შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1 Million (სრულად)


28-08-2016, 15:01
ავტორი 5th Angel
ნანახია 5 298

“1 Million” (სრულად)
მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არაფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე
მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის
გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.
***
ყველაზე ადრეული ბავშვობიდან შემორჩენილ მოგონებაში, ხუთი წლის ვარ და გუშინდელი დღესავით მახსოვს დედის დაკარგვის შედეგად მიღებული ტკივილი, რომელიც შვიდი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი არ დამავიწყდება.
ხანდახან, მოგონება იმდენად ცხადია,რომ საკუთარი აქავებული ხელები, ამ ხელებით ნაგრძნობი ბალიშისპირი და ლავიწის ძვალზე თბილი, ბლანტის სითხის შეხებაც კი მახსენდება.
ალბათ ამან განაპირობა ის, რომ თვრამეტი წლის ასაკში, არც ერთი მეგობარი, ნათესავი და ახლობელი შემომრჩა. გარდა ჩემი დისა.
ზოგადად ვფიქრობ, რომ საყვარელი ადამიანები შენ გვერდით,რთულ მომენტებში უნდა იყვნენ, და არა ლხინის დროს, როცა ნაცნობიც და უცნობიც, ნებისმიერ დროს შენთანაა.
მე არ მჭირდება ადამიანი, რომელიც მეტყვის "ყველაფერი კარგადაა", მე მჭირდება ადამიანი რომელიც მეტყვის "ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ მე შენთან ვარ”
თვრამეტი წლის ვარ, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ და გვესმის, ჩვენი წარმოსახვის ნაწილია. რომ, ყველაფერი ტყუილია, და ერთხელ და სამუდამოდ, მოხდება ის, რისიც ჩვენ ქვეცნობიერში, ყველა შიშის ძაფს ვართ ჩამოკიდებულნი.
***
-ნატალი, დღეს ხომ მალე მოხვალ?
მხრებს გულგრილად ვიჩეჩ და მაცივრიდან ცივი წყლით სავსე ქილას ვიღებ.
-კარგი. ეცადე მაინც.
აშკარად ნაწყენი მპასუხობს, და ჭურჭლით სავსე ნიჟარას უბრუნდება. ვცდილობ ჩემი უღიმღამო საქციელი გამოვასწორო, უკნიდან ვეხუტები და ვანილის სუნით გაჟღენთილ მუქ თმას, გვერდებზე ვუყრი.
-აუცილებლად ვეცდები!
ღიმილით ვეუბნები. თეფშზე დადებულ ვაფლს ხელს ვტაცებ და ნაჩქარევად ვტოვებ, აწ, უკვე ბედნიერი აურით გაჟღენთილ სახლს.
რაც მამამ მიგვატოვა, და დედა გარდამეცვალა, სრულიად ჩავიკეტე საკუთარ თავში. თუმცა უხეში, ცივი და მთლად უბედური არასოდეს ვყოფილვარ.
ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში ზედმეტად ოპტიმისტი ვიყავი, და ამ ოპტიმისტობამ ბოლომდე გასტანა.
ვცდილობ ხოლმე, ცუდი ხასიათი, წარსული და მოგონებები აწმყოსთან არ დავაკავშირო. თუმცა არ ვიცი, რამდენად გამომდის.
შეყვარებული არასდროს მყოლია. არა იმიტომ, რომ ზედმეტად ამაყი,ან უგულო ვარ. არა, უბრალოდ ნამდვილი სიყვარული არასდროს მწვევია. და მგონი, უფრო სწორად, დანამდვილებით ვიცი, რომ ჯერ ჩემთან სტუმრობას არც აპირებს!
წელს სკოლას ვამთავრებ. უნდა ვაღიარო, აბიტურიენტობა საკმაოდ ძნელი,თუმცა სასიამოვნოცაა.
როდესაც იცი, სულ რაღაც ერთ წელში, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაბობღდები, და სრულწლოვანი, უკვე თავისუფალი ადამიანი, საკუთარ თავზე ზრუნვას, თვითონვე შეძლებ.
ჩემ ასაკთან შედარებით, ცოტა უფრო მეტად ზრდასრულს ვგავარ. ხომ იცით, ცუდი დღეებისგან შემდგარი ერთი თვე, სამჯერ უფრო მეტად აბერებს ადამიანს, ვიდრე არც ისე ცუდი დღეები. თუმცა ჩემი და მეუბნება, რომ არაჩვეულებრივად გამოვიყურები.
მაღალი,გამხდარი,ღია ყავისფერი თმები, მწვანე თვალები და თვალებს ქვემოთ, პატარა, მკრთალი ხაზები. რომელიც, როგორც წესი არ უნდა მქონდეს.
***
იმ დღეს მაღაზიაში მივიჩქაროდი. სახლის ფორმაში ვიყავი და თმაც აჩეჩილი მქონდა. უპეები გამომშრალი მქონდა, და თვალები სულ მთლად ჩამსიებოდა ამდენი კითხვისგან.
-ორი მინერალური წყალი, თუ შეიძლება!
თვით თავაზიანობის განსახიერება ვარ! არც მთლად უყურადღებოდ გავზრდილვარ,ფაქტია, ჩემს დას კარგი მანერების გრძელი სიიდან ჩემთვისაც რაღაც უსწავლებია.
ცელოფანი როგორც კი მომაწოდა,მოვბრუნდი.
რაღაც მძიმემ ისე შემაჯანჯღარა, რომ ლამის დახლზე ლოყამიკრული მთლად გამომაფხიზლა.
-ფრთხილად!
ისე ხანდახან საკუთარი შეხედულებების ღალატი და ღმერთის არსებობის დაჯერება ნამდვილად მიწევს. მაგალითად ასეთ წუთებში,როდესაც მაღაზიაში შესულს, ნახევრად მძინარს, თმებ აჩეჩილს და „არავინმომიახლოვდეთ“ სახით მდგომს, ვიღაც სიმპატიური, უფრო სწორად, უ-სიმპატიურესი არსება მეჯახება.
-შენ თვითონ იყავი ფრთხილად!
ვუღრენ და მისი ტანის ათვალიერებასაც ვერ ვასწრებ, ისე გავდივარ მაღაზიიდან. უკნიდან მკვეთი ჩაცინების ხმა მეწევა. როდესაც ცივი, ნოტიო ჰაერი მეგებება, ვრწმუნდები, რომ უკვე გარეთ ვარ, უკნიდან ვცდილობ მის ათვალიერებას.. ვხვდები,რომ მაღაზიაში დაგუბებული სუნამოს სუნი, რომელიც ასე ძალიან მომეწონა, სწორედ მას ჰქონდა.
მაღალი, შავი თმითა და გამოყვანილი, დიდი კვასკვასა წითელი ტუჩებით. სწორი ფეხები, შარვარლშიც კი კარგად ჩანს. ეტყობა, კარგი ოჯახის შვილია.
რამდენიმე წამის განმავლობაში მაღაზიასთან ვდგავარ. შემდეგ უკან ვიხევ და სახეალეწილი ვბრუნდები სახლში.
-წინა ჯერზე, როდესაც თეთრი დათვის ბელი დაიბადა, ჩვენმა ზოოპარკმა, იგი სხვა ზოოპარკს მისცა!
მისაღებში შესულს, ლიკა ტელეფონზე ჩამოკიდებული მხვდება.
ის მართალია. მეც მახსოვს, სტატიაში გამოქვეყნებული შემთხვევის გამოხმაურებები.
-როგორ ფიქრობთ!-გაცეცხლებული ლიკა, ყურმილში ჯაყჯაყებს.-შესაძლებელია, რომ იმ დათვს დღემდე, ამოუცნობ კითხვად ჰქონდეს დარჩენილი, რა დააშავა, რომ სხვაგან გადაიყვანეს?
გვერდიდანვე ვატყობ,რომ თვალები ემღვრევა.
-დიახ! კეთილი ინებეთ, და უსაფრთხოების ზომები მიიღეთ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
ყურმილს კიდებს და ჩემკენ იხედება.
ლიკა ზოოპარკის მენეჯერია. რომელიც, როგორც წესი ბიუჯეტზე უნდა ზრუნავდეს, და არა ცხოველებზე.
-ჰმ, თუ შენ სახეს დავაკვირდებით, და კარგად ჩავუღრვამდევით, უეჭველი სიმპათიური ბიჭი შეგხვდა, ხომ?
სიცილით მეუბნება და აკიაფებულ თვალებში მაშტერდება.
თავს ვუქნევ. თუმცა იმით გათვიცნობიერებული,რომ ბიჭს, ალბათ ვეღარასდროს ვნახავ, თვალები მიქრება.
-შემთხვევით დამეჯახა, უფრო სწორად მე დავეჯახე, და ფრთხილადო. მე კიდევ ვუთხარი, შენ დამეჯახე, და შენ იყავი ფრთხილად-მეთქი. რა მაგრად ეცვა, და რა მაგარი სუნამო ესხა, იცი?!
-წარმომიდგენია, რახან შენ მოგეწონა.
წარბის აწევით მიბიძგებს სამზარეულოსკენ, სადაც მისი და დაჩის ამბების მოსაყოლად, კომფორტულად მოეწყობა.
***
მეორე ამბავი, რაც იმ შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად მომეჩვენა ის იყო, რომ ღამის თორმეტ საათზე,თუ, უფრო მეტი იყო, ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.
„1 million”
შეტყობინება დაფარული ნომრისგან იყო მოსული. თვალები ვჭყიტე, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა.
ვერც შეტყობინების მიწერა შემეძლო, ვერც დარეკვა. სასაცილოა, თუმცა ვერაფერს რომ ვერ მივხვდი,მერე, Google-შიც კი ჩავწერე საძიებო სიტყვა. თუმცა, არაფერი.

ლიკა ოცდაშვიდისაა,ჩემზე მთელი ცხრა წლით დიდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედას ის უფრო უყვარდა, ვიდრე მე, და შესაბამისად, მან უფრო დიდი ტკივილი გადაიტანა.
თუმცა ცხოვრებაში, ყველა ადამიანს აქვს თავისი ვალდებულება. მისი მოვალეობა იყო,ჩემ გვერდით დარჩენილიყო, გავეზარდე და დედასაც ეამაყა მისით.
დარწმუნებული ვარ, ასეცაა.
ოდესღაც, ყველაფერს ეჩვევი.

კარგად მახსოვს, ერთხელ ტუჩსაცხი გავუფუჭე. აშკარა იყო, გაბრაზდა,რადგან მაშინ, ძალიან გვიჭირდა, და მასაც ამის მეტი არაფერი ჰქონდა. თუმცა ჩემი დატუქსვის ნაცვლად, მომეფერა, და მთხოვა ასე აღარ მოვქცეულიყავი.
მეორე დღესვე, ჩემი დანაზოგით ახალი ვუყიდე. ზუსტად ისეთი. დღემდე აქვს შენახული, მისი ცარიელი ქილა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მასზე ათასჯერ უკეთესი, და ათჯერ მეტი აქვს.
***
-დღეს არ წავიდეთ სადმე?
შეპარული ღიმილით იკითხა ლექსომ, და ოდნავ მოზრდილი წვერი მოიქექა.
-თავი მტკივა, გუშინდელის მერე, შენი ჭირიმე!
ჯერ კიდევ პახმელიაში მყოფმა ლადომ, თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად.
-აუ კი, გუშინ რაღაც ვერ გავერთეთ!
ტუჩები მობრიცა ანუკამ და წიგნების ჩანთაში ჩალაგებას მორჩა.
-შენ არ წამოხვალ,ნატალი?
ახლა კახამ მტყორცნა მისი სიმპათური მზერა. მხრები ავიჩეჩე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად დავდიოდი მათთან ერთად, თუმცა აქვე, ისიც უნდა ვთქვა, რომ არასდროს იყვნენ ჩემ მიმართ გულგრილი ბავშვები.
-კარგი რა,შეიძლება ასე?! წამოდი, ცოტას გაერთობი მაინც.
სალო გვერდით მომისკუპდა.
დავთანხმდი.
როგორც კი შენობის კარი შევხსენი, მაშინვე ალკოჰოლის დამათრობელი,ნიკოტინის მხუთავი და სხვადასხვა სუნამოს ერთმანეთში არეული ნაზავის სურნელი მეცა.
შევიშმუშნე, არ მესიამოვნა. თუმცა კლასელებს შევყევი და დაჯავშნულ მაგიდასთან, პუფზე კომფორტულად მოვკალათდი.
წამით ჩავფიქრდი. ჩაბნელებულ და ხალხით სავსე გარემოს მოვავლე თვალი.
-აბულაძეე, რას დალევ?!
ლექსო და ისევ მისი მოქექილი წვერი!
-ამმ..მე, ფორთოხლის წვენი მინდა!
-ბავშვო!
სიცილით მითხრა. მის ნათქვამზე მეც გამეცინა. მუსიკის გამაყრუებელი ხმა, მთლად მიხშობდა სმენას. საშინლად ამტკივდა თავი, არ ვიყავი აქაურობას მიჩვეული.
-გავალ და მოვალ, ბავშვებო.
გავაფრთხილე და საპირფარეშოს მოსაძებნად გავედი.
აშკარა იყო. მერე, იძახეთ, ბედისწერა არ არსებობსო! ისედაც ატკიებული თავი, უფრო მეტად ამტკივდა, როდესაც ისევ მაგარ სხეულს დავეჯახე.
ცოტაც და „დეჟა ვუ“-ს შეგრძნება დამეუფლებოდა. ნელა ავხედე ჩემ წინ მდგომს. ჰოი, საოცრებავ! თუ მართლა არსებობ..
„მაღაზიის ბიჭი“ მედგა წინ.
-აი, ისევ. უკვე მეორედ!
ჩავიდუდღუნე და ნატკენი თავი დავიზილე.
-მგონი,შენთვის დედიკოს არ უსწავლებია, რომ წინ უნდა იყურო, როცა მიდიხარ, ფრთხილად უნდა იარო, და უფროსებს პატივისცემით ესაუბრო!
ისეთი ცივი, გამყინავი ხმა ჰქონდა, მთელ თანში გამცრა. უნებურად თვალები ამემღრვა, დედაჩემის გახსენებამ ყველა ცუდი გრძნობა ერთიანად განმიახლა. ხმა ჩამიწყდა. ვაცნობიერებ, თურმე ხმის გამოცემა, დუმილსაც შეძლებია.
ხელებით ვექაჩები და გვერდზე ვწევ, ჩანთას სწრაფად ვიღებ და ტირილით უკან მოუხედავად გავრბივარ.
ვცდილობ თავი შევიკავო,თუმცა არ გამომდის. ტკივილის დროს,თავის შეკავება ძნელია.
***
საღამოა. ჩემი და სახეგაბადრული შემოდის სახლში, ფრთხილად იხდის ქუსლიან ფეხსაცმელს, და იმის იმედით, ვითომ მძინავს, ჩუმად მიიპარება საძინებელი ოთახისკენ. გამოვიჭირე. უკნიდან მივეპარე, მხრებში ხელები ჩავავლე, საწოლზე დავაგდე და ზემოდან მოვექეცი.
-ჰმ, გამოგიჭირე,შე ცუღლუტო!
ვეუბნები და ვაკვირდები, სიხარულით სავსე მზერა, კიდევ უფრო უნათდება.
-უფს, როგორც ჩანს ცოტა ადრე მოვედი..
სიცილით მპასუხობს და ხელს მაგრად მკრავს, ლოგინიდან მაგდებს და ზემოდან მახტება. ახლა უპირატესობა მის მხარესაა. თვალებანათებული სახით მივაჩერდი. ბედნიერი ვარ,როდესაც ჩემ დას ასეთ გახარებულს ვხედავ, რაც ძალიან იშვიათობაა.
-ცოტა კი არა, ძალიან ადრე!
ვუღრენ. გაბრაზებული ვარ, როცა თავის ამბებს მიმალავს. მე ხომ მისი და ვარ, და ყველაფერი უნდა ვიცოდე.
-კარგი, კარგი. გნებდები..
მიპასუხა ლიკამ და გამიღიმა, მერე ხელი იღლიის ქვეშ შემიცურა და მომიღიტინა, მერე მეორეც მოიხმარა და გადამაგდო. მერე ორივე იატაკზე ვგორავდით და ორი წლის ბავშვებივით, ერთმანეთს ვუღიტინებდით.
-კარგი,საკმარისია.
აქოშინებული მეუბნება და გულზე ხელს იჭერს. თავს ვუქნევ და ორივე ერთად სამზარეულოში გავდივართ.
ფინჯან ჩაის ვსვამთ და გემრიელად მოკალათებული, ვუსმენ მის მოყოლილ ამბებს, ვაჩესთან.
***
დეკემბრის ცივი და სუსხიანი დღეა. თვალების ფშვნეტით ძლივს წამოვწიე თავი. უნდა ვაღიარო, ლიკა მართალი იყო, როცა მეუბნებოდა, თბილად ჩაიცვი,თორემ გაცივდებიო.
-სიცოცხლე! ხომ გითხარი თბილად ჩაიცვი-მეთქი. ახალ წელს სიცხიანი უნდა შეხვდე?
წარბშეკრული ოთახის კარებს მიყრდნობილი ლიკა დგას და მოღუშული მიყურებს. ყურადღებას არ ვაქევ და ისე ვდგები, სიცხეს ვიზომავ, ოცდათვრამეტი და სამი ხაზი.
მალადეც, ნატალი!
ჩემი დაჟინებული თხოვნით, მე თვითონ ჩავდივარ აფთიაქში. თეთრ შენობაში შევდივარ და წამალს ვყიდულობ. გამოსვლის დროს, თვალი ახალთახალი შავი მანქანისკენ გამირბის. თუ არ ვცდები, x6-ია. მინები დაბურული აქვს, და ზუსტად ჩემი სადარბაზოს წინ დგას.
„ჰმ, სალომეს შეხედე შენ, როგორი ბიჭი აუგდია“, ვფიქრობ გონებაში და მანქანას გვერდს ვუვლი.
როგორც კი სახის კარებს ვაღებ, ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
„roca geubnebian,tbilad chaicvio, unda daujero. male gamojanmrteldi :’)”
ისევ დაფარული ნომერი. ვგრძნობ როგორ მიწყებს ხელები კანკალს. სწრაფად გავრბივარ და აივნიდან ვიყურები. მანქანა იქ აღარ დგას, არც ვინმე ისეთია ქუჩაში, რომელზეც ეჭვი შემეპარება. მხოლოდ რამდენიმე ბავშვი, რომელიც ჭუჭყიან ბურთს ტალახში უბრახუნებს. და გვერდითა ფლანგზე, მოთამაშე კაცები, რომლებიც გემრიელად შეექცევიან უკვე გამთბარ ჭიქა ლუდს.
ჩემ შეშფოთებულ სახეს, რომ აწყდება ლიკა, მეკითხება რა გჭირსო, მეც ვუყვები და ჩემნაირად, ისიც იგივე გამომეტყველებას იკრავს სახეზე.
-ნეტავ ვინ უნდა იყოს!
ჩაფიქრებული ლიკა, ხელებს ჰაერში ასავსავებს.

მთელი ღამის განმავლობაში, სიცხე კიდევ უფრო მიწევს. გვერდზე ლიკა მიწევს და მივლის, მაგრამ თუ მისი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, საშიშია, მასაც არ გადაედოს.
მხოლოდ გამთენიისას მიწევს სიცხე, და ისიც უკვე მეათე წამლის ზემოქმედების შემდეგ. თავი ისევ საშინლად მტკივა, ყურები მეწვის, თუმცა ფიქრს მაინც ვერ ვიშორებ გონებიდან. მერე, მახსენდება, რომ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად დაფარული ნომრისგან მომივიდა შეტყობინება. თუმცა ვერავის ვერაფერთან ვაკავშირებ და ისევ გათიშულს მეძინება, ზედ ლიკას მხრებზე.
***
-დე, დედა! გესმის დე? რატომ გძინავს ამდენი ხანი დე? გაიღვიძე რა, გაიღვიძე დე, და მე და ლიკა, პარკში წაგვიყვანე. ჩვენს პარკში! უკვე სამი საათია დე, წაგვიყვანე და გემრიელი ჰამბურგერები გვაჭამე, დე... დე, გესმის ჩემი?! რატომ ტირის, ეს ხალხი დე? შენ ხომ უბრალოდ გძინავს..გაიღვიძე დე, გაიღვიძე და უთხარი რომ წავიდნენ აქედან, შავები გაიხადონ და წავიდნენ. არ მომწონს ეს ფერი დე, უთხარი დე! რატომ არ იღვიძებ?! ცუდად ხომ არ ხარ? ლიკა! ლიკა.. მგონი დედას სიცხე აქვს, ექიმი გამოიძახე, რომ ცხელი ბულიონი აჭამოს და გამოაკეთოს.. არ გესმის? რა გატირებს? დროზე, ექიმს დაუძახე.. დე, გაიღვიძე რა, დე.. რატომ ხარ გაყინული? პლედი მოიტანეთ, უნდა გავათბო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, დე, ჩვენ შენთან ვართ!

სულ ოფლში ვცურავ, ყურებში რაღაც ხმები მესმის. ვგრძნობ სხეულის ტემპერატურა ეცემა. ვგრძნობ, რაღაც ისეთს, რაც არასდროს მიგრძვნია აქამდე. ხელებს აქეთ-იქით ვიქნევ, და ბოლოს მეღვიძება.
ისევ, იგივე სიზმარი. ისევ იგივე კოშმარი. არა, გთხოვ ოღონდაც ეს არა! აღარ მინდა ამის ნახვა, ღმერთო, გთხოვ..
***
არც კი გაიფიქრო, ცხოვრება ფუჭად გამივლიაო: კაცმა არ იცის, ვისთვის რა იყავ, რომელი კარები გაგიღია, ვისთვის რა შვება მიგიცია, რა უნებლიე სიკეთე დაგითესავს… ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა ხომ ერთ სიტყვასა თუ ღიმილსაც კი შეუძლია: სიკეთე უკვალოდ არ იკარგება.
***
ჩემი კლასელის დაბადების დღიდან რომ მოვდიოდი, გზად ისევ ის მანქანა შემხვდა. ჩემი სადარბაზოს წინ იდგა, ისევ. მინდოდა მივსულიყავი და მეკითხა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.
გაკვირვებული ავედი სახლში და მთელი ღამე, წიგნების კითხვაში გავატარე.
დილით ლიკას ხმამ გამომაფხიზლა.
-ნატალი აბულაძე, ახლავე გაიღვიძე!
ხმაში გაკვირვება ეტყობოდა. ძლივს ავწიე ისედაც დამძიმებული,უძინარი თავი და კარებთან მდგარ ლიკას შევხედე. რომელსაც ხელში დიდი თაიგული ეჭირა.
-ოხ, სიძევ, სიძევ. გემოვნება კი ჰქონია!
სიცილით ვუთხარი, და დავამატე, მაგის გამო რატომ მაღვიძებ-მეთქი.
-ჩემი კი არა, შენია, ქალბატონო!
ლიკა ჩემსკენ დაიხარა და ყვავილების თაიგული გამომიწოდა. ისეთი მშვენიერი იყო, წამით გადამავიწყდა კიდეც, რომ ჩემი იყო. როცა გავაანალიზე, ფეხზე წამოვხტი.
-როგორც ჩანს, ფულიანი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა, ნატალიკო.
ცალი თვალით მე მიყურებდა, ცალით თმას ივარცხნიდა და კაბას ისწორებდა.
-ჰმ..
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და გაშტერებული ტელეფონს დავხედე.
“imedia mogecona vardebi, rogorc gavige gkvarebia)) gushin dzalian lamazad gamoikurebodi”
ლამის ძირს ჩამოსული დორბლი მოვიწმინდე, უჩვეულო იყო, თაყვანისმცემლისგან საჩუქრის მიღება. ბევრი მყოლია, თუმცა ეს ძალიან სხვანაირი და ორიგინალური იყო.
ვერავისთან ვერ ვაკავშირებდი, მთელი რამდენიმე ღამე გაშტერებული და გაოგნებული დავდიოდი. ვფიქრობდი ყველაზე, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, თუმცა ჩემი ფიქრი უშედეგო გამოდგა, იმ დღემდე..

***
სალომე ქაშიბაძემ, თითქმის მთელი სკოლა დაგვპატიჟა, თავის გრანდიოზულ ოქროს დაბადების დღეზე.
ვინ უნდოდა თვალს,რომ ვერ დაენახა. კიდევ კარგი, სკოლის მასწავლებლები და დირექტორიც რომ არ დაპატიჟა. ხუმრობით, რა თქმა უნდა.
სანამ მივიდოდი, ლუტეციაში გავიარე და ორი სუნამო ვიყიდე. ერთი სალომესთვის, ერთი ჩემთვის, რადგან დილით აღმოვაჩინე, რომ ყველა ქილა ცარიელი იყო.
ენჯ დემონი მესხა. წარმოდგენა არ მქონდა, სუნამოს თუ ბედისწერის შეცვლა შეეძლო. თუმცა, ვცდებოდი..

მე და ჩემი კლასელები ერთ მაგიდაზე ვისხედით. კარგი სიტუაცია იყო, თუმცა ბევრი ხალხი.
სალომე როგორც კი შევნიშნე, მაშინვე მისკენ გავემართე. ორ ბიჭთან ერთად იდგა. ღიმილიანი სახე ჰქონდა. ერთი მარცხნიდან იდგა და კარგად ვერ ვხედავდი. ვყოყმანობდი, თუმცა ახლა თუ არა, მერე საერთოდ ვეღარ ვნახავდი, ამდენ ხალხში და გადავწყვიტე, მივსულიყავი.
-გილოცავ სალუკ, ყველაზე ბედნიერი მინდა იყო!
ჩავეხუტე და ბედნიერმა გავუღიმე. გადამკოცნა.
-აი,ეს შენ!
საჩუქარი მივაწოდე, გახსნა და თავისი საყვარელი სუნამოს დანახვისას, ბედნიერმა შეჰკივლა.
-მადლობა ნატალი, ძალიან კარგი საჩუქარია..
მანამდე მარცხნივ მდგომს ვერ ვხედავდი. თუმცა როდესაც ჩვენკენ შემოტრიალდა, დღემდე მახსოვს მისი თეთრი კბილები და დამატყვევებელი მზერა.
გულში ზიზღი ვიგრძენი, როდესაც ის მაღაზიის ბიჭი დავინახე. ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა, კლუბში მომხდარი ამბავი.
ვიგრძენი ფეხები როგორ ამიკანკალდა, გულისცემა გამიორმაგდა. გავგიჟდი.
ცოტაც და მიწა გამომეცლებოდა.
-უი, სულ დამავიწყდა. გაიცანი ნატალი, ეს ლაშა ამაშუკელია, ეს კი, დათა დოლიძე.-სალომემ მისკენ მანიშნა. აი, თურმე, დათა დოლიძე! -ბიჭებო, ეს ნატალია აბულაძე, ჩემი სკოლელი.
ახლა ჩემკენ ანიშნა.
-სასიამოვნოა ნატალი.
ხელზე ნაზად მეამბორა ამაშუკელი.
-ჩ.ე..ჩემთვისაც.
მთელი ჩემი ძალა იმაზე დავხარჯე, რომ ახლა ეს სიტყვა ამომეშვა პირიდან. ვგრძნობდი დოლიძის მწველ მზერას, და მთელი სახე მეწვოდა.
რაღაცნაირად მიღიმოდა, არ ვიცი, ირონიული იყო თუ..
მაგრამ გეფიცებით, თუ თვალი არ მატყუებს, დავინახე, როგორ ჩამიკრა თვალი და გაეცალა აქაურობას.
მეც ჩემს ადგილას დავბრუნდი.
გაშტერებული, გაოგნებული და ოდნავ შეშინებულიც კი.
მერე, ავდექი, ახლა რომ არ დამელია, მოვკვდებოდი. ბართან დავჯექი და სასმელი შევუკვეთე.
-მოწყენილი ჩანხარ, ნატალი. არ ხარ კმაყოფილი დღევანდელი საღამოთი?!
ნელა გავიხედე გვერდით, იმის იმედით რომ დათას მაგივრად სხვა იქნებოდა. თუმცა, მისი ხმის ტემბრის გაგონებაზე, მაშინვე ვიცანი.
კანზე საშინელმა ტაომ დამაყარა. არ ვიცი, რა მჭირს როდესაც მას ვხედავ. ეს არც მოწონების გრძნობაა, არც აღფრთოვანების და არც.. უფრო შიშის. მეშინია, მაგრამ რისი, თავადაც არ ვიცი.
-ა.არა, კარგი საღამოა.
პულსი დამეცა. ვეღარ ვსუნთქავდი, სუნამოს სუნი მახრჩობდა. ჩაეცინა. მიხვდა, დაბნეული ვიყავი.
-ჩემი გეშინია?
სრულიად მოულოდნელი კითხვა! ყველაფერს ველოდი, ოღონდ ამას არა.
ხმა ჩამიწყდა.
-რატომ უნდა მეშინოდეს თქვენი?
ოდნავ გავიღიმე და თამამად შევხედე თვალებში. ისეთი იყო, ბნელი, თუმცა ოდნავ აკიაფებულიც.
-რა ვიცი, მგონი იმ საღამოს ცუდად გამომივიდა.
თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე გამახსენდა კლუბის ამბავი. გულში რაღაცნაირად მესიამოვნა. ბოდიშივით გამოუვიდა.
თავი დავხარე.
ჩემკენ ახლოს მოიწია. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. არ ვიცი, რას განვიცდიდი როცა მიახლოვდებოდა, მაგრამ რაღაც განსხვავებულს, ფაქტია. ხელი თეძოზე შემიცურა. მოვკვდი! ასეთი რამ, არასდროს მიგრძვნია.
სიმართლე გითხრათ, ამის უფლებაც არავისთვის მიმიცია, დღემდე.
სახე ამიჭარხლდა. ყველა კუნთი ამეწვა, მისი შეხების დროს. იგრძნო, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, და თვალები უფრო მეტად აუციმციმდა.
-ჩემი არ უნდა გეშინოდეს, ნატალი!
სახელი გამოკვეთა. ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა, არ ვიცი. ცოტაც და ნამდვილად ჩავეფლობოდი მის მიერ მოხიბლული გოგონების ჭაობში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდია.
-არ მეშინია.
დაბნეულმა ავხედე. ასეთი ბიჭი, არასდროს, არასდროს მყავდა ნანახი.
ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია. ტუჩები გამობურცა. მისი ცხელი სუნთქვა, პირდაპირ სახეზე მეცემოდა. სუნამოს დაგუბებული სუნი, ყველა გრძნობას მიხშობდა. მეგონა ტუჩებზე უნდა ეკოცნა, მეც მას მივბაძე, და ტუჩები საკოცნელად გამოვბერე.თვალები სიამოვნების მოლოდინში მივლულე. არც კი ვიცი, რატომ.. თუმცა როდესაც ცხელი ტუჩები ლოყაზე შემეხო. მივხვდი!
რა სულელი ხარ, ნატალი აბულაძე!
სირცხვილისგან თავი ჩავხარე, გავწითლდი. რა საშინელებაა, ღმერთო ჩემო. რა სირცხვილია..
გაეცინა. პირველად გამოაჩინა თეთრი კბილები, ოდნავი გაღიმების ნაცვლად. და მეც, ყველაფერი დამავიწყდა.
-უნდა წავიდე, კიდევ შევხვდებით!
თმაზე მომეფერა და ადგილს მოწყდა.

დამტოვა გაშტერერებული, გაოგნებული, და როგორც ყოველთვის, ცოტა შეშინებულიც. მთელი დღე და ღამე მასზე ფიქრებში ვიყავი გართული, ლიკასთვის არაფერი მითქვია, ან როგორ უნდა მეთქვა. სალომესთვისაც მერიდებოდა კითხვა.
ან რა უნდა მეთქვა?!
„სალომე გამარჯობა, იცი, შენს დაბადების დღეზე ბიჭი რომ ვნახე, დათა,ძალიან მომეწონა და შეგიძლია მასზე ცოტა ინფორმაცია მითხრა?“
ს ი ს უ ლ ე ლ ე .
სოციალური ქსელი არ ჰქონდა, არც სკაიპი, არც ვაიბერი, არც რამე, რითიც შევძლებდი მეპოვნა.
რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, საერთოდ გადამავიწყდა კიდეც. ალბათ ისევე, როგორც მას.

***
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე. ხუთშაბათი იყო. დილის შვიდი საათი.
ლიკა უკვე სამსახურში იყო წასული, კარებზე ზარის ხმამ რო გამომაღვიძა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ კვლავ წავიდოდი უსასრულობაში, ავდექი, ხალათი შემოვიცვი და იმ ადამიანის წყევლით, ვინც უნდა ყოფილიყო, შემოსასვლელი ოთახისკენ გავემართე.
იატაკზე თაიგული იყო, ისეთი, მთელი თბილისი რომ ამ თაიგულებზე საუბრობდა. უზარმაზარი, ალბათ ასიც იყო და მეტიც. კალათაში კი სუნამოს ქილა იდო.
“1 Million”
რამდენიმე წამი გაშტერებული ვიდექი კარებში. მერე, დავხედე ქაღალდს და წარწერას დავაკვირდი.
„ენჯ დემონი კარგია, მაგრამ მილიონი ჯობს.“
***
დილით სკოლისკენ მიმავალი სწრაფად ჩავედი კიბეებზე და სადარბაზოსთან იგივე მანქანა დავლანდე, რაც წინა დღეებში.
თუმცა ამჯერად, მანქანას მიყრდნობილი დათა დოლიძე რომ დავინახე, სულ მთლად გავრეკე.
პირდაპირ სახეში შევეფეთე. გაოგნებისგან პირი დავაღე. გულმა ისევ სწრაფად დამიწყო ცემა. არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი მისი დანახვის დროს. მინდოდა მანქანისთვის ისე ამეარა,რომ მასთან ახლოს არ მივსულიყავი. თუმცა დამიძახა, დათამ დამიძახა!
-გეჩქარება სადმე?
-კარგად დათა, თავად როგორ ხართ?!
ირონიულად ჩავიღიმე. პირველად მომეცა შანსი, და გამოვიყენე. უფლებას არ მივცემ, ჩემი გრძნობებით ითამაშოს, და ამით დაკმაყოფილდეს.
-არამიშავს. მგონი კითხვაზე არ გიპასუხია!
უხეში ტონი, აი, ეს არის დათა დოლიძე..
-კი, სკოლაში მეჩქარება.
მხრები ავიჩეჩე.
-არაუშავს, სკოლა მოიცდის. ჩაჯექი!
მანქანის კარი გამიღო.
გამეცინა.
-ალბათ ხუმრო..
სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვასწარი. რო მიღრიალა, დროზე ჩაჯექიო.
ვგიჟდები, ამ ბიჭს როგორ ეცვლება ხასიათი.
სხვა დროს, ალბათ ყვირილით ავიკლებდი იქაურობას, თუმცა ახლა ჩავჯექი.
-გაგიჟდით?
პასუხი არ გაუცია. მანქანა დაძრა. არ ვიცოდი სად მივდიოდით. ფეხები მიკანკალებდა, ვერ ვსუნთქავდი.
-ს.ა.დ.დ მი..ვ.დივართ?
ძლივს გავბედე მეორე კითხვის დასმა. არც მაშინ გაუცია ჩემთვის პასუხი. უბრალოდ შემომხედა.
მის მზერაში ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, თუმცა ერთი კი იყო, მისი ნამდვილად მეშინოდა!
მთელი გზის განმავლობაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვმგზავრობდით, და მეც გიჟივით ვიყავი.
მანიაკი რომ ყოფილიყო, რომ დავეჩეხე ნაწილებად და ზღვაში გადავეგდე, მერე?
მუცელში საშინლად მღღნიდა რაღაც. თუმცა ჩემდა გასაკვირად, მსიამოვნებდა მასთან ყოფნა. ღმერთმა დასწყევლოს!

მანქანა ქალაქგარეთ მდინარესთან გაჩერდა. აქამდე ეს ადგილი, არასდროს მენახა. გადმოვიდა, და მითხრა გადმოდიო. ჩვეულებრივი ტონი ჰქონდა, უფრო წყნარი და მშვიდი, ვიდრე წეღან.
ფეხების კანკალით გადმოვედი.
-ნუ გეშინია, შენს მოკვლას და მდინარეში ჩაგდებას არ ვაპირებ.
თვალები მოისრისა. აშკარად მიხვდა, ჩემს აზრებს.
ფერდობზე ავედით და გორაკის გავლით მეორე ნაპირზე ავღმოჩნდით. პატარა კლდე იყო, და იმის იქით იყო სა-ო-ცრე-ბა!
ასეთი რაღაც, ცხოვრებაში არ მენახა. ხეებით და ყვავილებით იყო ყველაფერი დაფარული. გარშემო, სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ულამაზესი მცენარეები იყო. შუაში დიდი ჩანჩქერი, რომელიც მდინარეს უერთდებოდა. მზის შუქი მკრთალად აღწევდა ტოტებქვეშ.
-ვაუ..
გაოგნებულმა მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-ლამაზია, არა?
მზერა მაშინვე მოულბა დოლიძეს. თავი დავუქნიე. თვალებში ჩამაშტერდა, გაიღიმა და მანიშნა , ჩამოჯექიო.
-იცი, აქ რატომ მოგიყვანე?
ალბათ ნახევარი საათის განმავლობაში, ხმა არ ამოუღია.
თავი გავაქნიე, უარყოფის ნიშნად.
-მინდოდა, ჩემი საყვარელი გარემო, ვინმესთვის გამეზიარებინა. მაგრამ, სამწუხაროდ, შენ „ვინმე“ არ ხარ..
შემომხედა.
ისეთი მზერა ჰქონდა, თბილი, ტკბილი და სასიამოვნო. მუცელში სითბო ჩამეღვარა. გული კიდევ უფრო მეტად ამიჩქარდა. პეპლებს კი არა, ალბათ დინოზავრებს ვგრძნობდი ორგანიზმში.
გავაფრინე.
სული შემეხუთა! გავუღიმე.
სულ რამდენიმე დღის გაცნობილი, რომელსაც წესივრად არც კი ვიცნობ, მგონია მთელი ცხოვრებაა მასთან ერთად ვარ.
ხელი მომხვია. თმებზე მომეფერა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
დავდნი, გეფიცებით, ასეთი რაღაც არასდროს მიგრძვნია. ვერ ვხვდებოდი, დათასნაირი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი. ერთ წუთში მყვირალა, მეორე წუთში თბილი, ამოუხსნელი და მოსიყვარულე.
თუმცა ყველანაირი შიში, რაც კი დამინერგა, ყველაფერი წამში გაქრა. რაღაც გრძნობამ დაიბუდა ჩემში, რომელმაც გაქვავებული გული, კვლავ ამიმუშავა.
-რა კარგი სურნელი გაქვს..-სახე ჩემს ყელში ჩარგო. -ხომ ვამბობდი, ენჯ დემონს მილიონი ჯობს მეთქი!
ეგ იყო და..ეგ.

***
დათა დოლიძე და ნატალი აბულაძე. ყველასთვის მისაბაძი, ყევლასთვის საყვარელი და სამაგალითო წყვილი, მთელ თბილისში.
ყველას უყვარდა, ყველას მოსწონდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შურდათ, გოგოსაც და ბიჭისაც. მათი სითბოსი და ბედნიერების.
თუმცა ყველაზე გასაკვირი, რაც მათ ურთიერთობაში იყო, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა „მიყვარხარ“ არასდროს უთქვამთ, არც ერთს, არც მეორეს.
თუმცა სიტყვებით როდი მტკიცდება რაიმე, ყველაფერს საქციელები ამბობენ, და ასეც იყო, არის და იქნება. ახლაც, მერეც და მომავალშიც.
სიყვარული ცვლის ადამიანებს.
სიყვარულს შეუძლია, გახუნებულიც კი გააფერადოს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



მოგესალმებით! გილოცავთ წმ.მარიამის ბრწყინვალე დღესასწაულს, უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით ჩემ თავს და მარიამებს. მისი მადლი შეგეწიოთ, და გფარავდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე!
ისტორიასთან დაკავშირებით კი, უბრალოდ მარიამობის დღეს პატარა საჩუქარი გავუკეთე, ჩემ მკითხველს. იყოს ერთი ესეც,პატარა, საყვარელი ისტორია. ბევრი ინტრიგის და გადამეტებების გარეშე..
მომავალში კი, აუცილებლად, ძალიან მალე დაგიბრუნდებით,კარგი ისტორიით, რომელზეც მზადება უკვე დაწყებული მაქვს.
მადლობა ყველას!



№1  offline წევრი რიტა

პატარა და კარგი იყო. ყოჩაღ!!

 


№2  offline წევრი 5th Angel

რიტა
პატარა და კარგი იყო. ყოჩაღ!!


ძალიან დიდი მადლობა რიტა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent