შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მესამე ნაწილი)


25-08-2016, 18:20
ავტორი lisebeth
ნანახია 3 976

ლილი განმარტოებითთიდგა. მისი კლასელები მშვენივრად ერთობოდნენ . ვიკას მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკა როცა საჩუქარი გადასცა. პატარა შოკოლადის შადრევანს ვაშლი შეაშველა. იფიქრა ამით მაინც გავერთობიო და პირველსავე ცდაზე კაბაზე გადაისხა. ახლა უკვე ცხვირმოუხოცავი ბავშვივითაც გამოიყურებოდა საჭმელი ჯერ კიდევ პირიდან რომ უარდება. სახლისკე წავიდა და თან გზად ვიღაცას ჰკითხა სააბაზანო სად არისო. სახლი იმხელა იყო იდეაშიც , რომ ვერ წარმოიდგენდადა. დერეფნის ბოლოს პატარა კარი შეამჩნია და ალბათ ისააო გაიფიქრა. ახლოს მისვლისთანავე გაიგო შიგნიდან ხმები.
-მამაშენი მოგკლავს თუ გაიგო -გაჩუმდი. ჯერ არ გაუგია. ვერც მიხვდა...
-არ უნდა გეჩუქებინა მამაშენის საათი ნიკუშასთვის. გამოიდე რა თავი. გეთხოვა ფული და გეყიდა ახალი.
-მაშინ მაგდენირომ მეფიქრა მაგას კი არ ვიზამდი.
ლილიმ მაშინვე ის გაიფიქრა სხვისი საუბრის მოსმენა უზედელობააო. და უკან მობრუნდა მაგრამ პატარა მაგიდას წამოედო და ლამის ძირს გაიშოტა. ხმაურზე ვიკა და მისი დაქალი გარეთ გამოცვივდნენ
-შეენ? გვისმენდი. მარტო იდიოტი კია რა ჭორიკანაც ყოფილხარ- თვალები დააბრიალა წაბლისფერთმიანმა რომელსაც ნიას ეძახდნენ.
-რა გაიგონე? - ახლა ვიკა გაკაპასდა
- არაფერი მე უბრალოდ სააბაზანოს ვეძებდი.
-თუ ყურს გვიგდებდი?
-არა ნია რას ამბობ.
-იცოდე არავისთან წამოგცდეს რაც ახლა გაიგონე თორემ განანებ.- საჩვენებელი თითი დაუტრიალა ცხვირწინ ვიკამ
- გითხარით არაფერი გამიგია-მეთქი. თქვენ რა დაყრუვდით?
-ყრუ თვითონ ხარ. როგორ გველაპარაკები ჭორიკანა?
- აქ რა ხდება საყვარელო? - დერეფანში ძიძა გამოჩნდა
-არაფერია ძიძა ზოგიერთ სულელს ადგილი მივუჩინე.- ცხვირი აიბზუა ვიკამ
-დაწყნარდი საყვარელო ხომ იცი დედაშენს სკანდალები არ უყვარს. სახლში ბევრი სტუმარია
-სამწუხაროდ ქალბატონი ვიკა თავისი თავის გარდა ვერავის ხდავს. არამგონია სტუმრები შეემჩნია- ცინიკურადვე დაუბრუნა პასუხი ლილიმ და იქაურობას გასცილდა.
ტელეფონი უკვე ხელში ეჭირა ტაქსისთან დასარეკად.
- შენ რა გგონია ჩემს საკუთარ სახლში შეურაცხოფას მომაყენებ და მერე ასე უბბრალოდ წახვალ ? - წამოეწია ვიკა და ძალით მოაბრუნა უკან
-ვიკა გეყოფა დაწყნარდი თორემ დედაშენი მართლა გააფრენს-კბილებში გამოსცრა ნიამ
-ხელი გამიშვი. ერთი ჩვეულებრივი თავხედი და კუდაბზიკა ხარ.
სწრაფად ჩამოირბინა კიბეები გოგონამ და კარისკენ გაიქცა , მაგრამ ის იყო ბოლო საფეხურზე ჩამოვიდა ვიღაცამ ლამის ზედ გადაუარა. მთელი ლანგარი ჭიქები ჰაერშია აცვივდა და ორივეს წაქცეულს ზედ დაეფშვნა. -როგორც ყოველთვის ეს გოგო დაბანდალებს
აღმოხდა ძიძას და მაშინვე ორივეს მივარდა.
-წადი დედაშენს ან მამაშენს დაუძახე- დაუყვირა ქალმა და ლილის სისხლიან მაჯაზე მოჰკიდა ხელი. ვიკა ახლა უფრო შეშინებული ჩანდა
-მე წავალ - ადგილს მოსწყდა ნია ,მაგრამ გოჩა უკვე მოდიოდა
-აქ რა ხდება ? რა დაიმტვრა?...ღმერთო ჩემო ეს რაარის?
-ოფიციანტს დაეჯახა და. ნამსხვრევებმა ხელი გაჭრა
-მაჩვენე- მაჯაზე მოჰკიდა ხელიი კაცმა.
გოგონა ჯერ ისევ გაბრუებული ჩანდა მაგრამ შეხებისას ეტკინა
-ვაიმე...
-მგონი სერიოზოული არაფერია. გადავუხვიოთ- თქვა ძიძამ და უკვე წამომდგარ მსახურს. აფთიაქის მოტანა სთხოვა.
- არა შეიძლება ნამსხვრევი ჩარჩეს ექიმს უნდა ვაჩვენოთ. ეს როგორრ მოხდა?
ვიკას სახეზე ფითრისფერი დაედო, მაგრამ ძიძამ უშველა
-ოფიციანტს დაეჯახა. შემთხვევით მოხდა...
-გოჩა რა ხდება?-ნაცნობი ხმა გაისმა
-ვიკას მეგობარი დაშავდა. მიდი მანქანა გამოაყენე და საავადმყოფოში წავიყვანოთ
-არაფერია მგონი მართლა უბრალოდ გაჭრილია-თავი უხერხულად იგრძნო ლილიმ
თამუნა შემოსასვლელიდან გაქრა. გოჩას ლილის პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გასასვლელისკენნ უბიძგა და თავადაც გაჰყვა. ვიკაა დგილიდან არ გარყეულა
-მგონი დროა სტუმრები დავითხოვოთ-თქვა ძიძამ. ვიკას ამჯერადდუარი არ უთქვამს.
-მერამდენედ უნდა გამოგამართლო შენი მშობლების თვალწინ შვილო?-გაბრაზდა ძიძა და გოგონას მკაცრად გახედა.
-რა ჩემი ბრალი იყო?-ხმადაბლა ჩაიდუდღუნა
-სუს... შენი ხმა არ გავიგო
ქალი ეზოში გავიდა რომ სტუმრებისთვისსმოებოდიშა და წასვლა ეთხოვა

-გამიკვირდებოდა ვიკას გარშემო რამე რომ არ მომხდარიყო- ნერვიულად აათამაშა თითები თამუნამ საჭეზე
-გეყოს თამუ
-აქამდე ვიკას კლასში არ მინახავხარ- სარკედან გამოხედა ქალმა
-ახალი ვარ
-ჰმ. დიდი ხანია სკოლაში არ შემომივლია. სულ მესაყვედურებიან მასწავლებლები. ჩემი შვილი თავნებაა. ახლა მანდ რომ იჯდეს ისეთ ამბავსა აწევდა მთელ ქალაქს შეძრავსა
-ძალიან არ მტკივა. არ იყო საჭირო ასე შეწუხება
-შენს მშობლებს დავურეკოთ ტელეფონი ამოიღო გოჩამ
ლილიმ საცოდავი სახით გადახედა კაცს.
ლამის ცრემლები წასკდა თვალებიდან
-ბებია...ბებიას დავურეკოთ. ნომერი აქ მაქვს ტელეფონში
- მე დავრეკავ- გამოართვა გოჩამ თამუნა ჩაფიქრებული ატრიალებდა საჭეს და თან სარკეში უკან მსხდომებს უყურებდა

თეონას ყავა მოედუღებინა და თიკოსთან ერთად მაგიდას მოჯდომოდა. ორივე ჩუმად იყო თუმცა ბევრი ჰქონდათ სათქმელი. დამალვას და უარყოფას რაღა აზრი ჰქონდა ყველაფერი ცხადი იყო. თამუნას ქმარმა დაასვა დაღი ანას ცხოვრებას. დასაფიქრებლად ღირდა : ანა თეონას უახლოესი მეგობარი იყო. თამუნა კი თიკოსი.6-7 თვის წინ დაახლოვდნენ მაგრამ მას მერე სულ ერთად იყვნენ. ყველაფერს უზიარებდნენ და უყვებოდნენ. თიკომ კარგად იცოდა რაც მოხდა წარსულში მათ ოჯახში და რა შეიძლებოდა მოეხდინა ამ ამბის შემობრუნებას. იმაზეც ფიქრობდაა რომ შესაძლო იყო იმმოჯახს ლილი არ მიეღოთ და სიტუაცია მეტად დამძიმებულიყო. გოჩა კი არაფრის დიდებით დათმობდა ვიკას და თამუნას. მძივივით აწყობილი ოჯახი ერთი ხელის გაქნევით დაინგრეოდა ან პირიქით მაგრამ ფაქტი ერთი იყო თამუნას სიამაყე და თქვმოყვარეობა არ გაუშვებდა მეორედ ეპატიებინა გოჩასთვის. გოჩა კიდევ...
გოჩა არცც იცოდა რას გრძნობდა მთელი ამ ამბისს მიმართ ნეტა მაინც და მაინც მე რატომ უნდა გამეგო ეს ამბავიო გაიფიქრა , მაგრამ ეს რას შეცვლიდა. უკვე ყველაფერი მომხდარი იყო .
-როგორია?
-ვინ?
-ის კაცი?
-ისეთი ნამდვილად არა, როგორიც წარმოგიდგენია?
-ჰო მის ცოლს ნამდვილად ეტყობოდა , რომ ფანტაზია არ გვიჭრის
თიკოს მის ცინიკურ კომენტარზე არაფერი უპასუხია
ტოტა ხანს შეიცადა...
-მდიდარია, წარმატებული, სიმპატიური და კარგი ადამიანი
-რა, რა მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდი ,რომ კაცი რომელმაც ანა გააუპატიურა კარგი ადამიანი იყო
-არ იყო...ახლა არის. შეიცვალა
-ადამიანები არ იცვლებიან თიკო
-იცვლებიან. რაღაც ყველას გვაქვს დასამალი. წარსულში ყველას დაგვიშვია შეცდომა.
-შეცდომასაც გააჩნია.
-დიდხანს მკურნალობდა, რომ ნარკოტიკი გადაეგდო. წელიწადნახევარი საავადმყოფოში იწვა. მისი შვილი წლინახევრის იყო როდესაც გამოუშვეს. ისიც თოთხმეტი წლისაა. სხვათაშორის დღეს აქვს დაბადების დღე. ჩემი ქმარი და შვილი იქ არიან წვეულებაზე
-ცოლი უყვარს?
-ალბათ, დიდი ხანია ერთად არიან. არასდროს ჩხუბობენ. ერთმანეთის ესმით.
-თამუნა? როგორია?
-ისეთი როგორიც ნახე. ჭირვეული და ცოტა გადაპრანჭული ტიპია ,მაგრამ ძალიან თბილი და გამგები. სხვა შემთხვევაში ქმარს იმას არ აპატიებდა რაც მის გამო გადაიტანა. მე პირადად არ ვაპატიებდი. მეორე შანსი იშვიათად ამართლებს წუმპეში ჩავარდნილ კაცთან
-მისი შვილი?
-აი ეგ კი ნამდვილად თემაა
-ჰოო?
-ნამდვილი თავში საცემია. კუდაბზიკა და ამპარტავანი ბავშვია. ყურადღების ცენტრში ყოფნას ჩვეული. ბევრი რამ შეიძლება ითქვას მასზე. ისე დედას გავს...გარეგნულად...
-ლამაზი ბავშვი იქნება.
-ჰო. მაგრამ საყვარელია. თამუნას ჰგონია ,რომ გაიზრდება დადაუვლის ეს შემოტევა და უფრო დამყოლი გახდება.
-ლილი აბა სულ სხვანაირია. მორცხვი და თბილი. ეგაა რომ სიყვარული აკლია. მზია დეიდა ყველაფერს ცდილობს ,მაგრამ ბებია რას შეუცვლის ბავშვს დედას და მამას?
-მართალი ხარ.
-იქნებ სჯობდეს სიმართლე უთხრა ანას. იქნებ სჯობს გაიგოს იმ კაცმა ,რომ შვილი ჰყავს. ანამაც ბოლოს და ბოლოს გახსნას კარტები. როდემდე უნდა გაურბოდეს საკუთარ თავს? დამიჯერე თიკო სიმართლის თქმა ყოველთვის სჯობს და ყველანაირ სიტუაციაში
-ვიცი, მაგრამ მეშინია. მეტისმეტად დელიკატური საკითხია.
-არც ურვყოფ მაგას.
-იცი რაა?
-რა?
-მოდი, ანას უთხარი რომ ერთ დღესაც ლილი ჩემთან სიანსზე გამოუშვას, ოღონდ მარტო. არ მინდა ანაც იქ იყოს. კარგი იქნება შენ თუ მოიყვან ან ბებია
-ლილისთან შეხვედრა რატომ გინდა?
-მინდა გავიგო როგორია. რაზე ფიქრობს, რა უნდა...მინდა მისი გრძნობების შესახებ გავიგო. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შევაფასო.
-ანას დაველაპარაკები და პირადად მოგიყვან ბავშვს გპირდები...როგორ გგონია თქმა , რომ გადავწყვიტოთ ეს რა ფორმით უნდა გავაკეთოთ?
-წარმოდგენაც არ მაქვს.
-ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ანასთვის.
-ყველასთვის იქნება დარტყმა, მაგრამ როგორმე იქნებ ნაკლებად მტკივნეული ადილი ვიპოვოთ.
თეონას აღარაფერი უთქვამს. თვალი ფანჯარაში გაუშტერდა. ცოტა ხანში თიკო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. ჩემები ალბათ უკე დაბრუნდნენ და მინდა სახლში დავხვდეო.

$$$

გოჩა და თამუნა შემოსასვლელში ისხდნენ და საუბრობდნენ. თან ბავშვის ბებიას ელოდნენ. თამუნა აშკარად გადაღლილი და გაბრაზებული ჩანდა.
-გინდა რამე მოგიტანო? წყალი ან ყავა? _შესთავაზა კაცმა
-არა გმადლობ. ძალიან დავიღალე.
-მგონი დიდი დრო არ დასჭირდება
-იმედი მაქვს ამ ამბავში ვიკას ბრალი არ მიუძღვის.
-ბავშვები არიან და ხანდახან შეიძლება დაშავდნენ. არაფერია...დაწყნარდი
ექიმმა მიმღების კარი გააღო და ლილისთან ერთად გარეთ გამოვიდა. გოგონასაც დაღლილი სახე ჰქონდა ,მაგრამ კარგად გამოიყურებოდა
-როგორ ხარ ? _გაუღიმა გოჩამ და ექიმს მიუბრუნდა_რამე სერიოზულია?
-არაფერი ,ცოტა ნამსხვრევები იყო და გავწმინდეთ. ორი ნაკერი დავადეთ. შემდეგში ფრთხილად იყავი კარგი?_ თავზე გადაუსვა ხელი სასუალო ასაკის კაცმა
ლილიმ თავი დაუქნია და გაუღიმა.
-შვილო რა დაგემართა? მიმღებში მზია გამოჩნდა და შვილიშვილს გიჟივით დაეტაკა
-ბებო ისეთი არაფერია. ხელი გავიჭერი
-ქალბატონო სერიოზული არაფერია.ექიმმა უკვე ნახა_ დაამშვიდა თამუნამაც. _შეგვიძლია წავიდეთ.
-მიმღებში ხელს მოვაწერ და წავიდეთ_თქვა გოჩამ და გაბრუნდა
-ღმერთო როგორ შეწუხდით. ძალიან დიდი მადლობა_უხერხულობისგან ლამის ჩამონა მზია
-არაუშავს_ისევ გაუღიმა თამუნამ. _ჩვენ გავიდეთ და გოჩაც მოვა
მანქანასთან მისულიც არ იყვნენ გოჩა ,რომ წამოეწიათ. მზია და ლილი რაღაცას საუბრობდნენ და თან ქალი ნაზად ეფერებოდა
-ჩვენ ტაქსს გამოვიძახებთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ
-არა რას ამბობთ ჩვენ წაგიყვანთ. მაინც მანქანით ვართ და..._იუარა გოჩამ
-გოჩა შეგიძლია საჭესთან დაჯდე?
-ჰო რათქმაუნდა. მიდით უკან ჩასხედით_ კარი გაუღო ბებიას და შვილიშვილს კაცმა
-ასე როგორ შეგაწუხოთ?
-არ ვწუხდებით_გადაჭრით მიიღო პასუხი მანაც
სახლთან ისევ ასი მადლობა გადაუხადა მზიამ ორივეს და სახლში შევიდა. შინ მოსულებს ვიკა უკვე დაწოლილი დაუხვდათ. მისაღები და ეზო თავდაყირა იყო.ბუშტებით და ათასგვარი მოსართავებით.
ორივეს დაწოლისთანავე ჩაეძინა.
ანამ ის იყო მაგიდაზე მზიას დატოვებული წერილი, იპოვნა რომ ისინიც მოვიდნენ. რაღაცის თქმას კი აპირებდა მაგრამ ზუსტად მაშინ დარეკა ტელეფონმა.
-გისმენ თეო
_როგორახარ?
- ნორმალურად შენ?
-ვარ რა. მომისმინე ! თიკო იყო ახლა ჩემთან
-მერე? რაო რატომ არ ვრეკავდიო?
-რაღაც ვირუსი შეხვედრია და...
-ახლა როგორაა?
-უკეთ...
-მერე? როდის შევხვდებიო?
-ლილის ნახვა უნდა. მთხოვა ერთი დღით მომიყვანე ოღონდ ანას გარეშეო
-სისულელეა. ეგ რა საჭიროა?
-თვითონ უკეთ იცის რა არის საჭირო და რა არა . მოკლედ ხვალ გამოგივლი და ლილის წავიყვან თიკოსთან. კვირაა და მთელი დღე სცალია
-როგორც გინდა...
-დიდი ხანია მოხვედი? -თან საჭელს უწყიბდა ბავშვს მზია
-არა ამწუთას
-ჩვენ საავადმყოფოში ვიყავით
- ჰო ვნახე წერილი. ყველაფერი რიგზეა?
-კი, მაგრამ შეგეძლო პირადად გეკითხა
ანას პასუხი არ გაუცია ისე წავიდა თავისი ოთახისკენ.
-ბებო რა კარგიიმშობლები ყავს ვიკას არა? ნეტა თვითონ იყოს მათიი მსგავსი -ჰო ბებო ძალიან კარგები არიან. ყურადღებიანები. მიდი ივახშმე და დაიძინე . ხელი ხომ არ გტკივა?
-არა...ცოტათი...
$$$$
დილაუთენია კარზე კაკუნმა გააღვიძა ყველა..ლილი უკვე მოფხიზლებულიყო ამიტომ პირველი გაიქცა გასაღებად
-ლილი როგორ ხარ?
-კარგად თქვენ როგორ ხართ? -არამიშავს. კარგია კარი შენ ,რომ გამიღე. ზუსტად შენთან მოვედი
-ჩემთან?
-კი სადღაც მივდივართ. მიდი მოემზადე.
-ჰო მაგრამ...
-არანაირი მაგრამ!
-თეონა შვილო,მოხდა რამე? -გამოვიდა მზიაც და თან ხალათს იცმევდა.
-ლილისთან მოვედი. ერათ ადგილას უნდა წავიყვანო
-შეენ? მარტო თუ...- იმედით გააყოლა თვალი ქალმა თვალუ კიბეს, მაგრამ ვისაც მოელოდა არ გამოჩენილა.
-მარტო მივდივართ მზია დეიდა
-არ მეტყვი სად მიდიხართ? ლილიმ გუშინ ხელი იტკინა და...
თეონა ქალისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა
-ანამ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული.
-რაა? -ხმადაბლა შეიცხადა მზიამ
-ჰო ძლივს დავიყოლიე. ჩემი მეგობარიაა ის ფსიქოლოგი. გუშინ მითხრა, რომ ლილისთან უნდა გასაუბრება..
-მე რატომ არ მითხრა? ეს ხომ შესანიშნავი ამბავია?
-შესაძლოა მალე ბევრი რამ შეიცვალოს
-ღმერთმაც ქნას_ ცაში აიხედა ქალმა_მე რამდენჯერ ვთხოვე კარგ ფსიქოლოგთან მიდი-თქო ,მაგრამ ყურსაც არ მიგდებდა. ოღონდ ეგ რამეს მოიფიქრებდეს და...
-უკვე მოიფიქრა...ლილი მოდის. წაალთ ახლა ჩვენ . მერე მე არ მცალია თორემ ასე უთენია არ წავიყვანდი
-ბებო ხელს გაუფრთხილდი _მოაყვირა ქალმა და მალევე დაკეტა კარი.
გზად ბევრი არ უსაუბრიათ , მაგრამ როგორც კი თიკოს უბნისკენ გადაუხვიეს მაშინვე ეცნო ადგილი ლილის. აქეთ-იქეთ იყურებოდა რამე ხომ არ მეშლებაო ,მაგრამ მალევე დაინახა ნაცნობი რიკულებიანი ჭიშკარი და მიხვდა რომ სწორად ფიქრობდა. სანამ თიკოს სახლისკენ მოტრიალდებოდნენ დაინახა შავი მანქანა როგორ გადმოვიდა ვიკას სახლიდან და იქვე გაჩერდა. მძროლი მანქანიდან გადმოვიდა და გასაღები გოჩას მისცა. ისიც საჭესთან დაჯდა და რამდენიმე წამში თამუნაც მოუჯდა გვერდით სავარძელზე.
-წუხელ აქ ვიყავი_თქვა ლილიმ
-რა თქვი საყვარელო?
-აი წინა სახლში ვიყავი წუხელ... ჩემი კლასელის დაბადების დღე იყო. ხელი მანდ ვიტკინე
თეონამ ის იყო ბავშვის მზერას გააყოლა თვალი ,რომ შავი მანქანა დაიქოქა და ელვის სისწრაფით გავარდა. ჩამოწეული მინიდან თამუნა კარგად დაინახა ,მაგრამ მის გვერდით მჯდომი ვერა.
-არ ვიცოდი აქ ვინმეს თუ იცნობდი.
-არც ვიცნობდი სანამ იმ სკოლაში არ გადამიყვანეს.
თეონამ ჭიშკართან დატოვა მანქანა და ავშვთან ერთად ფეხით შევიდა სახლში. კარი მალევე გაუღეს. შიგნიდან ცოტა ხმაური ისმოდა. თიკო ვიღაცას უყვიროდა ,მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა ვიღაცას კი არა შვილს.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ლუკა ?
-დედა კარგი რა ,კვირას მაინც ნუ შემჭამ ამ სწავლა-განათლებით
-შეიძლება სულ სახლიდან იყო წასული? ახლა ვიღაც იმ თორნიკეს აგარაკს დაეჩვიეთ.
-ნუ მელაპარაკები ბავშვივით. ხომ იცი მაინც წავალ? ხვალ დავბრუნდები...
-ლუკა...
-დედა გეყოფა რა. წავედი მე...
ზურგზე ჩანთა გადაიკიდა ბიჭმა და მისაღებში გამოვიდა. თიკოც გამოედევნა მაგრამ ამაოდ.
-უი შენ წუხელ ვიკას დაბადების დღეზე არ იყავი? _მიაჩერდა ლილის
-სად? სად იყო?
-ვიკას დაბადების დღეზე დედა. მერე ხელი გაიჭრა და გოჩამ და თამუნამ საავადმყოფოში წაიყვანეს.
-ჰო ვიყავი. ძლივს ამოიდუდღუნა ლილიმ...
თიკოს სულ დაავიწყდა ლუკას შეჩერებას ,რომ აპირებდა და ახლა სტუმრებზე გადაერთო. ბიჭმაც დრო იხელთა და სახლიდან გასხლტა.
-გამარჯობა ლილი. მე თიკო ვარ.
-გამარჯობა.
-მიხარია ,რომ მოხვედით
-თიკუ ბევრი დრო არ მაქვს დღესაც გამომიძახეს კლინიკაში 12-ზე იქ უნდა ვიყო
-შეიძლება გავიგო რა ხდება?_დაბნეული ხმით იკითხა ლილიმ
-მე შენთან გასაუბრება მინდა. თეონას მეგობარი ვარ. წამომყვები?
ბავშვმა თავი დააქნია და უკან გაჰყვა. თიკომ მსახურს სთხოვა ბავშვისთვის წვენი მოეტანა.
ქალმა გოგონა ზუსტად იქ დასვა სადაც წინა კვირით დედამისი.
ლილი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს. თიკომ წვენი და ტკბილეული მოუტანა და ეცადა საუბარი მარტივად დაეწყო.
-დედაშენმა მითხხრა ,რომ ჭკვიანი გოგო ხარ.
ლილი ადგილზე შეცბა და მოსმენილი ყურებს არ დააჯერა
-ჰო გაგიკვირდა? წინა კვირას ვნახე და ცოტა შენზეც ვისაუბრეთ
-ჩემზე?
-რადგან შენ ჭკვიანი გოგო ხარ ესეიგი გეცოდინება ვინ არის ფსიქოლოგი.
ლილიმ თავი დააქნია.
-ერთხელ ფილმში ვნახე. ის ადამიანია ვინც ეხმარება მათ ვისაც პრობლემები აქვს.
-სწორი ხარ.
-მერე? მე პრობლემები მაქვს?
თიკომ გაიღიმა.
-შენ არა. დედაშენს... ვიცი ,რომ ხვდები ამას.
-ასე მგონია დედაჩემის პრობლემა მე ვარ.
-ასე რატომ გგონია?
-იმიტომ ,რომ ...იმიტომ რომ არ მელაპარაკება. ყურადღებასაც არ მაქცევს.
-გასაგებია. და იცი აქ რატომ ვართ?
ლილიმ თავი გადააქნია.
-ჩვენ უნდა დავეხმაროთ დედას იმაში ,რომ პრობლემა აღარ ქონდეს.
ლილის არაფერი უპასუხნია. თიკომ ჩათვალა ,რომ ბუნებრივი იყო თუმცა დარწმუნებით ფიქრობდა ,რომ ლილი მიუხვდა სათმელს.
-მოდი ახლა ცოტა შენზე ვისაუბროთ. შენი პრობლემა რა არის?
-ჩემი?...
ლილი დაფიქრდა. თიკომაც მორჩილად აცადა პასუხი:
-ასე მგონია ,რომ მე თვითონ ვარ პრობლემა
-მოდი პირდაპირ გეტყვი. დაივიწყე ეგ აზრი...შენ არ ხარ პრობლემა.
-ჰო ,მაგრამ... დედაჩემს არ ვუყვარვარ. მე მას დედასაც არ ვეძახი.
-პირველ ჯერზე მოდი ეგ გამოვასწოროთ კარგი?
-და რა ვქნა?
-ყველას ისე უნდა მიმართო როგორც ეკუთვნის. ურთიერთობები ასე მყარდება. რომელიმე მხარემ უნდა დაიწყოს ეს. მოდი ამჯერად ეს მხარე ჩვენ ვიყოთ კარგი?
-ჰო მაგრამ მას არ უნდა.
-შენ ეს ადრეც გიცდია?
ლილიმ თავი გადააქნია
-ჩვენ ზემოთ შევთანხმდით რომ დედას უნდა დავეხმაროთ. ამას ისე ვერ გავაკეებთ თუ შენ ეს არ გინდა. ის შენ გაგირბის ,მაგრამ გინდა რომ გაგირბოდეს?
-არა...მეც მინდა ,რომ მშობლები მყავდეს და არა მხოლოდ ბებია
თიკომ ადგილზე შეიცადა. ლილი ზუსტად იქ მივიდა რის კითხვასაც თავად აპირებდა , მაგრამ ამდენ ხანს ტრიალებდა ერთ ადგილას.
-მშობლები? ანუ?...
ლილიმ მხრები აიჩეჩა და მზერა აარიდა ქალს
-მე ვიცი ,რომ ბავშვს მხოლოდ დედა ვერ ეყოლება და ისიც ვიცი ,რომ მამაც უნდა მყავდეს. ამის კითხვა სულ მინდოდა ,მაგრამ დედაჩემს ამაზე ვერ ვესაუბრებოდი. ბებიას კი... ბებია მეტისმეტად ბევრას აკეთებს ჩემთვის და არც ვალდებულია სხვების მაგივრად გამცეს პასუხები. უბრალოდ არ ვეკითხები.
თიკო თვალებზე დააკვირდა ბავშვს.აწყლიანებული ქონდა ,მაგრამ არ უტირია.
გულის სიღრმეში თვითონაც ძალიან აღელდა ,მაგრამ არ შეიმჩნია
-ერთ დღესაც რომ გამოჩნდეს როგორ მოიქცევი?
ლილიმ ისევ მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცი...მაგრამ არამგონია გამოჩნდეს
- წარმოგიდგენია ის ადამიანი რომელიც შეიძლება მამაშენი იყოს?
ლილიმ ერთი წამით ამოხედა ქალს.
-ის ადამიანი?
-ჰო. აი როგორი წარმოგიდგენია ან როგორი გინდა ,რომ იყოს?
გოგონა ცოტა ხანს კიდევ ფიქრობდა. თიკოც დიდსულოვნად აცდიდა. კარგად ესმოდა , რომ ბავშვი იყო და დრო სჭირდებოდა საფიქრალად.
-არ ვიცი როგორია ან როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ ... ჩემი ნება ,რომ ყოფილიყო... არჩევანი რომ მქონოდა ალბათ ისეთ მამას ავირჩევდი როგორიც გოჩაა? ვიკას მამა...
თიკომ ვიკას მზერას გააყოლა თვალი ფანჯარაში საიდანაც მისი მეზობლების აივანი მოჩანდა. გოგონა ისე აღელვებით საუბრობდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა იფიქრებდი ფანჯრიდან ხედავს კაცსო.
მაგრამ იქ არავინ იდგა !
წინა ეზოს ჭიშკარი ღია იყო. მებაღეს მუხლამდე ყვითელი ბოტები ეცვა და მანქანას რეცხავდა.
სხვა იქ არაფერი ხდებოდა


______
ესეც ახალი თავი
მადლობა ყველას ,რომ აქ ხართ და კითხულობთ ჩემს ნაწერს.
მიყვარხარტ ყველანი.



№1  offline მოდერი Behandice

ძალიან კარგიიი იყო heart_eyes მოუთმენლად ველოდები ახალ თავს! heart_eyes

 


№2  offline წევრი (((end)))

heart_eyes ვაიმეეე kissing_heart ძალიან მომეწონა scream kissing_heart

 


№3  offline წევრი lisebeth

Behandice
ძალიან კარგიიი იყო heart_eyes მოუთმენლად ველოდები ახალ თავს! heart_eyes

nia12nia
heart_eyes ვაიმეეე kissing_heart ძალიან მომეწონა scream kissing_heart

მადლობა heart_eyes

 


№4  offline წევრი მეDina

საინტერესოაა :) აბა რაც შეიძლება მალე ველოდებით შემდეგ ნაწილს.
--------------------
☆NaT☆

 


№5 სტუმარი mari

Magaria zhan <3

 


№6  offline წევრი lisebeth

მეDina
საინტერესოაა :) აბა რაც შეიძლება მალე ველოდებით შემდეგ ნაწილს.

mari
Magaria zhan <3
გმადლობთ

 


№7 სტუმარი Guest luna

ძაალიან კარგი იყო ❤ ველი შემდეგ თავს

 


№8  offline წევრი An-El

Auuu bolo sityvebze gamajrjolaaa

 


№9  offline წევრი lisebeth

Guest luna
ძაალიან კარგი იყო ❤ ველი შემდეგ თავს

An-El
Auuu bolo sityvebze gamajrjolaaa

heart_eyes heart_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა კარგიიი ხააარ ♡♡♡♡ძალიან კარგიაა ♡♡♡

 


№11  offline წევრი BuBuu

ყველაზე მეტად ლილი მეცოდება ((
არ ვიცი როგორ გააგრძელებ, მაგრამ იმედი მაქვს საბოლოოდ ყველაფერი "ჰეფი ენდით" დამთავრდება.
წარმატებები და ველი გაგრძელებას ♡

 


№12  offline წევრი lisebeth

ნიტა♡♡
რა კარგიიი ხააარ ♡♡♡♡ძალიან კარგიაა ♡♡♡

BuBuu
ყველაზე მეტად ლილი მეცოდება ((
არ ვიცი როგორ გააგრძელებ, მაგრამ იმედი მაქვს საბოლოოდ ყველაფერი "ჰეფი ენდით" დამთავრდება.
წარმატებები და ველი გაგრძელებას ♡

დიდი მადლობა heart_eyes

 


№13 სტუმარი shenikumiriantisa

მოკლედ რა heart_eyes ჩემ გაოცებას ყოველთვის ახერხებ რა kissing_heart უმაგრესი გოგო ხარ heart_eyes იმედია,მალე დაგვიდებ შემდეგ თავსოო kissing_heart აი ლავ იუ მა გერლ heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest tatalia

dasasruliiiii momewona ragacnairad amagelveblad daamtavre es tavi <3 kvelasi mesmis am motxrobashi ufro romanshi...arvici tamuna metad mecodeba tu anna ar vici romeli ufro dachagruli da gaubedurebuli kalia is visac narkomani kmari kavda tu is vinc narkomanma lordma gaaupatiura tu tavad gocha shevicodo...saswauli gogo xar saocrad wer tavebi gazarde ra gexvewebi <3 moutmenlad velodebiiiii

 


№15  offline წევრი Nate

კარგია
მონწონს
კარგი წერის სტილი გაქ
ვიკა ნერვებს მიშლის
ანა და ლილი მეცოდება
ველი შემდეგს

 


№16  offline წევრი lisebeth

shenikumiriantisa
მოკლედ რა heart_eyes ჩემ გაოცებას ყოველთვის ახერხებ რა kissing_heart უმაგრესი გოგო ხარ heart_eyes იმედია,მალე დაგვიდებ შემდეგ თავსოო kissing_heart აი ლავ იუ მა გერლ heart_eyes

Guest tatalia
dasasruliiiii momewona ragacnairad amagelveblad daamtavre es tavi <3 kvelasi mesmis am motxrobashi ufro romanshi...arvici tamuna metad mecodeba tu anna ar vici romeli ufro dachagruli da gaubedurebuli kalia is visac narkomani kmari kavda tu is vinc narkomanma lordma gaaupatiura tu tavad gocha shevicodo...saswauli gogo xar saocrad wer tavebi gazarde ra gexvewebi <3 moutmenlad velodebiiiii

Nate
კარგია
მონწონს
კარგი წერის სტილი გაქ
ვიკა ნერვებს მიშლის
ანა და ლილი მეცოდება
ველი შემდეგს

დიდი მადლობა ყველას heart_eyes მიხარია თუ თქვენს გაოცებას ვახერხებ და მოგწონთ ჩემი წერის სტილი heart_eyes heart_eyes

 


№17 სტუმარი Guest maia

velodebi momdevno tavs...zalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent