სიყვარული და შურისძიება(თავი11)
-მხოლოდ შენღა მყავდა დედა და შენც ხელიდან გამომეცალე. ცხოვრებაში თუ რაიმე მიხაროდა ყველაფერს შენ გიზიარებდი, ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი.ესეთი ახალგაზრდა გამომეცალე ხელიდან. რა დროს შენი სიკვდილი იყო, ჯერ მხოლოდ 45 წლის იყავი. იმდენი ცუდი ადამიანი დადის ამ დედამიწაზე და ნეტა ისინი მომკვდარიყვნენ და შენ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. მე ხომ ძალიან მიყვარხარ დედა. რატომ მიმატოვე? -გამარჯობა ლევან. როგორ ხარ? -რავიცი არამიშავს სოფო, რაიყო ნამტირალევი ხმა გაქვს და ხდება რამე? -ლევან დღეს სამსახურში ვერ მოვალ და არა მარტო დღეს არამედ მგონი კიდევ კარგა ხანი. -ვაიმე სოფო მითხარი რა ხდება ამშვიდობაა? რაღაც ცუდი ხდება მგონი. -ლევანი დედაჩემი გარდაიცვალა და მაგიტო. -ვაიმე რაა? როდის? ამდენი ხანი რატომ არ შემატყობინე? -დღეს დილით გარდაიცვალა. -ვაიმე სოფო. ეხლა მოვალ მანდ და დაგეხმარები ყველანაირად, მანამდე მარის დაურეკე და ეგ მოვა. -არა ლევან ნუ შეწუხდები მარის დავიხმარ. -არა სოფო ფეხებზე ვერ დაგიკიდებ. კარგი დაურეკე მარის და მეც 15 წუთში მოვალ. -გამარჯობა მარი როგორ ხარ? -კარგად სოფო. რა ხდება? რა ხმა გაქვს ხომ მშვიდობაა? -მარი დედაჩემი გარდაიცვალა და შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე? -რაა? უკვე მანდ ვარ ჩათვალე. რა მოხდა გოგო ამდენი ხანი ვერ შემატყობინე თუ გარდაცვლილი იყო. -დღეს დილით სანამ სამსახურში წავიდოდი წამლის მოსატანად გავედი და რომ დავბრუნდი... -კარგი საყვარელო ნუ ტირი, მოდი ჩემთან. ნუ გეშინია მე აქ ვარ და ყველაფერში დაგეხმარები. -აი მეც მოვედი, მარი სოფო სად არის? -ძალიან ინერვიულა, გული წაუვიდა, მერე წნევამ აუწია, დამამშვიდებელი დავალევინე და ცოტა ხნით სძინავს. ყველაფერი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ხომ დამეხმარები? -კი რათქმაუნდა მეც აქ ვარ, სოფოს ასეთ დროს ნამდვილად არ მივატოვებ. მიყვარს ძალიან. -უი ლევან მოხვედი სიხარულო? -კი აქ ვარ. როგორ მახსოვს გუშინ რომ ვუთხარი ლევანმა ხელი მთხოვათქო ძალიან გაუხარდა, იძახდა მალე ბებიაც გავხდებიო. ჩემი ყველა წარმატება უხაროდა და ჩემს გულისტკივილს იზიარებდა. ეხლაკი ოჯახიდან არავინ დამრჩა. უკანასკნელი სიხარულიც გამომეცალა ხელიდან. -კარგი სოფო არ იტირო, ჩვენ შენთან ვართ სიხარულო. ყველანაირად დაგიდგები გვერდში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.