შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლეს დაბრუნებული [ 3 ]


25-08-2016, 13:57
ნანახია 2 117

-ეგ პიჯაკი ცოტა დიდი ხო არა გაქ? (მე არ შევიმჩნიე , გზის გაგრძელებას ვაპირებდი,როცა ორივეს სიცილი შემომესმა და მათკენ მივტრიალდი)
-ჰო შეიძლება ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ანდრეს სურნელი ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ასე რომ ...
გავუღიმე, ჩემს სიტყვებზე ორივე გაჩუმდა და ორივემ გაიაზრა, რატომ მეცვა ეს პიჯაკი. მეტი აღარაფერი აღარ მითქვია და გზა გავაგრძელე... მართალია გულზე მომხვდა მისი სიტყვები, მაგრამ არ მწყენია, დარწმუნებული ვარ, რომ ეგ უცებ, გაუაზრებლად წამოროშა...
გზად ყვავილების მაღაზიაში შევიარე და თეთრი ვარდები ვიყიდე, თეთრი ვარდები ანდრეს საყვარელი ყვავილი იყო და სასაფლაოს გზას გავუყევი...
ანდრეს სურათთან ჩავიკეცე, ტირილი დავიწყე და ანდრეს სურათს დავუწყე ლაპარაკი
- ბოდიში სიყვარულო აქამდე, რომ ვერ მოვედი, მაგრამ ჩემი სურვილი არყოფილა ეგ ანდრე... უბრალოდ არშემეძლო, ჩვენი პატარასთვის საშიში იყო ჩემი ლოგინიდან ადგომა... მაპატიებ ხო? მჯერა რომ გამიგებ, აი თეთრი ვარდები მოგიტანე... შენ ხომ გიყვარდა თეთრი ვარდები. გახსოვს? რაც გამიცანი ერთი კვირაც არ გავიდოდა ისე ჩემთვის დიდი თეთრი ვარდების თაიგული არ მოგეტანა...მენატრები ანდრე... ძალიან მენატრები.... ერთი წამიც არ არის, რომ არ მენატრებოდე... ისევ მონატრება... ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი... იცი რა მსურს? შენთან ყოფნა.. . იცი რას ვგრძნობ? უაზრო და ტკივილიან მონატრებას..... იცი რა ვიცი? ის,რომ მიყვარხარ და მენატრები მუდამ!!! მენატრება შენი თბილი სიტყვები,შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა..... ძლივს ვსუნთქავ უშენოდ,რადგან შენ იყავი და ხარ ჩემი ჰაერი..... როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე,როგორ მტანჯავს და მღლის...... ყოველი წამი და წუთი საუკუნეა უშენოდ!!! გთხოვ მალე მოდი,დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი,რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან ერთად იქნები..... ახლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს,რომელიც უიმედოთ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება..............მენატრები ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია.... „მენატრები“ როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ,სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის,მას ასე ძალიან უნდა შენთან..... როგორ მჭირდები და მაკლიხარ....როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე,ვიღვიძებ ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას... შენ ერთადერთი არსება ხარ,ვისზეც ვოცნებობ და ვლოცულობ ასე..... მნიშვნელობა არა აქვს,სად იმყოფები ...... მიყვარხარ და სიკვდილამდე მეყვარებიი..... უზომოდ მენატრები... რატომ დამტოვე? ჩვენმა შვილმა სხვისგან რატომ უნდა გაიგოს თუ რა კარგი მამიკო ყავდა? გახსოვს რომ ამბობდი ჩვენი შვილი ბიჭი თუიქნება მამიკომ უნდა ასწავლოს ფეხბურთის თამაშიო? ვიცი, რომ გახსოვს... დამიბრუნდი რაა ... ახალი წელი მოდის ყველა ბედნიერია, მე - უშენოდ... მჭირდები ანდრე ... შენი რჩევები მჭირდება, ჩვენ პატარას ჭირდები.. უფალმა რატომ გამიმეტა მარტოობისთვის? ყველა ჩემს გვერდითაა და მაინც მარტო ვარ, შენნაირი არავინ არ არი ანდრე...
სახლში თვალებ დაწითლებული დავბრუნდი, ბიჭები ისევ ოთახში იყვნენ... ალექსმა რაღაცის თქმა დააპირამაგრამ მათთან ლაპარაკის თავი არ მქონდა და გავაჩერე
-ეხლა არა ძალიან გთხოვ
მეტი არაფერი მითქვია და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი.
ის ის იყო ტანსაცმელი უნდა გამომეცვალა, რომ ოთახში დადა შემოვიდა, მისი აქ დანახვა ძალიან გამიკვირდა და გაკვირვებული თვალებით შევხედე
-ანასტასია უნდა დაგელაპარაკო
-გისმენ
-დილანდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, მე უბრალოდ ... (აღარ გავაგრძელებინე)
-არაფერია დადა არ მწყენია, შენ ხომ არ იცოდი (გავუღიმე, მაგრამ ცოტა თუ მიხვდებოდა რამხელა ტკივილი იყო ამ ღიმილის უკან)
-უბრალოდ მართლა ცუდად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ბოდიში (ის ის იყო კარებში უნდა გასულიყო რო მოტრიალდა) ჰოო ალექსანდრემ ჩამოვიდეს და ისაუზმოსო
გამიღიმა და ოთახი დატოვა, მეც გამოვიცვალე ქვევით ჩავედი და სამზარეულოში გავედი, ბიჭებიც იქ იყვნენ, მე გავუღიმე ვითომც არაფერი მომხდარა და უცებ გამახსენდა, რომ მთელი დილაა რაღაც მინდა, მაგრამ რამინდა? ვაშლი? არა არა... ნაყინი? არა არც ნაყინი არ მინდა... ტელეფონი ავიღე და იას დავურეკე
-ოჰო ჩემ მზეთუნახავს გავახსენდი, რაო ხო მშვიდობა გვაქო (გაეცინა იას)
-კი როგორ არა უბრალოდ არ გინდა, რომ მოხვიდე? (ეშმაკურად ვკითხე)
-გოგო მთელი ორი კვირაა მანდ ვარ, ლამის სახლის წილი მოგთხოვოთ უკვე
-ოო კაი რაა (მიხვდა, რომ ბუზღუნის დაწყებას ვაპირებდი და გამაჩერა)
-ჰო .. კაი კაი .. ეხლა არ დაიწყო, ჩავიცვამ და 15-20 წუთში მანდ ვარ, წამოგიღო რამე? (მიმიხვდა ჩანაფიქრს და გაეცინა)
-მმ... კი მარწყვი მინდა საოცრად (ამ დროს ალექსმა ჩაახველა გავხედე და ნაწყენი სახე ქონდა)
-კარგი ღიპუცა, წამოგიღებ
იას გავუთიშე და ალექსს მივუბრუნდი
-მოხდა რამე?
-ტასო ეგრე რატომ იქცევი? (აშკარად ნაწყენი იყო)
-როგორ ვიქცევი? (გამიკვირდა)
-რატომ არ მითხარი მარწყვი თუ გინდოდა?
-რამნიშვნელობა აქვს შენ მომიტან მარწყვს თუ ია? ია მოსვლას აპირებს და წამომიღებს თან, რაარის მაგაში საწყენი (დადა ჩუმად იყო და გვისმენდა)
-არა ტასო არა (ხმას აუწია) შენ სპეციალურად დაურეკე იას იმისთვის, რომ თუ მოდიოდა მარწყვი წამოეღო, მე კიდე არ მინდა ეგრე, რომ იყოს გესმის? ეგ ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებ ჩემი ძმიშვილია, მამამისი სამწუხაროდ მის გვერდით ვეღარ არის და მე მინდა, რომ ჩემს ძმიშვილზე ვიზრუნო, არ მინდა, რომ ჩემი გერიდებოდეს გაიგე? არ მინდა, რომ რამე რომ მოგინდება თუნდაც შუაღამე იყოს სხვას თხოვო მისი მოტანა ...
ალექს დამთავრება აღარ ვაცადე, მასთან მივედი და ჩავეხუტე, თვითონაც მომხვია ხელები და არაფერი აღარ უთქვამს
-დამპირდი, რომ ეგრე აღარ მოიქცევი კარგი? (ჩუმად მკითხა) მპირდები?
-გპირდები
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ალექსანდრეს მოვშორდი, ტელეფონს დავხედე და უცხო ნომერი იყო
-გისმენთ
-ანასტასია ბებია შენა ხარ? (ამ დროს რა დამემართა? ბედნიერებისგან აღარვიცოდი რა მექნა, ხო ეს ჩემი ბებო იყო. ბებო, რომელიც მთელ სამყაროს მერჩივნა)
-ბ..ბებო შენ ხარ? (დაბნეულმა თან გახარებულმა ვკითხე)
-ხო ბებია, ძლივს გევიგე შენი ნომერი, რაფერ ხარ ჩემო ანგელოზივით ბაღანა. რამდენი ხანია ვცდილობ დაგიკავშირდე და სასიკტილე დედაშენმა და მამაშენმა არმაღირსეს შენი ნომერი
-ბე როგორ გამახარე ნეტა იცოდე (ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე ბიჭები ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა, როგორ ჩანს არ იცოდნენ ჩემი მშობლების აზრი ჩემი და ანდრეს ქორწინებაზე.. მივიხედე და როგორც ჩანს იაც მოსულიყო უკვე)
-ჩამოი ბებია მე და ბაბუაშენი შენ გელოდებით. მოკიდე მაგ შენ ქმარს ხელი და მოით აქანე, აბა გაბედონ და რამე თქვან ლიამ და თამაზიმ... (როგორც ჩანს ბებომ ანდრეს ამბავი არ იცის და ამაზე უფრო ავტირდი) მოგვენატრე ბებია ნუუყურებ შენ მაგენს (ჩემი მშობლები იგულისხმა) ჩამოი შენ ჩემთან, აქანე იყავი არაფერს არ მოგაკლებს შენი ბებია (ხმაზე ეტყობოდა, რომ ტირილის დაწყებას აპირებდა მაგრამ, როგორც ჩანს ჩემი ტირილი გაიგონა) დედა ბებია არ გამაგიჟო ტირიხარ? რაგატირებს ქალო .. გენაცვალოს შენი ბებო შენი ცრემლები არ დამანახო აქანა რო მოხვალთ გვრიტებივით უნდა გამყოფოთ შენ და შენი ქმარი, აბა რაფერ ბებია
უკვე აღარ შემეძლო და ტელეფონი იას მივეცი, მე იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ჩემთან კი ალექსი მოვიდა და ჩამეხუტა
-ჩუუ... დაწყნარდი რა ნუ ტირი ძალიან გთხოვ (თან მეხუტებოდა, თან მელაპარაკებოდა)
***იაკო***
უცებ ვერ მივხვდი ანასტასიამ ტელეფონი რატომ მომაწოდა, მაგრამ არ დავიბენი
-გამარჯობა თინა ბებო როგორ ხარ? (ვეცადე რაც შემეძლო მხიარულად მეპასუხა)
-დედა რომელი ხარ ბებია, ვერ გიცანი ხმაზე უცებ (გაეცინა თინა ბებოს)
-იაკო ვარ თინა ბებო ტასოს მეგობარი
-ვაიმე გენაცვალოს თინა ბებო შენ, რავა ვერ გიცანი ქალო ჩემხელში გაზრდილი ხარ მარა რაცხა უცებ ხმა ვერმივამსგავსე ხოარ გეწყინა?
-არა არა თინა ბებო რასამბობ... რაშვებით როგორახართ ? (დავიბენი აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა)
-რავიცი ბებია ახლა ვეუბნებოდი ანასტასიას, რო ჩამოდით აქანა ჩემთან თქო, ხოდა გამოყევი ბებია მაგენს შენც აუცილებლად
-ჰო.. ჰო თინა ბებო აუცილებლად (სულ ავირიე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა)
-ბებია წეღან ბაღანას ვერ ვკითხე მაინც გული არ ვატკინო თქვა და რავარი ბიჭია ჩვენი სიძე? ხომუვლის ჩემ ბაღანას? სურათები კი ვნახე ნენა ანგელოზივით ბიჭია, ადრე მანახებდა ტასიკო სანამ გაყობოდა
ეს სიტყვები გულზე ეკალივით მომედო, როგორც ჩანს თინა ბებომ ანდრეს ამბავი არ იცის, ანასტასიამ კი არაფერი არ უთხრა გული, რომ არ ტკენოდა... ანასტასიას გავხედე და ძალიან ცუდად იყო ცრემლებს ვერ იკავებდა
-კი კი თინა ბებო ძალიან კარგი ბიჭია, ანასტასიასაც უვლის (ვერც მივხვდი, როგორ შევძელი ამის თქმა) თინა ბებო ეხლა გავალ ტელეფონი დამჯდარია ითიშება და როგორც კი დატენის დაგირეკავს ანასტასია კარგი?
-კარგი ბებია რახან გევიგე მისი ხმა დავმშვიდდები აწი, რაცხა აი ბოლო ხანია გული ცუდს მიგრძნობს და ავაწრიალე ყველა ნომრის გასაგებად... კაი ბებია ჭკუით იყავით და ქიმიხედე აწი შენთავსაც (გაეცინა თინა ბებოს)
-კარგი თინა ბებო მიყვარხართ ძალიან
-მეც გენაცვალოს შენ თინა ბებომ
თინა ბებოს გავუთიშე და ეგრევე ანასტასიას გავხედე, ალექსი წყალის მოსატანად ამდგარიყო... მე მივედი და ანასტასიას ჩავეხუტე
-ჩემო გოგო... როგორი ძლიერი ხარ რამდენს უძლებ (ჩუმად ჩავჩურჩულე, ალექსანდრე მოვიდა ანასტასიასთან დაიხარა)
-დალიე ტას გამომართვი
ტასომ წყალი გამოართვა და ცოტა მოსვა...
***დადა***
პირველად ანასტასია, რომ ვნახე მაშინვე მოვიხიბლე მისით, ის საოცრად ლამაზი და უბრალო გოგოა... მერე ზუსტად 2 კვირა თვალიც არ მომიკრავს მისთვის, დღეს დილას კი ორი კვირის შემდეგ ანასტასია შავებში, რომ დავინახე გული მომიკვდა... ჩემი დაუფიქრებლობით მასაც ვატკინე გული, და ისე წავიდა სადღაც... რომ დაბრუნდა თვალები სულ დაწითლებული ქონდა, ეხლა კი ამ მდგომარეობაში რომ ვუყურებ ლამის სუნთქვა შემეკრას... გუშინ არვიცი რატომ მაგრამ facebook ზე მოვძებნე ანასტასია, მისი 4 თვის უკანდელი სურათები, რომ ვნახე გავოცდი როგორ შეიძლება ადამიანი 4 თვეში ასე შეიცვალოს... მაგრამ რაც არ უნდა ვუარყო ის უდაოდ ლამაზია, როგორც 4 თვის წინ ისევე დღესაც ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent