შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - დასასრული


23-08-2016, 02:33
ავტორი sophiaa
ნანახია 2 675

-შენ ნორმალური ხარ? როგორ ბედავ ამდენს?
ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გავარტყი. ვერასდროს წარმოვიდგენდი საბა ასეთ რამეს თუ იზავდა. ოთახიდან გიჟივით გავარდა, საწოლზე დავჯექი და ტირილი დავიწყე. ასე თოკომ არ უნდა დამინახოს, გაგიჟდება. სააბაზანოში შევედი და სახე დავიბანე
-ანიიი, მოდი ერთი წუთი
ჯანდაბა თოკო მოვიდა, არ უნდა შეამჩნიოს. ანი აბა შენ იცი. იმედია იდიოტივით არ აბღავლდები
-რამე მოხდა თოკო?
-პატარა სიურპრიზი მაქვს შენთვის
-ჰოო? მიყვარს სიურპრიზები
-მოკლედ 3დღეში იცი რა ხდება?
სამ დღეში? 25 აგვისტოა. მგონი არაფერი არ ხდება.
-არა არ მახსოვს, რა ხდება?
-მე და შენ 3 დღეში ქორწილი გვაქ
-რააა??? 3 დღეში როგორ მოვასწო?
-შენ მხოლოდ კაბა იყიდე, დანარჩენი მოგვარებულია.
ღმერთო რა მაგარია. ქორწილი, თეთრი კაბა, თაიგული. თავი სიზმარში მეგონა. საღამოს ქეთიმ ჩემმა მომავალმა დედამთილმა გამომიარა და კაბის საყიდლად წავედით
-ანი ძვირფასო როგორ კაბა გინდა?
-ძალიან სადა, გაშლილი არ უნდა იყოს
ძალიან დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთი კაბა შევარჩიე. ძალიან სადა და ლამაზი იყო, მთელი 3 დღე აქეთ-იქით დავრბოდი და საქმეებს ვაგვარებდი. ღმერთო რა ყოფილა ეს ქორწილი.

„ქორწილის დღე“
დღეს ვთხოვდები....... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა. სარკის წინ ვზივარ და დედაზე ვფიქრობ. ნეტავ ისიც ყოფილიყო ამ დღეს ჩემს გვერდით. თოკოსთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არ ვიცი ასე როგორ შემაყვარა თავი. საბა თითქმის არ მელაპარაკება. არც მე ვცდილობ დიდად მასთან ურთიერთობის გამოსწორებას
-ნერვიულობ ჩემო სიცოცხლე?
-აუუ ძალიან დეიდა, ლამისაა გული გამისკდეს
-იცი დედაშენი რომ თხოვდებოდა საერთოდ არ ნერვიულობდა, ასე იძახდა იმან ინერვიულოს ვისაც ცოლად მოვყავარო
დედა 15 წლის იყი რომ გათხოვდა, მამას მალევე გაშორდა მაგრამ ყოველთვის მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ,
-დეიდა შენი ქორწილი როგორი იყო?
-ეჰჰ შვილო 30 წლის წინ, 7 სექტემბერს გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი, ისე ვნერვიულობდი კაბაზე შამპანიური გადავისხი და მთელი ქორწილი სველი კაბა მეცვა,
-დეიდა მე და თოკო შევთანხმდით რომ თუ გოგო გვეყოლება დედას სახელს ლილეს დავარქმევთ
დეიდა მთელი ძალით მომეხვია, მინდა ჩემი შვილისთვის ისეთი დედა ვიყი როგორიც დედაჩემი ჩემთვის. ქორწინების სახლში როგორც იქნა დადგა მომენტი ის ორი სიტყვა ვთქვათ რომელიც ასე მნიშვნელოვანია
-ანა გელოვანო თანახმა ხართ თუ არა ცოლად გაჰყვეთ თორნიკე მინაძეს და გიყვარდეთ იგი ჭირსა თუ ლხინში?
-თანახმა ვარ
არც კი დავფიქრებულვარ ისე ვთქვი ეს სიტყვები. გულმა უცნაურად დაიწყო ფეთქვა.
-თორნიკე მინაძე თანახმა ხართ თუ არა ცოლად შეირთოთ ანა გელოვანი და გიყვარდეთ ის ჭირსა თუ ლხინში?
-რათქმაუნდა თანახმა ვარ
-ცოლ-ქმრად გაცხადებთ შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს.
თოკო ახლოს მოიწია და მაკოცა, ახლა უკვე სულ სხვანაირი შეგრძნება მქონდა. დარბაზში რომ მივედით, ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი. ზუსტად ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. დიდი ქორწილი არ გადაგვიხდია. როგორც წესი ჯერ თორნიკესთან ვიცეკვე შემდეგ კი დაიწყო მთელს სანათესაოსთან რიგ-რიგობით ცეკვა.
-მე არ უნდა ვრცეკვო ჩემს რძალს?
საბამ წელზე ხელი მომხვიადა ნელი ცეკვა დავიწყეთ. აშკარად ძალიან მთვრალია. ოღონდ ახლა რამე სისულელე არ ქნას. ნამდვილად არ მინდა ქორწილის დღეს ჩხუბი
-სიმართლე მითხარი თოკო გიყვარს?
-საბა რა კითხვაა? რათქმაუნდა მიყვარს, რომ არ მიყვარდეს ცოლად არ გავყვებოდი
-და მე რომ მიყვარხარ? საბას რომ უყვარხარ? მითხარი რა უნდა ქნას საბამ? უყუროს როგორ არიან ერთად ბედნიერები მისი ძმა და ქალი რომელიც მას სიგიჟემდე უყვარს. ცოდო საბა. მე ძალიან მეცოდება, შენ არ გეცოდება?
-საბა გთხოვ გაჩერდი, თოკომ არ გაიგოს
-რატომ? გაიგოს, ყველამ გაიგოს. ანი მიყვარხარ. იცოდე მოგიტაცებ
-ნუ სულელობ რაღაცეებს
თოკოსთან მივედი და ჩავეხუტე,
-ძალიან მიყვარხარ
-ანი, ანიიი ადექი დროზე
*******************************************
-ანი დროზე ადექი რააა, დაგვაგვიანდება
რააა? ახლა ჩემი ქორწილია რა დროს ადგომაა? ღმერთო გავგიჟდი მგონი. თვალები გავახილე და ჩემს ოთახში ვიყავი, სად არის თოკო?
-თოკო სად არის?
-ვინ შვილო? გუშინ ისევ ბევრი დალიე ხო
დედა? ვაიმე ღმერთო მგონი გავგიჟდი. ეხლა რა გინდათ თქვათ რომ ყველაფერი დამესიზმრა? ამდენი რაღაც დამესიზმრა?
-დედა აქ რა გინდა? ცოცხალი ხარ. მგონი გავგიჟდი
-აშკარად გაგიჟდი შვილო, მგონი უცნაური სიზმარი ნახე, დროზე ადექი მაიას ქორწილია დღეს არ დაგვაგვიანდეს
მაის ქორწილი, ოოო ღმერთო ნუთუ ყველაფერი დამესიზმრა? არც ხეიბარი ვარ, არც თოკოს და საბას ვიცნობ, არც მცხეთაში ვცოხვრობ დეიდასთან, არც გათხოვილი ვარ და ოოოო არც ორსულად ვარ. შეიძლება ადამიანს ამდენი რამე დაესიზმროს? ძალიან სწრაფად მოვწესრიგდი და ქორწილში წავედით. კინაღამ დავაგვიანეთ. ჩვენს მაგიდასთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. მოკლედ შეჭრილი შავი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა
-გამარჯობა მე თოკო მქვია, შენ?
რა მქვიაო?
-ძმა გყავს?
-რა? არა არ მყავს
-ყოფილი ცოლი?
-არც ყოფილი ცოლი
-კარგი მაშინ გამარჯობა, მე ანი მქვია



№1  offline წევრი mafiozi

აუ რა დებილური დასასრულიაა

 


№2 სტუმარი nini

Ra shterobad damtavrda

 


№3 სტუმარი tiko

კაი რაა უკეთესი დასასრული ვერ გაიმეტე ? რა სიზმარი რის სიზმარი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent