შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განვლილი წლები 3


21-08-2016, 23:34
ავტორი Figaro
ნანახია 1 286

გაშტერებულ ვიყავი, ამდენი წლის შემდეგ...როგორ, მეგონა არასდროს ჩამოვიდოდა, არა შანსი არაა, ის ვერ იქნება ღმერთ ჩემო! ცრემლები ძლივს შევიკავე როცა უბრალოდ გვერდი ჩამიარა და მანქანაში ჩაჯდომა გადაწყვიტა
-ჰეი! -ვუყვირე ისე რომ გაეგონა, მანაც ჩემსკენ გამოიხედა და უბრალოდ გამიცინა
-გამარჯობა ლამაზმანო. -ცრემლებს ძლივსძლიობით ვიკავებდი, არ ვახსოვდი... თორემ ასე არ მომმართავდა, იცოდა როცა ასე ეძახდა გოგოებს ვერ ვიტანდი, ნუთუ ასე შევიცვალე? ან საერთოდ ახალი მეგობრები გაიჩინა და მე მიმივიწყა, სწორედ ამ დროს ლაშა გადმოვიდა, და ლიზიც გადმოყვა
-აჰა! ძველმა მეგობრებმაც ნახეს ერთანეთ! გაბო იუნონას იცნობ, იუნონა გაბოს იცნობ!
-ჰა? გაბო? გაბრიელი? გველესიანი?
-არ თქვა რომ ვერ იცანი იუნონა?! -გაკვირვებული ლიზი მიყურებდა, ჰაჰ როგორ ვერ ვიცანი უბრალოდ ნამუსზე უნდა დავაგდო ეს იდიოტი! როგრო გაბედა ჩემი დავიწყება, ღმერთო რა სულელი ვარ მეც! რატომ მეგონა ვემახსოვრებოდი! ბანკეტზეც კი სულ მასზე ვფიქრობდი...
-ხო მე ვარ, ლამაზმანო.
-აჰ, მართლა ასე გავლამაზდი? -ვითომ შევიფერე, მე შენ გაჩვენებ სამაგიეროს გადახდას! ესეიგი ლამაზმანი! ესეიგი ვერ მიცანი! ხოდა ნახე ახლა შენ ბატონო გაბრიელ!
-ოჰ ერთ დროს ამ სახელს ვერ იტანდი!
-მართალი ხარ გაბ, ერთ დროს
-სხვათაშორის, მხოლოდ მკერდი გაქ გაზრდილი , ოდნაც უკანალიც, ტვინით ისევ ისეთი ბავშვი ხარ! -ამას ვინ გონია თავისი თავი?! ღმერთ იდიოტი! ვაჩვენებ მე სეირს! დაიცა თან ესეც ბათუში მოდის! ღმერთო სასტიკი არდადეგები მექნება!
-აქ რამ ჩამოგიყვანა?
-ლაშამ მოგვენატრე საძმაკაცოსო, თან აქაურობაც მაინტერესებდა რას შეცვლიდნენ.
-ოჰ... კარგია!
-კარგით რა! ჟმოტებო! მე ჩახუტებას ველოდი! არადა 3 წლის წინ რა მაგარი მეგობრები იყავით ეე! წამოთ ახლა გვიცდიან ბიჭები. -გაბრაზდა ლაშა და მანქანაში შეხტა, ბოლოს დები მოვთავსდით უკან და ბათუმის გზას დავადექით, არ მომისმენია რას საუბრობდნენ, იმის მიუხედავად რომ საუბარში გაბოც იყო ჩართული.
არ მაინტერესებდა უბრალოდ, რა უნდოდა, რატომ დაბრუნდა, მაინცდამაინც ახლა, როცა საბოლოოდ შევძელი მისი დავიწყება, ამას უცდიდა? ანდა როგრო დაუცდიდა საიდან გაიგებდა რომ ახლა დავივიწყე ვანგა ხომ არაა.
ან არის?
ხო არის და არ მითხრა!
ღმერთო, სულელო რატომ ფქრობ ასეთ რაღაცეებზე! დაიძინე ჯობს!
ბევრი ჩხუბის მერე საკუთარ თავთან, ჩამიძინა.
***
თვალებს ვახელ, უცხო ოთახში ვარ, რა მოხდა? სად ვარ? მანქანაში არ ჩამეძინა ? აქ როგორ გავჩნდი არ მესმის, ღმერთ ავარიაში ხომ არ მოვყევით და ახლა სავადმყოფოში ვარ? არა, არა, მაშინ გადასხმას უნდა ვიკეთებდე ახლა, წამლების სუნი იდგებოდა აქ და თეთრი კედელიც იქნებოდა.
-გაიღვიძე?-ბიჭის ხმა გაისმა, რაღაცნაირად მეცნო ეს ხმა, საიდან არ ვიცი უბრალოდ მეცნობოდა, თავი გვერდით შევატრიალე და სახე გამიშტერდა
-მა... მათე? მოვკვდი უკვე?
-არა იუნონა, რეზი ვარ მათეს ტყუპი -სიცილი დაიწყო რეზიმ, ღმერთო როგორ შემეშინდა ვიფიქრე მეთქი მართლა მოვკდითქო და საიქიოში მას ვნახულობთქო, გამიხეთქა გული! ისე პირველივე დღესვე რომ ისეთ ვინმეს ვნახულობ ვინც მათეს მახსენებს! რა დამპალი ბედი მაქ რა! მაგრამ ლიზას გამო უნდა ვიყო აქ.
-აქ რა გინდა რეზი?
-ძმაკაცებთან ვარ, გაბომ და ლაშამ ამოგიყვანეს აქ მეკიდე ვუთხარი რო გიცნობდი და შენთან დავრჩი, რეაქციები მაინტერესებდა :დ
-იდიოტო მათხოვარო! -ვიყვირე და ბალიშს ვტაცე ხელი შემდეგ კი თავში ვესროლე.
-რას მერჩი?
-რას უნდა გერჩოდე გული გამიხეთქე!
-ოოო, ღირსი ხარ! არც მიკითხავდი! ვაფშე დაგვივიწყე ყველა!
-არ მინდოდა მათეს შესახებ კიდევ გამეგო რამე და მაგიტო, მეშინოდა რო უარესად გავხდებოდი.
-მშიშარავ!
-ოო კაი წამო ჩავიდეთ!-მოწყენილი წამოვდექი, რა დამპლობაა! მათეს ტყუპს ახლა ყოველდღე უნდა შევხვდე! აუუუ გაბოს და ლაშას საიდან იცნობს ნეტა! ან აქ რა უნდა ვაფშე! უკეთესი ადგილი ვერ ნახა დასასვენებლად? თან გაბოსთან რო თქვა ვიცნობო რას იფიქრებდნენ, არა ლიზი კი იცნობდა რეზის, ბევრჯერ წამიყვანია მათესთან და რეზისთან სახლში, მაგრამ ამათ სხვა რამე რო იფიქრონ, თუმცა იზი-მიზი დამიცავს! ქვევით ჩავედი და ბავშვებს შევხედე, ოჰ კიდევ კარგი არავინაა მეტი მათეს სასტავიდან.
ამის გაფიქრება და კარების გაღება ერთი იყო, ლოლა, ვაა, უკვე მეორე ადამიანი, ღმერთო შენ დამიფარე ამ ზაფხულს, მთელი სამი თვე აქ უნდა ვიყო, რეზისთან ლოლასთან, და გაბოსთან ერთად!
-ოჰ ნონაც მოსულა -გაბრიელის ხმა გაისმა და ჩემკენ გამოემართა, მხარზე ხელი გადამხვია, ეს რაა? რამე ახალი ჟესტი?
-ეგრე ნუღა მეძახი! -მკვლელი მზერით გავხე, ხელი მოვიშორე, იდოტი, თავი მართლა ვინ გონია! გონია ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდება ისე მოიქცევა თითქოს ვერ მიცნობს ლამაზმანს დამიძახებს, და ხალხში ასე მომექცეს? არამც და არამც!
-ჰერა?-გაკვრვებული გამომხედა ლოლას.
-ლოლიტა!-სიცილი დავიწყე, უცებ მოვეხვიე, ღმერთო ჩემი სულელი მეგობარი გიჟი გადარეული ლოლა! რამდენიხანია არ მინახია უკვე, მომენატრა ხომ იცით, კვლავინდებურად ის სურნელი ადის დაიცა რომელი დუხი იყო? ხო „ზაფხულის სამოთხე“ სულ ამას ისხამდა, ალბათ ახალი იყიდა ახლა.
-სად დაიკარგე? ასე უნდა ჩვენი მივიწყება?
-ოოო, ბოდიში რა!-სიცილ დავიწყე და შევისვენე, შემდეგ კი კიდევ ჩავეხუტე, მომენატრენ ეს დამპლები.
-ჯერ რეზი, ახლა ჩემი ლოლა, საიდან იცნობ ამათ? -გაკვირვებული წარმოთქვა ერთმა ბიჭმა -უი ხო მე ლუკა ვარ.
-მა.. -რაღაცის თქმას აპირებდა ლოლა თუმცა ვერ მოასწრო.
-საბამ, ლოლას ძმამ დახრჩობას გადაარჩინა - უცებ თქვა იზი-მიზიმ, ჩემი გადამრჩენელი!
-აჰა! გასაგებია! -ჩაიცინა ბიჭმა და კალთაზე ხელები დაირტყა -ვაი, ვაი მეტკინააა -ყვირილი დაიწყო მან, ღმერთო სად მოვხვდი ეს! იდოტების ბანდაში ვარ რა! -ლოლააა შენი უკანალი გადამარჩენსს მარტოო!
-რა დავაშავე ასეთი იდიოტი რომ შემიყვარდა! -სიცილი დაიწყო გოგომ და ლუკას კალთაში ჩაუხტა, სწორედ ამ წამს მათე გამახსენდა, კონკრეტულად კი მეორე ზაფხული როცა ქუთაისიდან აქეთ მოვდიოდით, ის ჯოჯოხეთური ზაფხული...
დროში დაბრუნება
-მე რა ვქნა ახლა! ადგილი რო არ მაქ! -ამოვიკნავლე და ბიჭებს შევხედე
-რა უნდა ქნა და შენ ბიჭს ჩაუჯდე კალთაში! -სიცილი დაიწყო ვატომ
-აი როგორ ეგ! საჭესთან ზის ტიპი!
-მე დავჯდები საჭესთან.- სიცილით თქვა და მათეს საცოდავი თვალებით შეხედა,
-კარგი კარგი ხო! -სიცილი ატეხა მათემ მის თვალებზე და შემდეგ მე გამომხედა წარბები ეშმაკურად ჰქონდა აწეული, ღმერთო მთლიანად ავწითლდებოდი ალბათ მათე საშინლად მომწონს, მგონი მასაც მოვწონვარ თუმცა ერთმანეთს არ ვუტყდებით, ხოდა ამაზე ბავშვები გვეღადავებიან, ხო ხედავთ ვატომაც შენ ბიჭს ჩაუჯექი კალთაშიო, არა ისე ჩემი ბიჭი როდიდანაა ნეტავ,
მათე მანქანაში ჩაჯდა უკვე ყველას დაეკავებინა ადგილი, მე კი მაინც გაბუსლი ვიდექი.
-აუუუ, ანდროს მანქანაში რო ჩავჯდე?
-არაა! იქ ვაფშე არაა ადგილი!
-ოოო! -გავბრაზდი, არც კი გავნძრეულვარ-ვატო გადმო შენ ჩაგიჯდები!
-არაა! საჭე მინდა! -როგორ მიშლიან ნერვებს, არ მინდა მათეს კალთაში რომ ჩავუჯდე, მეშნია ცუდად არ მომივიდეს ან რამე, ნუ ხო ხვდებით რა უხერხულია...
-მოდი პაწუ აქ, ნუ გეშინია, შენზე არ მიდგება, პროსტა კალთას თუ გამითბობ :დ-ყველამ სიცლი დაიწყო მე კი გავიბუსე, იდიოტი მათხოვარი! რამდენს ბედავს! მეთერთმეტეში წელს გადავედი მხოლოდ! ნერვების კიბო! როგორ მინდა რო ვცემო! რამე ჩავცხო თავში! სკამი გადავალეწო! ლოქო! მძორი! ძროხა!
-კაი ჰერ, ვიხუმრე, მოდი რა, უბრალოდ ჩამიჯექი და მომეხვიე რომ გამათბო!
-არა! სანდრო შეიძლება შენ ჩაგიჟდე?
-არააა! შანსი არაა საყვარელო! საშინლად მძიმე ხარ! -აუუ! ამათ ჩემს წინაღმდეგ შეკრეს პირი! არადა როგორ არ მინდა მათეს ჩავუჯდე!
-მოდი რა ჩამიჯექი, ბოდიშ ხო მოგიხადე.
-ოო კარგი ხო! -სხვა რა გზა მქონდა, შიგნით შევძვერი და მის მუხლებზე მოვკალათდი, იმ წამს ავწითლდი, საშინლად ავწითლდი.
ვგრძნობდი როგრო მეცემოდა მათეს სუნთქვა კისერთან ახლოს, უცრად ყურთან ახლოს მოიტანა ტუჩები და მხოლოდ ერთი რამ მითხრა, ერთ წინადადება რომელმაც ჩემი ცხოვრება კიდევ შეცვალა.
-მომწონხარ ჰერა.
ახლანდელი დრო
-დედამიწა იძახებს ჰერას! -რეზის ხმამ მომიყვანა გონზე, ისევ მასზე ვფიქრობ, ისევ მოგონებები მომაწვა, რათქმაუნდა სხვას არც ველოდი.
-იუნონა გამო ჰაერზე რა. -ისევ რეზიმ მომკიდა ხელი და გარეთ გამიყვანა, ვიგრძენი როგორ გამოგვყოლა ვიღაცამ თვალი თუმცა არ მაინტერესებდა რადგან ახლა არაფრის თავი მქონდა, უკვე ჩამობნელებულიყო ის დიდი მარგალიტი ბოლომდე ჩანდა ცაზე, მთვარე სიყვარულის ციური სხეული, ასე უწოდებს ხალხი მას, უწოდებენ რადგან როდესაც ის ამოდის ცაზე, გარეთ უამრავი შეყვარებული წყვილი იწყებს სეირნობას, მახსოვს ერთხელ როგორ მომიყვა გაბომ მთვარისა და მზის სიყვარულის შესახებ თქმულება.
ოჰ... გაბო, სიმართლე თუ გინდათ ამ წლების განმავლობაში მასზე ყოველთვის ვფიქრობდი, მათეზე ფიქრს ავტომატურად ისიც მოყვებოდა, ალბათ იმიტომ რომ ერთი ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული იყო რომელმაც გამტეხა, ხოლო მეორე ადამიანი რომელმაც ჩემი გული გაამთელა, თუმცა ბოლოს კვლავ მის გამო გაიბზარა.
ახლა ყველაფერი ერთად დაბრუნდა, მათეს მეგობრები რომელნიც მათეს გამახსენებენ ყოველ წამს, და გაბრიელი... სწორედ იმ დროს როდესაც ბათუმში წამოსვლა გადავწყვიტე, ღმერთო გამოცდას მიწყობ?
რა ვქნა?
როგორ მოვიქცე?
მაქ კი არჩევანი?
დავრჩე აქ და ვიტანჯო?
თუ წავიდე, წავიდე და ჩემ დას იმედები გავუცრუე?
ეს ის სიტუაციაა როცა ვერაფერს ვიზამ, აქ არც მოგონებების ღრმად დამარხვა შეიძლება, არც მათგან გაქცევა რადგან ისინი უკვე ამოტივტივტივდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent