებით. ასევე ჰყავდა საუკეთესო მოგობარი ლივი რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებდა თავს უყოყმანოდ გასწირავდა და ლივიც ასე მოიქცეოდა.
საუკეთესო მშობლები რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ მასზე რადგან მირა ძალიან ხშირად ხდებოდა ავად ამიტომაც მას მუდამ მზრუნველობა სჭირდებოდა ამის მიზეზი ძირითადად ასთმა იყო. დიახ მას ასთმა ჰქონდა სხვა მხრივ სუსტი ორგანიზმი ჰქონდა და მალე ცივდებოდა.ვინ დათვლის რამდენჯერ გაუთენებიათ ღამე მის მშობლებს შვილის სასთუმალთან.
მირა გარეგნობით გამოირჩეოდა. შესანიშნავი გარეგნობის პატრონი იყო მაღალი, გამხდარი შავი თმით და ცისფერი თვალებით. რატომღაც ყველას ცისფერ თვალებზე ქერა თმა გვახსენდება ან პირიქით მაგრამ ამ ლოგიკის დამრღვევი მირა აღმოჩნდა ალბათ ასეთები არც ისე ბევრნი იყვნენ და ამიტომაც იყო ის გამორჩეული. დედამისს ცისფერი თვალები ჰქონდა მამამისს კი ხასხასა მწვანე. დედა ქერა იყო მამა კი შავგვრემანი და ალბათ მშობლების შემხედვარე ყველა მიხვდებოდა მირა ასეთი მშვენიერი რატომ იყო. დიახ მშვენიერი, ის სულიერადაც გამორჩეულ ადამიანთა რიცხვსაც მიეკუთვნებოდა ყველა სიკეთესთან ერთად.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა დარლინგ-სტრიტზე ცხოვრება დუღდა. ზაფხული კარს მოსდგომოდა მირას.თუმცა უჩვეულოდ მოწყენილი უყურებდა თავისი ფანჯრიდან მოფუსფუსე ხალხს რომელთაც უკვე ჩაეცვათ ბრიჯები და მოკლესახელოებიანი მაისურები მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ციოდა.
ოთახში მელანქოლიური განწყობა იღვრებოდა და ეს ყველაფერი ალბათ იმის დამსახურება იყო რომ დღეს განსაკუთრებით ცუდად იყო ისევ გაცივდა და საშინელმა გრიპმა მოთენთა ამასათან ყველაფერს ასთმა ართულებდა და ძლივს სუნთქავდა ამიტომაც ვერ წავიდა სკოლაში
ცოტა ხანს ასე იჯდა მერე კი ისევ დაბლა ჩასვლა არჩია. გრძელსახელოებიანი ჟილეტი შემოიცვა და პლედი ჩაიტანა, რადგან ნამიან სკამზე დაეფინა რომელიც მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული.
ცოტა ხანს იქ იჯდა დრო როგორ გადიოდა ვერც მიხვდა. მალე დედამ დაუძახა
-ძვირფასო მოდი რამე ჭამე დილით არ გისაუზმია
-დე არაფერი მინდა
-გთხოვ პატარავ უარესად გახდები
-კარგი
ნელა წამოდგა და დანამული პლედიც აიღო.
ისადილა და კარზე კაკუნი გაისმა. ტელევიზორი გამორთო და კარი გააღო
-ლივ
შესძახა გახარებულმა გოგომ
-მირ გავიგე რომ ცუდად ხარ
-ხო სკოლაშიც ვერ წამოვედი
-ეგ არაუშავს ახალი ამბები მაქვს. რომ იცოდე რა მოხდა
-რა მოხდა?
-მოკლეთ...
კიბეებზე კისკისით ავიდნენ და მირას ოთახის კარიც მოიხურეს. ოთახი დიდი არა მაგრამ საკმაოდ ნათელი იყო. კუთხეში საწოლი იდგა ზემოდან კი იისფერი დათუნია იდო რომელიც ბავშვობაში ძალიან უყვარდა ასთმიან გოგონას. ოთახის კედლები კრემისფერი იყო თუმცა ოთახი მაინც უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა.
-იცი დღეს შენზე რივმა იჭორავა
-ერთი მაგისიც. ის ყოველთვის ჭორაობს ჩემზე
ამოიოხრა მირამ
-უბრალოდ შურს
-ვისი?
გაუკვირდა მირას
-ვითომ არ იცი. რა თქმა უნდა შენი! შესანიშნავი გარეგნობის მქონე გოგო ხარ და ისეთი შეყვარებული გყავს მასზე მთელი სკოლის გოგონები ოცნებობენ
-არა! არა! გესმის რას ამბობ? ის ეჭვიანობს მუდმივად ავამყოფ სუსტ და არასაინტერესო გოგონაზე რომელსაც არაფერი აქვს გამორჩეული გარდა ინჰალატორისა რომელიც სიცოცხლეს უშხამავს და ახსენებს რომ სუსტია
-შენ თავს სათანადოდ ვერ აფასებ
-თან მე და ნეითს ურთიერთობა აგვერია
თვალებზე ცრემლი მოადგა გოგონას
-კარგი რა მირ
-ნუ მამშვიდებ გთხოვ ვიცი რომ ვბეზრდები
ასლუკუნდა გოგონა და რომ მიხვდა ჰაერი აღარ ყოფნიდა ინჰალატორი გამოიყენა
ჯერ კიდევ არ იყო დაწყნარებული მირა როდესაც კარზე ზარი გაისმა დაბლა ჩავიდა და არავინ დახვდა იქ მხოლოდ დიდი დათვი იდო და ბარათი მასთან ერთად
შენ ჩემთვის ტვირთი არ ხარ.
მიყვარხარ!
ნეითი
სიტყვები ეცნო რადგან როდესაც ისინი ჩხუბობდნენ თვითონ უთხრა ‘’მე შენთვის მძიმე ტვირთი ვარ’’
იცოდა რომ ნეითი მგრძნობიარე ადამიანი იყო ზუსტად ამიტომ უყვარდა ასე, ამიტომ უციმციმებდა თვალები მისი სახელის ხსენებისას და ახლაც ამიტომ იღვრებოდა ბენიერების ცრემლებად.
-ხომ ხედავ
გაუღიმა ლივმა
-ვხედავ
გაეღიმა მირასაც
ცოტა ხანს ტელევიზორს უყურეს კომედიური გადაცემა იყო და მირას ხასიათიც გამოკეთდა. ამასობაში დაღამდა და თავისი ინჰალატორის თანხლებით მორიგი საშინელი დილისთვის მოემზადა.
დედამ გააღვიძა და იძულებული იყო როგორმე ამდგარიყო მიუხედავად იმისა რომ ახლაც არ იყო გუშინდელზე კარგად.
-დე თუ გინდა დარჩი
უამრავჯერ უთხრა ნინამ (დედა)
-არა დე უნდა წავიდე თორემ ისევ ჩამოვრჩები
უღიმოდა ტკბილად დედას მაგრამ ახლა ერჩივნა მთელი დღე ლოგინში გაეტარებინა
სკოლაში შესულმა თვალი პირველად ნეითს მოჰკრა რომელიც ყურებამდე იღიმოდა თავისი საყვარელი ღიმილით. მირაც მისკენ გაექანა და მაგრად ჩაეხუტა სულ ყველაფერი დაავიწყდა როცა ნეითის ძლიერმა მკლავებმა მოიქცია მისი სუსტი სხეული.
-მაპატიე
ჩაიჩურჩულა მის ყურთან მირამ და ამოიხვნეშა
-ბოდიში საჭირო არაა
-არა საჭიროა თავს გაბეზრებ ამ ჩხუბებით და როდესაც პატიების სათხოვნელად მოვდივარ სულ ამას მიმეორებ. უბრალოდ ბოდიში მიიღე
-კარგი პატარავ
ღიმილით უთხრა მირას და კიდევ ერთხელ მაგრად ჩაიკრა გულში
მირამ შეამჩნია რომ რამდენიმე წყვილი თვალი დაკვირვებით მიშტერებოდა და თავი უხერხულად იგრძნო
-კარგი გვეყოფა თორემ სადაცაა მზერით გაგვბურღავენ
თითქოს მირას აზრები წაიკითხაო ნეითმა
ეს დღე კარგად წავიდა და არა მარტო დღე მთელმა თვემ ასეთ ჰარმონიაში განვლო. მირას კი დაბადების დღე უახლოვდებოდა ის 18-ის ხდებოდა რაც იმას ნიშნავდა რომ რაღაც ახალი იწყებოდა და რაღაც მთავრდებოდა ამას გული უგრძნობდა გოგონას და შფოთავდა დაბადების დღის გამო.

პ.ს დიდი ბოდიში რომ აქამდე არაფერი დამიდია ნუ ვისაც გახსოვთ ჩემი დაუმთავრებელი წინა ისტორია გთხოვთ მომიტევეთ რადგან შუა წერისას ჩემი მუზა უბრალოდ ჰაერში გაქრა მაგრამ მერე ახალი მუზა მეწვია და შეაფასეთ რამდენად კარგი მუზააა

ესეც პერსონაჯები.
ლივი
საშიში ზღაპრები

ნეითი
საშიში ზღაპრები

და ბოლოს მირა
საშიში ზღაპრები



№1 სტუმარი nini

Dzaan momewona..sheudarebelia male Dade shemdegi

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

შეუდარებელია..

 


№3  offline წევრი elene tetruashvili

ragacit chems motxrobas gavs iqac ariam personajebi mira da livi , rac sheexeba shen motxrobas gasaocaria heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent