ანგელოზთან შეხვედრა (თავი I)
მოუთმენლად ველოდი, მეორე დღის გათენებას და ახალ სკოლაში წასვლას. დილით 8 საათზე მაღვიძარამ დარეკა, თვალების გახელას ვცდილობდი მაგრამ უშედეგოდ,როგორც იქნა გავახილე ,ავდექი, შევედი სააბაზანოში, სახეზე წყალი შევისხი,კბილები გგავიხეხე,ულვაშები გავიპარსე. დავბრუნდი საძინებელში და სკოლისთვის გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი. სარკეში ჩავიხედე საროჩკის საყელო გავისწორე, თმები დავივარცხნე და გავედი სახლიდან. გზაში მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა : როგორი იქნებოდა ჩემი კლასი და თუ შევეგუებოდი ჩემს მომავალ კლასელებს. სკოლაში მივედი,კარის დარაჯმა კლასი მიმასწავლა,როგორც იქნა მეოთხე სართულზე ავედი,შევედი კლასში და ბავშვებს მივესალმე,სკამზე დავჯექი, ცოტახანში ზარი დაირეკა და საგაკვეთილო პროცესი დაიწყო. პირველი გაკვეთილი მათემატიკა გვქონდა , ისე ჩაიარა გაკვეთილმა ვერც შევამჩნიე, ახალი კლასელები გავიცანი , კარგად მიმიღეს.. მეორე გაკვეთილი ქართული გვქონდა, ცოტა მოსაბეზრებელი კი გამოდგა, მაგრამ მანაც მალევე ჩაიარა. დასვენებაზე მეგობრის კლასში გავლა მინდოდა, მაგრამ არვიცოდი რომელ კლასში იყო. ამიტომაც ჩემს კლასელს ვთხოვე და მან მიმასწავლა კლასი. კარებთან დავდექი და მეგობარს ხელი დავუქნიე , გამოვიდა, გაუხარდა ჩემი ნახვა. ჩვეულებრისამებ მეკითხებოდა მომწონდა თუ არა ახალი სკოლა, კლასი,ახალი კლასელები... მაგრამ ამ დროს ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთ რამეზე გადავიდა, რამეზე კი არა ვინმეზე... მის კლასში დავინახე გოგონა, ქერა , მაღალი, თაფლისფერთვალება და ანგელოზივით ლამაზი. ჩემი მეგობარი მიხვდა საქმე რაშიც იყო და გამიღიმა. ზარი დაირეკა, საკლასო ოთახში დავბრუნდი დავჯექი სკამზე და ფიქრებში გავერთე, მხოლოდ ერთ ვინმეზე ვფიქრობდი ეს კი ის გოგონა იყო. უცბად მაფხიზლებენ, ფიქრებს თავს ვაღწევ და მეუბნებიან რომ გაკვეთილები დამთავრებულა, ჩანთა მოვიგდე ზურგზე და სახლისკენ წავედი. სახლში როცა მეკითხებოდნენ თუ როგორ ჩაიარა დღემ ახალ სკოლაში,მე ხმას არ ვიღებდი განა არ მინდოდა არამედ ვერ, ფიქრი მხოლოდ იმ გოგონაზე მქონდა გადატანილი. ალბათ აქამდე ჩემს შესახებ არაფერი გითხარით... მე ვარ ალექსანდრე, 13 წლის, შავგვრემანი მწვანე თვალებით და ჭორფლებით, ვცხოვრობ თავისუფლებაზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.