დასაწყისიდან დასასრულამდე
თავი 17 ხანდახან როცა გვინდა რომ დრო სწრაფად გავიდეს ძალიან ნელა გადის და როცა გვინდა რომ შეჩერდეს უცებ გაირბენს, ისე რომ უკან მოხედვასაც ძლივს ვასწრებთ. ხანდახან ყველაფერი ცუდი კარგით იცვლება, ხანდახან - პირიქით. რაღაცის დასაწყისსა და დასასრულს შორის ბევრი რამე ხდება კარგიც და ცუდიც და გამოსავლის ძიებაში ვართ... კარიერა ააწყო. როგორც იქნა საწადელ მიზანს მიაღწია.აღარ მოუწევდა წვალებ, ძიძად მუშაობდა. ამის უფლება გიგამ აღარ მისცა. ისიც ექიმი იყო და ქეთი მთლიანად ამ საქმეზე გადართო. მითუმეტეს ერთ საავადმყოფოში მუშაობდნენ და კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ქეთის გული მაინც საკუთარი კერისკენ მიუწევდა. ქალაქში უნდოდა დაბრუნება. ელოდებოდა სააავადმყოფოს მშენებლობის დასრულებას. -როგორც ჩანს მალე ჩემს ერთ ერთ საუკეთესო პარტნიორს დავკარგავ. -რამდენიმე თვეში, ჯერ არა,მაგრამ არაუშავს უკეთესებიც იქნებიან -შენ დაჯექი მაგიდასთან და მე წამოვიღებ საჭმელს. რა გინდა შენ? -ერთი ჰამბურგერი და ყავა უშაქრო. -რამ გაგამწარა გოგო?-გაეცინა გიგას -ცხოვრებამ,- სრული სერიოზულობით უპსუხა მან და მაგიდას მიუჯდა ბუფეტში სადილობისთვის დრო თითქმის არ ჰქონდათ აუცილებლად, რაღაც უნდა მომხდარიყო. ენატრებოდათ მშვიდად საუზმობა და საუბარი. ამჯერად დასცალდათ. უკვე ამთავრებდნენ როცა სასწრაფოდ მიმღებში გამოიძახეს. მაშინვე გავარდნენ. სიტუაცია მძიმე იყო. მთავარ ექიმს ანალიზების პასუხი ეჭირა და საოპერაციოში შესასვლელად ემზადებოდა. მათ დანახვაზე შეჩერდა და ერთი ფაილი გიგას მიაწოდა -მძიმე შემთხვევაა. ავარია. დაშავებულები არიან მშობლები და მათი ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი. გიგა შენ მამაკაცს მიხედე. მე გოგონასთან შევდივარ, ქეთი შენ დედას მიხედე მსუბუქი დაზიანებები აქვს და მერე ჩემთან შემოდი, დამხმარება დამჭირდება. -ახლავე,- უპასუხა ქეთიმ და დავალების შესასრულებლად წავიდა. გიგა უკვე საოპერაცოში იყო და ოპერაციისთვის ემზადებოდა. ყოველგვარი სირთულის გარეშე მიმდინარეობდა მის ოპერაცია და რამდენიმე საათში ალბათ წარმატებით დაასრულებდა. ქეთიც მალე მორჩა თავის საქმეს და ისიც მეორე საოპერაციოში გაემართა დასახმარებლად, სადაც ყველაფერი გართულდა და თავდაყირა დადგა. -უფროსო გოგონას დავკარგავთ სისლდენას თუ არ შევაჩერებთ.-ექთანმა ახალი ტამპონი მიაწოდა მას. სისხლდენა კი არ კლებულობდა. -არ შემიძლია, ვეღარ გავაგრძელებ.-თქვა და დაბნეულმა დატოვა საოპერაციო. სახეზე ცივმა ოფლმადაასხა. აშკარად ვერ იყო კარგად. გასასვლელში ქეთის შეეჩეხა. -გეხვეწები უშველე. შენი იმედი მაქვს.- შეევედრა მას. -კარგად ხართ? -არა არ ვარ კარგად. მაგრამ მე არაფერი მიწირს, მას მიხედე, ჩემზე ნუ ნერვიულობ. -ექთანო უფროსს მიხედეთ, მგონი ვერ არის კარგად, წნევა გაუსინჯეთ. დაუძახა მან და თვითონ საოპერაციოში შევარდა, იქ ყველა დბნეული იყო. მთავარი ექთანი ამაოდ ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას და გულის ამუშავებას. რამდენიმე წამი იყო გადამწყვეტი.მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე აპარატს რომ გახედა -ჟანგბადი ასუნთქეთ. დეფიბრილატორი დამუხტეთ, ადრენალინი მოამზადეთ.... გოგონა გადარჩა. გამთენიისას დაასრულა ოპერაცია. საშინლად იყო დაღლილი სხეულის ყველა ძვალი სტკიოდა. მაგრამ ამად ღირდა. მას სიცოცხლე აჩუქა და მეტიც გოგონა სიარულს შეძლებდა. ამისთვის კი კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდებოდა -როგორ არის ჩემი შვილი?-პირველი გოგონას დედა დაინახა, თვალცრემლიანი უყურებდა მას. -კარგად იქნება.მაგრამ ერთი ოპერაცია კიდევ დასჭირდება. მისი ხეხემალია დაზიანებული. მერე კი ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი მაგრამ რამდენიმე თვეში ფეხზე გაივლის. -მადლობა ექიმო. თქვენ ახლა ერთადერთი ქალიშვილი გადამირჩინეთ. ქალს სახეზე სიხარული გამოესახა და ქეთის ჩაეხუტა. ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, ამ წუთებისთვის, ასეთი წუთებისთვის ღირს ეს პროფესია ამად. გახარებული პაციენტები მადლობას გიხდიან, შენკი სიცოცხლეს ჩუქნი. ბედნიერმა გამოიცვალა ტანსაცმელი და სმენა ახალ ცვლას გადააბარა. სახლში წასვლას აპირებდა,როცა მთავარ ექიმთან გამოიძახეს კაბინეტში. მორიდებით დააკაკუნა კარზე და შეაღო. იქ მის გარდა გიგა , მთავარი ექიმი და განყოფილების უფროსი დაინახა. სკამზე მიუთითა, მის წინ და ჩამოჯდა. -პირველ რიგში გილოცავთ ოპერაციის წარმატებით დასრულებას.თქვენი დამსახურებაა რომ საავადმყოფოს სახელი არ შერცხვა და ისევ წარმატებულები ვართ. -მადლობთ.- დაიმორცხვა მან. -ხვალიდან ზოგადი ქირურგიის განყოფილება თქვენია. ბატონი დავითი თანამდებოდას ტოვებს. -იცით მე ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. წამოიყვირა სიახრულისგან. -გიგასთან მოვითათბირეთ და მან რეკომენდაცია გაგიწია. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ. -შვილო მე უკვე მოვხუცდი აღარ არის აქ ჩემი ადგლი. ახლა ჯობს რომ სახლში წავიდე, შვილიშვილებს მივხედო და ადგილი შენისთანა ნიჭიერ ადამიანებს დავუთმოთ. -რას ბრძანებთ ბატონო დავით? თქვენ იმდენი რამე მასწავლეთ? თქვენი დამსახურებაა რომ მე დღეს რაღაცას წარმოვადგენ ქეთი გულწრფელად მოეხვია მასწავლებელს და გულში დაენანა რომ ის მიდიოდა. გიგასთან ერთად დატოვა საავადმყოფო -აბა გილოცავ ჩემო კარგო, იმედია არ შევცდებით და გვასახელებ. -ამისთვის არაფერს დავიშურებ. გოგონას მეორე ოპერაცია როდის ჩაუტარდება? -ერთ თვეში და იცოდე შენს გარდა არავინ არ იქნება დამხმარე. მარტო ჩვენ შევძლებთ მის ფეხზე დაყენებას. მანქანაში უნდა ჩამჯდარიყვნენ როცა მისი სახელი მოესმა. მოიხედა და ეკა და ნიკა დაინახა. სიხარულისგან იკივლა და მათკენ გაიქცა. -აქ როგორ გაჩნდით გადარეულებო?-ერთმანეთს მოეხვივნნ. -ძალიან მოგვენატრე დ ჩამოვედით. -არა ქეთი, იტყუება საქმე გვქონდა და ამიტომ ჩამოვედი. ეს ქალბატონი კი ამეკიდა. -აბა რა გამეკეთებინა დასვენების დღე მქონდა. -გიგა შენ წადი. მე მეგობრებთან ერთად ვისადილებ და მერე დავბრუნდები სახლში -კარგი. გიგაა სამივეს დაემშვიდობა და მანქანა დაქოქა. -აბა ჩვენ სად წავიდეთ?-იკითხა ნიკამ-მთლად კარგად არ ვიცი ჯერ აქაური ბარები და რესტორნები -გოიმივით ნუ იქცევი -ქეთი გააჩერე ეს გოგო თორემ შემომაკვდება. -რა გჭირს გოგო?ასეთი მწარე როდის აქეთ გახდი? -მასმერე რაც თორნიკეს დაშორდა. -არ გვინდა ამაზე ლაპარაკი წამო აქვე ახლოს კარგი კაფეა და იქ დავსხდეთ. მალე სამივე სუფრას უჯდა და გოგოები ყავას მიირთმევდნენ, ნიკამ კი ლუდი შეუკვეთა -რო არ დაგელია არ შეიძლება? -აჰა. უყურე ამას, არ ისვენბეს რაა. -საჭესთან უნდა დაჯდე და ამიტომ ვდარდობ -შენც კარგად დაჯდები -მეზარება -მოგიწევს. ქეთი უყურებდა მათ კინკალობას და ბავშვობა გაახსენდა. მაშინაც ასე იყვნენ, ასე კინკლაობდნენ და უდარდელები იყვნენ.. -გეყოთ რაა. მომენატრეთ ძალიან, თქვენ კიი არ მაცდით არაფერს. -აბა მოყევი სად დაიკარგე და ქალაქში რატომ აღარ ჩნდები? -არ იცი შენ მიზეზი? -ვიცი მაგრამ იმ ხალხს რას უგდებ ყურს. სხვამ შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ მე არ მჯერა ეგ სისულეები რაც შენზე ილაპარაკეს. -ვიცი ნიკა მაგრამ რა ვქნა? აქ კარგად ვარ. -უნდა დაბრუნდე და თვალი გაუსწორო ხალხს. დაანახო და დაუმტკიცო შენი სიმართლე. -დავბრუნდები მალე. ისე რომ იცოდეთ ახალი ამბავ მაქვს. დღეს ზოგადი ქირურგიის განყოფილება ჩამაბარეს. -გილოცავთ მეგობარო,- ერთხმად მიულოცეს მათ -შენ აღარ ხუმრობ ხო იცი -არაა. თქვენ ეს მითხარით იქ რა ხდება როგორ არიან? -ჩვენები კარგად არიან თაკო და გიორგი ბიჭს ელოდებიან. ანა და ბაჩო ერთმანეთს ხვდებიან.ეს ქალბატონი კი ყველას ნერვებს გვიშლის. განსაკუთრებით თორნიკეს, გააქცია ქალაქიდან ბიჭი სამივეს გაეცინათ -ხო აბა სულ მე გამექცა. იმ ქალების არმიას გაექცა მაგას რომ ყავს გამწარებული. -ჩემები?-მაინც ვერ მოითმინა ქეთიმ მშობლების ამბავი ეკითხა -მამაშენი იმ საავადმყოფოს აშენებს, მალე დასრულდება,იქაა სულ. დედაშენს კი რაღაც აწუხებს, მგონი სიბერე შეეპარა და შენზეც დარდობს ალბათ. -ჩემზე რომ დარდობდეს ეკა მამას დაუპირისპირდებოდა და მე დამიჯერებდა. ჩემთან წამოვიდოდა -ნუ ხარ ასეთი მკაცრი. ყველაფერს ეშველება. -ხალხი კი წორაობს რომ შენ აქ მდიდარი საყვარლის წყალობით მიაღწიე ამ ყველაფერს. -ნეტავ გამაგებინა ამდენი სისულელე ვინ მოიგონა? -მაგას გავარკვევ. აუცილებლად გავარკვევ ქეთი გპირდები. -იცი ალექსი სადაც არის ეხლა? -კი ნიკა ვიცი. ნანამ მითხრა მისმა დამ. შემთხვევით გავიცანი და ახლა მასთან ვცხოვრობ მისი შვილი მოვნათლე -საოცარია პირდაპირ . ეტყობა ბედმა შეგახვედრათ თქვენც ერთმანეთს.ბედს არ უნდა რომ შენი და ალექსის გზები სამუდამოდ გაიყაროს. -ნეტავ ასე რატომ დასრულდა ყველაფერი. დასევდიანდა ქეთი. -შეიძლება თქვენ ერთმანთს დაშორდით,მაგრამ თავს დავდებ რომ ჩემ ძმაკაცს ისევ უყვარხარ და სულ ეყვარები -ქეთისაც უყვარს, მაგრამ მისი ღალატი ვერ აიტანა -ნეტავ გამაგებინა ეს ინტრიგები ვინ დახლართა, რომ ერთი მაგრად მივბეგვო,- დაიმუქრა ნიკა -დაბრუნებას როდის აპირებ? -მალე ეკა საავადმყოფოს დასრულებას დაველოდები. -იქ რომ დაბრუნდები რას აპირებ? -შურისძიებას... ყველაზე ვინც ჩემი და ალექსის სიყვარულს ხელი შეუშალა და ვინც ჩემზე ეს სისულეები მოიგონა.... გულში კარგად იცოდა ვისგან უნდა დაეწყო, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. *********** საღამოს ნანამ საზეიმო ვახშამი მოამზადა და ქეთის ახალი თანამდებობა აღნიშნეს, გვიანობამდე საუბრობდნენ. ცოტა სასმელიც დალიეს და ბედნიერად დაასრულეს დღე... მეორე დღეს მთელი ჟურნალ გაზეთები აჭრელებული იყო ქეთის ფოტოებით. წერდნენ როგორ გადაარჩინა ახალბედა, უცნობმა ექიმმა ცნობილი პარლამენტარის ქალიშვილი სიცოცხლეს. -ნუთუ ეს ჩემზე დაწერეს გიგა??-აღფრთოვანებული იყო ის. -კი შენზე დაწერეს, უკვე ცნობილიც ხარ ხედავ? -სასაიმოვნო შეგრძნებაა ეს აღიარებას ნიშნავს უკვე... მომდევნო დღიდან უკვე გოგონას ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. ის გონს მოვიდა და ჭრილობები ნელ-ნელა შუშდებოდა. -აბა ჩემი ყველაზე საყვარელი პაციენტი როგორაა? შენს გასასინჯად მოვედი -ექიმო ხომ გამოვჯანმრთელდები? -გპირდები ძალიან მალე ფეხზე გაივლი და მსოფლიო პოდიუმს დაიპყრობ. -თქვენ საიდან გაიგეთ ქეთი ექიმო? -დედაშენმა მითხრა. იცი ერთხელ მეც გავიარე პოდიუმზე. -მართლა? ვერ წარმომიდგენიხართ. -ხო. ხო მოხდა ერთხელ ასე -მოგეწონათ? -იცი რაღაცით გავს ჩემს პროფესიას, მაგრამ მთლად ბოლომდე არა. იქაც ისევე უნდა იარო პირდაპირ როგორც აქ და არასოდეს გადაუხვიო არჩეული გზიდან. -ხო თავიდან ძნელია, მაგრამ მერე ადვილად ეჩვევი ყველაფერს. -რომ გამოჯანმრთელდები ერთ კარგ ადამიანს გაგაცნობ. -ვის?-ინტერესით უსმენდა გოგონა და მოთმინებით იტანდა მტკივნეულ გამოკვლევებს -დიზაინერი ნანა ჯაფარიძე ხომ გაგაგია?პირადად ვიცნობ და ვთხოვ მის სამოდელო სააგენტოში აგიყვანოს. გოგონამ სიხარულიგან წამოიყვირა და ქეთის მოეხვია. -ოღონდ ერთი პირობით. ექთანს ნემსი გააკეთებინე. მან გაუღიმა და ხელი მიუშვირა ნემსის გასაკეთებლად.. ერთ თვეში ოპერაცია დაინიშნა. გიგაც და ქეთიც ძალიან ნერვიულობდნენ. უმნიშვნელო შეცდომა და შედეგი სავალალო იქნებოდა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ შედეგი საუკეთესო იყო. ახლა დარწმუნებულები იყვნენ რომ გოგონა აუცილებლად გაივლიდა, მანამდე კი ფიზიოთერაპიის რამდენიმე თვიანი კურსი დასჭირდებოდა..... ******************* კიდევ რამდენიმე თვე გავიდა. შუა ზაფხულის იყო. ერთი წელი გავიდა რაც მან და ალექსმა ერთმანეთი გაიცნეს. მათი სიყვარული ერთ წელს ითვლიდა. მერე რა რომ ერთად არ იყვნენ. ახლა ზუსტად იცოდა რომ არ დაქორწინებულა. ერთი წელი ეკას და თორნიკეს გაცნობიდან და მათი სიყავრულიდან. თუმცა არც თუ ისე სახარბიელო დასასრულით. ბოლო თვეები მითუმეტეს- თორნიკე არც კი ენახა. ახლა მონატრება ორივეს კლავდა და აგიჟებდათ. ეკას ეგონა რომ მომავალი გასართობი იპოვა და ქალთან ერთად იყო წასული. ცდილობდა დაევიწყებინა.... ერთი წელი ანას და ბაჩოს გაცნობიდან. მათი სიყვარულის დასაწყისიდან, რომელიც მალე დასასრულისკენ მიდიოდა ოღონდ ბედნიერი დასარულისკენ.... და ყვეალზე მთავარი ერთი წელი გავიდა თაკოს და გიორგის სიყვარულის დასაწყისიდან. რომელსაც საუცხოო დასარული ჰქონდა-ქორწინება და მათი სიყვარულის ნაყოფი-პატარა ბიჭუნა რომელიც რამდენიმე თვეში დაიბადებოდა.... რამდენი რამე მოხდა ამ ერთ წელში. რამდენი.... ეკას ზარმა გააღვიძა ქეთი. იმ დღეს ისვენებდა ამიტომ ძალიან გაუზარდა როცა მან უთხრა ქალაქში ვარ და შემხვდიო. -აქ მოდი სახლში -ნიკას ველოდები. -რა ხდებ? თქვენ რა ხშირად სტუმრობთ ქალაქს? -მოწყენის საშუალებას არ მაძლევს. სანამ შენ ჩამოხვალ. ასეთი ბიძაშვილი მყავს ცდილობს დეპრესიიდან გამომიყვანოს. -წამოიყვანე და მოდით ნანასთან ვარ. მეგობარს დაემშვიდობა და საწოლიდან წამოხტა . სააბაზანოში შევარდა.შხაპი გადაივლო. პირველივე რაც ხელში მოხვდა ამოიცვა და მეგობრებმაც დარეკეს კარზე ზარი. ნანა და გიგა ქალაქგარეთ იყვნენ წასულები მათესთან ერთად. გიგას შვებულება ჰქონდა და ის მარტო იყო სახლში. ერთმანეთის თბილი მოკითხვის შემდეგ მისაღებში მოთავსდნენ. -დღეს ლუდი დავლიოთ ხომ?ზაფხულია და ცივი ლუდი გვესიმაოვნება. -კარგი დავლიოთ. აბა მოიტანე,-წამოიძახა ნიკამ. უცებ გამოცალეს რამდენიმე ბოკალი. მერე სასმელმა თავის გაჭრა და გულახდილობის ხასიათზე დადგნენ. -იცი დღეს ერთი წელი გავიდა მათი გაცნობიდან.-თქვა ქეთიმ -ხოო ახლა გამახსენდა. დასაწყისი დასასრულზე კარგი იყო. -აბა ეხლა გეყოთ. თქვენ ცრემლიან თვალებს ვერ ავიტან -გვაცადე ნიკა რაა.ბოლომდე ამოვთქვათ ჩვენი გულისტკივილი. -მოკლედ ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ და არ გამაწყვეტინოთ. ყველაფერში დამნაშავეები თქვენ ხართ? -რა თქვი ნიკა? ჩვენ რატომ? -ხო ქეთი. ასეა და იმიტომ. ახლა ისეთ რაგაცეებ აეხდება ფარდა აზრზეც რომ ვერ მოხვალთ. დროა თქვენი სიმაყე ორივემ დაივიწყოთ. ერთხელაც არ დაფიქრებულხართ რატო მოხდა ეს ყველაფერი? შენ ქეთი აზრზეც არ ხარ ალექსს რა შეემთხვა. -რა შეემთხვა? რაა?გულაობდა ვიღაც გოგოსთან. -ახლა გამაბარაზებ. აზრზეც არ ხარ ალექსი ავღანეთში გაამგზვარეს დანაყოფთან ერთად სასწრაფოდ. მძევლები უნდა გამოეყვანათ. მაგრამ ეს ხაფანგი იყო და თვითონ ჩავარდა მძევლად ორ თანამებრძოლთან ერთად. დანარჩენები გამოაპარა და საკუთარ თავს სწირავდა. ერთ თვეზე მეტი არ ვიცოდით ბიჭებმა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მერე თორნიკე გამოიძახეს და ის წავიდა თავის ბიჭებთან ერთად რომ გაერკვია იქ რა მოხდა. მან გამოიყვანა ალექსი ერთ თვიანი ძებნის შემდეგ. მანამდე დაღუპული გვეგონა. ისეთ მდგომარეობაში იყო ვერც იცნობდით. ფეხზე ვერ დგებოდა. ძლივს გვცნობდა, სიკვდილს გადაურჩა და პიველი რაც მოინდომა შენთან დარეკვა იყო, შენ კი არც მოუსმინე. იცი რა დღეში ჩავარდა? მაშინ სიკვდილს ნატრობდა. საავდმყოფოში გაატარა ორი თვე თითქმის და არ ჰქონდა ძალა რომ სიცოცხლისთვის ებრძოლა. მითუმეტეს ვიღაცამ მასაც უთხრა შენზე ის სისულეები... როგორც კი გამოჯანმრთელდა ისევ უკან დაბრუნდა და აღარ აპირებს ჩამოსვლას. ქეთი გაოგნებული ისმენდა ამ ამბავს და ცრემლი სდიოდა, გულამსკვნილი ტიროდა. -შენ კი ქალბატონო. მიუბრუნდა ეკას. -რომ აბარლებ გოგოებთან ერთობოდაო ასე არ იყო. რომ იცოდე რამდენი რამე გააკეთა ალექსის დასახსნელად. ისიც კი არ იცოდი რომ საიდუმლო აგენტი იყო. ქალებთან რომ ხედავდი სპეციალურად აკეთებდა რომ არ შეგყვარებოდა და არ შეყვარებოდი, -მაგრამ შეგვიყვრდა. -ჰო შეგიყვარდათ, მაგრამ მერე იმიტომ დადიოდა ქალებთან რომ დაგვიწყებოდ შეგზიზღებოდა. შენ კი ათას სიბინძურეს აბრალებდი. შენ ისიც კი არ იცი პირველად რომ იჩხუბეთ რა დრეში იყო, მე ვამშვიდებდი. მეორე ჩხუბის მერე ავარიაში მოყვა, უკან გამოგეკიდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა ისიც. ერთად მკურნალობდნენ ჰოსპიტალში ორივე, თქვენ კი ამ დროს პოდიუმზე გამოდიოდით და გართობას არ იკლებდით. -სიმართლეს მეუბნები?-ახლა ეკა აჰყვა ქეთის.-რა სულელი ვარ, რა შტერი ვარ. როგორ ვერ მივხვდი. როგორ არ გავჩერდი მაშინ როცა გაჩერებას მთხოვდა. ხომ არაფერი მოუვიდოდა. რამე რომ დამართნოდა ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებდი. -ხოდა ახალ ორივე იყავით ასე. მათ თქვენი ბედნიერებისთვის თქვეს უარი თქვენზე.ელოდეთ როდის დაბრუნდდბეან რომ დალაპარაკება შეძლოთ ორივე გულამოსკვნილი ღრიალებდა და დაკარგულ სიყვარულს მისტიროდნენ. სიტუაცია თუ ასეთი იყო წარმოდგენათ არ ჰქონდათ..... რამდენიმე დღე ფიქრობდა ქეთი. სულ ნიკას სიტყვები ჩაესმოდა ყურში.მეტი აღარ შეეძლო აქ გაძლება. უნდა დაბრუნებულიყო, უნდა წასულიყო ქალაქში. იქ ყველაფერი მას ახსენებდა. საყვარელი ადგილის მონახულებით იქნებ ის მონატრება ცოტათი ჩაეხშო. საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა და ნელ-ნელა ფუნქციონირებას იწყებდა. ამისთვის მცოდნე მმართველი სჭირდებოდათ. სამინისტროში მივიდა და ამ ადგილზე დანიშვნა სთხოვა, მისი განცხადება მოულოდნელად დააკმაყოფილეს. სამსახურში განცხადება ადაწერა წასვლაზე და გაოგენებული დატოვა ყველა, გიგას ყველაზე მეტად არ უნდოდა მისი გაშვება. ნანას უფრო მეტად. ყველაზე ძალიან კი ნათლულის დატოვება გაუჭირდა. ბარგი ჩაალაგა ყველას დაემშვიდობა და ტაქსში ჩაჯდა და მობილურზე ნაცნობი ნომერი აკრიფა. -გისმენ ქეთი. -ვბრუნდები ეკა.. ჩასძახა ყურმილში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.