შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 1


23-08-2016, 22:08
ნანახია 1 715

სიტუაცია ტყეში.
-ანაბელ! ანაბელ!
-როზალი მეძახდი?
-ლენორს ვეძებ.
-დედა ესაუბრება მას.
-რას ამბობ? უკვე დროა?
-უკვე გვიანიცაა როზალი. ერთი წელიღა დარჩა.
-მართალი ხარ. ესეიგი სკოლაში მივდივართ?
-ასე გამოდის.
***
-დედა! დედა ჩემი საროჩკა სადაა. გავძახე ანგრეული ოთახიდან,სადაც სპილოსაც ვერ იპოვნიდა კაცი.მხოლოდ ჯინსის შარვალი ვიპოვე და ამოვიცვი.
-ვაუთოვებ ჯეიმი. მალე მოგიტან. ამომძახა მან ქვევიდან.
სანამ დედა ტანსაცმელს ამომიტანდა ფანჯარაში გავიხედე. დავაკვირდი მოფუსფუსე ხალხს.რამდენი მათგანია ახლა ტყუილ ფაციფუცში გართული და თავის დროს ტყუილა ფლანგავს. აი მაგალითად ბიჭები,რომლებიც დგანან,გამვლელებს დასცინიან და უმიზეზოდ აქილიკებენ.
მე მჯერა რომ ყველა ადამიანს რაღაც მისია გვაკისრია და არამგონია ეს მისია ყოველდღიურად გასკდომამდე ჭამას და კარგად გამოძინებას გულისხმობდეს. ბავშვობიდან ვერ ვიტან უსაქმურებს და მით უმეტეს თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ ისეთებს. ალბათ ფიქრობთ ეს რა გვითხარი, ჩვენ რა არ ვიცოდითო? ბევრმა იცის მაგრამ რამდენი აცნობიერებს?
მე მჯერა რომ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. ვპოულობთ ადამიანებს,ვკარგავთ ადამიანებს. ამასობაში უნდა შევძლოთ და ჩვენი მიზანი აღმოვაჩინოთ. ყველა ადამიანი თავსატეხია და ამასთანავე უზარმაზარი პაზლის ერთი ნაწილი,ყველა ერთად გი სურათს ვქმნით,ადამიანობის,კაცობრიობის სურათს,რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო საცოდავად გამოიყურება.
ჩემს ცხოვრებაში არის რაღაც რაც არ მასვენებს. მიბიძგებს ბრმად მივყვე მის ნებას და არ ვიკითხო რა ხდება. თუმცა დგება მომენტი,რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ყველაფერს. ეს ყოველთვის ხდება. დასასრული ყველაფერს აქვს. წარმოიდგინეთ დაუსრულებელი მოთხრობა. ხომ საშინელება როცა დასასრულს ვერ იგებ. ცხოვრებაშიც რაღაც ეტაპები რომ არ სრულდებოდეს ისინი მტანჯველ ამოცანებად დარჩებოდა ჩვენს ცნობიერებაში.
დღეს ახალ სკოლაში მივდივარ. ახალი ფურცელი გადავშალე ჩემი ბანალური ცხოვრებისა,თუმცა გული მიგრძნობს,რომ წინ რაღაც საინტერესო მელის. გამოსაშვები კლასის წელი ყოველთვის სასიამოვნო და კარგი მოგონებებით აღსავსე წელია. მეც მზად ვარ ახალო შეგრძნებებისთვის.
-ჯეიმი ჩაიცვი.
დედას სიტყვებზე შემოვბრუნდი და დავინახე,რომ ოთახში მხოლოდ თავი ქონდა შემოყოფილი.
-შემოდი დედა.
მან საროჩკა მომაწოდა.
გრძელ სარკეში ჩემს დასახიჩრებულ სხეულს დავაკვირდი.
-დედა დროა ყველაფერი მომიყვე.
-რა მოგიყვე ჯეიმი?
-შრამზე.
-საყვარელო ხომ გითხარი…
-დედა პატარა აღარ ვარ და ვხვდები რომ მეზობლის კატა ამხელა შრამს ვერ დამიტოვებდა მკერდზე როგორ მაგრადაც არ უნდა გავეკაწრე. 17-ის ვარ უკვე. პატარა ბიჭი აღარ ვარ რომ ისევ ეგ ზღაპარი დავიჯერო.
-კარგი მოდი დაჯექი.
***
-ლენორ
-გისმენ დედა.
-შენ იცი როგორც უნდა მოიქცე. ჭკვიანად და კიდევ შეეცადე არ დაიკარგო.
-სახლის გზას ყოველთვის მოვაგნებ ხომ იცი.
-კარგი შვილო წადი არ დააგვიანო.
-როზა და ანა სად არიან?
-გარეთ გელოდებიან.
დედას გადაეხვია ლენორი და დებთან გაემართა.
-გოგოებო სკოლა რა მაგარია!
-რა არის მაგარი ლენს სკოლა? გეტყობა რომ არ ყოფილხარ.
-კარგით რა
ანა-როზა მართალია სკოლაში კარგი არაფერია.
-მე მომწონს
როზა-ცოტა მოიცადე დაიკო.
***
სახლიდან გამოვედი და სკოლისკენ მიმავალ ბილიკს გავყევი ფიქრებში ჩაძირული. წინ ბიჭების ჯგუფი შევნიშნე. ერთ ბიჭს არ ატარებდნენ და დასცინოდნენ. საცოდავი ბიჭი ცრემლებს იკავებდა. აქ გადავწყვიტე ჩავრეულიყავი.
-ჰეი თავი გაანებეთ!
დავუყვურე და ეგრევე მივიქციე მათი ყურადღება.
-მარკ ეს ბიჭი ვინ არის იცნობ?
კითხა ერთერთმა რომელსაც ეტყობოდა,რომ ამ რაღაც ბანდის თუ ჯგუფის ლიდერი იყო იმ ბიჭს. მან უსიტყვოდ თავი გააქნია,მაგრამ წყლიანი თვალები მომაპყრო გადარჩენის მოლოდინში.
-მე ვიცი! მისი შეყვარებულია ალბათ. ორი პი*არასტი ერათად ჩაგვივარდა ხელში.
თქვა სხვამ. ამაზე ძალიან გავბრაზდი.
-არა ბიჭებო ის არ მიცნობს და არც მე ვიცნობ. ამოიხვბეშა იმ ბიჭმა.
-ახლავე შეწყვიტეთ ეს ცირკი და ბიჭი გაუშვით.
-თორე რა? მცემ?
-ეგ მიზანი რომ მქონდეს არც გაგაფრთხილებდი ისე ჩამოგიღებდი ყბას,თუმცა ძალადობის მომხრე არ ვარ.
-ოჰო! ნახეთ ანგელოზი. არ შეუძლია და თავს იმართლებს. თქვა ისევ ლიდერმა.
აქ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა იმ ვიღაცამ. საბედნიეროდ კარატეში შავი ქამარი მე მქონდა და არა მას. მალე ის ძირს აღმოჩნდა,დანარჩენები კი დაიშალნენ. იმ ბიჭის ჩანთა ძირიდან ავიღე დავფერთხე და მივაწოდე.
-მადლობა,მაგრამ თავადაც ვერ ხვდები რა შარში გაეხვიე. ჯერ არ მოსულხარ და შენი რეპუტაცია ხვალ დილით უკვე ტალახში იქნება ამოსვრილი,მხოლოდ იმიტომ,რომ მე დამეხმარე. მე გეი ვარ და ამის გამოა ყოველ დღე ასეთ დღეში რომ ვარ,თუმცა ჩემს ორიენტაციას არ ვმალავ.
-სწორად იქცევი. დამალვა გამოსავალი არაა . უნდა იყო ის ვინც ხარ.
-და შენ ვინ ხარ? გმირი? გადამრჩენელი.
-მე უბრალო ცნობისმოყვარე ბიჭი ვარ და გაითვალისწინე მე ნატურალი ვარ.
-არადა სიმპატიური ხარ.
-იმედია ხუმრობ!?
-კარგი მოდუნდი მყავს ერთი ვინმე უკვე მხედველობაში და ახალ ვარიანტებს არ ვეძებ.
-კარგია თუ ეგრეა.
-შენი სახელი არ გითქვამს.
-ჯეიმს ედვარდ კლარკსი. ჯეიმი დამიძახე. შენ რა გქვია?
-მარკ ტომსონი. სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯეიმი. რომელ კლასში ხარ?
-გამოსაშვებში მის ლითლთან.
-გადასარევია. ერთ კლასში ვართ.
მთელი გზა სანამ კლასში ავედით მარკმა ტვინი წაიღო ლაპარაკით.
მასწავლებელი მოგვესალმა,როგორც კი შევედით.მერხები სამ რიგად იდგა. ადგილები თითქმის სულ დაკავებული იყო ორი თავისუფალი მერხი იყო მესამე რიგის შუაში და ბოლოში.
მე შუაში დავჯექი. მალე ზარი დაირეკა და მასწავლებელმა დაიწყო უთავბოლო საუბარი იმაზე თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლის ბოლო წელი. რომ პრიორიტეტები სწორად უნდა გავანაწილოთ და ასე შემდეგ.
-ბოლოსკენ კი მინდა წარმოგიდგინოთ ახალი მოსწავლეები. ჯეიმი კლარკსი.
ჩემი სახელის გაგონებაზე წამოვდექი.
-ჯინა დოული და ლენორ ოკვუდი
ბოლო სახელის გაგონებაზე ერთი გოგო წამოდგა შუა რიგიდან,თეთრი კაბა ეცვა ნაქარგებით,ცოტა ძველებური მაგრამ ლამაზი,მას თმები მოწითალო ქონდა,მაგრამ შეღებილს სულ არ გავდა. ძალიან ლამაზი მეჩვენა. და მისი თვალები ხომ საერთოდ.მუქი მწვანე თვალები ქონდა,არაბუნებრივად მუქი,მაგრამ არც ლინზებს გავდა. მისი სახელის გამო კლასში სიცილი ატყდა და უაზრო წამოძახილები გაისმა.
-რანაირი სახელია?
-ბებიას სახელი დაგარქვეს?
-სადაც შენ ცხოვრობ ყველას ასე აცვია?
როცა ის დაინახეს ყველა გაჩერდა. მასწავლებელიც კი გაჩუმდა და მიაჩერდა. უეცრად
გულში თითქოს რაღაც ჩამარჭვეს,გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძანი და საროჩკაზე წითელი ლაქა შევნიშნე.არ ვიცოდი რა მექნა. საბედნიეროდ ზარი მალევე დაირეკა.კლასიდან გავვარდი და ეგრევე ბიჭების ტუალეტის კაბინაში ჩავიკეტე. საროჩკა გავიხსენი და მაისურზე სისხლი შევნიშნე. მაისურიც ავწიე. ჩემი შრამი ახლა ჭრილობად ქცეულიყო. ახლად მიყენებულ ჭრილობას გავდა. სისხლი ცოტა იყო,მაგრამ საროჩკა და მაისური საკმაოდ დაისვარა. გადავეყვიტე ამომერეცხა საროჩკა,როცა ხმა გავიგე.
-ჯეიმი!ჯეიმი მარკი ვარ! კარგად ხარ?
-კი მარკ.
-უბრალოდ კლასიდან ისეთი გამოვარდი მეგონა ცუდად იყავი.
-ცხვირიდან სისხლი წამსკდა და საროჩკა დავსვარე.
-საბედნიეროდ ყოველთვის მაქვს მეორე მაისური.
-ტანსაცმლის კარადით დადიხარ სკოლაში?
-საყვარელო სანაგვეში რომ მაგდებენ ყოველდღე მერე მთელიდაღე იმ ტანსაცმლით ხომ არ ვივლი.
-კარგი გასაგებია. მათხოვე შენი მაისური და კიდევ საყვარელო აღარ დამიძახო.
-კარგი საყ…
-მარკ!
-კარგი კარგი.
კაბინის კარი გავაღე და მხოლოდ ხელი გამოვყავი. მან მაისური მომაწოდა. როგორც ვვარაუდობდი ვარდისფერი ყვავილები ჭარბობდა მასზე. ძაან არ მინდოდა ქუჩაში ასე გასვლა,მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. ჭრილობა თანდათან უფრო ღრმად იხსნებოდა. შიგნითა მაისური დავიტოვე რომ სისხლი ახალ მაისურზე არ გადასულიყო და რაც შემეძლო სახლისკენ გავიქეცი. სიმართლე გითხრათ არც ისე ბევრი შემძლებია ვიდრე მე მეგონა. სკოლიდან გამოსული არ ვიყავი რომ ტკივილისგან დავეცი. და გამოიცანით ვინ გაჩნდა იქ. ის დებილი ტიპი. ახლა საშუალება ქონდა დაეცინა ჩემთვის.
მალე მისი ძმაკაცებიც შემოუერთდნენ.
-ბიჭებო მართლა გეი ყოფილა ეს და თან იმ დებილის მაიკა აცვია. დასკვნა:ახალი და მარკი…
უცებ მოკეტა და დამაშტერდა.
ტკივილისგან ვერ ვინძრეოდი.
-ბიჭებო დავითესეთ დაჭრილია ეს პი*არასტი და შარია.
-ახალი მაისურიც გაწითლდა.
სახლამდე როგორ მივაღწიე არ მახსოვს.მეორე დილით რომ გავიღვიძე პირველი ჭრილობა მოვსინჯე. ის გაქრა. უფრო სწორედ ის მოშუშებული იყო.დედა შემოვიდა ოთახში ლანგარით ხელში და უკან ვიღაც შემოყვა. საკმაოდ უცნაური ტიპი სახეზე დიდი შრამით,რომელიც ჩემის იდენტური იყო.
-ჯეიმი ეს მისტერ…
-ოლივერ სანდერსი. მე აგიხსნი ჯეიმი რაც შენს თქვს ხდება.



№1 სტუმარი გიოო

საინტერესოა ძალიან

გააგრძელეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent