შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 16)


25-08-2016, 23:18
ავტორი Kristy
ნანახია 2 030

ლიზიმ ერთგულ მეზობელს სასტუმროში პატარა ექსკურსია მოუწყო, ყველაფერი დაათვალიერებინა, აუხსნა სად რა იყო და როგორ მოქცეულიყო, თუ რამე დასჭირდებოდა, ბოლოს კი ჰოლში გავიდნენ, სადაც დანარჩენები უკვე ელოდნენ. ლიზიმ მეგობრები გააცნო და სასაუზმოდ წავიდნენ. ცოტა ხანში გიორგიც გამოჩნდა, სახე დალურჯებული ჰქონდა, ტანსაცმელი შემოხეული და საშინლად გამოიყურებოდა. ლუკა მაშინვე წამოდგა და მისკენ წავიდა.
- ამ ბიჭს რა სჭირს? ვინაა? - იკითხა მერიმ.
- ეს გიორგია, ჩვენი მეგობარი. - აუხსნა ლიზიმ. - გუშინ ცოტა იკამათეს ბიჭებმა და მას შემდეგ გიო აღარ გამოჩენილა.
- მოგვიანებით ყველაფერს ამიხსნი.
- კარგი, წავალ, ვნახავ რა ხდება. - გოგონა წვიდა, ყველა უკან გაჰყვა.
- რა მოხდა? - ეკითხებოდა ლუკა დაშავებულ ბიჭს.
- სისულელეა.
- ჰოდა, მოყევი ეგ სისულელე.
- აქედან გაბრაზებული წავედი, უკან არ მინდოდა დაბრუნება და ტრასაზე გავედი, ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ მეთქი.
- ტრასაზე? შენ რა ვინმეს გაეჯიბრე?
- ჰო, მეგონა არ იყო პრობლემა, არ გავდა კარგ მძღოლს.
- არ გავდა, მაგრამ წააგე.
- ჰო.
- კარგი და რატომ გცემეს?
- მოტოს დატოვება არ მინდოდა.
- შენ რა, სანაძლეო აიღე? ბაიკერებთან? სულ გაგიჟდი?
- ჰო, სისულელე გავაკეთე.
- არა მარტო ეგ, გუშინ მთელი დღე სისულელეებს აკეთებდი გიორგი.
- დაგიბრუნებ ფულს.
- იმედია ეგ სერიოზულად არ თქვი. კიდევ ვერ ხვდები? მოტოს დაკარგვა არ მადარდებს, იმაზე ვსაუბრობ, რომ შეეძლოთ უფრო გაელამაზებინეთ. როგორც ჩანს, კიდევ დაგინდეს.
- ჰო, მე... არ ვიცი რა მჭირდა გუშინ, უბრალოდ ძალიან ვიეჭვიანე თუ რაღაც მსგავსი. ძალიან ვწუხვარ. რამე მიშველე რა. - მუდარით შეხედა ლუკას.
- კარგი, დაივიწყე წაგებული სანაძლეო, უფრო დიდი პრობლემა გაქვს.
- რა?
- მარი წავიდა. ძალიან არის გაბრაზებული შენი საქციელის გამო.
- ჯანდაბა, ნამდვილი ნაბი*ვარივით მოვიქეცი. - თქვა მან, მერე შორიახლოს მეგობრები შენიშნა და მათკენ გაეშურა. - გოგოებო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ვთქვი. სინამდვილეში ამას არ ვგულისხმობდი.
- ეგ არაფერი, გვესმის. - თქვა ანამ.
- საბა, ბოდიში. - ახლა მას მიუბრუნდა გიორგი. ბიჭმა ხმა არ გასცა.
- საბა, შეწყვიტე გაბუტვა. - უთხრა ლუკამ. - გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა. ბოლოს და ბოლოს, წლებია მეგობრობთ.
- იცოდე, კიდევ ერთხელ იზამ ასეთ რამეს და გეფიცები, ჩვენი მეგობრობა სამუდამოდ დასრულდება. - უთხრა საბამ დარცხვენილ ბიჭს.
- კარგი, გავიგე.
- კარგი... ლიზი დაბრუნდით მაგიდასთან, ყველაფერი კარგადაა. - უთხრა ლუკამ გოგონას, მერე გიორგის ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა, რომ სხვებს არ მოესმინათ მათი საუბარი. - რა ეჭვიანობაზე ლაპარაკობდი?
- არ ვიცი ლუკა, უბრალოდ... შენზე ყველა გიჟდება, გოგოები გაცნობისთანავე მოხიბლე და ყველგან კარგი ბიჭის როლში გამოდიხარ, ხომ გესმის? საბა კი... მას ანა ჰყავს... უბრალოდ არ ვიცი!
- ანა გიყვარს, ხომ ასეა?
- რა? არა!
- გიორგი, ნუ მეთამაშები!
- მე არ... - თავის გამართლება სცადა ბიჭმა, მაგრამ მიხვდა, რომ არ გამოუვიდოდა და დანებდა. - ჰო, ანა მიყვარს, მაგრამ ის არასდროს მამჩნევდა, საბაზე გიჟდება და მე...
- მესმის შენი გიო, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავი.
- ვიცი.
- მისმინე, ვერ გეტყვი, რომ წარმომიდგენია როგორი გრძნობაა, წლების მანძილზე შენს საყვარელ ქალს სხვასთან ხედავდე და იცოდე, რომ შენი არასდროს იქნება, მაგრამ... მას სხვა უყვარს! ვალდებული ხარ გაუშვა!
- ვიცი. ეს აღარ განმეორდება, გპირდები!
- კარგი.
- მათ ხომ არაფერს ეტყვი?
- არა, არავის ვეტყვი.
- მადლობა.
- თუ ლაპარაკი დაგჭირდა ან უბრალოდ მსმენელი, მე აქ ვარ, კარგი?
- კარგი.
- წამოდი, ვჭამოთ. ალბათ საშინლად გშია. - ხელი მოხვია ლუკამ.
- ჰო, მართალია.
ლუკამ ბიჭი თავის გვერდით დასვა მაგიდასთან და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მალე მისი განწყობა ყველას გადაედო. ბავშვები მალე მორჩნენ საუზმობას და მაგიდასთან, სადაც აღარაფერი აინტერესებდათ, თავს მოუსვენრად გრძნობდნენ. ანამ გადაწყვიტა ისინი სანაპიროზე გაეყვანა, რათა მათი დედისთვის ცოტა თავისუფალი დრო მიეცა მეგობართან სალაპარაკოდ, საბაც მათ გაჰყვა.
- მეც წავალ, ბარგს ჩავალაგებ. - თქვა გიორგიმ.
- რატომ? - იკითხა ლიზიმ.
- მარი უნდა ვნახო, თან თავს უხერხულად ვგრძნობ ახლა აქ... ზედმეტიც ვარ!
- ზედმეტი არ ხარ, რა სისულელეა. მართალია მიქარე, მაგრამ ზურგს არ გაქცევთ ამის გამო. ერთხელ ხომ ყველა გიჟდება?!
- მადლობა ლიზი, მაგრამ წავალ. ასე ჯობია.
- რამე ხომ არ გჭირდება? - ჰკითხა ლუკამ.
- არა, მადლობა. კარგ დასვენებას გისურვებთ.
- ლუკა, შენ რა უშვებ? - ჰკითხა ბიჭს ლიზიმ, მას სემდეგ რაც გიორგი წავიდა.
- მე არავის ვუშვებ, მაგრამ არც ვტოვებ. ჩემი აზრით, სწორად მოიქცა.
- საერთოდ რა მოხდა თქვენს შორის ბავშვებო? - იკითხა მერიმ, რომელსაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა.
- ბიჭებმა რაღაცაზე იკამათეს გუშინ და გიორგიმ ზღვარს გადააბიჯა. - აუხსნა ლიზიმ. - მას მერე არ გამოჩენილა, ამ დრომდე.
- მან შეცდომა დაუშვა ლიზი და ამას ხვდება, მოვრჩეთ მასზე საუბარს. - თქვა ლუკამ და თემა თავადვე შეცვალა. - საოცარი ბავშვები გყავს მერი, თან უკვე რამხელები არიან.
- მერიკო, გენაცვალე, მე ყველა ასე მეძახის!
- გასაგებია, - გაეცინა ბიჭს. - ამ ერთხელ მომიტევე.
- ჰო, სამივე სკოლაშია და სწავლა არცერთს უნდა. გამაგიჟებენ!
- მათ ასაკში ბიჭებს ნაკლებად გვიყვარს სწავლა.
- ბოლოს კი ხვდებით, რომ უნდა გესწავლათ, მაგრამ გვიანია.
- დარწმუნებული ვარ, ეს პერსპექტივა მათგან შორსაა. ყურადღებიანი დედა ჰყავთ.
- ჩემს მოხიბვლას ცდილობ ლუკა? - გამომცდელად შეხედა ქალმა.
- ეს ჩემი პირველი მიზანია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლიზის საუკეთესო მეგობარი ხარ. - გაუღიმა ლუკამ.
- მაშინ შეგიძლია მორჩე მცდელობას, უკვე მომწონხარ!
- გამოდის, მისია შესრულებულია. - ისევ გაეცინა ბიჭს.
საუზმობას მორჩნენ და სანაპიროზე გავიდნენ: ბავშვები ნაპირზე თამაშობდნენ, საბა და ანა კი შორიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს, თან რაღაცაზე საუბრობდნენ. ლუკამ მაშინვე გაიძრო მაისური და ზღვაში შეცურა.
- არავინ შემომიერთდებით? - დაიძახა იქიდან.
- არა!
- რა მოსაყწყენები ხართ! თქვენ ზღვაზე რა გინდათ? - მერე ბავშვებს მიუბრუნდა. - აბა, ვის უნდა ზღვაში?
- ცურვა არ იციან. - დაუძახა მერიმ.
- როგორ? სასწრაფოდ უნდა ისწავლოთ!
იმ დღიდან ლუკა ბავშვებისთვის ცურვის სწავლას შეუდგა და იმდენად კარგი ინსტრუქტორი გამოდგა, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ზღვაში უკვე დამოუკიდებლად შეეძლოთ გასვლა. მერიც თანდათან უფრო და უფრო იხიბლებოდა მეგობრის სრულყოფილი შეყვარებულით და მისი ბედნიერება ახარებდა. ლიზი ცდილობდა მერის, მეგობრებისა და ლუკასთვის თანაბარი დრო დაეთმო, თუმცა არ გამოსდიოდა. მისგან ამას არც არავინ ითხოვდა, ყველა გრძნობდა, რომ ლუკას წინააღმდეგ უშანსოდ იყვნენ. შეყვარებულები საათობით სეირნობდნენ სანაპიროზე განმარტოებით, საუბრობდნენ, ერთობოდნენ და დღეებიც შეუმჩნევლად გადიოდა.
ერთხელ ღამით ლიზის ტელეფონმა დარეკა. ლიზის ეძინა და არაფერი გაუგონია, ტელეფონის ზარმა ანა გააღვიძა. გოგონამ ტელეფონს დახედა, ლუკა რეკავდა, გაიღიმა და ლიზის დაუძახა, შენს ბიჭს მოენატრეო.
- ლუკა? ამ დროს რატომ რეკავ?
- მაპატიე, არ მინდოდა გამეღვიძებინე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გამოდი ერთი წუთი.
- კარგი, ახლავე. - გოგონამ პირველივე მაისური მოიცვა და დერეფანში გავიდა. - რა მოხდა?
- ლიზი, უნდა წავიდე.
- რა? სად?
- თბილისში უნდა დავბრუნდე.
- რატომ?
- სამსახურში ვჭირდებით.
- ისევ პრობლემაა?
- ჰო, ძველი პრობლემა. ახსნის დრო არ მაქვს, ახლავე უნდა წავიდე.
- კარგი, როდის დაბრუნდები?
- მგონი ვეღარ დავბრუნდები.
- რა? რატომ?
- გრძელი ამბავია, მერე დაგირეკავ. მაპატიე ლიზი.
- კარგი, მესმის.
- მეგობრებს ჩემს მაგივრად მოუბოდიშე. - თქვა ბიჭმა, მერე გოგონას გადაეხვია და წავიდა.



№1 სტუმარი Magda

იმედი მაქვა ამ წასვლაზეც არ გაჭედავს ლიზი და ისევ არ იჩხუბებენ. შედარებით პატარა თავი იყო, არ გჩვევია ასე, შემდეგი მალე დადე რა ისევ და უფრო დიდი თავიი, უცებ დამთავრდა ეს

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მალე დაასრულებ? წაკითხვა მინდა და ლოდინი არ შემიძლია :)))

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi tavia momwons
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent