შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (11)


23-08-2016, 17:20
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 028

რადმენიმე კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ...
ჩემი და სანადროს ურთიერთობა იმაზე უკეთესი გახდეა ვიდრე ოდესმე იყო..
ადრე ხომ არ მშორდებოდა გვერდიდან, ეხლა კი საერთოდა.. ნაბიჯის გადადგმაზეც კი მეკითხება რამე ხომ არ მაწუხებს ან რამე ხომ არ მინდა...
უკვე სამი თვის ორსული ვარ და მუცელიც ოდნავ შესამჩნევად მეტყობა...
სანდრო უკვე დამცინის, უნდა ნახო როგორ დაგორავ ოთახიდან ოთახშიო, მეც გულ მოსული ოთახში გავრბივარ და ჩემთვის ვტირი. ამაზე უარესად ეცინება, ერთს მაკოცებს და მეც წამებში ვურუგდები...
მოკლედ რომ ვთქვა, ეხლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე და სანდრო როგორც ნამდვილი ბედნიერი ოჯახი ისე ვცხოვრობთ...
აკო იმ დღის მერე არ გამოჩენილა, თუმცა მე და სანდრომ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ და საბოლოოდ დავასკვენით, რომ აკოს ისეთივე უფლება აქვს მოითხოვოს ნატოსგან დედობის უფლება და სხვა ყველაფერი როგორც სანდროს..
-კი მაგრამ მია მე თუ ვაღიარე ძმად იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ამ სახლში ცხოვრობს..
მორიგი დღეც ისევ ამ თემით დაიწყო..
-თუ არ დაველაპარაკეთ ნატოს არაფერი არ გამოვა სან.. თუ არ აუხსენით და გავაგებიეთ ყველაფერი მხოლოდ შენი ძმად აღიარება არაფერს არ იზამს...
-კარგი დაველაპარაკები..
ცოტახნიანი ფიქრის მერე ამოილაპარაკა და ლოგინზე უკეთესად გასწორდა..
-მპირდები?
ძლივს დავმალე შეპარული ღიმილი..
-გპირდები.. - ღიმილით ამომხედა და მოწყვეტით მაკოცა... - ოღონდ ჯერ დამაძინე და მერე...
მთქნარებით მითხრა და თბილად გაეხვია საბანში..
-კაი რა სანდრო, რა დროს ძილია...
უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და ფეხზე წამოვდექი...
-ჯერ თერთმეტი საათია მია!
ბუზღუნით ამოილაპარაკა..
-მერე მე და შენ შვილს ჰაერზე გასეირნება გვინდა და ადექი..
ისევ ვაგრძელებდი ბუზღუნს და თან ვიცვამდი..
-კარგი ხო თხუთმეტ წუთში ავდგები მანამდე ქვემოთ ჩადი ისაუზმე..
ისევ ამოიბურტყუნა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს...
ბუზღუნით ჩავედი კიბეებზე და სამზარეულოში შევლასლასდი..
-დილამშვიდობის
მოჩვენებითი ღიმილით მივესალმე ცოლ ქმარს და ყავისთვის წყალი დავადგი..
-რას აკეთებ მია?!
როგორც კი ყავით ხელში დამინახა ნატომ მაშინვე წამოიკივლა და ჩემკენ წამოვიდა..
-მე..
-ხომ იცი, რომ ორსულობისას ყავის დალევა არ შეიძლება, ნაყოფს ვნებს და არ მინდა ჩემ შვილიშვილს რამე დაემართოს..
უცებ მომაყარა და ფინჯანი გამომართვა..
-ხო მაგრამ ერთი ჭიქა არაფერს მიზამს...
უცებ შევეწინააღმდეგე და მომლოდინე მზერა მივაბყარი..
-არა მია , არა! თუ გინდა დალიე ჩაი..
ისევ იმავე მზერით გამომხედა და ახალი ფინჯანი მომაწოდა...
მეც რა გაეწყობა სახით მოვკიდე ჭიქას ხელი და ცხელი სითხე დავლიე..
თბილი მზერით გამომხედა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა..
სიმართლე, რომ ვთქვა ბოლო რამდენიმე დღეა ნატო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ..
-ჰა მზად ხარ?
მთქნარებით ჩამოვიდა კიბეებზე სანდრო და სამზარეულოსკენ წამოვიდა..
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე და შემოსასვლელისკენ წავედი ქურთუკი, რომ ჩამეცვა...
-სად მიდიხართ?
უცებ გამოგვექომაგა ნატო და გამომცდელი მზერა მოგვაბყრო..
-სასეირნოდ მივდივართ ნატო დაწყნარდი..
მობეზრებული ხმით ამოილაპარაკა სანდრომ და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო..
-რამდენჯერ გითხარი ნუ ეწევი სახლში თქო!
ისევ თავისას აგრძელებდა და ჩხუბს არ წყვეტდა...
სანდრომაც ხელი ჩაიქნია და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავედით.
უსიამოვნოდ მომხვდა ცივი ჰაერი და წამიერად შემცივდა კიდეც..
-გინდა სახლში დავრჩეთ?
იმ იმედით, რომ დავთანხმდებოდი შემომაპარა და მომლოდინე მზერით გამომხედა...
-არა, ცოტა გავისეირნოთ და მერე დავბრუნდეთ, ან თუ გინდა მარტო წავალ არაა პრობლემა..
მხრები სასაცილოდ ავათამაშე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი..
-კარგი ჰო მოვდივარ..
ბუზღუნით დამეწია, ხელკავი გამომდო და იქვე პარკისკენ წავედით..
-როდის უნდა დაელაპარაკო ნატოს?
დუმილი მე დავარღვიე და ინტერესით ავხედე ორი თავით მაღალ სილუეტს...
-გინდა დღეა ბავშვები ვნახოთ?!
მოხერხებულად აუარა გვერდი პასუხს..
-სანდრო მიპასუხე..
მკაცრი ტონი შემეპარა ხმაში..
-არ ვიცი მია არა! ვერ ხედავ როგორ იქცევა?! ორი კვირის წინ შენ გლანძღავდა და გეჩხუბებოდა, ეხლა კი მე მლანძღავს და მეჩხუბება..
აზრი არ აქვს ჯერ, მაინხ ვერაფერს გაიაზრებს და ყველაფერს მის გემოზე გააკეთებს...
არც მან დააკლო ხმას და ფაქტიურად მთელ ქუჩაში ჩვენი ხმა ისმოდა...
-აკოს მაინც დაელაპარაკე...
მაინც ჩემსას ვაგრძელებდი....
-რამდენიმე დღის წინ ამბობდი რატომ უნდა იცხოვროს აკომ აქო და დღეს რა გჭირს?!
ეჭვნარევი მზერით გამომხედა...
-რა მოხდა სანდრო და მივხვდი, რომ არასწორად ვიქცევით..
შენი ძმაა როგორც შენ თქვი, აქვს უფლება მოძებნოს დედა და თხოვოს ამდენიხნის მერე მაინც აღიაროს შვილად...
ისევ არ ვთმობდი ჩემ პოზიციებს...
-მია მისმინე - ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დაიწყო სანდრომ - აკო ძმად იმ დღიდან ვაღიარე, როცა პირველად ვნახე.. მთელი ოცდაცხრა წლის მანძილზე ვოცნებობდი დედმამიშვილზე და როგორც კი გამოჩნდა შევიყვარე, როგოც ალალი ძმა.. მაგარმ იმ დღეს დედა ისე ცუდად რომ არ გამხდარიყო შეიძლება ეხლა კიდევ სხვა ურთიერთობა გვქონოდა....
-შენი ძმაა..
აღშფოთებულმა ამოვილაპარაკე და სკმაზე ჩამოვჯექი..
-ჩემი ძმა რომაა, მაგიტომაც ვფიქრობ ამდენს როგორ დაველაპარაკო, როგორ ვიპოვო სწორი სიტყვები ყველაფრის ასახსნელად.
-ყველაფერი კარგად იქნები...
შეპარული ღიმილით ავხედე და თავი ბეჭზე დავადე...
-შენ ხომ მაინც გეყვარები?
დამწუხრებულის ხმის ამოილაპარაკა და თვალები სასაცილოდ აათამაშა...
-რა თქმა უნდა..
სიცილით ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე..
-ძალიან?
-ძალიან
ისევ სიცილით ვუპასუხე...
-ხოდა მაშინ ეხლა ავდგეთ და წავიდეთ იოანესთან და ანასთან, დანარჩენი სასტავიც იქ მოვა..
უცებ მომახალა, ფეხზე წამომახტუნა და გასასვლელისკენ გამაქანა...
იქ მისულებს უკვე ყველანი შეკრებილები დაგვხვდნენ.
თაზო და ქეთო, როგორც ყოველთვის ისევ რაღაცნაირად უჟუჟუნებდნენ თვალებს ერთმანეთს, ისევე როგორც ნატალია და ლაშა, თუმცა ესენი უკვე დამალვასაც აღარ აპირებდნენ..
ჯაბა როგორც ყოველთვის მარტო იყო და ეშმაკურად იცინოდა, აი ზუკა და სალომე კი ქორწილის საქმეებზე დარბიან...
-დიდება თქვენ გამოჩენას...
შესვლისთანავე ომახიანად მოგვესალმა ჯაბა...
-რა ჭირს ამას?
თითით ჯაბასკენ ვანიშნე და ანას გვერდზე უსულოდ ჩავესვენე.
-როგორც ჩანა ვიღაც ახალი იშოვა..
სიცილით განგვიმარტა ლაშამ და ჯაბას დაბღვერილ სიცილზე უარესად ახარხარდა..
-მორჩით ჩემზე სიცილს და მოიფიქრეთ რა გავაკეთოთ..
სიცილის ტალღამაც, რომ აღარ იკლო და ახალსაც არავინ ამბობდა მომაბეზრებლად წამოიყვირა ჯაბამ..
-ვინ გითხრა, რომ შენზე ვიცინით?
ძლივს შეკავებულის სიცილით თქვა თაზომ..
-ეეე თქვენთან ლაპარაკს ხო აზრი არ აქვს რა, წავედი მე...
ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა..
-ხო, ხო წადი არ ალოდინო დიდხანს..
გზაში დააწია სიტყვა იოანემ და უარესად ავხარხარდით...
მერე მალევე დავიშალეთ ყველანი, საშინლად დავიღალე და მხოლოდ ძილი მინდოდა...
-სან მეძინება...
უკვე კარებთან მისულმა უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და მთლიანად სანდროს ჩამოვეკიდე...
-აბა რა გეგომა დილაუთენია, რომ იღვიძებდი?
მოჩვენებითი სიბრაზით გამომხედა, თუმცა ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ვერ დააიგნორა.
-თერთმეტი საათი დილაუთენია არაა..
უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე და ცხვირი ავიბზუე....
-ჩემი გოგო გამებუტა..
არ წყვეტდა დაცინვას სანდრო და თან ეზოსკენ მიმათრევდა..
-დიახაც გაგებუტე და კოცნაც არ გიშველის ეხლა..
ისევ იმავე ტონით ვაგრძელებდი და ვცდილობდი შეპარული ღიმილი არ დაენახა...
-აბა რა მიშველის?
-შოკოლადი..
უცებ წამოვიყვირე და ყურებამდე გავიკეიჭე...
-კარგი გიყიდი...
ერთი კარგად გადაიხარხარა და სახლის კარები გააღო..
მაგრამ ჯობდა არც გაგვეღო.
საშინელი ყვირილის და გინების ხმა გამოდიოდა ოთახიდან...
უცებ ჩამოვშორდი სანდროს და ორივენი მისაღებისკენ წავედით..
-რა ხდება აქ?
შესვლისთანავე იკითხა სანდრომ და სახეწაშლილ ნატოს და გიას გახედა...
-დედაშენი გაგიჟდა..
პირდაპირ აჯახა გიამ და წინ და უკან სიარული განაგრძო..
-რა ხდება დედა?!
-აკოსთან მისვლა და დალაპარაკება გადავწყვიტე, მამაშენმა კი ჩხუბი დაიწყო
ეს რომ ვუთხარი..
ტირილით ამოილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო..
-მამა! - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა სანდრომ - მისი შვილია! უნდა დაელაპარაკოს..
-ალექსანდრე! ელაპარაკოს, ოღონდ სახლში არ მომიყვანოს.. ჩემი შვილი არ არის და არანაირი ვალდებულება არ მაქვს ის გავზარდო..
-კი მაგრამ ის ხომ ოცდათოთხმეტი წლისაა - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე - ჩვენი გაზრდა არაფერში ჭირდება, უბრალოდ უნდა ბიოლოგიური დედა ყავდეს გვერდზე... თუ ესეა და სხვისი შვილის აღზრდა არ გინდათ, მე აკოზე პატარა ვარ, რატომ მიმიღედ რძლად?! რატომ არ მაგდებთ სახლიდან?!
გაბრაზებულზე უკვე რაებს ვლაპარაკობდი მეთვითონაც არ ვიცოდი, ვგრძნობდი სანდროს ღიმილნრევ და გიას გაკვირვებულ მზერას.
-შენ და აკო განსხვავდებით მია..
ცოტახნის მერე დაბნეულმა ამოილაპარაკა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო...
-განვსხვავდებით, მაგრამ
-არანაირი მაგრამ მია! - მეხის გავარდნასავით გაისმა გიას ხმა მთელ სახლში - დაელაპარაკოს, მაგრამ ის ფაქტი რომ აკო აქ იცხოვრებს გამორიცხულია..
უცებ დაამატა და სადღაც გავარდა, კარები ისე მიაჯახუნა მთელი სახლი დაზანზარდა..
დასაწყნარებლად ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მშვიდად წავედი ოთახისკენ...
-მია კარგად ხარ? გაბრაზებულია ეხლა და მაგიტომ ლაპარაკობს ესე, თორემ
ხო იცი გიას ხასიათი.
-კარგად ვარ..
უხეშად ვუპასუხე და მოწყვეტით დავეშვი ლოგინზე..
-კარგი რა მია, საღამოთი გადაუვლის და
-კარგად ვარ სანდრო, კარგად!
მოთმინებიდან გამოსულმა ვიყვირე და როგორც კი სანდროს დაბნეული მზერა დავაფიქსირე მაშინვე მივხვდი რაც გავაკეთე...
-სანდრო, ბოდიში რა, არ მინდოდა ესე გამოსულიყო... უბრალოდ გავნერვიულდი და ვეღარ მოვთოკე ნერვები..
-არაუშავს, ყველაფერი კარგადაა..
ნაძლადევად გამიღიმა და ჩემ
გვერდზე მოთავსდა..
-ბოდიში რა..
კიდევ ერთხელ ამოვილაპაეაკე და უფრო ახლოს მივჩოჩდი..
-არაფერია მია, განერვიულებული იყავი შენც...
გულწრფელად გამიღიმა და წელზე მომხვია ხელო...
-მამიკოს ძალიან უყვარხართ შენ და დედიკო..
მუცელთან ამოიბუტბუტა და ფრთხილად შემახო ტუჩები..
-დედიკოსაც ძალიან უყვარხართ შენ და მამიკო...
სანდროს ტუჩებთან ამოვილაპარაკე და ნაზად შევეხე...



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე რაკაია გაგრძელე

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ერთი რამ არ მესმის რატომ უნდა იცხოვროს გიას სახლში . სადღაც მართალია ეგ კაცი.

 


№3  offline წევრი nini :)

dzaan kargi iyioo, male dade shemdegi tavi agar daagviano

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent