მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 4)
ივამ ნია სახლში მიიყვანა და სანდროს დაურეკა. -სანდრექს მიდი დაელაპარაკე.წავიდა ანკასგან. ლიკა,გიგი,დადა და ერეკლე თითქმის სახლთან იყვნენ როცა სანდრო და 3ბიჭი შეხვდათ. -რა ხდება სანდრო(ერეკლე) -ანკას თავი გაანებე. ამ გოგომ ბევრი გადაიტაანა, შენთან ერთად საფრთხეში იქნება. ჯერ სიტყვით იმედი მაქვს გაჭრის არადა მერე ცუდად დავილაპარაკებთ -სანდრექს მე და შენ 10წელია ვმეგობრობთ და არ მეგონა თუ აქამდე მიხვიდოდი. სანამ მე გელაპარაკები ზრდილობიანად გირჩევნია იქამდე წახვიდე. ანკას მეგობარი ხარ და პატივს გცემ მაგრამ მეორეჯერ აღარ გამამეორებინო. -ერეკლე ჩვენ ოთხნი ვართ თქვენ სამნი თან გოგოსთან -შენ თუ გოგოსთან დაიწყებ საქმეების გარჩევას არაკაცი ყოფილხარ. სანდრექს ანკას მე არასდროს არ მივაყენებ არანაირ შეურაცყოფას და არც საფრთხეში არ ჩავაგდებ . -ერეკლემ ლიკას ხელი მოკიდა და წავიდა. დილით ადრე გაიღვიძა ანკამ, ადგა და ყავის სმა დაიწყო. ტელეფონზე გამოტოვებული ზარი ჰქონდა ნანა ურეკავდა. გადაურეკა -ხო დედა? -ანკა, შვილო საჭმელი გაგითავდათ? -ხო დედა -დღეს მოგიტანთ, გახსოვს ნია დღეს აცრაზე როა ჩაწერილი. -უი არა, რომელზეა? -რა უნდა გახსოვდეს შვილი თუ არა! სად არის ნია? -ივასთან -რა უნდა მაგ ბიჭთან! დედამისი შენ ხარ! -კარგი დედა გეყო, დავიღალე -კარგი კარგი, მოვალ ეხლა და მოვიტან საკვებს! ნანას მოსვლამდე მოიყვანა ივამ ნია. -დღეს აცრაზე მიმყავს ნიაკო -უი ნათიას უთხარი, ეწყინება მანდ რომ არ მოხვდეს. მის პირველ ვიზიტზე ექიმთან -კარგი ხო. შენ ტყუილად მეპირფერები ივა, ნია გოგოა ამიტომ შენ არ ხარ დაპატიჟებული. -ფფტ... საიდან მოიტანე. საერთოდ არ მწყენია.-ივამ გადაკოცნა ანკა და წავიდა. ნანა მალე მივიდა. მისვლისთანავე ნია აიყვანა ხელში. -უი ბებოს ცხოვრება, ვინ არის ბებოს სიცოცხლე?-ნიას არ უყვარდა ნანა და ტირილს ტეხავდა მისი დანახვის თანავე -ნია, დე თავი მტკივა ცოტა ჩუმად რა ნიამ თითქოს გაიგო და გაჩუმდა. -დედიკო ბულიონი მოგიტანე და ნიასთვის რძე ვიყიდე. -კაი, ნანა ბავშვს ჩააცვი რო აცრაზე გავიყვანო. -კაი დედა ნანამ ნია გაიყვანა ოთახში და ჩააცვა. მანამდე ანკამ ნათიას დაურეკა. -ალო? -ალო? ანკა? არაფერი არ ხდება ისეთი. არაფერი არ გაუკეთებია სანდროს? -კარგი? რა გააკეთა სანდრომ? -საიდან მიხვდი... აა... ერეკლეს დაელაპარაკა რომ შენ თავი დაგანებოს მაგრამ ეს იმიტომ რომ უყვარხარ ანკა, იმიტომ რომ მისი მეგობარი ხარ და არ უნდა შენ ან ნიას რამე დაგემართოთ... -იცი, როგორმე მეთითონ დავიცავ ჩემ შვილს თქვენი დახმარების გარეშეც -კარგი როგორც გენებოს. ნათიამ გათიშა ეტყობოდა რომ ნაწყენი იყო. -ნანა ჩააცვი ნიას? -თითქმის მაშინ ლიკას მიწერა რომ ერთად წასულიყვნენ. ლიკაც დათანხმდა. შევიდა ოთახში, გამოართვა ნია ნანას და წავიდა ექიმთან. ლიკა უკვე იქ დახვდა. -რას შვები -რავი, აუ არ შემილია ეხა ამან იქ ტირილი რო დაიწყოს მე შეილება ის ექიმები დავხვრიტო -მე მომიყვანე. შევიყვან -მართლა? -ხო. 10წუთში გამოვალთ ლიკამ შეიყვანა, ნია. ნიამ დედამისი რო ვერ დაინახა მაშინვე ტირილი მორთო, ექიმებმე აცრა გაუკეთეს და ახლა ნია ბოლო ხმაზე ტიროდა. ანკამ ხელში აიყვანა და სახლში გაიყვანა, ლიკას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ნია სახლშიც არ ჩერდებოდა ვერანაირად ვერ გააჩერა, ამ დროს ერეკლემ დაურეკა. -რას აკეთებ-ერეკლეს ხმაში არანაირი ემოცია არ გამოიხატებოდაეტყობა გუშინდელზე გაბრაზებული იყო, ივას გამო. -არაფერს შენ -მეც. ნიას ტირილი რატო ისმის -რავი აცრაზე მყავდა სიცხემ მისცა და ვერ ვაჩერებ -გამოვდივარ ანკამ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო რომ ერეკლე მაშინვე გათიშა. მისი სახლისკენ აიღო გეზი, ანკამ ნია ხელში აიყვანა და ყველანაირად ეცადა დაეწყნარებინა ერეკლეს მოსვლამდე, მაგრამ არ გამოვიდა. 15 წუთში ერეკლე მივიდა, სითხეებით. ანკას მალე მიესალმა და ნია გამოართვა თუ არა ის გაჩუმდა. -ეს, როგორ ქენი -შენთითონ ხარ პანიკაში და ბავშვი ამას გრძნობს ანკა. ეხლა მითხარი შენ რა დაგემართა ერეკლემ სითხეები მისცა ნიას და დააძინა. მივიდა სავარძელში ჩაეშვა, ხელში სიგარეტი დაიჭირა, მოწევა დაიწყო და თან ანკას უყურებდა და ელოდებოდა როდის დაიწყებდა ლაპარაკს. -ანკა არ მიყვარს ორჯერ ერთი და იგივის გამეორება და არც იდიოტივით ხვეწნა რაც არ უნდა იყოს შეგიძლია მითხრა -ამას ვერ გეტყვი ერეკლე მიეყუდა სავარძლის ზურგს, სიგარეტი მოწია და პაუზის მერე თქვა -გიორგის საფლავზე იყავი? -ხო-ანკას არ უნდოდა ერეკლეს რამე დაენახა მის სახეზე და ადგა, სამზარეულოში უნდოდა გასვლა მაგრამ უკვე ერეკლეს ეჭირა უკნიდან. -ერთი დღე ბავშვი გაატენე დედაშენს და წამო ამჯერად მე და შენ წყნეთში-ერეკლე მოეხვა ანკას და არ უშვებდა, არც შემოუტრიალებია რადგან მიხვდა რომ ცოტაც და აატირებდა. -სიცხე აქვს -აცრის გამო, სითხეები მიეცი სხვას მაინც ვერ იზამ ვერაფერს. პირიქით შენი ხასიათით ბავშვი უფრო ცუდად ხდება. -ერეკლე -არანაირი ერეკლე რა გითხარი, ერთიდაიგივის ორჯერ გამეორება არ მიყვარს თქო. ჩემი სიტყვა კანონია -კაი. ანკა ასეც მოიქცა, ცოტა რამ ჩაალაგა, ნია დეიდამისს დაუტოვა და ერეკლეს გაყვა წყნეთში. საღამოს ჩავიდნენ. ერეკლე ანკას ყავას უკეთებდა, ანკა უბრალოდ იჯდა და უყურებდა ჰორიზონტს, გიორგი სიგიჟემდე ენატრებოდა და ერეკლეს დაკარგვისაც ეშინოდა. უცებ უკან ხელები იგრძნო, ერეკლე ედგა თავზე. -რაზე ფიქრობ, ანკა -ერეკლე ჩემი როგორ გესმის... ისე რომ სიტყავასაც არ ვამბობ. ხმასაც კი არ ვიღებ. -ჩვეულებრივად. თემას ნუ ცვლი!-ერეკლემ ცოტა ტონს აუწია რადგან მთელი დღე ანკა არიდებდა თავს გიორგიზე საუბარს რაც მას ზედმეტად აღიზიანებდა, არა იმიტომ რომ ეგონა ანკა რაღაცას უმალავდა. ეს იმიტომ რომ ანკას განტვირთვა სჭირდებოდა. -გიორგის საფლავზე ვიყავი, ველაპარაკე. გამახსენდა ნიას რომ ელაპარაკებოდა. ღამით ზღაპრებს უყვებოდა თითქოს ესმოდა. ამბობდა 15ის რო გახდება ყველა მის ბიჭ მეგობარს ვცემო. მომენატრა, ნია მას არ მაგონებს, ის მე მგავს. გიორგი არ მახსოვს, სურათები ბევრი არ გვაქ რადგან სულ რაღაც 1წელი ვიყავით ერთად -ანკა, მაგას მეც ვიზამ და გიორგი რომ გენატრება ეგ ნორმალურია. მესმის შენი -ანკამ ცრემლი მოიწმინდა და განაგრძო-რატომ არასდროს არ ლაპარაკობ შენ შეყვარებულებზე -და რატო უნდა ვილაპარაკო -მე ხომ ვლაპარაკობ -ეგ სხვაა -რამდენი გყავდა -ბევრი მე 21ის ვარ შენ 19ის -მაინც -არ მახსოვს. ანკა კიდე გეუბნები -ვიცი, ვიცი, არ გიყვარს ერთი და იგივის ორჯერ გამეორება. აღარ დაგაძალებ. -ანკა, არ მინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ მართლა არაა ეგ შენი საქმე ანკამ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო, ერეკლეს ზურგი შეაქცია. -კაი რაზე მიბრაზდები -არც არაფერზე. მეძინება, ზემოთ ავალ-ანკამ სიგარეტი ჩააწვა და ზემოთ ავიდა. -ანკაა ანკა ზემოთ ავიდა ოთახში, ერეკლზე ნაწყენი რადგან მან ყველაფერი იცოდა მასზე. ძილი საერთოდ არ უნდოდა მაგრამ რომ ამდგარიყო ერეკლესთან მოუწევდა ლაპარაკი. ფანჯარასთან დაჯდა და ისევ დაიწყო მოწევა, აიღო ტელეფონი და დაურეკა მაკას. -ალო -ხო ანკა? -მაკა როგორ არის ნია? -კარგად, სიცხე არ აქვს. -მიდი რა ტელეფონი მიეცი მაკამ ტელეფონი ნიას გადასცა -ალო დე? ნია? რას აკეთებ? ხო არ აბრაზებ მაკა დეიდას? ხვალ ჩამოვალ დე... დაუჯერე მაკას. მიდი დე გკოცნი და მიყვარხარ. დაიძინე-მაკამ ისევ გამოართვა -რა ხდება მანდ -არც არაფერი, ერეკლე მიშლის ნერვებს. -რატო -აუ რავი ყოველთვის როცა მასზე რაღაცის გაგება მინდა ან საშინელებას ვიგებ ან კიდე საერთოდ არაფერს. იცი ეხლავე ვბრუნდები უკან-ანკამ მაშინვე გათიშა, ჩაიცვა და უკან მოუხედავად ჩაირბინა კიბეები ერეკლეს გვერდი აუარა და გაიქცა. ტრასამდე ფეხით ირბინა, ბოლოს ერეკლე მანქანით დაეწია გზა გადაუღობა და დაიჭირა. -სად მიდიხარ!!! -სახლში ხელი გამიშვი -მოიცა რა წვიმას იწყებს ხვალ მეთითონ მე წაგიყვან -არ მინდა. ერეკლე ეს ის მომენტია როდესაც მე არ ვხუმრობ და თუ არ გამიშვებ ძაან ვიჩხუბებ ამ დროს ტაქსმა გამოიარა, ანკამ მალე გააჩერა და ჩაჯდა. ერეკლე იდგა წვიმაში იმ იმედით რომ ანკა დაბრუნდებოდა, როცა მიხვდა რომ ტყუილად მაშინ მანქანაში ჩაჯდა და უკან გაბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.