მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 6
-ბატონო გაბრიელ? -ბოდიში გაქ მოსახდელი... - ეს თქვა და მომიახლოვდა. ხელები ჩემს კეფაზე შემოაწყო, იმდენად დაბნეული ვიყავი რომ ხმას ვერ ვიღებდი. უცებ თავი ჩემს მხარზე ჩამოდო და... ჩაეძინა... თავიდან ისე ვიყავი გაოგნებული რომ ხმას ვერ ვიღებდი, ბოლოს, აზრზე მოვედი და ტვინში სისხლმა ამასხა. ამ იდიოტმა მე დამადანაშაულა, ვითომ ის არ მეყოფოდა სამსახურიდან რომ გამომაგდო. ამ კაცის სახლში გამჩერებელი არ ვიყავი და გადავწყვიტე დერეფანში დამეტოვებინა, კედელზე მიყუდებული.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სახლიდან გამოვათრიე, მაგრამ დერეფანში გაყვანის დროს წაიქცა, მეც წამაქცია და ზედ დამეცა. ღმერთო, რამდენი არ ვიკივლე, ვეჯაჯგურე, მაგრამ ვერც გავაღვიძე და ვერც გამოვძვერი. ზურგშიც ვურტყი ხელები ყურშიც ჩავყვირე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი...(მიყვარს ეს გამოთქმა ^^) ბოლოს მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი და დავიძინე... ,,,,, გაბრიელს დილითაც მშვიდად ეძინა ცხვირი ჩემს მკერდში ქონდა ჩარგული. რა მექნა ? თავი ოდნავ წამოვწიე და ყურში ჩავყვირე.გაგიჟებული წამოვარდა -შენ გოგო ნორმალურრი ხაარ ?-ძლივს ლაპარაკობდა -აბა არ დგებოდი და... -რო არ ვდგებოდი ყურში უნდა ჩამყვირო მაინცდამაინც ?? -ამდგარიყავი და არ ჩაგყვირებდი! -აუ ეს ვინარი?! -ანაბელი! -გოგო ნერვებს ნუ მიშლი! -ვინ ხარ ერთი მაინტერესებს ესეთი? რას წარმოადგენ ? -შენი უფროსი ვარ და თუ არ მოკეტავ სამსახურიდან გაგა... -უკვე გამაგდე სხვათაშორის! -ჰოდა ღირსიც ყოფილხარ! -კიდევ კარგი რომ შენ აღარ ხარ ჩემი უფროსი და ვეღარ მიბრძანებ რა გავაკეთო და რა არა. საკუთარ თავზე რამხელა წარმოდგენა გაქვს და სინამდვილეში არაფერს არ წარმოადგენ! -ანაბელ!-იღრიალა ბოლო ხმაზე. -გაბრიელ!-არც მე ჩამოვრჩი. რამდენიმე წამით ორივე გავჩერდით, უცებ გაბრიელმა ჩაიცინა... -რა გაცინებს? -ისე... შენ თუ...ყველას ასე ჩაცმული უღებ კარებს... -რანაირად ჩაცმული? -აბა მკერდზე დაიხედე... -ააააააააააააა! რააა ეს! ფუი ამის... ჯანდაბა ! (პერანგი ქვემოთ ჩამოწეულიყო და მკერდის ღარი მიჩანდა...) ყვირილით შევვარდი სახლში და კარები მაგრად მივაჯახუნე. -ანაბელ! გააღე რა კარები!-სიცილით მთხოვდა გაბრიელი კარის მეორე მხარიდან -აუ წადი რა! -გააღე რა კარები! არ გაქ ესეთი უშნო მკერდი რო იმალებოდე! -გაბრიელ!-ვიკივლე ბოლო ხმაზე -კაი ბოდიში რა. თავი ვერ შევიკავე გააღე კარები! -არა -მაშინ ვიჯდები აქ მე და აღარ წავალ! -იჯექი ხელს რაში მიშლი! -აუ მიდი რა ანაბელ! -არა! -მიდი გეხვეწები! -არა! -ანა... -არა-მეთქი და მორჩა! -ეგრე ხო ? -ეგრე! -ჰოდა წავედი მე და თუ ნახო ჩემი ფეხი აქ ოდესმე! -ჰოდა წადი! -ჰოდა მივდვარ! -წადი მერე! -ვახ წავალ თუ მაცდი -.... -ანაბელ ? -.... -ანაბელ ? -... -ანაბელ მანდ ხარ? -შენ არ მითხარი წავალ თუ მაცდიო?! -დავიჯერო სულ არ გინდა ჩემი ნახვა?! -დაიჯერე! -აუ კაი წავედი მე მაშინ! -იეს! -არა ამის ჭკუაზე ხო არ ვივლი დავრჩები -ოო მომბეზრდა მე წავალ ვჭამ და შენ იბუზღუნე რამდენიც გინდა! -აუ არა რა ანა! -ნახვამდის! -ანაა! -ნახვამდის! ... ნახევარი საათის შემდეგ ისევ მივუახლოვდი კარებს. -გაბრიელ კიდე მანდ ხარ? -.... -წახვედი? -..... -იეს წავიდა! ბოლო ხმაზე ვიკივლე და კარები გამოვაღე(ჩამეცვა მაინც რამე, ხო ხვდებით არა რა დონეზე მაკლია ) კარებთან იდგა და ეშმაკურად მიღიმოდა. დაკეტვა ვცადე არ გამომივიდა, ოთახში შემოხტა და მაგრად ჩამეხუტა. -ჰეი იდიოტო ვერ ვსუნთქავ... -... -გამიშვი რა გაბრიელ! -.... -იცოდე განანებ! -მანამდე მაჭამე!-გამიცინა და ეშმაკურად დამეჭყანა -აუფ ჭამაც მოგინდა? მაგერაა მაცივარი და ჭამე! -ანაბელ შენ არ გამიკეთებ? -არა! -რატომ გაკეთება არ იცი? -ვიცი! -თუ იცი დამიმტკიცე! -სულ არ მაინტერესებს შენ დაიჯერებ თუ არა რომ საჭმლის კეთება ვიცი!-ვუთხარი და ჩემს საძინებელში გავედი გამოსაცვლელად. გაბრიელი შემომყვა -გადი უნდა გამოვიცვალო! - აუ ჯერ მაჭამე რა! -გაბრიელ! -ანაბელ! - აუ გადი რა! -მაჭამე და გავალ ისე არა! -წამო წამოეთრიე! -წესიერად გოგო! -მოუნდა ვაჟბატონს წესიერად! ღამის ხუთ საათზე გაღვიძება და სათმაშოების დახარისხება ხო ძაან წესიერი დავალებაა! -ნუ სწერვობ! -არ ვსწერვობ სიმართლეს ვამბობ! -არ ამბობ სიმართლეს! -საიდან მოიტანე?! აბა რა არის სიმართლე? -შენი აზრით ყველა მეორე თანამშრომელს უწევს ჩემი ღამის ხუთ საათზე ნახვა? -აბა? -ვერ ხვდები... და ვერც მიხვდები ჯერ ბავშვი ხარ... -არ ვარ ბავშვი... და საერთოდაც შენ უფრო ბავშვი ხარ რამდენი წლის ხარ? -23 -ჩემზე ორი წლით ხარ პატარა და კიდე მე ვარ ბავშვი?! -ანაბელ მგონი ჩაი ადუღდა და საჭმელიც დაიწვა. ჯობია ჩხუბს მორჩე და მიხედო. -არ ვარ ბავშვი!-კიდევ ერთხელ ჩავიბურტყუნე და საჭმელს მივუბრუნდი, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ბოლო ჩუმად ნათქვამი სიტყვები "ბავშვი ხარ ანა, ბავშვი, ოღონდ ჩემი". ,,,,,, ძალიან პატარა როა და უცნაურ მომენტზე როა გაწყვეტილი ვიცი.... უბრალოდ გუშინ ძალიან დიდი და უფრო მაგარი თავი უნდა ამეტვირთ და წამეშალა, ისე მომეშალა ნერვები გუშინ ვეღარ მოვახერხე დადება და ეხა ეს დავწერე, იმედია გაამართლებს თქვენს მოლოდინებს, მიხარია რომ კითხულობთ და აკომენტარებთ ეს სტიმულს მმატებს ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.