შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 11


20-08-2016, 22:22
ავტორი sophiaa
ნანახია 2 870

სანამ მოთხრობას დავიწყებ მინდა ერთ-ერთ მომხმარებელს მივმართო. სულაც არ არის გასაკვირი ის რომ ეკა ემეგობრება ანის. ეკა ნორმალური გოგოა, რომელიც თოკოს და საბას მეგობარია. მას არანაირი პრობლემა არ აქვს ანისთან. ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ასეა. მადლობა ყურადღებისთვის

-ეხლა რა უნდა ქნა?
ორსულად ვარ, კარგი რაა. რა დროს ბავშვი იყო. ძალიან კი მიხარია მაგრამ თოკოს როგორ უნდა ვუთხრა?
-არ ვიცი, თოკო ჩამოვა და ვეტყვი. ალბათ გაბრაზდება მაგრამ რა ვქნა? მე არც აბორტს ვაპირებ და არც ამ ბავშვის გაჩენას. თუ დავფეხმძიმდი ესეიგი ღმერთს უნდა რომ ეს პატარა გაჩნდეს.
-იცი თოკოს შვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ მე ერთხელ აბორტი გავიკეთე
-რააა? რა ქენი?
-ანი ხომ გესმის 17 წლის ვიყავი, შემეშინდა. თანა რც მინდოდა ბავშვი
აი თურმე რატომ არ უნდა შვილი. ოუუ ტვინი ამტკივდა უკვე. მგონი ვიცი რაც უნდა ვქნა
-ეკა მე წავედი საბას უნდა დაველაპარაკო
-გაგიჟდი გოგო? ჯერ არავის არ უთხრა. თოკო გაბრაზდება
-არა, საბა დამეხმარება აუცილებლად.
სასწრაფოდ საბასთან წავედი, მცხეთიდან რუსთაველზე გასვა ნამდვილი ტანჯვაა რაა. მინდა რომ თბილისში პატარა ბინა ვიყიდო ჩემთვის. დეიდაჩემი კი იძახის მაინც თხოვდებიო მაგრამ მირჩევნია ჩემი სახლი მქონდეს. გზა ისეთი გადატვირთული იყო საათნახევარში ძლივს ჩავედი. ცოფებს ვყრიდი უკვე, გაბრაზებულმა საბას კარებზე ბრახუნი დავიწყე
-ნორმალური ხარ შენ გოგო? გული გამისკდა, რა ბრახუნი ატეხე?
-საბა უნდა მიშველო
-რამე სერიოზული მოხდა? დროზე მითხარი თორემ გამისკდა კაცს გული
-ისეთი არაფერია, ორსულად ვარ
საბას ისეთი სახე ჰქონდა მე მეგონა გული წაუვიდოდა. სავარძელზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. თოკოსაც ასეთი რეაქცია რომ ჰქონდეს გული დამარტყავს
-თოკომ იცის?
-არა ბათუმშია ორ დღეში ჩამოვა, საბა რა უნდა ვქნა?
-არ ვიცი ანი, არ ვიცი. გაგიჟდება. ბავშვები არ უყვარს, ეზიზღება.
-რატომ? როგორ შეიძლება საკუთარი შვილი გეზიზღებოდეს
-თვითონ მოგიყვება, აუ ანი მაპატიე რაა შოკში ჩავარდი, გილოცავ მე უკვე მიყვარს ჩემი ძმისშვილი
ფეხზე წამოდგა და მომეხვია, ღმერთო გთხოვ დამეხმარე.

„2 დღის შემდეგ“
დღეს თოკო ჩამოდის, ნერვიულობისგან გული მისკდება, რა უნდა ვქნა არ ვიცი. გუშინ ექიმთან ვიყავი მითხრა რომ ერთი კვირის ორსული ვარ და ბავშვი ნორმალურად ვითარდება.
-ანიი, ანიი სად ხარ?
აი სად დამერხა....
-აქ ვარ თოკო
-როგორ ხარ ჩემო გოგო?
მთელი ძალით მომეხვია, როგორ მომნატრებია, ვაიმე იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება
-ანი რა მოხდა?
-თოკო რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ პატარავ
ჯანდაბას რაც იქნება იქნება.
-ფეხმძიმედ ვარ...
ღიმილიანი სახე შეეცვალა. რაღაცის სათქმელად პირი გააღო მაგრამ ისევ დახურა
-მოიცა..... ვერ გავიგე. ფეხმძიმედ ხარ? მე მამა უნდა გავხდე..... შვილი უნდა მყავდეს
ჯანდაბა როგორ იქცევა? გული გამისკდება ეხლა.
-თოკო ახლა რა იქნება?
-ახლა? მე და შენ უნდა დავქორწინდეთ. მე მამა უნდა გავხდე..... მოდი სანამ მამა გავხდები მანამდე დავლევ
სამზარეულოში გავიდა და არყის ბოთლი აიღო. მე მეგონა იყვირებდა, იჩხუბებდა, კარს გააჯახუნედბა და სახლიდან წავიდოდა. სამაგიერიდ სმა დაიწყო და უაზროდ ლაპარაკობს. თოკო სამზარეულოს იატაკზე იჯდა და სვავდა.
-თოკო კარგად ხარ?
-პირველად 17 წლის ვიყავი როცა გავიგე ეკა ფეხმძიმედ იყო. მთელი დღე უაზროდ ვიღიმოდი. ეკამ არ იცოდა რომ მე გავიგე, მეგონა სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. დაახლოებით ერთი თვის მერე შემთხვევით გავიგე რომ აბორტი გაიკეთა. ჩემს თავს ვადანაშაულებდი. მე ეკასთვის რომ მეთქვა მისი ფეხმძიმობის ამბავი გავიგე ის აბორტს არ გაიკეთებდა და ახლა ჩემი შვილი 9 წლის იქნებოდა
აი თურმე რატომ არ უყვარს ბავშვები, ჩემი საბრალო ბიჭი. ამდენი წელია ეს ტანჯავს. არც ეკას ვადანაშაულებ და არც თოკოს მითუმეტეს
-თოკ დამშვიდდი, ხომ ხედავ ღმერთმა მეორე შანსი მოგცა
-ანი მითხარი შენ გინდა ეს ბავშვი?
-ძალიან, ის ჩემი შვილია, აუცილებლად გავაჩენ
-ლექსო
-რა?
-თუ ბიჭი იქნება ლექსო დავარქვათ რა



№1  offline წევრი lamazmani

ki normalur civilizebul qveynebshi masea ro nomrmaluri urtiertoba aqvt da ara daqaloba kai ra tavidan ar idzaxdi saba ver itanso da tokomac ro gaiyvana ar endo araa kargi adaianio tu ragac dzaan ararealuria saqmros yofil cols edaqalebi kai ra

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

დღეს წავიკითხე ყველა თავი. სიუჟეტი მომეწონა, მაგრამ რაღაც ფაქტებმა ძალიან გამაღიზიანა.
პირველ რიგში სათაური შეუფერებლად მიმაჩნია ისტორიისთვის. მეორეც მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გიყვარდეს ერთი დღის გაცნობილ ადამიანს ხელს არავინ სთხოვს. რაც შეეხება ანის ფეხზე დადგომას სრული ზღაპარია, რაც ძალიან ცუდად მომხვდა თვალში. ჯერ ერთი ოპერაციას პაციენტის უნახავად ასე ზერელედ არავინ ნიშნავს, მით უმეტეს მომდევნო დღეს. თან ოპერეციის შემდეგ ისე უცებ, პირელ დღესვე წამოდგა ფეხზე და კაფეშიც კი ჩავიდა unamused არადა ამისათვის თვეები, ზოგჯერ წლები და ფიზიოთერაპიის ძალიან რთული კურსია საჭირო.
ველოდები მომდევნო თავს. წარმატებებს გისურვებ.

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

კარგი მომტხრობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent