შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 10)


24-08-2016, 18:49
ავტორი სატი
ნანახია 2 205

-ოჰ ანკა ანკაა... არაფერი არ ხდება. არც კი ვიცი რატო დაშორდა შეყვარებულს
-მერე გაიგე
-რაში მაინტერესებს. თამუნაზე ვგიჟდები
-მაგრამ არ გიყვარს.
-ანკა, შენ ერეკლეს მიხედე
-ოხ ივა! კაი გავედი მე და მიდი შენ ლექციაზე არ დაგაგვიანდეს
-გაგიყვან
-არა მეთითონ
ანკა სახლში მივიდა. სამზარეულოში გავიდა და მაცივარში შეიხედა სალათის გარდა არაფერი არ დახვდა. მაცივარზე წერილი იყო მიკრული.
,, როგორც ვხედავ ნიაკოს სასარგებლოდ კვებავ მაგრამ შენთითონ ყველაფერ საზიზღრობას ჭამ, ამიტომ მაცივარი გამოგისუფთავე და სალათი დაგიტოვე. სანამ მოვალ ნაჭამი დამხვდეს. რომ გადააგდო მივხვდები’’
-ნეტა ერთი როგორ მიხვდება რომ გადავაგდე. ჰმ... არა საერთოდ ისევ მაცივარში დავტოვებ და ვითომ ვერც ვნახე წერილი
ერეკლემ დაურეკა ივას და ჰკითხა ანკა სახლში იყო თუ არა. მანაც დაადასტურა. აქედან უკვე მიხვვდებოდა ყველაფერს რომ ანკამ წაიკითხა მისი წერილი. საღამოს 6ისთვის სახლში მივიდა. ანკა დივანზე იყო წამოწოლილი ლეპტოპში ვიღაცას წერდა, მისი შემოსვლისთანავე ლეპტოპი მთელი სიმწრით დახურა და ბალიშის ქვეშ შედო.
-რა მოხდა? რას მიმალავ-სახეზე ცნობისმოყვარე ღიმილი უთამაშებდა ერეკლეს. ანკასთან მივიდა ახლოს.
-აარაფერს. რას უნდა გიმალავდე.
-კაი გავატარებ-ერეკლემ ნიაკო ძირს დასვა-ჭამე?
-ხო.
-მმ... რატომღაც მგონია რომ მატყუებ აირჩიე რომელი შევამოწმო ის რასაც მიმალავ თუ მაცივარი
-მაცივარში არაფერია
-ესე იგი რასაც მალავ-ერეკლემ მთელი სისწრაფით აირო ლეპტოპი და ჩართო. ანკა ერთ ბიჭს წერდა როგორც ჩანდა მის ძველ ნაცნობს.
-ანკა ეს რა არის-ერეკლეს სახე შეეცვალა
-ჩემი ლეპტოპი-ანკამ გაიღიმა მაგრამ ვაი ამ გაღიმებას რა მოყვა
-რა შენი ლეპტოპი ეს რა არის! ვინ არის ეს და რატო გწერს რომ ენატრები და რო ჩამოვა უნდა შეხვდე!
-ერეკლე ძველი ნაცნობია რომელსაც ვევასები
-რაა გოგოო?!!! და ამაზე ესე მშიდად მელაპარაკები? რას წერ ამ ბიიჭს!!! ჰაააა?
-კარგი. დამშვიდდი...
ამ დროს ნიაკომ ტირილი დაიწყო. ერეკლემ ნიაკო ოთახში შეიყვანა და დააძინა ისევ ანკას მიუბრუნდა
-ანკა ყველაფერს ვფიცავარ და პირველ რიგში ნიაკოს გეფიცები რომ ეს ადამიანი რო ნახო მე იმ ტიპს კარგ დღეს არ დავაწევ.
-არ ვნახავ... და რა გინდა?
-ანკკააა!!! გონზე მოდი. ჩემი შეყვარებული ვიღაც ყ***ბთან არ ივლის. სანდრო და ივა სხვა პონტია... ორივეს ვიცნობ და ორივემ იცის ერთი ზედმეტი და დაერხევათ. ამ თემაზე ლაპარაკი დამთავრებულია!!!!-ვენები სულ დაჭიმული ჰქონდა და შუბლზე კი ძარღვები. ხელები მუშტებით ჰქონდა შეკრული. არაფერს არ ამბობდა იდგა უბრალოდ და ეწეოდა-როდის ჩამოდის-უკვე დამშვიდებულმა იკითხა
-დღეს საღამოს. კაი წადი ნიაკო წაიყვანე ხო გინდოდა ღამე ერთად ყოფილიყავით
ამ დროს დედამისმა დაურეკა ანკას.
-ხო დედა?
-ანკა, ნიაკოს წაყვანა მინდა უწერაში დედა, ზაფხული მოდის ცოდოა მანდა. ცოტა სუფთა ჰაერიც არ აწყენდა. 2კვირით
-რავი. კარგი.
-შენ არ მოხვალ დედა?
-არა დე, აქ საქმეები მაქვს.
-კაი შენ სახლთან ვარ და ჩაულაგე დედა
დედამისმა გაუთიშა. ანკა ადგა და ნიაკოს ოთახში შევიდა. ჩაალაგა ბარგი, მოვიდა ნანა.
ნანამ ნია ხელში აიყვანა, ბავშვი დაიჭყანა და ანკასკენ გაიშვირა ხელი.
-არა დე მიდი ნანა ბებოსთან. დედა ხილფაფა მარტო საღამოობით აჭამე რა გთხოვ. ყვირილიც არ გინდა
-ეხა შენ ნუ მასწავლი ბავშვის აღზრდას.
-ქალბატონო ნანა არავინ არ გასწავლით თქვენ არაფერს, ეს ანკას შვილია და როგორც ის გეტყვით ისე მოუვლით მას 2კვირა
-შშენ... ეს... ეს რა თავხედობაა!! ვუი!! ვუი! ვუი! ვინახარ შენა?
-ერეკლე. ანკას შეყვარებული.
-რაოო? ანკა ბავში გამოომართვი-ანკამ გამოართვა ბავშვი. ნანა ჩამოჯდა სახეეზე სულ წითელი გახდა
-ეს... არა ანკა ვინმე.... გინდა მომკლა? გიორგი არ მეყო?!!! ვაი ვაი ვაიიი. მეორე შვილი გინდა გოგო? ისწავლე ჯერ და მერე ოჯახი. არა შენ მოდიხარ ჩემთან ერთად მე არ გტოვებ აქ
ნიამ ტირილი დაიწყო.
-ქალბატონო თუ შეიძლება ცოტა ჩუმად ბავშვს აშინებთ
-რაო? ამხელა ქალს რეეებს მეუბნებით!!! გესმის ანკა? ეს ვინ თავხედი ყოფილა. დედა ნუ აძლევ ამდენის უფლებას გააგდე. მიდი! მიდი
-დედა ნუ აზვიადებ.ეერეკლემ უბრალოდ გთხოვა რომ ნია არ აგეტირებინა
-რაიო?!!! შენცა ანკა? ვაიმე ცუდადა ვარ! ეს მამაშენს გაეგო.! ცოცხალი იყოს ამას ხო არ გაგაბედვინებდა! ანკა ეხლავე მოდიხარ! ჯერ არ ხარ მაგხელა რომ ესეთი გადაწყვეტილებები მიიღო.
-19ის ვარ დედა გეხვეწები წაიყვანე ნიაკო და მერე დაგირეკავ
-ღმერთია მოწმე ყველაფერს ვაკეთებ მაგრამ.... ეჰ ანკა ცუდ გზას ადგახარ-ნანამ ნიაკო აიყვანა ხელში და წავიდა
-უნდა მოვწესრიგდე და ბავშვები ვნახო
-ხო მეც მომენატრნენ-გაიღიმა ერეკლემ
--უნდა ვიბანაო ერეკლე
-ხო დაგელოდები
-არა მე მეთითონ დაგირეკავ მერე და გნახავ
-არა არ მაქ პრობლემა რაც უფრო ბევრ დროს გავატარებ შენთან ერთად მით უფრო კარგი
ანკას უნდოდა მის მეგობარს დახვედროდა და ერეკლე ვერანაირად ვერ მოიშორა, ერეკლეც არ იყო დებილი ანკასნაირი ბევრი გოგო შემხვდარიყო და თითქოს და მასთან დარჩენა უნდოდა.
-ანკა, კაი ეხა ვერ ვხვდები? დებილი ხო არ ვარ.
-რას
-იმ ბიჭს არ ნახავ. თუ საჭირო იქნება ესე ვიჯდები იქამდე სადამდეც საჭირო იქნება.
-და როგორ შემაკავებ
-ანკა-გაიცინა-თუ საჭირო გახდება კარს ჩავკეტავ და არ გაგიშვეებ-სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
-არ გაქ ამის უფლება
-ანკა არ გვინდა ჩხუბი.
ანკა ვითომ საბანაოდ შევიდა აბაზანაში. წყალი მოუშვა და დაურეკა მის მეგობარს. უთხრა რომ ნახავდა, ჩუმად გამოვიდა აბაზანიდან ქვემოთ ჩავიდა. სადარბაზოსგან თითქმის გავიდა რომ დახვდა დადა.
-დადა?
-შენთან მოვედი. მაინტერესებს რატომ არ დადიხარ ამდენი ხანი სამსახურში.
-რავი უბრალოდ. დრო არ მქონდა ნიაკო ძალიან მღლის
ამ დროს დადას დაურეკა ერეკლემ
-ერთი წუთით... ხო ერეკლე
-ამო რა ანკასთან ვარ
-და ანკა რო გარეთაა?
-რააა? არ გაუშვა არსად გეხვეწები ამომიყვანე ზემოთ ამ წამსვე.
-კაი-დადა გატრიალდა ანკას დასაძახებლად მაგრამ ანკა იქ აღარ იდგა.
აეროპორტში მიდიოდა. ტელეფონი გამორთო. მივიდა და დახვდა მეგობარს. გაიქცა და ჩაეხუტა. თემო გიორგის ერთ-ერთი მეგობარი იყო. ნიკაც იქ იდგა ისიც გადაეხვია თემოს.
-ერეკლემ ამიფეთქა ტელეფონი რა ხდება ანკა?
-დაიკიდე არ აიღო
-ერეკლე? ვინაა?
-ანკას შეყვარებული-ნიკას შემთხვევით წამოსცდა.
-აა. გასაგებია. კაი წავედით
ამ დროს ერეკლე მოვიდა
-ანკა არსადაც არ წამოვა-ხელი ჩაავლო
-ნიკა ორასჯერ რო დაიგირეკე არა?-ისევ არ ცხრებოდა ერეკლე
-არ ვიცოდი რო ეძებდი.
-კაი არაუშავს. წავედით ანკა
-ერეკლე გეყო
-ანკას არ უნდა წამოსვლა და დატოვე
-რაო?-ერეკლემ ხელი გაუშვა ანკას-რა მითხარი?-ძვლები გადაატკაცუნა
-რადა დაანებე თავი
ერეკლემ გაუქანა და ხია მუშტი სახეში, მერე ანკას ხელი ჩაავლო და წაიყვანა მანქანისკენ. მანქანასი რომ ჩასვა ჩაკეტა.
-რა მოხდა
-ხმას არ ამოიღებ?
-ანკა!
-ანკა მეთქი!!
ანკა მაინც ჩუმად იჯდა.
-ნიკა და თემო გიორგის უახლოესი მეგობრები იყვნენ. ორივე ძაან მიყვარს და შენ ერთ-ერთ მათგანს ხიე სახეში.
ერეკლეს ხმა არ ამოუღია ვერ მიხვდა ანკას არგუმენტს. ბოლო დონეზე იყო გაბრაზებული ცოტაც და მანქანას სადმე მიამტვრევდა. მიიყვანა ანკა სახლში და გაბრუნდა. ანკა ავიდა სახლში. დაურეკა ნათიას და ლიკას ისინიც მალე მივიდნენ. ანკამ ყველაფერი მოუყვა.
-ხო ვიცი ნიკამ მითხრა ყველაფერი
-რატო არ ევასება ესე ძაან ის ბიჭი
-იქნებ იცნობს
-ან ეჭვიანობს-ნათიამ სიგარეტს მოქაჩა და გადახედა ანკას
-არამგონია.
-როგორ არა. ერეკლე იცი რა ეჭვიანია-ლიკამ გაიცინა
-არ ვიცი. მემგონი გაბრაზებულია ჩემზე
-მერე დაურეკე-ლიკამ ტელეფონი მიაწოდა
-არა. არ გაბედოს-ნათიამ ტელეფონი გამოართვა
-არ ქნა ეგ. შენ მეგობარს ეჩხუბა დებილური ეჭვიანობის გამო.
-არა ხარ სწორი ნათ. ანკა გამოექცა ერეკლეს
-გოგოებო ვერ მეხმარებით-ანკამ თავი ჩარგო ბალიშში.
-კაი რა იყო რამდენჯერ გიჩხუბიათ შენ და სანდროს
ანკამ ლამის ყველაფერი ესროლა ნათიას რადგან არ უნდოდა ლიკას გაეგო რომ ისინი ადრე ერთად იყვნენ
-მოიცა. თქვენ... შენ და სანდრო. იყავით ერთად?-გაკვირვებული სახით გადახედა ანკას
-3თვე იმის მერე რაც გიორგი გარდაიცვალა
-რატო არ მითხარი
-იმიტომ რომ მეგონა ერეკლეს ეტყოდი კაი ეგრე მიცნობ?
-ხო რავი. მე და სანდროც ვარიდებთ მაგ თემაზე ლაპარაკს თავს
-რატო
-ცუდად დავშორდით ძაან და ერეკლემ არ იცის გთხოვ არ თქვა.
-არ ვეტყვი. მაგრმ მიდი დაურეკე
-არა ხვალ უკეთეს ხასიათზე იქნება/ აუ დარჩით რა ჩემთან
-კაი.
გოგოებმა მოაწყვეს ფართი. ტეკილა, ჩილიმი, ფილმები... ყველაფერი ჰქონდათ. სვამდნენ და ერთობოდნენ. ბოლოს ფილმის საყურებლად დაწვნენ და დაიძინეს. დილით ლიკა და ნათია უკვე ლექციებზე იყვნენ წასულები. ანკას მხოლოდ 2ზე გაიღვიძა.11თვის განმალობაში პირველად ეძინა ესე წყნარად. უცებ წამოდგა საწოლიდან და საშინელმა ტკივილმა შეაწუხა თავის. სამზარეულოში გავიდა ბორჯომი აიღო. წამალი დალია და დაჯდა. ფიქრობდა დაერეკეა თუ არა ერეკლესთვის, მაინც არ დარეკა. გარეთ გავიდა სასეირნოდ და დედამისსს დაურეკა.
-დე ნიაკო როგორ არის?
-როგორ იქნება რათქმაუნდა კარგად
-რას შვება
-რას უნდა შვებოდეს! დედა უნდა დედა! ჩამოდი ანკა
-დედა ნუ მეჩხუბები. გეხვეწები ბავშვთან ნუ ყვირიხარ ისწავლის.
-როგორც გინდა!ნიაკო მოდი დედას დაელაპარაკე!
ტელეფონი ნიაკოს გადასცა
-დეე როგორ ხარ?
ნიაკომ ტირილი დაიწყო დედამისის ხმის გაგონებაზე
-არა დეეე. მალე გნახავ. გაერთობი ნანა ბებოსთან.
მერე ისევ დედამისმა აიღო ტელეფონი
-დედა. ნადიასთან უნდა წავიყვანო ბავშვი დიდიხანია არ უნახავს
-რაა? არარსებობს
-დედა ის ბებიამისია.
-მე ვარ ბებიამისი
-მოგწონს თუ არა წავიყვან. წავედი ეხლა
ანკამ გათიშა. ამ დროს ივამ დაურეკა.
-გოდოს ფართიზე არ მოდიხარ დღეს?
-ისევ იქ?
-ხო. ეხლა დასახმარებლად არ გახვალ?
-კი მაინც საქმე არ მაქვს
ანკამ გათიშა და წავიდა. ავიდა გეგას სახლში. გადაკოცნა და დაჯდა.
-დაგეხმარები გეგ
-არა შეენ როგორ გაკადრო ეს ანკაა
-მოიცა რა საქმე არ მაქვს
-შენზე დადის ჭორები
-მერე
-შენ და ქრეში ერთად ხართ?
-დაახლოებით
-ანკა. ქრეში და გიორგი...
-ერთი წუთით ტელეფონი მირეკავს
ანკამ ტელეფონს დახედა. ეკრანზე გიორგის სახელი იყო. ანკა გაშრა, ეს გიორგის ნომერი იყო, მაგრამ შეუძლებელია ის გარდაიცვალა. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და გული წაუვიდა. რომ გაიღვიძა საავადმყოფოში იყო. დედამისი და ნიაკო სავარძელზე იჯდნენ. ივა მის გვერდით საწოლზე ჩამომჯდარიყო, სანდრო გიჟივით დარბოდა ოთახში და ნათია მაკას ელაპარაკებოდა ტელეფონით რომელიც საფრანგეთში იყო. ლიკა და ნიკა უბრალოდ კართან იდგნენ და ანკას უყურებდნენ. ერეკლეს მიხუტებული ყავდა გულმკერდზე.
-რა ხდება-სანდრომ როგორც კი შეამჩნია ანკას რომ ეღვიძა მასთან მივიდა.
-ტელეფონზე... გიორგიმ დარეკა-ანკას ცრემლიც არ გადმოვარდნია ყველანაირად იკავებდა ტირილს.
-ანკა. გიორგი გარდაიცვალა მოგელანდა-ნიკაც მიუახლოვდა და ჩამოჯდა
-არა ნიკა ვიცი რაც დავინახე გიორგის ნომერი იყო
-არ აიღე?-ივაც ჩაერთო საუბარსი
-არ....ა
-კაი დაანებეთ თავი ცოტახანი! დაასვენეთ-დედამისი მიუახლოვდა
-დედა ნიაკო გაიყვანე ესეთს არ უნდა მხედავდეს
-კაი რა დედა. პირიქით-ერეკლემ ნიაკო გამოართვა ნანას და ყველას ნიკას გარდა თხოვა გასვლა
-ნიკა ზუსტად იცი რომ გიორგი გარდაიცვალა?
-არ ვიცი. ავარიის შემდეგ იმდენად დამახინჯებული იყვნენ ის ორი ბიჭი რომ ივარაუდეს გიორგი და მისი მეგობარი არიანო. თან მათი ნივთები ემთხვეოდა.
-ანუ... შეილება გიორგი?
-არა ანკა. ეს შეუძლებელია ეტყობა გიორგის ნომერი ვიღაცამ აიღო, რადგან მისი უკვე გაუქმდა ამდენი ხხანი გამორთული რომ იყო. დაგირეკა
-ნიკა, მადლობა
-არაფერს ანი.
ნიკამ გადაკოცნა-მალე გამოჯანმრთელდი-და გავიდა
-არ გაბედო ჩემი ხელიდან მეორეჯერ წასვლა, ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ყველანაირად.
-ოო მოიცა რა ხუმრობის ხასი...ათზე ხა..რ?
-არ მიხუმრია. აღარსად გაგიშვებ ამიერიდან
-არააა
-კიიი. ჩემ და ნიაკოს ხელში ხარ.
-როდის გამომწერენ
-ექიმმა დღეს დატოვება გვინდაო მაგრამ შეგილიათ წაიყვანოთ თქვენი ნებააო.
-კაი ტანსაცმელი მომეცი
-მოიცა მე არ მითქვამს რომ ექიმს უარი ვუთხარი შენ აქ რჩები. ნუ ამით ისჯები იმის გამო რომ მაინც ნახე თემო.
-აუუ კაი რაა მეზიზღები
-მე კიდე ძაან მიყვარხარ
ერეკლემ ნიაკო ჩაუწვინა კალთაში.
-კაი გაიყვანე ბავშვი არ უნდა მხედავდეს ესეთს
-რა მწოლიარეს?
-არა სუსტს.
-სუსტი ხარ და
ერეკლე სიცილით იხრჩობოდა
-არაა სასაცილო. ერეკლლეე
-ეხლა ნიაკოზე უფრო ბავშვი ხარ-ერეკლემ აკოცა და ჩაეხუტა-არ გაგიშვებ-და ისე მოუჭირა ხელები რომ ლამის გაჭყლიტა. მერე მოუღუტუნა. ანკას არ ეღიმებოდა რადგან გულში ყველაფერი ტკიოდა, სხეულის ყოველი ნაწილი. ვერ ამბობდა ვერაფერს. ძალითაც კი უჭირდა სიცილი.
-რა ხდება. კარგად გიცნობ ანკა. ისევ გიორგი?
-ბავშვს ნუ ასმენინებ ამ ყველაფერს ესმის ერეკლე
-ანკა ნიაკოს სიტყვების გარეშეც ესმის რა ხდება შენს თავს. ანკა შეილება ხვალ აქედან გახვალ მაგრამ გპირდები თუ არ მეტყვი არ მოგეშვები მთეეეეეეელი თვეეეე
ერეკლე აშინებდა ანკას და უფრო უახლოვებდა სახეს
-კაი! კაი! ოღონდ თავი დამანებე. ვის უნდა ეხუმრა ესე ბოროტად ვინ მერჩის.
-ანკა ყველაფერს გავიგებ ოღონდ დაწყნარდი. მიდი ნიაკოს ეთამაშე მე რამეს მოგიტან
-და გთხოვ რამე გემრიელი და არა სალათი
-მხოლოდ იმიტომ რომ დღეს ბევრი გადაიტანე
ერეკლე ოთახიდან გავიდა. ანკამ მაშინვე კალიასკაში ჩასვა ნია. მოულოდნელად ფანჯარაში ქვა შეამოაგდეს.



№1 სტუმარი mari

Magaria zhan <3 moica mgoni giorgi cocxali aris ds magan isrola qva <3

Magaria zhan moicade mgoni giorgi cocxalia da magan isrola qva <3

 


№2  offline მოდერი სატი

mari
Magaria zhan <3 moica mgoni giorgi cocxali aris ds magan isrola qva <3

Magaria zhan moicade mgoni giorgi cocxalia da magan isrola qva <3

დავუშვათ ცოცხალი რომ იყოს რათ უნდა მისი შვილის და ანკას მოკვლა. ალბათ ხვალ ან ზეგ დავდებ ახალს heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent