ქირურგებსაც შეგვიძლია სიყვარული - თავი 1
ოპერაციები, სიკვდილი, სიცოცხლისთვის ბრძოლა, ეს ყველაფერი ჩემი საქმეა. ნატალია ბოკუჩავა გახლავათ, ნეიროქირურგი. მალე 35 წლის გავხდები. ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი იმ დღეზე როდესაც იტყოდნენ ეს ქალი შესანიშნავი ქირურგია. -ნატალია ექიმო ინტერნები მოვიდნენ -ინტერნები? კარგი მოვდივარ ძალიან მიყვარს ახალბედა ექიმები. ძალიან სასიამოვნო საყურებელია როგორ ცდილობენ საუკეთესო შემთხვევების „დათრევას“. -გამარჯობათ, მე ნატალია ბოკუჩავა ვარ. ეს ადგილი კარგად შეისწავლეთ რადგან ვინც ერთი წელი წარმატებით გაართმევთ თავს აქაურობას დიპლობს მიიღებს. ახლა თქვენი სახელები მითხარით. პირველი საშუალო სიმაღლის გოგო გამეცნო -მე ანასტასია კაპანაძე ვარ, კარდიოქირურგია უნდა.... მხოლოდ სურვილი რომ სჭირდებოდეს ექიმად გახდომას ყველა მეორე ამ პროფესიის იქნებოდა. -მე კოტე გუდაძე ვარ, პლასტიკური ქირურგობა მინდა -მე ლილიანა მელაძე ვარ, ზოგადი ქირურგია ბოლოს ძალიან სიმპათიური ბიჭი დარჩა. რომელიც დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით -შენ? ბოლოს როგორც მივხვდი არ აპირებდა თავის სახელის თქმას ამიტომ მე ვკითხე -რა? აა უკაცრავად მე ალექსანდრე ბაქრაძე ვარ, ალბათ ნეიროქირურგია ღმერთო ეს ბიჭი თუ სულ ასე დაბნეული იქნება შემოაკვდება პაციენტები. მგონი წელს არც ისეთი მონდომებული მოსწავლეები გვყავს. რაღა მე შემომტენეს? გეგონებათ მეტი საქმე არ მაქვს -კარგით ახლა წავიდეთ, ერთი გოგონა უნდა ვინახულოთ მეორე სართულზე ქირურგიაში ავედით. 5 პალატაში შევედით -გაიცანით ეს ელენეა, ჩვენი მუდმივი პაციენტი -მუდმივი? -ელენეს თხემის წილის სიმსივნე აქვს, როგორც იქნა დაგვთანხმდა და იკეთებს ოპერაციას. აბა რომელი თქვენგანი მოამზადებს ელენეს საოპერაციოდ? ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედეს, მგონი მედიცინა ამათ ხელში დაიღუპება. უკნიდან იმ ბიჭმა ასწია ხელი ბოლოს რომ გამეცნო -კარგი, ალექსანდრე ხომ? მოკლედ ანალიზები აუღე და ტომოგრაფია გადაუღე. აბა ელენე შენ იცი, საოპერაციოში შეგხვდები ლოცვა დავიწყე რომ ამ ბიჭს ყველაფერი სწორად გაეკეთებინა. არ მინდა დამწყები ექიმის გამო პაციენტის მკვლელი გავხდე თანაც ისეთი პაციენტის რომელიც 3წელია ჩემთან მკურნალობს და ძალიამ კარგად ვიცნობ -ნატალია ექიმო, მხოლოდ თქვენ უნდა დაგეხმაროთ ოპერაციებზე? -ანასტასია ხომ? არა მარტო ჩემთანა არა, თუ რომელიმე ქირურგი ასისტენტს მოითხოვს ერთ-ერთი თქვენგანი დაეხმარება ახლა ამათთვის სულაც არ მცხელოდა, ელენეს ოპერაციაზე ვფიქრობდი. 23 წლის გოგონაა, არ მინდა ცხოვრება დაენგრეს -ნატალია დღეს ოპერაცია გაქვს? ჩემთან ზოგადი ქირურგი ნიკო მოვიდა. ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში. ძალიან მაგარი ბიჭია, -კი, 3ზე მაქ ერთკ, ხომ იცი ელენე? -ელენე? სიმსივნე რომ აქვს? -ხოო ეგ გოგო, როგორც იქნდა დამთანხმდა. გინდოდა რამე? -არა, არაფერი ისე გკითხე. ინტერნები გყავს? -გინდა გაჩუქო? -არა მადლობა მე და ნიკო ერთი პერიოდი შეყვარებულებიც ვიყავით. იმდენად ახლოს ვართ რომ ხანდახან მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. -ნატალია ექიმო ეს კაცი ვინ იყო? ღმერთო ეს გოგო უკვე ნერვებს მიშლის. რამდენს ლაპარაკობს -ეს ნიკოა, ზოგადი ქირურგი. საღამოს როგორც ვიცი ოპერაცია აქვს და ერთ-ერთი თქვენგანი დასჭირდება მგონი ლილიანა ერქვა, ყველაზე წყნარი და მშვიდი გოგო ჩანდა -ლილიანა შენ დაეხმარები ნიკოს, თუ გინდა წადი და პაციენტი ნახე -მართლა? კარგით ახლავე ანასტასიას ეტყობოდა რომ უკმაყოფილო იყო. ამ გოგოს ჭკუა უნდა ვასწავლო -ანასტასია, შენ დღეს რექტალურ შემოწმებას ჩაატარებ კოტემ ჩუმად ჩაიფხუკუნა, რა არის ამაში სასაცილო? -უკაცრავად რა შემოწმება? -სწორი ნაწლავის, მიმღებში წადი და იქ გეტყვიან ვის სჭირდება შოკირებული სახით წავიდა. არ შეიძლება შურიანობა.ისე რაღაცნაირად შემეცოდა მაგრამ არაუშავს ჭკუას ისწავლის ალბათ. -კოტე შენც მიმღებში წადი და შემოსულ პაციენტებს მიხედე 3საათამდე საქმე არ მქონდა, ამიტომ პაციენტები გავსინჯე. დაახლოებით ერთ საათში ჩემთან ალექსანდრე მოვიდა -ექიმო ნატალია, ყველაფერი რიგზეა. აი ნახეთ სისხლის პასუხები -კარგი, მიდი მოემზადე და ოპერაციაზე შემოდი -რაა? უკვე? რომელ საოპერაციოში აი რას ნიშნავს იყო დებილი ექიმი, მთელ კედელზე დაფაა გაკრული და წერია ვის როდის და რომელ საოპერაციოში უკეთდება ოპერაცია. ეს კიდე მე მეკითხება -მეორე საოპერაციოში, სწრაფად წადი ნახევარ საათში იქ შეგხვდები მეც მომზადება დავიწყე. ძალიან ვნერვიულობდი. საოპერაციოში შევედი. ალექსანდრე უკვე იქ დამხვდა. ოპერაცია დაახლოებით 10 წუთის დაწყებული მქონდა ელენეს გული რომ გაუჩერდა. რპგპრც ჩანს ორგანიზმი ძალიან სუსტი აღმოჩნდა ასეთი ოპერაციისთვის. ყველანაირად ვეცადე მისი გადარჩენა მაგრამ უშედეგოდ. ცრემლიანი თვალებით მოვიხსენი ნიღაბი -ჯანდაბა, გარდაცვალების დრო 15:12 საოპერაციოდან გამოვიქეცი. ძალიან ეშინოდა ამ ოპერაციის, სულ იძახდა ვერ გადავიტანო. კაბინეტში შევედი და ტირილი დავიწყე. არასდროს არ მიტირია პაციენტზე, ახლა რა ჯანდაბა მჭირს -თქვენ რა ტირიხართ? კაბინეტში ალექსანდრე შემოვიდა -ხო ალექსანდრე სხვათაშორის ქირურგებიც ტირიან -ლექსო დამიძახეთ, მეც ვიტირე პირველად გვამი რომ გავკვეთე -საშინელი ექიმი ვარ, ყველაზე ცუდი -არა რას ამბობთ, თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ მის გადასარჩენად -ასე ფიქრობ? -რათქმაუნდა, თქვენზე ბევრი რამ გამიგონია მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ საუკეთესო ქირურგი ხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.