Bikers' Life (15)
-შეიძლება?-ხელები ჩაფხუტისკენ წამოიღო-მაინტერესებს რატო მლავ სახეს.. -არა არ შეიძლება- ხელები მოვაშორებინე და წინ გავიჭერი. უკან რო მოვიხედე ისევ იმ ადგილას იდგა და ჩემსკენ იყურებოდა. ჩამეცინა და ისევ გზას გავხედე. წრე რო დავარტყი სასტარტო პოზიციასთან უკვე აღარ იყო. ამიტომაც ეგრევე სახლში წამოვედი. -ლიიიიზ- დავიყვირე სახლში შესვლისთანავე და კარებში გამოჩენილ დაქალს გავუღიმე. - გეხვეწები რამე ცივი დამალევინე რა. -შემო შემო- უკან შებრუნდა და მაცივარი გამოაღო.- რას დალევ წყალს, ცივ წყალს თუ წყალს ყინულებით..... ამმმ ყინულებიც არ გვქონია, ბოლო გამორიცხე. -მეღადავები? მართლა არაფერი არ გვაქვს სახლში? -ნუუ ფანტა ტროპიკი, კიდეე რაღაც სანდორას წვენი და ნებაღლავი.. -აბა რა წყალი აგიტყდა ამხელა ქალს.. -წყალი გვაქვს და რა უნდა მეთქვა აბა.. მაცივარში შევიხედე და არაფერი დამხვდა.. -წეღან აბა რა იყო რა ჩამოთვალე.. -რავი რაც იმ წამს მინდოდა ისინი- გამეკრიჭა ლიზა და მაგიდაზე შემოსკუპდა. -მაღაზიაში ჩავალ მე. - რაფასთან მივედი და ძველი პატარა ზანდუკი გავხსენი.. იქიდან უკანასკნელი 5 ლარიანი ამოვიღე და ხელში უკმაყოფილოდ ავათამაშე.. - ჰამ ჰამ.. როგორც ჩანს ბიცოლის მოკითხვის დღეა.. ხო წამომყვები?- მუდარის თვალებით შევხედე ლიზას.. -აბა რას ვიზამ. ოღონდ ჩემი მოტოციკლეტის გასაღები მომაძებნინე -სად დაკარგე- გაოცებულმა შევხედე და ვაშლი ჩავკბიჩე -რაფაზე იდო და აღარ არის.. -საქამრეზე გაქვს ჩამოკიდებული-სიცილით ვანიშნე და ლუკმა გადამცდა -არ დაიხრჩო- თვითოაც გაეცინა და მე მომიბრუნდა- აღარ მოდიხარ? ცოტახანში ორივე "მივაჭენებდით" ჩვენს პარტყუნებს. მალევე შევედით მცხეთაში და რესტორნის წინ გავაჩერეთ.. იქვე ფანჯრის მხარეს მაგიდასთან მოვკალათდით და მიმტანის მოსვლას დაველოდე რომელმაც არ დააყოვნა. -რას ინებებთ? -პიცა გვინდა პეპერონის და ნათია გურაბანიძე თუა დღეს ? -კი გახლავთ. დავუძახო? -არა იყოს მე თვითონ შევაკითხავ თუ სცალია.. კაბინეტის კარზე დავაკაკუნე და თანხმობისთანავე სახელური ჩამოვწიე.. -ნათიი -ეს ვინ მოსულანო- წამოდგა სკამიდან და ჩვენს შესაგებებლად წამოვიდა..-რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ.. -აბა შენ არ გვკადრულობ და.. -კაი ეხლა გაჩერდი რა. -კაი კაი. მითხარი როგორ არის ლუკა -კარგადაა, იმდღეს მეუბნებოდა ვიკა ვნახეო და ისიც ვიცი რო შენთან იყვნენ ამოსულებიო. -ჰო მაგრამ ეგ როდის იყო. მომენატრა. -სხვათაშორის ეხლაც აქაა ძმაკაცებთან ერთად ქიფობს -ხო? მე არ შემიმჩნევია რატომღაც.. -უკან კუპეებში არიან.. ლიზა შენ როგორ ხარ.. -რავიი ნათიი ვმეცადინეობ და ვარ -ხო აბა ამას ხო არ დაესგავსები- ორივემ მე გამომხედეს და უცბად ჩხუბი დავიწყე -მე რას მერჩით მშვენივრად ვგრძნობ თავს. ვმეცადინეობ კიდევაც და გამოცდებისთვისაც მზად ვარ -ყოჩაღ შენ- შემაქო ბიცოლამ..-არაფერი არ გინდათ თქვენ? -კი შევუკვეთეთ უკვე პიცა.. -ისე ამ რესტორანში სხვა რამეც რო გაგესინჯათ არ იქნებოდა ურიგო. -გვიყვარს ეს პიცა და რა ვქნათ ნათი?- მაგიდაზე ჩამოსკუპდა ლიზა -ეს გოგო ხო ვერ გადავაჩვიე ამ მაგიდაზე დაჯდომებს რაა- ამოვილაპარაკე უკმაყოფილოდ და გვერდით მივუჯექი. სამივეს სიცილი აგვიტყდა,, -უი ბიცოლ, რა უნდა მეთქვა -ფული გჭირდება ხო? -იმენა ვანგა ხარ ნათი რაა -18ის რო გახდები მერე მაგისთვისაც აღარ მოხვალ და საერთოდ სულ დაივიწყებ ბიცოლას - ამოიბუზღუნა საყვარლად და საფულე გახსნა -ნუ გეშინია არც ვაპირებ მუშაობის დაწყებას- "დავამშვიდე" და გავიკრიჭე -შენ რა დაგაჭკვიანებს?!- -გვიანია მაგაზე ფიქრი უკვე ნათი- ლიზამაც აუბა მხარი -ნუ რა ოპტიმიზმი შემოიტანეთ რა- მხრები აიჩეჩა და სკამის საზურგეზე გადაწვა.. -დეე- შემოაღო კარი ლუკამ და წინადადება ჰაერში გაეფანტა- ვახ რა გოგოები, ამათ ვის ვხედავ. -გადაგვეხვია სათითაოდ, თმები ამიჩეჩა და ლიზას გახედა. ნათიას გადავხედე, თვალებით გავცვალეთ ინფორმაცია და ფხუკუნი აგვიტყდა როცა ლიზაც აღარ იყო ამ ქვეყნად.. -ეხ ბიცოლაჩემო სიყვარული აშტერებს- პათეტიკურად ამოვილაპარაკე და ხელები ცაში ავღმართე.. უცბად ორივე გამოერკვა და ვითომც არაფერიო ირონიული მზერით შემოიფარგლნენ.. -აჰა ვსო გავედი მე ამათ სწერვობებს ვერ ავიტან-წამოდგა ნათია - ვიკა იყავი რა ამათთან არ დაჭამონ ერთმანეთი, მე ვნახავ თქვენი პიცა მზად არის თუ არა.. -რა პიცა იქით კუპეში ბიჭები ვქეიფობთ და გეპატიჟებით. -იქ ჭამას ვერ დავიწყებ, აქ ვჭამოთ და მერე გავიდეთ. მგელივით მშია- მაგიდიდან ჩამოვხტი და ბიცოლაჩემის სკამი დავიკავე.. -კაი წამო იქ ჭამე შენ რისი გიტყდება.. ის-ის იყო უნდა დავთანხმებოდი, პრინციპში ჩემი რა მიდიოდა, ლიზას თვალები დავინახე რომელიც "მპირდებოდა" არ გაცოცხლებო და გავაპროტესტე..- მე აქ მინდა ჭამა, შეიძლება?- წარბი ავუწიე ბიძაშვილს და ტუჩებზე ღიმილი ამითამაშდა.. -კაი დაგელოდებით და ერთად გავიდეთ, ოღონდ დროზე, უხერხულია ვერ ვალოდინებ.. -ამხელა პიცას უცებ ვერ შევჭამთ- ირონიულად ჩაილაპარაკა ლიზამ და სავარძელზე მოკალათდა.. -კარგით მე დაგეხმარებით რა პრობლემაა- მხრები აიჩეჩა ლუკამ და იმ წამს შემოტანილ თეფშს დასწვდა.. 15 წუთის მერე ხელსაწმენდი დავაგდე თეფშზე -მე მოვრჩი-ისევ მაგიდაზე დავჯექი და ერთმანეთის პირისპირ მჯდარ წყვილს გავხედე. -მეც- გაიმეორა იგივე ლიზიმაც- მეტი აღარ მინდა. -რას გენდომება, იმდენი ჭამე. გასუქდები ეგრე და ამის მერე შენთვის ცალკე შევუკვეთავთ ხოლმე, ვიცი რო კიდე გინდა და თავს იკავებ- წაკბინა იმწამსვე ბიჭმა -შენ შენს ღიპს მიხედე -ჩემს ექვს კუბიკს ღიპს ეძახი? -შენ მაგ ქონებს კუბიკებს უწოდებ? -ეს ქონები, ლამაზო, პრესია -რა სხვანაირი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე -შენსავით ნერწყვებს ვერ ვყლაპავ მაგრამ როგორმე მეც მომწონს ჩემი თავი და არ ვუჩივი შენს გემოვნებას ხო იცი. -კაი?! არ მეგონა ბაკურა შენც თუ მოგწონდა. -ბატონო?- შესამჩნევად დაიძაბა ლუკა..- ბაკურა? ( ამ ბიჭმა და ლუკამ იჩხუბეს ადრე გუდაურში ლიზის გამო და თბილისშიც რამდენჯერმე შეგვხვდა ქუჩაში.. ეხლა საიდან გაახსენდა წარმოდგენა არ მაქვს) -შენს გემოვნებას არ ვუჩივიო და ზნაჩიტ შენც მოგწონს ხო? -ეს "შენც" როგორ გავიგო.. -როგორც გესმის -ნუ მიშლი ნერვებს რა, ლიზი -შენ დებილი იყო და ნერვები გეშლებოდეს ჩემი რა ბრალია.. -ბაკურა მოგწონს და კიდე მე ვარ დებილი? ამ დროს შემოაღო ბიცოლამ კარი, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ აშკარად გადაიფიქრა -აქ რა ხდება? -აუ კულმინაციაა ნათი. ბატიბუტი მოიტანე და მოდი, კარგ დროს მოხვედი ძაან..- ჩემს გვერდით ადგილზე ხელით ვანიშნე რო დამჯდარიყო და გავეკრიჭე როგორც ვიცი ხოლმე -მე აქ იმისთვის დაგტოვე რო ამათ ერთმანეთი არ დაეჭამათ და შენ აქ სეირს უყურებ?- "მისაყვედურა" ბიცოლამ და თვითონაც გაეცინა.. - მორჩით ეხლა და ბიჭები გელოდებიან, სად არის ამდენ ხანსო- მიუბრუნდა შვილს -კარგი წამოდით გაგაცნობთ ბავშვებს. -ბრატსი, გაიცანით ესენი ჩემი გოგოები არიან..- ეს ნედოა, ეს ტაბატა, ეს მერქეშა, ამ ოთხს იცნობთ,ეს კაკაბა გახლავთ, ეს რეზო,ეს გუგა.. ეს გუგა... ეს გუგა.. ეს გუგა. აღარ ვაპირებდი გაგრძელებას, მეგონა საერთოდ არავინ კითხულობდა. წინა თავებზე ორი-სამი კომენტარი ჩანდა და ბოლოს ეგეც აღარ იყო. არც ვაპირებდი ამ თავის დადებას უბრალოდ "თა მო"ს კომენტარს წავაწყდი შემთხვევით და უბრალოდ მას ვერ დავწყვიტე გული. მადლობა იმისთვის რო კითხულობდა მოგწონს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_546974.jpg)
![აქტიური მკითხველი](/templates/love/dleimages/noavatar.png)
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_545477.jpg)
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.