''ორმაგი ცხოვრება'' (მეორე ნაწილი)
თიკოს ნერვიულობისგან ლამის გული შუაზე გაუსკდა მაგრამ ხმა არ ამოუღია.მხოლოდ შეცბუნებულიიიჯდა ერთსა და იმავე პოზაში და ტვინს საშუალებასა ძლევდა წფიქრა. ანა საუბარს განაგრძობდა , მაგრამ მისსმიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა თიკოს ყურამდე აღარ აღწევდა. უნდა ამდგარიყო და გასულიყო . სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. უკვე აღარც ერთი ინსტინქტი არ ემორჩილებოდა. -უკაცრავად უნდა გავიდე-ძლივს ამოთქვა და პორდაპორ გასასვლელს მიაშურა. როგორც კი სახელურის ხმაური გაისმა თამუნაც ფეხზე წამოდგა და სახეგაბადრული მიესალმა მეგობარს. - თიკუ მოვედი. ნახე შენი საყვარელი ნამცხვარიც მოგიტანე- ჩვეულიინაზი და მომხიბლავი ღიმილით. მიეგება მეგობარს მისი ხმის გაგონებაზე ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მეხი გავარდაო. წუთის წინ განცდილი შოკი უცვლელად განმეორდა. მე ჩემს ოთახში უნდა გავიდე. ახლავე მოვალ. გამომეტყველება როგორღაც გაისწორა და კედელსაც შეაშველა ხელი. ყველა სახტად დარჩა. ერთმანეთისთვის ხმა მანამ არ გაუციათ სანამ. ფეხის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა კიბეზე. - რა დაემართა?- გაოცება ვერ დამალა თამუნამ და თეონას გადახედა. მან თავის მხრივ ანას , მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა - ავალ ვნახავ რა სჭირს. - შებრუნდა და იგივე გზას დაადგა თამუნა. აშკარა იყო აქ თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში. თეონამ აბაზანის კარი შეგლიჯა და ნიჟარას მივარდა. ცივი წყალი მოუშვა და პირზე შეისხა. როგორც კი სახეს შეეხო იგრძნო როგორ ხურდა მისი ლოყები. საკუთარ თავს მიაჩერდა სარკეში. ლამის ყბა უკანკალებდა ნერვიულობისგან. წარმოდგენაც არ ქონდა ქვემოთ როგორ უნდა ჩასულიყო და რომელიმესთვის როგორ ჩაეხედა თვალებში. ფიქრებიდან კარის ჭრიალმა და ჩვეული მშვიდი ხმით დაძახებამ გამოიყვანა. -თიკო რა დაგემართა? -მეე? მე არაფერი...-პპრსახოცს მისწვდა ქალი და ჯერ ისევ სველი სახე შეიმშრალა -არ გამოიყურები კარგად -ჰო რაღაც ცუდად ვიგრძენი თავი და...ახლა უკეთ ვარ... - ნაძალადევად გაიღიმა -ჩავიდეთ? თუ გინდა შენსსმაგივრად მოვიბოდიშებ -არა უხერხულია ქალი პირველადაა სტუმრად. თან პაციენტია. კარგი მიდი შენ ჩადი და მწც ახლავე ჩამოვალ -დარწმუნებული ხარ? თიკომ თავი დააქნია -რა უთხარი ასეთი იმ გოგოს სახეზე ფერი არ ედო გარეთ ,რომ გამოვიდა -ის ვუთხარი რაც მოხდა , მაგრამ მგონი ცუდად გახდა. უცებ შეიცვალა... - თიკო სხვანაირია. მხიარული და პოზიტიური. ძნელია ხასიათი გაუფუჭო. თუმცა შენი ამბავი მეტისმეტად რთული მოსასმენია. ნამდვილად ასეა... - ის ქალი ვინ იყო? -თამუნა ქვია. მეზობელი და მეგობარი. ახალმოსახლეობის მერე დაუმეგობრდა როგორც ჩანს. სასიამოვნო გოგოა... -ახლავე მოვა თიკო- კიბეები ჩამოიარა თამუნამ-ცოტა შეუძლოდ იყო და ... -ახლა როგორაა? -უკეთ -ეს ჩემი მეგობარია ანა. თიკოს ახალი პაციენტიია. -სასიამოვნოა-მშვიდად გაიღიმა თამუნამ -მგონი სჯობს წავიდეთ ხომ?-ანას მოუსვენრობა დაეტყო -ჰო როგორც ჩანს მართლა ვერ არის კარგად-წამოდგა ფეხზე თეონაც და ჩანთა გადაიკიდა თამუნამ არც კი იცოდა რა ეთქვა . სხვის სახლში როგორ ემასპინძლა უცხო ხალხისთვის. მოუსვენრობა მასაც დაეტყო სახეზე -უკვე მიდიხართ? დაგეცადათ . ჩამოვა ახლავე... -თეო მაპატიე რა . უცებ შეუძლოდ გავხდი მგონი გავცივდი. თიკოს ძალა მოეკრიბა და მისაღებში. გამოჩნდა -არაუშავს. ჩვენ მაინც უნდა წავიდეთ დღეს ღამით ვარ მორიგე. -გამოსავალი იპოვნა თეონამ -ჰო მეც მეჩქარება - ვწუხვარ .ბოდიში ,რომ ასე გამოვიდა- გულწრფელად თქვა თიკომ- გაგაცილებთ... -რას ამბობ თიკოო. არ გიცნობდე მაინც. ანა კიდევ როდის უნდა მოვიდეს? -მე თვითონ დავურეკავ. მხოლოდ ნომერს ჩავიწერ- ტელეფონი გაუწოდა , რომ ნომერი ჩაეწერა - გმადლობ რომ დრო დაგვითმე- თქვა ანამ -რას ამბობ. მოდი გაგაცილებთ - თუ გინდა მე გავყვები. შენ რაღაც კიდევ ვერ გადევს ფერი. დაჯექი და დაისვენე თიკო მეგობრის თხოვნას დაყვა და გზა დაუთმო. ბევრის თავი ისედაც არ ქონდა. ტვირთი რომელსაც ანა წლების მანძილზე ატარებდა სულ რაღაც ერთ წუთში მისიც გახდა. ახლა აღარც თამუნასთვის შერძლო თვალის გასწორება და ისიც ნაკლებად წარმოედგინა გოჩას დანახვაზე თავს როგორ შეიმაგრებდა სიმართლე პირში , რომ არ მიეხალა. თუმცა პროფესიპნალიზმი ავალდებულებდა პაციენტის საიდუმლო შეენახა , მაინც ძნელად წარმოედგინა თავის შეკავების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ გოჩა რომელიც. რამდენიმე თვის წინ ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ გაიცნო და ის გოჩა რომელზეც დღეს ესაუბრეს რადიკალურად განსხვავებული ორი შემთხვევა იყო. თამუნას გოჩაა: გაწონასწორებული, ჭკვიანი, ოჯახის საყრდენი, კარგი მამა და წარმატებული პიროვნევა. მუდამ ფორმაში მყოფი, წარმოსადეგი და სერიოზული ადამიანი. და... ანას გოჩა: ნარკომანი დაამოძალადე. ნამდვილი მხეცი რომელმაც 18 წლის გოგოს და მასთან ერთად ლილისაც ცხოვრება გაუნადგურა. ცხოვრებას აცდენილი ”ლორდი”... წარმოიდგინა როგორი იყო საწყალი ლილის ცხოვრება დათრგუნული და გაბოროტებული დედის გვერდით , რომელსაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას არ უყვარდა ან ” ვერ” უყვარდა და... როგორი იყო მშობლებისგან განებივრებული ვიკას ცხოვრება, რომელიც გოჩასთვის სამყაროს ცენტრი იყო. ყველა მის ახირებსს უსოტყვოდ იღებდა და ხანდახან თამუნასაც კი უჯავრდებოდა ბავშვს გადაჭარბებულად აკონტროლებო. ვიკა, რომლის მთავარ პრობლემასაც ხშირად სკოლის ფორმა წარმოადგენდა როდესაც მთელი ემოციებით ამტკიცებდა, რომ ძველმოდური იყო და არ უხდებოდა. თავი ხელებში ჩარგო და უსასრულო სიჩუმეს მისცა თავი, მაგრამ დიდხანს არც ახლა დასცალდა. სიჩუმე ამჯერადაც თამუნამ დაარღვია. ამჯერად მხოლოდ მოიკითხა და წასასვლელად გაემზადა. მეგობარს კი დასვენებისკენ მოუწოდა $$$$ სამი დღე გაავიდდა მმას მერე , რააც. ანა თიკოსთან სეანსზე იყო. მეოთხე დღეს საღამოს სახლში რომ მოვიდა უჩვეულო ფაციფუცს მოჰკრა თვალი. მზიას ლილი სკამზე შემოეყენებინა და მის კაბას ბოლო დეტალებსღა უსწორებდა. ხორბლისფერი კაბა იყო. მოკლე და წელს ქვემოთ ოდნავ გაშლილი. მის ქვემოთ გოგონას სუსტი მაკარონივით ფეხები უჩანდა. ფეხზე ოქროსფერი სანდლები. ხვეული თმა გაესწორებინა და ცხენის კუდივით აეწია. არც ერთს ანას შემოსვლაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ანამ გულის სიღრმეში აღიარა , რომ ბავშვი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა თუმცა არ შეუმჩნევია. ზედა სართულში ავიდა და თეონას დაურეკა. მოახსენა ფსიქოლოგი არ შემხმიანებია და მგონი არც აპირებსო. მანაც სიტუაციის გასარკვევად პირდაპირ თიკოსთან დარეკა. ქალი თავისი ოთახის აივანზე იჯდა და ყავას სვამდა. ჩაფიქრებული ჩანდა. მას მერე თამუნაც აღარ უნახავს. მხოლოდ ორჯერ ოსაუბრეს ტელეფონით. ეკრანზე თეონას ნომერი, რომ გამოჩნდა ცოტა ხანს შეყოვნდა , მაგრამ უპასუხა. -გისმენ თეო... -გამარჯობა! როგორ ხარ? -რავიცი ნორმალურად. შენ? -მეც არამიშავს. სად დაიკარგე? გავიგე ანასთან არ დაგირეკავს. -ჰო, ჯერ არ დამირეკავს... _ენა აებლუკა თიკოს -კარგად ,რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი ,რომ ეს საქმე გერთულა და ცდილობ თავი აარიდო. მაგრამ მე ხომ ვიცი ,რომ ეს შეუძლებელია. -საქმე ისაა ,რომ ... დარეკვა ვერ მოვახერხე. რაღაც ვირუსი შემხვდა თუ რაცაა და გადავწყვიტე ცოტა ხანს დამეცადა. -ჰო იმ დღესაც ვერ იყავი კარგად. ვიფიქრე რამე სერიოზული თუ მოხდა-თქო -ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ვიფიქრე დაცდა სჯობდა. ანას აუცილებლად შევეხმიანები, როგორც კი მოვახერხებ. სავარაუდოდ ამ დღეებში. ეს დღეებია ჩემი მეგობარი თამუნაც ვერ ვნახე არადა მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს. -ჰოო? მაშინ გამოჯანმრთელებას გისურვებ და შენს ზარს ველოდებით თეონამ ტელეფონი დაიმედებულმა გათიშა . თეონამ ყავის სმა მშვიდად განაგრძო, თუმცა მის ოთახში მალევე გამოჩნდა ახაგაზრდა ბიჭი. საოცრად სიმპატიური იყო და გამოპრანჭული კიდევ უფრო უკეთესი ჩანდა. მის დანახვაზე ქალი მაშინვე შემობრუნდა. -დედა აქ ხარ? მგონი ცუდადად არ გამოვიყურები ხო? -არაჩვეულებრივად გამოიყურები ლუკა. კარგია ,რომ მიდიხარ. მოპატიჟებაზე უარის თქმა უზრდელობააა -შენ რატომ არ მოდიხარ დეე? ხომ გიყვარს თავყრილობები? ისე 14 წლის ბავშვის დაბადების დღე დიდი ვერაფერი გასართობია. -ვახშმად დარჩებით შენ და მამა. ვიკას ამხანაგები თავისთვის გაერთობიან. ბიჭმა კიდევ ერთხელ შესთავაზა დედას წამოდიო, მაგრამ უარი ,რომ მიიღო შეეშვა და წავიდა. &&& ლილის ტაქსმა მითითებულ მისამართზე გაუჩერა და გოგონაც მაღალი შავი რიკულებიანი ჭიშკრის წინ ჩამოხტა. ხელში საჩუქარი ეჭირა და ჯერ ისევ ყოყმანობდა შესულიყო თუ არა. საზეიმო განწყობა გარედანვე ეტყობოდა ყველაფერს. შიგნიდან მუსიკის ხმა ისმოდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ექნა. ალბათ ზარი უნდა დაერეკა აბა იმსიმაღლე ჭიშკარს ზემოდან ხომ არ გადააფრინდებოდა, მაგრამ სიმორცხვე და ცოტა სისულელე რომ ერევა ადამიანს იმის ბრალია ყველაფერი. ზარის დარეკვა და შიგნით შესვლის თხოვნაც კი ერიდებოდა. იდგა ასე დაყუდებული და არც იცოდა რა უნდა ექნა. მის ფეხებთან ვიღაცამ მანქანა გააჩერა . ისე ახლოს ,რომ გოგონას შეეშინდა კიდევაც. ვერცხლისფერი კარი გაიღო და იქედან სწორედ ის გოგონა გადმოხტა რომელიც ხშირად დაზდევდა ხოლმე ვიკას კუდში. ''წაბლისფერთმიანი'' როგორც აქამდე ეძახდა ხოლმე ლილი. სახეზე ჩვეული თვითკმაყოფილება ეწერა. სათანადოდ გამოპრანჭულიყო და ხელი საჩუქრითაც დაემშვენებინა. როგორც იქნა ინება და კლასელიც შამჩნია. სულ ერტი წამით შედგა და სასხვათაშორისოდ იკითხა: -აქ რას დამდგარხარ? ლილიმ ბრიყვულად აიჩეჩა მხრები -შენ რა გგონია შიგნით ვინმეს დაესიზმრება ,რომ აქ დგახარ და კარს გაგიღებენ. ზარი უნდა დარეკო და უთხრა რომ დაპატიჟებული ხარ. თუ თქვენთან სხვანაირად ხდება ? ..._ თავი საქმიანი ქალივით გადააქნია გოგონამ ''-სად ჩვენთან...?''_ გაიფიქრა და... სიბრაზემ დარია ხელი ლილის და ცხოვრებაში პირველად დაეუფლა ასეთი ველური განცდა. ერთი წამით მოუნდა მისთვის ცხვირსი მოედო ამ გაუგონარი მეტიჩრობისთვის. ერთმანეთს წესიერად არც იცნობდნენ ის კიდევ დასცინოდა. ამასობაში ჭიშკარიც გააღეს და ორივე შიგნით შევიდა. დაბადების დღის წვეულება იმდენად ზღაპრული იყო ლილი ყველაზე თამამ ოცნებაშიც, რომ ვერ წარმოიდგენდა. ტკბილეულით სავსე ულამაზესი მაგიდები ეზოში გაეშალათ. აქა-იქ უფროსებიც იდგნენ და მოკრძალებულად საუბრობდნენ ,რომ ბავშვებისთვის ხელი არ შეეშალათ. როდესაც ეზოში შევიდნენ ის იყო უზარმაზარი ტორტი გამოიტანეს. მთელი კლასი სურვილის ჩაფიქრებისკენ მოუწოდებდა. ‘’წაბლისფერთმიანმა’’ დაქალს გადაეხვია და ამ ცერემონიალის დროს გვერდით ამოუდგა. ლილიც შეუერთდა თანაკლასელებს. ვიკამ მთელი ძალა მოიკრიბა და სანთლები ისე ჩააქრო ერტიც არ დაუტოვებია. ლამაზი და მოხდენილი ქალი ,რომელიც ის -ის იყო მოუახლოვდა გოგონას მაშინვე ამოიცნო ლილიმ. ნამდვილად დედამისი იყო. და შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი კაცი მამამისი. ქალმა ისე ძლიერად ჩაიკრა გულში გოგონა ძვლები ლამის ლილის ეტკინა. მერე კი კაცმა და ნაირფერი სურვილების ასრულება უსურვა ,რისი შანსიც ნამდვილად ქონდა. თამუნა თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა . აშკარა იყო თიკოს ელოდა თუმცა მარტო მოსული მამა-შვილი ,რომ დაინახა იმედი გადაეწურა. &&& უკვე კარგად დაბნელებულიყო. თეონა სავარძელში იჯდა და ფილმს უყურებდა.საინტერესო მომენტიდან კარზე ზარის ხმამ გამოარკვია.სასწრაფოდ წამოდგა და გასაღებად წავიდა. გასაჭვრეტში გახედვის მერე შეცბუნებულმა გამოაღო და თიკოს მიაჩერდა. ქალს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა აშკარად არ იყო დარწმუნებული, რომ მისი იქ ყოფნა ღირდა. ცოტახანს ასე იდგნენ ,მერე შიგნით შემოიპატიჟა. -თიკო მოხდა რამე? აბა ვირუსიო? -არანაირი ვირუსი არ მჭირს. -აბა?შენ მითხარი?... -მოვიტყუე. უბრალოდ ანასთან შეხვედრა არ მინდოდა და ვერ გეუბნებოდი. -რაა? უბრალოდ გეთქვა , ეს არ იყო პრობლემა. მართლა... -მე..._თიკო გაჩერდა. თითქოს ტუჩზე იკბინაო. იმ წუთას წარმოდგენაც არ ჰქონდა რასაკეთებდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ ამ საიდუმლოსგან უნდა განთავისუფლებულიყო. მეტს ვეღარ მოიცდიდა. ვერც ერთ წუთს. -მე... -რა? -მე ვიცი ვინ გააუპატიურა ანა._რაც შეეძლო სწრაფად თქვა, რომ უკან დასახევი აღარ ჰქონოდა. _მე მასთან მუშაობა არ შემიძლია იმიტომ ,რომ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასს ადამიანს ეხება. -რაა?_გაოგნებისგან პირი ღიად დარჩა თეონას და მეგობარს მიაშტერდა. მან ზუსტად ერთ დღეში გაიგო ის რაც ანამ 13 წლის მანძილზე ვერ ამოხსნა._საიდან? როგორ? შენ...დაუჯერებელია... -სვირინგზე, რომ მითხრა ,მაშინვე მივხვდი. სხვანაირად ვერ მივხვდებოდი. -ვინ არის? -ვერ გეტყვი, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი რომ ამ საიდუმლოს გამჟღავნებას შეუძლია ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს და თანაც მეორედ. -ცხოვრება ანასაც დაენგრა.მასზე მეტი არავის გადაუტანია. _ისაყვედურა თეონამ -ვიცი...მესმის...მაგრამ 14 წლის წინ როცა ეს ამბავი მოხდა ცხოვრება მხოლოდ ანას არ დაენგრა. მასაც და მის ცოლსაც. მას საერთოდ არ ავეძებ მოცემულ სიტუაციაში ,მაგრამ თუ მისი ცოლი გაიგებს ვერ გადაიტანს. -ანას შვილი ჰყავს. -მასაც ჰყავს შვილი. მხიარული,ლარი და ბედნიერი ადამიანია. ისიც და მისი შვილიც. 14 წლის წინ მაგ ‘’ლორდმა’’ ცხოვრება მასაც დაუნგრია ,მაგრამ დრო გავიდა და ის შეიცვალა. ახლა სხვა ადამიანია და წარსულისგან აღარაფერი დარჩა. -ანასთვის არაფერი შეცვლილა. -ის კარგი ადამიანია. საოცარი გოგოა. ჭკვიანი,საყვარელი და თბილი. ანასგან განსხვავებით საოცარი დედაა და არაჩვეულებრივი ცოლი. ახლა ვერ მივალ და ამ ყველაფერს ვერ დავუნგრევ. ვერ ვეტყვი, რომ მისი ქმარი რომელიც წლების მკურნალობის მერე ადამიანად იქცა ისევ წარსულის ცოდვებმა უნდა ჩაითრიოს. მათ ცხოვრებაში ამ დროს ვერ დავაბრუნებ. ანას ექიმი თუ ვინები ეს გარდაუალია. ამიტომ მირჩევნია ყველაფერი ასე დავტოვო. თითქოს არაფერი ვიცი -თიკო გთხოვ. -ამას ჩემს თავზე ვერ ავიღებ. ამ ტვირთს მე ვერ ვატარებ. -ის ადამიანი, რომელიც ასე ძალიან გიყვარს წლებია ტყუილში ცხოვრობს. შენთვის ესაა მისაღები თიკო? მე შენ ასე არ გიცნობდი? -ტყუილში არ ცხოვრობს მან იცი რასაც წარმოადგენდა მისი ქმარი წლების წინ. მან ყველაფერი იცის ,მაგრამ ყველაფერი უკან მოიტოვეს და ახლა სხვა ცხოვრება აქვთ. -მშვენიერია. მათ სხვა ცხოვრება აქვთ. ჩემი მეგობარი კი გაუბედურებული და ამ ცხოვრებისგან დაკარგულია. ესაა სამართლიანობა? -სამართლიანობა არაა. ეს მეც ვიცი, მაგრამამას ჩემს თავზე ვერ ავიღებ. ეს ,რომ სრულიად უცხო ადამიანს ეხებოდეს ყველაფერს გავაკეთებდი ,მაგრამ ... მიუხედავად იმისა ,რომ სულ ცოტა ხანია რაც ვიცნობ ძალიან შემიყვარდა. დავახლოვდით. არა მარტო მასთან მთელს მის ოჯახთან. ჩვენი და ჩვენი ოჯახების გზები გადაიკვეთა. ჯერ კიდევ გუშინ იმას ვუჩიჩინებდი მეორე ბავშვს რატომ არ აჩენ-თქო. სანამ სახლში გადმოვიდოდი მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი ნეტა მართლა ,რომ დაორსულდეს-თქო...ახლა მივიდე და მათ ოჯახში ბომბი ავაფეთქო? მაპატიე ,მაგრამ არ შემიძლია. მე არ შემიძლია და სხვას ... მე უბრალოდ...ანას გამო ძალიან ვწუხვარ , მაგრამ მირჩევნია ამ საქმეს ხელი არ მოვკიდო...გეფიცები გულწრფელად ვწუხარ. -თიკო ახლა მე რაც გავიფიქრე ისაა სიმართლე? -რას გულისხმობ? დაბნეული სახე მიიღო ქალმა -სანამ სახლში გადმოხვიდოდი? შენ რა თამუნასა და მის ქმარზე ამბობ? აი იმ გოგოზე შენთან ყოფნისას ,რომ გესტუმრა. ასე ლაღად , რომ დასეირნობდა შენს სახლში თითქოს საკუთარი ყოფილიყოს? თიკოს სიმწრისგან ნერწყვი კისერში გაეჩხირა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ვიღაც კისერში ხელს უჭერდა. ვერაფრის თქმამოახერხა ,თუმცა პასუხი თეონასთვისს უკვე მიღებული იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.