შენ ჩემი გახდები?! (თავი 41)
კარზე მიმაგრებულ ზარის ღილაკს მივაჭირე თითი და დაველოდე როდის გამიღებდნენ კარს, თითქოს შიშმა ამიტანა, ბავშვებმა შემომხედეს იმედიანი თვალებით და მეც მათთვის თავის მოსაჩვენებლად გავიღიმე. ვერ გავუძელი შფოთვას და ბავშვებს ვუთხარი კართან მდგარიყვნენ და ბაბუს და ბებოს დალოდებოდნენ, როდის გაუღებდნენ კარს, მე კი საღამოს მოვაკითხავდი წასაყვანად. მანქანასთან გამოვედი, ღრმად სუნთქვას მოვყევი და გამახსენდა ის საზარელი დღე, ეს სახლი მაშინ შევიძულე და ამ სახლში მცხოვრბლებიც მეგონა თუმცაღა შევცდი, თანაც მწარედ. ბავშვებთან მოლაპარაკე ზურა და ნანა შევნიშნე და მათკენ გავსწიე. ამაყად მიდიოდა გედენიძის ქალი, ქუსლების კაკუნი და მისი ამაყი სიარული საოცარ ქმინელებას ქმნიდნენ. ადრე მეამიტური სახე ახლა მკაცრმა, ტკივილიანმა და ცივმა გრძნობებმა შეცვალეს. ცოტაც გაიარაა და მიუახლოვდა მათ. -ღმერთო ჩემო, შენ აქ.....ვერ დააასრულა ნანამ სათქმელი, გაოცებისგან აღმოხდა მის ბაგეებს ეს მცირედიც, სიხარული, ბედნიერება, ტკივილი, სირცხვილი,დანაშაული გრძნობა ყველაფერი ერთად არეულიყო უფროსი ნაკაშიძეების სახეზე და ისე უყურებდნენ ყოფილ რძალს. -როგორ გაგვახარე! ზურას თვალები ცრემლით ავსებოდა. ხომ შემოხვალ შვილო?! თავი უხმოდ დავუქნიე და გადავდგი პირველი ნაბიჯი იმ სახლში შესასვლელად, რომლის კარიც 5 წლის წინ მაგრად მომიკეტეს, მეორე ნაბიჯი რომ უნდა გადამედგა უკვე შევჩერდი ვერ შევძელი. ზურას და ნანას შევხედე მათ სახეზე ყველა ეს გრძნობა, რომ ამოვიკითხე და სახლში უკვე შესულ თვალებგაფართოებულ ბავშვებს შევხედე, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და გადავდგი შემდგომი ნაბიჯებიც. -მობრძანდი, მობრძანდი შვილო! ზურა ხელებს შლიდა და ცუხცუხით მიმიძღვოდა ადრე კარგად ნაცნობ სასტუმრო ოთახში. თვალი მოვავლე იქაურობას და გამეღიმა. -არაფერი შეგიცვლიათ....ყველაფერი ისევ ძველებურაადაა....თითქოს არ გასულა ეს წლები .... წყნარად სვენებ-სვენებით ამოვიუტბუტე და მარმარილოს ულამაზეს სკუფლტურებს დავსუვი ხელი, როგორ მიყვარდა მეც და ალექსაც ამ სახლში ადრე ყველაფერი...ყველაფერს უცხოს, ლამაზს,გასაოცარს და ანტიკვარს აქ მოეყარათ თავი...მისი სიძველის სურნელიც მიყვარდა ადრე, რაც მეტ სიდიადეს სძენდა ამ ვებერთელა სახლს, თუმცა ახლა სულს მიგუბებს და ერთს მახსენებს იმ დაწყევლილ დღეს. -დედა შენ აქ ადრეც ნამყოფი ხარ? ალექსი ჩამეკითხა. წინ მიდგა და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა, მამამისის მსგავსად. -კი, ვყოფილვარ.... მაშინ შენი მამიკო, ჩვენთან იყო ... უყვარდა ეს სახლი... ბოლოც აქ იყო მისი... თვალები ამიცრემლიანდა მეც.. -რა ბოლო დედიკო? ახლა გეგა გამოვიდა სიტყვით. -არაფერი, დაივიწყეთ. ურეაქციოდ ვიდექი და მისაღები ოთახის იქით მდებარე ოთახის დანახვისას მაჟრიალებდა. კარი არ ყოფთა უზარმაზარ მისაღებსა და იმ ოთახს, თაღი იყო იქ დიდი, იმ თაღთანაც დიდი ქანდაკებები და ფოთლოვანი მცენარეები ელაგა. -გვითხარი, რა... გეგა ჩამაჯინდა, ვიცოდი არ მომეშვებოდა, თითქოს მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი. -იმ ოთახში... თითი გავიშვირე ოთახის მიმართულებით. მამათქვენი იყო მკვდარი... ვერ ვუხსნიდი ბავშვებს იმას, რაც აინტერესებდათ. ზურა დამეხმარა იცოდა როგორ მიჭირდა საუბარი. აუხსნა, რა როგორ ხდება ადამიანი რომ კვდება და ა.შ. გეგამ ხელი ჩამჭიდა მაგრად და დამქაჩა, მიბიძგა იმ ოთახისკენ რისიც ასე მეშინოდა. -წამოდი შევიდეთ... ამომხედა ამღვრეული ზღვისფერი თვალებით. -შენ შედი... მე...მე არ შემიძ₾ია... ნერწყვი ძ₾ივს გადავყლაპე პირი სულ გამშრობოდა. ამღვრეული თვალთა მზერას არ მაშორებდა. -მარტო მეშინია, შენ მინდა, რომ წამომყვე...გთხოვ დედა, მაინტერესებს, მე იქ არასდროს შევსულვარ. მუდარა გაერია ხმაში. თავისუფალი ხელი მოვმუშტე და თავი დავუქნიე. -წამოდი, შევიდეთ ერთად! ოთახის ზღურბლათან მისულს ყველა მოგონება ერთმანეთში ამერია, გამახსენდა ყველაფერი, მომელანდა მკვდარი ალექსი, მისი ყვავილები, მოტირალი ჩემი თავი, ზურას ღრიალი, უმოწყალო და უმოქმედო ადამიანები, ჰაერი არ მყოფნიდა, ყელზე ხელს ვიკიდებდი, მინდოდა ნაბიჯი გადამედგა უკუსვლით თუმცა ამაოდ, გრძNობა დამეკარგა ფეხებში...გავშეშდი... ყურებში ჩამესმოდა ჩემი მოთქმა და ზურას სიტყვები ერთად, ყურებზე ხელი მივიჭირე უეცრად, სადაც გამუდმებით, გამბულად ერთსადა იმავეს ვისმედი! „შენ მოკალი ჩემი შვილი, შენ“! მერე უეცრად ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. გონს მძაფრმა სუნმა მომიყვანა, ზურა და ნანა თავს დამცქეროდნენ, ვიღაც ქალს კი ბავშვები უძალიანდებოდნენ, ოთახიდან გასვლაზე. -ვდუმდი, თუმცა ახლა მინდოდა ყველა იმ ტკივილის გასაჯაროება, რაც ასე მიღრნიდა გულს. -ნუ გაჩუმდები, თქვი მოგისმენთ შვილო... ნუ აგუბებ ცრემლს გამოუშვი, გულს გაგიფუჭებს ჩაბრუნებული ცრემლი. ზურა ხელზე მეფერებოდა. -გული ისედაც დაავადებული მაქვს მე მამაჩემის სიკვდილის მერე...ამოვილუღლუღე -უფრო დაგიავადდება, თქვი ნუ გაჩუმდები. არ მეშვებოდა ზურა. -თავი წამოვწიე, დივანზე მწოლიარემ და ორივეს შევხედე ცრემლიანი თვალებით. რა ვთქვა, ის ვთქვა თუ როგორ მტკივა თითეული წამი ამ სახლში კი არაა, საერთოდ ყველგან?! გამახსენდა ყველაფერი, ისევ ის საზარელი სიტყვები ჩამესმოდა ყურში, ამიტომ გავითიშე...იცით 3 წელი კოშმარებს ვხედავდი,ყოველ ღამით, მარტო ვიყავი მაშინ როცა ქალს ყველაზე მეტად უნდა მხარში დგომა, რომ არაა დათო მე ალბათ ეს ბავშვებიც არ შემრჩებოდა ალექსისგან... ის არ ეპუებოდა ამ ცხოვრებას, ჩამოდიოდა მალულად ჩემთან და თვეში ერთჯერ მნახულობდა ხოლმე. ამოვიტირე და მომინდა გადამეშალა გული მათთვის და მეთქვა ამდენი წლის ნადები. 9 თვე ტირილში გავატარე, ღამღამობით ვერ ვიძნებდი, ის საშინელი ღამე მესიზრემბოდა, და მეშინოდა, თქვენი ..იმის, რომ მნახავდით, ციხეში გამომამწყვდევდით და ბავშებს წამართმევდით... ზურას ავხედე და განადგურებული იყო. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდაა, თუმცა თავი შევიკავე. აქ თუ ოდესმე დავბრუნდებოდი და თქვენთან ვიურთიერთებდი, არც კი მეგონა, მაგრამ ალათ, ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება, ან ფერმკლთალდება... ტკივილი ჩემი, ჩემში დარჩა და სიმარტოვეც, თუმცა თქვენ ბატონო ზურა ჩემს მამად იქეცით, იმ მამად რომელიც ძაალიან მიყვარდა და ადრე დავკარგე. პატიება, არ შემიძლია თუმცა, თქვენი ქმეედებები ჩემში გაფერმკთალდა, ალბათ დავიწყებასაც მიეცაა, მაგრამ არაა პატიებას. ხელი-ხელზე დავადე და მხარზე მივადე თავი. -როგორ გაგამწარეთ! ნანამ ამოიზლუქუნდა. -უმიზეზოთ არაფეერი არ ხდება ქალატონო ნანა, ალბათ ამ მიზეზით ვიპოვე მე ზურა, მამის სახით.. კარგახანს ვდუმდით, ბოლოს ზურამ ერთი ამოილუღლუღა. -შეძლებ ოდესმე „მამა“ დამიძახო? -ვეცდები და თუ ვერ შევძელი ეს, იცოდეთ, რომ ჩემი მეორე მამა ხართ! ხელზე ვაკოცე და წამოვდექი, ბავშვები კივილით ბაღს იკლებდნენ. ჩემს დანახვაზე ქალს, ხელიდან დაუსხტლდნენ და ჩემსკენ გამოიქცნენ. ***************************************** ******************************************** ჩემი და ნიკოლოზს შორის ალბათ არაფერი არ ხდებობა, კაცს ერთი თვალით რომ შემოეხედა ჩვენთვის, თუმცა მეორესაც თუ კარგად გაახელდა, რაღაც ისეთს დაინახავდა რაც შეაშფოთებდა. მის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავდი, მაშინებდა... მე აღარ ვიმსახურებდი ვინმეს სიყვარულს, რადგან იმ ერთს ვერ გავუფრთხილდი. ვთხოვე მე ჩემს კომპანიაში ვიმუშავებდი ის კი თავისაში, იშვიათად შევხვედრილიყავით ერთმანეთს მინდოდა და ისიც დამთანხმდა. ჩემსა და ნიკოლოზის გრძნობებს შორის ერთ განსხვავება იყო, მას ვუყვარდი მე კი ისე მიზიდავდა, როგორც ქალს კაცი იზიდავს და სხვვა არაფერი, ამ ეტაპზე და ზუსტად ეს ეტაპი მაშინებდა, რა იქნებოდა მის შემდეგ?!... ******************************************************************************* დღეები გადიოდა, მოლანდებემაც იმატა, დაცვა ავიყვანე პირრადი და ბავშვებისთვისაც, სახლის დაცვა კი გავასამმაგე. ვეღარ ვიძინებდი, სულ ვიღაცის მზერას ვგრძნობდი, ერთ ღამეს შეხებაც კი ვიგრძენი, მეგონა ვგიჟდებოდი ნელ-ნელა... სმას ვუმატე, ალექსის საფლავზე ვათენებდი და ვაღამებდი... ოდნავ თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა თუ არა, საფლავზე დავაწვებოდი მაშინვე, ოდნავ შვებას გული იქ პოულობდა თავიდან, თუმცა ორი კვირაა უკვე საფლავზეც რომ ავდივარ, ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის, მზერას ვგრძნობ, ვხვდები, რომ იქ სხვა ვიღაცაა, ნაცნობი და მაგრამ ამავდროულად უცნობიც. ***************************************** ****************************** ჩემი და ალექსის ქორწინების დღე იყო, დივანზე ვიწექი, ნიას ვთხოვე არავინ შემოეშვა ჩემთან და ყველა შეხვედრა გადაედო. სული მტკიოდა, თან ძაალიან ცუდად ვიყავი, ფეხზე დგომის თავი არ მქონდა, სახლში ვიცოდი ვერ მოვისვენებდი და ჰოლდინგში წამოვედი. გულზე ჩამოკიდებულ ჩემსა და ალექსის ქორწინების ბეჭდებს ვეალერსებოდი კარი რომ გაიღო. სახით დივნის რბილი მატრასის მხარეს ვიყავი გადაბრუნებული და პლედი მეფარა. -ნია ხომ გითხარი არც შენ და არც არავინ არ შემაწუხოთმეთქი, რა გემართება ამ ბოლო დროს?! -ეს შენ რა გემართება ამ ბოლო დროს?! ხმამ შემაკრთო, უეცრად შემოვტრილადი, ნიკოლოზის სიყვარულით სავსე მზერას, შევეჩეხე უმალ. წამოვჯექი დივანზე და უფრო ცუდად გავხდი. -თქვენ აქ რას აკეთებთ, ხომ შევთანხმდით, რომ.... ჩემს წინ ჩაიჩოქა და ტუჩებზე ხელი ამაფარა. -გთხოვ გაჩუმდი ცოტა ხანს! სიჩუმეს დაუგდე ყური, ჩვენ საუბრით ან ვერაფერს ვიგებთ საერთოდ ან ყველაფერს ვურევთ. ... ტუჩებზე ხელი მომაშორა და მუხლებზე დამადო. მის ნებას დავყევი და გავჩუმდი. არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ასე, ბოლოს მისი ხმა, რომ გავიგე ისევ. -ხომ, კარგად ხარ?! მერე სიბნელე იყო, ბურუსით მოცული სიბნელე. სიცივემ და სისველემ მომიყვანა გონს მის გაფითრებულ სახეს ვუყურებდი უკვე. -როგორ შემაშინე! გულზე მიიკრა ჩემი თავი. -არა და არ უნდა შეგშინებოდა, ჩემს გამო! მინდოდა ისევ ისეთი ცივი ვყოფილიყავი. -რატომ მექცევი ასე?! მკითხა მოულოდნელი რამ. -სხვაგვარად არ შემიძლია ნიკოლოზ, მე ასეთი ვარ. თავი მისი მარწუხებისგან გავითავისუფლე, წელში გავსწორდი,აივნისკენ წავედი და საწვიმრად გამზადებულ ზეცას გავხედე. წამში დასცხო წვიმამაც. მინა ნელ-ნელა იორთქლებოდა. ჩვენი უსასრულობის ნიშანი მოვხატე მინაზე ამდენი წლის შემდეგ და გამეღიმა მწარედ. -უსასრულობის ნიშანი?! გაურკვევლობაში მყოფმა გეგეშიძემ ამოიჩურჩულა. -უკვე აღარ... უსასრულობა არ არსებობს. დანანებით ვთქვი და ცრემლი მუჭით მოვიწმინდე. -ვისკს დალევ? მონოტორულად ვკითხე და მაგიდაზე დადგმულ,ბოთლს ვეცი. -ხშირად სვავ, რაც... მოთმინება დაკარგულმა ვიფეთქე. -შენ არავინ გეკითხება მე ხშირად ვსვავ თუ იშვიათად. ჩვენ თანამშრომლები ვართ ხომ არ გავიწყდება ბატონო ნიკოლოზ?! სასმლით სავსე ჭიქა გავუწოდე და თვალები დავუკვესე. -მე შენზე ვზრუნავ. ამოილაპარაკა ელდა ნაცემმა. -არ მჭირდება მე შენი ზრუნვა და არც არავისი! ჩემს თავს მივხედავ სადაც ამდენს გავუძელი ამასაც გავუძლებ. -რა მოხდა შენს წარსულში ასეთი?! ჩავთვალე, რომ სიმართლის გაგების ჟამი დადგა ნიკოლოზისთვის. -ბევრი რამ! ამიტომ არ მჭირდება არავინ და არაფერი მომავალში. -არც სიყვარული?! მას თავის ტკივილი აწუხებდა მე კი ჩემი. -ეგ მითუმეტეს. -და თუ არსებობს, უკვე ეს გრძნობა? -არ მინდა ნიკა, ვინმეს ვუყვარდე, არ მინდა გიყვარდე ხვდები, საერთოდ ისიც კი არ მინდა, რომ მოგწონდეე გესმის შენ ეს?! -არა! არ მესმის,იმიტომ, რომ... -არ თქვაა. არ თქვა ეგ! შენ არ იცი ვინ ვარ, რას წამოვადგენ! -ხო და მითხარი, მინდა ვიცოდე ვინ ხარ! კარგა ხანს ვდუმდი, ბოლოს კი დავიწყე. -დავიღალე, სიმართლის და წარსულის მალვით დავიღალე. შენ იცი, რომ ის ქალი გიყვარს ვისაც უკვე ოჯახი ჰყავს ნიკა?! ქმარი და 3 შვილი... ქმარი, რომელის სიყვარული მკლავს და მანადგურებს და ამავდროულად ცაში აღმაფრენს. ცრემლები მდუღარედ მდიოდაა თვალებზე. -ეს, ეს როგორ?! ვხედავდი ფერები, როგორ ეცვლებოდა სახეზე მას და ამტკივდა მისი ტკივილიც. -18 წლის ვიყავი პირველად ალექსი, რომ გავიცანი და დღეს ჩევნი ქორწინების დღეს ის უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ადრე, დანახვის თანავე შემიყვარდა. მას მე ვერ გადავიყვარებ, ის სრულყოფილებაა იყო, მე კი ნაკლოვანბებით სავსე რაღაც უსულ-გულო ქალი. მან მე ადამიანად მაქცია, მან ყველა გრძნობის შეგრძნობა მასწავლა, მან მასწავლაა რას ნიშნავს ცხოვრობდე და არაა სუნთქავდე, მან შემაგრძნობინაა ბედნიერების ზენიტი და მისი არსი, მე მისი სიყვარული გამჯდარი მაქვს სხეულში ისე, როგორც კიბო, მეტასტაზები დროის გასვლასთან ერთად მატულობს ჩემში.... სულ მოუთქმელად ვსლუკუნებდი უკვე, თუმცა მინდოდაა, მისთვის სიმართლე მეთქვა, სრული სიმართლე. გახსოვს ადრე მკითხე ზურა ვინ არის შენიო?!მაშინ ამის ძალაა, არ მქონდა რომ მეთქვა, თუმცა ახლა გიპასუხებ. მე მისი რძალი და სამი შვილიშილის დედა ვარ!. განაჩენივით ისმოდაა ნიკასთვის ეს სიტყვები. -შენ რა მისი გარდაცვლილი შვილის ცოლი ხარ?! -კი! მე მისი ერთადერთი ვაჟის, ალექსის, ცოლი ვარ, ის მკვდარიაა, თუმცა მე ის მიყვარს და მეყვარება მუდამ, მისი და ჩემი სიყვარული იმდენად დიდია, რომ მარადისობაში გადავიდა. მე ასეთი უგულო, ბოროტი, ცივი და სარკაზმით სავსე ქალი არ ვიყავი, თუმცა ცხოვრებამ მაქციაა, შენ ძაალიან კარგი ადამიანი ხარ ნიკა. ხელი დავადე მხარზე. ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ და იბრძოლე იმ ყოველივესთვის გთხოვ! შენ რად გინდა სხვისი ცოლის სიყვარულით დაგვა?! თან იმ ქალის, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და ყოველ დილას ერთსადა იმავე მამაკაცს ნატრობს, მისი შვილები არც კი აძლევენ, რომც უნდოდეს, მისი დავიწყების საშუალებას, რადგან ისინი გაჭრილი ვაშლებივით ჰგავნ მას. სოციუმის აზრზეც იფიქრე გთხოვ, გაგკიცხავენ, არარაობად გაქცევენ, შენ არ იმსახურებ ამას ნიკა. იპოვე ისეთი ქალი ვისაც იმ დონეზე ეყვარები, რომ ჩემსავით კიბოდ გაუჩნდე მის სულსს! იყო პირველი მისთვის და სამუდამოდ შენად დარჩეს გთხოვ ნიკოლოზ, გთხოვ! უარესად ნუ დამტანჯავ, მე ამ ტკივილიანი ცხოვრებისთვის გავჩნდი, ალექსი გავანადგურეე, მე...მეე დაწყევლილი ქალი ვარ, წყევლა მაქვს, რომელიც ჩემს ირგვლივმყოფთ ანადგურებს, არ მინდა შენც გაგანადგუროო, არ მინდა არაა! სახეზე დავუსვი გაყინული ხელი და ამან შეაკრთო, მისი გატანჯული სახე. აი, ამ ყველაფრის გამო არ მინდა, რომ გიყვარდე ან მოგწონდე მაინც, მე სიყვარულის უფლება აღარ მაქვს და ამით შენც გერთმევა უფლება ჩემი სიყვარულის. ჭიქა ბოლომდე გამოვცალეე, ჩანთა ავიღე და კაბინეტის კარი ხმაურით გამოვიხურეე, ნიკა კი გახევებული და განადგურებული დავტოვე. ********************************************** *********************************** სახლში ყველა ემოციისგან გადაღლილი მივედი, უკვე გვიანი იყო, ბავშვებს ვიცოდი ეძინათ, მაია-ძიძა, გავაცილეე და ღვინით შევივსე სასმისი ფხაკუნი რომ გავიგე. -რომელი ხარ? შეშინებულმა თვალები ვჭყიტე. -მე ვარ დედუ... გეგას ხმამ შემაკრთო, კიბისკენ გავიხედე ერთერთ საფეხურზე იჯდა და მიმზერდა. ტანში გამცრა ის, რომ დავინახე, ზუსტად ასე იჯდა მამამისი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავით ჩვენს გრძნობებში და მელოდა ხოლმე სახლში. -ჩემი კაცური კაცი! გაეღიმა და ხელი დავუქნიე ჩეთან მოსულიყო. რატომ არ გძინავს გეგა? -გელოდებოდი... ნელა წამობაჯბაჯდა ჩემსკენ. -რატომ დეე, ხომ კარგად ხარ? იქვე მდგარ მაგიდაზე დავდე ჭიქა და მოახლოებული ბავშვისკენ გავიშვირე ხელები. -კი, კარგად ვარ, რაღაც უნდა გითხრა. თვალები დამგვალებოდა. -რა მოხდა ?! დივნისკენ წავედი და წინ დავიყენე. -ბაღში გამოსაშვები ზეიმი გვაქვს, ხომ იცი?! თავი დავუქნიე დასტურის ნიშNად. რაღაცეებს ვიმეორებდით, რეპეტიცია გვქონდა ბაღში, ვიღაც შავებში ჩაცმული ბიძია მოვიდა დამიძახაა და მასთან მიმიყვანა. -რააა?! შიშისგან დავიკივლე. მერე...მერე რამოხდა გეგა, რაა... ბავშვს ხელები ჩავავლე მკლავებში და მის თვალებში შიში რომ ვერ ამოვიკითხე ამან უფრო გამაოცა. -მერე მელაპარაკა, მომეფერა, მაკოცაა ბევრი და ეს მაჩუქა! ოქროს პატარა სამაჯური იყო ინიციალებით. G & N. ალექსისთვისაც მომცა ზუსტად ასეთია, ოღონდა მისი სახელი აწერია.... ბავშვი არ ცხრებოდა, მე კი შიშის ტალღა თხემიდან ტერფამდე მივლიდა. -ვინ იყოო დე, ვინ? არ ჰკითხე? ან რატომ გამოართვი ეს წყეული სამააჯურები? -არ ვიცი ვინ იყო.... -ვერ იცანი? როგორი ბიძიაა იყო მითხარი, გთხოვ გეგაა, გთხოვ... ცრემლები გადმომცვივდა. -ნუ ტირი რა დედაა! არ მიყვარს რომ ტირი! ჩემი ასლი იყო ხასიათით გეგა, მეც მსგავსად ვეუნებოდი დედაჩემს, გაბრაზებული ტონით როცა ტიროდა. -მითხარი როგორი კაცი იყო გთხოვ რა დედიკო. -მაღალი ბიჭი იყო, შავები ეცვაა, სათვალე ეკეთა და ვერ ვიცანი. -კი, მაგრამ რატომ არ კითხე ვინ იყო? -ვკითხე და ასე მითხრა! ვისაც ყველაზე მეტად უყვარხართ თქვენ და დედათქვენი ის ვარო! -გეგაა, გამაგიჟებ შენ მეე! მასწავლებელი სად იყო ან ვინმე, დაინახეს სხვებმაც? -არაა, მე კუთხეში ველაპარაკებოდი მას. ხელი გაამიქნია უარყოფის ნიშNად თან. -ხომ გაგაფრთხილე უცხოს არ დაელაპარაკომეთქი ჰაა? ტონს ვერ ვაკონტროლებდი კარგად. -კი მაგრამ ის უცხო არ იყო.. ამოიბურტყუნა. -აბა თუ უცხო არ იყო ვინ იყო მითხარი! მხრებში ხელი ჩავავლეე და ოდნავ შევანჯღრიე. -არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ყველას იცნობს. ბებოს, ნიკო ძიას, დათო ძიასაც, ბაბუას და ნანა ბებოსაც. აი საერთოდ ყველას. დადა და თემო ბიძასაც კი. -რა გკითხა მათზე? -როგორ არის ზურა ბაბუუო, დაბერდაოოო? მარიამ ბებო როგორააო? და ასე ყველაზე... თავზე მივიჭრე ხელები. დედა იცი კიდევ რა მკითხა? თემო ბიძიაა ისევ ისეთი სულელიაოო და მხიარულიოო? -რაა გეგაა?! სახე ალბათ შეშლილს მიგავდა. -ხო ესე მითხრა დედა, შენზე კი მკითხა. ბევრს ტირისო?! მე კი ვუპასუხე, რომ ღამღამოით სულ ტირი, მამას სურათით ხელში. ამაზე ოდნავ გამეღიმა. -შენ რა იცი მე რომ ვტირი? -ვიცი, გხედავ ხოლმე.... მამაშეენი სადაოო ისიც მკითხა. -მერე რა უპასუხე? -ცაშია, ჩვენი მფარველი ანგელოზი და მანათობელი ვარსკვლავიაათქოო! შენ ხომ ასე გვეუბნები ხოლმე?! თავი დავუქნიეე და გულზე მივიკარი, გულზე რომელიც მკერდიდან გარეთ გამოსვლას ლამობდა. რთულ სიტუაციაშია აღმოვჩდი და ვერ დავწერე აქამდე, ბოდიში.... ცოტასაც გაუძელით ჩემო ტკბილებო რამდენიმე დღე გასტანს ეს რთული სიტუაციაა და მერე ყველაფერი გამოსწორდება და მწყობრში ჩადგება <3 ძაალიან მიყვარხართ <3 3-4 დღეში აგიტვირთავთ კვლავ ახალ თავს ალბათ, მიხარია, რომ მოგწონთ და კითხულობთ, თუმცა თქვენი ეგოისტობა, რომ ნინუცა შეგიძლიათ სამუდამოთ ქვრივობისთვის გაიმეტოთ მაბრაზებს. პ.ს. მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მრავალს დაესწარით, ღვთისმშობელის მფარველობა არ მოგკლებოდეთ თბილებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.