ლილი !
სიცარიელე.. რა შეიძლება იყოს სიცარიელეზე საშინელი გრძნობა? არ ვიცი ალბათ არაფერი, ეს გრძნობა გკლავს, განადგურებს.. მითუმეტეს მაშინ როცა შენში არსებულ დიდ სიცარიელეს ერთი ადამიანი ავსებდა, მცირე ნაწილს მაგრამ მაინც, ეს მცირე ნაწილი იყო იმედი და მთელი სხეულის გადამრჩენელი მაგრამ გაქრა.. ................. გახევებული უყურებდა ერთადერთი საყვარელი ადამიანის გაყინულ სახეს, ბებო დაკარგა, ერთადერთი არსება ვისაც უყვარდა.. საინტერესოა არა ? დედამის გახედა უემოციო მზერით, მარინა დედიკო მეზობელს ესაუბრებოდა დაყენებული ელეგანტური ტონით, შავი გამოყვანილი კაბა ეცვა და ოდნავ მაღალი ქუსლები, როგორ სძულდა ეს ქალი. -ახლა რა იქნება?-იკითხა ანამ. ლილის ბიძაშვილმა. - მამიდაშენს კითხე-თავი ქალისკენ გააქნია ლილიმ. - მარინას? მაგას როგორ ვკადრებ ჩემი სოფლური ტონით ლაპარაკს- გაღიზიანებულმა ცაილაპარაკა.ბებომ დიდი თანხა დაგიტოვა, მამამ მითხრა წლებია აგროვებსო, ხვალ მოგცემს გია კარტას.. - არაფერი მაინტერესებს.. - სისულელეს მორჩი, ლილის ოცნება იყო გესწავლა და არ გაქვს უფლება არ აასრულო.. - მაგაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი? -კარგი ჭამე რამე? - კაი რა ანა.. -არც გუშინ? - არა! -ლილი ხომ იცი რომ ცუდად გახდები? - .. - ოჰ მოვიდნენ.. ამრეზით გახედა ანამ ჭიშკარში შემოსულ ახალტახალ X6-ს საიდანაც საკმაოდ კარგად ჩაცმული მაღალი სიმპატიური ბიჭი გადმოვიდა, ეს ზუკა იყო, ლილის უფროსი ძმა, მას კი პატარა გოგონა მოყვა ეს კი სოფი იყო, უმცროსი და პატარა საყვარელი სოფი რომელიც ლილის 5 წელია არ უნახია და 4 წელია არ მოუკითხია იმიტომ რომ სოფი მგზავრობას და ამ სოფლის ჰაერს ვერ იტანდა. ზუკა კი, ზუკა სხვა თემა იყო, საამაყო ბიჭი რომელსაც ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა, ტანსაცმელი, მანქანა განათლება.. ..... სამი წლის იყო ლილი რომ სოფელში გაუშვებს ბებიასთან საცხოვრებლად, მიზეზი მარტივი იყო ორსული მარინა ორ ბავშვს ვერ მოუვლიდა, არჩევანი რატომ გააკეთეს მასზა და ზუკას შორის? ლილის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა და აბა სად ჰქონდა ამისი თავი ორსულ ქალს, მარინა მეორედ იყო გათხოვილი სოფი ლადო ბუცხრიკიძის შვილია, ზუკა და ლილი კი პირველი ქორწინებიდან ყავს, მაშინ ზუკა შვიდის იყო, ლადო ტავიდანვე გაგიჟდა ბიჭზე, მისი ოცნება იყო ამიტომ მისცა ზუკას ყველაფერი, განათლება კერძო სკოლაში მიიღო, უმაღლესი კი ბრტანეთში, სოფი ხომ თავისთავად პრინცესაა. თავიდან აკითხავდა დედ, საჩუქრები ცამოჰქონდა, მერე სოფი ცუდად იყო, სოფის ამხელა გზაზე ვერ ატარებდა, ლადოს არ ეცალა, ზუკას ჭირდებოდა გაყოლა, 13 წლისამ თვიტონვე თქვა უარი ტელეფონით კონტაქტზე, სამ თვეში ერთხელ ან იშვიათად ხედავდა ისიც ზალით კოცებდა და ეგ იყო, 15 წლისამ დაბადების დღიდან ოთხ დღეში ჩასულ დედას მიზეზის " სოფი მოწამლული იყოს" მერე სახეში შეაყარა საჩუქრები და გამოუცხადა რომ არასდროს ჩამოსულიყო, ამით დამთავრდა, არც მარინა გაგიჟებულა დიდად. .................................................. დაძმა დედიკოსკენ დაიძრა და დიდი გულისტკივილით ჩაეხუტა. - ახლა გული ამერევა- თვალი აარიდა ლილიმ. დაძმა მისკენ დაიძრა, ოღონდ ეს არა ახლა მართლა ვერ მოითმენდა. -გამარჯობა!- მოესმა ბოხი ბარიტონი. ლილიმ ცივი მზერა გაუსწორა მისნაირი თვალები ჰქონდა ღია თაფლისფერი, ზუსტად მისნაირი ნაკვთები, უხმოდ მოაშორა მზერა და ისევ ბებიის ცივ სახეს დააკვირდა. - ლილი!- მისთვის საყვარელმა ხმამ გაიჟღერა ოთახში. ახლა ვერ შეიკავებდა ცრემლებს, სწრაფად წამოხტა და ოთოს მოეხვია, კიდევ ერთი თბილი სხეული იგრძნო და მიხვდა ანაც მათ ეხუტებოდა, სამივე საბავშობაღიდან მოდიან ერთად. -ჩშ ჩემი პატარა ნუ ტირი-ხმადაბლა ჩურჩულებდა ბიჭი და გოგონებს ეხუტებოდა. იგრძნო როგორ ეკვეთებოდა მუხლები და ოთოს უფრო ჩაეჭიდა, მაქსიმალურად ცდილობდა ისევ არ გაშავებულიყო ყველაფერი მაგრამ ვერ შეძლო.. ................................................. -ლილი -თავზე სასწრაფოს ფორმაში გამოწყობილი დიანა ედგა, რომ გაიაზრა რა მოხდა უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები. - ლილი-უკმაყოფილოდ შემოირტყა ქალმა დოინჯი- ხომ დამპირდი. - დიანა დეიდა გეხვეწები რა.. - რამდენი ხანია არ გიჭამია.. -მეორე დღეა.. -ხომ იცი რომ არ შეიძლება ლილი, ხომ იცოდი რაც შეიძლებოდა მოყოლოდა.. - არ გამოგყვები არსად. - ვიცოდი რომ ამას იტყოდი ამიტონ აქ წამოვიღე სისტემა. -ახლა არა დიანა დეიდა რა! - ხმა არ გავიგო შენი.. - რა მოხდა?- შეწუხებული სახით იკითხა მარინამ, ლილიმ კიდევ ერთხელ გადაატრიალა თვალები- შიმშილზე ასეთები ემართება ემართება? - დიახ ქალბატონო მარინა, თქვენს შვილს ანემია აქვს და შიმშილზე ასეთები ემართება.-გაღიზიანებულმა მიუგდო დიანამ და ნემსის ვენაში შეყვანა დაიწყო, უსიამოვნოდ მოჩანდავენაზე რამდენიმე ნაჩხვლეტი- მეოთხეა ლილი უკვე ამ თვეში, იმ წამლებს თუ არ დალევ საავადმყოფოში მოგიწევს დაწოლა. ისევ იგივე, როგორ სძულდა ეს სისტემები, ოთხი სათის მერე ოდნავ მოკეცილი მარჯვენა ხელით ისევ დაიკავა თავისი ადგილი. ყველაზე საშინელი ოთხი დღე იყო, დაკრზალვას ვერ გაუძლო ოთომ წაიყვანა სახლში, მასთან იყო სანამ არ ჩაეძინა. მეორე დღეს ბიძამისი მივიდა, აღმჩნდა რომ ბებომ ეს სახლი და 50000 დაუტოვა ლილის, სწავლის ფულზე ეყოფოდა ოთხი წელი მოახერხებდა ისე ცხოვრებას რომ მარინას ჯიბეს არ შეხებოდა. .................................................. - სად მოხვდი?- დაიჩურჩულა ოთომ. - ჯავახიშვილი, ეკონომიკა, შენ? - თავისუფალი ბიზნესი, ანა? - ჯავახისვილი, ინგლისური ფილოლოგია- გაეცინა ლილის-გიყვარს ხომ ასეა. -ესე მეტყობა? -არ ეტყვი? -ვერ გაიგებს, მირჩევნია გადამიაროს.. - კარგი მაგრამ არ გადაგივლის ხომ იცი.. - მაშინ მოვიტაცებ-გაუცინა ბიჭმა. ................................................................. დღეს თბილისში გადადიოდა საცხოვრებლად, მარინას სახლში, ის და ანა კიდევ კარგი ანა დაითანხმა თორემ იქ მარტო გაგიჟდებოდა. - მზად ხარ? ცუდად ხომ არ ხარ?- მზრუნველი ტონით მოუთათუნა მხარზე დედამ. - მარინა შემეშვი გეხვეწები.. - ლილი ასე არ შეიძლება.. - თავი დამანებე თქო- ძლივს აიღო დიდი ყუთი და ზუკას მანქანის საბარგულში ხმაურით ჩაახეთქა. -ცოტა ფრთხილად- გაუღიმა ბიჭმა. - ბოდიში- მანაც გაუღიმა და მეორე ყუთი უფრო მაგრად ჩაახეთქა. ეგონა ზუკა გაბრაზდებოდა მაგრამ ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი და მესამე ყუთი მიაწოდა. -თუ ამით რამე გშველის მიდი - ანიშნა ყუთზე და კიდევ ერთხელ გაუღიმა. ლილიმ მესამე ყუთიც ჩაახეთქა და საბარგული ხმაურით დახურა. გზა თბილისამდე ძალიან გაიწელა, ზუკას მანქანაში ის და ანა ისხდნენ დედიკო და ლადო ერტად მოდიოდნენ. - არცერთი მელაპარაკებით?- სარკეში უკან მჯდომ ანას გახედა ზუკამ. - ხო მოგიკითხე გუშინ- ტელეფონიდან თავი არ აუწევია ისე უთხრა ანამ. -ხო რათქმაუნდა.. მათი დიალოგი ამით დამთავრდა. ლილის და ანას სახლში ოთახი გამზადებული დახვდათ, სხვადასხვა ძვირადღირებული ნახატებით დამშვენებული და სხვადასხვა ასევე ძვირადღირებული აქსესუარებით, ლილიმ ეს ყველაფერი ცარიელ ყუთში ჩაყარა და მარინას ოთახში შეუდგა. ......................................................... ოჯახურ ვახშამი ტრადიცია ყოფილა თურმე, ამიტომ ანა და ლილიც ჩავიდნენ. - ლილი სად მოხვდი?-დაინტერესდა ლადო. - ჯავახიშვილში- კაცს ცივი მზერა ესროლა ლილიმ და ისევ ყავას მიუბრუნდა. -რატომ არ ჭამ? გავიგე რომ შენი ჯანმრთელობა... - არ მგონია რომ ჩემი ჯანმრთელობა თვქნეთან უნდა განვიხილო- ცივი შეუვალი ხმით გამოაცხადა ლილიმ. - ლილი წესივრად- "დატუქსა" დედამ. - ის ფაქტი რომ აქ ვიცხოვრებ სულაც არ ნიშნავს იმას რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში ჩაერევით გასაგებია?- მშვიდად იკითხა ლილიმ. - ასე არ გამოვა- ამჯერად ზუკას ხმამ გაიჟღერა- ეს თბილისია შენ ჩემს სახლში იცხოვრებ, ჩემი და ხარ და მე აუცილებლად ცავერევი შენს ცხოვრებაში გასაგებია?- თვალი თვალში გაუყარა ზუკამ. - არა, არანაირად შენ არავინ ხარ გესმის? -ლილი- ტონს აუწია მარიანმ. - არავინ ვარ რატომ? - თუნდაც იმიტომ რომ შვიდი წელია არც კი გილაპარაკია ჩემთან.. - დავრეკე მაგრამ არ მიპასუხე.. - და შენც გაბრაზდი და აღარ დარეკე ხომ? - მე არ ვპატიობ ლილი მითუმეტეს იგნორს.. - მე მიტუმეტეს არ ვპატიობ .. - მე შენი ძმა ვარ! - ! გასაგეწბია?- ირონიული გაუხდა მზერა და ზუკა მივდა რომ იმაზე ცუდად იყო სამქე ვიდრე წარმოიდგენდა. -ლილი! -იკივლა მარინამ. -რა?- იყვირა ლილიმაც და ყავის ჭიკა მაგიდაზე დაახეთქმა, ჭიკა დაიმსხვრა ყავა კი მთელს მაგიდაზე დაიღვარა- აღარასოდეს! გესმის მარინა? აღარასოდეს გაბედო ხმის აწევა!-გოგონას ხმამ ყველა შეაკრთო მარინამაც კი ვერ ამოიღო ხმა- თუ პრობლემა ჩემი ამ სახლში ყოფნა მაში გადავალ ხვალვე.. - არა!- ამჯერად ფეხზე ზუკა წამოხტა- არ არსებობს გესმის? აქედან ვერ გადახვალ.. -როგორ შემაკავებ? -შეგაკავებ დამიჯერე! შეეშვი უაზრო ჭირვეულობას ლილი, ამ ქალაქში სერიოზული გავლენა მაქვს ჩემს გარეშე რომ მოვინდომო ვერც კი ისუნთქებ გასაგებია? ტყუილად გაირჯები იმიტომ რომ ბინას ვერ იშოვი და თუ იშოვი ის ბინა აღარ იარესებებს გასაგებია? შენ ჩემი და ხარ და ჩემთან ქნები მე მომხედავ არ ვალაპარაკებ ხალხს.. -აი თურმე რა- გაიცინა ლილიმ- ხალხის აზრი გაინტერესებს? თუ გინდა ნუ იტყვით ვინ ვარ აქამდე მმალავდით და არც ახლა დამაკლდება რამე, რაც შეეხებ ჩემს გადასვლას აუცილებლად გადავალ და თუ იმ სალხს რამე დაუშავდება ან ჩემი მიზეზით ოთოს ყველაფერს ვფიცავარ თავს მოვიკლავ, აიხალხი მერე ალაპარაკდება... ღამემშვიდობის- მშვიდად გაუცინა და ოთახში ავიდა. - მართლა გადავალთ?- კითხა ანამ. -ხო ოთომ ადრეც შემომთავაზა მისი ბინა მარტო ცხოვრობს ხო იცი, სანამ რამეს ვნახავთ იქ გადავიდეთ სამსახურიც უნდა ვნახო.. ის ფული არ მეყოფა. - მამა დაგვეხმარება, მითხრა როცა გენდომებათ მაშინ წამოდით ბინის ფულს მე გადაგიხდითო.. -რაღაცას ვიზამთ მთავარია ამათ მოვშორდე. ............................................. მეორე დღესვე მოაკითხა ოთომ და ჩაბარგებული გოგონები თავისთან წაიყვანა. .......................................................... -ლილისი ვინ ხარ?- მშვიდად მოსვა ვისკი ზუკა მაკალათიამ და ოთოს გახედა. - ძმა- მშვიდადვე გასცა ოთომ პასუხი. - მისი ძმა მე ვარ- გაეღიმა ზუკას. -თუ გინდა ლილის შევეკითხოთ- ღიმილითვე უპასუხა ოთომ. - რამე ისე რომ არ იყოს მიწიდან ამოგთხრი.. - ფეხებზე შენი მუქარები ლილი მე გავზარდე, მე ვიცავდი, მე ვუვლიდი როცა ავად იყო, ჩემთან ეძინა და ახლა ვირაცას არ მივცემ უფლებას მოვიდეს და მუქარები დამაყაროს, ლილის ძმა მე ვარ უკვე 15 წელია ამიტომ მე გაფრთხილებ თუ შენსგამო ლილი კიდევ იტირებს მე ამოგთხრი მიწიდან და ცოცხლადვე დაგმარხავ..- მშვიდად დადგა ვისკის ჭიქა და იქაურობას გაეცალა. ღიმილით გააყოლა ზუკამ თვალი და თავის მაგიდას დაუბრუნდა. - რაო?- ჩაეკითხა ალესანდრე. - ჩემს დაზე გიჟდება, ჩემზე მეტადაც კი უყვარს.. - ერთად არიან გაზრდილები შე@ემა.. - ხოდა იხედავს კარგად- დააიმედა გიორგიმ. - მაგის იმედზე ვერ ვიქნები, ეს თბილისია სოფელი არაა, ჩემსფეხებს გააკეთებს, თანაც ლილი ლამაზია, ისევე როგორც ანა.. - კაი რა უნდა იმ ორი ბავშვის მიხედვას.. - ეგრეც ნუ იტყვი ხო იცი ბევრს არ ვევასებით- ლუკა ჩაერთო ლაპარაკში- ლილი ყველზე სუსტი წერტლია ცალკე ცხოვრობს ზუკას არ ელაპარაკება მარტივად დაუახლოვდებიან, სულ უნდა ვაკონტროლოდ ხო ხვდები ზუკა, მითუმეტეს ბოლო ჩხუბის მერე ლილი კი არა შენი ბრიტანელი მეგობრის კატასაც შეიძლება მიწვდენ.. - ხო.. -ისე ამდენი ხანი როგორ არ კონტაქტობდი დაატოო, აი მარიამს რომ ვერ ვხედავ სამი დღე ჩვეულებრივად ვიშლები- თვალებში შეხედა ალექსანდრემ. - არ ვიცნობდი და ვერც იმას ვგრძნობდი რომ მყავდა, სიმართლე გითხრათ ეხლაც დიდად არ ვგრძნობ არაფერს, ვერ ვიტყვი რომ მიყვარს და ჭკუა მეკეტება, ისე არ ვარ როგორც სოფისთან ხო ხვდებით. -შ8გ გაქვს შე3ემა? შენი დაა თან იმენა და.. - რა ვქნა გიორგი ვერ ვგრძნობ ვერაფერს და რა გავაკეთო.. - არაუსავს თანდათან შეგიყვარდება- გაუღიმა ლუკამ- მოდი რა დავლიოთ.. - შენ ისევ ნინამ გაგაბრაზა?-გადაიხარხარა გიორგიმ. - მგონი მოუწევსწასვლა.. - რატომ? - პრეტენზიებმა ძალიან დამღალა, ყველაფერმა დამღალა, არადა მართლა მიყვარს ტო... - დაუსხი თუ ძმა ხარ...-გაუცინაზუკამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.