შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტი ერთი თვით (4)


21-08-2016, 22:21
ავტორი ელობელო
ნანახია 2 356

მთელი ღამე სტატიაზე ვმუშაობდი , დრო აღარ მქონდა დასაკარგი. ისეთი რაღაცები ვიცოდი ილიაზე რაც არცერთ ჟურნალისტს ცოდნია მასზე. მთელი გულით ვწერდი, მაგრამ ვცდილობდი ილიასადმი უზარმაზარი პატივისცემა და უხილავი გრძნობა შესამჩნევი არ გამხდარიყო. არაფერ ახალს დავწერდი რომ არა უფროსის მოთხოვნა სიახლეები შემეტყობინა ხალხისთვის. ჰო და მეც ცოტ-ცოტა ახალი ამბები შევმატე. ღამის ოთხი საათი იყო როცა ჩამეძინა.
დილით დედას რომ არ გავეღვიძებინე ალბათ კიდევ დიდხანს მეძინებოდა. თვალებს ნორმალურად ვერ ვახელდი. ხალათი მოვიცვი და სააბაზანოში შევედი.თვალები სულ ამომწითლებოდა, წყალი გადავივლე მალევე გამოვფხიზლდი. სამზარეულოში გავედი და რძიანი ყავა გავიკეთე,ოთახში დედა შემოვიდა .
⁃ პირველი ხდება უკვე, მე რომ არ გამეღვიძებინა ისევ გეძინებოდა.
⁃ გვიანობამდე ვმუშაობდი.
⁃ ვის გაუგია ეგრე მუშაობა, რა სტატიას წერდი ასეთს.
⁃ იმ სპორტსმენზე ვწერდი, - მეუცხოვა ჩემგან ილიაზე ისე ლაპარაკი თითქოს არაფერს წარმოადგენდა.
⁃ ეჰ დედა, არ მომწონს მის პირადში ,რომ ერევი.
⁃ არც მე დე,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს გაიგე.
⁃ ვიცი , ვიცი. ნეტავ არ გაექურდათ ის მაღაზია . აღარ იქნებოდი მასე დამოკოდებული მაგ სამსახურზე. ან ჩვენ მაინც გვართმევდე ბანკისთვის ფულს.
⁃ არა მასე არ შემიძლია,ჩემი გაფუჭებული მე თვითონ უნდა გამოვასწორო.
⁃ ვის გავხარ ასეთი ჯიუტი? - ამოიბურტყუნა დედამ.
⁃ მშობლებს ხომ არ დავემსგავსებოდი. მეზობელ თამილას ვგავარ დე, - ორივე ავხარხარდით თამილას ხსენებაზე.

მთელი დღე აღარც ინსტაგრამზე შევსულვარ აღარც ფეისბუქზე არ მინდოდა აღარანაირი პოსტის წაკითხვა ჩემზე. გოგონები სულ ამაზრზენ კომენტარებს წერდნენ . ილიას სახლის მისამართი გავიგე, ფოტოები უნდა გადავუღო ჩუმად და ავღწერო მისი ერთი ჩვეულებრივი დღე. ამისთვის ხვალ მოვიცლი,დღეს კი ისევ სტატიას ჩავუჯდები.
საღამოს როგორც კი მამა დაბრუნდა ისევ იმაზე დამიწყო ლაპარაკი ,რომ
ბანკის ფულს თვითონ შეიტანდა.
⁃ არა !გაიგე ერთხელ და სამუდამოდ რომ მე უნდა გაფავიხადო თითოეული თეთრი.
⁃ რა შენი ბრალია ,რომ გაგქურდეს? ისე მუშაობ ხოლმე აღარაფრისთვის იცლი ,სულ იმის ფიქრში ხარ სამსახურიდან რომ არ დაგითხოვონ.
⁃ ერთი წელიც აღარ დარჩა .
⁃ ვიცი,მაგრამ მთელი ერთი წელია აღარაფერი გიყიდია შენთვის,სულ მეორადში ყიდულობ და ისიც იშვიათად , - გაბრაზებული მელაპარაკებოდა მამა.
⁃ უბრალოდ იმდენი რამე მაქვს მეტი აღარ მჭირდება ,- თავის მართლებას შევუდექი.
⁃ კარგი დაწყნარდით, კახა არ გშია?
⁃ კი ნინო, - ჟურნალს მოკიდა მამამ ხელი და დედას გაყვა სამზარეულოში ცოტახანში მამას ყვირილის ხმა გავიგე.
⁃ ნენე, სასწრაფოდ აქ გაჩნდი,- ძუნძულით წავედი სამზარეულოში.
⁃ რა ხდება?
⁃ მე მეკითხები კიდევ? ეს რა არის ამიხსენი, - ჟურნალი სახეზე ამაფარა . ო... არა , არ არსებობს. ჩემი და ილიას ფოტო იყო , წარწერით " ჩემპიონი და გოგონა რომელიც წლებია უყვარს" . კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი.
⁃ ამას აქ რა უნდა , - ჩუმად ამოვიბურტყუნე.
⁃ შეყვარებული თუ გყავდა არ უნდა გეთქვა და მითუმეტეს ერის საამაყო კაცი? - ზედმეტად ნაწყენი ხმა ჰქონდა ნინოს.
⁃ რა ხდება აგვიხსენი! - ზედმეტად გაბრაზებული ხმა ჰქონდა მამას.
⁃ კარგი კახა,დამშვიდდი და აცადე ახსნა.
⁃ მართლა არაფერი ხდება ჩვენს შორის!
⁃ სტატიაში სხვა რამ წერია, ფოტოდანაც არ იგრძნობა ის რომ არაფერი ხდება თქვენს შორის.
⁃ გეფიცებით, კოსტას მამიდაშვილია ილია . სოფელში გავიცანით ერთმანეთი, მეც არ მესმის მსგავსი სათაურის სტატია რატომ დაბეჭდეს რაში ჭირდებოდათ.
⁃ კარგი მჯერა,უბრალოდ ძალიან გავბრაზდი არაფერი რომ არ გქონდა ნათქვამი ჩვენთვის.
⁃ რამე რომ ყოფილიყო ხო გეტყოდით.
ტელეფონზე ქალბატონი მაკას ზარი შემოვიდა.
⁃ შენ როგორ გიყოჩაღია! მასე განაგრძე,ძალიან დაუახლოვდი და ყველაფერი გაიგე მასზე!
იცოდე ისეთი სტატია უნდა გამოვიდეს ყველა რომ ავალაპარაკოთ. უბრალო ფოტოთი ყველა აალაპარაკე და წარმოიდგინე რა ამბებს დავატრიალებთ ცოტახანში. მუშაობა დაიწყე? - ისე სწრაფად აბავდა სიტყვებს ერთმანეთს ძლივს გავიგე რას ამბობდა.
⁃ დიახ ქალბატონო, რა ხანია დავიწყე. ხვალ ფოტოების გადაღებას ვგეგმავ .
⁃ ყოჩაღ კარგია,გამომიგზავნე აუცილებლად. კარგი ,ღამემშვიდობისა.
როგორ მრცხვენია ილიასთან ჩემი საქციელის, ისეთი ფაქტები უნდა გავამჟღავნო რაც ნამდვილად არ მოეწონება. ალბათ მერი და გურამიც ძალიან გაბრაზდებიან.
საღამოს ინსტაგრამზე შევედი - Liparteliani started following
you. ისე გამეხარდა საწოლზე ხტუნაობა დავიწყე, რა კარგია... მე მეგონა აღარც ვახსოვდი ,თურმე ძალიან ვცდებოდი. შეიძლება სხვისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ერთ გამოწერას ...
შეტყობინება მომივიდა .
Liparteliani- როგორ ხარ?
ახლა ისე ავხტი ლამის საწოლი დავლეწე.
მე - კარგად ,შენ როგორ ხარ?
Liparteliani - კარგად, ეს ორი დღეა ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ბევრი უარყოფითი აზრიცაა და ბოდიშს გიხდი ამისთვის.
მე - არაფერი გაქვს საბოდიშო,ლიკუნას რომ არ აეტვირთა არაფერი მოხდებოდა.
Liparteliani - ჰო, რა ვიცი. მალე ჩაცხრება სიტუაცია არ იდარდო.
მე - არც ვდარდობ.
Liparteliani- კარგი, ძილინებისა ნინე.
აღარაფერი მიმიწერია, ძალიან კარგი სიზმრები მესიზმრა.
დილით კარგ განწყობაზე გავიღვიძე, სპორტულები ჩავცვი, პროფესიონალი ავიღე და ტაქსით ილიას სახლთან მივედი. ულამაზესი სახლი ჰქონია, რამდენიმე ფოტოც გადავუღე. ნახევარ საათში სპორტულებში ჩაცმული გამოვიდა ილია გარეთ, ხეებს ამოვეფარე და კარგად დავაკვირდი. სადღაც მიდიოდა ძაღლთან ერთად, ჩუმად ფოტოებს ვუღებდი თან. როცა მივხვდი რომ აღარ დაბრუნდებოდა გაჩერებისკენ წავედი. ტაქსით ვეღარ დავბრუნდენოდი სახლში. ოცი წუთი ვიდექი და ველოდი ავტობუსს,როცა ფეხებთან BMF ფირმის შავი ავტომობილი,რომ გაჩერდა ჩემს ფეხებთან.
⁃ ჩაჯექი ...



***
-როგორ ხარ ნინე?
⁃ კარგად ილია შენ როგორ ხარ?
⁃ მეც კარგად, სად მიდიხარ?
⁃ რავი სახლში მივდიოდი.
⁃ აქვე კარგი კადე ვიცი ,წამოხვალ? -თბილად გამიღიმა ,თურმე როგორ მომნატრებია მისი შემოხედვა,ღიმილი.
⁃ წამოვალ.
ჩუმად ვმგზავრობდით,მხოლოდ მუსიკის ხმა არღვევდა სიჩუმეს.

ძალიან მყუდრო კაფეში ამოვყავით თავი. ფანჯარასთან დავსხედით,მიმტანიც მაშინვე მოვიდა.
⁃ რას შეუკვეთავთ?
⁃ რძიანი ყავა ხო? - ჩამეღიმა ,მას ახსოვდა თუ რა მივყვარდა.
⁃ ხო და შოკოლადის ნამცხვარი.
⁃ თქვენ რას მიირთვემვთ? - ილიას მიუბრუნდა ოფიციანტი.
⁃ ცივი ყავა მინდა მხოლოდ.
⁃ კარგი, - გაიღიმა ოფიციანტმა და დაგვტოვა.
⁃ ისე არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ იყავი,- ისე ჩავილაპარაკე კარგად გაეგო.
⁃ ხო არც მე ვიცოდი ,- გაიცინა.
⁃ მომენატრნენ გურამი და მერი.
⁃ წავიდეთ სხვა დროსაც,გუშინ მელაპარაკა მერი რაც შენ გაქო,-გაგვეცინა ორივეს.
მალევე მოგვიტანეს ყავა და ნამცხვარი. გემრიელად დავიწყე ნამცხვირს ჭამა, ლიპოს უცნაური მზერა რომ შევამჩნიე.
⁃ რა იყო? - გაკვირვებულმა გავხედე.
⁃ შოკოლადის ჭია ხარ რა, - გაიცინა, - არცერთი გოგო არ მეგულება შენნაირი.
⁃ რა არ მოგწონს? - უკმაყოფილოდ ავწიე ზედა ტუჩი.
⁃ პირიქით ყველაფერი მომწონს...




ყველანაირად შევეცდები ხვალ ახალი თავი დავდო. იმედია მოგწონთ



№1  offline წევრი miss intriganka

აუ ძაან მომწონს პროსტა ვიცი რო ეხა აქ ძაან ცუდი ამბები დატრიალდება სტატიის გამო და წინასწარ ვნერვიულობ პატარა თავი იყო და არ მეყო ცოდა გაზარდე რა პლიიიიიიიიზ გელოდები აბა იქნებ 12ის მერეც დაგედო
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№2  offline წევრი blackboss

uzomod da uazrod mavsebs sitboti es istoria <3 dzalian kargad gakvs agwerili kvelaferi ^^ magram winaswar vnerviulob male datrialebul karishxalze (((( dzalian ar achxubo raa :D magari xar dzalian <3 !!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ძალიაან მომწოოონს♡♡♡

 


№4  offline წევრი nini :)

ძაან მაგარიააააა, ველოდები შემდეგ თავს, იქნებ დათანხმდეს თავის მშობლებს და აღარ დაწეროს სტატია, მოკლედ არ ვიცი შენ ხარ ავტორი შენი გადასწყვეტია როგორ განავითარებ მოვლენებს, რაც მთავარია მომეწონა ძაალიან და სიამოვნებით ველოდები შემდეგს

 


№5 სტუმარი hipo

amishala nervebir aa !

 


№6  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგრაია გაგრXელე

 


№7  offline მოდერი Tako Tako_2

აუ ძაან მომეწონა...

 


№8  offline წევრი Firefly

ვაიმე რა კარგი ხარ!
ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და საშინელ ინტერესში ჩამაგდოო
გელიიი მალე დადეე დიდი თავი
--------------------
M.T

 


№9  offline წევრი ელობელო

გამარჯობა ბავშვებო,მიხარია თუ მოგწონთ. ტელეფონით ვწერ ამ მოთხრობას მაგრამ რაღაც პრობლემები შეექმნა არ ვიცი როდის გამოსწორდება რომ ახალი თავი დავწერო. კომპოუტერიც გაფუჭებული მაქვს.იმედია დიდხანს არ დამაგვიანდება

 


№10  offline წევრი gvanciii kereselidze

ძანნნ მაგარიააა გააგრძელეე
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent