შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი (ნაწილი4)


23-08-2016, 03:55
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 810

ინგა ნუცუბიძე სოფოს პატივცემული დეიდა, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, ეს იყო ბალზაკის ასაკის საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიანი, მწვანეთვალება ქალბატონი,
პირად ცხოვრებაში სამწუხაროდ არ გაუმართლა, გათხოვდა თვრამეტი წლის ასაკში, ცოლად გაყვა მასზე სამი წლით უფროს ყმაწვილს, რომელიც ისეთი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, რომ იმ დროისათვის მოზარდი ინგა ღამით ვეღარ იძინებდა სიხარულით, როდესაც ეს ფრიად პოპულარული ჯეელი მას თაყვანისმცემლის როლში მოევლინა. ის საბეჯითო სწავლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ მისი რაინდის გამოჩენის შემდეგ სწავლის მნიშვნელობაც კი დაავიწყდა, რასაც მისი მშობლების მხრიდან საშინელი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა პირველი სიყვარულით მოჯადოებულ ინგას არაფერი არ აინტერესებდა, მშობლების სიმკაცრე თავის პრინცთან მხოლოდ აახლოებდა, ბოლოს კი პოპულარული გულის სწორი საბოლოოდ მისად რომ დაეგულებინა გადაწყვიტა ცოლად გაყოლოდა და ბანკეტის საღამოს მასთან ერთად გაქუსლა, ინგას იმ დღეს თავი სიზმარში ეგონა, როგორია საღამოს კაბაში გამოწყობილ გამოპრანჭულ გოგონას თავისი პრინცი მიაქროლებდა, სამწუხაროდ დაახლოებით ერთ წელიწადში ეს სიზმარი დასრულდა, ალბათ დაგაინტერესებთ რა იყო მიზეზი.
ღალატიი?
არა იმ მოვლენას რომლისაც ჩვენს სოფოს ასე პანიკურად ეშინია და რომლის შიშითაც სიყვარულის უარმყოფლად იქცა, ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, უბრალოდ პატივცემული დეიდა მალევე მიხვდა, რომ ეს სიყვარული კი არა ლამაზი ბავშვური გატაცება იყო, რომ არანაირად არ იყო მზად იმ დიდი ტვირთვისთვის რასაც ოჯახი ქვია, მისმა მეორე ნახევარმა თვითონ შეამჩნია ეს და ყველანაირი სკანდალების გარეშე გაუშვა, სხვათაშორის ინგა დღესაც ინარჩუნებდა მასთან მეგობრულ ურთიერთობას, რადგან ავად თუ კარგად ეს იყო ადამიანი რომელმაც უამრავი ბედნიერი წუთი აჩუქა,
მისი გაყრიდან ცოტა ხანში ქვეყნიერებას მოევლინა, მისი საყვარელი დისშვილი და ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი სოფიო, ინგა ლამის მის მეორე დედად იქცა ეთამაშებოდა, აჭმევდა, ხან დროს ზღაპრებსაც უყვებოდა, მას ორივე დისშვილი თანაბრად უყვარდა, მაგრამ როდესაც გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თორნიკეს როგორც ბიჭს და გვარის გამგრძელებელს ოჯახში უპირატესობა ქონდა, გადაწყვიტა სოფოს მიმართ მეტი სითბო გამოეჩნა თავი დაჩაგრულად რომ არ ეგრძნო,
სოფოც თავის მხრივ აღმერთებდა მის მხიარულ, ყოველთვის მომღიმარ დეიდას, ის მას ყველაფერში უგებდა და მას ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა, სოფო მოზარდი იყო როდესაც ინგა გარკვეული მიზეზების გამო იტალიაში წავიდა იქ თავიდან გაუჭირდა, შემდეგ კი შეეჩვია, ბოლოს იმდენი დააგროვა თავისთვის ბინაც კი იყიდა მერე კი სამშობლო მოენატრა და ჩამოსვლა გადაწყვიტა, მეორე დღესვე საჩუქრებით დახუნძლული ძვირფასი დის ოჯახს მიადგა, მაგრამ იქ მოახსენეს, რომ მისი დისშვილი აჯანყდა და სახლიდან წავიდა, აღშფოტებულმა დეიდამ იკითხა რა მოხდა, მაგრამ წესიერად არაფერი აუხსნეს მხოლოდ ის უთხრეს, რომ სოფომ საშინლად იუზრდელა და საკუთარი მამა ძმაკაცებთან შეარცხვინა, ახლა ინგა იჯდა და ძვირფას დისშვილს გულის ფანცქალით ელოდებოდა.

............
-დეიიდ! უკივლა სოფომ და ძვირფას დეიდას მთელი ძალით მოეხვია.
-ჩემი მეამბოხე გოგო როგორ მომენატრე, შედი ეხლა ამოალაგე ეგ შენი ბარგი და მერე ვილაპარაკოთ!
-აუ კაი დეიდ რაა ეხლა გთხოოვ შენც ჭკუის რიგება არ დამიწყო!
-არაფერს არ გიწყებ მაინტერესებს რა მოხდა, მამაშენმა წესიერად ვერაფერი ამიხსნა.
-ეგ შენი სიძე დაგრიალებდა ისე რო დიდათ არ მალავდა, ან შეიძლება ეგონა რო მალავდა, ჰოდა იმ დღეს მე და დედა სამზარეულოში ვიყავით ეგ კიდე თავისნაირ უტვინო ძმაკაცებთან ყვებოდა თავისი ეროტიკული ოდისეის შესახებ , სიცილ კისკისით ვერ მოვითმინე და მივახალე რასაც ვფიქრობდი მასაც და მის დებილ ძმაკაცებსაც.
ინგას სახის გამომეტყველება შეეცვალა და ჩაფიქრდა მერე კითხა.
-მერე რა მოხდა?
-მერე გამარტყა მაგის გამო და სახლიდან წამოვედი!
-ვისთან დარჩი ეს ერთი კვირა?
-მეგობართან ჰო გითხარი!
-რას მატყუებ ვერ გავიგე, დედაშენმა მითხრა მაგის მეგობრებს დავურეკე არსად არ იყოო, სიმართლე მითხარი!
-ჰოო კაი ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი შემხვდა, ჯერ თავისთან მიპირებდა წაყვანას მერე თავი რო გავიგიჟე გადაიფიქრა და თავის ყოფილ კურსელ გოგოსთან მიმიყვანა,მეზობლები არიან და!
-მაგან გაიხაროს, რა კეთილშობილი ბიჭი ყოფილა! აღმოხდა დეიდას.
სოფომ უცებ სინდისის ქენჯნა იგრძნო ნიკას მიმართ, მართლაც თეკლა მადლობებით აავსო არადა მასთან ნიკამ მიიყვანა, კოცნის გამო იყო გაბრაზებული და უნდოდა თავისი უმადურობით დაესაჯა, მაგრამ რა დააშავა ამ ბიჭმა ესეთი რა მისი ბრალი იყო თუ ის მასში არასასურველ გრძნობებს იწვევდა, არა ბოდიში უნდა მოუხადოს ძალიან ცუდათ გამოუვიდა.
-სოფიკო ვინ არის ეგ ბიჭი ჰაა? ფიქრებიდან გამოარკვია დეიდამისმა.
-არის ერთი ჩემ უნიში გადმოვიდა ცოტა ხნის წინ!
-ჰმ ცოტა ხნის წინ გადმოსული ასეთ სიკეთეს გიკეთებს, დასაფასებელია, მადლობა მაინც მოუხადეე?
სოფოს უარესად დაცეცხლა მართლაც თაკო და ნათია არ მიიღებდნენ ზუტად იცოდა რადგან იმათიანები არ მისცემდნენ უფლებას სახლიდან გამოქცეული დაქალი შეესახლებინათ ტუნდაც ცოტა ხნით, ნიკამ კი ცოტა ხნის ნაცნობმა ყოველგვარი ანგარების გარეშე გადაწყვიტა მისის დახმარება.
-სოფიკო მაგ ბიჭს მოსწონხარ?
გამოარკვია დეიდამისი ხმამ.
-რაა? არ ვიცი და არც მაინტერესებს, სიყვარულები და უწი პუწები არ მჭირდება, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს!
-კაი რაა სოფიკო სიყვარული ყველას უნდა! გაიცინა დეიდამ.
-მე არ მჭირდება დეიდ მართლა, სიყვარულისგან გაბედნიერებული ადამიანი არ მინახავს, ყოველ მეორე ცრემლს ღვრის!
-დედა დედა, ეს რა დასტრესილია ჩემი გოგო, მისმინე ხვალ უნივერსიტეტი რომელზე გიმთავრდება მითხარი, გამოგივლი და გავისეირნებთ ერთად სადმე, ან მაღაზიებში გავივლით აშკარად სტრესის მოხსნა გჭირდება.


..........
მეორე დღეს სოფომ დიდხანს იფიქრა დალაპარაკებოდა თუ არა ნიკას, ბოლოს მაინც გადაწყვიტა თავისი კეთილისმყოფლისთვის მადლობა გადაეხადა, უნივერსიტეტი, რომ დამთავრდა ნიკა მოძებნა უკან გაყვა და დაუძახა:
-ნიკა მოიცადე ერთ წუთს!
ნიკამ გაკვირვებულმა მოიხედა.
-მეუბნებოდი ჩემს სიახლოვეს არ დაგინახოო ახლა თავად მოდიხარ ჩემთან, უცნაური ადამიანი ხარ სოფიკო!
-ნიკა მადლობა მინდა გადაგიხადო, ცოტა ზედმეტი მომივიდა კოცნის გამო ვიყავი გაბრაზებული, მარლა დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა!
-რა საოცარი მეტამორფოზა განიცადე ჩემო თაფლისფერთვალება უცებ რა ტკბილი გახდი, სწორედ ასეთი მომწონხარ!
-მისმინე მე უბრალოდ ზრდილობა გამოვიჩინე , ეს უფლებას არ გაძლევს მეკაიფო გასაგებიაა? და ჰოოო ეს ლირიკული გადახვევა იყო უბრალოდ ისე კი მართლა არ მინდა ჩემს სიახლოვეს გნახო, მადლობა რაც გამიკეთე ნახვამდის!
-კოცნის დროს არ გეტყობოდა, რო ჩემი სიახლოვე არ გინდა დადნი ლამის ჩემო ლამაზო!
სოფოს დაცეცხლა სიმართლე იყო ეს და იმიტომ.
-მომისმინეე... გალანძღვას აპირებდა როდესაც მისკენ მიმავალი დეიდამისი დაინახა.

-სოფიკო რა ხდება ვინ არის ეს ბიჭი?
-ეს ის არის ვინც შემიფარა!
-შენ გაიხარე ძალიან კარგი ბიჭ ყოფილხარ, გულკეთილი დიდი მადლობა ჩემგანაც!
-არაფრის ქალბატონო თქვენმა დისშვილმაც ახლა მადლობებით ამავსო, მაგრამ ბოლომდე არ გამახარა, რატომღაც რამდენადაც ლამაზია იმდენად ეკლიანია მაგრამ არაუშავს, ეს ეკლებიც კი უხდება!
სოფო სირცხვილით ლამის დაიწვა, სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.


..........
-სოფიკო მოგწონს ის ბიჭიი? შეეკიტხა ინგა სოფოს როდესაც სახლშ დაბრუნდნენ.
-არა, არავინ არ მომწონს, არავის მოწონება არ მჭირდება!
-ისე სასტიკად უარყოფ აშკარად მოგწონს, რატომ გეშინია ასე ძალიან სიყვარულის გამაგებინე სოფიკო?
-მერე თავზე დამაჯდებიან და გადაგულავდებიან აი ამიტომ.
-რეებს იძახი ადამიანო, რატო გგონია რო შენი შეყვარებული ან თუნდაც შემდგომში ქმარი გიღალატებს და გადაგულავდება
-ჩვენს მზიან ქვეყანაში ხომ მამრობითი სქესის მხრიდან ღალატი აუცილებელი ტრადიციაა, ფრთიანი გამონათქვამების და თეზისების მთელი კრებული არსებობს ამის გასამართლებლად, რომელი ერთი ჩამოგითვალო.
-მიდი აბა შენ ჩამომითვალე ეგ პატივცემული ფრაზები იქნებ მართლა ჩვეულებრივი ამბავია კაცის ღალატი და მე არ ვიცი, მიდი განმანათლე.
-ოო კაი დეიდ რაა ნუ ჩამომათვლევინებ , ის მაგალითად, რომ კაცის ბუნება ასეთი რო არ ყოფნის ერთი ქალი, რომ ჩვენს მზიან სამშობლოში ყველა კაცს აქვს ნაღალატევი, რო კაცი ბუნებით მორალატეა ნუ მოკლედ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი ვიქნები მარტო და მორჩა ვიღაცის კოლექციის წევრობას მარტო ყოფნა მირჩევნია.
-შვილო ამ სისულელეებით თავი ვინ გამოგიჭედა არ ვიცი, მაგრამ მინდა გითხრა ეს არის საკითხი სადაც სქესს არ აქ მნიშვნელობა , ყველა ადამიანში მეტ ნაკლებად სძინავს მოღალატესაც, მკვლელსაც, ყაჩაღსაც, ნუ მარცვალი ყველაშია და თუ მამაკაცები აქ მართლა ასეთი გადაგულავებულები არიან ეს მხოლოდ იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე ლამის ტრადიციაა ღალატი და ამაზე პასუხს არ გასცემენ, ამას გარდა შენ თუ გგონია ქალები არ ღალატობენ ცდები ვიცი ქალები საზოგადოებაშ ქართლის დედის სახელი აქვთ ლამის ამ დროს ქმრის საძმაკაცო აქვთ შემოვლილი უბრალოდ არ ხმაურდება ეს ამბავი, ვინ იცი კიდე რამდენია, კიდე ვის რამდენი ყოფნის ეგეც საკითხავია, ადამიანი თავისი თავიდან განსაზღვრავს ხშირად სხვებსაც, მოგულავეს, სხვებიც მოგულავეები გონია, მლიქვნელს სხვებიც მლიქვნელები, სულელს სხვებიც სულელები და ასე შემდეგ, ალბათ ისინი ტვითონ ვერ კმაყოფილდებიან ერთი ქალით და რატომღა ც სხვებიც ეგეთები გონიათ, თორემ როგორ შეიძლება ყველა ერთი და იგივე იყოს კაი რაა, რომელი ადამიანი იცნობს ყველა კაცს ან ყველა ქალს რო რამე დაამტკიცოს.
-ბებიაჩემი ლაპარაკობდა ეგრე სრული დარწმუნებით, ერთხელ კამათი მოგვივიდა!
-ვიცი ჰოო ბებიაშენის შეგონებები მეც მომისმენია, ღმერთმა მაპატიოს და საკმაოდ უუნარო ქალი იყო საწყალი, ქმარზე დამოკიდებული, ქმარს რო გაყროდა ქუჩაში აღმოჩნდებოდა, ისე მოღალატე ქმრების ცოლები ეეგთ რაღაცეებს იძახიან სულ, ტავის ტავს ინუგეშებენ რომ ყველა ასე მათსავით იტანჯება, გული უსკდებათ იმის წარმოდგენაზე რომ ვირაცას შეიძლება ერთგული ქმარი ყავდეს, ღმერთმა აცხონოს საწყალი თავის ქმართან ერთად იმედია იქ მაინც წყნარადაა ის კაცი.
- ზოგი რო ამაყობს გაგულავებებით, მამაჩემი მაგალითად!
-შვილო რაღაცას გეტყვი მამაშენზე არ ვიცი მაგრამ ზოგადად შევნიშნე , მაგ თემით ანუ ბევრ ქალთან ყოფნით ან ცოლის ღალატით მოტრაბახე მამაკაცებს ყოველთვის რაღაცა არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, ან წარუმატებლები არიან თავის საქმეში და ცდილობენ ამ მხრივ აინაზღაურონ დანაკლისი, თორემ ცოლის ღალატისთვის, ან ბევრი ქალის ყოლისთვის რამდენადაც ვიცი არც მედალი გადაუცემიათ ვინმესთვის არცსამოთხეში მოხვედრილან ურიგოთ, დიდი დიდი ძაკაცებმა შეაქონ მარა მაგით რაა,
შენ კი მართლა შეგატყე წეღან რომ ის ბიჭი მოგწონს, მას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ კეთილი გული პატრონია და თუ იმის გამო კრავ ხელს რომ გგონია შემგომშ გიღალატებს ბოდიშ და ჩერჩეტი ყოფილხარ ცოტა , რა იცი შენ მომავალშ რა იქნება, წინასწარ არავინ არაფერი არ იცის, მაგ უაზრო გამონათქვამებს ყურადრებას ნუ მიაქცევ რადგან ხალხი ამბობს ეგ არ ნიშნავს, რომ გამართლებულია, ხალხი ბრბოა, , სტერეოტიპი კი სტერეოტიპია, უაზრო მცდარი შეხედულება და მეტი არაფერი. ხალხის რაღაცა მახინჯ შეხედულებებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვიღაცას ერთი ქალი არ აკმაყოფილებს, ვუსურვებ, დილით შავგვრემნისთვის ეყურებინოს, შუადღისით ქერასთვის, საღამოს წითურისთვის, ღამით კი მელოტისთვის, მრავალფეროვნებისთვის.
სოფომ ყველაფერი ეს მოისმინა და ოდნავ შვება იგრძნო.



№1 სტუმარი ემი

მომეწონა დეიდა, კაი ტიპია wink მოარჯულოს იქნებ ჩვენი გოგო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent