შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლეს დაბრუნებული [ 2 ]


24-08-2016, 14:39
ნანახია 2 256

-იმედია ყველა ჩემს დანახვაზე, საავადმყოფო-საავადმყოფო სირბილი არდამჭირდება ექიმის მოსაძებნად
გამიღიმა და ბალიში გამისწორა, სურნელიც ანდრესნაირი ჰქონდა...
-ჰოო ისა... უკაცრავად ... მე არ მინდოდა
დავიბენი, შემრცხვა და თავი ჩავხარე, ჩემს დაბნევაზე ალექსანდრეს გაეცინა...
- კარგი ხო რაიყო ვიხუმრე, მე ალექსანდრე ვარ შენი მაზლი
ისე სასაცილოდ თქვა გამეცინა და მეც მას მივბაძე
-მე ანასტასია ვარ შენი რძალი
-ოჰო რა ლამაზი ღიმილი ჰქონია რძალუკას ნახე
ისევ გაიცინა და ეხლა დავაკვირდი, არა აშკარად ეს ბიჭი ანდრეს ძალიან ჰგავს, მაგრამ ჩემი ანდრე მაინც სხვა იყო.. ის , ის მთელი ჩემი სამყარო იყო ... წამოდგომა მინდოდა მაგრამ ალექსმა შემაჩერა
-აპაპაპაპ, შეჩერდი მეგობარო არცკი გაბედო წამოწევა, ექიმმა თქვა, რომ ორიკვირა უნდა იწვეს თქვენი აღმატებულება
ისეთი სასაცილო იყო სიცილი ვერ შევიკავე ამ დროს ოთახში თამარი შემოვიდა, ხელში ჩემთვის განკუთვნილი ვახშამი ეკავა და გვერდით მაგიდაზე დამიდო
-დე დამავიწყდა თქმა დადა ჩამოდის და ცოტახანი ჩვენთან იცხოვრებს
თამარს გახედა ალექსანდრემ
-ჩამოვიდეს შვილო რა პრობლემაა, თუ უნდა სულ აქ დარჩეს იმხელა სახლია არანაირი პრობლლემა არ შეიქმნება, როდის ჩამოდის?
-ხვალ აქ იქნება
-ხვალ? მერე არ უნდა გეთქვა შე ოხერო აქამდე? მოვამზადებდი რამეს. წავედი ეხლა მე საქმეს მივხედავ და შენც წამოდი დაისვენოს ცოტა ბავშვმა
თამარმა ალექსანდრე გაიყვანა და მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან, გვერდით ანდრეს სურათი მედო ავიღე და სურათს ვაკოცე, და ჩუმად დავუწყე სურათს ლაპარაკი, თანდათან ცრემლები მომდიოდა
"ანდრე ასე რატომ გამიმეტე? ხომ მეუბნებოდი, რომ არასოდეს მატკენდი, იცი როგორ მჭირდები? გახსოვს როგორ ვგეგმავდით ჩვენს მომავალს? იქ ყველაფერი იდეალურად იყო და შენც ჩემთან იყავი... ჩვენი შვილი მაინც არ გეცოდება? უმამოდ უნდა გაიზარდოს, ვინც არ უნდა ეცადოს მას მამას ვერავინ შეუცლის, ალექსანდრე საოცრად გგავს, მაგრამ ისიც ვერ შეძლებს ჩვენს შვილს მამის სითბო აგრძნობინოს... რასარდავთმობდი ეხლა 10 წუთით მაინც, რომ მენახე... მენატრები ანდრე, საოცრად მენატრები... დავდივარ და ყველაში და ყველაფერში შენს მსგავს ვეძებ... განა უცხოს და არარსებულს ვეძებ? არა უბრალოდ შენ გეძებ მინდა, რომ ისევ ჩემთან იყო. მინდა, რომ ისევ ტასიკელა დამიძახო და მე ისევ გაგებუტო ჩემი "შელამაზებული" სახელის გამო.... შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის... დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ... მაგრამ მენატრები და რა ვქნა?! დაუფიქრებლად რომ დავფიქრდები უშენოდ ცხოვრებაზე "მერე რა, დრო ყველაფრის მკურნალია და მივეჩვევი უიმისობასაც" თქო... მაგრამ, რომ დავფიქრდები ამ დაფიქრებაზე, მერე მეშინია... უშენობის! მე აწი რა უნდა ვქნა უშენოდ? უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ... გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა... ჯერ ვერ ვიაზრებ იცი? ვერ ვიზრებ, რომ აღარასოდეს არ დაბრუნდები, ხან მგონია, რომ მივლინებაში ხარ და მაშინაც კი როდესაც ყველა სხლში ვართ და კარზე ზარის ხმა არის, მგონია რომ შენ მოხვედი, მაგრამ როცა სხვა შემოდის უცებ ვეფეთები მწარე რეალობას, და ვიაზრებ უშენობას... მენატრები ანდრე, დამიბრუნდი რაა"
ცრემლებს უკვე ვეღარ ვიკავებდი, როცა ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ტელეონს დავხედე ია იყო, ცრემლები შევიმშრალე და ვუპასუხე
-როგორ არის ჩემი გოგო?
როგორც ყოველთვის მხიარულ განწყობაზე იყო ია
-რავიცი, როგორც ეს ბოლო პერიოდი ისევ ისე, შენ რაშვები?
-რავიცი გოგო მომენატრე, როდის უნდა გნახო?
ია ყოველთვის ცდილობს გამამხიარულოს და ანდრე არ მიხსენოს
-ხვალ გამოდი აქ კარგი?
-შენ არ წამოხვალ?
-არა 2 კვირა წოლითი რეჟიმი მაქვს ასე რომ ...
-ასე რომ 2 კვირა არმოგშორდები გვერდიდან (გაეცინა) უი გოგო მართლა დედაშენს ველაპარაკე
-ჰოო? რაო მერე? (ირონიულად ჩამეცინა)
-კარგი რაა ტას, შენთან დალაპარაკება უნდა
-ეხლა ია? ეხლა როცა ანდრე აღარ მყავს? ბედნიერია? ეგ არ უნდოდათ თამაზსაც და მასაც?
-კარგი რა ტას, რატო ამბობ ეგრე, რაცარუნდა იყოს მაინც დედაა
-მაშინ არ იყო დედა, როცა მამაჩემისთვის ჩემს საკეთილდღეოდ ერთი სიტყვაც არ უთქვამს? ყველასგან ველოდი მსგავს საქციელს გარდა დედაჩემისა... ადამიანი როგორ უნდა იყო ასეთი გულქვა, რომ უარყო საკუთარი შვილი, მხოლოდ იმის გამო რომ ანდრეს გავყევი და არა მათ რჩეულს.. მაშინ როცა მამაჩემმა მითხრა რომ თუ ანდრეს გავყვებოდი მათთვის მკვდარი ვიყავი, დედაჩემს ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია ჩემს საკეთილდღეოდ ... ეხლა გავახსენდი არა? შენგგონია ანდრე ცოცხალი რო იყოს მაინც მოუნდებოდა ჩემთან დალაპარაკება? არა ია უბრალოდ ვეცოდები გაიგე?... დავამთავროთ მაიაზე საუბარი... ჩემი ოჯახი მხოლოდ ანდრეს მშობლებია, მათ სრულიად უცხო ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი შვილი, ... დავამთავროთ ამ თემაზე საუბარი, და გთხოვ მათზე ხვალ რომ მოხვალ არ დამელაპარაკო კარგი?
-კარგი, ტას დაწყნარდი გთხოვ... ვსიოო აღარ ვეხები მაგ თემას და არ ინერვიულო რა. მე უბრალოდ მისი ნათქვამი გადმოგეცი
როგორც ჩანს დიდხანს მეძინა, დილას იამ გამაღვიძა ბუზღუნით
-არა რა სტუმარს ესე უნდა ხვდებოდე? რას მეპატიჟებოდი თუ დაძინებული უნდა დამხვედროდი
გამომხედა ვითომ გაბრაზებულმა
-აუ კარგი რა ია რა გინდა, რანაირი სტუმარი ხარ, არ იცი ალიონში, რომ არ უნდა დაადგე ადამიანს? (ავბუზღუნდი მეც)
-აჰა ანუ ეგრე ხომ? (გამიბრაზდა მოჩვენებით)
-ოო კაი კაი, მოდი გაკოცო მომენატრე (წამოვიწიე და იას ჩავეხუტე)
-მეც მომენატრე ჩემო გოგო ... უი ხო რამაინტერესებს ქვევით რო ზე სიმპაწიური ბიჭია ვინ არის? (თვალებში ჭინკებმა გაუელვა იას)
-ანდრეს ძმაა, როგორ ძალიან გავს არა? (მოწყენილმა ავხედე)
-არა კი ნამდვილად ძალიან სიმპატიურია, მაგრამ სად ანდრე და სად ეგ ბიჭი.. ტას ხო ნამდვილად კარგად ხარ? (შეშინებულმა მკითხა)
-რა არ გავს გოგო გაგიჟდი თუ მე გინდა გამაგიჟო (სიმწრით გამეცინა) უფრო მეტად მსგავსება შეუძლებელია
ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა, ლანგრით ხელში
-დილამშვიდობისა რძალო, დედამთილმა "პასილკა" გამოგიგზავნა თუ არ მიირთმევს სუ ძალით აჭამეო (გაეცინა და იას გახედა) ოჰო რძალი მარტო არ ყოფილა, გამარჯობა მე ალექსანდრე
ლანგარი გვერდით დადო და იას მიესალმა, იას გავხედე და როგორც ჩანს ძალიან დაბნეული იყო, ჯერ ალექსანდრეს გახედა მერე ანდრეს სურათს, მერე ისევ ალექსანდრეს
-შენ ... შენ (დაიბნა ია)
-მე ალექსანდრე ვარ (დაბნევის მიზეზს მიუხვდა ალექსანდრე) ანდრეს ტყუპი
-რა საოცარი მსგავსებაა (ჯერ კიდევ შოკში იყო ია) უი ... ხო .. ბოდიში, მე ია ვარ გვანცას მეგობარი
-ია ია.... ხელს ხო არ გიშლით გოგონებო?
-არა, არა რა სისულელეა იყავი (გამეღიმა ალექსის ქცევაზე)
-ნუ ეხლა, რომც გიშლიდეთ არაუშავს, სანამ ბოლომდე არ შეჭამ ოთახიდან ფეხის გამდგმელი არავარ (პატარა ბავშვივით გამოუვიდა და გაეცინა)
ია ჯერ კიდევ "დაბნეულგაოცებული" თვალებით უყურებდა ალექსანდრეს, ამ დროს ალექსის ტელეფონმა დარეკა
-ჰო დადა... შენი ოთახის გვერდით ოთახში ვარ შემოდი აქ .... ჰო მიდი ...
ტელეფონი გათიშა და ჩვენ მოგვიბრუნდა
-ჩემი მეგობარი შემოვა ეხლა და გაგაცნობთ
უცებ დავიხედე პიჟამოთ ხო არ ვარ მეთქი, მაგრამ გამახსენდა გუშინ ფიქრისგან დაღლილს ტანსაცმლიანად, რომ ჩამეძინა და დავმშვიდდი...ალექსანდრეს, რომ ვაკვირდებოდი თანდათან ვხვდებოდი, რომ ალექსი და ანდრე ფიზიკურად გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად... ხასიათები და ქცევები რადიკალურად განსხვავებული აქვთ..
-ხედავ ია? არ გვისმენს შენი დაქალი (ვითომ გაბრაზებით გამომხედა ალექსმა)
-ბოდიში ჩავფიქრდი, რას ამბობდით? (თავი ავწიე და თვალში მესამე პიროვნება მომხვდა, რომელსაც აშკარად არ ვიცნობდი... როგორც ჩანს ფიქრში ისე გავერთე ალექსის მეგობრის შემოსვლა არ გამიგია, ჯერ მას გავხედე შემდეგ ისევ ალექსს)
-რას და დადას გაცნობდი, გაიცანით ეს დადაა ჩემი "ტრუსიკის მეგობარი" (გაეცინა) ეს კიდე ჩემი ლამაზი რძალი და მისი ლამაზი მეგობარია ანასტასია და თუ არ ვცდები ია ხო? (იას გახედა)
-დიახ (დაიმორცხვა იამ)
-სასიამოვნოა (ჯერ იას გახედა დადამ გაღიმებულმა და მერე მე)
-ჩემთვისაც (ერთად ვთქვით ორივემმ)
-ჰე, ჰე მიდი უცებ ჭამე ეხლა, მე და დადა საქმეზე გავდივართ და ბოლომდე ჭამე ეგ გაიგე?
-გავიგე, ხოო გავიგე (გამეცინა)
-დროებით (თქვა ალექსანდრემ, მე და იას გადმოგვხედა და ოთახიდან გავიდნენ)
-ეხლა მივხვდი, რაში ყოფლა საქმე (გაეცინა იას, მე გაკვირვებულმა გავხედე) მე თურმე დადაზე გელაპარაკებოდი, შენ კიდე ალექსზე... მართლაც რა საოცრად გავს ანდრეს, გაოცებული ვარ
-შენ მე უნდა გენახე პირველად ალექსანდრე, რომ ვნახე ... იცი როგორ მიჭირს მის გარეშე? ძალიან მაკლია ანდრე (ცრემლი მომადგა თვალზე)
-კარგი ეხლა რა ტასიკ, მესმის მაგრამ აარ იტირო რაა, ბავშვზე მაინც იფიქრე შენი ნერვიულობით მას დიდ ზიანს მიაყენებ.
- მართალი ხარ (ცრემლი შევიმშრალე) სხვა შენკენ რახდება მომიყევი აბა
-რავიცი ტას რა გითხრა, გაბრიელს ვერაფერს ვუხერხებ, ცოლი ხო მოიყვანა ჩემგან რაღა უნდა ვერ ვხვდები
-რავიცი აბა, ისე რაც მართალია ანუკა ცუდი გოგო ნამდვილად არარის
-ხოდა მეც ეგ მკლავს ტას, ხან იცი როგორ ძალიან მინდა ანუკა და გაბრიელი შესაფერისები არ იყვნენ... მეუბნება, რომ ანუკას გაშორდება და ცოლად მომიყვანს, მაგრამ არ მინდა... სხვის უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას ვერ ავაგებ, თან თითქოს გამიქრა გაბრიელის მიმართ ყველა გრძნობა... არვიცი დაბნეული ვარ
-ჩემი პატარა... მოდი ჩაგეხუტო
ია გვერდით მომიწვა, საუზმე ერთად მივირთვით და ცოტახანში ლაპარაკით დაღლილებს დაგვეძინა კიდეც ...
*** 2 კვირის შემდეგ***
როგორც იქნა გავიდა ორი კვირაც და ავდექი ლოგინიდან ... ამ ორი კვირის განმავლობაში არაფერი საინტერესო არ მომხდარა. ია თითქმის სულ ჩემთან იყო გვერდიდან არ მშორდებოდა. ალექსი, თამარი და ნიკო არაფერს არ მაკლებდნენ, დადა კი იმ დღის შემდეგ ერთხელაც აღარ შემოსულა ჩემს ოთახში ....
როგორც კი გათენდა და გავიაზრე, რომ უკვე ადგომა შემეძლო სასაფლაოზე წასასვლელად მოვემზადე, პირველრიგში ხელზე ანდრეს საათი გავიკეთე, რაც გარდაიცვალა ერთი დღე არ გასულა ეს საათი ხელზე, რომ არ მქონოდა... ამითი რას ვშვებოდი? არვიცი ალბათ არც არაფერს უბრალოდ ასე ანდრეს ჩემთან ყოფნას ვგრძნობდი, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან მამშვიდებდა... გრძელი შავი კაბა ჩავიცვი, გარეთ ცოტა სუსხი იყო, ამიტომ ანდრეს პიჯაკი მოვიცვი და ქვევით ჩავედი

სიცოცხლეს დაბრუნებული [ 2 ]


ქვევით ჩასულს სამყოფ ოთახში ალექსანდრე და დადა დამხვდა, როგორც ჩანს ნიკოლოზი და თამარი ადრიანად წავიდნენ სამსახურში
-დილამშვიდობისა (მივესალმე ყველას)
-დილამშვიდობის... მიდიხარ სადმე ? (მკითხა ალექსმა, დადამ მხოლოდ თავის დაკვრით მომესალმა)
-კი ცოტახნით გავდივარ და მალე დავბრუნდები
-გაგიყვანო მანქანით ?
-არა მადლობა, იმდენი ხანი ვიწექი ფეხით გავლა ნამდვილად არ მაწყენდა
გამეცინა და უკვე კარებში უნდა გავსულიყავი, როცა დადას ხმა შემომესმა
-ეგ პიჯაკი ცოტა დიდი ხო არა გაქ? (მე არ შევიმჩნიე , გზის გაგრძელებას ვაპირებდი,როცა ორივეს სიცილი შემომესმა)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent