შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილი ! 4


28-08-2016, 18:55
ავტორი niako19
ნანახია 1 878

თვაში ყველაფერი აერია, დარდობდა ზუკაზე, ფიქრობდა რომ შანს იმსახურებდა, იმ დღეს ზედმეტად განადგურებული ეჩვენა მაგრამ თავისმხრივ ეშინოდა, ისევ იმას თავიდან ვერ გაივლიდა, შეცვეული იყო რომ არავის სჭირდებოდა და არ უნდა მოეთოხოვა ოჯახისგან მზრუნველობა ასე უფრო მშვიდად იყო...
საღამოს ანასთან ერთად ბრუნდებოდა სალში, უჩვეულოდმორთული ეჩვენა ეზო, ყველგან ყვავილები იყო, ბუშტები დიდი დათუნიები გაოცებულებმა მოვათვალიერეთ გარემო, სადარბაზოსთან უზარმაზარი ვარდების თაიგულით ლევანი იდგა და ანას ბედნიერი უღიმოდა, უაზროდ გამეცინა ანას სახს რომ შევხედე, შეუძლებელია ადამიანი ამდენ ბედნიერებას იტევდეს, ცრემლები წასკდა და ლევანისკენ დაიძრა, ლევანიც მოუახლოვდა .
-იქნები ჩემი შეყვარებული?-გაუცინა ბიჭმა.
ანამ მხოლოდ თავი დაუქნია, ლევანიც ბედნიერი ჩაეხუტა, ლამაზი სცენა იყო, მიხაროა ანას ბედნიერება, ნუ ეს რომ არ აეღნიშნათ როგორ შეიძლებოდა, რესტორანში იყო დაჯავშნული მაგიდა მაგრამ ლევანის მეგობრებმა სიურორიზი გაუკეთეს და წყვილი აგარაკზე გაუშვეს ერთერთი მეგობრის სახლში ანამ მიამბო რომ სახლიც ძალიან ლამაზად იყო მორთული..
უზომოდ ბედნიერი დაფარფატებდა ანა ..
ოთოსთან არ მილაპარაკია, ანამ ფოტოები დადო და რათქმაუნდა ოთოც ნახავდა, აღარ დაურეკავს , ალბათ ასეც ჯობდა.
.................................................................................................................................................
სამსახურს მორჩნენ და როგორც იქნა გარეთ გამოვიდნენ, ლევანი უკვე გაღიმებული ელოდა ანას, ლილიმ წყვილი გააცილა და სახლისგზას დაადგა, უკვე სახლთან იყო მისული მანქანა რომ წამოეწია, იქიდან მარინა გადმოვიდა აშკარად ანერვიულებული სახით.
-ლილი!-დაუძახა ქალმა.
-რა გინდა?-გაბრაზება გაერია გოგონას ხმას.
-რაღაცის სათხოვნელად მოვედი-თავი დახარა ქალმა- ზუკა უკონტროლო გახდა ყველაფერში მე მადანასდაულებს, სახლში აღარ მოდის, არასდროს ყოფილა ჩკვიანი ბიჭი, ძალიან რთული ადამიანია გესმის?
-ერთხელ უკვე მოვისმინე..
-მეშინია რომ რამეს გააკეთებს, სჩვევია სისულელეების ჩადენა თანაც ახლა..
-ახლა რა?
-ვახტანგი საქართველოში დაბრუნდა..
-რა ?-ვახტანგი ლილის და ზუკას მამაა.
-ზუკას ყოველთვის ჰქონდა იმედი რომ ვახტანგსაც ისე ეყვარებოდა როგორც ლადოს, თავს აჯერებდა რომ ეს მანძილის, ჩემი და სხვა ბევრი ფაქტორის ბგრალი იყო მაგრამ გუშინ გავიგეთ რომ ვახტანგი ერთი თვეა თბილისში და ზუკა ზედმეტად..
-გულნატკენი და იმედგაცრუებული-სიტყვა ცამოართვა ლილიმ-ნაცნობი გღზნობა მარინა ჩემზე კარგად არავინ იცის რას ნიშნავს როცა მშობლებს ფეხებზე კიდიხარ..
-ზუკას მართლა უყვარხარ, თქვენი შორსყოფნა მთლიანად ჩემი ბრალია, დაელაპარაკე ლილი...
-კარგი დავურეკავ..
-მადლობა ..
-შენთვის არ ვაკეთებ მარინა..
-ვიცი რომ არასდროს მაპატიებ და მითუმეტეს არასდროს შემიყვარებ, არ მოგატყუებ ლილი, არც მე მიყვარხარ ისე როგორც სოფი და ზუკა მაგრამ..
-გაეთრიე აქედან მარინა..
-კარგი, კარგი მივდივარ..-სწრაფდ ცაჯდა ქალი მანქანაში და წავიდა.
რათქმაუნდა იცოდა მარინას რომ არ უყვარდა მაგრამ მისგან ამ სიტყვების მოსმენა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, ამჯერად მამიკოც შეემატა მას, ვახტანგს საერთოდ არ იცნობდა მას არასოდეს უცდია ლილის ნახვა და როგორც ჩანს არც ზუკასი, სახლში მივიდა გამოიცვალა და ზუკას ნომერი აკრიფა, რათმქუნდა ბარში იყო სხვაგან სად იქნებოდა.
ჯინსებით და ბოტასებით ასეთ ბარში შესული ყველამ ათვალიერა, პერსონალი უკვე იცნობდა და არ გაკვირვებია, ზუკა ისევ თავისმაგიდასთან იჯდა.
-გამარჯობა-დაიჩურჩულა ლილიმ და გვერდით მიუჯდა-მე არ დამპატიჟებ?
-შენთვის არ შეიძლება..-მქრთალად გაუღიმ ბიჭმა.
-ძმასთან ერთად ვარ- გაუღიმა ლილიმაც.
ზუკამ მიმტანს შედარებით მსუბუქი სასმელი შეუკვეთა.
-ვახტანგი ვნახე, პირდაპირ მიყურებდა და ვერ მიცნო..
-სად ნახე?
-ერთერთი ლადოს პარტნიორის ძმაკაცია, ლადოს შვილი ვეგონე გვარი რომ გაიგო მაშინ დამაკვირდა..
-ამაზე არ უნდა იდარდო, მესმის ძნელია მაგრამ მალე შეეჩვევი..
-შენ მალე შეეჩვიე?
-შენ მარინა გყავს, ლადო, სოფი, მეგობრები ...
-შენ კი არავინ გყავდა..
-როგორ არა მე ბებო მყავდა-მის გახსენებაზე ცრემლები მოაწვა ლილის- ანა მყვდა, ბიძია, ბიცოლა, ოთო და კიდევ ბევრი ადამიანი იმ სოფელში, ყველას ვიცნობდი და თითქმის ყველა მიყვარდა- ახლა იგრძნო მონატრება , იქაურობა, ხალხი მისი სახლი ყველაფერი მოენატრა, ცრემლები წამოუვიდა და გაეღიმა იმ წლების გახსენებაზე, ახლა ათასი სისულელე ახსენდებოდა.
-ხვალ წაგიყვან გინდა..?-კითხა ზუკამ.
-რა?
-წავიდეთ ხვალ სოფელში .. ზაფხულია ერთიორი დღით დავისვენოთ, ანაც წამოვიდეს მისი ლევანი გავიცნო-გაეცინა ზუკას..
-საიდან იცი?
-ლილი ხომ გითხარი რომ თქვენზე ვიზრუნებდი.. ანამ კარგი არჩევანი გააკეთა..
-იცნობ ლევანს?
-დაახლოებით, კარგი ტიპია..
- წავიდეთ, შენც გულს გადააყოლებ და ყველა გავერთობით..
-ბიჭებსაც ვეტყვი..
-ხო, კარგი იქნება ..
-მგონი განსაკუთრებული ძალა გაქვს დარდს აქრობ..
-დარდს ისინი აქრობენ ვინც გუყვარს..
-მე შენ მართლა ზალიან მიყვარხარ ლილი..
-დავთვრეთ დღეს?
-მაინც უფროსი ძმა ვარ-წარბი აწია ზუკამ.
-კაი რა-გაუცინა ლილიმ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
გაილეწნენ.. ორივე, იმდენად რომ ვერარ დადიოდნენ, დაძმა ერთმანეთს ეკიდებოდა და თან სიცილით იგუდებოდნენ, ალექსანდრემ მიიყვანა ლილის სახლში, დილითაც ის შეუვარდა, ორივე ლილის საწოლზე იწვა და ორივეს ერთნაირი სახე ჰქონდათ..
-ნუ ყვირი ალექსანდრ გეხვეწები-ამოიკნავლა ლილიმ და მიწოდებული ნაბეღლავი დალია, ზუკა რათქმაუნდა უკეთესად იყო მაჰგრამ სახე მასაც ესეთი ჰქონდა,
-დაძმა ლოთებს ვახლავარ- სიცილით შემოვიდა ანა- აუ რას გავხართ-საწრაფოდ ტელეფონი მოიმარჯვა და ორივეს გადაუღო.
- ანა მოგკლავ..
-დავბეჭდავ ამ სურათს..
-აუ გადი რაა..
-ადექი გოგო წყალი გადაივლე, ეგ გუშინდელი განადგურებული ტანსაცმელიც მოიშორე და იქნებ ადამიანის მსგავს არსებას მაინც დაემსგავსო-სიცილი ატეხა ისევ ანამ.
-ისე ხო..
-შენც აეგდე, ბარში რაღაც საქმეებია- ზუკა წამოაგდო ალექსანდრემ.
-ნელა შე ...
-ნუ ილანძღები ბავშვები გისმენენ, გადი მიდი..
-დროებით გოგონებო-გაუღიმა ალექსანდრემ და ზუკა ბურტყუნით ჩააგდო მანქანაში..
საღამომდე კვდებოდა, ანა დასცინოდა მერე ზუკამ დაურეკა გაემზადეთ ხო არ გგონია დამავიწყდა გუშინ რა გითხარითო, ანას რომ უთხრა ლვანიც წამოიყვანეო სიხარულით ლამის გააფრინა, იძიაბიცოლასაც დაურეკეს და საღამოს სოფლის გზას დაადგნენ.
ანა ლევანიმ წამოიყვანა, ზუკამ ლილი, ალექსანდრე ლუკა და დემეტრე ერთად მოდიოდნენ..
ბიცოლამისის მოთხოვნით პირველი იქ მივიდნენ უკვე სუფრა ელოდათ მაგრად ჩაიხუტეს გოგონები ცოლქმარმა, მერე ბიძამისი ზუკას მიუახლოვდა.
-მიხარია რომ აქ ხარ-გაუღიმა კაცმა და დიშვილი ჩაიხუტა-მიხარია რომ ლილის ძმობას უწევ, მიხარია რომ დაგვიბრუნდი..
-მადლობა..
- თქვენ სულ ესე რატომ იცით-გაიცინა ლილიმ- ამხელა სუფრები..
-აბა სიზეკაცს ისე დავხვედროსი?-ფეხზე სიცილით ადგა ანას მამა და ლევანს თვალი ჩაუკრა.
ბიჭს მოულოდნელობისგან წვენი გადასცდამ.
-მე ის-დაიბნა მაგრამ სწრაფად გადაუარა გაიღიმა და ფეხზე ადგა- ხო რათქმაუნდა, მინდოდა თქვენთან დალაპარაკება ისედაც-ანას გადახედა და ისევ მამამისზე გადაიტანა მზერა.
-მერე ვილაპარაკოთ აუცილებლად....
....................................................................
გარეთ ბირჟა იყო და ლილიმ და ანამ აიტეხეს რომ გასვლა უნდოდათ, ზუკა და ლევანი გაყვნენ, გოგონების დანახვაზე ყველა წამოიშალა,. ყველა ეხუტებოდა და კითხულობდნენ, ლილი ბედნიერი იღოიმოდა და ძმას აცნობდა, რათქმ,აუნდა ყველამ იცოდა ვინც იყო ზუკა მაგრამ მაინც, მალევე დაბრუნდნენ ბიჭები იქ დატოვეს და არ გამოდიოდა.
მეორე დღეს ბებისს საფლავზე იყო ასული..
საერთო ჯამში კარგი დრო გაატარეს, სასინლად არ უნდოდა თბილისში დაბრუნება მაგრამ ბიჭებს საქმეები ჰქონდათ, ლევანის ვარჯიში თვითონ კი სამსახური. ამაზე ზუკას ორჯერ ეკამათა, ზუკას არ უნდოდა რომ ლილის ემუშავა მაგრამ ლილი არ დათანხმდა.. ბოლოს შეთანხმდნენ რომ თუ იგრძნობდა სწავლა უჭირდა წამოვიდოდა.
-გავიგე რომ სახლსი აღარ ცხოვრობ-უკანა გზაზე წამოიწყო ლილიმ.
-ხო ალექსანდრესთან გადავედი..
-ზუკა იქნებ..
-ცოტახანს ასე მირჩევნია კარგი ?
-კარგი...
...................................................................................................................
თბილისში დაბრუნებულმა ცხოვრება ისევ ისე გააგრზლეა უბრალოდ ახლა მეტი ადამიანი იყოს მის ცხოვრებაში სახლში არასდროს იყო მარტო, ხან ბიჭები ხან ლევანი,ხანაც ყველა ერთად, ახარბდა ის ფაქტი რომ მასზე ზრუნავდნენ, არამარტო ზუკა მისი ძმაკაცებიც...
...........................................................................
ანა სამსახურის მერე ისევ ლევანმა წაიყვანა, თვითონაც არ უნდოდა სახლში, იქ არავინ იყო, არც ბარში უნდოდა, ამიტომ მთაწმინდაზე ავიდა თვითონაც არიცის რატომ, უბრლოდ ხეტიალი უნდოდა.. ბეტონის მოაჯირზე დაჯდა და თბილისს გადახედა.. საინტერესოა რა ესაქმებოდა აქ?
სულ ერტი წლის წინ სხვა ცხოვრება ჰქონდა, სხვა ხალხით, ბევრი ტკივილიტ, ახლა ბედნიერი იყო? შეიძლება იყო, ოთო მოენატრა, საშინლად..
-ლამაზია ხო?-ნაცნობი ხმის გაგონებამ შეაკრთო, გეგებერი იდგა მის უკან ცალი ხელით ბეტონს ეყრდნობოდა ნახევარი მხარით კი ლილის ეხუტებოდა უკნიდან.
-გეგე-დაიჩურჩულა ლილიმ.
-ცუდია ამ ხედს თუ ინმეს მოწყენა შეუზლია..
-ხედისგამო არა..
-აბა ვის გამო?
-სიმართლე გითხრა არ ვიცი.. შენი აზრით ცუდია როცა ერთი მეგობრის ბედნიერება გიხარია მაშინ როცა ამით მეორე უბედურია?
-არის სიტუაციები როცა შეუძლებელია სხვანაირად იყოს, ყველამ თავისი წილი უბედურება უნდა აიტანოს..
-ეს აუცილებელია?
-ხო ეს აუცილებელია.
-რატომ?
-არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაც ისწავლონ..
-ტკივილით ვერაფერს ისწავლი..
-ეგ შენ გგონია ასე..
შეიძლება უბრალოდ..
-უბრალოდ ზედმეტდ ბევრი ტკივილი გამოიარე შენს ასაკთან შედარებით?
-ხო ..
-მიხარია რომ ზუკას დაუახლოვდი..
-ზუკამ ძალიან სცადა ...
-დედაშენთან?
-მარინამ მითხრა რომ არ ვუყვარვარ, ეგ შეიძლება ?
-ყველაფერი შეიძლება სიყვარულს ვერავის დააძალებ ლილი, გრძნობა ან არია ან არა, არ აქვს მნისვნელობა დედაა, ძმა და თუ ქმარი..
-მიმაჩნია რომ დედას შვილი უნდა უყვარდეს აუცილებლად..
-აუცილებლობიდგამო ვერავის ვერავინ ეყვარება..
-ალბათ..
-შეგცივდება ...-ჩასჩურცულა გეგემ და ლილიმ იგრძნო როგორ დააყარა ტაომ.
-აქ რა გინდა?-ისევ არ მიუხედავს ისე კითხა.
-მარტო შენ არ გიყვარს სეირნობა..
-ხო..
-წამოდი სადმე დავსხდეთ, გაცივდები, უკე სექტემბერია და აშკარად იწვიმებს-ცალი ხელი წელზე შეუცურა და მოაჯირიდან გადმოსვა, ნელა შემობრუნდა ლილი და პირდაპირ გეგებერის მკერდს აეკრა დაბნეულმა ახედა მომღიმარ ბიჭს და მზერა ისევ დაბლა გადაიტანა.
-წავედით-გვერდით გადგა გეგე და ლილის უბიძგა.
ფეხით გაიარეს რამდენიმე კილომეტრი გა პატარა კაფეში შევიდნენ, გეგემ ჩაი და ნაცხვარი შეუკვეთა.
-შენ და ზუკამ პრობლემა მოაგვარეთ?-იკითხა ლილიმ და ჩაი მოსვა.
-შეიძლება ასეც ითქვას..
-კარგია..
-ხო არ მიყვარს პრობლემები.
-ეგ არავის უყვარს..
-ცდები, ზოგიერტი ადამიანი ეძებს მათ, რომ თავი უიღბლოდ იგრძნოს და იწუწუნოს, ან უბრალოდ ეს მაგარ რაღაცად მიაჩნიათ, სულ პრობლემების მომგვარებელი, საქმიანი ბიჭები ..
-სულ ასეთი მშვიდი ხარ ?
-მე მშვიდი არ ვარ ლილი, უბრალოდ სისულელეებზე არ ვფეთქდები..
-რას უნდა ეხებოდეს საქმე რომ აფეთქდე..
-ჩემთვის ზედმეტად ძვირფასს..
-ვინ ან რა იგულისხმევა?
-ადამიანები რათმქუნდა..
-არც კი ვიცი აქ რატომ ვარ და რატომ გელაპარაკები..
-იმიტომ რომ გინდა -გაეღიმა გეგეს.
-რატომ მინდა?
-რატომ გინდა ლილი?-მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო გეგე და ლილის დააკვირდა.
-არ ვიცი-თავი დახარა გოგონამ.
-არაუშავს-გასწორდა გეგებერი.-ჩაი მოგეწონა?
-კი..
-აქ საუკეთესო ჩაის აკეთებენ.. გავიგე რომ ანემია გაქვს და საავადმყოფოში მოხვდი, ახლა როგორ გრზნობ თავს?
-საიდან გაიგე?
-კითხას ჯერ უნდა უპასხო და მერე იკითხო..
-წესებს ნუ მიდგენ...
-ჯიუტი ხარ-ისევ გაეღიმა გეგეს.-პატარა და ჯიუტი..
-მერე ცუდია?
-გააჩნია რა კუთხით შევხედავთ, კითხვაზე არ გიპასუხია..
-კარგად ვარ.. ახლა შენი ჯერია..
-ვთამაშობთ?
-გეყოფა პატარა არ ვარ..
-ხო არ ხარ..
-გეგე..
-ნაცნობმა მითხრა.
-მატყებ?
-რათქმაუნდა..
-კარგი-მიხვდა ლილი აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს.
-კაი არ გაიბუტო..
-12 წლის ვარ?
-19ის ხარ მაგრამ მაინც იბუტები..
-დამცინი-ღიმილი შეეპარა ლილისაც.
-შეიძლება..
-უკვე გვიანია დროა წავიდე-ფინჯანი დადგა ლილიმ.
-წამოდი გაგიყვან..
ჩანტა აიღო და იქაურობა დატოვეს, სახლში გეგემ მიიყვანა რათქმაუნდა მისამართი იცოდა გზასიც ბევრი ისაუბრეს, სახლტან დაემშვიდობა და ავიდა ანა ჯერ არ იყო მოსული, წყალი გადაივლო და დაღლილმა დაიძინა.
....................................................................................................................................................
-ზუსტად ვიცი ეგ იყო- ზუკას უხსნიდა ბიჭი.
-კაი ბექა მადლობა..
-კარგად..
......................................................................................................................................................
-არ ვიცი რა ვთქვა, გეგებერი არ არის ის ტიპი რომ შენტან დაპირისპირებისგამო იყენებდეს ლილის, ეგეთი პაცანური ცვევები არ აქვს ..-დაიწყო ალექსანდრემ.
-ვიცი ... თანაც ყველანაირი პრობლემა მოვაგვარეთ ისე რომ ერთი კაციც არ დაშავებულა.
-სუფთად ისე როგორც გეგებერს სჩვევია..
-შენი აზრით მართლა მოეწონა ლილი?- იკითხა ლუკამ.
-არ ვიცი რაღაცნაირი უცნაური როჯაა რას გაიგებ.-მხრები აიცეცა ალექსანდრემ.
-უნდა დაველაპარაკო- სასმლისჭიქა აიღო ზუკამ.
-ხო მგონი ეგრე ჯობია...
...............................................................................................................................................................
მთლიანი რესტორანი ცარიელი იყო, არც დაცვა იდგა სადმე არც პერსონალი, გეგებერმა მშვიდად გაიარა დარბაზი და ბართან მჯდარ ზუკას გვერდით დაუჯდა.
-გამარჯობა ზუკა-გაუღიმა გეგემ.
-გამარჯობა..
-ვხვდები აქ რატომაც ვარ, მხოლოდ ერტ რამეს გეტყვი, კარგად მიცნობ და იცი 21 წლის ლაწირაკი არ ვარ, არც რამის ახსნას ვაპირებ ეს ქუჩური კანონები ცემზე არასოდეს მოქმედებდა, ვერც შენ ჩაგრევ ჩემს საქმეში...
-რატომ ლილი?-მხოლოდ ეს კითხა, ამ ადამიანტან სტანდარტული ძმის ლაპარაკი ზედმეტი დროს ხარჯვა იყო.
-ლილისნაირი ვინმე გინახავს ?-გაეღიმა გეგეს.
-არა ..-ტავი გააქნია ზუკამ.
-გემრიელად მიირთვი- სასმელზე ანიშნა და რესტორანი დატოვა.


მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი nitaa

Ux ra kargi gogo xaar ❤️

 


№2  offline წევრი blackboss

kaiaa kaii ^^ axla oto chamoikvane raa :/ gege saocaria iseve rogorc lili...

 


№3  offline წევრი რიტა

კარგი ქენი ზუკას და ლილის ურთიერთობა რომ დაათბილე ეს მომეწინა.
რაც შეეხება გეგეს უცნაურად კარგი ბიჭია უკვე მომწონს ეს პერსონაჟი.
გელი შემდეგით წარმატებები. ^_^ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან სხვანაირი ისტორიაა, მოვლენების განვითარება ძალიან მომწონს და სულმოუთქმელად ველოდებიბხოლმე გაგრძელებას

 


№5  offline წევრი (((end)))

ვგიჟდები ავტორზეც და ამ ისტორიაზეც heart_eyes scream უმაგრესი მოთხრობებიი აქვსოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent