შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ტყუილით დავიწყეთ(6)


25-08-2016, 13:39
ნანახია 2 153

რეზის მივუახლოვდი ხელები კისერზე შემივაწყვე და ყელში ვაკიცე.
-ეს რისთვის?
-იკა გვიყურებს და ვითომ შენს მოთაფვლას ვცდილობ რა....ჩურჩულით ვუთხარი....ხო წამოხვალ მთაწმინდაზე?? იცოდე ბოლოჯერ გეკითხები მეტჯერ აღარ გკითხავ და ეხლაც თუ უარით გამისტუმრებ უშენოდ წავალთ!
-უჩემიდ არ წახვალ!
-ძალიან კარგადაც წავალ! არ მჭირდება ვინმეს ბრძანება რომ დავრჩე ან რატომ უნდა დავრჩე?
-ნიაკო ნერვებს მიშლი, მაგრამ ჯანდაბას წამოვალ გულს არ დაგწყვეტ.
-ირაკლი რომ არ გვიყურებდეს ენას ამოგაგლიჯავდი....მიხატული ღიმილით ვუთხარი და ისედაც აჩეჩილი თმები უარესად ავუჩეჩე.
-აბა რაო?
-წამოვა!
-ნიაკო მაიას როგორ ვუთხრა რომ ვშორდები?
-ამ....იმედია დღეს არ ეტყვი...იცი რა შეგიძლია გააკეთო ხვალე შენი ნივთების წამოსაღებად წადი და სიტუაცია აუხსენი. მოიცა როგორც ნიჭიერი მაიმუნი განახებ როგორ დაელაპარაკო....ბეჭებში გავიმართე და სერიოზული სახე მივიღე....მოკლედ ასე დაიწყე"მაია სალაპარაკო გვაქვს! მე და შენ დიდი ხანია ერთად ვართ. მიყვარხარ თანაც ძალიან, მაგრამ არა ისე როგორც უნდა მიყვარდე ამ ოთხ დღეში დავრწმუნდი რომ ის ძლოერი გრძნობა რომელიც შენთან მაკავშირებდა გაქრა....უბრალოდ ერთად ვეღარ ვიქნებით როგორც შეყვარებული...." მეტი სათქმელი არც არაგერია....ტაშს მიკრავდა და თეატრალურად იწმენდდა ცრემლს თვალიდან ღადაბდა ბიჭი ჩემ გამოსვლაზე.
-ბრავო მადმუაზელ ნია....რევერანსით დამემშვიდობა და აბაზანაში შებრძანდა.
-ამან დამცინოს და რა ნიჭი იკარგება.......რეზიმაც დამცინა.ჩაუცვამს ბიჭს.
-რაო? მსახიობობა მოგინდა?
-უიმე არა რას ლაპარაკობ ყველაზე საზიზღარი პროგესიააა....რატომო არ მკითხო რააა თი ძმა ხარ. სერიალებს თუბუყურებ ნანახი გექნება საშინელი სცენები....ამ საშინელ სცენებში ხომ იცი რასაც ვგულისხმობ?
-ხვევნა კოცნა პროჟვნას??
-დიახ!
-ნიაკო მომენტებში იცი რა საყვარელი შეგიძლია იყო და ზოგჯერ ისეთი საძაგელი ხარ მინდა ქათამივით წაგაცალო თავი.
-როგორ? და შენ იცი მე რა შემიძლია?...წარბ აწეულმა ვკითხე.
-კი ვიცი. ჩქმეტა საყვარელი აქტივობა, ნერვებზე თამაში საყვარელი პროფესია და ენა მწარეობა საყვარლეი ჰობი....
-საკმაოდ კარგად მიცნობთ ბატონო რეზო....
-რაო?? რეზოვო?? სიცოცხლე მოგბეზრდა??
-არა.რატომ მეკითხებ....სიტყვის დასრულება არ დამაცადა ეგრევე ჰაერში ამაგდო და რომ არ დავეჭორე დავებზლეყვებოდი ძირს და ვეღაც ამფხიკავდნენ იატაკიდან. სულ წიოკით დამიჭირა. ისე მაგრად მოვხვიე ხელები ისე რომ მემგონი გავგუდე..
-ნიაკო კარგად ხარ??
-სამშვიდობოს თუ ვარ კი კარგად ვარ...
-ბოთე. ასეთი მშიშარა თუ იყავი გეთქვა.
-მშიშარა არ ვარ მოულოდნელი იყო... კაი ხოო ნუ მიყურებ ეგეთი სახით მშიშარაც ვარ...ჩავუბურდღუნე ჩემთვის.
-რისი ეშინია ჩემ ბაჭიას?
-ბაჭია იქნება კბილებს რომ ჩამოგიღებ....რისი დააა სიბნელის, ობობის,თაგვის და მარტო შია ღამით დარჩენის....
-რამე დარჩა??
-კი სიმაღლის არ მეშინია და სხვა რავიცი აბა...
-მთავარია სიმაღლის არ გეშინია....
-ხო ვიცი...წავალ მე ჩავიცვამ და გავიდეთ მთაწმინდაზე. ხო ირაკლი რომ გამოვა დაიძახეთ, რომ არ შევეფეთო მის ნახევრად შიშველ სხეულს შენიც მეყოფა...
-რა იყო ჩემი კუნთები არ გევასა??
-არა ის არ მევასა ნახევრად შიშველი რომ ამეტუზე... ეხა გავივლი თი გზიდან ჩამომეცლები.
-მიბრძანდით....
ოთახში შევედი და რა ჩამეცვა არ ვიცოდი. ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამ მომენტს როცა გაქვს ბევრი ტანსაცმელი და არ იცი რა ჩაიცვა....თუმცა საბოლოოდ შავი მაღალწელიანი შორტები და მოკლე თეთრი მაიკა ჩავიცვი რომელსაც ჰქონდა წარწერა "beautiful girlfrend"...მიყვარს ეს მაიკა ლამაზი და სადააა ჩემსავით. რა საყვარელი ვარ ნუუუ...ფეხზე კედები ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, თმები გავიშალე და გარეთ გავედი.
-ამდენ ხანს რას აკეთებდი ირაკლიმაც კი დაგასწრო აბაზანიდან გამოსვლა და მომზადება....დაიწყო ბატონმა რეზიმ ბუზღუნი. რა ბუზღუნა რაა...
-ქალს ნუ აჩქარებ! ქავიდეთ??
-კიი და ლუსიც მოდის??
-ირაკლი უაზრო კითხვებს ნუ სვამ რათქმა უნდა მოდის მისი ძმაკაციც იქ იქნება და...
-ვინ ძმაკაცი?
-ლიზას ძაღლი ბუბუ.
-ააა გასაგებია.
სახლიდან გავედით და ლიზაც გამოვიდა.
-ჩემი გოგო როგორ მომენატრე ზუნზ.
-ნიააკოო მეც ძალიან მომენატრე.
-მოიცა მოიცა დაქალები მეზობლად ცხოვრობთ და ერთმანეთთან არ გადიხართ??
-აბა მითხარი შენ და რეზი დაგაპუროთ თუ დაქალთან გავიდე და დაგტოვოთ მშივრები??
-პირველი ვარიანტი მომწონს პირადად მე...თავი გამოყი რეზიმ.
-მეც...გაკრეჭილმა გამცა პასუხი ბატონმა ირაკლიმ.
-კარგით გვეყოო...არ წავიდეთ...მოუთმენლობისგან წამოიყვირა ლიზამ.
-ხო წავიდეთ....წინ გავვარდით მე, ლიზა, ბუბუ და ლუსი. უკან მოგვყვნენ რეზი და ირაკლი. გვეღირსა და უამრავი საცობის შემდეგ მივაღწიეთ მთაწმინდამდე.
-ურაააა მოვედიით...პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნაობა.
-აუუ წამო ამერიკულ მთებზე დავსხდეთ რაა...ატყდა ლიზა.
-აუ ხო რააა....მე რის ნია ვარ რომ არ ავყოლოდი...
-მე არ დავჯდები ძაღლებს ხომ უნდა მიხედის ვინმემ...
-აუუ კარგი რა ირაკლიი....საწყალი სახით შევხედე მაგრამ არ გაჭრა...
-არა ნიაკო არ მინდა რაა....არ მიყვარს ეგ ამერიკული მთები, პირველად რომ დავჯექი ინფარქტი დავირტყი....
-ოუუ კაი არ დაჯდე მაშინ...რეზი ხო დაჯდები?....წარბების თამაში დავიწყე აი ისე ნადირობის სეზონში რომ ბუგი აკეთებს...
-მე?? დავჯდები...
-კარგიი....ტაში შემოვცხე და
ატრაქციონისკენ წავედით..დავსხედით და მერე დამეწყო გულის პრანჭვები, მაგრამ გვერდით რეზი მეჯდა და წყნარად ვიყავი....
-ხომ არ გეშინია??
-ცოტა...
-ნუ გეშინია შენს გვერდით ვარ...ხელი ჩამკიდა და ატრაქციონიც დაიძრაა....ვაინე რო დავიწყე წივილ კივილი სანამ არ გაჩერდა არ გავჩუმებულვარ და რეზისთვის ხელიც არ გამიშვია. ძლივს ჩამომიღეს ატრაქციონიდან. ლიზა უკეთესად იყო. ექსტრიმზე აფრენს და მშიშარა არ არის. მეც მიყვარს ექსტრიმი და მშიშარაც ვარ...მერე ეშმაკის ბორბალზე დავსხედით სულ ყველა ძაღლებიც კი შევაპარეთ....მერე მანქანებზე და ბოლოს დაღლილები შადრევანთან სკამებზე დავსხედით.
-აუუ ლიზ ბიჭები რა იქნენ??
-არ ვიცი...აუუ ლიზზ იკას შეყვარებული ყავს??
-დაშორებას აპირებს...
-ააააა...გასაგებიაა...
-რა იყო გოგო მოგეწონა??
-აუ კიი ძააან საყვარელია.
-ხოო კარგი ბიჭია....ილოს ხომ არ შეუწუხებიხარ??
-არა საბედნიეროდ.შენ ქალბატონო რეზიზე რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა? კარგი ბიჭია, მაგრამ მე არ შემეფერება...
-ხოო აი არ შეგეფერება....ძაან მაგარი წყვილი ხართ.
-ოოო კარგი რაააა...აგე მოდიან და გირჩევნია გააჩუმი ენა.
მივიდნენ და ხელში ბამბის ნაყინები ეჭირათ. გავქანნდი და გამივგლიჯე ხელიდან.
-მადლობააა....ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი...გემრიელად ვჭამეთ და უკვე საშინლად დაღლილები ვიყავით...დრო ისე სწრაფად გავიდა რომ აი არ ვიცი...საათს რომ დავხედე უკვე ექვსი იყო.
-აუუ წავიდეთ რაა დავიღალეე....ავწუწუნდი მე..
-აუ წავიდეთ თორემ ეს დაგვკლავს სანამ არ წავალთ...
-ლიზას მივდებაა...წარბ აწეულმა გაბხედე.
-უი გესმის ჰიჰ...ვაიმეე რა მაიმუნი მყავს ეს ნუუ.
სახლში წავედით როგორც იქნა და გზაში მე მივითიშე. სახლამდე როგორ ვიმგზავრეთ არ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ვიღაცამ მანქანიდან რომ გადმომიყვანა და ხელში აყვანილი წამიყვანა. რბილ რაღაცაზე დამაწვინა სავარაუდოდ რეზიმ ამიყვანა ხელში და საწოლზე ვწევარ ახლა. უცბათ ვჭყიტე თვალები და არ შევმცდარვარ. წამოვიწიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
-მადლობა..
-როსთვოს??
-იმისთვის რომ დღეს მთაწმინდაზე წამოხვედი და დაუვიწყარი დღე მაჩუქეთ შენ,ლიზამ და ირაკლიმ.
-ააა არაფრის.
-რომელი საათია?
-ცხრა?
-რა არის ბიჭო ორი საათი ვიმგზავრეთ? მოგვიწია საცობში მოვხვდით ისევ.
-აააა...აუ გამივფხიზლდი.
-არაუშავს...ისევ დაგაძინებ.
-არა მადლობა.
-წამო მაშინ ყავა დავლიოთ და ნაყინი მივაყოლოთ...
-ყავას გააკეთებ??
-არა..
-მაშონ ნაყინს იყიდი?
-ეგ შემიძლია. ადე ეხა.
-კაი.
ავდექი და სამზარეულოში შევედი მე რეზი კიდევ მაღაზიაში ჩავიდა.
-ნიაკო..
-გისმენ იკაკო...
-ხვალე მივდივარ ნივთების წამოსაღებად და მაიასთან ურთიერთობის გასაწყვეტად...
-კაია, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ მაია არ გიყვარს?? უბრალოდ არ მი და იმიტომ დაშორდე რომ ჩვენს უმრავლესობას ის გოგო არ მოსწონს ხომ იცი რომ შენს გამო და შენი ბედნიერების გამო ყველაფერს მივითმენთ.
-ვიცი და ვაფასებ, მაგრამ ასიი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მაია არ მიყვარს...
-მაშინ ხვალე სახლში თავისდროზე მოდი და რა დაგახვედრო?
-ამ...არ ვიცი...პიცაააა..
-კარგიი...
ყავა უცბად გავაკეთე რეზიც მოვიდა ლიზაც გამოვიდა და ფილმს ვუყურეთ. რეზის გვერდით მივუჯექი და მივეხუტე, თავი კი მხარზე დავადე და ფილმის ყურება განვაგრძე....


აბა როგორ მიგწონთ? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება...მიყვარხართ ^_^ ^_^ <3



№1 სტუმარი mari

Magaria zhann <3

 


№2  offline წევრი nini :)

auuu dzaan magariaaaa liza da irakli iyvnen ertad, tan vatyob karga xans mouwevs nias rezis sheyvarebulis rolis tamashi, male dade shemdegi gtxoooov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent