შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (12)


21-08-2016, 13:13
ავტორი Genius))
ნანახია 2 068

მხოლოდ ეხლა და ამ წამს ვხვდებოდი რა გავაკეთე...
საერთოდ ესეა ადამიანი ყველაფერს მაშინ იაზრებს როდესაც მის ქმედებას შეცდომა ეწოდება...
ჩემსას იმ წამს ეწოდა შეცდომა როდესაც გეგა ნინისკენ წავიდა , მინდოდა შემეჩერებინა მაგრამ არ გამომდიოდა , თითქოს ერთ ადგილას ვიყავი მიყინული
ჩემს გონებაში ამ კადრებს ვანელებდი
ნინის ვუყურებდი და ისეთი ბედნიერი იყო , ხვდებოდა გეგას რაც უნდოდა მისგან და უხაროდა , მე საერთოდ არ ვახსოვდი...
ქეთო გაშტერებული გვიყურებდა და ვერ დაეჯერებინა იქ რაც ხდებოდა , ჩემი ვერ დაეჯერებინა , ალბათ იმ წამს სრული იდიოტი ვეგონე , როდესაც გეგა წავიდოდა მაგრამ მეჩხუბებოდა მაგრამ ეხლა "უტყდებოდა" რომ ჩემნაირი იდიოტი დაქალი ყავდა
-გისმენ გეგა - ნინის სიტყვებმა პირდაპირ დამაჯახა რეალბასთან და მინდოდა მიწა გამცლოდა , ის მომღიმარი თვალებით უყურებდა ბიჭს , რომელიც მე დავთმე!
მე დავუთმე!
მე კი საერთოდ არ ვაინტერესებდი და მზად იყო გეგას გამო ტანჯვისთვის გავემეტებინე...
-ამას ვერ ვიზავ! - ჩაიცინა გეგამ და ჩემსკენ შემოტრალდა - აღარ გაგეკარები გპირდები მაგრამ ამას არ ვიზავ - კარებში გავარდა და მერე სად წავიდა აღარ ვიცი
გავიხედე მაგრამ იქ აღარ იყო
ამ წამს კი მას ყველაფერი ვაპატიე , მაგრამ საკუთარი თავი შემზიზღდა!
შემზიზღდა იმიტომ რომ დებილი ვიყავი , იმიტომ რომ არარსებული დაქალის გამო ჩემს სიყვარულს ვკარგავდი , თავიდან და ეხლაც ზუსტად მის გამო მივედი აქამდე
სახლში რომ შემოვბრუნდი ნინის გავხედე და ტირილი მომინდა , ჩემი საცოდაობის გამო მინდოდა მეტირა
მანაც გამომხედა და სახელეზე მხოლოდ იმედგაცუება ეწერა , მაგრამ არა ჩემს გამო
-რატომ არ მითხარი გეგას რომ მოვწონდი? - მის წინ ჩამოვჯექი , მინდოდა მასთან ყველაფერი გამერკვია
-შენ რატომ არ მითხარი? - რატომღაც დიდგულზე იყო ნინი და ეს ძალიან მაღიზიანებდა , ესე თუ გააგრძელებდა შეიძლება ხელიც გამერტყა
-მე რა უნდა მეთქვა ნინი? - ჩავიცინე და ინტერესით დაველოდე მის პასუხს
-გეგას რომ მოსწონდი - ისე მალაპარაკებოდა ვითომ არაფერი არ მომხდარაო
-ჩემზე ადრე შენ იცოდი ეგ - მე კი ამ საუბარს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი , შეიძლება მისთვის ყველაფერიც მეპატიებინა
-თუ გგონია რომ შენთან რამე დავაშავე ცდები - გამიღიმა და ფეხზე წამოდგა
-მოიცა ანუ არაფერი დაგიშავებია? - სიცილით კითხა ქეთომ და ანიშნა რომ მის ადგილას დაბრუნებულიყო - ეს გოგო შენი დაქალია არა? - იორნიით კითხა და ჩვენს შორის მოთავსდა
-კი - დაუფიქრებლად გასცა პასუხი
-მაშინ შენ უნდა გეთქვა მისთვის რომ გეგას ის მოსწონდა და არა შენ , მაგრამ შენ ხომ ყველაფერი შენთვის გინდა? მიგეცა შენი დაქალისთვის შანსი და ეხლა ბედნიერი იქნებოდა , ესე არ იტირებდა და ყველაზე მთავარი რა მოხდებოდა იცი? თქვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა , იმას მაინც დაამტკიცებდი რომ დაქალის წოდების ღირსი ხარ - ზიზღით ჩაილაპარაკა ქეთომ და მე გამომხედა
-მოიცა მან დაქალობა დამიმტკიცა როდესაც გეგა შეუყვარდა? - სიცილით კითხა ნინიმ
მინდოდა მე გამეცა პასუხი მაგრამ ქეთომ არ დამაცადა
-იცი ის შენამდე იცნობდა გეგას , როდესაც შენ იოანე მოგწონდა ზუსტად მაშინ ნახა ის და სრუილი უფლება ჰქონა მოსწონებოდა , თუნდაც შეყვარებოდა , ეს შენ დახტიხარ ბიჭიდან ბიჭზე და მანდაა შენი პრობლემა , როდესაც ამჩნევდი რომ გეგას ანოს მიმართ ჰქონსა გრძნობები მანდ შენი დაქალისთვის უნდა გეთქვა იმ ბიჭს შენ უყვარხარ და მე გზაზე არ გადაგეღობებითქო - გაეცინა ქეთოს - ან დღეს როგორ მოიქეცი? უყურებდი ანოს ცრემლებს და ამ დროს იცინოდი და ელოდი როდის გეტყოდა გეგა ერთად ვიყოთო? - თავი გააქნია ქეთომ
-იცი რა თუ შენ ჩემთან ბრძოლა დაიწყე ბიჭის გამო - მე მინდოდა საუბარი ამიტომ ქეთოს სიტყვა არ დავამთავრებინე - მე დამარცხებას არ ვაპირებ , მართალია დღეს ძალიან ცუდად ვიქცეოდი მაგრამ გეგამ გადამარჩინა , მე ის მიყვარს და თუ შენ ეს არ გადარდებს , მე საერთოდ არ მჭირდები შენ გვერდით! - ცრემლები მოვიწმინე და გავუღიმე
-და იცი რას ვერ ვხვდები? აქ რას მიზიხარ? თუ გიყვარს წადი და დაიბრუნე? ჩემთან ჩხუბს გირჩევნია ის დაიბრუნო რაც შენი უაზრო საქციელებით დაკარგე - გამიღიმა და წამოდგა
მას არც ვუყურებდი , ამ შემთხვევაში ის მართალი იყო მაგრამ...
შევკრთი როდესაც საშინელი გარტყმის ხმა გავიგე და ნინის გავხედე , თვალები გამიფართოვდა როდესაც მივხვდი რა გააკეთა ქეთომ , ნინიც გაკვირვებული იყო , ნაწყენილი მაგრამ ხვდებოდა რის გამო დაიმსახურა
-შენ ხომ ხარ მაგარი დაქალი - ჩუმად ჩაილაპარაკა ნინიმ და თვალები ცრემლებით აევსო
-ეხლა გაეთრიე აქედან და როდესაც შენს შეცდომას მიხვედი მოდი ანოსთან და ბოდიში მოუხადე! - მისი ბოლოს სიტყვები ეს იყო , შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა და მაგრად მომეხვია
მე კი ვერაფერს ვგრძნობდი , ნინის ვუყურებდი და მეგონა რომ ის სილა მე გამარტყეს , მის მაგივრად მე მეტკინა
მაინც მადარდებდა ეს ადამიანი , რა გამაკეთებინა? მაინც შემტკიოდა მასზე გული
ჩვენზე გაეღიმა და სახლიდან წავიდა
როდესაც გავიდა ქეთის გავხედე და თვალები ამიცრემლიანდა
-იმსახურებდა! - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თავი დახარა - გგონია მე გამიადვილდა? მაგრამ ვერ შევეგუე მაინც ესე რომ გელაპარაკებოდა , ადამიანს უნდა შეეძლოს აღიაროს მისი დანაშაული ...
-გეგასთან რა ვქნა? - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი მის კალთაში ჩამოვდე
-ეს რატომ გააკეთე ანო? იმ ბიჭს მართლ უყვარხარ და შენ კიდევ მის სათამაშოდ გამოყენებას აპირებდი , კიდევ კარგი მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა და ჯერ კიდევ არ დაუბმავებია შენს სიყვარულს , თორემ უფრო მეტად დაიტანჯებოდი , ზუსტად ამიტომ წავიდა გეგა თორემ ეს ყველაფერი უბრალოება რომ ყოფილიყო ნინის გამოიყენებდა , შენ კი დაგიკიდებდა - თმაზე მეფერებოდა და ცდილობდა ჩემთვის რეალობა აეხსნა
-რა ვქნა ქეთო? - კიდევ გავუმეორე კითხვა და პასუხს დაველოდე
-დღეს დამშვიდდი და ხვალ ნახე გეგა , მოუხადე ბოდიში და უთხარი რასაც გრძნობ - საფეთქელთან მაკოცა და ნელა წამოდგა
-ჩაის გამიკეთებ? - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და მას გავხედე
-ზუსტად მაგას ვაპირებდი - გამიღიმა ქეთომ და სამზარეულოში შევიდა
***********************************************
საერთოდ ასე არავის არ უნდა ენდო საკუთარი თავი გარდა
მაგრამ ჩვენ უბრალდო გვჭირდება ადამიანი რომელიც გვერდით დაგვიდეგაბა , რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს აზრებს და როდესაც ესეთს ვიპოვით გვგონია რომ სანდოა
უმეტეს შემთხვევაი იმედებს გვიცრუებენ და ჩვენი ისტორიები შემდეგ მთელმა მსოფლიომ იცის
მაგრამ ყველაზე კარგი ის იშვიათი შემთხვევებია როდესაც ნდობა გვიმართლდება
ყველა უშვებს შეცდომებს , ჩვენთან თუ სხვასთან მიმართებაში
არავინ არაა საუკეთესო
შეიძლება დღეს ერთს ეძახე საუკეთესო მეგობარს , მაგრამ ხვალ აღმოაჩინო ვიღაც უკეთესი ვინ უფრო გიგებს და ასე შემდეგ...
კარგია როდესაც გყავს გვერდით ისეთი ადამიანი რომელიც შენთანაც შენია და სხვასთანაც შენია , რომელიც ყოველთვის დაგიცავს და არავის გამო მარტო არ დაგტოვებს , არ გაეკიდება სხვებს და ეცოდინება მეგობრობის ფასი , შენი ფასი...
ნინი ასეთი არ გამოდგა , მაგრამ მართლა მეგონა , აი აქ ნამდვილად შევცდი
აი ქეთო კი სულ სხვანაირია , მან მართლა დამიმტკიცა რომ იმსახურებს დაქალი ვუწოდო..
*********************************************
სახლში რომ მივედი მარიამს დივანზე ჩასძინებოდა , ღიმილით მივეპარა და ჩავეხუტე
გაეღვიძა და დაბნეულმა შემომხედა
-რა გინდა? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ძილის შემობრუნება სცადა
-აუ არა დე არ დაიძინო! - ვუთხარი და ჩემი ხმა მეც ვერ ვიცანე , მან გაკვირვებულმა ამომხედა და თვალებით მკითხა რა გჭირსო მაგრამ მე არაფერი ვუპასუხე
-რა გჭირს? - წამოჯდა და ხმა დაასერიოზულა
-მშია - მოკლედ ვუპასუხე და ვეცადე არაფერი დამტყობოდა
-შვილო შენ სულ რატო გშია? კუჭი გაგიხვრიტეს? - წარბებშეკრულმა ჩაილაპარაკა და წამოდგა
-სულ არ მშია დედა! - მეც უკან ავედევნე და მაგიდასთან ჩამოვჯექი
-როდესაც მე მხედავ მაშინ გსივდება აბა დე? - სიცილით ჩაილაპარაკა და მაცივარი გამოაღო - რა გინდა აბა? - მე გამომხედა
-კარტოფილი - დაუფიქრებლად ვუპასუხე - ხახვით - წარბები ავათამაშე და მის სახეზე გამეცინა , ძალიან ეზარებოდა - დაგეხმარები - ვუთხარი და სახე გაუნათდა
-ოღონდ შენ რამე გააკეთე და რა პრობლემაა - კარტოფილი ჯამში ჩამიწყო , დანა გვერდით დამიდო და წინ ჩამომიჯდა
-დაგეხმარებითქო დე - გავუღიმე
-თან გააკეთე და თან მომიყევი რა გჭირს - თავი ხელებში ჩარგო და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო
-ისევ გეგა დე რა უნდა მომხდარიყო - დაუფიქრებლად ვუპასუხე რადგან მისგან რჩევის მოსმენა მომინდა
-და ნინი? - დაახლოებით ყველაფესრ ხვდებოდა
-ნინი აღარ მაინეტერსებს - ღიმილით ვუპასუხე
-რას ნიშნავს ეს სიტყვები? -დაბნეულმა მკითხა მარიამმა
-არაფერს დე , გავიგე უბრალოდ ვინაა ჩემი დაქალი და ვინ არა - ვერც მე გამეგო ესე ამოცანებით რატომ ველაპარაკებოდი
-და რა გააკეთა? - არ მშორდებოდა მარიამი
-გეგამ უთხრა რომ მოვწონდი და არ მითხრა , დღეს გეგა იყო მოსული ჩვენთან და ნინისთან მის გამო კამათი მომივიდა , ისეთი რაღაცეები მითხრა რომ ყველაფერი გამაგებინა - თავი დავხარე
-ანო მომიყვები რა მოხდა თუ არა? რას მაწამებ? - ხმა გაუმკაცრდა მარიამს და შემაშინა
მეც გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა
თავიდან დავიწყე და დღევანდელი დღით დავასრულე
არცერთი დეტალი არ გამომტოვებია
ისიც მისმენდა და სახე ეცვლებოდა , ვეცოდებოდი , მისი პატარა გოგო ამ ტკივილისთვის ძალიან ეცოდებოდა
მართალია ყველაფერს ვიხსენებდი მაგრამ არ მიტირია , რაც მეც მიკვირდა , თითქოს მთლიანად შევიცვალე და გავძლიერდი , თითქოს ამ ყველაფერთან გამკლავების გზა ვიპოვე
-ადრე უნდა გეთქვა - მეტი ვერაფერი ვერ თქვა მარიამმა , არც იცოდა რა ეთქვა , რა ერჩია , ვინ გაემტყუნებინა , მხოლოდ ის იცოდა რომ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ უნდა გადაეწყვიტა , მაგრამ ვერ გაეგო ეს გეგასთან ყოფნა იყო თუ მისგან შორს...
-ადრე მეგონა რომ თვითონ გავუმკლავდებოდი - დაუფიქრებლად გავეცი პასუხი
-ანო გიყვარს შენ გეგა? - უეცრად დამისვა ეს კითხვა და თვალებში მომაშტერდა
-მიყვარს დედა - ჩემს თავში დარწყმუნებულმა გავეცი პასუხი
-არა არა , კარგად გაფიქრდი , ესე ნუ ითამაშებ , ზუკაც გიყვარდა მაგრამ ხომ ხედავ დღეს ერთად არ ხართ როდესაც ადრე მიმტკიცებდი იმ ბიჭის მიმართს შენ უზომოდ გრძნობებს! - მკაცრად მელაპარაკებოდა მარიამი , თითქოს სიყვარულის მასწავლებელი ყოფილიყოს
-დედა უბრალოდ ვიცი რომ მის გარეშე ვერ გავძლებ , ამას ვგრძნობ , როდესაც ვხედაავ სულელივით ვიღიმი და არავინ არ მახსოვს , ეხლაც კი მხოლოდ მასთან მინდა , მხოლოდ ის მინდა
-არვიცი - თავი გააქნია დედაჩემმა და წყალი მოსვა
-არ გკერა დე? - გამეღიმა - მე ის ისე მიყვარს როგორც შენ მამა , შენ ერთი წელი ფაქტიურად ჩემსგან შორს იყავი და ვცდილობდი გამეგო რას გრძნობდი , მაგას ვერ გავიგებ ვიცი მაგრამ ნაწილობრივ მესმის , გეგა ჩემსგან შორსაა და მგონია რომ გული კვდება , მახსოვს ყველა დღე რომელიც შენ და მამამ ერთად გაატარეთ , მეც მინდა ეგეთი ბედნიერი ვიყო და ზუსტად ვიცი მარტო გეგასთან ვიქნები
-მაშინ გუშინ რატომ გაუშვი? - ვერ ვხვდებოდი მისი კითხვებით რას ცდილობდა მაგრამ ვპასუხობდი
-გუშინ მეგონა რომ სწორს ვაკეთებდი - ჩუმად ჩავილაპარაკე და მომინდა დრო უკან დამებრუნებინა
-სიყვარულისთვის იბრძვიან ჩემო ანგელოზო! - ღიმილით მითხრა მარიამმა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა - შენ დებილი გოგო არ ხარ , იმედი მაქვს მე მგავხარ და თუ მართლა გიყვარს გეგას გამო ყველაფერზე წახვალ
-დედა ნინუცა დაშნიანი ვინაა არ იცი? - უეცრად დავსვი ეს კითხვა რადგან იოანე გამახსენდა
-არა დედი საიდან უნდა ვიცოდე? - დაბნეულმა მიპასუხა მარიამმა
-ის იოანეს შეყვარებული იყო - ნაღვლიანად ვუპასუხე
-და რაში გაინტერესებს შენ ვინაა ნინუცა? - კიდევ უფრო დაიბნა
-მისი ნახვა მინდა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და გათლილი კარტოფილი მივაწოდე
**********************************************************
რატომაა ყველაზე ძნელი ამ კითხვას გასცე პასუხი
რა არის სიყვარული?
ხო რა არის ეს იდიოტური გრძნობა რომელიც გიმონებს
ყველაზე სასაცილო კი ისაა რომ დღეს არ არსებობს , აი ესე უბრალოდ არ არსებობს და მილიონიდან ერთში გამოანათებს ხოლმე
ამიტომაც არის ნახევარი მსოფლიო დღეს ეულად...
ნეტავ თუ არსებობს შენი მეორე ნახევარი? მე მჯერა და მგონია რომ როდესაც მას შეხვედი იქ სიტყვები უკვე ზედმეტია , იმ წამს გრძნობ რომ იმ ადამიანთან ძლიარი კავშირი გაქვს და ესე უცებ ხვდები რომ გიყვარს
რა მაგარია არა?
ნეტავ ყველა ვხვდებოდეთ ჩვენი ცხოვრების სიყვარულს და სხვებთან არ ვკარგავდეთ დროს...
ნეტავ მხოლოდ ერთით ვკმაყოფილდებოდეთ...
აი იმ სიყვარულის არ მჯერა რომელიც მთავრდება!
ფუ! როდესაც მესმის რომ ვიღაც ყოფილია და ეს უკვე მეოთხე შეყვარებულია იქ უკვე მიყალიბდება წარმოდგენა რომ ამ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია , მისთვის ცხოვრება გართობაა და აქ მორჩა
მაგრამ არის მეორე კატეგორიაც , ისინი ვინც სიყვარულს არიან მოწყურებულები და ყველათან ცდიან ბედს მხოლოდ იმიტომ რომ თბილი ჩახუტება ან კოცნა აკლიატ რომელიც ყველაზე დიდი ერთ თვიანია
კიდევ ბევრი რამე არ მესმის მაგრამ მგონია რომ ვერც ვერასდროს გავიგებ...
იმდენად გადავჯიშდით ისიც მიკვირს მომავალს უსიყვარულოდ როგორ ვქმნით?...
***************************************************************
მე უნდა ვცადო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
რა არის სიყვარული?
ნუ პირველ რიგში გრძნობა რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს , თუნაც მსობლებს და შვილს , მეგობრებს და ყველა მთავარი გოგოს და ბიჭს , ადამიანი სიყვარულით იზრდება და ის ამ გრძნობას მშობლებისგან სწავლოს , რაც მეტ სიყვარულს ხედავს მით უფრო წამს ამ გრძნობის...
საერთოდაც ეს სიგიჟეა!
ეს მუცელში პეპლებს ფრიალიცაა
ამ დროს ხდება გუგების გაფართოება და გულის რიტმის აჩქარება
ხო როდესაც გიყვარს მაშინ გიბრწინდება თვალები
უაზროდ იწყებ ცანცარს და ყველაფერზე გეღიმება
სიტყვებს თავს ვერ აბამ და ყველაფერი მსგავსი
მაგრამ ეს მხოლოდ სიმპტომებია...
ხო იმ დაავადების სიმპტოემები რომელსაც სიყვარული ქვია...
გადატანითი მნიშვნელობით ეს მართლააც დაავადებაა , უკურნებელი სენი რომელსაც მხოლოდ ის ერთი არჩენს , ათბობს მაგრამ არ ანელებს
ეს მომავალზე ფიქრია , როდესაც წარმოგიდგენია შენი საქორწინო კაბა და იმაზეც კი ფიქრობ რომ შენი გოგონა შენ დაგემსგავსება
ეს თბილი ჩახუტებაა!
ეს ბედნიერებაა!
და რომ დავფიქრდეთ ყველაფერში სიყვარული!
თვითონ ეს გრძნობაა ყველაფერი!
ის იწყებს ყველაფერს და აშენებს სამყაროს!
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ გამიგრძელდება ,
სიყვარულს ყველა სხვანაირად აღიქვამს მაგრამ მართლაც რასაც ამბობენ ყველაფერი აღწერს ამ გრძნობს!
ლექსიკონში ამ სიტყვის თარგმანს ვერ დაატევ , საკუთარი წიგნი უნდა...
*********************************************************************~
ბევრი ვიარე თუ ცოტა მაინც გავიგე ვინ იყო ნინუცა დაშნიანი
მისი სახლიც ვიპოვე და საერთოდ არ მომრიდებია მასთან მისვლა
კარზე დავაკაკუნე და ლამაზი გოგონა შემომეგება ბავშვით ხელში რომელსაც ეძინა
გამეღიმა
-გამარჯობა ნინუცა მინდოდა - ღიმილით ვუთხარი და ბავშვს დავახედე
-მე ვარ - მითხრა გოგონამ დაბნეულად და გაკვირვებული თვალები მომანათა
მეც გამიკვირდა , მაგრამ მხოლოდ მისი ბავშვი...
**********************************
ცუდია როდესაც ვიღაცის სასიყვარულო ისტორიაში იქექები მაგრამ ამას ამართლებს ის ფაქტი რომ შენი ისტორია მისას გავს...
თითქოს ზუსტად ამ მიზნის გამო მივედი ნინუცასთან მაგრამ რეალურად იმის იმედიც მქონდა რომ მას და იოანეს შევარიგებდი
მინდოდა ნინუცასგან გამეგო იგივე რაც დევდარიანისგან და შემდეგ შევეცდებოდი მათ დახმარებას
მაგრამ როდესაც ყველაფერი უკვე ძალიან შორს მიდის , როდესაც ტკივილი სიყვარულზე დიდია იქ ვერაფერს ვერ გააკეთებ შენ , მხოლოდ იმიტომ რომ უკვე დაგვიანებულია...
მე კი მიკვირდა რატომ იყო იოანე მარტო.. რატომ არ ცდილობდა მის დაბრუნებას...
**********************************
ნინუცა დაბნეული მიყურებდა , ვერ გაეგო ვინ ვიყავი ან რა მინდოდა მისგან
მისი არც მიკვირდა , ცოტა უცნაურია როდესაც ვიღაც უცნობი ასე უცებ მოგადგება სახლში და შენი ნახვა უნდა
-რამე ცუდი მოხდა? - დაბნეულმა მკითხა და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო
-არა არაფერი - თბილად გავუღიმე - მე.. - არვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა
ვინ ვიყავი მე?
-შემოდი , სახლში ამიხსენი ვინ ხარ - გამიღიმა და სახლში შემიყვანა
თან ბავშვს აძინებდა , მინდოდა მეკითხა თუ ვინ იყო ეს ბავშვი მაგრამ მეუხერხულებოდა
-მე უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა , არვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მესაუბრა შენთან - ვუთხარი მაშინვე როდესაც სახლში შევედი
მას გაეცინა
ამას არ ელოდა , თან გაუკვირდა , თან დააინტერესა
-ჯერ ის მაინტერესებს ჩემზე საიდან გაიგე ან ვინ გითხრა ? ან საიდან აღმოაჩინე რომ ვარსებობ ? - გამიცინა , მაგიდასთან ჩამოდა და მეც მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი
ასეც მოვიქეცი , გვერდით მივუჯექი და ბავშვს წავეთამაშე
საოცრად გავდა ნინუცას და იმის მოსმენა მინდოდა რომ ეს იოანეს შვილი იყო
-მე შენზე იოანესგან გავიგე - პირდაპირ ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
უეცრად სახე მოეყინა , ლურჯმა ფერმა გადაურბინა და მე გამომხედა , თვალები წყლით გაევსო და გაეღიმა
-იაონე? - ცდილობდა დაემალა ყველაფერი მაგრამ კარგად ვხდებოდა ვიზე ვსაუბრობდი
-მე იოანე დევდარიანზე ვლაპარაკობ , მან მომიყვა შენზე - არვიცოდი რამდენად სწორს ვაკეთებდი ამას რომ ნინუცას ვაუბნებოდი მაგრამ თავს დამნაშავედ მაინც არ ვგრძნობდი
მისი სახელის და გვარის გაგონებაზე ნინუცა უფრო დანაღვლიანდა , ბავშვს დახედა და უღიმოდა
-მერე იოანემ გამოგგზავნა ჩემთან თუ რა ხდება? ხომ კარგადაა? - ანერვიულებულმა გამომხედა და მისმა სახემ მეც გამანადგურა , თურმე როგორი წაუშლელია ის გრძნობა რომელიც გაბედნიერებს
-არა იოანემ არც კი იცის რომ აქ ვარ - მოკლედ ვუპასუხე და მისი მეორე კითხა საერთოდ დავაიგნორე , რადგან არ ვიცოდი რა მეპასუხა
-ხომ კარგადაა? - ცოტა დაწყნარდა , კითხვა გამიმაორა და თვალებში ჩამხედა
-არვიცი იოანეს მდგომარეობას რა ვუწოდო - პირდაპირობა ვარჩიე და ის ვუთხარი რასაც ვფიქრობდი
-ვერ გავიგე , რამე სჭირს? ნუ მეთამაშები რა პირდაპირ მითხარი - ხმა გაუმკაცრდა და ცრემლები წამოუვიდა
-ნინუცა ის კარგადაა , არაფერი სჭირს , უბრალოდ ისევ შეყვარებულია - ვუთხარი ღიმილით და მის რეაქციას დაველოდე
მას გაეღიმა
თითქოს ჩემმა ამ სიტყვებმა მეცხრე ცაზე აიყვანა
-არ გამენცნობი? - ამ თემაზე აღარ გაუგრძელებია , ღიმილით ამომხედა და ფახზე წამოდგა - ყავა თუ ჩაი? - სამზარეულოსკენ წავიდა
-მე ანანო ვარ , ბენდელიანი - გამეცინა , რადგან ვიცოდი ჩემზე მეტი რაღა მეთქვა - ყავა - შემდეგ მის მეორე კითხვას გავეცი პასუხი და უხერხულობისგან გამეღიმა
-სასიამოვნოა - გამიღიმა და ბავშვი ეტლში ჩააწვინა - ეხლა მითხარი რისთვის მომაკითხე მე - ყავის აპარატი ჩართო და ჩემსკენ წამოვიდა
-მე რჩევა მჭირდება - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-ანუ ვიღაცამ გაგაბრაზა - დასვლა გამოიტანა ნინუცამ და გამიღიმა
-კი - გამეცინა - ის იოანეს ძმაკაცია , ზუსტად ამიტომ გავიგე თქვენი ისტორია და ასე მგონია შენ მიმახვედრებ სწორ გზას - თავს უხერხულად ვგრძნობდი მაგრამ მაინც ვლაპარაკობდი
-რატომ ? - გამეღიმა - იმიტომ რომ მეც მაწყენინეს? მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და რატომ არ ფიქრობ იგივეს გირჩევ? - სამზარეულოში გავიდა და ყავა გამოიტანა
ფინჯანი გამომიწოდა და მისი ადგილი დაიკავა , გამიღიმა და ბავშვს გახედა
მეც თვალი მისკენ გამეპარა
-მგონია რომ ნანობ - არ მინდოდა დამეფარა ჩემი შეხედულება და პირდაპირ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი
-შეიძლება ვნანობ მაგრამ რა გამოსწორდება ამით? - ისიც ჩვეულებრივად საუბრობდა , მშვიდად , ეტყობოდა რომ უკვე შეეგუა ყველაფერს
-ძალიან საყვარელია - ჩავილაპარაკე ჩემდაუნებურად როდესაც ბავშვა გამიცინა და მისკენ გადავიწიე რომ მეკოცნა
-მიხარია რომ მე დამემსგავსა - მითხრა ნინუცამ და გამიცინა
მე მას გავხედე და ვფიქრობდი მეკითხა თუ არა ის რაც მაინტერესებდა
-შენი შვილია? - ბოლოს მაინც გავბედე და მის რეაქციას დაველოდე
-კი - ღიმილით მითხრა და ბავშვს გახედა
-რა ქვია? - ღიმილით ვკითხე და ყავა მოვსვი
-იოანა - დაუფიქრებლად მიპასუხა და ინტერესით გამომხედა , აინტერესებდა რა რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე
მე კი კინაღამ ყავა გადამცდა , ძალიან გამიკვირდა
ვერ გამეგო მისი
თუ ადამიანის დავიწყება გინდა რატომ უნდა დაარქვა შვილს მისი სახელი? მართალია მას იოანა ერქვა მაგრამ იოანეს გამო დაარქვა და ამას არც დამალავდა
-იოანა? - გავუმეორე რადგან არ მჯეროდა
-რატომ გიკვირს? უბრალოდ სახე მომწონს და დავარქვი - ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი დახარა
-სახელი მოგწონს არა? - ღიმილით ვკითხე და ბავშვს გავხედე - როგორ უძლებ?
-რას? - დაბნეულმა მკითხა
-აი ამ ყველაფერს , შენი შვილიც კი იოანეს გახსენებს! უნდა ივიწყებდე და როდესაც ამ პატარა ანგელოზს უყურებ ის გახსენდება - გულწრფელად მაინტერესებდა ასეთი ძალა საიდან
-და რა იცი რომ მახსენდება? - ისე მელაპარაკებოდა ვითომც არაფერიო
-დარწყმუნებული ვარ , იმიტომ რომ შენ ის გიყვარს , დღემდე გიყვარს და ვერც შეძლებ მის დავიწყებას
-ანანო მე ოჯახი მყავს , ქმარი , შვილი და იოანე ჩემი ცხოვრებიდან გაქრა - გამიღიმა
-გაქრა? კაი რა მე შენს სახეს ვუყურებდი დღეს და მანდ ეს ვერ შევამჩნიე
-კაი მე იოანე მიყვარს და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემთვის პირველი სიყვარული იყო რომელის დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორედ არ უყვარდებათ , მართალია ისე ძლიერად არა მაგრამ როდესაც შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი რომელიც სიცოცხლისხალისს დაგიბრუნებს და მას გავიწყებს ანუ რაღაც იცვლება , შენ ვერ გაიგებ მე რა გადავიტანე , წელიწად ნახევარი მკვლელობაზე ვფიქრობდი და ჩემი ქმარი რომ არ გამოჩენილიყო კიდევ ასე ვიქნებოდი , შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ნათელი სხივი გამოჩნდა ჩემი გოგონას სახით , მას იოანა დავარქვი იმიტომ რომ იოანე არ დამვიწყებოდა , ხო მე თვითონ მინდა რომ ის მახსოვდეს! რომ მიყვარდეს და როდესაც ვნახავ გულის რიტმი მეცნიერებისთვის შეუძლებელზე ადიოდეს! შეიძლება მე ვნანობ იმას რომ ვერ ვაპატიე მაგრამ ეს მაშინ შეუძლებელი იყო ჩემთვის - თვალებიდან ისევ ცრემლმა იწყო სვლა , თან იღიმოდა - მითხარი შენ რა მოგივიდა და მოგცემ რჩევას , ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე არ გამიჭირდება - გამიღიმა
-ბოდიში , არ მინდოდა ესე მომხდარიყო , საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე , არ მინდა ცუდად გახდე - თავი დამნაშავედ ვიგრძენი და თავი დავხარე
-გისმენ ანანო - ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა
-მას შენზე ნიზლავი რომ დაედო აპატიებდი? - ბოლოს დავნებდი და ვკითხე რაც მაინტერესებდა
-იოანეს? იცი მე და იაონეს თავიდან საშინელი ურთიერთობა გვქონდა და არც გამიკვირდებოდა ჩემთვის ეს ვიღაცას რომ ეთქვა , ზოგჯერ ვფიქრობდი კიდეც ასე ჩემთან რამ შეცვალათქო მაგრამ მხოლოდ მერე მივხვდი რომ მართლა შევუყვარდი , მერე საერთოდ მადლობასაც ვიტყოდი რომ ის გავიცანი - მისმა პასუხმა გამაკვირვა და ვიღაც გავიაზრე რა მეთქვა
მივხვდი რომ უაზროდ მოვიქცეი და დამნაშავე ვიყავი , უნდა გამეაზრებინა რომ ეს თავიდან იყო და შემდეგ მართლა ყველაფერი შეიცვალა
უნდა დამევიწყებინა ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა და უნდა მეფიქრა მხოლოდ გეგაზე
მაგრამ ეხლა სინანული ყველაზე დიდი იდიოტობაა
რაც იყო იყო ამას ვერასდროს ვერ შეცვლი
-მე ეს არ გავაკეთე , პირიქით გამოვიქეცი და გუშინ შემეძლო საერთოდ დამეკარგა - თავდახრილმა ვუპასუხე
-მე მივიდოდი მასთან - მოკლედ მიპასუხა ნინუცამ და გამიღიმა
-არვიცი რა ვუთხრა -დაუფიქრებლად ვუპასუხე
-ეგეთ დროს ბლუყუნი კი არ უნდა დაიწყო! - სიცილით მითხრა -პირდაპირ უტხარი რასაც გრძნობ
-რომ არ მიმიღოს? - უაზროდ ვსვადი ამ კითხვებს და ვერც მე გამეგო რა მინდოდა
-იცი რა არის თუ ესე დაჯდები და იფიქრებ ვერაფერს ვერ მიაღწევ , იქნები ისე როგორც მე დღეს , ინანებ და წარსულში დაიმარხები - ანაღვლიანად ჩაილაპარაკა
-არ გიცდია იოანეს ნახვა? - უეცრად ეს კითხვა დავსვი , მას არ გაკვირვებია
-არა - გაეღიმა - მეშინოდა
-რისი? - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-იმის რომ ვაპატიებდი - ასევე ნინუცამაც , პირდაპირ მითხრა ყველაფერი
-და ეგ კარგი არ იქნებოდა?
-მაშინ ვფირობდი რომ არა , მაგრამ ეგ ნაბიჯი რომ გადამედგა დღეს შენ იქნებოდი არა ჩემთან არამდეს იოანესთან სტუმრად და წაეთამაშებოდი ჩვენს ორი წლის შვილს - ისევ ისეთი მშვიდი იყო
-გინდა ნახო? - ეს იმიტომ ვკითხე რომ იმ წამს მათი შეხვედრა გადავწყვიტე
-რომ ვნახო რა უნდა ვუთხრა ანანო? - გაეცინა
-არაფერი , უბრალოდ ნახავ და დამშვიდდები - გავუღიმე
-არვიცი შეიძლება ერთდღეს მართლაც შევხვდეთ ერთმანეთს მაგრამ ეს დაგეგმილი არ იქნება
-იოანეს აქვს შენთან შანსი?
-მე მის გამო ოჯახს არ დავთმობ! - ტონი გაუმკაცრდა და გამიღიმა - შენ კი არც იფიქრო რამე სისულელეზე
-რომელ სისულელეზე? - დაბნეულმა ვკითხე
-ჩემზე და იოანეზე ვამბობ - გამიცინა - შენს შეყვარებულთან დაკავშირებით კი რასაც ვიქრობ ყველაფერი უნდა გააკეთო , თუნდაც ეს სისულელედ მოგეჩვენოს , არ მომბაძო ეს შეცდომა იქნება - გამიღიმა და ყავა მოსვა
მეც გამეღიმა და საუბრის გაგრძელებას დადუმება ვარჩიე...
**********************************************************
ნინუცასგან გვაინ წამოვედი , კიდევ ძალიან ბევრს რამეზე ვისაუბრეთ და გავუგეთ ერთმანეთს
ძალიან კარგი ადამიანია , თბილი მზრუნველი , არც კი მიკვირს რომ იოანეს ის ასე ძალიან უყვარს
მათ გამო გული ზალიან მწყდება მაგრამ ყველაფერი უკვე ისე შორსაა რომ ვერაფერს ვერ ვუშველით
იოანეს მაშინ იქნება ბედნიერი როდესაც ისევ შეუყვარდება
მაგრამ ეს მგონია რომ მხოლოდ ოცნებაა და ის ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ ნინუცაზე გაგიჟდება
მეც მივხვდი ბევრ რამეს , ძველსაც ახალსაც მაგრამ ძველს ხომ ვერ გამოასწორებ
ეხლა მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა გეგა მენახა , დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად
სახლის კარი ძლივს შევაღე და მაშინვე გამოვფიხლდი როდესაც ჩემს სახლში იოანე დავინახე
"მეთამაშებით?" გავიფიქრე გონებაში და გამეცინა
მისკენ წავედი და , მას და მარიამს შუაში ჩავუჯექი
იოანეს გავუღიმე
-როგორ ხარ? - ვკითხე ღიმილით მაგრამ მას სახეზე გაბრაზება ემჩნეოდა
მარიამს გავხედე და მივხვდი რომ ყველაფერი უთხრა
ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ დავიძარი მაგრამ ამაოდ
-ანო მოდი აქ - მშვიდად დამიძახა დედაჩემმა და წარმოვიდგინე როგორ მიღიმოდა
დავიჯღანე და მათკენ შევბრუნდი
მარიამს გავუღიმე და თვალებით ვკითხე რაგინდათქო
ის წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა
-მიდი დაელაპარაკე - მიჩურჩულა და იოანესკენ მანიშნა
მეც თავი დავუქნიე და დევდარიანისკენ წავედი
წინ ჩამოვუჯექი და გავუღიმე
-მე ყველაფერი იმისთვის არ მომიყოლია რომ ჩემს ცხოვრებაში იძრომიალო - ეტყობოდა რომ ძალიან არ ესიამოვნა ჩემი საქცეილი
-შენს გამო მასთან არ მივსულვარ , უბრალოდ... - არვიცოდი თავი როგორ მემართლებინა
-როგორ არის? - თავი გააქნია და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო
"როგორ უყვართ ერთმანეთი" - ჩემთვის გავიფიქრე და გამეღიმა
-კარგადაა - გავუღიმე
-ბედნიერია? - ღიმილით მკითხა მაგრამ ამაზე პასუხი აწამებდა
-მას პატარა გოგონა ყავს , ის მხოლოდ ამიტომ არის ბედნიერი - მისთვის არაფრის დამალვას არ ვაპირებდი
-გოგონა? - გაუკვირდა იოანეს და იმედები კიდევ ერთხელ გაუცუვდა
-კი იოანა - ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
თვალები გაუფართოვდა , ამომხედა და შემდეგ უმისამართოდ დაიწყო ყურება , თან ეღიმებოდა თან სტკიოდა , თან ეს აბედნიერებდა , თან კი გულს უკლავდა
-მადლობა - თავდახრილმა მიპასუხა და გაეღიმა
-რისთვის? - დაბნეულმა ვკითხე
-რომ არ დამიმალე - ფეხზე წამოდგა და დედაჩემისკენ წავიდა
-გეგა სადაა არიცი? - გავძახე სანამ სამზარეულოში შევიდოდა და მისკენ გავიქეცი
-არა - უხეშად მიპასუხა და თავი ამარიდა
ეს უცნაურად მომეჩვენა ამიტომ მეც შევყევი
-იოანე სად არის გეგა? - ხმა დავასერიოზულე
-არვიცი ანო - მოკლედ მიპასუხა და ისევ ამარიდა ტვალები
-რა ხდება? - ნერვიულობისგან გამეცინა
-არაფერი - აშკარა იყო რომ რაღაცას მიმალავდა
-მითხარი! - წინ დავუდექი და ავხედე
-არვიცი გეგა სადაა , ამის გასაგებას მოვედი აქ , იმედი მქონდა შენ გეცოდინებოდა - მაინც მითხრა რადგან იცოდა რომ თავს არ დავანებებდი
-დავურეკოთ - ტელეფონს დავსწვდი და მისი ნომერზე დავრეკე
-არ პასუხობს ანო - ტელეფონი გამომართვა იოანემ და ნაღვლიანად გამომხედა
-მე მიპასუხებს! - არვიცოდი რას ვაკეთებდი , ისიც არ ვიცოდი როგორ ვვაზროვნებდი
-ანო! -ხმას აუწია იოანემ და რეალობას დამაბრუნა
-სად შეიძლება იყოს? - ტირილი დავიწყე
-არვიცი შეიძლება წყნეთშია , მაგრამ... - არ დაამთავრა სიტყვა იოანემ
-მაგრამ რა? - კიდევ უფრო შემეშინდა
-ზუსტად არვიცი
-მაშინ წავიდეთ და ვნახოთ - ხელი მოვკიდე და კარისკენ წავიყვანე
-დღეს არსად არ წავალთ! - ხელი გამაშვებინა იოანემ - შენ არ წახვალ!
-არა უნდა ვნახო!
-ანო დაიძინე და ხვალ წავიდეთ
-იოანე გაგიჯდი? რა დამაძინებს? - ვუყვირე და კარისკენ წავედი
ის დამეწია და ხელი ჩამავლო
-დღეს არსად არ წახვალთქო! - მანაც აუწია ხმას
-და რამე სისულელე რომ გააკეთოს მერე რას იზავ? შენ დამამშვიდებ? - გამეცინა
-დღეს არაფერი მოხდება , ხვალ წავალთ ერთად წყნეთში და ვნახავთ გეგას კაი? - ხელები მომხვია და ჩემი დამშვიდბა უკვე დაიწყო
-დამპირდი რომ არაფერი მოუვა! რომ ხვალ ჩემთან იქნება! - უაზროდ ვისროდი სიტყვებს
იოანე არაფერს არ ამბობდა , არც მპირდებოდა , რადგან თვითონაც არაფერი იცოდა
*****************************************************
ესე ხდება როდესაც გიყვარს!
მე არადროს ვიქნებოდი თანახმა სიყვარულისთვის ესეთი მტკივნეული გზის გავლაზე
მაგრამ საქმე იმაში რომ მიყვარს
და მზად ვარ მისთვის მოვკდე! თუ ეს ღმერთის ნება იქნება!
ხო ესე ხდება...

*********************************
მადლობა იმათ ვინც კითხულობთ...



№1  offline მოდერი Tako Tako_2

არ დააგვიანო დადენა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent