შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?! (თავი 40)


21-08-2016, 23:42
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 453

-ცოტა ხანს შევისვენოთ ნინუცა, კარგი?! თავი უხმოდ დავუქნიე ნიკოლოზს.
გორგოლაჭებიან სავარძელს ვუბიძგე და ოდნავ მოვშორდი მაგიდას.
ის წამოდგა, აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.
კონტრაქტი რაც გავაფორმეთ უკვე ორი თვე გავიდა, დამღლელი და მომაკვდინებელი ორი თვე.
ამ მამაკაცთან ერთად გამომოკეტილი ვარ ამ კაბინეტში, ვაკეთებ ათას ნაახაზსს და მაკეტს. განა კი მართლა ამად მიღირს ნაკაშიძეების ჰოლდინგი?! ეს უკვე ჩემი ახირებააა, მგონია რომ .... ვინ იცის რამდენი დღე და საათი დავაკელი ჩემს შვილებს, იშვიათად ვხედავ უკვე მათ, ადამიან-რობოტად ვიქეცი და ჩემი გულცივობის და სიძლიერის უკვე თავადვე მეშინია.
ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ნიკოლოზის ბოხი ხმა გავიგე.
-არაფერს მომიყვები შენზე? მისმა ამ სიტყვებმა შემაკრთო..
-უკაცრავად რა თქვით?! სკამი დავატრიალე ფეხით და მას შევხედე.
-არ გინდა ერთმანეთი უკეთ, რომ გავიცნოთმეთქი? ! სიგარეტის კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა.
ალმაცერად გავხედე და დარწმუნებული ვარ საშინლად სულელური გამომეტყველება მექნებოდა.
-რამე მომიყევი შენზე? ვინ ხარ, კიდევ ნაკაშიძეების ჰოლდინგის გენერალური დირექტორის გარდა.
რა გინდა ამ ცხოვრებისგან? ოჯახი თუ გყავს და ა.შ. ცოტათი მაინც რომ შევძლო შენი გაცნობა, მერე მე მკითხე რაც გინდა და ასე.... გაიღიმა, მხრები აიჩეჩა და აივნის მახლობელ დივანზე ჩამოჯდა.
ასეთი მხიარული და რაღაცნაირად ინტერესიანი ნიკოლოზი ამ ორი თვის განმავლობაში არასდროს მინახავს.
-რაც არის საჭირო, რომ იცოდეთ თქვენ ჩემზე, ვფიქრობ, რომ იცით უკვე ბატონო ნიკოლოზ.
-ეს „თ“ ჩამოაშორე თუ ღმერთი გწამს და „ბატონოც“. ეგრე ბებერიც არ ვარ.
ისევ გაიღიმა.
-გეტყობათ ფანტასტიურ ხასიათზე ხართ, რასაც ჩემს თავზე ვერ ვიტყვი.
თუ შეისვენეთ, მოდით განვაგრძოთ მუშაობა და მალე მოვრჩეთ ამ ნახაზზს.
-ვინმე გელოდება? თვალები მოჭუტა და უტეხად ჩამაშტერდა თვალებში.
მისგან მსგავს მზერას არ ვიყავი მიჩვეული და უხერხულობასთან ერთად ნერვებიც მომეშალა.
-ბატონო ნიკოლოზ....კიდევ ვაპირებდი, რაღაცის თქმას თუმცა ვულკანის ამოფქვევის მსგავსად მისი სიმშვიდე, აღელვებამ შეცვალა, ლავასავით ამოფქვევას ლამობდა თითქოს მისი გულის ნადები.
-რამდენჯერ გითხარი, რომ ამ „ბატონო ნიკოლოზსს“ ნუ მეძახი! ან მხოლოდ ნიკოლოზი დამიძახე ან უბრალოდ ნიკა! რაღაც სპირტიანი სასმელი ჩამოისხა, ვერ გავარჩიე რა იყო და სულმოუთქმელად გამოცალა, ერთს მეორე მიაყოლა და მესამე შეივსო, ხელში დაიკავა ბოკალი და ჩააცქერდა შიგნით, თითქოს რაღაცას ეძებსოო.
-კარგი ნიკოლოზ, ვატყობ მუშაობის ხასიათზე არ ხართ, ამიტომ დაგტოვებთ რათა მოურიდებლად დალიოთ! მოთმინება დაკარგული წამოვდექი ფეხზე და კარისკენ წამოვედი,უკვე კარის გაღებას ვაპირებდი, მკლავზე შეხება, რომ ვიგრძენი.
ამდენი წლის მანძილზე, პირველად შემეხო „არამეგობარი“ მამაკაცი...უცნაური გრძნობა დამეუფლა...ტანში გამაჟრჟოლა სიამოვნების და რაღაც ამდაგვარის გამო კი არა, არამედ, იმ გრძნობის გამო, რომელიც წამის წინ დამეუფლა. რაღაც უცნაურის გამო.
-არ წახვიდე! მის წამისწინ მხიარული ჭინკებით სავსე თვალებში უდიდეს სევდას დაედო ბუდე.
ექვსი თვე ან ცოტა მეტიაა, რაც შენთან ერთად ვმუშაობ და მგონი ექვსი წინადადებითაც არ ვიცი ვინ ხარ! შენზე არანაირი ინფორმაცია არ ჩანს, შენი წარსული სად არის? ღმად ამოიოხრა და კვლავ განაგრძო.
შენი ცხოვრების 4 წელი დაკარგულია თითქოს...ისტორიაში არ ჩაწერილა?! ვინ ხარ ნინუცა ვინ?დღეს და ღამეს ვასწორებთ ერთად ამდენი თვეაა და საეერთოდ არ ვსაუბრობთ, მხოლოდ საქმე და საქმე.... ფეხებზე საქმე, მოდი უბრალოდ ვისაუბროთ... ეს თქვა და უეცრად საშინლად გაწვიმდა. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ვიცოდი ახლა ჩემს წასვლას აზრი არ ჰქონდა ავტოფარეხში უნდა დამეცადა წვიმის გადაღებისათვის თუმცა მაინც გავიბრძოლე.
-არ დაგატერორებ ნიკოლოზ, ნუ გეშინია! გაყინული თვალებით შევხედე.
ნახვამდის! მკლავზე მივუთითე, თან.
-ამ წვიმაში სად მიდიხარ ხომ არ გაგიჟდი?! თითქოს იცოდა ჩემი პასუხი,ხელი შემიშვა და ბარისკენ წავიდა.
-რას დალევ?
-არაფერს მაადლობთ. ჩანთა ისევ სავარძლის წინ დავდე და მე კი აივნისკენ ავიღე გეზი.
ცოტა ხანში მისი ნაბიჯების ხმა გავიგე და მალევე მომიხალოვდა.
-შენ ჩვეულებრივი ქალი არ ხარ, ამიტომ მგონია, რომ შავი ღვინო მოგეწონება, საგანგებოდ ჩემს მარანში დაწურული...ბოკალი გამომიწოდა.
გაძალიანება აღარ დავუწყე, სასმელი ახლა ძალიან მჭირდებოდა რადგან წარსული მტკიოდა ძ₾იერ.
თითო ჭიქა გამოვცალეთ, ისე, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მეორეც ასე, მესამეს, რომ ვსვავდით. მან დაარღვია დუმილი.
-ნაკაშიძე ზურასი ვინ ხარ, რომ ჰოლდინგი ჩაგაბარაა? წვიმას ხელები გაუშვირა, ისე, როგორც მე ვუშვერდი ადრე, როცა ყველაფერი ნორმალურად იყო ჩემს ცხოვრებაში, მეტიც შიშველი ფეხებითაც დავრბოდი. ვინ უწყის სკოლიდან რამდენჯერ წამოვსულვარ ფეხით, ოღონდ წვიმას დავესველებინე.
გამეღიმა სიმწრით მის კითხვაზე და ჩემს გულში ვთქვი. „როგორ გააქრო ზურამ ყველაფერი, რომ არასად წერია ისიც კი მე და ალექსი, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, თუმცა შესაძლოა ახლა ჩემთვის ასეც სჯობდა“. თავი გადავაქნიე.
-არავინ... მე სამსახურს ვეძებდი, ის დირექტორს და შევთანხმდით.
-ასე უჩვეულოდ და მარტივად? ალმაცერად გამომხედა.
-დიახ. ის ავადაა, მე კარგი cv მქონდა და გამოცდილებაც.
-სხვაგანაც მუშაობდი?
-კი. მიშა ავალიანის სამშენებლო კომპანიის დირექტორი ვიყავი ერთ დროს. სევდიანად ამოვილაპარაკეე და დავწყევლე კიდევ ერთჯერ ეს პერიოდი, იქნებ ალექსი, რომ არ მენახა კვლავ გრძნობები გაუფერებულიყო და ასე არ შემყვარებოდა.
-ეს ალბათ ადრე იყო, ხომ? ახლა სხვები მართავენ მაგ ფირმას, როგორც ვიცი, არ ვიცნობ მე პირადად მათ.
-სხვები არაა, მიშა ძია და ჩემი უმცროსი ძმა მართავენ. ცას შევხედე და გამიკვირდა, მზე იყო და ასე კოკიპირულად წვიმდა, ამინდი „რაღამ გადარია“ გავიფიქრე.
-შენი ბიძაა მიშა?.
-უკვე საკმაოთ ბევრი გაიგეთ ჩემზე ნიკოლოზ. სჯობს წავიდე! ბოლო ყლუპიც გამოვცალე ჭიქაში და მივხვდი, რომ ოდნავ სასიამოვნოდ შევბუჟდი.
-ბევრი? ეს ყველაფერი, ხომ ისედაც ვიცოდი.... მოკლედ სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ტერორისტთან და ვინმე კრიმინალთან ვმუშაობ! კვლავ გაიღიმა და მისი ღიმილის დაჭერისას, ალექსის ღიმილი დამიდგა თვალწინ. თვალები მაგრად დავხუჭე, რომ ნიკოლოზს ჩემს თვალებში ჩამდგარი ცრემლი არ დაენახა. თვალ დახუჭულმა ვუთხარი.
-შეგიძ₾იათ ღვინით კვლავ შემივსოთ სასმისი? უხმოდ გამომართვა ბოკალი და სავსე დამიბრუნა.
სულმოუთქმელად, ლოთივით გამოვცალე და კვლავ გავუწოდე, მანაც კვლავ შემივსო. გამოვცალე თუ არაა, უხმოდ წამოვედი, საწერ მაგიდაზე დავდგი სასმისი,ჩანთა ავიღე და კართან მისული შევჩერდი.
-მე საინტერესო ადამიანი არ ვარ, ამიტომ ნუ დაინტერესდებით ჩემი ცხოვრებით ნიკოლოზ. ისევ იმ მზერით მიყურებდა, რომელიც რაღაც სხვა გრძნობას მგვრიდა.
-ოდესმე მომიყვები შენზე და შენი გაცნობის საშუალებას მომცემ? მაღლა ავწიე თავი და ჭერზე ფიგურები დავითვალე.
-პროექტის ბოლოს საღამოს, გპირდებით რაღაც თქვენთვის უცნობს მოგიყვებით, ჩემზე და დაგარწმუნებთ, რომ უინტერესო და საშინელი ადამიანი ვარ. კარის სახელური ჩამოვწიე და შემოვტრიალდი მისკენ.
-ხო, კინაღამ დამავიწყდა ღვინისთვის მაადლობთ, როგორც ამბობენ: „ცუდი ღვინო არ არსებობს, ღვინო ან კარგია ან საუკეთესო“. თქვენი ღვინო კი უბრალოდ კარგია!
******************************************* ******************************************
-დღეს უზომოდ ბევრს სვავ ნიკა ძმაო! ზაზამ მხარზე ხელი დაკრა ძმაკაცს და ბარმენს მანაც ამერიკული ვისკი შეუკვეთა.
-დიდხანს ვიჯდეთ ასე და გიყუროთ,როგორ ილეშები?! გიგა არ ცხრებოდა.
თქვი რა ხდება, რა გჭირს ეს თვეები, რა?! თავი ააწევინა და თვალებში ჩააშტერდა ბავშვობის ძმაკაცსს.
-არ ვიცი ვინაა, მაგრამ 30 წლის მანძილზე პირველად მიყვარს ცხოვრებაში, თანაც ისე რომ გული მეგლიჯება მის დანახვაზე მუდამ. ვისკის ჭიქა მოიყუდა და გამოცლისთანავე სახე მოჭმუხნა.
-შენს კომპანიონზე ბაზრობ, ხომ? გიგა მიუხვდა უმალ. თავი დაუქნნია გეგეშიძემაც.
-დღეს ვერაფერი ვათქმევინე, ვინაა რეალურად მაინტერესებს, ვინ მიყვარს ის, ხომ მაინც უნდა ვიცოდე! მის შესახებ არსად არაფერი წერია,ყველაფერი გაქრა მისი ცხოვრების აღმწერი თითქოს.... იცი მისი სახე, თვალები, ხელები რამხელა ტკივილს ატარებს?! მას რაღაც ისეთი აქვს გამოვლილი რასაც ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ სიზმრადაც კი...
-ასე, როდის შეიყვარე, შენ ხომ ამ გრძნობის არ გჯეროდა ნიკუშ? ზაზა ჩაეკითხა ამჯერად.
-პირველი დღიდან ამეკვიატა მასზე ფიქრები, მერე კი აი აქ ჩაიბეჭდა...მკერდზე მიირტყა ხელი.
იცი, როგორიაა, არ საუბრობს საქმის გარდა არაფერზე, გაყინული სული, სახე, თვალები და ქმედებები აქვს....მხოლოდ ტკივილი აქვს მის თვალებს და სახეს აღბეჭდილი...
-იქნებ ქმარი ჰყავს და ოჯახი. გიგა, რეალური აზრებისკენ იხრებოდა.
-არ ვიცი..უნამუსოდ სახლში ხომ არ დავადგები..დანახვით კი არავის ჰყვას დანახული. ქალი- რობოტია, მისი სიძლიერე მიყვარს,მასში და ის თვალები, რომლებიც მხოლოდ ერთ გრძნობას ასხივეს „ტკივილს“ ჭიქა ასწია და მიუჭახუნა ძმაკაცს.
-რომ დაელაპარაკო? ზაზას იმდენად სწყუროდა მისი ძმაკაცის ბედნიერება, რომ რაღაც უაზრო ხავსებს ეჭიდებოდა.
-წავა, თანაც შორს...
-აბა შორიდან უნდა ეტრფოდე სულ ავთანდილივით? თუ ველად გაიჭრები ტარიელივით ჰაა? მოთმინება დაკარგულმა იყვირა გიგამ.
-დამპირდა რომ პროექტის ბოლოს საღამოს მეტყვის ვინაა და მერე გადავწყვეტ, რა ვქნა სამუდამოდ დავიფერფლო სიყვარულით თუ ცხოვრებაში ერთჯერ ვიყო მეც ბედნიერი.
*********************************** ***********************************************
კვირა გავიდა, თუმცა ნიკოლოზის იმ დღევანდელ ქმედებას ვერ ვივიწყებ...თუმცა მას რას ვაბრალებ, მე ავყევი ლტოლვებს... მას შემდეგ მგონია სულ, რომ ვიღაც დამყვება უკან, როცა მძინავს ვიღაც მიყურებს, არა აარ გავგიჟებულვარ ალექსის სურნელს მკვეთრად შევიგრძნობ, ყველგან და ყოველთვის უკვე! მისი მონატრება და სიყვარული მკლავს. ნიკოლოზს თავს ვარიდებ, თუმცა ვხვდები, რომ ამ კაცს თუ არ ვუყვარვარ არც ვეზიზღები, თვითონაც კონტროლს უწევს თავს.
დღეს ქუჩაში ვიღაც ალექსს, მივამსგავსე, გავეკიდე და სულ სხვა ბიჭი შემრჩა ხელში, ეს უკვე პიკია სიგიჟის ზღვარზე ვარ.
სახლიდან გიჟივით გამოვვარდი, მანქანის პედალს ფეხი მივაჭირე და ჩვენს ორანჟერიასთან მივაჭერი
რამდენი წელია აქ არ ვყოფილვარ, აქ კიდევ უფრო ბევრი რამ გამახსენდა წარსულიდან და თვალები ამიწყლიანდა. მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, დრო იმის და ძალაა, რომ სამუდამო „განსასვენებელი“ მენახა მისი... ორანჟერიის კარი შევაღე და ისევ კარის წკრიალები აწკრიალდნენ, მყიდველის მოსვლას, რომ ამცნობდნენ მეყვავილეს.
სათვალე მოვიხსენი და შევხედე. თმა შევერცხლოდა უფრო მეტად ვიდრე ადრე ბატონ შოთას, მაგრამ მისი სიყვარული ყვავილებისა და ხალხის მიმართ არ შეცვლილიყო. ცოტა ხანში მზერა მომაპყრო და მიცნო.
-შენ?! ორქედეების გოგო ხარ ხომ? გამიღიმა, ძველებური სითბოთი და ხელი გამომიწოდა.
-დიახ, მე ვარ.
-სად გაქრი?!
-ის ბიჭი აღარ მყავს ვინც ორქედეებს მჩუქნიდა და შორს წავედი. გამეღიმა ჩემს ბავშვურობაზე, მწარედ.
-სად წავიდა, ამისთანა ანგელოზივით გოგო დაგტოვა? გაბრაზება აესახა სახეზე მოხუცსს.
-კი, დამტოვა, თანაც უმოწყალოდ.
-არა და არ ჰგავდა ეგეთს! არაა უყვარდი, ნამდვილად უყვარდი,ალბაათ გაურკვევლობაა შვილო, კი,კი უყვარდი...კაცი საგონებელში ჩავაგდე.
-კი მართლაც ვუყვარდი, მაგრამ მაინც მიმატოვა.
-უტვინო ყოფილა! ამოიბურტყუნა გაბრაზებულმა.
ისევ ორქედეებს იყიდი? თავი დავუქნიეე და უზარმაზარი თაიგული შევაკვრევინე.
-კი მაგრამ სად წავიდა ან როდის?! გულმა არ მოუსვენაა მაინც მოხუცსს.
-მოკვდა, ოთხი წლის წინ! თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა, ის ცრემლები, რომლებიც ამ ოთხი წლის წინ საგულდაგულობ იკავებდნენ თავს, გადმოღვრისგან.
-რას ამბობ შვილო?! ხელები შემოირტყა თავში.
-პირველად დღეს მივდივარ მის საფლავზე... თითქოს ჩემთვის ამოვიურჩულე.
-არ აქვს მნიშვნელობა იმას, გუშინ იყავი თუ დღეს წახვალ, მთავარია, რომ ძალა იპოვე შენს თავში ამის. თაიგული გამომიწოდაა, სევდა,ტკივილი,გაოცება და ყველა მწარე გრძნობა ერთად აღესახა კაცსს სახეზე.
ფული გავუწოდე თუმცა არ აიღო.
-ჩემს სახელზე წაუღე, მიყვარდა ის მეე, სულ აქ იყო, სულ!
-ამიერიდან, მე ვიქნები სულ აქ, ხშრად ვივლი! თაიგული ავიღე და გამოვიხურე ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ლამაზი ადგილის კარი.
******************************************888 **********************************************
მივიწევდი იმ ადგილის სანახავად რაც რეალობას კიდევ ერთჯერ დამანახებდა.
შორიდანვე დავინახე, ჩემი სიყვარულის გაყინული სახე...საფეხურები ავიარე და პატარა ჭიშკარი გავაღე. ღმად ჩავისუნთე და წინ წავედი.
თავისივე სიმაღლის ქვა ჰქონდა. ორმეტრიანი ქვიდან მიმზერდა აი, ისე მე რომ სულს მიკანკალებდა ჯერ 18 წლისას და რომ მინდოდა ერთჯერ მაინც დამეკოცნა მისი ბაგეები.
-მოვედი...ვიცი გვიან მაგრამ მოვედი! ამოვიბლუკუნე და ცრემლებს გასაქანი მივეცი, ამდენი წლის ნაგროვებ ცრემლებს.
პირველად ჩავხედე რეალობას თვალებში, მოვედი და იცი რა მეგონა?! საფლავი არ დამხვდებოდა და ეს ყველაფერი დიდი ერთი ცუდი სიზმარი იქნებოდა, მაგრამ ვაი, რომ სიმართლეაა ჩემო ერთადერთო სიყვარულოო. ვაი, რომ აღარ მყავხარ, აღარ!
ნახე რა მოგიტანე?! სულ შენ მოგქონდა ადრე ჩემთვის მაგრამ ახლა ვალად მე დამიტოვე ამათი შენთვის მოტანა... გულზე დავაწყვე ყვავილები და ქვიდან მომზირალს ჩავაშტერდი თვალებში. უეცრად ცხოველური ბღავილი და ქცევები გამოვამზეურე.
-რატომ მიმატოვეე! რატომ?! საფლავის მიწა ათრთოლებული ხელეებით ავიღე და ტვინმა უეცრად გაიაზრა, ის, რომ მის სახეს ვეღარასდროს შევეხებოდი, ვეღავ ვაკოცებდი დაბერილ ტუჩებზე, სისხლის წამოსვლამდე. დაუღლული ნადირივით ამოვიღრიალე და მუხლებზე დავეცი, ორივე ხელი მის საფლავს დავადე და ავხედე დიდი სურათის გვერდით მდგარ პატარა ორ სურათს...
-არ შგეეცოდე მაინც ამ ტკივილისთვის, რატო დამტოვე, რატომ გამიმეტე უშენობის ტკივილისთვის?! გული აღარ მაქვს, ის გული აღარ მაქვს ბიჭო შენ რომ ასე ძ₾იერ გიყვარდა და დაიდე მასში სამუდამო ბინა.
სიყვარული რატომ მასწავლე თუ უნდა დაგეტოვებინე... იცი, როოგორ მტკივა სული იცი?! ყველაფერი შენ მასწავლეე, სიცოცხლის სიყვარული, ცხოვრება, ბედნიერება და სიყვარული, შენი ჩემდამი სიყვარული, შენ ბევრი რამ მასწავლე მაგრამ უშენობა არ გისწავლებია არააა! მიდი ახლა მასწავლე უშენოდ როგორ ვიცოცხლო მიდი, როგორ ვიცოცხლო და არაა ვისუნთქო! მითხარი ალექს,მითხარი.. გული, როგორ მტკივა, რომ იცოდეს ვინმემ, ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა სხეული, მტკივა, მტკივაა ყველა უჯრედი მტკივაა! ძლიერი ქალი ხარო მეუბნებოდი, გახსოვს?! ხედავ, რომ არ ვარ ძლიერი... ვერ ვუძ₾ებ ამ ტკივილს, ვერ ვიტან უშენობას! ამოვიბღავლეე კვლავ ცხოველურად.
როგორ მინდოდა, ერთად გაგვეზარდა შვილები, როგორ მინდოდაა გვერდში დამდგომოდი და საიმედოდ დაგყყრდნობოდი, ცხოვრებაში პირველად დავყრდნობოდი ვინმეს...შენ ხომ დამარწმუნე, რომ უნდა დაგყრდნობოდი, არასდროს მიმატოვებდი, მაგრამ მიმატოვე ამ ჯოჯოხეთისთვის გამიმეტე შენ მე! უკანასკნელად, ნორმალურადაც კი ვერ გამოგემშვიდობე, იცი რა გამოვიარე საერთოდ შენ?! იცი?!! არ იცი, ჯვარს მაცვეს ადამიანებმა და ცხოვრებამ ერთად... ვერ ვუძლებ, მელანდები უკვე, ვგიჟდები, მგონია მიყურებ ყოველ ღამე საწოლში მწოლიარეს, მგონია, რომ ლანდად დამყვები...შენ სურნელს ვხედავ, ყველას შენ გადარეებ, არ შემიძლია უშენობა, ბავშვებისგამო ვსუნთქავ მხოლოდ! არაადამიანად ვიქეცი! ავტირდი და საფლავის მიწას თხრა დავუწყე, ჭკუიდან გადასულმა.
იცი რა ჩავიდინე 4 წლის მერე სხვას მივენდე უსიყვარულოდ, უბრალოდ მივენდე და მორჩა... აუუუ, დამიბრუნდი რაა, წამით მაინც დაბრუნდი, გთხოვ, მჭირდები უშენობის დაავადება მომკლავს, მე შენი სახით კიბო მყავდა სხეულში გამჯდარი, თუმცა ახლა უშენობის სენი მჭირს მაგიჟებს და მკლავს! კიდევ ბევრი რამ ვუთხარი, ბოლოს საფლავთან მივუწექი გვერდით და გიჟივით ვბუტბუტებდი ათას რამეს...
****************************************** ******************************************
განადგურებული მივედი ჰოლდინგში, ჩემს კაბინეტში ავედი და მდივანს ვუთხარი არავინ შემოეშვა ჩემთან, სასმელი გადმოვიღე და დალევა დავიწყე, ცრემლები გამშრობოდა ვეღარ ვტიროდი, ვერც ვსვავდი, ორი ჭიქა ძლივს ჩავისხი მუცელში არა და გალეშვა მინდოდა.
არ ვიცი რამდენხანს ვიყავი აივნის კართან აყუდებული და უაზროდ ვუყურებდი საწერ მაგიდას, რომელზეც მესამე მსოფლიო ომი მოვახდინე წამის წინ.
მერე კი აღარაფერი მახსოვს
თვალი, რომ გავახილე დივანზე ვიწექი. ნიკოლოზს ეჭირა ჩემი ხელი და რაღაც მძაფრი სუნის ზემოქმედებით გონს მოვყავდი. მე ეს ვერ ავიტანეე, მის წინაშე ამხელა სისუსტე და სხვა მამაკაცის მზურნველობა ჩემდამი...მწარედ ავქვითინდი.... არ უცდია, ჩემი დამშვიდება ან ცრემლების მოწმენდა.
-იტირე, ახლა ეს გჭირდება შენ ჰაერივით ! ძაალიან დიდი ხანი ეჭირა ჩემი ხელი და უყურებდა ჩემს განადგურებულ სულს. მერე წამოდგა სასმისი შემივსო, მეც წამომაყენა და ხელში მომცა.
-დალიე, გაბრუვდები და ტკივილს ნაკლებათ იგრძნობ. თავზე ხელი დამისვა, კვლავ ცალი ხელი თავისაში მოიქცია და გვერდით მომიჯდა.
-გაბრუება, რომ გამივლის მერე რა ვუყო მას? კვლავ სატირლათ მოვბრიცე ტუჩები...
-ცხოვრება ისწავლე მასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ბავშვივით ბოლოს გაიარეე და გადაჯეგე. ხელზე ოდნავ მომიჭირა ხელი.
-ტკივილებზე ვერ გაივლი, რადგან ის გივლის თავად! ვისკი გამოვცალე, ჩემი ხელი გამოვგლიჯე და კაბინეტის კარი გამოვიხურე ხმაურით.



შენ ჩემი გახდები?! (თავი 40)




*******************************************8 *********************************************





-ვახ, სასწაული, ქალბატონმა გვიკადრაა ნინია! დადამ პირმცინარმა გამიღო ბინის კარი.
აქ რამ გადმოგაგდოთ?! როგორ ხართ პატარა ბოკვერებოო? ! ტყუპებს კითხა, რომელებიც მეზობლის ბავშვებივით ატუზულიყვნენ გიორგის უკან.
-ჩვენ პატარა ბოკვერები აღარ ვართ! ალექსი გამოეპასუხა.
-აბა რა ხართ ძმაკაც? დადამ მხარზე ხელი დაადო.
-უკვე დავლომდით! ამაზე ყველას ერთად გაგვეცინა.
-ეს ბავშვი მამამისის შვილია რაა, იმისნაირი მასხარაა!
-ორი წელია თითქმის რაც საქართელოში ვცხოვრობთ კვლავ და მე და ბავშვებს არ გვქონდა ნანახი საოცარი მეგობრის დადას ბინა. თან ნინიაც მომენატრა, ძლივს დაგორავ ხომ უკვე?! პიჯაკი გავიძერი და მისაღებში მყარად მოვთავსდი.
-მე მალე მოვალ თქვენ მოეწყვეთ! დადა აფორიაქდა.
-სად მიდიხარ დად? არეული მზერა მივაპყარი.
-დაბლა ჩავალ რამეს ამოვიტან და ჩავუჯდეთ.
-არაფერი არ გინდა გთხოვ, მართლა. ნამცხვარი და სხვადასხვა ტკბილეული მე მოვიტანე, შენ თუ სასმელი გაქვს გახსენი დავლიოთ, თუ არ გაქვს არც ეგაა პრობლემა. არ წახვიდე, მართლა უცხოები ხომ არ ვართ. არ ვარ არაფრის ჭამის განწყობაზე.
-ბავშვებს ამოვუტან რამეს, კაი რა იყო გოგო. გაგულისდა დადიანი.
-ბავშვებს და ორსულს რაც ესიამოვნება ყველაფერი მოვიტანე, მე აი, მე და შენ სხვა რამ დავაგემოვნოთ.თვალი ჩავუკარი და გავიღიმე ისე, სადაც ღიმილის გარდა ყველაფერი იგრძნობოდა.
-კაი, თეთრი თუ წითელი მაშინ? სამზარევლოს კართან მისულმა მკითხა.
-რათქმაუნდა წითელი.
-გემოვნება არ შეგცვლია ნინუც. უკან ბოკლით ხელში დაბრუნდა.
სულ ასეთი თბილი, ნათელი წყნარი და ჰარმონიული წარმომედგინა შენი სახლი. სუპერ ბიჭი ხარ დადა, ოღონდ მართლა. თითი მოწონების ნიშნად ავუწიე და უკვე მესამე ჭიქა გამოვცალე.
-აღსარების ჩაბარების ხასიათზე ხარ? გაეცინა.
-არაა,სად მე ბოროტების სავანე და სად ახსარება. ბავშვებს გავხედე მოწყენილები რომ მიყურებდნენ.
-რა მოგივიდათ? ალექს შევატყე რაღაცის თქმა უნდოდა.
მოდი მითხარი ლექსუნია. გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
-ასე ვერ გეტყვი... გაბუსხული იყო.
-კაი მოდი ალექს და მითხარი რა სურს ნაკაშიძეების უფლისწულებს...
მოიჩოჩა ჩემსკენ და ვითომ ყურში მიჩურჩულა სათქმელი თუმცა ყველამ გაიგო.
-ხომ გვითხარი, დადა ბიძია გეთამაშებათო და წამოდითო....ტუჩები გაბუსხა მამამისივით და მომინდა ავტირებულიყავი რადგან მონატრების პიკზე ვიდექი, ეს პაწაწუნა არსებები მისი ასლები იყვნენ.
ყველას გაეცინა მის ნათქვამზე ჩემს გარდა თუმცა ხათრით მეც გავიცინე.
-აბა წამოდით ჩემო დალომებულო, ვაჟკაცებოო იქითა ოთახში და ვითამაშოთ, მართალია თემოო ჯამბაზი არ ვარ, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ! მეორე ოთახში შელაგდნენ და მე კვლავ ღვინო დავიმატე.
-ბევრს სვავ! ნინიამ ამოიკრუტუნა.
-ნუ მაკონტროლებ! გესლიანი ისარივით ვესროლე სიტყვები, თუმცა მალევე მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა.
-რასშვრები შენ უყიდე პატარას ყველა საჭირო ნივთი?
-კი, მე და დადა ვიყავით გუშინ და ყველაფერი ვიყიდეთ, მაგრამ გადავკვდი. აწუწუნდა ჩვეულებრისამებრ.
-ჯერ სად ხარ დაღლას, ნუ წუწუნებ. იმდენად დაგრუზული ხმის ტემრით ვუთხარი, რომ მიმიხვდა რაღაც იმაზე მეტად ვერ იყო ჩემთან ვიდრე ჩვეულებრისამებრ.
-რამე გაწუხებს? მკითხა უკვე ჩემს გვერდით მჯდომმა.
-კი, ცხოვრება, ბედი, ტკივილი და ეს დაწყევლილი სიცოცხლე. თავი ჩავქინდრე და ჭიქაზე რგოლების ხაზვა დავიწყე.
-არ გინდა მომიყვე რა გაწუხებს?! თავი დამადო მხარზე და გაყინულ ხელზე მისი გავარვარებული ხელი შემახო.
-მენატრება! მენატრება ნინ, უკიდეგანოდ! მგონი ვგიჟდები. ყველგან და ყველაფერში მის სახეს ვხედავ, ვნება მორეული დავაბიჯებ ქუჩაში თუმცა გრძნობის ჩამქრობს ვერსად ვხედავ. უმისობა მანადგურებს ნელ-ნელა... ვხდები ნინია, ვხვდები რომ მალე ფსიქიატრიულში გადავალ საცხოვრებლათ. იცი რა დამემართა გუშინ?! მისი სურნელი მომელანდა, მერე ვიღაც კაცს მივამსგავსე, გავეკიდე იმ ბიჭს და რომ შემოვატრიალე სხვა შემრჩა ხელთით... უკვე ერთი კვირაა შუაღამით მელანდება, რომ სახლში არის, თავზე ვიღაც დამყურებს მძინარეს და სურნელი იცი ვისია?! ჩემი ნაკაშიძის... ეს ყოველვე დეჟავიუა თუ სხვა რამ ვერ ვხვდები, მას შემდეგ ამეკვიატა ეს მოლანდებები რაც ნიკოლოზ გეგეშიძეს ისე ვესაუბრე, როგორც მამაკაცს და არა უფროსს. ეგ კაცი ცალკე მანადგურებს, ის ჩემზე ზრუნავს, მე ეს არ მინდა არაა, ვხვდები რომ მის გულში ადგილი მაქვს უკვე მე კი ეს არ მინდა! მე ალექსი მინდა ჩემი ალექსი, მისი ალერსი მინდა და სხვა არავისი! ცრემლები წამომცვივდა.
ნიკოლოზი საოცრად კარგი ადამიანი, მას მე ვაინტერესებვარ მან არ იცის, რომ ზურას რძალი ვარ, მან არც ის იცის რომ 3 შვილი მყავს, მან ვაფშე არაფერი არ იცის ჩემს შესახებ ნინია! არ იცის ისიც, კი რომ მე წყეული ქვრივი ვარ!
-მერე უთხარი, ყველაფერი უთხარი და შენც დალაგდები შენში.
-ვერ ვეტყვი, არ შემიძ₾ია და იცი რატომ, ცხოვრებაში პირველად მინდა ვიეგოისტო, მინდა ვინმე აი, ნიკოლოზის მსგავსად ზრუნავდეს ჩემზე,მხარში მედგეს, გაყინულ ხელებს მითბობდეს, თუმცა იცი რა არის საშინელი ეს ვიღაც მინდა, რომ ჩემი ალექსი იყოს, ჩემი გადარეული ნაკაშიძე. უმოწყალოდ მოვუჭირე ხელი ბალიშს და განვაგძე მოთქმა.
საფლავზე ასვლამ მთლად გამანადგურა.
-საფლავზე იყავი?! როდის? გაიკვირვა.
-დღეს....დღეს ვიყავი და იცი რას მივხვდი, არადამიანი ვარ! ცხოვრებამ დედა მიტირა,დამცა, გამქელა და გული ნაფლეთებად მიქცია, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ნაფლეთებიც ნაკუწებად აქცია ტკივილმა და საერთოდ უგულოდ დავიარები.
ჩემი ეს მოჩვენებითი სიძლიერე მე თავად მაშინებს.
ნერვები და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკვე მაშინებს. არ მინდა გიჟად შერაცხვა. ამისთვის არ მიტარებია ჩემი წილი ჯვრის სიმძიმე,სიმწრით...
-დამშვიდდი გთხოვ! რამ წაგიყვანა მარტო საფლავზე?რამ მოგაფიქრა ეგ საერთოდ, გეთქვა ჩვენთვის.
-იმ ნიკოლოზის შეხებამ, მკლავი დამიჭრა, პირველად შემეხო უცხო მამაკაცი ამ დროის მანძილზე და იმან. ეს ვერ ვაპატიე ჩემს თავს და თან იმ მოლანდებებმა.
მაგრამ ბედი იცი როგორ დამცინის ნინ? გაურკვეველი მზერა მომაპყრო.
-სასაფლაოდან ჩამოსული სამსახურში წავედი, ნიკოლოზი მოვიდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მოვიდა და აყირავებული მან მნახა...ცუდად გავხდი... მას, უცხო დეგენერატს ეჭირა ჩემი ხელი,მთელი საათი თავის ხელში.... ცრემლები ალექსის მსგავსად ცერა თითებით კი არ მომწმინდა, უბრალოდ ტირილი მაცალაა. მითხრა; იტირე შენ ჰაერივით გჭირდება ეგო! გესმის,ნინ,გესმის...ეს კაცი მისი გრძნობებით გამაგიჟებს,მე...
-კაი, დამშვიდი რა! დაივიწყე ეგ ნიკოლოზი.
-რა დამამშვიდებს, მე ჩემი ალექსი მიყვარს,მაგრამ სხვა კაცსაც იმდენად ვუყვარვარ, რომ.... აქ შემაწყვეტია ნინიამ.
-არ თქვა, არ გაბედო მაგის თქმა. მკერდზე მიმიკრააა და სანამ დავმშვიდდებოდი ერთს ვბურტყუნებდი, მხოლოდ; „ნაკაშიძის სიყვარული და მონატრება გამაგიჟებს“.


შენ ჩემი გახდები?! (თავი 40)





დაგვიანებული 40 თავი.
ძაალიან მიყვარხართ და ველი შეფასებებს.
******************************************* **********************************************



№1  offline წევრი aNuGi

ვაიმე როგორ ველოდებოდი! წავიკითხავ ახლა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline მოდერი aleqsandra

aNuGi
ვაიმე როგორ ველოდებოდი! წავიკითხავ ახლა <3

მიყვარხართ ძლიერ heart_eyes

 


№3  offline წევრი aNuGi

მეც ძალიან!
აი ამ ისტორიისთვის, თითოეული სიტყვა ისე მოდის გულთან.
მაპატიე, შეიძლება ვიეგოისტო, ეს რეალური ისტორია არის?
მე პირადად, ეგოისტურად არ მინდა რომ ნიკოლოზთან იყოს.
არ ვიცი! ალექსს ვერ შეცვლის, როგორც არ უნდა უყვარდეს, როგორც არ უნდა სჭირდებოდეს..
ალექსი სხვა იყო და დარჩება მუდამ..
იმედი მაქვს რომ გამოჩნდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს <3
ნუ რათქმაუნდა ეს შენი გადასაწყვეტია, თუ რეალური ისტორიაა ისე იქნება როგორც რეალობაში მოხდა, მართალია ბედნიერების უფლება აქვს მაგრამ არ ვიცი, არ ვიცი, ასე მგონია ნიკოლოზთან თუ იქნება არ ეყვარება, უბრალოდ ძლიერი საყრდენი უნდა გვერდით, ისეთი ვინც დაიცავს და ყოველთვის მოეფერება.
ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა!
წარმატებები შენ! ძალიან ნიჭიერი ხარ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Vaime guli damewva ra.agar shemidzlia ninos sacodavobit ra
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი evangelista

დავიღვარე ცრემლებად.

 


№6  offline მოდერი zia-maria

ლანდი რომელიც გონია უკან დაყვება,მე ვფიქრობ რომ ის ალექსია და მალე დადგება მისი გამოჩენის დროც.ალბად ელოდება რაღაც ისეთს,რაც ეს მხოლოდ მან იცის.ძალიან კარგი თავი იყო ალექს,ძალიან მომეწონა. kissing_heart მაგრტამ ასე ნუ აგვიანებ,უმადური ვარ ხომ? რა ვქნა ,რომ მინდა მალე დადო ახალ-ახალი თავები? heart_eyes blush

 


№7 სტუმარი etiko

memgoni shen chemi mokvla ginda am bolo tavebshi rac aleqsi dagupulat cnes chem tvalze cremli ar shemshrobia da svebic ase arian dzalian gamixardeba tu 1 cotati tbil tavs gamoimeteb chemtvis ... dzalian minda rom aleqsi cocxali iyos. am surnelma da molandebebma imedi damibruna .. ninuca codvaa amxela tkivilistvis imedia aleqsi gamochndeba... rac sheexeba nikolozs kargi bichia mzrunveli da ukve sheyvarebuli ninucaze magram ver avitan rom ninucastan ertad iyos es arc dadam ar unda dayshvas da arc ninucam.. ninuca da aleqsi iyo da iqneba sauketeso wyvili <3

 


№8 სტუმარი Guest NARA

Agar shemidzlia amdeni tanjva metismetia

 


№9 სტუმარი ketis

ვაიმე ცუა გავხდი ძაანმაგარი თავია აი ზაან მალე გააგრძელე რაა

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

udzlieresia gavgijdii iseti magariaa vainee cudad vaar :(( auu ar daagvianoo malee dadee ra shemdegii

 


№11  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auuu ra magari tavi ikoooo da rogorri didi tavi ikoo kochag aleqs.dzaan magariaaa!gtxov agar daagviano dadeba raaa

 


№12  offline მოდერი bibo

ჩემი შეუდარებელიი heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი თავი იყო ემოციებით სავსე.
მოკლედ ყველას იმდენად ეგოისტურად გვიყვარს ალექსი, რომ ნიკოლოზის კარგი ადამუანობაც არ გვხიბლავს. უმედია ეს იდუმალება რომელსაც ნინუცა გრძნობს ალექსია .ყოჩაღ უნიჭიერესი გოგოხარ , საოცრად გადმოსცემ ემოციებს ასე მგონია მეც ამ ისყორიაში დავდივარ ნინუცასთან ერთად. მალე დადე აღარ მალოდინო დავიტანჯე ამ გოგოს ცოდვით.

 


№14  offline მოდერი aleqsandra

მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ ჩემო შოკოლადებო თუმცა აქვე მინდა გითხრათ რაღაც... ფრიად აღმაშფოთა იმ ფაქტმა,რომ პიროვნება იმის ერთგული უნდა დარჩეს ბოლო ამოსუნთქვამდე ვინც მის ბედში უფრო ადრე გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ანგელოზმა ისინი ერთმანეთს დააშორა....
27 წლის ქალი მთელი ცხოვრვრება ქვრივი უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე თქვენი გადმოსახედიდან?! მას არ აქვს ბედნიერების უფლება?!
უმარავი შეტყობინება მივიღე და კომენტარებიც რამდენიმე ამ შინაარსისასსა, რომ თუ ალექსი ნამდვილად მკვდარიაა, ნინუცაა სჯობს ეგოისტურად არ მოიქცეს, არ იფიქროს თავის თავზეე და დარჩეს ერთგული პირველი სიყვარულის, ეს მაშფოთებს და ძ₾იერ მტკენს გულს....
იფიქრეთ თქვენს თავზე, როგორ მოიქცეოდით, რას გააკეთებდით მის ადგილას, რომ ყოფილიყავით?!


პ.ს.მე არ გადავუხვევ ისტორიის რეალობას, მეტიც საერთოდ არაფერს არ შევცვლი და იმედია მოგეწონებათ დასასრული.

პ.ს.ს. ძაალიან მიყვარხართ მე თქვენ <3

 


№15 სტუმარი Guest Nata

Auu gtxoov daabrune aleqsii.ver veguebi im azrs rom aleqsi mokvda.ver warmomidgenia ninuca sxvis gverdit..

 


№16  offline წევრი t i k o

არააა არააა და არაააა ვერ წარმომიდგენიააა ნინუცა ნიკოლოზთანნ disappointed არვიცი ეგოისტი ვარ თუარაა ნინუცა ალექსის გარდა ვერავისთან წარმომიდგენიაა .. ვიციი ზღაპრულიც შეიძლება გამოვიდეს მაგრამმმ ალექსი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და ის ნინუცა ერთნად უნდა დარჩნენნ heart_eyes .. არმინდა ცუდად გამიგო მაგრამ ვნანობ რომ ეს 40 თავი ტყუილად წავიკეთხე და ამდენი დრო დავკარგეე რადგან სულ სხვას მოველოდიი.. რაც შეგეხება შენ უდაოდ ნიჭიერი მწერალიი ხარრრ საოცრადდ კარგდა გადმოსცემ ყოველ სიტყვას ყოველ ემოციას.. წარმატებები kissing_heart და იმედია გულს არ დაგვწყვეტტ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent