შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევა (თავი 3)


23-08-2016, 19:18
ავტორი Niad13
ნანახია 1 241

-ამ ბოლო დროს იცი სულ რაზე მეფიქრება?-გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ მაკოს, რომელიც ჩემთან ერთად საკუთარ ტერასაზე, მოწნულ სავარძელში იჯდა და მზეს ეფიცხებოდა.
-რაზე?-ცალი თვალი გაახილა მან და ინტერესით მომაშტერდა.
-სანდრო ძაან შეიცვალა.იშვილათად მწერს და მირეკავს, იშვიათად მნახულობს და საერთოდ აღარ სცალია ჩემთვის.ზოგჯერ მგონია სხვა ადამიანია მაკო გეფიცები! აი ადამიანს ვუყურებ და ვერ ვცნობ.აღარც იცინის,აღარც ისეთი ბავშვური და საყვარელია.თითქოს ჩაქრა,დაიფერფლა.აღარ ვიცი რა ვიფიქრო-ხელებს ვაყოლებდი ჩემს სიტყვებს და გუნება თანდათან მიფუჭდებოდა.
-უტა ამ ბოლო ხანებში ნახე?-სრულიად უადგილო შეკიტხვა დამისვა მანდ და უაზროდ გაშეშებული მზერა, რომლითაც სივრცეს გასცქეროდა ისევ მე მომაბყრო.
-არა,რაიყო?-გავიკვირვე მე.
-ორი კვირაა სახლში მარტო რამდენიმე საათით შემოდის, ისიც გამთენიისას.ყველაფერზე ყვირის.ქეთი გაგიჟებულია გამიგიჟდა შვილიო.დაჩი საერთოდ წელიწადში ერთხელ მირეკავს.-როგორ კი სახელი "დაჩი" გავიგე ჩემი სმენის ორგანოები თითქოს მწყობრიდან გამოვიდნენ,აღარაფერი გამიგია.


***

-გისმენთ!-ნამძინარები ხმით ვუპასუხე მობილურს, ისე რომ არც დამიხედავს ვინ იყო.
-ჩამოხვალ?-იყო მშრალი ხმით ნათქვამი კითხვა და მე მაშინვე მივხვდი ვინ დააფრთხო ჩემი ძილი.
-დილის ოთხი საათია სანდრო!-შევეცადი ჩემი ტონი უფრო მკაცრი გამხდარიყო.
-სადარბაზოსთან ვარ,5 წუთში აქ იყავი-მოკლედ მითხრა და გამითიშა.იმდენად გაოცებული ვიყავი მისი ამ ქცევით რომ თითქმის ორი წუთი გაუნძრევლად ვიყავი წამომჯდარი ლიგინში,მობილური თითქოს ხელზე მიმეყინა და საერთოდ მეც ქანდაკებად გადავიქეცი.მერე გამოვფხიზლდი.ხალათი მოვიცვი და შევეცადე რაც შეიძლებოდა ჩუმად გავპარულიყავი სახლიდან, ისე რომ ბებიაჩემ მანანას არ გაღვიძებოდა.კარის საკეტი გადავწიე და როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე მივხვდი, რომ სამშვიდობოს ვიყავი.სწრაფად ჩავირბინე სამი სართული და დავინახე როგორ იდგა სანდრო ჩემი სადარბაზოს წინ.მოხრილი იყო როგორც ყოველთვის,ეწეოდა.იმდენად ჩაფიქრებული, რომ ჩემი ჩამოსვლა ვერც კი შენიშნა.მასთან ახლოს მივედი.
არც მისალმება.
არც გადაკოცვნა.
არაფერი...საერთოდ არაფერი.
მეც არ გამომიჩენია ინიციატივა და მისვლის თანავე ცივად ვკითხე რა მოხდა-მეთქი.სანდრომ შემომხედა,ბოლო ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა.მერე ძირს მოისროლა და ფეხით გასრისა.
-როგორ გამოგიშვა მანანამ ამ დროს?-მის ხმას ცინიზმი შეჰპარვოდა.მივხვიდ, რომ ნასვამი იყო.
-მთვრალი ხარ?-ამრეზით ვკითხე და უკან დავიხიე.
-რაიყო ტო?მთვრალი აღარ გევასები?-იყო მისი პასუხი.იგივე ტონით.იგივე სიცივით.
-ასეთი რა საქმე გაქვს, რომ ხვალამდე ვერ მოიცდიდა?რა იყოს ეს დილის ოთხ საათზე სახლში დადგომა?-იგივე ტონით გავაგრძელე მეც.სანდრომ ცოტა ხანს მიყურა,მერე ხელი ჩაიქნია და სადღაც გაიხედა.
-საერთოდ რა გჭირს სანდრო?-გავუთამამდი და დავისვი კითხვა, რომელიც ამდენ ხანს ტვინს მიღრღნიდა.ის ისევ დუმდა.
-რაიყო აღარ გიყვარვარ?თუ რა გგონია დღეში ერთი ზარია ურთიერთობა?საერთოდ რომ აღარ მნახულობ ხვდები?თუ შენი თოჯინა გგონივარ როცა მოგეხასიათება შენთან გავჩნდე და როცა აღარ გენდომება ისე გავქრე ვითომ არაფერი ყოფილა?-არ ვცხრებოდი მე, თან ვცდილობდი ჩუმად მელაპარაკა, რადგან არავის გაეგო.სანდრო საერთოდ არ მიყურებდა.ისევ იმ ერთ წერტილს იყო მიშტერებული და უკვე მესამე ღერ სიგარეტს წევდა.მერე უეცრად შემობრუნდა და მითხრა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
-უნდა დავშორდეთ ნინა!აღარ გადამეყარო.მე და შენ ერთად ვერ გამოვალთ და მაგას უნდა შეეგუო რა.შენთვისვეა უკეთესი,დამიჯერე.-ვატყობდი,რომ ღელავდა.ჩემი სმენის ორგანოები ისევ გამოვიდნენ მწყობრიდან და ისევ აღარაფერი მესმოდა.ერთ ხანს ასე ვიდექი გაშეშებული სკულპტურასავით და ვერ ვინძრეოდი,ვერც ვფიქრობდი.მგონი აღარც ვსუნთქავდი.ამ წამამდე არ ვიცოდი სანდრო ამდენს თუ ნიშნავდა ჩემთვის.
სახე ამერია.
თვალებში გამოსახულებები გაიწელა.
დავკარგე.
ასე უაზროდ და არაფრის გამო.
საერთოდ არაფრის.
მთლიანად ვკანკალებდი და ტუჩებს თავს ერთად ვერ ვუყრიდი.
-ასე, არაფრის გამო...მიდიხარ?-წინადადება ძლივს დავასრულე.სხეულთან ერთად ხმაც მიკანკალებდა.ბურთი რომელიც ყელში გამეჩხირა მხოლოდ ჩემს სუნთქვას კიარა მეტყველებასაც აფერხებდა.
-ხო. ა რ ა ფ რ ი ს გ ა მ ო -ეს ორი სიტყვა განსაკუთრებით გაამკვეთრა და ისევ მომაშორა მზერა.თავი ვეღარ შევიკავე.
ავტირდი.
თავბრუ დამხვა.
მგონი წავბარბაცდი კიდეც.
სანდროს ნერვი არ შეტოკებია.არც კი შემობრუნებულა ჩემსკენ.
-მოკლედ, წავედი მე ნინანო.ჩემგამო არ იტირო ჩემს თავს გაფიცებ.არ ღირს.-მითხრა და წავიდა.
არც დამშვიდობება.
არც კოცნა და ჩახუტება.წავიდა.თითქოს არც იყო ისე გაქრა.თავიდან მომიშორა.არ მახსოვს როგორ ავიარე სამი სართული.არც ის მახსოვს სახლში როგორ შევედი.მხოლოდ ერთი კადრი მიტრიალებდა თავში.მანანა ნამძინარევი გამოვიდა ოთახიდან და რომ დამინახა ასეთ დროს ასეთ მდგომარეობაში გადაირია.რაღაც მითხრა.გაკაპასდა.მე არაფერი გამიგია.არც კი შემიხედავს მისთვის ისე შევესდი ოთახში.სახეზე არანაირი ემოცა არ მქონდა.თითქოს დავიცალე.ჩავქრი.ვეღარც კი ვტიროდი.ლოგინში ჩავწექი და თვალები დავხუჭე.ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ და გონებას მიჭამდნენ.მერე ჯერ ერთი თვალიდან ჩამოგორდა მარილიანი სითხის წვეთი.მერე მეორედან და აღარც კი მახსოვს როდის ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent