შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 3)


26-08-2016, 00:03
ავტორი buterfly
ნანახია 4 280

აუდიტორიის კარი,როგორც კი გავღე ვიღაცის გამაყრუებელი ღრიალი მომესმა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,როგორც იმ წუათას დავასკვენი ალბათ კარი ვიღაცას მოვარტყი და რადგანაც საკმაოდ ძლიერად გამოვაღე ეს ყვირილი არც გამკვირვებია.გარეთ გავედი ბოდიში ,რომ მომეხადა უცნობისთვის დაა ხელში ბატონი სანდრო შემრჩა.
-ფუ ჩემი,თავი გამიტეხეს მგონი
-აუ ბოდიში რა,აუ ისევ შენ ?
-ხო და ისევ შენ.
-რა გინდა რას გადამეკიდე ?სულ შენ როგორ უნდა გხვდებოდე?
-მე კი არა შენ გადამეკიდე მაინც და მაინც ჩემი აუდიტორიის წინ უნდა ჩაგევლო?
-პირველი აქ ჩემი ძმაკაცებიც არიან და შენ არ შეგეკითხები სად გავივლი და მეორეც.აუ მეორეს ვეღარ ვფიქრობ თავი გამიტეხე გადარეულო..ასე კარის გამოგლეჯვა ახალი მოდაა და არ ვიცი?
-აუ შენ ისედაც ვერ ფიქრობდი და ახლა საერთოდ ვეღარ იფიქრებ .შე ცოდო.
-ნუ ტლიკინებ.უკვე მეორეჯერ დამეჯახე ისე ვატყობ შენი წყალობით მალე ტვინის შერყევას მივიღებ.
-თვინის შერყევას?იქნებ მერე მაინც იაზროვნო .მაგრამ რაც არ გაქვს..საუბარი გამაწყვეტინა
-გაჩუმდი რა.კლუბში ვთქვათ მე დაგეჯახე .ახლა ხომ შენ დამეჯახე და იდევ სიტყვას როგორ მიბრუნებ .ნება იბოძე და ბოდიში მომიხადე.
-ბოდიშის მოხდას დამსახუება უნდა ბატონო
-ეგ ენა რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა არ ვიცი.რამ სიგრძე ენა გაქვს რა არის?
-ხო მაქვს მერე შენ რამე პრობლემა გაქვს?
-არა არ მაქვს დამანებე რა თავი .მოსიარულე პრობლემა ხარ რა ,მოსიარულე კატასტროფა.
-ეგ ადრეც გამიგონია შენგან რამე ახალი თქვი(ირონიულად შევხედე)მაგრამ როგორც გეტყობა ახლის მოფიქრების თავი არ გაქვს ან როდის გქონდა რო?
სანდროს განრისხებული მზერა რომ ვიგრძენი ცოტა შემეშინდა მაგრამ გამიმართლა ჩემმა რეზიკომ გადამარჩინა
-სანდრო როგორ ხარ ძმა?
-როგორ ვიქნები ამ გოგომ კარი მომარტყა თავში და მგონი ტვინის შერყევა მაქვს.
-ანუ გაიცანით ერთმანეთი უკვე?
-კი მაგას თუ გაცნობა ჰქვია მეორეჯერ დამეტაკა თუ შეიძლება ასე ითქვას
-ჯერეგერთი ახლა მე კი არა კარი დაგეჯახა (თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე)
-აჰა ესეიგი კარმა სიარული დაიწყო?
-როგორც ჩანს და მიზანშიც შენ ამოგიღო/
-აუ ეხლა ამას..
-კარგი გეყოს ბიჭო ნერვებს გიშლის ვერ ხვდები?ეგეთია ეს გიჟია .
-ხოდა გამოსდის ნერვების მოშლა..
-გამოუშვი ერთი გამოუშვი რას მიზამს.
-გვანცა!
-კაი ხო რა იყო.მივდივარ ..(ბატონ სანდროს თვალი ჩავუკარი რაზეც კიდევ უფრო მოეშალა ნერვები .იმ წუთას ,რომ არ გავცლოდი ალბათ მომკლავდა)
-კაი ბიჭო რა იყო რა დაგემართა?
-რა რა იყო ტო?ერთი სიტყვით გამოვყავარ წყობილებიდან.ნერვებს მიშლის.
-ნუ ყვები ,შენ ჯერ არ იცნობ კარგად .იცი რა გადარეული ხისთავიანი სვანია..ჯიუტი ხუმარაა.კარგი გოგოა რა .ჩემი დაიკოა.ყველას მაგრად გვიყვარს.
-აუ მაგოს გაცნობა არც მინდა .ალბათ შემოვაკვდებით ერთმანეთს>
-კაი რა ნუ აზვიადებ..დამიჯერე როცა გაიცნობ მაგ სიტყვებს ინანებ.
-მეეჭვება..
-----------------
აუდიტორიაში შევდი თუ არა გოგონებმა უამრავი კითხვა დამაყარეს თ ვინ იღრიალა და ასე შემდეგ.ამათ რა გაუძლებს?
-ვინ იყო ?ვინ იღრიალა ?გული გაგვისკდა ყველას."
-სანდრო იყო კარი თავში მოვარტყი/
-აუ.ალბათ რა სიტყვებით გაუსწორდით ერთმანეთს.
-ნუ იტყვი ,არ გეწყინოს მარი მაგრამ მაგ გონება ჩამორჩენილმა ვერაფერი მოიფიქრა ,რომ ჩემთის პასუხი გაეცა(ვითომ გამარჯვეულის ღიმილი ავიკარი სახეზე და მათ წინ ხელებ-გადაჯვარედინებული დავჯექი )
-აბა რა ვერაფერი მოიფიქრა.შენ მოარტყი თავში კარი და კიდევ იმას უნდა მოეფიქრებინა რამე ?(დაიწუწუნა სალომ)
-კაი გაჩერდი ახლა შენთან მაინც არ მაჩხუბო.
-კაი ვსო ვჩერდები ვიცი შენთან ჩხუბის "გემო".
-ხოდა ვსო..
-ისე შენ და სანდრო ცუდად გადაეკიდეთ ერთმანეთს რაღაც სულ ცუდად ხვდებით ხოლმე და იმედია ერთმანეთს არ დახოცავთ.
-კაი ვსო მორჩა ამაზე ლაპარაკი ლექცია დაიწყო.
ლექციების შემდეგ მეგობრებს არ დავლოდებივარ და მაშინვე სახლში გადავწყვითე წავსულიყავი.მოვიმარჯვე ტელეფონი და რათქმაუნდა ყურსასმენები და დავეშვი ტროტუარზე.მაგრამ მაშინ დავინახე ის რაც არ უნდა დამენახა ჩემი სუსტი წერტილი ცამოსასხმელი ნაყინი.ჯერ გაშეშებული ვიდექი ქუჩის მეორე მხარეს და ტუჩებს ვილოკავდი.მერე გონს მოვეგე და გზაზე გადავირბინე ,რომ ნაყინი მეყიდა.ამ დროს კი სადღაც ჯანდაბიდან მანქანა "გამოხტა" და დამეჯახა ,გონება დავკარგე.როცა თვალები გავახილე საავადმყოფოში ვიყავი და თავს თეთრხალათიანები დამტრიალებდნენ.
-აქ რას ვაკეთებ?
-მანქანა დაგეჯახათ და ახლა საავადმყოფოში ხართ.
-ეგ გასაგებია და როდის გამწერთ.
-ცოტახანი აქ ყოფნა მოგიწევთ მაგრამ რადგანაც სერიოზული არაფერია მალე გაგწერთ.
-ძალიან კარგი.და ის ადამიანი სად არის ვინც დამეჯახა .?
-გარეთ იცდის.(როცა ექიმმა ეს თქვა ფანჯარაში გავიხედე და სანდრო დავინახე .თვალები გამიბრწყინდა მისი გამწარების შანსი მომეცა და ხელიდან ,როგორ გავუშვებდი)
-ძალიანაც კარგი(კმაყოფილმა ჩავილაპარაკე)ექიმო თქვენთან სათხოვარი მაქვს.ის ადამიანი ჩემი "დაუძინებელი მტერი"თუ შეიძლება ასე ითქვას და ახლა იმაზე მეტად არაფერი მინდა ,რომ ის გავამწარო გთხოვთ დამეხმარეთ ამ მცირეოდენ მაიმუნობაში (ტუჩები გამოვბზუკე და საცოდავი სახე მივიღე ,რომ უარი ვერ ერთქვა
-არა ასე არ შეიძლება .პაციენტის მოტყუება ექიმების კომპეტენციაში არ შედის.
-ძალიან გთხოვთ.ის არ არის თქვენი პაციენტი.პაციენტი მე ვარ და თქვენს კომპეტენციაში პაციენტისთვის თხოვნაზე უარის თქმა შედის?
( ახლა უკვე გამომცდელი სახე მივიღე და მისგან დადებით პასუხს დაველოდე, თორემ მომიწევდა მსახიობობის გაგრძელება თუმცა ეს სანდროსთან მიმართებაში მაინც მომიწევს)
-კარგით რადგანაც არ იშლით .მომიწევს დაგეხმაროთ.(მაგარი ჯიგარი კაცი ჩანდა)
--------------
ექიმის პალატიდან გასვლისას:
-ექიმო როგორ არის მძიმედ დაშავდა?
-სამწუხაროდ,ბატონო.მრავალი მოტეხილობა აქვს.ერთი კვირა მაინც უნდა დარჩეს აქ გარდა ამისა გონს არ მოსულა ჯერ.მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია/
-კი მაგრამ ასე მაგრად არ დავჯახებივარ და?
-ალბათ სუსტი ძვლები ჰქონდა(უცბად მოიფიქრა ტყუილი ექიმმა)
-კარგით.შეიძლება შევიდე და ვნახო?
-მხოლოდ ცოტახნით.
-კარგით
-------------------
სანდრო ჩემთან შემოვიდა შეწუხებული სახით, გეგონებოდათ გასვენებაზე იყო.სიცისლს ძლივს ვიკავებდი ,არც კი იცოდა,რომ არ მეძინა და მხოლოდ მის გასაწვალებლად ვაკეთებდი ამას.ცოტახანს კარებში იდგა მერე სკამზე ჩამოჯდა და ყურება დამიწყო.
-ჩუმად რომ ხარ უფრო საყვარელი ხარ(საზიზღარი იხელთა დრო).ახლა შენ მოხვიდოდე გონს და მეტი არაფერი მინდა.ასე მაგრად ხომ არ დაგჯახებივარ.კაი რა დავიჯერო ასეთი სუსტი ხარ რომ ასე ძლიერად დაშავდი უბრალო ბიძგის გამო(სუსტი ბებიაშენია)მე რომ მეკაჩავებოდი მაშინ სუსტს არ ჰგავდი.გთხოვ გონს მოდი რა.მეჩხუბე ოღონდ გამოფხიზლდი რა(ცოატა შემეცოდა,საყვარელი)ამ სიტყვების გამგონე სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად ავხარხარდი.სანდრო კი დებილივით მიყურებდა გონს ვერ მოსულიყო რა ხდებოდა .თუმცა მალევე მოწვა და თვალები სიბრაზით აევსო.ისეთი მზერით მიყურებდა სადაცაა მიმახჩობდა.ალბათ გონებაში შურისძიების გეგმებს თხზავდა.სადაცაა მომკლავდა ჩემი მეგობრები რომ არ შემოცვენილიყვნენ პალატაში.ექიმს უთქვამს ყველაფერი და ახარხარებული ,რომ დამინახეს სიცილი ვეღარ შეიკავეს და მათაც სიცილი აუტყდათ.ამაზე სანდროს ჩაეკეტა რასაც ჰქვია.
-ახლა თქვენც ხო.ამას არ დაგივიწყებ გვანცა .ნახავ შენ რაც დაგემართება მაგ ხუმრობის გამო.
-არაფრის მომფიქრებელი შენ არ ხარ(ტუჩები გამოვბზიკე და გამარჯვებულის ღიმილი ავიკარი სახეზე)
-მე შენ განახებ ეგ ღიმილი თუ არ გაგიქრო სახიდან ისეთს გაგიკეთებ.
-ვნახოთ ვნახოთ.და რამე რომ იყოს მოწმეები აქ მყავს.თუ რათქმაუნდა სიცილისგან არ დაიხოცნენ მანამდე(სანდროს თვალი ჩავუკარი)
-განანებ განანებ. ეს თქვა და კარი სიმწრით გაიჯახუნა....

-----------------------

მიხარია,რომ მოგწონთ .თქვენი კომენტარების კითხვა სტიმულს მაძლევს..



№1 სტუმარი mari

Magaria <3

 


№2 სტუმარი nino

au dzaaan magaria :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia,magram didi tavebi dade ra
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი coco girl

Ar megona 4love.ge-shi amdeni svani tu viqnebodit :D -_^

 


№5  offline წევრი buterfly

coco girl
Ar megona 4love.ge-shi amdeni svani tu viqnebodit :D -_^



ხო სვანები ყველგან ვართ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent