შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ამოსუნთქვა (სრულად)


26-08-2016, 09:41
ნანახია 6 235

***
-აუ, თავი დამანებე რა.. დავიღალე უკვე შენი სულელური ქცევებით!
-კიდე ჩემი სულელური ქცევებით დაიღალე? ვიღაც ს**რებთან რომ დაეთრევი ეგ არაა ხო დამღლელი?
-ჩემი კლასელია და არა ვიღაც ს**ი შენ როგორც უწოდებ!
-რა მნიშვნელობა აქვს?!
-შენ მოსაწონს ვერასოდეს ვერაფერს ვაკეთებ. ადამიანებს გამარჯობა არ უნდა ვუთხრა? მით უმეტეს იმათ, ვისთან ერთადაც გავიზარდე.!
-შენ თვითონ ხარ ჩემთვის მოსაწონი,-ცინიკური ხმა ამოუვიდა პირიდან.
-დამცინი კიდევ, ხო?-სავარძელზე ჩამოჯდა ნუცა და ცრემლები წამოუვიდა.
-კარგი, ტო.. ნუ, ტირიხარ რა.. ხო, იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს?!
-ვერ იტან, არა? მაშინ რატო მამწარებ?! რისთვის მომიყვანე ცოლად, რომ ყოველ დღე კონცერტები დამიდგა? ყოველდღე სიმწრის ცრემლები მომდის..! დავიღალე უკვე.. ადამიანი არ ხარ?!-აყვირდა ნუცა,- რატომ მამწარებ?
-შენ კარგად იცოდი, ვის მოყვებოდი და ვისთან ერთად აპირებდი ცხოვრებას. რა პრეტენზიები გაქვს ვერ გავიგე?!-გივიკოც ყვირილზე გადავიდა.
-ასეთი არ იყავი..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნუცამ.
-ნუცი, მისმინე..-მუხლებთან ჩაჯდა გივიკო და მუხლებზე დაწყობილ ხელებს მოჰკიდა ხელი,- ხომ მიცნობ, არა? ეჭვიანობა მაგიჟებს! არ შემიძლია ავიტანო ის, რომ შეიძლება სხვამაც შემოგხედოს, სხვასაც მოუნდე. შენ მარტო ჩემი ხარ. მარტო ჩემი.. მიყვარხარ, რა..
-მაშინ ვიჯდები სულ სახლში, დავალაგებ, დაგირეცხავ ტანსაცმელს, სადილებს გაგიკეთებ. საერთოდ არ გავალ გარეთ და შენი ძმაკაცები რომ მოვლენ ჩადრით შემოსილი დავხვდები, რომ არ შემომხედონ. გაწყობს?-რამდენიმე წამის მერე უთხრა ნუცამ.
-ამის დედა მ***! რატო არ გესმის გოგო, რატო?
-რა გინდა გავიგო, მითხარი!
-კაროჩე, რა..-წამოხტა გივიკო და ფანჯრის რაფასთან მივიდა.
-აღარ შემიძლია ასე ცხოვრება..-მშვიდად თქვა ნუცამ.
-წავალ..
-წადი..
-მართლა წავალ, ნუცა..
-ხო, მართლა წადი..-უპასუხა აღელვებულმა გოგომ ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის. ნელა მიუახლოვდა გივიკო ნუცას. სახეზე ხელები მოკიდა და კარგად დააკვირდა ნუცას ნაკვთებს. თითქოს ბოლოჯერ ნახულობსო.. ზღვისფერი თვალები ჩაწითლებოდა და საოცარი სევდა იკითხებოდა.. ნაზად აკოცა შუბლზე და კარის მიმართულებით წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა ნუცა მოწყვეტით ჩავარდა სავარძელში..
-ასე, ჯობს.. კი, ცოტახნით ასე ჯობს,-ბუტბუტებდა ნუცა.


რეისი თბილისი-მადრიდი.
დაშლილი ურთიერთობა და გაფრენილი გრძნობები.
გაუღიმარი სახეები და ტკივილისგან ანთებული ზღვისფერი თვალები.



***


-წავიდა? რაა?! ნუცა კიკნაძე წავიდა?
-ამბობენ, გივიკომ სცემა და წავიდაო.
-შანსი არაა! ეგეთი პათოლოგი იყო გივიკო?
-მაგაზე ეჭვიანი ტიპი მეორე არ დადიოდა..
-იმასაც ამბობენ ნუცამ უღალატა თავის კლასელთანო და მაგიტო დაშორდნენო.
-აუ, გაჩუმდით რა! ეგეთი სიყვარული ესე მალე არ მთავრდება,-როგორც იქნა ხმა ამოიღო ჭეშმარიტებამ და ირგვლივ მოარული ჭორები გააჩუმა.

მართალია, ასეთი სიყვარული არ მთავრდება.
თანაც, არასოდეს.
ასეთი, სიყვარული დაუსრულებელია თავის ემოციებთან ერთად..

***

5 წლის წინ.

-არ მჯერა, რომ დღეს დავამთავრეთ ეს დასაწვავი სკოლა!-ბედნიერებისგან შეჰკივლა ასათაინმა.
-და იწყება დიდი გზა მომავლისკენ!-დაამატა სოფომ.
-რა მალე გავიდა დრო, არა?-გულნატკენმა თქვა ნუცამ.
-აუ, კიკნაძე ყველაფერზე როგორ შეიძლება გული გწყდებოდეს?! ახალი ცხოვრება იწყება ძვირფასო, ა-ხა-ლი!-თქვა ასათიანმა და ტაში შემოკრა.
-მართა ასათიანო!
-გამარჯობა ნათელა მას!-სტოპზე დადგა მართა.
-ასე, ძალიან თუ გიხაროდა სკოლის დამთავრება ორი წლის წინ ექსტერნი ვერ ჩააბარე?-წარბაწევით უთხრა ნათელამ მართას.
-მასეთ დონეზე ჭკუა ვერ მიქაჩავს ნათელა მას თქვენც ხომ იცით, არა? და ისიც გეცოდინებათ, რომ ყველაზე მეტად ჩემი ფუმფულა მასწავლებელი მომენატრება!-თქვა მართამ და ჩაეხუტა საყვარელ მასწავლებელს.
-თქვენ სახელზე სულ სიმღერ-სიმღერით გავალ სკოლიდან!
-რა გეშველება! მალე სტუდენტი გახდები და მაინც სული გძვრება მაიმუნობაში,-უთხრა ნათელამ და ჩაეხუტა საყვარელ მოსწავლეს.
-რა დამავიწყებს იმ სიმღერას? „ერთ პატარა ეზოს ჰყავდა ორი რეზო და ორივე ერთად 6 წლის..!-თქვა მართამ და ასკინკილით გაემართა ეზოსკენ. გოგოებიც სიცილ-კისკისით შეუერთდნენ მართას და დაიწყო ყველასათვის საყვარელი მომენტი, როდესაც თეთრ პერანგებსა და ფართუკებზე სურვილები და მისალოცები უნდა დაეწერათ.
-შეიძლება?-ღიმილით შემოტრიალდა ნუცა და შეეჩეხა მწვანე თვალებს. საოცარი თვალები ჰქონდა ბიჭს.. მწვანე, დაწინწკლული, უძიროდ შავი ხომ გაგიგიათ? მას კიდევ უძიროდ მწვანე თვალები ჰქონდა.. აი, ისეთი ერთი ჩახედვით, რომ დაიკარგებოდი.
-შეიძლება?-ბიჭმა მარკერისკენ გაუწოდა ხელი ნუცას. ნუცაც გამოფხიზლდა და მიაწოდა მარკერი.-მოდი, აქ დაგაწერ,-უთხრა ბიჭმა და შეატრიალა ნუცა. ფართუკის შესაკვრელთან დააწერა რამდენიმე წამში და მარკერი გაუწოდა,-ვსო! გილოცავ და დიდ წარმატებას გისურვებ!-გაშორდა ნუცას. გაშტერებული იდგა გოგო და უყურებდა ბიჭს, რომელიც მშვიდი მოძრაობით მიუახლოვდა ეზოსთან შეკრებილ ბიჭებს.
-გოგო! რა უნდოდა?-აღფოთებულმა მიმართა მართამ ნუცას.
-რა..რავიცი.. დამაწერა რაღაც..-ამოილუღლუღა ნუცამ.
-აუ, ვინ იყო? რა უმოწყალოდ სიმპათიურია!-თქვა სოფომ და შეკრებილ ბიჭებს გახედა.
-რაა? არ იცით?-შეიცხადა მართამ,- გივიკო ყენია. არც გაგიგიათ?-უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს გოგოებმა,-აბა, თქვენ ხართ რა! ეგ ბიჭი ვაკოს ძმის ძმაკაცია. ადრე ბიჭი დაჭრა და გადაიყვანეს სკოლიდან. ამბობენ გააქცია მამამისმა საზღვარგარეთო.
-იმენა ბაბუების თაობაა?-თითქოს გულდაწყვეტით თქვა სოფომ.
-აუ, ნეტა მართლა ქერა იყო რა...!-ხელი აიქნია მართამ,-3 წლის წინ დაამთავრეს სკოლა.
-მერე აქ რა უნდათ?-იკითხა ნუცამ.
-რავიცი, მე..! მოდი, რა დაგაჯღაპნით რამეს!-თქვა მართამ და მარკერი მოიმარჯვა.

დააწერეს ერთმანეთს მილოცვები, სურვილები, მაიმუნობები. იმღერეს, იცეკვეს და წამოვიდნენ ბოლო ზარის აღსანიშნად ერთ-ერთ ბარში.

-როგორ იძახდა? კოსტავა დაფასთნ!-გაიცინა ვაკომ.
-აუ, ის? ცარცი რო გაგარტყა შუბლში და შენი ძმა რო დააყენე?-შეახსენა მართამ.
-აუ, ღირსი იყო, ტო..
-შენც კაი ქაჯი ხარ რა.. ამხელა ბიჭმა როგორ დააყენე შენი ძმა?-გაეცინა სოსოს.
-რა მექნა,ტო? თან ჩემგან განსხვავებით ჩემი ძმა ყველას ევასებოდა სკოლაში.
-ღადაობ? დღეს რომ მოვიდა კისერზე ეკიდნენ მასწავლებლები და ის ნაშოჩკა რო გვყავს კინაღამ დადნა გეგამ რო გახედა,-გაეცინა სოსოს.
-დღეს მოსული იყო შენი ძმა?-თვალები შუბლზე აუვიდა მართას.
-კი, ბიჭები არ ნახე? ძმაკაცი ჩამოუვიდათ ბავშვობის და პირდაპირ ბოლო ზარზე გამოგაზეს. ნოსტალგია და რამე,-თქვა ვაკომ.
-ვა, არა არვიცი.. არ მინახავს,-თითქოს გულდაწყვეტილმა თქვა მართამ.
-რა იყო ასათიანი კიდე ეტრფი გეგა კოსტავას?-დამცინავად იკითხა კლასის „ნაშოჩკა“ ნინიმ.
-ნინი, მოდი შენ იმაზე იფიქრე შენ გამო ბიჭებმა ერთმანეთი არ დახოცონ და ტესტები მოიმარჯვე ორსულობის და მე კი-როგორმე გავარკვევ მე ჩემ პირად ურთიერთობებს!-გაბრაზებით უპასუხა მართამ და გააჩუმა ტლიკინა გოგო.

ბევრი იცინეს, გაიხსენეს პირველი კლასიდან მოყოლებული ინციდენტები, რომლებიც ახლა უკვე კურიოზებად ახსენდებოდათ. გვიანი იყო ბარიდან რომ გამოვიდნენ. ვაკომ აიტეხა ჩემთან წავიდეთ მარტო ვარ და დარჩითო. მართა, სოფო, ნუცა, ვაკო და სოსო წავიდნენ ვაკოს სახლისკენ.

-სად დადიხართ ამ შუაღამისას?-მოულოდნელად ცივმა ბარიტომა გააჩერა ახალგაზრდები, რომლებიც სიცილით იკლებდნენ ქუჩას.
-ვა, ყენო!-გაუხარდა ვაკოს ბიჭის დანახვა და ჩაეხუტა.
-შე, მაიმუნო როგორ გაიზარდე!
-ბოლოს როდის გნახე ეგეც არ მახსოვს,-გაეცინა ვაკოს,-დღესაც იმენა თვალი მოგკარი და მერე ვეღარ გნახე.
-ხო, რომ ამოვედი იმდენი ადამიანი მომახტა ძლივს ვსუნთქავდი,-ჩაიცინა გივიკომ.
-გივა, ესენი ჩემი მეგობრები არიან: მართა, სოფო, ნუცა. სოსოს კი იცნობ,-გააცნო გოგოები გივიკოს.
-ნუცა ვიცი. დღეს ბავშვობა გავიხსენეთ ბიჭებმა. წავაგე და ნუცას დავაწერე რაღაც,-თქვა ცინიკურად გივიკომ და აფორიაქებულ ნუცას შეხედა. გაგიჟდა ნუცა.. ვიღაც ბიჭების სათამაშო იყო? ანუ მასზე ითამაშეს? ეს როგორ აკადრეს! რა უსირცხვილო ბიჭია თან რომ არ მალავს!
-წამო, წაგიყვანთ სახლში მეც მანდ მოვდიოდი,-თქვა გივიკომ და გასაღები ამოიღო მანქანის.
-აუ, შენ გაიხარე რა.. ისე კი მეზარებოდა ფეხით გავლა,-თქვა ვაკომ და წინ ჩაუხტა გივიკოს. დანარჩენები კი უკან მოთავსდნენ.
-ჩემი გოგოები მოვიდნენ!-შეეგება გეგა გოგოებს,-გილოცავთ სკოლის დამთავრებას! აბა, თქვენ იცით უნივერსიტეტშიც საქმე გამიჩინეთ და ბევრი ბიჭი მაცემინეთ!
-ტრიპაჩი,- ჩაილაპარაკა მართამ.
-მართუშ, სანამ სწავლა დაგეწყება ცოტა უნდა დატკბე, თორემ ეგრე არაფერი გეშველება..
-აუ, როგორმე მე თვითონ, კაი?-უპასუხა გაკაპასებულმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ნუცა კიდევ გივიკოს სიტყვებზე ფიქრობდა. ძალიან დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. არც ის სჯეროდა, რომ გეგა ან მისი ძმაკაცი ნიკო რომელიმე ითამაშებდნენ მასზე რამეს. რაც არ უნდა ყოფილიყო! ასეთ რაღაცას არ დაუშვებდნენ გეგა და ნიკო. აი, გივიკოზე კიდევ არ იცის.. არ იცნობს და რა უნდა იცოდეს?
-მოკლედ, ამ ჩემ სულელ ძმას გაუმარჯოს თავის ოქრო მეგობრებთან ერთად! ძალიან მაგრები ხართ ბავშვებო.. გილოცავთ, სკოლის დამთავრებას და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ! ზოგიერთებს გაზრდას და ჩამოყალიბებას კიდე,-თქვა გეგამ და თვალი ჩაუკრა მართას.
-შენ ხო რას ამბობ დაღვინებული ხარ რა,-წაგესლა აჭარხლებულმა გოგომ.

ის საღამო კინკლაობაში, სიცილში, სიმღერაში გაატარეს. ყველა ჩართული იყო თვით „შეურაცხყოფილი ნუცაც“ კი, მხოლოდ გივიკო არ იღებდა ხმას. თავისთვის წრუპავდა ვისკის და აკვირდებოდა ბავშვებს.

***
სკოლასთან.

-ბიჭო, რა მაგრად მომნატრებია ეს სკოლა!
-ისე, რაც დავამთავრეთ კი არ ამოვსულვართ,-თქვა ნიკომ და სათვალე გაისწორა,-სულ გასაწმენდი როგორ არის ეს სათვალე.
-ბიჭო, ის ნაშა ვინაა შენ გეცოდინება?-მხარი კრა გეგამ ნიკოს.
-მე რავიცი ვინაა, რომელი „ვსოზნაიკა“ მნახე,-უხრა ნიკომ და ბიჭების მსგავსად დააკვირდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მოტკეცილი იუბკა ეცვა, ზემოდან ცისფერი პერანდი, წითელი პომადითა და კონტაქტური სათვალეებით იწონებდა თავს. ბიჭებმა დაბალ კლასელებთან გაარკვიეს, რომ ქართულის მასწავლებელი ყოფილა.
-ტიპური სწერვის იმიჯი აქვს,-ჩაეცინა გივიკოს.
-ამას თუ უნდა დღეში 10-ჯერ მოვაყოლებ ვეფხისტყაოსანს სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ვითარებაში,-გაიცინა გეგამ.
-მოდი, ვინ დაკერავს ვნახოთ,-თქვა ზედმეტად თავდაჯერებულად გივიკომ.
-აუ, დაიწყეს ისევ. არ მინდა მე. მაყურებლის როლში ვიქნები,-უთხრა ნიკომ და გაეცინა.
-მოდი, ბაზარი არაა! რაზე გინდაა?-უთხრა გეგამ და ხელი გაუწოდა გივიკოს.
-აი, რომელიმე გოგოს ძაან გატყლარჭულები რო არიან ფართუკებით მივალთ და დავაწერთ რამეს რა..
-აუ, კიდე ეგ მინდა? ძლივს დავაღწიე ამათ თავი!
-მიდი, მიდი...!-უთხრა გივიკომ და ხელი-ხელს შეაგება,-მიდი ჩაჭერი ნიკო!,-ნიკომაც ჩაჭრა.
-ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო..!-გაიცინა გივიკომ და „სწერვა“ მასწავლებლისკენ გაემართა. დიდხანს ლაპარაკობდნენ. შიგადაშიგ ყურზე თმას უწევდა გივიკო და ხელზე ხელს შეახებდა. უკან დაბრუნებულმა ფურცელი აჩვენა გეგას:
-ტელეფონის ნომერი!-თქვა ნიკომ და თავაწეულ გივიკოს გახედა. გეგამ ნიშნისმოგებით გახედა და ახლა თვითონ გაემართა სწერვა მასწავლებლისკენ. შედარებით დიდხანს დაჰყო გეგამ მასთან და უკან დაბრუნებულმა ნიკოს მიაწოდა ფურცელი.
-ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი, პლუს ვიზიტკა და საღამოს ვახშამი!-წაიკითხა მონაცემები ნიკომ,-მოგიგო, ტო..
-უხ, შენი! სიდიადეს არ კარგავ,ხო?-გაეცინა გივიკოს,-აბა, ვნახოთ რომელ ქათამთან მივიდე.
-აი, იმასთან მიდი!-თითით დაანახა შავგვრემანი გოგო გეგამ.
-ღადაობ, ტო? მაგასთან რო მივიდეს ერთი შეხედვით დაიორსულებს ეგ გოგო თავს,-გაიცინა ნიკომ. გივიკო მიშტერებოდა ქერა გოგოს, რომელსაც კიკინები ეკეთა და ამ კიკინებზე დიდი ბაფთები. გულიანად იცინოდა გოგონა და სურათებსაც იღებდა. საოცრად ლამაზი სახე ჰქონდა გოგოს, შორიდანაც კი სჩანდა მისი ზღვისფერი თვალები.
-აი, იმასთან მივალ,-მიანიშნა გოგოზე გივიკომ.
-ვაკოს კლასელია, კაი ბავშვია ძაან.. იქნებ სხვასთან მიხვიდე?-უთხრა გეგამ.
-რა ჰქვია?
-ნუცა.
-ხოდა, ნუცასთან მივალ!-თქვა გივიკომ და ნუცასკენ გაემართა.
-ამისმა „ერთს რომ ვიტყვი კანონია“ პრინციპმა მომინელა რა,-ჩაიბურტყუნა ნიკომ.

ნუცა? ნუცა შორიდან ხო ანათებდა, მაგრამ ახლოდან?! ახლოდან იყო ანგელოზი! შეხედავდი და იფიქრებდი, მართლა დედამიწაზე იყავი თუ არა.. სახელი ნუცაც როგორ უხდებოდა? სუფთა ნუცა იყო! დააფიქსირა გივიკომ მისკენ შეტრიალებული გოგოს მიყინული ღიმილი, ათრთოლებული ნიკაპი და აჩქარებული გული. მძიმედ სუნთქავდა ნუცა, სანამ გივიკო აწერდა რაღაცას. ის ნაპერწკალიც არ გამორჩენია, რომელიც ნუცას თვალებში გაჩნდა.
ბოლოს და ბოლოს გივიკო ყენია იყო, რა..
გოგოები ეკიდნენ კისერზე, არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას და ხან ვისთან იყო ხან ვისთან.. ბოლოს და ბოლოს კიევშიც შეიძინა ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება და კარგად ხვდებოდა ვინ რას ფიქრობდა და რას გრძნობდა მასთან დაკავშირებით.

სახლში ასულმა ნუცამ მაშინვე დახედა გივიკოს დაწერილს და გაბრაზების მიუხედავად გაეღიმა:

„ანგელოზი იმსახურებს უდიდეს წარმატებას და ულევ ბედნიერებას ღირსეულთან!“.


***


ჩააბარეს? თან როგორ! ყველამ ერთ უნივერსიტეტში, ოღონდ სხვადასხვა ფაკულტეტებზე. უხაროდათ, რომ 12 წლიანი მეგობრობის მერე მინიმუმ 4 წელი კიდევ ნახავდნენ ერთმანეთს ყოველდღე დილას თუ საღამოს.
პირველი დღე და გამოპრანჭული გოგოები, ნამძინარევი სახით მისული ვაკო და სოსო. ახალი ნაცნობები და ახალი ემოციები.
-კაი ჯგუფი გყავს?-ჰკითხა მართამ ვაკოს.
-ჯგუფში სოფო და სოსო მყავს. რა სიმბოლურია? სოფო-სოსო,-გაიცინა ვაკომ და გახედა დაბღვერილ გოგოს,-ისე, არაუშავთ რა. მაგრა გამისწორდა ერთ ჯგუფში რომ ვართ.
-არ მეზრუნა მაგაზე და სამივე სხვაგან ვიქნებოდით!-თქვა სოფომ.
-კაი, ტო! მართლა? ანუ, შენი დამსახურებაა?-გაიოცა ვაკომ.
-დიახაც!
-რა გოგო ხარ პროსტა! ოქროს მედალზე ხო დაამთავრე სკოლა, დაფინანსებაც გაქვს 100 პროცენტიანი, შენი წყალობით ხომ ვართ ერთ ჯგუფში და პროსტა, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ! სად აქვთ ბიჭებს თვალები, სად?!-უთხრა ვაკომ და ლოყაზე უჩქმიტა.
-ხო, ამდენი წელია რატო იბრმავებენ თავს არ მესმის!-თქვა მართამ და სოფოს გახედა, რომელიც ძლივს სუნთქავდა უკვე.
-ისე, რა მაგარია, არა? მე და მართა დიპლომატები და თქვენ იურისტები!-თემა გადაიტანა ნუცამ. თემა კი გადაიტანა ნუცამ, მაგრამ სოფოს რას უშველიდა? უკვე აეშალა და დაეშალა ფიქრები და გული სოფოს! რამდენი წელია უკვე ვაკო უყვარს და ვაკოს გარდა ყველა მიხვდა. რამდენი წელია ესე მორცხვად უყურებს ვაკოს ხან ერთ გოგოსთან, ხან-მეორესთან და თავისთვის იკლავს დარდს. გოგოებსაც კი არ ეუბნებოდა, უბრალოდ გამოტეხეს.
-თქვი, რომ გიყვარს!-ბრძანებლური ტონით მიმართა მართამ.
-შენ გიყვარს გეგა!-შეუტია სოფომ.
-ენა, გოგო! მე მომწონს და ვაღიარებ თქვენთან მაინც და შენ?! მითხარი პროსტა!-არ ჩამორჩა მართა,-რამდენი ვიღაც გოგოსთან დაინახავ გული ამოვარდნას გაქვს! ამოიღე ეგ შენი სათქმელი და თქვი. უცხოები ხომ არ ვართ?
-ხო! მიყვარს მართლა. უბრალოდ, მერიდებოდა თქვენთვის მეთქვა. ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთი სამეგობროა. არ გესაყვედურათ ჩემთვის..
-გაგიჟდი, სოფ?-შეიცხადა ნუცამ,-ჩვენ რა უფლება გვაქვს შენ გისაყვედუროთ!
-დიახაც, გისაყვედურებთ!-თქვა მართამ. ნუცამ თვალები დაუქაჩა მართას,-გისაყვედურებთ, რომ არ გვითხარი და შენში იკლავდი ყველანაირ გრძნობას. ესაა დაქალობა? რისთვის ვართ ჩვენ?!
-ნუ, რაც არის არის. გადამივლის რა..არ შეიმჩნიოთ გთხოვთ..


***

-ცუნციკ!
-საათი არ გაქვს?-უპასუხა ნამძინარევი ხმით ნუცამ მართას.
-ვიღაც შემპირდა საჩუქარზე წამოვალ შენთან ერთადო!
-ვაიმე! ვაკო სულ დამავიწყდა! რა სირცხვილია...!-შეყვირა ნუცამ.
-კაი, დიდი ამბავი მე ხომ მივულოცე!
-აუ, მთელი ამდენი წლის განმავლობაში შუაღამეს ვულოცავდი. რამ დამაძინა,რა..-დაიწყო ჯუჯღუნი ნუცამ.
-დავაი, მიულოცე. დღეს გოგლიკო მანქანას მთხოვნის და გავზქუროთ მოლში. გამოგივლი,-უთხრა მართამ.
-კაი, დაგირეკავ რო ჩავიცვამ-უთხრა ნუცამ და გაუთიშა სასწრაფოდ ტელეფონი. მაშინვე აკრიფა ვაკოს ნომერი.
-საათი არ გაქვს?-ეტყობოდა გაბრაზებული რომ იყო ვაკო.
-აუ, ვაკუ.. მაპატიე რა.. დამეძინა შენ სიცოცხლეს გეფიცები! ხომ იცი ამდენი წელია პირველი ვარ და ეს ერთი მაპატიე, გთხოვ...! გილოცავ, ჩემო ყველაფერო! მინდა, იყო უბედნიერესი საყვარელ ადამიანთან ერთად.. გაგეხილოს თვალები და ის კარგი დაგენახოს, რაც შენს გარშემოა,-წაკბინა ნუცამ,-ჩემთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე! მიყვარხარ ძალიან!
-ვაიმე, ცანცულიკ ისეთი მოლოცვაა სულ რომ მოსულიყავი და გეთქვა მაშინვე გაპატიებდი!-ახარხარდა ვაკო,-წადი, ეხლა საჩუქარი მიყიდე და გელოდები დღეს!


***


ზღაპარია ერთი ნახვით შეყვარება. ის, რომ ერთხელ რომ ნახავ და ცხოვრებას გირჩევნია, ალბათ ზღაპრებში ან უიშვიათეს ისტორიებში ხდება.
მაგრამ ფაქტია არსებობს, ის რომ ერთხელ რომ ნახავ ადამიანს და,აი, რაღანციარად ჩაგრჩება გულში. მისი სახე, ქცევები, თვალები, ტუჩები ან უბრალოდ, თვითონ ის პიროვნება,
რა დროც არ უნდა გავიდეს, მაინც ის პირველი ნახვა წარუშლელ კვალად იქცევა და ძნელია, მოიშორო. ალბათ, მართლა უაზროდ დიდი ხანი უნდა გავიდეს, რომ დაივიწყო და ამოიგდო თავიდან.


სამივემ ერთად უყიდა საჩუქარი ვაკოს და კმაყოფილები გამოვიდნენ თბილისი-მოლიდან. დიდი მონდომებით დააპარკინგა მანქანა მართამ ვაკოს სადარბაზოსთან და გადაღლილი ამდენი წვალებისგან გადმოვიდა მანქანიდან.

-ოდესმე, ერთი ჩაყენებით თუ დავაყენებ მანქანას არამგონია, რა!
-ისწავლი. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მთავარი პრაქტიკაა,-თავდაჯერებულად მიუგო სოფომ.
-ისე მეუბნები, თითქოს მრავალგზის გამოცდილი შოფერი ხარ,რა-გაეცინათ გოგოებს.
-ნუცა!-ადგილზე გაიყინა ნუცა. იგრძნო, როგორ გაეყინა ხელები და მუხლებმა კანკალი დაიწყო. ეგონა, რომ მოესმა და მოეჩვენა, მაგრამ ცხადი იყო ყველაფერი. მის სურნელს გრძნობდა ზურგს უკან. ზომბირებულივით შემოტრიალდა და შეხედა გივიკოს, რომელიც მანქანიდან იმ წუთას გადმოდიოდა.
-გივიკო! როგორ ხარ, ბიჭო?-მიესალმა მართა.
-კარგად მართუშ, შენ?-თბილად მოიკითხა გივიკომ მართა. სოფოს და ნუცასაც მიესალმა.
-ნუც, გცალია?-„ნუც რა ლამაზად ჟღერდა გივიკოსგან“.
-კი, მცალია. რა ხდება?-დაბნეულმა უპასუხა.
-შენი დახმარება მჭირდება. ვაკოს მინდა საჩუქარი ვუყიდო და თუ წინააღმდეგი არ ხარ და ძალიან არ გეჩქარება, იქნებ წამომყვე?-მაცდურად შეხედა გივიკომ თვალებში ერთიანად აკანკალებულ და დაბნეულ ნუცას.
-როგორ არ ცალია! ჩვენ საჩუქარს იქამდე არ მივცემთ, სანამ არ მოხვალთ,-უთხრა მართამ და ხელის კვრა მანქანისკენ ნუცას. გივიკომ ჯელტმენურად გაუღო მანქანის კარი, თვითონ კი მოუარა მანქანას და საჭესთან მოკალათდა.
-ვიცი, უკეთესი იქნებოდა სოფო წამომეყვანა, მაგრამ..-გაოცებულმა გახედა ნუცამ. არ იცოდა გაბრაზებულიყო თუ წყენოდა თუ რა ექნა საერთოდ.-ხო, გესმის..
-კი,კი..-მაშინვე აზრზე მოვიდა,-მოიცა, შენ საიდან?!
-მაგას რა გამოცნობა უნდა. შეხედავ სოფოს და ეტყობა სახეზე,-თქვა გივიკომ.
-ასე კარგად იცნობ გოგოების ფსიქოლოგიას?-ჩაეკითხა ნუცა.
-ნუ, შეძლებისდაგავარად. მე მაინც მგონია, რომ კარგად ვიცნობ,-უპასუხა გივიკომ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ოჰო! და მე რას ვფიქრობ ეხლა?
-შენ მე მოგწონვარ. ოღონდ ჯერჯერობით ვერ ხვდები ან ვერ აღიარებ საკუთარ თავთან,-უპასუხა გივიკომ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ნუცა გაშრა ადგილზევე. არა, იყო აშკარად სიმართლის მარცვალი.
-ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ბრძანდებით?
-მკითხე და გიპასუხე,-მშვიდად მიუგო გივიკომ.
-როგორ ფიქრობ, კარგია ასეთი პირდაპირობა?
-დარწმუნებული ვარ შენც ეგ მოგწონს ჩემი ზუსტად!-უპასუხა გივიკომ და მანქანა გააჩერა.

Boss-ის მაღაზიაში შევიდნენ. დიდხანს არჩევდნენ რა ეყიდა ვაკოსთვის. ნუცას ერიდებოდა, არ იცოდა რა ფასის ფარგლებში უნდოდა.
-ნებისმიერი რამ, რაზეც ფიქრობ რომ მოეწონება დაადე ხელი. შენს გემოვნებას ვენდობი,-უთხრა გივიკომ. ბოლოს საათი აარჩიეს, შეფუთეს და ვაკოსთან ავიდნენ.

ისეთი არაფერი, უბრალოდ ერთად ხომ იმგზავრეს? ერთმანეთი ასე თუ ისე ხომ გაიცნეს? და ნუცაც ხო ააფორიაქეს? ეს იყო და ეს გივიკოს მიზანი. არადა, ძალიან კარგადაც იცნობდა ნუცას. იმაზე კარგად, ვიდრე ნებისმიერი მათთაგანი.

-მოკლედ, რაც უფრო დღეები გადის უფრო ლამაზდები ქალბატონო!
-ო, ლაშა! ნუ, იცი ხოლმე ესეთი კომპლიმენტები!-გაეღიმა ნუცას.
-სიმართლეს გეუბნები, ნუც..- „გივიკოს „ნუც“ უფრო ლამაზად ჟღერდა“ გაიფიქრა ნუცამ.-როგორმე გამონახე დრო და დავლიოთ ყავა, რას იტყვი?
-ვეცდები ლაშა..-მშვიდად უპასუხა ნუცამ.
-შენ სულ ეგრე მეუბნები,-სიმწრით გაეღიმა ლაშას.
-ლაშა, ხო გესმის ჩემი? არ შემიძლია ესე მარტივად შენთან ურთიერთობა. შენც არ იშლი შენსას და..
-კი, მესმის. მაგრამ ყველაფერი სხვანაირადაა.. არ მოგაწყენ თავს იმ ტექსტებითა და ფრაზებით, რომლებიც ზედმეტად კარგად იცი!
-კარგი, ლაშა..-გაიღიმა ნუცამ.
-შეგეხმიანები ამ დღეებში და შენ აარჩიე ადგილი,-უთხრა ლაშამ.
-კარგი. ბოდიში, დაგტოვებ ცოტახანს,-უთხრა ნუცამ და ვერანდის მეორე მხარეს წავიდა. ვაკოს სახლი კორპუსის ბოლო სართულზე იყო. სახურავზე კი ვერანდა ჰქონდათ, რომელსაც დასასვნებელად და საქეიფოდ იყენებდნენ. ხელის გულზე დაიტევდი ისეთი ლამაზი იყო თბილისი. ერთ ამოსუნთქვაში ჩააქსოვდი სითბოს თბილისის დანახვისას.
-არ წახვალ ყავაზე,-იგრძნო „უკვე“ საყვარელი სურნელი. გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ახლო მახლოს, როცა ლაპარაკობდნენ ლაშა და ნუცა მათ გარდა არავინ იდგა.
-ესეიგი, თავდაჯერებული და პირდაპირი ხომ ხარ და ამ ყველაფერთან ერთად ეს რომელ თვისებას მივაწერო?-გაეცინა ნუცას.
-გიხდება ღიმილი,-მშვიდად უთხრა გივიკომ.
-ბევრი ამბობს მაგას..
-ბევრი აზრი მეორე ხარისხოვანია. მთავარია მე რას ვამბობ..
-უცნაური ხარ,-მშვიდად უთხრა ნუცამ.
-როგორი?
-აი, არ ვიცი.. განსხვავებული. უნდა დავძაბო გონება, რომ გავიგო შენი ნათქვამი.
-ანუ, რთული?
-არა, რთული არა. ნუ, პრინციპში რთულიც შეიძლება,-გაეღიმა ნუცას.
-რთულში დიდი სიმარტივე იმალება.
-პაულო კოელიოსი რა ხარ?-გაიცინა ორივემ.
-მკითხველი.
-აზიატი ხარ, ხო?
-კი, აზიატი ვარ.
-საინტერესოც!
-თუ, გინდა ვიქნები!
-შენი თვალები..-უთხრა ნუცამ და თვალებს შეეხო. დენმა დაარტყა კინაღამ გივიკოს, როცა ნუცა მის თვალებს ეეხებოდა,-შენი თვალები.. როგორი ღრმა თვალები გაქვს!
-როგორი?-გაეცინა გივიკოს და მისი ხელი დაიჭირა. რბილი და პატარა ხელი ჰქონდა ნუცას.
-ღრმა.. აი, გიყურებ და ვხვდები, რომ სადღაც მივდივარ.
-დარჩი, არსად წახვიდე..-გაიცინა გივიკომ.
-არა, სად წავალ. მაქსიმუმ სახლში ან აქედან ჩავფრინდე ქვემოთ!-გაიცინა ორივემ. ხელი არ გაუშვია გივიკოს ნუცასთვის. სიამოვნება პატარა თოჯინის ხელის ხელში ჭერა და არ უნდოდა, რომ გაეშვა.
-ნუც..
-ნუ, მეძახი ეგრე..-უთხრა ნუცამ.
-რატო?
-სხვანარიად მხვდება ყურში..
-შეეჩვიე,-მშვიდად უთხრა გივიკომ და მისკენ მიწია ნუცა.
ზღვისფერი და მწვანე უყურებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ, ერთმანეთის გაეგოთ. აკვირდებოდა გივიკო ნუცას თვალებში და ხვდებოდა, რომ ის სხვა იყო. ზუსტად იმ სხვამ მოუტანა ის გრძნობა, რაც წიგნებში აქვს წაკითხული და ზღაპრებში, თავის დისშვილს რომ უკითხავდა. ზედმეტად კარგი და სუფთა იყო ნუცა. ის სხვას არ ჰგავდა.. ამიტომაც იყო „სხვა“! თითქოს, მიდიოდა გივიკოსკენ, მაგრამ უკან ერთ ნაბიჯს მაინც იტოვებდა. ბოლომდე არ მიდიოდა მასთან, ბოლომდე არ ამჟღავნებდა თავს.
ალბათ, ასეც იყო საჭირო.
უკან დასახევი ერთი ნაბიჯი ყოველთვის უნდა დაიტოვო.



***

არ იყო საჭირო გეთქვა „მიყვარხარ“. არც ვარსკვლავების მოწყვეტა, არც ვარდების წვიმა, არც რომანტიკა.. თითოეულ სიტყვაში ხომ იგრძნობოდა? თითოეულ მოქმედებაში ხომ ჩანდა სიყვარულის მეტასტაზების გავრცელება ერთიდან-მეორეში? გრძნობა, ერთ ამოსუნთქვაში რომ ვერ ამოაყოლებდი და თან ამ ერთი ამოსუნთქვით ყველაფერს იტყოდი.
ზუსტად იმ დღეს გივიკომ ნუცას რომ დააწერა საოცარი მილოცვა ბოლო ზარზე, ზუსტად მაშინ დაარქვა თავისი. ესეთი იყო გივიკო ყენია. რომ იტყოდა რაღაცას არ გადაუხვევდა, რომ შეიყვარებდა ასე მარტივად არ გაუშვებდა და თუ, გაუშვებდა უკან აღარ მიიღებდა..

ნუცა? ნუცასთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. დღე გივიკოზე ფიქრებით იწყებოდა და გივიკოთი მთავრდებოდა. ნუცა კიკნაძე, რომელსაც თითქმის მთელი სკოლა ეტრფოდა და ახლა უკვე უნივეტსიტეტშიც თითქმის ყველამ იცოდა მისი სახელი მხოლოდ გივიკოობას იჩემებდა. ოღონდ ეს ისე.. გულში. არაფრის თქმა და დამტკიცება არ იყო საჭირო. ყველამ ისედაც ყველაფერი იცოდა. თბილისი ხო ძალიან პატარაა და ერთი ამბავი მაშინვე მოედება მთელ ქალაქს..

***
-ბოლოს და ბოლო ვერ გავიგე, ტო.. გიყვარს ეგ გოგო თუ როგორაა შენი საქმე?-ჰკითხა გეგამ გივიკოს.
-გგონია იცის თვითონ?-ჩაეცინა ნიკოს.
-რა საჭიროა სიტყვით თქმა, ისედაც ხო ხედავთ?-ჩაეღიმა გივიკოს.
-ბიჭო, დავიტანჯეთ ხალხი, რა..-თქვა გეგამ.
-შენ კიდე რა ყველაფერზე სახელის დარქმევა გიყვარს,-გაეცინა გივიკოს,-ჯერჯერობით ესეა საჭირო და ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ ყენიაა მისი ბოლო ბედი რაც არ უნდა იყოს.
-მართასგან განსხვავებით!-გაეცინა ნიკოს.
-რა გინდა მართასგან?-შეშფოთდა გეგა.
-რა რა გვინდა? მე რო მიბურღავ ტვინს, ტო. მიხედე მაგ გოგოს!-შეუღრინა გივიკომ.
-კაი, რა. ცოტა ვაწვალო. ძაან საყვარელია რო ბრაზდება ხოლმე,-გაიღიმა გეგამ.
-ზეგ დაბადების დღე აქვს ნუცას.
-ჰო, ვიცი.
-რა უნდა აჩუქო?
-რაც ყველაზე მეტად გაუხარდება.

***
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა! იმიტომ რომ დღეს ჩემი ცანცულიკა,ცუნცულიკა ცუნციკოს დაბადების დღეა....!-დიდი მონდომებით უმღეროდა ტელეფონში მართა ნუცას დაბადების დღეს.
-მადლობა, ჩემო სიცოცხლე!როგორ გამახარე...
-აბა, შენ რა გეგონა პირველი არ მოგილოცავდი თან ასე?!მიდი, გამიღე კარი საჩუქარი უნდა მოგცე პირველმა,-უთხრა მართა. ნუცას კარგად ესმოდა როგორ ქოშინებდა მართა. იცოდა დაქალის ამბავი, როგორ ეშინოდა ლიფტების და 4-ე სართულზე ფეხით ადიოდა.
-ჯანდაბა! დამასწრო ვიღაცამ!-დაიყვირა მართამ. ნუცამაც კარი გააღო და კარებთან პატარა ლამაზი დაჩვრეტილი ყუთი იდო.
-აუ, არ აიღო ჯერ ეს გამომართვი!-ხელებში მიაჩეჩა თავისი საჩუქარი მართამ და შეაჭრა პირდაპირ სახლში. სანამ მართამ ნუცას დედ-მამას მიულოცა შვილის დაბადების დღე იქამდე ნუცამ პატარა ყუთი შემოიტანა და გახსნა.
-ვაიმე!-შეჰყვირა ნუცამ და ყუთითან პატარა ძაღლი ამოიყვანა.
-არ არსებობს! რა ლამაზია!-ნუცასთან ერთად მართაც ყვიროდა.
-ძაღლიანად გაგსვავ გარეთ, იცოდე თუ ხვალვე არ წაიყვან!-აღშფოთდა ნუცას დედა.
-აუ, დე შეხედე რა საყვარელია. მოდი, დაიჭირე..-უთხრა ნუცამ დედამის და ხელში დააჭერინა. როგორც ხდება ხოლმე თავიდან რომ წინააღმდეგენი არიან მშობლები და მერე თანმხდებიან ისე მოხდა ნუცას სახლშიც. მართა ნუცასთან დარჩა. ძაღლი შუაში ჩაიწვვინეს და მთელი ღამე ეფერებოდნენ.
-დააძინე გოგო ცოდოა ამდენს რო ეფერები!-თქვა ნუცამ.
-შენ რა მესაკუთრე ხარ, ე! სულ შენი არაა? დღეს მოვეფერები და მერე მთელი დღე შენ გეყოლება.
-აუ, რა საყვარელია! წერილი ან რამე არ იდო, ხო?-გულდაწყვეტით თქვა ნუცამ.
-რას იდებილებ თავს. ვითომ არ იცი გივიკომ რო გაჩუქა!
-გივიკო?-წამოიყვირა ნუცამ,-არ არსებობს!
-რსებობს! და ძაღლი ახსენეო,-გაეცინა მართას და ტელეფონი მიაწოდა.
-ბატონო.
-ნუც, გილოცავ დაბადების დღეს!
-მადლობა, გივიკო!
-ჩამოხვალ?
-სად?
-სადარბაზოსთან ვარ,-მშვიდი იყო გივიკო
-დამელოდე, კაი?
-კაი.
სწრაფად ჩაიცვა სპორტულები, თხელი ქურთუკი მოიხურა და ჩაირბინა ოთხი სართული. სადარბაზოს შესასვლელთან გივიკო დახვდა.
-ნუც, გილოცავ!-კიდევ ერთხელ მიულოცა დაბადების დღე. მანქანის კარი გააღო და უშველებელი, უზარმაზარი და უკიდეგანოდ დიდი ყვავილების თაიგული მიაწოდა.
-რა მძიმეა!-აღმოხდა ნუცას. გივიკოს გაეღიმა.
-ესეც, მოიცა..-მიაწოდა პარკი, სადაც ძაღლისთვის საჭმელი, ბალიში და სხვა სათამაშოები იყო.
-ძალიან დიდი მადლობა..
-რა მადლობა, გაგიჟდი?
-რატო შეწუხდი ასე..-ამოილუღლუღა ნუცამ.
-არასოდეს არ შევწუხდები შენთვის!
-ჩემი ოცნება იყო ძაღლი.. თან ეს ზუსტად..
-ვიცი, მე ყველაფერი ვიცი ნუც. რას არქმევ?
-ბუბუს..
-ბუბუს?-ჩაფიქრდა გივიკო,-კარგია.
-ხო.. მადლობა,-უთხრა და აკოცა ლოყაზე. აკოცა და დენმა მართლა დაარტყა გივიკოს. დაუბნელდა თვალებში და მიწა გამოეცალა! ასეტი გრძნობა არასდროს ჰქონია.. ზუსტად ამ დროს მიხვდა, რომ ამ გოგოს დილას გაღვიძებისას და ღამე დაძინებისას უნდა უყურებდეს.


***

სანაპიროზე იჯდა და ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე.
თავიდან ყველაფერი რა კარგად იყო. ალბათ იმიტომ რომ ჯერ ბავშვები იყვნენ.. ბავშვები არა.. შედარებით პატარები და ურთიერთობაც ახალი დაწყებული იყო. ფიქრობდა და იხსენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კამათობდნენ კარგის გარდა სხვა ვერაფერს იხსენებდა. იმდენად ენატრებოდა, რომ ცოტაც და სიგიჟისგან გაფრინდებოდა. მაგრამ გივიკოზე ნაკლები ჯიუტი იყო ნუცა? ალბათ, ეს იყო პრობლემა. ორივე ჯიუტები და პრინციპულები იყვნენ. ნუცა ნაზი, სათუთი, საყვარელი მაგრამ ჯიუტი. როგორც გივიკო იტყოდა და თავის სიტყვას არ გადავიდოდა, ისე აკეთებდა ნუცაც. მხოლოდ ერთხელ იყო რომ ვერ გადაუხვია გივიკომ, მხოლოდ ერთხელ იყო რომ გადაახტა თავის თავს.

-ფეხებზე ! არ მაინტერესებს არაფერი.. გეუბნები არ წახვიდე-მეთქი. ხომ არ ვამბობ კატეგორიულად არ წახვალთქო? რატომ მეუბნები ესე ჯიუტად მინდა და წავალ?! ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან კატეგორიულ ტონსა და ჩვეულებრივ ტონს?!
-აჰა, ეხლა ჩემი ბრალია ხო? ბუბუ გაჩუმდი!-დაუძახა მყეფარე ძაღლს, რომელიც ხმამაღალი ტონისგან შეშინებული იყო,-იცი, რა არის ყველაზე ცუდი? შენ მე არ მენდობი და ზუსტად მაგიტომ გინდა რო არ წავიდე! ეჭვიანობ..!
-დიახ, ვეჭვიანობ იმიტომ რომ ლაშა იქნება იქ.. ის დედა******ული ლაშა იქნება, რომელიც აი ისე გიყურებს რომ გაშიშიშვლებს და არც კი რცხვენია!
-რაც მთავარია ეგ ხომ არ ხდება?!
-ეგღა მაკლია ჩემი შეყვარებული ვინმემ გააშიშვლოს ჩემ გარდა!
-ბევრს ითხოვ!
-რატომ ხარ გოგო ასეთი ჯიუტი! რატომ?
-აუ, შემეშვი რა...-მობეზრებულად თქვა ნუცამ.
-შეგეშვა?! კარგად იყავი! ამის დედაც....-თქვა გივიკომ და გავარდა ნუცას სახლიდან. იცოდა, ნუცამ გივიკო აღარ დაბრუნდებოდა ან თუ დაბრუნებოდა რის ფასად დაუჯდებოდა ნუცას ეს ყველაფერი. ყენია კი მეორე შანს საყვარელ ადამიანსაც კი იშვიათად აძლევდა.
უღირდა კი? არც წასულა რესტორანში. გაუფუჭდა ხასიათი და ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გივიკოს გარეშე არაფერი არ უნდოდა. მცირედი უთანხმოება და მაშინვე ყველაფერს აზრი ეკარგებოდა.

როგორი რთულია იდეალურად გქონდეს ყველაფერი, როდესაც თვითონ სამყაროც კი არ არის იდეალური...

-წამო, ბუბუ ჩვენ მაინც გავისეირნოთ,-უთხრა მშვიდად მცქმუტავ ძაღლს და მასთან ერთად გარეთ გავიდა. ბევრი ისეირნა ბუბუსთან ერთად და ბევრიც იფიქრა. დაურეკავდა, აუცილებლად დაურეკავდა.. ეტყოდა, როგორ უყვარს და რამდენს ნიშნავს მისთვის და სულ არ აინტერესებდა არაფერი თუ ასეთი სიტუაცია იქნებოდა. სადარბაზოსთან მისულს გივიკო დახვდა.
-ნუც..
-დაბრუნდი?
-ვერ გავძლებ უშენოდ, იცი?
-გიყვარვარ?
-კითხვა უნდა მაგას?
-ვიცი, რომ არ უნდა.. მაგრამ.. მინდა ამდენი წლის მერე ერთხელ მაინც მოვისმინო შენგან..-მშვიდი იყო ნუცა. გაეღიმა გივიკოს და ჯიბისკენ წაიღო ხელი. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და გახსნა. ბეჭედი იდო.. თეთრი ოქრო ერთი დიდი ბრიალიანტის თვლით და ორივე გვერდებზე გაფორმებული პატარა ბრილიანტის თვლებით.
-ნუც, მიყვარხარ. მაპატიე, რომ არ ვარ ისეთი შეყვარებული, როგორებიც შენი მეგობრების შეყვარებულები არიან. მაპატიე, რომ არ მაქვს იმდენი კულტურა სანთლის შუქზე გავახშმო სადმე ან ვარდებით მოგიფინო მიწა.. რა ვქნა ასეთი ვარ, ნუც.. ასეთ გივიკო ყენიას უყვარხარ შენ. უბრალოდ, არ შემიძლია ეს მაღალფარდოვანი ტექსტები. ესეც მაპატიე რა! ნუც, უშენოდ მართლა არ შემიძლია და გამომყვები ცოლად?-ჩაიმუხლა გივიკო.

ეს იცით რას ნიშნავდა?
სტიქიური მოვლენა იყო.
ჯერ გივიკო ყენიას ეს სიტყვები. ცხოვრებაში რომ საკუთარი დედასთვის არ უთქვამს სიტყვა მიყვარხარ და მერე მეორეც, გივიკო და რომანტიული ხელის თხოვნა?
არავინ უარყოს, რომ ყველა კაცში არის რაღაც რომანტიკისმდაგვარი!

-ნუცას და გივიკოს სურათები ნახე?
-კი, შოკში ვარ! რა კაბა ეცვა ნუცას?
-და გივიკო რა მანქანით მივიდა?
-ნუცას აჩუქა ეგ მანქანაო, ესე ამბობენ..
-ნუცას გივიკოს ფული უყვარს, თუ?
-კაი, რა.. ნუცასაც არ აკლია..!
-გაჩუმდით.! არ გრცხვენიათ ? რა ფული... ესეთი სიყვარული უიშვიათესია! მაგათ რომ ერთმანეთი უყვართ ეგრე ბევრს არ უყვარს და ნუ, გშურთ!-ისევ ჭეშმარიტებამ გააჩუმა მოარული ჭორები.


***

ალბათ ზოგ შემთხვევაში მართალია, რომ ამბობენ თანაცხოვრებაში ადამიანები იცვლებიანო და ამ ზოგ შემთხვევას მიეკუთვნებოდნენ ნუცა და გივიკო. გივიკომ გააფრინა? აი, ეგრე ვინმე თუ აფრენდა არავის ეგონა. ნუცა თითქოს შინა პატიმრობაში იყო. ნუცასთან მიმართებაში ზედმეტად ეჭვიანი გახდა. სხვებთან არ იმჩნევდა და გოგოები ეუბნებოდნენ ყველას გვყავდეს ეგეთი ქმარი, როგორიც გივიკოაო მეტი არაფერი გვინდაო. ხუმრობაში მართა ეუბნებოდა გადმომასხი შენი წყალიო. ნუცაც უღიმოდა, მაგრამ ნუცას თვალები რაღაცას არ ამბობდნენ. ნუცას თვალები ზედმეტად დასევდიანებული იყო და ის სიკაშკაშეც აღარ ჰქონდა, რაც თავიდან ასხივებდა. უცხო თვალისთვის საუცხოო წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მართლა მზე და მთვარე ამოსდიოდათ ერთმანეთზე, მაგრამ როგორ და რანაირად ეს ხომ არავინ იცოდა.. ბუბუსთან სასეირნოდაც რომ ჩადიოდა ნუცა ზარებით იკლებდა გივიკო. მაღაზიაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.. გაგიჟებას იყო ნუცა. როგორ შეიძლებოდა ასე რადიკალურად შეცვლილიყო ადამიანი?

-ძალიან შეიცვალე..-მშვიდად უთხრა ნუცამ.
-ხო? მე ვერ ვატყობ..-უარყო გივიკომ და ჩაეხუტა ცოლს.
-აღარ გიყვარვარ..
-შეიძლება ზედმეტადაც მიყვარხარ..-სიმშვიდეს ინარჩუნებდა გივიკო.
-ვინც ზედმეტად უყვართ ასე არ ექცევიან.
-როგორ გექცევი, ნუცა?
-მაგიჟებ, გივიკო!
-რას გაგიჟებ? რას ითხოვ ჩემგან? ყველა ჩვენზე ლაპარაკობს და შურს ჩვენი..
-იმიტომ, რომ არ იციან რა ხდება საძინებლის კარების მიღმა,-აფეთქდა ნუცა,- შენ ის გივიკო არ ხარ სხვების აზრი რომ არ გაინტერესებდა? რაც შენი ცოლი გავხდი გოგოებთან ერთად არსად არ გავსულვარ, ტანსაცმელი არ მიყიდია.
-წავიდეთ ახლავე და მთელი მოლი იყიდე თუ გინდა!-წამოხტა გივიკო.
-მართასთან და სოფოსთან ერთად მინდა..! რატომ არ შეიძლება?
-ნუცა.. ნუცა.. ვგიჟდები შენზე..-ხმადაბლა თქვა გივიკომ. ამოიღო ბარათი და მიაწოდა. ნუცამაც გამოართვა და ოთახისკენ გავიდა.
-გივიკო, მეშინია არ გადამიყვარდე..-მშვიდად და გულნატკენმა უთხრა და სახლიდან გავიდა.

ბედნიერებისგან კანში ვეღარ ეტეოდა ნუცა, რომ მარტო გოგოებთან ერთად დადიოდა საყიდლებზე. თვეებია უკვე ასე არ ყოფილა. გალიაში დამწყვდეული ცხოველივით იყო.უცებ, რომ თავისუფლების გემოს გაიგებს. ერთი გასახდელიდან, მეორეში გადადიოდა. პირდაპირი მნიშვნელობით გამოზიდა ყველაფერი. გივიკოსაც უყიდა საყვარელ მაღაზიაში პერანგები და შარვლები. ყოველ წუთას მოსდიოდა გივიკოს ტელეფონზე შეტყობინება ბანკიდან, რომ ამდენი ლარი მოიხსნა მისი ანგარიშიდან. რა ხდებოდა გივიკოს თავს ამ დროს? ერთი წამით ეღიმებოდა, მეორე წამს კი თავს უბრაზდებოდა, რომ ასეთი უხასიათო იყო.

ურეკავდა ნუცას, ნუცა- არ იღებდა. გამოტოვებული ზარები 70-მდე იყო ასული. როგორ ვერ მოიფიქრა დაერეკა მართასთვის ან სოფოსთვის? ხომ აიცილებდა უთანხმოებას. სახლში ღიმილით შემოვიდა ნუცა და ეს ღიმილი შეეყინა სახეზე, როცა სავარძელში სასმლისგან გაბრუებული გივიკო დაინახა.
-სად იყავი?
-მოლში. ნახე რა გიყიდე,-უთხრა მხრიარულად ნუცამ და პარკისკენ წაიღო ხელი.
-არ მაინტერესებს!-დაიღრიალა გივიკომ, -სად გაქვს ტელეფონი, ნუცა?
-რა გაყვირებს? ჩანთაში!-ამოიღო ნუცამ ტელეფონი და დახედა ზარების რაოდენობას,-შენ სულ გააფრინე, ხო?
-მე თუ შენ? ამის დედა მ***ან რომ მიაქციო ამ დედამ***ულ ტელეფონს ყურადღება არ შეიძლება?-ღრიალებდა გივიკო.
-ნუ, ღრიალებ! მართა და სოფო არ არიან შენთვის უცხოები და შეგეძლო მათთან დაგერეკა!-დაუყვირა ნუცამ და პარკები ცხვირწინ დაუყარა, თვითონ კი აბაზანისკენ წავიდა. მიხვდა გივიკო, რომ დააშავა. მაგრამ მხოლოდ მიხვდა, არ უღიარებია.

რამდენიმე დღეში ნუცას დაბადების დღე იყო. მოწყენილი იჯდა ნუცა ტელევიზორთან და უყურებდა გადაცემებს, თან ყავას მიირთმევდა. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე შემოვიდა გივიკო.

-ჩემი სილამაზე, როგორ არის?-უთხრა ნუცას და ყელში აკოცა. უხ! როგორ არტყამდა გივიკოს შეხება დენს!
-მოვიწყინე, ცოტა..-უპასუხა ნუცამ.
-ხოდა, საქმეს მოგცემ ახლა,-უთხრა გივიკომ,-სასწრაფოდ ადექი და ჩაალაგე ბარგი, მადრიდში მივდივართ!
-რა? მართლა?-დაიკივლა ნუცამ.
-კი, მართლა. შენი ოცდამეორე დაბადების დღე იქ უნდა აღვნიშნოთ,-უთხრა გივიკომ.

საოცარი ორი კვირა გაატარეს მადრიდში. სასწაული იყო იქაუობა. ესპანეთის ჰაერმა გივიკოზეც იმოქმედა და ძველი გივიკო დააბრუნა. რაც მთავარია ნუცა სიხარულისგან მეცხე ცაზე იყო..
-ბედნიერებას შენი სახელი დავარქვი,-უთხრა გივიკომ.
-ჩემთვის სიყვარული ასოცირდება შენთან.. გივიკო, სულ ასეთი იყავი, რა..
-მიყვარხარ, ნუც..
-მეც, მიყვარხარ!

***
იმ დღეს ნუცას სკოლის ბანკეტი იყო. დამთავრებიდან 5 წლის თავს აღნიშნავდნენ. გივიკომ ბოლო წუთას დაურეკა ნუცას გვიან მოგაკითხავ ვერ ვახერხებ წამოსვლასო. ძალიან შეცვლილიყვნენ ბავშვები. ზოგი ქმართან, ზოგი ცოლთან ერთადაც იყო მოსული. მართა, სოფო და ნუცა ვაკომ მიიყვანა. მოიკითხეს ერთმანეთი, ცოტა სურათებიც გადაიღეს და ცეკვაც დაიწყეს. გივიკოს ურეკავდა ნუცა, მაგრამ გივიკო არ ჩანდა.
-ნუც, ხო არ მეცეკვები?
-ლაშა, მადლობა დიდი მაგრამ ვერა..-უთხრა ნუცამ და კარებისაკენ გაიხედა.
-მარტო ხარ დღეს?
-არა, მოვა გივიკოც,-გაუღიმა.
-მეცეკვე, რა.. სანამ მოსულა.ნუ, ნერვიულობ ჩემზე ხო არ იეჭვიანებს?!-გაიცინა ლაშამ. სიმწრით გაიცინა ნუცამ და საცეკვაოდ გაჰყვა ლაშას. ყველაფერს ხო ბედი უნდა?! ამ დროს მოვიდა გივიკო, ამ დროს დააჯდა სიკვდილის ბუზი ლაშას. მაშინვე მათკენ გაემართა.
-გივიკო, როგორ ხარ?-ხელი ჩამოართვა ლაშამ გივიკოს.
-დაახვიე,-მწარედ უთხრა ლაშას და ნუცა გამოსტაცა. სხეულზე აიკრო ნუცა და მასთან ცეკვა თვითონ გააგრძელა.
-რა გემართება? მოგესალმა ადამიანი!
-ადამიანსაც გააჩნია!
-სალამი ღვთისაა არ იცი შენ?
-შენ ის არ იცი, რომ ერთი ადგილი დააყენო?-უთხრა და დაატრიალა ნუცა.
-ერთი ცეკვის გამო ამბავს ატეხ?
-ხო, გააჩნია ვის ეცეკვები ნუცა?
-ყველაფერი წარსულია..-ნიკაპი აუთრთოლდა ნუცას.
-ცრემლი არ დამანახო..-უთხრა გივიკომ და თვალებზე აკოცა.

სახლში მისულებმა დაამხეს თავზე ერთმანეთს ყველაფერი. იცოდა, ნუცამ ეს გივიკოს მართლა წავალ მართლა წასვლას, რომ ნიშნავდა. იცოდა, რომ გივიკო აღარ დაბრუნდებოდა მასთან. მაქსიმუმ განქორწინების მოწმობა გამოეგზავნა.
წავიდა მადრიდში იმიტომ, რომ იქ ნახა ბედნიერი გივიკო არაფერი რომ არ აწუხებდა. იქ იგრძნო თავი უბედნიერესად და იქ იცურავა ემცოიების ზღვაში.

10დღე იყო უკვე წასული და ყოველ დღე ფიქრობდა გივიკოზე.იხსენებდა ყველაფერს და ყოველ დღე რწმუნდებოდა იმაში, რომ შეეძლო მასთან ერთად ბედნიერს ეცხოვრა ცოტა დათმობებზე, რომ წასულიყო. ალბათ, ის არაფერს უთმობდა და მაგიტომაც ჭამდნენ ერთმანეთს.
ერთი ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა ნეგატიური ფიქრები.. ერთ ამოსუნთქვაში გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა დაებრუნებინა საყვარელი მამაკაცი..
კი, ნამდვილად მოუწევდა ბრძოლა გივიკოს დაბრუნებისთვის, მაგრამ არა ნუცას..

-ნუც..-ტიროდა მართა.-ჩამოდი, რა..
-მეც, მომენატრე. კი, ჩამოვალ და შევცვლი ცხოვრებას!
-ნუც, ესე მარტივად არაა საქმე..-მოუმატა ტირილს მართამ.
-რა ხდება?
-გივიკო....


***

საავადმყოფოში შეფრინდა კი არ შევიდა. რეანიმაციის სართულზე თავი მოეყარათ მის მეგობრებსა და გივიკოს მშობლებს.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა,-დაუყვირა გივიკოს დედამ და სახეში გაარტყა.
-თამო, არ გინდა. არაფერი დაუშავებია!
-მის გამოა ჩემი შვილი კომაში!-კიოდა გივიკოს დედა. მამამისმა წაიყვანა და დარჩნენ მარტო მეგობრები და გივიკოს ცოლი, ნუცა.

-რატომ დაურეკე?
-შენ აფრენ, ხო?
-მართლა გეკითხები, მართა! რა უნდა ნუცას აქ? მან უღალატა ჩემ ძმაკაცს!
-ხო, არა? გეგა,ნუცას იცნობ მთელი ბავშვობაა და როგორ ფიქრობ უღალატებდა?!
-ყველა ადამიანი თამაშობს!
-ხო, მეც ვთამაშობ და სინამდვილეში მძულხარ!-უყვირა მართამ გეგას და ნუცასთან მივიდა. ნუცა გაყინული და მარტოსული იჯდა მარტოდ მარტო. კედელს მიშტერებოდა და ცრემელბი მოსდიოდა.
-მართა, რა დავაშავე?-ძლივს ამოიდგა ენა.
-შენ არაფერი.. ბოდავენ ესენი!
-მომიყევი..
-არ ღირს, ნუცი..
-მომიყევი! უნდა ვიცოდე რა დავაშავე!
-რომ დაქორწინდით შენ და გივიკო ლაშა მისულა და უთქვამს. მაგ გოგოს არ დაგითმობ, მთელი ცხოვრებაა მიყვარსო და მარტო იმიტომ რომ შენ აგირჩია გავაუბედურებ-ო. გაუბედურებაში კი მიხვდები, რასაც გულისხმობდა,-შეპარვით უთხრა მართამ.
-სისულელე! თავს მოვიკლავდი და მასთან არ დავწვებოდი..
-ამიტომ ეშინოდა გივიკოს შენი მარტო გაშვების იმას რამე რომ არ დაეშავებინა შენთვის.. სანამ არ მოაგვარებდა კაცურ დონეზე.. იმ დღეს კი, როცა გნახათ რესტორანში გააფრინა კინაღამ.. ისე მეშინოდა, რამე არ ექნა.. რომ გაიგო შენი წასვლის ამბავი ჩაიკეტა სახლში. ბიჭებს არ იკარებდა და.. გუშინ ლაშა აადგა, შენ ცოლთან გავერთეო. ჩემთან გიღალატაო..გივიკომ არ მოუთმინა და დაარტყა. იმას იარაღი ჰქონია და ესროლა. გულში აქვს ნუც მოხვედრილი, გესმის? გულში..-ატირდა მართა და გაიყინა ნუცა.
-იცი, რა თქვა? ექიმებმა თქვეს. რომ მისულან ნუცა არ მიღალატებდაო.. გონების წასვლამდე მაგას ამბობდა..-ატირდა ნუცა მართასთან ერთად და დაბნელდა ირგვლივ ყველაფერი.

რომ გაახილა თვალები ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო.. მხოლოდ აპარატის გამაყრუებელი წრიპინი ისმოდა..
-ნუცა...!-მართა და სოფო იყვნენ.
-ნუცი, როგორ გვანერვიულე!-უთხრა ვაკომ.
-რამე... რამე ახალი არის?-ძლივს ამოილუღლუღა ნუცამ.
-ჯერ არაფერი...-სევდიანად თქვა ნიკომ. ამ დროს ექიმი შემოვიდა.
-გამარჯობა, ნუცა. მე ექიმი გიორგი ვარ. თავს როგორ გრძნობ?
-ცოტა, თავი მტკივა.
-ეს რეალურიცაა. ნერვიულობის ფონზე კიდე კარგად ხარ.. შენ მდგომარეობაში არ შეიძლება ნერვიულობა. ასე, რომ თავს გაუფრთხილდი..-გაუღიმა გიორგი ექიმმა.
-ანუ?-დაქაჩა თვალები მართამ.
-ნუცა ორსულადაა. 6 კვირის ორსულია.. მიკვირს აქამდე რომ ვერ შეამჩნიეთ..-უთხრა ექიმმა.
-ბატონო?!-გაოცდა ყველა.
-დიახ. ამიტომ რადგანაც პაციენტმა ბევრი ინერვიულა დღეს აქ მოუწევს გაჩერება, რომ ბავშვის მდგომარეობასა და მის მდგოამრეობას ვადევნოთ თვალყური..-უთხრა გიორგი ექიმმა და პალატა დატოვა. გაშტერებულები იყვნენ, ხმას ვერ იღებდნენ, სანამ მართას კივილმა არ გამოაფხიზლა ყველა!
-ვაიმე, ნათლიას დაკუჭვადი ცომიკი!-მივარდა მართა ნუცას და მუცელზე აკოცა. ნუცა ამ დროს სრულიად შოკში იყო.. არ მოელოდა ამ ყველაფერს.. არა კი ჰქონდა მომატებული მგრძნობელობა, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ იეჭვებდა.. მთელი დღე იწვა. ექიმები არ აძლევდნენ ადგომის საშუალებას.
-რაღაც მინდა გთხოვო..-უთხრა ვაკოს,-გთხოვ, სულ რამდენიმე წუთით შემიშვით, რა... ექიმს თხოვე..
-კარგი, ნუც მაგაზე უარს როგორ გეტყვი?!

შევიდა ნუცა პალატაში და დაინახა საწოლს მიჯაჭვული, უძრავად მწოლიარე საყვარელი ადამიანი. მის გვერდზე ჩამოჯდა და ხელზე დაადო ხელი.
-გივიკო, მჭირდები, იცი? უშენოდ გავაფრენ.. შენ რომ აფრენდი იმაზე მეტად გავაფრენ.. გივიკო, არ დამტოვო, რა... იცი, როგორ მიყვარხარ? რა ცუდები ვართ ერთმანეთს რომ არ ვეუბნებით ხშირად ამას! შენ რაც გამოჩნდი ჩემი ცხოვრება შეცვალე! ააჭრელე და ააყირავე... შენ რომ არ გაიღვიძო მე რა მეშველება მერე? მადლობა, რომ ჩემი გჯერა სხვებისგან განსხვავებით.. პირველი და უკანასკნელი შენ იქნები ჩემთვის და იცი, ჩვენ პატარა გვეყოლება. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი.. როგორც გინდოდა მჯერა, რომ ბიჭი იქნება! ატარებ ფეხბურთზე და ფრანგულზე, როგორც შენ ამბობდი ლამაზი ენააო... თუ გიყვარვარ, ჩვენი შვილის ხათრით.. არ დამტოვო...-ატირდა ნუცა.
-ნუც, ექიმი მოდის არ დაგინახოს აქ რა... არ შეიძლებოდა..-თავი შემოყო ნიკომ. ნუცა გაიყვანეს თავის პალატაში..

-ნუცა.....ნუცა... გაიღვიძე, ნუცა...-მართას ხმა ჩაესმა.
-ხო, მართუშ.. ანალიზების პასუხებია?-იკითხა ხმადაბლა.
-კი, შენმა პირადმა ანალიზმა გიკითხა სადააო..-გაუღიმა მართამ ნუცას.:)



№1  offline წევრი Nate

კარგი იყო
სახელები არ მომეწონა :დ ნუცა კი გივიკო არა
გაქ წერის ნიჭი
მაგრამ
ბოლოში რატო მიაფუჩეჩე ვერ მივხვდი

 


№2 სტუმარი ნახეთ

https://4love.ge/chanaxatebi/117279-shemodgomis-gogona.html

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent