შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 12)


29-08-2016, 14:53
ავტორი სატი
ნანახია 1 937

-ანკა ყველაფერს გეფიცები, სხვა გზა არ მაქვს. შენზე მეტად არ მინდა ერეკლესთან ერთად რომ იყო 1წელია ყველანაირ გამოსავალს ვეძებ და ვერ ვიპოვე. სულ 1თვით. არც მოგიწევს არაფრის კეთება უბრალოდ ხელის მოწერა და მერე მაგასთან იცხოვრებ მე ყოველდღე მოვალ შენთან. გპირდები მხოლოდ 2 თვე.
-ეგოისტი ხარ ამ ყველაფერს შენ გამო აკეთებ
-ანკა... ხო ეგოისტი ვარ. მოგიწევს წასვლა ერეკლესთან ანკა ეს ნიასთვისაც არის.
-ვნახოთ არ ვვიცი.-ანკა გადაეხვია გიორგის. კიდე დიდიხანი ლაპარაკობდნენ და ეწეოდნენ სანამ არ დაუძახა ნიკამ
-თაგუნა, წასვლის დროა.
-ცოტახანი
-თაგუნა წასვლის დროა ცოტაც და თემო და ნიაკო მოკლავენ ერთმანეთს.
-გნახავ მერე
დამეშვიდობნენ ერთმანეთს და ნიკამ ანკა ისევ სახლში წაიყვანა. სახლში რომ შევიდნენ სამზარეულო დახვდათ დატბორილი ქაფისგან. ნიაკო იჯდა და ხელებს ატყლაპუნებდა. თემო კი იგინებოდა და ცდილობდა გაეწმინდა იატაკი მაგრამ რამდენჯერაც ნაბიჯს გადადგამდა იმდენჯერ დაეცემოდა, შეიგინებოდა და დგებოდა.
-თემო?
-ძლივს. ანკა ეს ბავშვი არ არის... ეს... ეს არის მონსტრიიიი!!
-კარგი რა, ეს საყვარელი არსება ამას ვერ იზამდა
-იზამდა! ორი წუთით მივატოვე და სამზარუელოში ეს დამხვდა!
-ხოდა არ უნდა მიგეტოვებინა
-კაი გეყოთ ნიკა, თემო მადლობა ეხლა მე მივხედავ
ორივეს დაემშვიდობა და სამზარეულოში გაბრუნდა. ჩაიმუხლა კედელს მიეყუდა და ესე იჯდა 2წუთი და ტირილს იკავებდა. გაბრაზებული იყო ერეკლეზე, ცოტათი გიორგიზე მისი ეგოისტური არჩევნის გამო. სხვა გზა არ ჰქონდა მის გამო შეილება ნიაკო დაშავებულიყო, ტელეფონი აიღო და მიწერა ნიკას რომ თანნახმა იყო. მერე მიხვდა რო ქაფი მალე მთელ სახლს დატბორავდა. აიყვანა ნიაკო ხელში მალე აბანავა და დააძინა, მერე სამზარეულო დაალაგა და მისაღებში გავიდა. კარზე კაკუნი იყო. ერეკლე შემოვიდა. ანკამ სიგარეტი აიღო, მოუკიდა და მოქაჩა შემდეგ უდარდელად შეხედა ერეკლეს და ანიშნა დაჯექიო.
-ნიკამ მითხრა რომ თანახმა ხარ...
-დიახ
-რა დიახ?
-...
-ანკა?კარგი არ გამოგივა ჩემ ნერვებზე თამაში
-რათქმაუნდა შენ კი გამოგდის ჩემსაზე თამაში აფერისტო
-ანკა თქო!
-მართალი ხარ ეგრე მქვია
-აი კონტრაქტი, ხელს მოაწერ და ხვალ ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად
-და იქნებ არ მინდა
-ხო თანახმა იყავი
-არა მგონია მემგონი გადავიფიქრე
-ანკა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას
-რატომ შენ ხო ცდიდი ჩემსას რატომ არ უნდა გადაგიხადო სამაგიერო. რატომ არა? შენ ნიაკოს მამა წაართვი, რაღაც დრო დედაც. არ მინდა რომ ნიაკომ ოდესმე შენ გაგიხსენოს, უზომოდ უყვარხარ და ეს გულს მტკენს. არ იცის რა არამზადა ხარ
-ანკა, უბრალოდ ხელი მოაწეერე.
-რატომ
-კარგი წავალ
-დაჯექი არ დამიმთავრებია. ხელს მოვაწერ, მაგრამ შენ არ მომეკარები შენ სახლში და ცალ-ცალკე ოთახებში ვიქნებით
-ანკა მე შენ ნიკას და გიორგის გარდა არავინ უნდა იცოდეს რომ ეს არარეალური ქორწილია.
-იცოდე რომ მე ამას ნიაკოს გამო ვაკეთებ. მას დედაჩემთან დავტოვებ
-არ შეილება იქ საფრთხეშია
ანკამ აიღო პასტა და ხელი მოაწერა.
-ხვალ მოგაკითხავ
-და მორჩა? არაფერი გაქვს სათქმელი
-აზრი? შენ არ მენდობი არც მე არ გენდობი მაშინ
ანკა მოთმინებიდან გამოვიდა და წამოხტა
-არა როგორ შეგილია ესე უსინდისოდ მოხვიდე ამ სახლში და კიდე პირობები წამომიყენო!!!
-ანკა მე გიორგის ვეხმარები და რადგან შენ იმდენად არ მენდობი და გგონია რომ მე ვიცოდი გიორგის ოჯახზე ცდები. მე რომ მცოდნოდა რომ გიორგის შეყვარებული ჰყავდა და შვილი საერთოდ თავს დავანებებდი.
-რომც არ გცოდნოდა არ უნდა გაგეკეთებინა ესეთი რამ!!!
-ანკა ეს ბიზნესია. მე შენთან არ მოვსულვარ მე გიორგის მიმართ დანაშაულის გამოსყიდვა მინდა ცუდად მოვექეცი ის პატივსაცემი ადამიანი. შენ მიმართ აღარანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. რადგან გადაწყვიტე ჩემი მოთმინების გამოცდა მეც არ დაგანებებ თავს ამ ორი თვის განმალობაში. ისწავლი როგორი უნდა იყოს ჩემი ცოლი და მოიქცევი ისე რომ ჩემი სახელი არ შელახო.
-შენ სახელი ისედაც შელახული გაქვს თუ ქრეშს გეძახიან
-ანკა! მე გაგაფრთხილე მეორეჯერ არ გავიმეორებ. უბრალოდ ხელი არ ამაწევინო და კაცობა არ დამავიწყო
-რა დამარტყამ?
-აი ბეჭედი გაიკეთე და დღესვე უთხარი ყველას რომ ერთად ვართ დედაშენის ჩათვლით
ერეკლე წავიდა. ანკამ სიგარეტი ჩაწვა და ბავშვებს დაურეკა. ივა და ნათია 10წუთში მივიდნენ. კარის გაღებამდე ყურებამდე გაიღიმა, მაკიაჟი წაისვა და ბეჭედი გაიკეთა. ივას და ნათიას შემოსვლისთანავე ბეჭედი პირდაპირ თვალებში ეცათ.
-ანკა ეს... ის არის რაც მე მგონია?-ნათიას ღიმილი ყურებს ზემოთ აუვიდა
-კიიიი ერეკლემ ცოლობა მთხოვა
-იეეეეეეეეეეეეესსსს!!!!!!-იმხელაზე დაიყვირა რომ ივას ყურება გაუხეთქა
-გილოცავ ანუშკები ცოტათი მალე ხომ არ იყო?
-არა. 8თვეა ვიცნობ და
-იქიდან 1თვეც არაა რაც ერთად ხართთ ძაან მალეა-ივა არ ეშვებოდა
-ივა დაანებე ადამიანს თავი ანკკაა მაგარია
-ეს 8თვე ერთად ვიყავით ყველას ვუმალავდით.
ნათიამ უცებ ვიღაცას მიწერა და ანკას ტელეფონზე დაურეკეს.
-გოგო შენ სუ გარეკეეე????? საავადმყოფოში ერეკლე კინაღამ მოკალი და ეხლა ცოლად გაყევიიიი?!!!!!!-ტელეფონში სანდროს ყვირილი გაისმა
-სანდრექს წყნარად, მე მიყვარს ერეკლე და ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი და ვაბშე რო დაწყნარდები მერე დამირეკავ!!
ანკამ გათიშა
-ნათია მიდი გადი რა ნიაკომ ხო არ გაიღვიძა-ივას ანკასთან ლაპარაკი უნდოდა და მაგიტო გაუშვა ნათია
-ანკა რა ხდება რამდენი წელია გიცნობ ესე ადვილად ცოლად არავის გაყვებოდი რაღაც მოხდა. მე რაღას მიმალავ გოგო?
-არაფერს მართლა გეუბნები მიყვარს ერეკლე
-ანკა
-მართლა ნიაკოსაც უყვარს ერეკლე ამიტომ
-სუ რო ვეცადო ვერ გამოგტეხავ?
-ნწ
-კაი როგორც გინდა მაგრამ რატომღაც შენ თვალებში ვერ ვხედავ ვერანაირ სიხარულს, მხოლოდ ვხედავ გოგოს რომელსაც იმხელა ტვირთი აწვება რომ აგდებს ძირს,ირგვლივ უამრავი ხალხი ყავს და დახმარებას მაინც არ ითხოვს. ადრე თვალები სულ ანთებული გქონდა სიხარულისგან, სილაღისგან ახლა სიბნელის გარდა ვერაფერს ვხედავ თითქოს სიხარული და მწუხარება იბრძვის.
-ივა კარგად ვარ არ გინდა ეს სულში ჩამწვდომი ლექციები
-მე ვეცადე.
ნათია შემოვიდა ნიაკოთი ხელში.
-გოგო რამხელა გაიზარდა უკვე ეს ოხერი
-ხოო 1თვეში უკვე სიარულს ისწავლის.
-1თვეში კი არა ეხლაც ისწავლის თუ დაეხმარები
-რა გოგო 10თვის ასაკში?
-კი. მოდი ნიაკო დავდგეთ-ნათიამ ნიაკო ფეხზზე დააყენა-ხედავ? არ ვარდება ესეც რაღაცაა
-კაი. კაი
ნიაკომ ტირილი დაიწყო
-კაი თავი დაანებე, ეხლა უნდა ჩავალაგო ხვალ ერეკლეს სახლში გადავდივარ
-რააო? გოგო ესე მალე?
-ხო აბა. ცოლად გავყევი და სხვადასხვა სახლებში როდემდე ვიცხოვროთ
-არ ვიცი ანკა რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია
-ივა დაანებე თავი გეხვეწები თუ შეილება
-კკაი გეყოთ მორჩა
***
მეორე დღეს ანკა და ნია ერეკლემ მიიყვანა სახლში. გიორგიც იქ იყო. გიორგიმ მაშინვე აიტაცა ხელში ნიაკო და ჩაეხუტა. ნიაკომ ტირილი დაიწყო პირველად ნახა მამამისი. გიორგი აღარ აძლევდა ანკას ბავშვს უკან. როცა გიორგიმ ნიაკო დასვა ძირს, ნიაკო ადგა და გიორგისთან ბარბაცით ნელა მივიდა. ანკას სიგიჟემდე გაუხარდა. ერეკლე ზემოთ იყო და რაღაცას აკეთებდა. გიორგი და ანკა ხან აქეთ და ხან იქით ატარებდნენ ხელებს შლიდნენ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რომელთან მივიდოდა. ერეკლე ჩამოვიდა.
-ეეე ნიაკო დადიხარ?-ერეკლე მივიდა და ხელში აიყვანა ანკამ ზიზღით შეხედა ერეკლეს
-მე ავალ ზემოთ
-ანკა კაი რა(გიორგი)
ზემოთ ავიდა
-მალე არ გაპატიებს. ვიცნობ ანკას
-ხო.
-იცი. უყვარდი მართლა
-ეხლა აღარ?
-მე გამოვჩნდი და-გიორგის გაეცინა-ვხუმრობ, არ ვიცი. ერეკლე მე შენთან ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებ ვიცი რომ ანკა შენც გიყვარს.
-შენც გიყვარს
-ხო. მაგრამ ჯერ არც დრო და არც ადგილი არ არის ამისთვის.
-ნიაკო მოდი ჩემთან ნიააა
ნია გიორგისთან მივიდა და ჩაეხუტა. გიორგიმ ხელში აიყვანა.
-ავალ ვნახავ ანკას რა დაემართა
გიორგი ზემოთ ავიდა ანკას ოთახში. ანკა იჯდა და ეწეოდა ფანჯარაში.
-ანკა
-გიორგი?-ნიაკოს დანახვაზე სიგარეტი გადააგდო
-ანკა გთხოვ შენ თავსაც ნუ იკლავ და მასაც ნუ ტანჯავ გიყვართ ერთმანეთი
-არ მესმის რაზე ლაპარაკობ
-მე ზუსტად ვიცი რომ მე ისე ძაან აღარ გიყვარვარ და ერეკლეს კიდე ნუ ტანჯავ
-გიო მიყვარხარ
-ისე ძაან აღარ როგორ ადრე ჩემო ცხოვრება ჩემზე კარგად ვერავინ გიცნობს. ტაკ შტო ტყუილი ჩემთან არასდროს გამოგივა-გიორგი მოეხვია და შუბლზე აკოცა. ნიაკო ორივეს მიეკრა. ოჯახური ფოტოს გადაღების მომენტი იყო ზუსტად.
-მე უნდა წავიდე-გიორგიმ ნიაკო ანკას მიუვანა და ნიაკომ ტირილი მორთო
-მალე წადი რა. ტირილს რო იწყებს ვერ ვაჩერებთ ხოლმე
გიორგიმ აკოცა ნიაკოს და წავიდა. ანკა ქვემოთ უნდა ჩასულიყო რადგან ნიაკოს უკვე შიოდა. ნიაკო დასვა ქვემოთ ხელი მოკიდა და გაატარა.
-დე, ეხა მაღაზიაშიც წავალთ და ფეხსაცმელებს გიყიდიიით
ნიაკომ სიცილი დაიწყო, ანკა უღუტუნებდა რომ ნიაკოს არ ეტირა. მერე ისევ ხელში აიყვანა და ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოში შევიდა ნიაკო ძირს დასვა.
-ერეკლე, ბავშვისთვის ღობეები უნდა დავდგათ რომ არ იაროს ოთახებში
-უკვე. გამოიხედე
მართლაც ერეკლეს ყველაფერი ბასრი მოაშორა ოთახებიდან, თაროები უკეთესად დაეკიდა და უფრო მაღლა ისე რომ ნიაკო ვერ მიმწვდარიყო და ღობეებიც დაედგა. ანკა გატრიალდა და ნიაკოს საჭმელი აიღო.
-ნიაკო დე აქ მოდიი
ნიაკო არ მიდიოდა, ანკამ ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა.
-დე მიდი რა ჭამეე
ნიაკო პირს არ აღებდა.
-კაი რა დეე.
დანებდა და რძე მოუტანა. ნიაკომ თვითონ აიღო რძე და დალევა დაიწყო.
-ანკა, ანკა, ანკა ძალიან ანებივრებ
ერეკლემ აიყვანა ნიაკო ხელში და რძე გამოართვა. ბავშვმა სახე დამანჭა და ერეკლეს ზურგი აქცია. ერეკლემ აიღო კოვზი, შემოატრიალა ნიაკო და პირდაპირ პირში ჩაუდო. მან ტირილი მორთო ბოლო ხმაზე და ასე აჭამა ბოლომდე.
-ეს სასტიკი მეთოდია
-ეს უკვე ტირის იმიტომ რომ იცის შენ რომ ამის გამო გააკეთებ იმას რაც ნიაკოს უნდა.
-ხო შენ ფსიქოლოგიც გამოსულხარ
-ანკა ნიაკოს თვალწინ მაინც ნუ ვიჩხუბებთ
ანკამ ნიაკო ძირს დასვა.
-მე და ნიაკო მივდივართ მაღაზიაში ფეხსაცმელები უნდა ვუყიდო.
-მარტო ვერ გაგიშვებ
-ლიკა და ნიკა გამომყვებიან.
-კაი. ფრთხილად და არც გაბედო მარტო სადმე წასვლა არ მაიძულო დაცვა გამოგაყოლო ყველგან.
ანკამ დაურეკა ლიკას და ნიკას, ჩაიცვა და წავიდა. ერეკლეს სახლთან დახვდა ორივე. ლიკა მივარდა გადაეხვია და მიულოცა.
-ვიცოდი!ვიცოდი რომ ჩუმად ხვდებოდით ერეკლესაც არ გამოსდიოდა მსახიობობა
-ხო. წავედით?
-კი.
ნიკამ აიყვანა ნიაკო და კალიასკაში ჩასვა. ლიკა ატარებდა და ნიკა რაღაც მომენტებში ამოწებდა ანკას სადმე ხო არ გარბისო.მივიდნენ მაღაზიაში და დაიწყეს ფეხსაცმელების თვალიერება სანამ ნიკა ნიაკოს ეთამაშებოდა.
-ბვვვვვვვვვვვვვვუუუუუუუუუუუუუუუ პი პიიიი. დაგეჯახე ნიაკოოოო, პიიიიიი-ბავშვი გაკვირვებული სახით აჩერდებოდა ნიკას-ააააააააამმმმმმმმმმმმმმმმუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ პიიიპიიიიი
ანკა სიცილით მივარდა ნიკას
-ნიკა ძაან ხომ არ შეხვედი როლში? ყველა შენ გიყურებს
-დაე მიყურონ გამჭორონ მათ მე
სუ ფეხზე წავიდნენ სადმე
-პოეტიც ყოფილხარ
ლიკა მოვიდა პარკით ხელში
-2წყვილი ჩემგან და ნიკასგააან
-კაი რა ლიკა გადავიხდიდი
-არა ნიკამ დილიდანვე მომცა ფული რომ გვეყიდა ჩვენ ნიაკოსთვის რამე წამო კაფეში დავჯდეთ
-დიდი სიამოვნებით მაგრამ ამ ქალბატონს ძილის დრო აქვს
-კალიასკაშია და დაიძინებს თან მე ხომ გავართობ-ნიკამ იგივე ხმების გამოცემა დაიწყო მაგრამ ლიკამ გააჩერა
-კარგი კარგი ოღონდ იქ მე ვიხდი
-ნწ მოინდომა გოგომ-ნიკამ ხელები გადააჯვარედინა და წარბები შეკრა
-კაი რა ნიკ...-ნიკამ არ დააცადა და პირზე ხელი ააფარა
-ვსო, დამიჯერე ნიკას ვერ შეეჯიბრები სიჯიუტეში-ლიკამ ჩაიცინა, ხელი მოკიდა კალიასკას და ოთხივე წავიდნენ კაფეში. დაჯდნენ და შეუკვეთეს
-გოგო აბა მომიყევი რას შვებით შენ და ერეკლე სახლში
-ვაიმე ერეკლე ძალიან, ისე ძალიან მიყვარს რომ... რომ მზად ვარ მთელი დღე ვილაპარაკო მასზე
-მომიყევი რამი რუმები რა ხდება როგორ გთხოვა ცოლობა
-როგორც ჩვეულებრივად დაიჩოქა და ცოლად გამომყევიო
-და სად ეს
-ეს მოხდა....
-ხოდა ლიკა მემგონი ერეკლე რეკავს მიდი რა უპასუხე ჩემ მაგივრად
ლიკა ადგა და იქით გავიდა
-კინაღამ გამომიჭირა
-ხო. დებილო-ყურებზე ნიას ააფარა ხელები და ისე თქვა
-კაი წავიდეთ უკვე სანამ კიდე უამრავი კითხვა დაუსვამს
სამივე ადგა და წავიდა. სახლამდე მიაცილეს, ანკამ როგორც კი დაინახა რომ ორივე წავიდა გააგრძელა გზა. გადაწყვიტა ერეკლესთვის ნერვები მოეშალა და აი უცებ ბედმა არ გაუღიმა, წვიმა წამოვიდა ნიაკო კი იყო კალიასკაში და არ დასველდა მაგრამ სანამ ანკამ სახლამდე მიირბინა სულ დალპა. ერეკლემ კარი რომ გააღო სიცილი ვერ შეწყვიტა.
-იბანავე?
-ძაან... ს-საცილოა-ანკა იყინებოდა და ძლივს ლაპარაკობდა
ერეკლემ ნიაკო მის საკუთარ საძინებელში შეიყვანა ნიაკოს თავისი ოთახი ჰქონდა. მერე ანკას მოუბრუნდა.
-რა გიყო ახლა შენ
ანკა ცემინებისგან და ხველებისგან უკვე სულ წითელი იყო. ერეკლემ საბანაოდ შეუშვა რომ გამოვიდა ანკა სულ გავარვარებული იყო, თვალებს ძლივს ახელდა სიცხისგან. ხელში აიყვანა და მისაღებში დააწვინა დივანზე,პლედი გადაიფარა და ვიღაცას გასძახა
-ნანული დეიდა 1ბულიონი მოიტანეთ
-ეხლავე შვილო!
-ვინაა
-ჩემი დამხმარე მე როცა არ ვარ სახლს ალაგებს და საჭმელს აკეთებს შენ მას ვერც შეამჩნევ
ამ დროს ნანული დეიდა შემოვიდა. ფოდნოსით რომელზეც ბულიონი იდო. დაუდო ერეკლეს და გავიდა.
-ვიცი რომ არ გიყვარს მაგრამ უნდა ჭამო
-არააა. გთხოოვ არ მაწამო
-ანკა მე გაჭამო?
-არა მეთითონ
ანკამ დაიწყო ჭამა და შუაში გაჩერდა
-აღარ მინდა. გიორგისთან დამარეკინე
-საქმეზეა ვერ დაურეკავ. მიდი გააგრძელე
-მეძინება
-კაი. ხვალ მე სამსახურში მივდივარ სახლიდან არ გახვალ არსად და საწოლში იქნები
-ნიაკო?
-ნანული დეიდას ვთხოვ რო მიხედოს
ერეკლემ პლედი გადააფარა. შუქი ჩაააქრო და თავის კაბინეტში გავიდა. ანკამ ტელეფონი აიღო და გიორგის მიწერა
/ხვალ ხომ მოხვალ?/
/კი რა მოხდა/
/გავცივდი და ნიაკოს ვერ მივხედავ 1-2 საათი მაინც რომ მოხვიდე/
/არ ინერვიულო მინდვრის თაგვო /
/ფუ მოვკლავ ნიკას/
/დაიძინე დაიღლებოდი, მიდი/
ანკამ ტელეფონი გათიშა გადაბრუნდა და დაიძინა. ერეკლე კაბინეტიდან ოთახში გადიოდა. ანკას რომ შეხედა არ უნდოდა მარტო დაეტოვებინა გამოიტანა ლეიბი და საბანი და ისიც მისაღებში დაწვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent