ფრაზები წიგნებიდან
''სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.'' 'სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.'' ''რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.'' '' – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.'' '' – თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორიც ფრანკენშტაინის საცოლე.'' ''ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო. თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.'' ''როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ''მინდა თუ არა ეს ბავშვი?'', არამედ ''ვრჩები თუ არა ამ ქალთან?'' '' შენ გგონია, რომ ნამზეური ახალგაზრდულ იერს განიჭებს, არადა პირიქითაა: დაჩამიჩებული ბებრები სწორედ მუდმივი რუჯით იცნობიან. ჩვენს დროში მხოლოდ მოხუცებს სცალიათ იმისათვის , რომ სხივებს მიეფიცხონ. ახალგაზრდები ფერმკრთალნი და ნაღვლიანები არიან, მაშინ როდესაც ხანდაზმულები ნამზეურით მარიაჟობენ და მუდმივად ღიმილი აფენიათ სახეზე (რატომაც არა, პენსიას ხომ ჩვენი ნაშრომიდან უხდიან). ' ის, რასაც სდამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.'' '' თუ გსურთ დასალევად დამპატიჟოთ, დააჭირეთ ღილაკს 1, თუ გსურთ სადილზე მიმიწვიოთ, დააჭირეთ ღილაკს 2, ხოლო თუ ჩემი ცოლად მოყვანა განგიზრახავთ, საერთოდ დაკიდეთ ყურმილი.'' '' როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ გოგონა 18 წლისაა? სულ ადვილად: 18 წლის გოგოს არა აქვს ნაოჭები, არც თვალებს ქვემოთ ე.წ. ჯიბეები, ლოყები ბავშვივით სავსე და სრიალაა, ფლეიერში უილ სმიტს უსმენს და ''ცხოვრებისეულ საკითხებზე ფიქრობს''. ''საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ''. ''თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილიც კი იყოს. იგი, უბრალოდ ვერ იტანს მოწყენას''. ''რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი''. ''სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.'' ''თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.'' ''რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება, რომლებიც ჩემთან არ არიან? '' '' – იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.'' ''... – მორალი, შეიძლება , ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონიათ!'' ... – მირჩევნია, ვიყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი ახვარი, გაიგე? თა–ვი–სუ–ფა–ლი! და არა ვიღაც საცოდავი, მაგრამ პატიოსანი და კეთილშობილი მონა!'' ''ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.'' ''იცით, რა არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს , რომ ''ნაიკები'' იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ''ნაიკებს'', რომ ნარკოტიკები იყიდონ. ''ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ , როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.'' '' თქვენ ეპოქის პროდუქტი ხართ. ... ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანები არ აინტერესებს, იძულებული გახდით , პროდუქტები გამხდარიყავით , რომ საზოგადოება თქვენით დაინტერესებულიყო''. '' ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით..... '' ''მე ის აღარ მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის მეყვარება. თუმცა არც ისე ძალიან არ მიყვარდა... მაშინ როდესაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა...'' ''მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.'' ''მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.'' ''ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ''მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად'' წერტილი. ამის მერე რა მოხდა, ამას უკვე აღარავინ გვეუბნება. რა მოხდა და აღმოჩნდება , რომ მომხიბლავი პრინცი, სულაც არ არის ამ ბავშვების მამა, ისეც დარდიან გულზე სმას იწყებს და გალოთდება , მერე ცოლს მიატოვებს და უფრო ახალგაზრდა ქალს გაეკიდება. პრინცესა კი თურმე 15 წელია ფსიქოანალიტიკოსთან დარბის . შვილები კაიფობენ, უფროსი ვაჟი თავს იკლავს , უმცროსი კი ტროკადეროს ბაღებში პროსტიტუციას ეწევა.'' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.