შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი შანსი ,რომ შემიყვარო (სრულად)


29-08-2016, 16:03
ავტორი Bad_Dreamer
ნანახია 6 966

აეროპორტში ფეხის დადგმის წამიდან ვიცოდი რომ საქართველოში დაბრუნება საშინელი აზრი იყო.
ჩემი ძმა აპირებდა რომ დამხვედროდა მაგრამ,ის ხომ ისეთი "საქმიანია",ალბათ დრო ვერ გამონახა.
ხუთი წლის შემდეგ უკან დაბრუნება ცოტა მაშინებს,მაგრამ მაინც აქ ვარ. სავარაუდოდ იმ შენობის წინ ვდგავარ სადაც ჩემი ძმა არის,მისი ერთ-ერთი მეგობრი ბარის წინ.
შესვლას ვერ ვბედავ,მეშინია,ხომ იცით ყოველთ არის ვიღაც ვისი დავიწყებაც არ შეგვიძლია,მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ვიღაც სწორედ აქ იყო,ჩემთან ესე ახლოს და თან ესე შორს.
ბარიდან ვიღაც გამოვიდა,ჩემს დანახვაზე გაჩერდა.მიყურებდა,მის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოვიკითხე.
ის სწორედ ის ადამიანი იყო,ვინც ვერ დავივიწყე,რომელმაც გული საშინლად მატკინა.
წარმოვიდგინოთ რა არის ყველაზე საშინელი რაც შეგიძლია უთხრო გოგოს რომელიც რამდენიმე წამის წინ სიყვარულში გამოგიტყდა?.
ვარიანტები ძალიან ბევრი და მეც ერთ-ერთს შემოგთავაზებთ.
მახსოვს როგორ მოვიკრიბე გამბედაობა,ყველაფრისთვის მზად ვიყავი,მერჩივნა ეთქვა რომ სხვა უყვარდა ან არ მოვწონდი.ყველაფერი იმის გარდა რაც მითხრა.
გონებაში ისე რეალურად გაისმა მისი დაყვირებული "შენ შეყვარებული არ ხარ,შენ 17 წლის უტვინო ბავშვი ხარ".
ამჯერად ტირილს არ ვაპირებდი,ის ჩემს წინ იდგა და ისევ მიყურებდა.
-გამარჯობა ლუკა-მშვიდად მივესალმე.
-გამარჯობა სალომე-ისევ მიყურებდა.
ბარიდან ვიღაც გოგო გამოვიდა,დაახლოებით ჩემი ასაკის,ლუკასთან მივიდა და აკოცა.
გაბრაზების ტალღამ დამიარა,არა იმიტომ რომ ვეჭვიანობდი,უბრალოდ თითქოს ესე გაჭირვებით გამთელებული გული ისევ გამიტყდა.
მათ მოვშორდი და ბარში შევედი.ჩემი ძმა მაგიდასთან იჯდა მის მეგობრებთან ერთად და სასმელს სვავდა.
როცა დამინახა გაკვირვებული სახე მიიღო.
-ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც დამავიწყდა-წამოდგა და ჩამეხუტა-იმედია დედას და მამას არ ეტყვი რომ შენი დახვედრა დამავიწყდა.
-დარწმუნებული ვარ ძალიან დაკავებული იქნებოდი-თავში ნაზად წამოვარტყი.
-მართლა დაკავებული ვიყავი-ისევ თავის ადგილზე დაჯდა.
-მაგაზე სახლში ვილაპარაკოთ-გავუღიმე და მოვშორდი.
ბარის ბოლოში ჩემი მეგობრები დავინახე და მათკენ წავედი.
-ჩაგეხუტებოდი რომ შემეძლოს-ნინიმ თავის გაბერილ მუცელზე მიმანიშნა.
ზიზღის დაფარვა არც მიცდია,როცა წარმოვიდგინე რომ მალე ერთი პატარა ურჩხულით მეტი იქნებოდა დედამიწაზე.
-საჭირო არ არის-სკამზე ჩამოვჯექი.
-როგორ ხარ?-ანიმ გაკვირვებულმა მკითხა.
-რას გულისხმობ?
-კარგი რა,ფანჯრიდა დაგინახე რომ ლუკას შეხვდი-სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა.-მითხარი ისევ გრძნობ რამეს?
-ეხლა მხოლოდ იმას ვგრძობ რომ ძალიან მინდა რამე დაგარტყა.
-ისევ ისეთი აუტანელი ხარ-მხიარულად მითხრა.
ლუკას ხმა მომესმა ალბათ ისევ ბარში დაბრუნდა.
-მოვიდა ბიჭი-ნინიმ გაბრაზებულმა გახედა.-მშია-ფეხზე ადგა და საჭმლის მოსატანად წავიდა.
ბარი უკვე დაკეტილი იყო ხალხისთვის,მხოლოდ ჩვენ ვიყავით,ჩემი და ჩემი ძმის მეგობრები.
-არ გაიხედო,გიყურებს.
-მიყუროს-გაბრაზებულმა ვუთხარი-უნდა წავიდე,ძალიან დავიღალე.
-ორივემ ვიცით რატომაც გარბიხარ.
-უბრალოდ მოკეტე.
წამოვედი.

სუფთა ჰაერი მესიამოვნა.სახლი აქედან არც ისე შორს იყო ფეხით გავლა კარგი იქნებოდა,იქნებ გზაში ტვინი ცოტა გამომერეცხა.

საშინელება იყო,ჩემი ძმის სახლში დარჩენა არ მინდოდა მაგრამ მშობლებმა მაიძულეს, ესე თავს უფრო მშვიდად გრძნობდენ.
ძილს არავინ მაცდიდა,ვიცი რომ შუადღის 2 საათზე ყველა ნორმალურ არამიანს ღვიძავს,მაგრამ ღამე რომ ფიქრში დაგათენდება,საათს უკვე აღარავინ უყურებს.

საწოლიდან ავდექი მისაღებში გავედი.
ირაკლის, ჩემს ძმას ეძინა,ეს ხმაური ბოთლების გამო იყო,რომლების თავის ნებაზე გორევდნენ იატაკზე. სამზარეულოდან ხმაური მომესმა იქით წავედი.
აივანთან მდგარი ლუკა დავინახე სასმლის ბოთლი ხელში ეჭირა და ხარბად სვავდა.
-მგონი ჯერ ცოტა ადრეა დალევისთვის-მაგიდასთან დავჯექი რომ პირდაპირ მისთვის მეყურებინა.
-ნებართვა შენგან უნდა ავიღო?-უხეშად მიპასუხა.
არ მწყენია,ვხვდებოდი რომ ეს მხოლოდ თავდაცცვა იყო,საკუთარ თავს ჩემგან იცავდა ან იმ გრძნობისგან რასაც ჩემდამი გრძნობდა.ვიცი რომ ეს სიყვარული არ იყო,უბრალოდ თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ პატარა 17 წლის გოგოს შეყვარების მიზეზი მისცა.
-შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ,ნებართვის აღება არ გჭირდება-მეც უხეშად ვუთხარი და მაგიდაზე უპატრონოდ დატოვებული სიგარეტი ავიღე.
-არ მოწევ-ისევ მკაცრი იყო.
-მაპატიე დამავიწყდაშენგან ნებართვის აღება-სიგარეტი მაგიდაზე დავაბრუნე-შეიძლება?-ისევ ავიღე და მოწევა დავიწყე.
გაბრაზებული მიყურებდა ვიცოდი უნდოდა რომ ხელიდან გამოეგლიჯა.
-გადააგდე-მშივად მაგრამ ისევ გაბრაზებულმა მითხრა-ნუ ცდი ჩემს მოთმინებას.
-იცი,ისევ 17 წლის გოგო არ ვარ-განძრახ გავუღიმე-ჩემი სამყარო შენს გარშემო აღარ ბრუნავს.-სიგარეტი გადავაგდე და წამოვდექი-ეგეთი გამოხედვა და თავის მოჩვენება თითქოს ჩემი ჯანმრთელობა გადარდებს მხოლოდ იმ 17 წლის სულელ ბავშვზე ჭრიდა,რომელიც ადრე ვიყავი.
-ამ სიტყვას დიდი ხანი ამზადებდი?-აგდებულად მკითხა და ახლოს მოვიდა.
-გუშინ შენი გოგო მემეწონა.-მეც ახლოს მივიწიე-იცი თითქოს ვიღაცას მახსენებდა.საშუალო სიმაღლის,მუქი ფერის თმები,ყავისფერი თვალები, დაახლოებით 25 წლამდე.-ხელები მხრებზე დავადე და ყურში ნაზად ჩავჩურჩულე -გამახსენდა,ჩემს თავს მაგონებს-მოვშორდი.
ხელებს მაგრად მიჭერდა მკლავებზე მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.მასაც ისევე ეტკინა გული როგორც მე.
-ეხლა ბედნიერი ხარ?-მაინც არ მიშვებდა.
-ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ-ესეთ პასუხს არ ელოდებოდა,დაიბნა და მისგან გავთავისუფლდი.
-რატომ დაბრუნდი?
-შენთვის ნამდვილად არა.

ყველაფრის გახსენებამ საშინლად გამაღიზიანა.ყურადღების გადასატანას მაგიდის ალაგება დავიწყე.ცარიელ თეფშს ხელი დავავლე.სუფთა იყო და კარადაში უნდა შემედო,თუმცა გაბრაზებულმა მთელი ძალით მოვისროლე კედლისკენ.
ნაწილები მთელს სამზარეულოში გაიფანტა მაგრამ მის შესაგროვებლად ნერვები არ მეყოფოდა ისევ რამეს გავტეხდი,ამიტომ სასწრაფოდ მოვშორდი იმ ადგილს.
რატომ დავბრუნდი?
კარგი შეკითხვა იყო.
შეიძლება იმიტომ რომ სახლი მომენატრა,ჩემი ძმის მონატრებით თავის გამართლებაც გამოდგებოდა მიზეზად.მაგრამ სინამდვილეში რისთვის დავბრუნდი?
ამაზე პასუხი ვიცოდი, მაგრამ აღიარებას არ ვაპირებდი.
საღამომდე ჩემს თავს ამაოდ ვარწმუნებდი რომ კარგად ვიყავი,არ ვიმჩნევდი რომ გაბრაზებული ბალიშს ვურტყამდი მუშტებს.
ჩემი ძმა რომ შემოვიდა უკვე მშვიდად ვიყავი.
-დედამ დამირეკა შენი ნახვა უნდა-როგორც მივხვდი ეხლა გაიღვიძა.
-მე მამას ველაპრაკე წამოსვლამდე და მასაც უნდა ჩემი ნახვა.
სასინელებაა როცა მშობლები გაყრილები არიან.თითქოს ორივეს უნდა რომ შენზე ზრუნავდეს მაგრამ საბოლოოდ ორივე ერთმანეთ აკისერებს ამ ვალდებულებას.
-ჯერ დედასთან წავიდეთ,უფრო ახლოს ცხოვრობს-ირაკლისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან წავიდოდით,ის მაინც ორივეზე გაბრაზებული იყო-საშინლად გამოიყურები,იქნებ ადამიანს დაემსგავსო,
-მადლობა, კომპლიმენტისთვის.
-მისაღებში დაგელოდები,არ დაიგვიანო-მკაცრად მითხრა და წავიდა.

გამოპრანჭვას არ ვაპირებდი,ამის ძალა არ მქონდა.მხოლოდ თმები ავიწიე და ჩემი ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩემოდნიდან რაღაც კაბა ამოვიღე. ამ კაბას ბარში ვიცმევდი,საკმაოდ მოკლე იყო,ტანზე მომდგარი არა,პირიქით ტრიალი რომ დაგეწყო,ყველაფერი გამოგიჩნდდებოდა.თუმცა დედასთან ტრიალს არ ვაპირებდი და სხვა კაბის მოძებნაც მეზარებოდა.
ხელი კეტებს დავავლე.
კარგი რა ისევ პატარა გოგო ხარ?
შეშინებულმა ავიღე ქუსლიანი ფექსაცმელები და წრაფად ჩავიცვი.
ოთახიდან გავედი.
-ხომ არ გაგიჟდი-ირაკლის ხმა მომესმა და გავჩერდი-მარტო ვერ წახვალ,მეც წამოგყვები.
-მარტო წავალ-უპასუხა ლუკამ.
-სულ გამო...ვდი-ამჯერად დაუყვირა ჩემმა ძმამ-მოგკლავენ.
-როგორმე მივხედავ
-ბიჭებს დაურეკე.
-არა,ეს ჩემი საქმეა,ღამე წავალ 3 საათზე,იცოდე არავის უთხრა თორემ მაგრად გცემ.-ხმის ტონით მივხვდი რომ არ ხუმრობდა.-თუ რამე ცუდი მოხდება იცი რაც უნდა გააკეთო.
-იარაღი წაიღე.
-მიმაქვს-კარის ხმა გავიგე,ლუკა წავიდა.
ათამდე ნელა დავითვალე და მისაღებში შევედი.ირაკლი ვერც კი მიხვდა რომ მათი საუბარი მოვისმინე.

დედასთან შეხვედრა მოსაწყენი იყო,ყველაფერი აინტერესებდა, უამრავ კითხვას მისვავდა და თვითონვე პასუხობდა.დიდად არც მისი ახალი ქმარი მომწონდა,ის კარგი კაცი იყო,დედა მართლა უყვარდა მაგრამ მაინც არ მომწონდა მამაჩემის ახალი ცოლივით.საათები გადიოდა და ლუკას და ირაკლის ლაპარაკი თავიდან ვერ ამოვიგდე.
"მოგკლავენ"-ისევ ჩემი ძმის დაყვირებული მიტრიალებდა თავში.
"იარაღი წაიღე"
"მიმაქვს"-ლუკას პასუხზე ჩემი ძმა დამშვიდდა მაგრამ მე იმის გაფიქრებაზე,თუ რისთვის ან ვისთვის გამოიყენებდა ლუკა იარაღს მაკანკალებდა.
მეტი ვეღარ გავუძელი და ღამის 2 საათზე დედასგან წამოვედი,ირაკლის ვუთხარი რომ მეგობრებთან მივდიოდი,მას არ ეხალისებოდა ჩემს მეგობრებთან შეხვედრა ამიტომ "მე წაგიყვან" შემოთავაზებაზე თავი არც შეუწუხებია.
გარეთ წვიმა დამხვდა,სწრაფად გავაჩერე ტაქსი და ჩავჯექი.
ვიცოდი სადაც მივდიოდი მაგრამ რატომ არა,არც ის იქ მისულს რა უნდა მეთქვა.
მანქანა სახლისგან მოშორებით გავაჩერე,გზაში უნდა მეფიქრა.
სანამ მივიდოდი სულ დავსველდი.კაბა მთლიანად სველი იყო და ტანზე მეკვროდა.
სადარბაზოში შესვლამდე უკან გავიხედე,არავინ იყო.კიბეებზე ასვლისასაც უკან ვიხედებოდი.ვცდილობდი არ მეხმაურა,ამაში კი ქუსლიანი ფეხსაცმელები ხელს არ მიწყობდა.
ლუკას სახლის კარზე ფრთხიდან დავაკაკუნე მაგრამ არაფერი.სახელური ნაზად ჩამოვწიე და კარიც გაიღო.
ფრთხილად შევედი,ბნელოდა და ფეხი დაბლა დაგდებულ ზურგჩანთას წამოვკარი.
ლუკა სამზარეულოდან სწრაფად გამოვარდა, ხელში იარაღი ეჭირა და მიმიზნებდა, ალბათ სხვას ელოდებოდა.
-დამიჭირე-წელში გავიმართე და თავდაჯერებული უფრო ღრმად შევედი სახლში.
-არ მითხრა რომ შენმა ძმამ გამოგაგზავნა მაინც არ დაგიჯერებ-იარაღი დაუშვა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.
მას გავყევი.მაგიდაზე ფული და რამდენიმე დანა იდო.აქაც ეგდო იატაკზე ჩანთა რომელში,სხვა იარაღს მოვკარი თვალი.
-კარგი დანებია,მაგრამ ხომ არ გეჩვენებ რომ როტა ბევრია-მაგიდასთან დავჯექი.
-აქ არ უნდა იყო-მკაცრად მითხრა,ჩემთვის არ შემოუხედავს-სწრაფად წადი,შენთვის არ მცალია.
-ვიცი,ჩემთვის არასდროს გეცალა-ხელში ერთ-ერთი დანა ავათემაშე,ამაზე გაბრაზდა და დანა ხელიდან გამომგლიჯა-დამშვიდდი დიდების საქმეში ჩარევას არ ვაპირებ.
-მგონი უკვე გითხარი რომ უნდა წახვიდე.
-როგორც მივხვდი უკან დაბრუნებას არ აპირებ,მე კი ჯერ არ დამისრულებია ჩემი ბრაზის გადმონთხევა.
-სწრაფად დაასრულე და წადი-ისევ ჩანთას ალაგებდა.
-რადგან ბევრი დრო არ გაქვს მოკლედ გეტყვი-ფეხზე ავდექი-საშინლად აუტანელი ხარ,გული ძალიან მატკინე და მეზიზღები-მშვიდად ვუთხარი.
-ეხლა შეგიძლია წახვიდე-უკვე ჩალაგებულ ჩანთას დაავლო ხელი და მისაღებში გავიდა.
მეც უკან წავყევი.
-საპასუხოდ არაფერს იტყვი?-მაინც არ ვეშვებოდი.
-არა-მოკლედ მიპასუხა.
-შენ გოგოს არ დამშვიდობები?
-მას მარი ჰქვია-გაბრაზებულმა ამომხედა-და შენი საქმე არაა.
-სად მიდიხარ?
-წადი-ცივი ხმით მითხრა.-შენთვის არ მცალია.
-დღეს გაინტერესებდა რისთვის დავბრუნდი-მასთან ახლოს მივედი.
ცოტა შეშინება არ აწყენდა.მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს პატარა ტყუილზე.
-მერე რა გადაწყვიტე,მეტყვი თუ არა?-ყურადღებას არ მაქცევდა მთელს ოთახში დარბოდა და დაბლა დაყრილ ნივთებს ალაგებდა.
-ვთხოვდები-ღიმილით ვუთხარი.
რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა,არაფრს აკეთებდა,თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა.
-გილოცავ-ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.-ვწუხვარ მაგრამ ქოლწილში შეიძლება ვერ მოვიდე.
-მეწყინა-მასთან მივედი და იატაკიდან აღებული მისი მაიკა ხელიდან გავაგდებინე რომ ყურადღება მოექცია.-რა ჯანდაბაში გაჰყავი თავი?
-თავიდან ვერ მოგიშორებს კაცი.
-ხო,ისევ ისეთი ჯიუტი ვარ.
დაბლიდან მანქანის ხმა გაისმა.აივანთან მივედი და დავინახე როგორ სწრაფად შემოუხვია დიდმა შავმა მანქანამ კორპუსის წინ.
-სწრაფად წადი-დამიყვირა და თავის ჩანთებს დაავლო ხელი.
-არა-მკაცრად ვუთხარი.
-ეხლა ამის დრო არ არის-იარაღი გადატენა და ზურგს უკან ჩაიდო.-უნდა წახვიდე.
მასთან ჩხუბს აზრი არ ჰქონდა სახლიდან გამოვედი.
კიბეებზე სწრაფად დავეშვი,გასასვლეში 3 ბიჭი შემხვდა გაბრაზებული სახეებით იყურებოდთან და კინაღამ ზედ გადამიარეს.
ლუკას საქმე წასულია.
გამოგიტყდებით ჭკვიანი არასდროს ვყოფილვარ,ხიფათიც მიზიდავდა ამიტომ ამ სქმიდან სუფთად გამოსვლას არ ვაპირებდი.გარეთ გამოვედი და მისი მანქანის ძებნა დავიწყე.
მანქანასთა მივედი.რა თქმა უნდა ღია იყო.ირაკლისგან ვიცოდი რომ როცა გასაქცევად ემზადებიან მაქანას ყოველთვის ღიაა და გაგასაღებიც თავის ადგილზეა.
საჭესთან დავჯექი.
დავინახე როგორ გამოიქცა ლუკა სადარბაზოდან უკვე 2 ადამიანი მოყვებოდა.
მანქანამდე სწრაფად მოახწია.ჩემი დანახვა საშინლად არ ესიამოვნა მაგრამ არ შეუმჩნევია,ამის დრო ნამდვილად არ იყო.
გვერძე მომიჯდა, გასაღები გადავატრიალე და მანქანა დავქოქე.ერთ-ერთი ბიჭი წინ დაგვიდგა და არ გვატარებდა.იარაღს გვიმიზნებდა ხან მე ხან ლუკას.
-იცოდე ჩემს ძმას არაფერი უთხრა-მკაცრად გავაფრთხილე და მანქანა დავძარი.
ბიჭს არ დაგავუარე, მაგრამ მთელი ძალით დავეჯახე და წინ გადავარდა.

სწრაფად მივდიოდი,კარგია როცა ქალაქში არავინ იყო.
-შენი ძმის სახლთან გააჩერე და გადადი-გაბრაზებულმა მითხრა თან მუცელზე იჭერდა ხელს მაგრად.
ლამპიონის შუქზე დავინახე რომ ხელი სისხლიანი ჰქონდა,ალბათ დაჭრეს.
ირაკლის სახლს ვუახლოვდებოდი.მაგრამ არ გამიჩერებია.
ლუკამ გაბრაზებულმა შემომხედა დარწმუნებული ვარ ჩხუბს აპირებდა.
-ხმა არ ამოიღო-ხელი ჭრილობაზე მსუბუქად მივარტყი,ვიცოდი რომ ეტკინებოდა.-ხმა..... არ ....ამოიღო.-ნელა ვუთხარი რომ ყველაფერი გაეგო.
ო,როგორ უნდოდა ჩხუბი მაგრამ ხელი ისევ მის მუცელზე მედო და რამე რომ ეთქვა მართლა მთელი ძალით ჩავარტყავდი.
სად წავიდე? სად წავიდე? სად წავიდე? სად წავიდე?
ვიცი.
მკვეთრად მოვუხვიე და უკან წავედი.თბილისდან უნდა წავსულიყავი.
დაახლოებით 1 საათი ვიარე.გამიკვირდა ამ სახლის გზა ისევ რომ მახსოვდა.
პატარა სახლი.მხოლოდ ერთი ოთახი, სააბაზანო და საპირფარეშო.ჩემი მშობლები აქ გარბოდნენ როცა მარტო დარჩენა უნდოდათ,როცა გაეყარნენ ეს სახლი ვერ გაიყვეს და მე მაჩუქეს,აქ მაინც არ ვაპირებდი ჩამოსვლას,ჩემს ძმას კი დიდი სახლი მისცეს.
მანქანა გავაჩერე და გადავედი.
-წარმოდგენა არ გაქვს თავი რაში გაყავი-ლუკაც გადმოვიდა და გაბრაზებული მიყურებდა.-ჯიუტი,გათამამებული ბავშვი ხარ.
-ეს მადლობასავით ჟღერდა-სახლის დაბლა დაგდებული ნაჭრის ქვეშიდან გასაღები გამოვაძვრინე და კარი გავაღე.
ყველაფერი ისე იყო როგორც ბავშობაში.ერთი საწოლი,ერთი მაგიდა,ორი სკამი.... დედას და მამას აქ ყოფნა ყოველთვის უყვარდათ.
ლუკა საწოლზე დაჯდა,ისევ სისხლი სდიოდა.
სამზარეულოში ყველაზე მაღალი თაროდან დიდი ყუთი გადმოვიღე და მასთან მივედი.
მაიკა გავხადე.საშინლად ბევრი სისხლი იყო.ჭრილობა ღრმა არა,მაგრამ ძალიან დიდი იყო. სპირტის ბოთლი ავიღე ხელში და მუცელზე შევასხი.
-ამის....-ძალიან ეტკინა.
-რამე კარგზე იფიქრე-მხიარულად ვუთხარი-მაგალითან იმაზე,როგორ გაბრაზდება ირაკლი თუ გაიგებს რომ ამ საქმეში გამრიე.
-ჩემზე უკეთ იცის როგორი ჯუიტი ხარ.
-შეგეძლო მანქანიდან ძალით გადაგეთრიე.
-რატომ ვნანობ რომ ესე არ მოვიქეცი?-სარკაზმით სავსე სიტყვები იყო,ვერაფერს იტყვი.
-აბა არ მეტყვი რა ჯანდაბა მოხდა?-მისი ჭრილობის შეხვევას ვასრულებდი.
-შენი საქმე არ არის.
-ვერ შეგეკამათები
ლუკას მობილურის ხმა გაისმა.როცა ჯიბიდან იღებდა ეკრანს დავხედე ირაკლი იყო.
-კარგად ვარ-მშვიდად უპასუხა ლუკამ ირაკლის შეკითხვას-გაქცევა მოვასწარი.-სიჩუმე,ჩემი ძმის ლაპარაკს უსმენდა-რა?-გაკვირვებული წამოდგა ფეხზე,ისევ უსმენდა-ხო,უსაფრთხო ადგილზე ვარ-გაბრაზებულმა გადმომხედა და ცივად დაამატა-მარტო -ისევ რაღაცას უსმენდა-კარგი,თუ რამე შეიცვალა დამირეკე.-და გაუთიშა.
-მომესმა თუ მართლა უთხარი რომ მარტო ხარ?-მხიარულად ვუთხარი-ისე, დარწმუნებული ვარ რომ მეც აქ ვარ.
შემცივდა.კაბა ისევ სველი იყო,ლუკას შევხედე მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევდა.სწრფად მივედი ერთადერთ კარადასთან და მამაჩემის რამდენიმე ზომით დიდი მაიკა გამოვიღე.ისევ ლუკას შევხედე,არც ამჯერად მიყურებდა.კაბის ბოლოს ხელი დავავლე და გავიხადე.
-ეს ჩემი "შემოქმედებაა"?-ლუკას შეკითხვამ დამაბნია.-მე გავაკეთე ხო?-მისი ცივი თითების შეხებაზე შევშინდი.
-არ მახსოვს საიდან მაქვს-მამაჩემის მაიკა სწრაფად ჩავიცვი.
-ტყუილი საჭირო არ არის,ისედაც ყველაფერი მახსოვს .
მთვრალი ლუკა სახიფათოა-ამას იმ შემთხვევის მერე მივხვდი.
ლუკას ყურადღება ყოველთვის მსიამოვნებდა ამიტომ სულ უკან დავდევდი,ერთხელ როცა დათვრა რაღაცაზე გაბრაზდა და შუშის ბოთლი მთელი ძალით დაახეთქა იატაკზე და მთხოვა რომ წავსულიყავი.მე არ წავედი,როგორც უკვე ავღნიშნე,ჭკვიანი არ ვარ და ხიფათიც მიყვარს.ლუკა ჩემმა უარმა გააბრაზა და ხელი ძლიერად მკრა,თავი ვერ შევიკავე და მინის ნამსხვერებზე დავეცი.ვიცი რომ საინლად მტივნეული იყო,მაგრამ ეხლა ეს ტკივილი აღარ მახსოვს.ეს დღე იმით დადახსოვდა რომ მაშინ პირველად მაკოცა.მთვრალი იყო და თან თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-ისედაც ყველაფერი მახსოვს-ვცდილობდი მისი ხმისთვის მიმებაძა-შენი არ ვიცი მაგრამ მე მარტო კოცნა მახსოვს.
საწოლზე ჩამოვჯექი.
-შეგიძლია ჩემი მანქანა წაიყვანო და წახვიდე-ლუკამ თავისი გასაღები მომცა რომელიც სახლში შემოსვლისას საწოლზე მოვისროლე.-შენი შეყვარებული ინერვიულებს-ისევ სარკაზმით მითხრა.
-შეყვარებული არა,საქმრო-თითქოს ნაწყენმა შევუსწორე.
-ვინც არის-გაბრაზებული დაწვა დივანზე.
-შენს გოგოს დაურეკე,ალბათ ისიც ნერვიულობს-საწოლზე გადასაფარებელი ავხადე.
-საჭირო არ არის.
-როგორც გინდა-მასთან მივედი.-აწიე შენი გასიებული უკანალი და საწოლში ჩაწექი.-მკაცრად ვუთხარი.
-აქაც კარგად ვწევარ-თვალები დახუჭა.
-ნუ მაიძულებ-ხელი მუცელზე დავადე და ცოტა დავაჭირე.
-შეწყვიტე-დამიყვირა და ფეხზე წამოვარდა.
-სწრაფად ლოგინში-ხელით ვანიშნე საით უნდა წასულიყო,ესე მის გასაბრაზებლად მოვიქეცი.
გაბრაზებული წავიდა და საწოლში ჩაწვა.
ჩემს მობილურს დავალე ხელი,სანამ დავიძინებდი ირაკლისთვის უნდა დამერეკა.
-სად ხარ?-გაბრაზებულმა ჩამყვირა მობილურში.-ვიცი რომ დედამ და მამა საათის ცნობა გასწავლეს.
-რამდენიმე დღე მეგობართან ვრჩები,პრობლემები აქვს-ლუკას გაბრაზებულ სახეს ყურადღებას არ ვაქცევდი.
-რა პრობლემები?-ცოტა დამშვიდდა მაგრამ მაინც უხეშად მკითხა.
-ისეთი არაფერი-მშვიდად ვუპასუხე-ვიღაც ბიჭებმა შეაშინეს და მარტო დარჩენის ეშინია.
-კარგი ფრთხილად იყავი-ირაკლი დამშვიდდა-ყოველ დღე დამირეკე იცოდე-ისევ გაბრაზებულმა მითხრა.
-კარგი კარგი-მის პასუხს არ დაველოდე ისე გავუთიშე.
მეც საწოლში დავწექი.ლუკა ისევ გაბრაზებული მიყურებდა.
-მარტო დარჩენის არ მეშინია-მკაცრად მითხრა.
-ვიცი-საბანი დავიფარე-შენ ჩემთან გეშინია მარტო დარჩენის.-გავიცინე,ვიცოდი რომ მიზანში გავარტყი.
-შენ ჩემს გარეშე დარჩენის გეშინია-ლუკამაც გაიღიმა,მანაც ზუსტად იცოდა რა მატკენდა გულს.
-ისევ არ გიპასუხია?
-რაზე?
-რა შარში გაეხვიე?-მისკენ გადავბრუნდი.
-რამდენიმე ცუდი ადამიანი გავაბრაზე-მოკლედ მიპასუხა.
-პატარა ბავშვი აღარ ვარ,შეგიძლია ადამიანურ ენაზე მითხრა?
-მათი ერთ-ერთი მეგობარი მაგრად ვცემე,ეხლა საავადმყოფოში და თუ მოკვდება მაშინ მეც მომკლავენ......
-შენს სიკვდილს გადავიტან-ღიმილით ვუთხარი-ისე რამდენჯერმე თავად დავგეგმე როგორ მოგკლავდი.
-ხო,ღირსი ვარ.ესე მოპყრობა დავიმსახურე.
-იცი....მეძინება-დავამთქნარე-სხვა გეგმა თუ არ გაქვს როგორ შეიძლება ღამე გავერთოდ მაშინ დავიძინებ.
-ნუ მიწვევ-მკაცრად მითხრა.
-რთულია არა?
-რა?-გაკვირვებული წამოჯდა საწოლზე.
-როცა მიყურებ და იმ პატარა სულელი ბავშვის მაგივრად ქალს ხედავ.
-გსიამოვნებ ჩემი დამცირება ხომ?
-თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.-ზურგი ვაქციე და ისევ დავწექი.

რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიწექით.მეგონა რომ ლუკას დაეძინა.

-მართლა არ გახსოვს-მისი ხელები ზურგზე ვიგრძენი,თითქოს წრეებს ხაზავდა თითებით.
-არა-მკაცრად ვუთხარი.
-მე ბევრი დავლიე-მოყოლას იწყებდა
-მოკეტე-გაბრაზებულმა დავუყვირე.
-არ მინდოდა ესეთი გენახე.
-გაფრთხილებ მოკეტე.
-გაბრაზებულმა ბოთლი ვისროლე იატაკზე.
-გაჩუმდი-გაბრაზებულმა დავიყვირე და წამოვჯექი.
ლუკამ ხელები დამიჭირა და საწოლზე დამაგდო,თვითონ კი ზემოდან მიყურებდა.
-შემდეგ ხელი ძლიერად გკარი და ნამსხვრევებზე დაეცი-მაინც დაასრულა მოყოლა,გაბრაზებული მიყურებდა.მოყოლას აღარ აგრძელებდა.
-იქნებ სრულად მოყვე რაც მოხდა-ჭრილობაზე დავარტყი მუხლი და მისგან გავთავისუფლდი.-მოდი გამოვიცნობ,გეშინია იმის რაც მერე მოხდა.
-წარსულის გახსენება უკვე გვიანია-საწოლზე წამოჯდა და ხელი ჭრილობაზე მიიდო.
-არასდროს მოგწონდი ხომ?-მშიდად ვკითხე,როგორ მინდოდა რომ ჩემი ნათქვამი ვერ გაეგო ან არ ეპასუხა.მთელი 5 წლის განმავლობაში ეს კითხვა მკლავდა შინაგანად.
-არა-თვითონაც ჩუმად მიპასუხა-არასდროს მომწონდი,პირველივე წამიდან მიყვარდი.-ნაღვლიანი თვალებით შემომხედა-ყველაფერს მე მაბრალებ,ვიცი,არ გადანაშაულებ-მზერა მომარიდა და გვერძე კედელს მიაშტერდა.-შენ თავს შეხედე-ისევ მე გამომხედა,იმაზე ნაღვლიანი იყო ვიდრე მეგონდა,თვალები ცრემლებით გაევსო-როგორ ლამაზ და წარმატებულ ქალად იქეცი,ჩემს თავს არ ვაპატიებდი რომ შენთვის ესეთი მომავალი წამერთმია,მე ამას ვერასდროს მოგცემდი.ჩემნაირ ნაძირალას არ იმსახურებდი და მეც გაგიშვი.
-მგონი ჩემგან მადლობის გადახდას ელოდები-გავბრაზდი,რატომ არ შეეძლო ეს რამდენიმე წლის წინ ეთქვა.
-არასდროს მქონია იმის იმედი რომ გამიგებდი.
-ნუ მთხოვ რომ გაგიგო-გაბრაზებულმა დავიყვირე-მარის ხომ წაართვი წარმატებული მომავალი.-მიკვირს მისი ახალი შეყვარებული სახელი რომ გამახსენდა.
-მარი არასდროს მყვარებია შენსავით-თვითონაც მიყვირა.-მისი მომავალი ფეხებზე .ის შენ არ ხარ.
-რატომღაც თავს უკეთ ვერ ვგრძნობ-საწოლიდან ავდექი.
-სად მიდიხარ?
-უნდა გავიარო.
-საჭირო არ არის რომ წახვიდე-თვითონაც ადგა-მე წავალ და როცა დამშვიდდები მოვალ.
-შენგან გაქცევა არ მინდა-ტირილით ვუთხარი-საკუთარ თავს გავურბივარ.
გარეთ გავედი.
შორს ვერ წავიდოდი ისევ ძალიან წვიმდა.სახლის ასასვლელ კიბეებზე დავჯექი.
თურმე ვყვარებივარ.
მიყვარდა და თან მეზიზიღებოდა.
ვინ მისცა იმის უფლება რომ ჩემს მაგივრად მიეღო გადაწყვეტილები.
დამპალი.
ცრემლებს გზა გავუნთავისუფლე.ყველაფერზე ერთად ვტიროდი,წარსულზეც აწმყოზეც და იმ მომავალზეც რომელიც შეიძლება მქონოდა.
მგონი რამდენიმე საათი ვიჯექი ესე.სახლში რომ დავბრუნდი უკვე თენდებოდა.
ლუკა დივანზე იჯდა და ისე ეძინა,ალბათ მე მელოდებოდა. საბანი ავიღე და ფრთხილად დავაფარე.არ განძრეულა,პატარა ბავშვივით ეძინა.
მაინც არ მეძინებოდა.ჩემი კაბაც მშრალი იყო.სწრაფად ჩავიცვი,ლუკას მანქანის გასაღებს დავავლე ხელი და ისევ გარეთ გავედი.
საშინლად წვიმდა და გრუხუნებდა,ლუკა მანქანის ხმას მაინც ვერ გაიგებდა.
ქალაქში დავბრუნდი და პირველივე მაღაზიაში შევედი.
საჭმელი უნდა მეყიდა.მარტივი პროდუქტები ვიყიდე,თითქმის ისეთი მომზადება რომ არ ჭირდება და პირდაპირ შეგიძლია ჭამო.სასმლის რამდენიმე ბოთლსაც დავალე ხელი,ვიცოდი რომ გამომადგებოდა.

რომ დავბრუნდი ლუსას ისევ ეძინა.ყველაფერი ამოვალაგე დათავის ადგილას შევაწყვე. შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ სახლი უფრო მყუდრო მეჩვენა.
ძილი მომერია.
საწოლში კარგად მოვთავსდი და ვლოცულობდი რომ როგორმე გონება სწრაფად გამორთულიყო და დამესვენა.
ძილი არც ისე კარგი გამოდგა. კოშმარები დამესიზმრა.ნიღბიანი ადამიანები, იარაღი,სისხლი. თავი საშინელებათა კინოში მეგონდა.
შეშინებულმა გავიღვიძე.
სახლი ცარიელი იყო.თუმცა ლუკას ნივთები და მანქანის გასაღები მაგიდაზე იდო.
ნუთუ მზე ჩადიოდა? ამდენ ხანს მეძინა?
გარეთ გავედი.ლუკა კიბეებზე იჯდა.უკვე მოესწრო ერთი ბოთლის გამოცლა.
-ისე,სასმელი ჩემთვის ვიყიდე-გაბრაზებულმა ვუთხარი და გვერძე დავუჯექი.
-ბეჭედი სად არის?-ამ შეკითხვას არ მოველოდი,ახალი ბოთლი მოიყუდა-დილით გიყურებდი და თითზე ბეჭედი ვერ დავინახე.
-სახლში მაქვს-თავი გავიმართლე და გვერძე გავიხედე,არ მინდოდა ჩემი მომღიმარი სახე შეემჩნია.-ისე რადგან გადარჩი იმედია ჩემს ქორწილში მოხვალ.
-შენმა ძმამ გამაფრთხილა რომ დაბრუნებას აპირებდი-ისევ მოიყუდა ბოთლი-მითხრა რომ თავის შეკავებას თუ ვერ შევძლებდი სადმე წავსულიყავი დროებით.
-რატომ არ წახვედი?
-შენი ნახვა მინდოდა,უნდა დავრწმუნებულიყავი რომ სწორად მოვიქეცი როცა გაგიშვი.
-უკვე გითხარი რომ ეგ სასმელი ჩემთვის მოვიტანე?-ხელიდან ძალით გამოვგლიჯე და დავლიე.ყელი ჩამეწვა.
-იმედია ბედნიერი იქნები-ალბათ ჩემს ქორწილზე ლაპარაკობდა.
-შენ და მარი არ აპირებთ დაქორწინებას?-თითქოს მაინტერესებდა.
-ალბათ არა-ბოთლ გამომართვა-დღეს ირაკლიმ დამირეკა როცა გეძინა,ის ბიჭი მოკვდა ვინც ვცემე-საწყალი ბოთლი დააცარიელა-ალბათ მალე მიპოვნია და მეც მომკლავენ.სულ ვერ დავიმალები.
-შეგიძლია აქ დარჩე-თითქოს ვთხოვდი რომ არ წასულიყო.იმის გაფიქრებაზე რომ მას შეიძლება რამე დამართნოდა ლამის მოვკვდი.თუ საჭირო გახდებოდა სკამზე დავაბამდი და სამუდამოდ ეგრე მეყოლებოდა რომ არაფერი დამართნოდა.
-გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი-წამოდგა-შენს ძმასთან დაგაბრუნებ და მერე გავქრები.
სახლში შევიდა. მეც უკან გავყევი. გაბრაზებული ვიყავი,ისევ ჩემს მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებას.
-ხომ ხვდები რომ მეტი ვეღარ მნახავ?-შეშინებულმა დავუყვირე. შემომხედა, ცდილობდა სახეზე არაფერი შემჩნეოდა.-მეტი შანსი აღარ იქნება.უბრალოდ წავალ და აღარასდროს დავბრუნდები.-მკაცრად ვუთხარი
-ჩემგან რა გინდა?-თვითონაც მიყვირა-ერთადერთი ადამიანი ვინც კი ყველაზე ძალიან მიყვარს ხიფათში ჩავაგდო?ერთადერთი ადამიანი ვის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია.
-კი სწორედ ეგრე უნდა გააკეთო-მეც ვუყვირე.-ყველასგან და ყველაფრისგან მიცავდი საკუთარი თავის გარდა.არავის აძლევდი იმის უფლებას რომ ჩემთვის რამე დაეშავებინათ, შენი თავის გარდა,ყველაზე მეტად შენ მტკენდი.
-ჩემგან ბევრს ითხოვ-მგონი თავისთვის ჩაილაპარაკა-შენს საქმროსთან დაბრუნდი და ცხოვრებ გააგრძელე.
-ჯანდაბა,არანაირი საქმრო არ არსებობს,ყველაფერი მოვიგონე.
-მაშინ უბრალოდ დაბრუნდი და ცხოვრება განაგრძე, თითქოს არც არასდროს შევხვედრილვართ.
-თვითმკვლელის დატოვებულ წერილს ჰგავს-გაბრაზებული მასთან მივედი.-თვალებში შემომხედე და კიდევ ერთხელ მითხარი.
-სხვა არჩევანი არ მაქვს
-თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ წავიდე-უფრო ხმა მაღლა დავუყვირე.
-უნდა წახვიდე,რაც შეიძლება შორს უნდა იყო ჩემგან-მაინც არ შემოუხედავს.
გაბრაზებული მივედი მასთან და თავი მოვატრიალებინე.ეხლა ვერსად გაიხედებოდა.
-გაიმეორე-ამჯერედ მშვიდად ვუთხარი.
მის პასუხს ველოდებოდი.მხოლოდ თალებში მიყურებდა,თითქოს ჩემს სახეს იმახსოვრებდა. ამის წარმოდგენაზე ცრემლები წამომივიდა.
ლუკამ ხელით მომწმინდა ცრემლები და მაკოცა.ამდენი წლის შემდეგაც,ისევ იგივე ვიგრძენი,გული ისე ამიჩქარდა მეგონა სადაცაა გამისკდებოდა.ხელები წელზე ნაზად მომხვია.
-მიყვარხარ-ისევ ძლიერად მაკოცა-გთხოვ, ეს არ დაგავიწყდეს.
მის მაიკას ჩავეჭიდე და უფრო ახლოს მივიწიე,მეშინოდა თუ ხელს გავუშვებდი წავიდოდა.ისევ ვკოცნიდი.მოულოდნელად ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
კოცნა შეწყვიტა,მიყურებდა,ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.უნდოდა დარწმუნებული რომ ამის გაკეთება მეც მინდოდა.ისევ მაიკაზე ჩავეჭიდა და ძლიერად ვაკოცა. ეს "პასუხად" ჩათვალა და კაბა გამხადა.

თავი მის მკერდზე მედო.ლუკას ღრმად ეძინა,მე არ მეძინებოდა,ისედაც საღამოს გამეღვიძა.
რატომ უნდა დამეკარგა?ნუთუ ბედნიერად ყოფნა არ დავიმსახურე? განა ბევრს ვითხოვ?მე მხოლოდ ის მინდა,მეტი არაფერი.მხოლოდ ის.
მოულოდნელად უფრო ძლიერად მომხვია წელზე ხელები.არ გაუღვიძია ალბათ რამე ცუდი ესიზმრება.
ვუსმენდი მის გულის რომელის სწრაფად ფეთქავდა და რომელიც შეიძლება იმაზე მალე დადუმებულიყო ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო.
მაინც წავიდოდა,რომც არ გამეშვა მაინც წავიდოდა.ის მართალი იყო,სულ ვერ დაიმალებოდა,მაინც იპოვნიდნენ და მოკლავდნენ.თუმცა რატომ ეხლა,როცა ესეთი ბედნიერი ვარ,რატომ უნდა დავკარგო ისევ,მაგრამ ამჯერედ სამუდამოდ.
მას ფრთხილად მოვშორდი და საწოლზე წამოვჯექი.
მის სახეს ვუყურებდი,ვუყურებდი და ვუყურებდი.......მთელი ღამე.

დილით როცა გაიღვიძა გაკვირვებული მიყურებდა.
-ღამე არ გეძინა?-საპასუხოდ მხოლოდ თავი გავიქნიე.შემეშინდა პირი რომ გამეღო შიშისგან ყვირლის დავიწყებდი და ისევ ავტირდებოდი-მთელი ღამე ესე იჯექი?-თავი დავუქნიე,ხელი მომკიდა და დამაწვინინა-უნდა დაიძინო.
-არ მინდა-ჩუმად ვუთხარი.
-რატომ?
-ვიცი როცა გავიღვიძებ აქ აღარ იქნები-მაინც ტირილი დავიწყე,საერთოდ არ უნდა ამომეღო ხმა.
-დაუმშვიდობებლად არ წავალ-შუბლზე ნაზად მაკოცა.
-დამპირდი-მკაცრად უთხარი.
-დაიძინე-ამჯერად ტუჩებში მაკოცა-როცა გაიღვიძებ აქ ვიქნები.
მას ვენდე და თვალები დავხუჭე.

გუშინდელივით დიდი ხნით არ მეძინა.როცა გავიღვიძე ისევ დაღლილი ვიყავი.
ლუკა ჩემს გვერძე არ იწვა.შეშინებული ავდექი.
ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე რომ მანქანასთან იდგა ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე.
-ცოტა დრო მჭირდება-მხოლოდ ეს გავიგე რადგან გაბრაზებულმა ხმა მაღლა წამოიყვირა.
ფანჯარას მოვშორდი და დივანზე ჩამოვჯექი.
ჩემს მობილურს დავავლე ხელი რომელიც უპატრონოდ ეგდო სავარძელზე.
ირაკლისთან უნდა დამერეკა. არ ვიცი რას ვეტყოდი მაგრამ უნდა დამერეკა.
რამდენიმე ზარის შემდეგ როგოც იქნა მიპასუხა.
-როგორ ხარ?-მგონი მე გავაღვიძე.-მეგონა გუშინ დამირეკავდი.
-ცოტა დაკავებული ვიყავი-მისგან რამე უნდა გამეგო-მგონი გაგაღვიძე.
-ხო თითქმის ერთი საათია რაც დავიძინე-დაამთქნარა.
-ხომ ყველაფერი კარგადაა?-შეშინებულმა ვკითხე არ მინდოდა რამეს მიმხვდარიყო.
-ამას რატომ მეკითხები?
-დედასთან როცა მივდიოდით შენი და ლუკას საუბარი მოვისმინე.
-რა მოისმინე?
-თითქმის ყველაფერი-ვიცოდი რომ ჩემზე გაბრაზდებოდა.
-ჯანდაბა სალომე-გაბრაზებულმა დამიყვირა-მასთან ხარ ხომ? ლუკასთან ერთად ხარ ხომ?
რა თქმა უნდა ყველაფერს მიხვდებოდა.ის ხომ ჩემი ძმა იყო.
-კი-ჩუმად ვუპასუხე.
-მითხარი სად ხარ,მოვალ და წამოგიყვან.
-საჭირო არ არის,ლუკა ისედაც მალე დამაბრუნებს-ტირილით ვუთხარი.
-მასთან ყოფნა სახიფათოა-ამჯერად აღარ დაუყვირია.
-ყველაფერი ვიცი.
-რა სულელი ხარ-ეხლა უფრო თავის თავზე ბრაზობდა რომ უფრო ადრე ვერ მიხვდა სიმართლეს.
-ეხლა მაგის დრო არ არის-ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე-ეხლა არაფრის დრო აღარ არის,მალე ისედაც ყველაფერი მორჩება-ისევ ტირილი დავიწყე.-კარგი უნდა გავთიშო.
-სალომე-სწრაფად ჩამყვირა მობილურში რომ არ გამეთიშა-ლუკას......-უჭირდა ამაზე ლაპარაკი-უბრალოდ მასთან იყავი-ღრმად ჩაისუნთქა-ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ მიხარია რომ მასთან ხარ და ყველაფრის გადატანა მარტოს არ უწევს.
-მადლობა რომ არ გამიბრაზდი.
-მაგის იმედი ნუ გექნება პატარა ქალბატონო,როცა დაბრუნდები გაბრაზება მერე ნახე-სანამ გათიშავდა მისი სიცილის ხმა გავიგე.
მეც გამეცინა.პატარა ბავშვივით აპირებდა ჩემს დასჯას.
სახლში ლუკა შემოვიდა.
-ესე ადრე რატომ გაიღვიძე?-გაკვირვებულმა მკითხა და გვერძე მომიჯდა.
-უბრალოდ მეტი აღარ მეძინებოდა-თავი მის მხარზე ჩამოვდე.
-ისევ გეშინია რომ ჩუმად გავიპარები?
-არა-ფეხზე ავდექი.
მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე და სენდვიჩის კეთება დავიწყე.თითმის ორი დღეა არაფერი მიჭამია,ძალიან მომშივდა.როცა მომზადება დავასრულე,ჩემი "შედევრი" თეფზე დავდე.
ლუკასთან დავბრუნდი,დევანზე ჩამოვჯექი და ჭამა დავიწყე.
-იცი სახლში რომ მომაკითხე შემეშინდა.-ისევ მიყურებდა,თვალს არ მაშორებდა.
-რატომ?
-მეგონა რომ გაქცევას გადამაფიქრებინებდი-თავისი სისუსტის შერცხვა-მაგრამ,როცა მითხარი რომ თხოვდებოდი-გაიღიმა-შენს გატაცებას ვაპირებდი,მაგრამ ისინი მოვიდნენ და გადავიფიქრე.
-ისე მართლა რომ მყოლოდა საქმრო,რას გააკეთებდი?
-ალბათ ჯერ მას მოვკლავდი და მერე შენ მოგიტაცებდი ქორწილიდან,ხომ იცი როგორი ეგოისტი ვარ,ვერ ავიტანდი რომ სხვასთან ყოფილიყავი.
-თუმცა შენ მარისთან ხარ.
-ეხლა ამის დრო არ არის.
-ვიცი-თეფში მაგიდაზე დავდე და მასთან მივედი-აღარ მშია-ვაკოცე-კიდევ რამდენი დრო დარჩა?-არაფერი უპასუხია,მსუბუქად გაიქნია თავი რაც ნიშნავდა რომ ბევრი აღარ-მაშინ არც ერთი წამის დაკარგვა არ მინდა-უფრო ძლიერად ვაკოცე და მაიკის გახდა დავუწყე.
-იქნებ საწოლზე გადავსულიყავით?
-მოკეტე-სიცილთ ვუთხარი და ისევ ვაკოცე.

დრო მართლაც ცოტა იყო.იმაზე ცოტა ვიდრე მეგონა და ვიდრე ლუკა იმჩნევდა. მთელი დღე გვერდიდან არ მშორდებოდა,თითქოს ჩვენი დაკარგული დროის დაბრუნებას ვცდილობდით.
მე მის სახეს ვიმახსოვრებდი ის ჩემსას.
ვიცოდი რომ დილით აქ არ დამხვდებოდა,იმის მიუხედავად რომ დამპირდა დაუმშიდობებლად არ წავიდოდა,ჯანდაბა....ვიცოდი რომ როცა გავიღვიძებდი აქ აღარ იქნებოდა.

დილით როცა გამეღვიძა,გვერძე მის მაგივრად თეთრი ფურცელი დამხვდა.


"ესე წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო.ჩუმად უნდა გავპარულიყავი როცა გეძინა და არ შემეკამათებოდი,უკვე გითხარი რომ ჩემთვის აზრის შეცვლა მხოლოდ შენ შეგეძლო მაგრამ ამის უფლებას ვერ მოგცემდი. ძალიან მიყვარხარ,იმედია არ დამივიწყებ და უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ოდესმე ჩემს პატიებას შეძლებ"



ტირილს არ ვაპირებდი,ვიცოდი რომ დამეწყო ვეღას გავჩერდებოდი ამიტომ არ ღირდა.
მანქანის ხმა შემომესმა ვიცოდი რომ ლუკა არ იქნებოდა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე როგორ სწრაფად გადმოვიდა ირაკლი მანქანიდა.
-კარგად ხარ?-შეშინებულმა მკითხა როცა სახლში შემოვიდა.
-კი-უემოციოდ ვუპასუხე,წერილი ავიღე,არ მინდოდა რომ მას წაეკითხა.-წავიდეთ?
-ვწუხვარ-ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-გთხოვ წამიყვანე-ირაკლის სწრაფად მოვშროდი და გარეთ გავედი.

ეხლა დედასავით მეც მეზიზღებოდა ეს სახლი. თუმცა იმ წამს მე ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა,თვით ლუკაც კი.

ირაკლის გზაში ხმა არ ამოიუღია,არც სახლში დაბრუნებისას უთქვამს რამე.წავიდა და მარტო დამტოვა.
ლუკას წერილი კარადის უჯრაში ღრმად შევდე და გასაღებით ჩავკეტე.მინდოდა სამუდამოდ მანდ ყოფილიყო.

ჩემი შემხედვარე ადამიანი ძნელად თუ იტყოდა რომ ადამიანის რამე შემომრჩენოდა. ოთახიდან არ გამოვდიოდი,აგრესიული არ ვიყავი,ირაკლის როცა ლაპარაკი მოუნდებოდა ვპასუხობდი,მაგრამ ოთახიდან არ გავდიოდი და ის იძულებული იყო საჭმელი აქ მოეტანა. ლუკა უკვე მკვდარი იყო ჩემთვის,ესე უფრო გამიადვილდებოდა მის რეალურ სიკვდილთან შეგუება.
ყველაფერი რამდენიმე კვირის შემდეგ გართულა როცა პირველად გავხდი ცუდად. ირაკლიმ ექიმთან წამიყვანა. ორსულად ვიყავი. ეს ამბავი არც მიხაროდა და არც მწყინდა.პატარა ბავშვები არ მიყვარდა.
დედა და მამა სახლში მოვიდნენ და მეც ყველას ვუთხარი ამ ამბის შესახებ.
ორივე იმ აზრზე იყო რომ მე მზად არ ვიყავი ბავშვის გასაჩენად,ორივე მეუბნებოდა რომ მარტო ბავშვის გაზრდა გამიჭირდებოდა. ისინი ყვიროდნენ,ხან მე მიყვიროდნენ ხან ერთმანეთს.მხოლოდ ირაკლი იჯდა ოთახის ბოლოში მშვიდად. ის არც ყვირილს აპირებდა და არც რამის თქმას,რადგან იცოდა რომ სწორად მოვიქცეოდი,არასწორი არცევანი რომ გამეკეთებინა,ამის უფლებას არ მომცემდა.ირაკლი მიყურებდა და მიღიმოდა.
დედა და მამა ისევ ერთმანეთს უყვიროდნენ.......შემდეგ ისევ მე, მათი აზრით ბავშვი უნდა მომეშორებინა.
ეს როგორ გამეკეთებინა?
როგორ მეთქვა უარი მასზე? ლუკა უკვე დავკარგე,ნუთუ მისი დაკარგვას საჭირო იყო?
ინსტიქტურად ხელი მუცელზე დავიდე.
ზუსტად ამ წამს ვიგრძენი,რაღაც,მუცელში არა,თითქოს ჩემმა გულმა ისევ დაიწყო ფეთქვა,სამყარო ისევ გაფერადდა და ჰაერიც გაჩნდა და მე სუნთქვა დავიწყე.
მუცელზე ხელს ვისმევდი და ვიღიმოდი.
-გაჩუმდით-წყნარად ვთქვი,თუმცა ჩემი ხმა ვერ გაიგეს,რთული იყო მათი ყვირილის გადაფარვა-მოკეტეთ-ამჯერად დავიყვირე და ორივემ შეშინებული სახით შემომხედა,არ მოელოდნენ რომ ამას გავაკეთებდი.-გადაწყვეტილება უკვე მივიღე-შევამჩნიე როგორ დაიძაბა ირაკლი,თუმცა არაფერი უთქვამს ისევ ჩუმად იჯდა.
-რა გადაწყვიტე?-დედაჩემი ჩემს პასუხს ელოდებოდა.
-ორივე წადით-მკაცრად ვუთხარი.-არ მინდა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა-ფეხზე ავდექი.
ჩემს ოთახში შევედი.
მესმოდა როგორც დაიწყეს ჩხუბი წასვლისას.ალბათ გზაში გააგრძელებდნენ.
იატაკზე ვიჯექი და ზურგით კედელს ვეყრდნობოდი.
ირაკლი შემოვიდა ჩემს ოთახში.ისევ არაფერს ამბობდა,გვერზე მომიჯდა და თავი მხარზე ჩამომადო. არც ერთი ვიღებდით ხმას.
ხელი ისევ მუცელზე დავიდე.ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის.
-როგორ ხარ?-ირაკლიმ ჩუმათ იკითხა.
-უცნაურად.-ხელი ისევ მუცელზე მედო.
-რა გადაწყვიტე?-ჩემი მხრიდან თავი აიღო.
-მე ჯერ არ ვიცი-ყველაფრის მიუხედავად დედა და მამა მართალი იყო,ბავშვს მარტო მართლა ვერ გავზრდიდი.
-საჭირო არ არის ეხლა გადაწყვიტო-გაიცინა-წინ დიდი დროა,სახელს მერეც შევურჩევთ.
გაკვირვებულმა შევხედე. საპასუხოდ მხლოდ თვალი ჩამიკრა
რა თქმა უნდა,ბავშვის მარტო გაზრდა არ მომიწევდა,ირაკლი ჩემს გვერდით იქნებოდა და დამეხმარებოდა.
-საიდან იცოდი რას გადავწყვიტავდი?-ირაკლის შევხედე.
-არ ვიცოდი-იატაკზე დაწვა და თავი კალთაში ჩამიდო.
-როგორ გგონია გოგოა თუ ბიჭი?
-რამდენიმე კვირაც და გავიგებთ.
-არა-გაბრაზებულმა წამოვიყვირე-არ მინდა წინასწარ ვიცოდე.
-კარგი რა 9 თვე მაგას ვერ დაველოდები.
-9 თვე არ მოგიწევს ლოდინი.
-მაინც დიდი დროა-გააპროტესტა.
ისეც ჩუმად ვიყავით. მინდოდა მეკითხა მაგრამ ვერ ვბედავდი.მეშინოდა პასუხის,თუმცა ოდესმე ამის გაგება მაინც მომიწევდა.
-რამე ახალი ხომ არ არის?-ჩუმად ვკითხე.
-არა.
-არ გინდა სადმე წახვიდე?,ისედაც ამდენი ხანია სახლში ხარ გამოკეტილი ჩემს გამო.
-წასვლა არ მინდა.
-ადექი და წადი სადმე-იატაკიდან ავაგდე.
მეც ავდექი.
-არც მე ვაპირებ სახლში ჯდომას-კარადასთან მივედი და ტანსაცმელი გამოვიღე-გოგოებს შევხვდები.
-იცოდე ფრთხილად იყავი-მკაცრად გამაფრთხილა.
-არავის უთხრა ბავშვზე გთხოვ.
-ლუკა ისედაც ყველას მკვდარი ჰგონია,თავს საშინლად ვგრძნობთ რომ მას ვერ ვეხმარებით,ეს ბავში კი პატარა იმედი რომელსაც მათ ვერ წავართმევ-რომ გაჩუმდა გააანალიზა რაც მითხრა.-ამის თქმა არ მინდოდა,მაპატიე.-ჩამეხუტა.
-კარგად ვარ-ღიმილით ვუთხარი-თუ გინდა უთხარი.
-ბარში შეგხვდები-ჩემი ოთახიდან ბედნიერი გავიდა.
ჯინსის შარვალი სწრაფად ჩავიცვი,ჯერ კიდევ მქონდა დრო,სანამ ბუშტივით გავიბერებოდი და აღარაფერი ჩამეტეოდა.
თითქმის 10 წუთში უკვე მზად ვიყავი.

ისევ ღამე იყო და მეც ისევ ბარის წინ ვიდექი. ველოდებოდი რომ ლუკა ისევ გამოვიდოდა გარეთ,მაგრამ არავინ გამოსულა,სერთოდ არავინ.
ღრმად ჩავისუნთქე და შევედი.
ამჯერად ბარი სავსე იყო,დახურვამდე ჯერ კიდევ საათები იყო დარჩენილი.
ირაკლი თავის მეგობრებთან ერთად იჯდა და იცინოდა. მართლა მიხაროდა რომ ბედნიერი იყო.
მოულოდნელად ხელზე შეხება ვირგძენი.
-ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?-ნინი გახარებული და გაკვირვებული მიყურებდა.-სასწრაფოდ ანისთან უნდა წაგიყვანო სანამ გაიქცევი-ხელი ჩამავლო და ხალხში გზის გაკვლევას ცდილობდა.
ამჯერად მისი დიდი გაბერილი მუცლისთვის ზიზღით არ შემიხედავს,არც იმას ვფიქრობდი რომ კიდევ ერთი პატარა ურჩხულით მეტი იქებოდა დედამიწაზე.
-ალბათ ბევრი დავლიე და მეჩვენება-ანიმ ჩემს დანახვაზე წამოიძახა,სკამიდან სწრაფად წამოვარდა და ჩამეხუტა.-სად ჯანდაბაში წაყვედი დაუმშვიდობებლად?-გაბრაზებულმა დამიყვირა.
-წავედი?
-ხომ,იმდენი კვირა არ გამოჩენილხარ ჩვენ გვეგონა რომ ისევ უკან დაბრუნდი-ნინიმ წყნარად ამიხსნა.
-არსად არ წავსულვარ,სახლში ვიყავი-მხრები ავიჩეჩე.
-ირაკლიმ დაგსაჯა?-ანი მაინც არ მანებებდა თავს.
-არა-სიცილი დავიწყე.-რა სულელი ხარ.
დავინახე,როგორ გვიახლლოვდებოდნენ ირაკლი და მისი მეგობრები. დარწმუნებული ვარ საკმაოდ მთვრალები იყვნენ.
ირაკლიმ გვერძე მომიჯდა და წინ წვენით სავსე ჭიქა დამიდგა.
რა საყვარელია.
თორნიკე ანის მიუჯდა,საშინლად მთვრალი.ნიკა ნინისთან მივიდა და თავის ცოლს ნაზად აკოცა. მათი ყურება ძალიან სასიამოვნო იყო,ისეთი კარგები იყვნენ.
-კარგად ხარ?-ირაკლის მკითხა ჩუმად,ალაბთ ნინის და ნიკას ყურებისას უნებურად მოვიწყინე.
-კი-მას შევხედე და გავუღიმე-ისე სასმელი მერჩივნა-გავაპროტესტე მაგრამ წვენის მაინც მოვსვი.
-მე უნდა წავიდე-სერიოზული სახით შემომხედა ირაკლიმ-2 ან 3 დღით წავალ და დავბრუნდები.
-ყველაფერი კარგადაა?-ისედაც ვიცოდი რომ არ იყო.
-შენ არ ინერვიულო-წამოდგა და შუბლზე მაკოცა.-თავს გაუფრთხილდი.
თორნიკე და ნიკაც ადგნენ.
-შენს ძმას დაუჯერე-ნიკამ მკაცრად გამაფრთხილა-სანამ დავბრუნბეით ჭკვიანად მოიქეცი-გამიღიმა და წავიდა.
-თავს გაუფრთხილდი-თორნიკე ყოველთვის მხიარული იყო,მაგრამ ამჯერად ისიც სერიოზული სახით მიდიოდა.
ალაბათ რამე ახალი გაიგო და არ მეუბნება.ირაკლიზე საშინლად გავბრაზდი.
-სახლში მარტო ვიქნები-მხიარულად დავიწყე ლაპარაკი-იქნებ ჩემთან წავიდეთ?
-როგორც იქნა-ნინი სწრაფად წამოხტა ფეხზე-მეგონა ამას არასდროს ითხოვდი.

მთელი გზა ლუკაზე ვფიქრობდი.რამდენჯერმე დავაპირე რომ ირაკლისთვის დამერეკა მაგრამ გადავიფიქრე არ მინდოდა ხელი შემეშალა.
-რამდენიმე კვირაა ბიჭები ესე უცნაურად იქცევია-ნინი შეშინებული იყო.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა-ანი ამშვიდებდა,მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა ის ხომ ორსულად იყო.
დებილო,შენც ორსულად ხარ.
-რაღაც მოხდა-ნელა დავიწყე საუბარი-უფრო სწორად ბევრი რაღაც მოხდა,არ ვიცი საიდან დავიწყო-საწოლზე გადავწექი,ყურადღებას არ ვაქცევდი როგორი ინტერესით მელოდდენ ნინი და ანი როდის გავაგრძელებდი მოყოლას-მოდი მოკლედ მიტყვი-ისევ წამოვჯექი-ორსულად ვარ-ჩუმად ვთქვი.
-იცი როგორ მინდა დაგარტყა?-ანი გაბრაზებული იყო-როგორ დაგვიმალე?
-ეს მოლოცვა იყო?-გაკვირვებულმა კვითხე ანის.
მოულოდნელად ნინის ტირილის ხმა გავიგე,საშინლად ტიროდა.
-ყურადღებას ნუ მომაქცევთ-ტირილით გვითხრა-უბრალოდ ძალიან გამეხარდა და თავს ვერ ვიკავებ.
-ამას ნუ დაემსგავსები-ანიმ მკაცრად გამაფრთხილა.
-თავი დაანებე იტიროს-სიცილით ვუთხარი და ნინის ხელი ნაზად დავადე მხარზე.
-მამა ვინ არის?- თავისთვის ფიქრობდა,ვერ გაეგო სწორი შეკითხვა დასვა თუ არა ანიმ.-ვიცი ეს უხერხულია მაგრამ მართლა მაინტერესებს.
-ლუკა-ისევ ჩუმად ვთქვი.
ნინიმ კი ტირილს უმატა,ამჯერად ალბათ ლუკას გლოვობდა.
-ის ხომ...-ანის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ აღარ საასრულა.
-ხო ვიცი-ვგრძნობდი რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა-ვიცი რომ ლუკა სავარაუდოდ მკვდარია.
-ამის თქმა არ მინდოდა-თავის გამართლება სცადა
ფეხზე ავდექი და ის უჯრა გავაღე სადაც მის დატოვებულ წერილს ვინახავდი.
-მხოლოდ ეს დამრჩა-წერილი ამოვიღე და მათ მივეცი.
ნინიმ კიდევ უფრო უმამა ტირილს,როცა მიხვდა რომ ვერ ჩერდებოდა ოთახიდან გავიდა,არ უნდოდა ავენერვიულებინე.
-კარგად ხარ?-შეშინებულმა მკითხა ანიმ.
-არა,მაგრამ ამას არ ვიმჩნევ.
ოთახში ნინი დაბრუნდა,ცოტა დამშვიდებული იყო მაგრამ ისევ ტიროდა.
-ნიკასგან ვიცი რომ არავინ იცის სად არის ლუკა-ჩემი დამშვიდება სცადა.
-დღეს რაღაც მოხდა-წყნარად ვუთხარი-ირაკლი დამპირდა რომ ყველაფერს მეტყოდა მაგრამ დღეს ისე წავიდა არაფერი აუხსნია-ლუკას წერილი ავიღე და ისევ უჯრაში ჩევკეტე.-რაღაც ცუდი მოხდა.
-ყველაფერი კარგად იქნება-ნინი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა,როცა თვითონ ისევ ნიანგის ცრემლებს ყრიდა.
გამეცინა,ეს მართლა სასაცილო იყო.
-გოგო გეყოლება თუ ბიჭი?-თემის შეცვლა ვცადე,არ მინდოდა ნინის რამე დამართნოდა.
-ბიჭი-უკვე აღარ ტიროდა.
-მოდი ცოტა გავერთოდ-ანიც ცდილობდა რომ თემა შეეცვალა და გამოუვიდა კიდეც.
არჩევანი უკვე გავაკეთე,უკან ვეღარ დავიხევდი.თუმცა არც მინდოდა.
კარგად გავერთედ,ძირითადად ძველ დროს ვიხსენებდით რადგან აწმყოს დავიწყება სამივეს გვინდოდა და მომავლზე ფიქრი კი გვაშინებდა.
ყველაფერი კარგად იყო სანამ საღამოს ირაკლიმ არ დამირეკა,უემოციო ხმით.
"მაპატიე"-მხოლოდ ეს მითხრა მაგრამ მე ისედაც ყველაფერს მივხდი.
ლუკა უკვე მკვდარი იყო.იმაზე მეტად შემზიზღდა ვიდრე მეგონა რომ შევძლებდი.
როგორ გაბედა სიკვდილი?
როგორ დამტოვა მარტო?
შეკითხვა უამრავი მქონდა მაგრამ პასუხებს ვესასდროს მივიღებდი.
კვირები დღესავით სწრაფად გადიოდა,თვეები კი კვირასავით.
მალე გამეზარდა დიდი მუცელი.წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა, თუმცა ბავშვი ყველაფერს შეცვლიდა და სწორედ ამის იმედი მქონდა.
მაშინ ირაკლი 2 დღის შემდეგ დაბრუნდა,მაიკა დახეული ჰქონდა,სახეზე დალურჯებები,მასაც და თავის მეგობრებსაც.ვიცოდი რომ იჩხუბეს მაგრამ არაფერი მიკითხავს.ყველამ იცოდა რაც მოხდა,მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა.
მე მშვიდად ვიყავი,არავის დამშვიდება დამჭირვებია.ყველაფრი ბუნებრივად მივიღე,სიკვდილზე ბუნებრივი არაფერია.
ყველაფერი მორჩა.
ჩემი მუცლის ზრდასთან ერთად ინტერესიც მატულობდა,რამდენჯერმე დავაპირე ექიმისთვის მეკითხა გოგო იყო თუ ბიჭი?,მაგრამ გადავიფიქრე.
ვინც არ უნდა ყოფილიყო უკვე მიყვარდა და მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო.

უკვე რამდენიმე კვირა რჩებოდა,დრომ ნელა გასვლა დაიწყო. ბარში აღარ დავდიოდი.იქ მაინც ვერ ვერთობოდი და სახლში დარჩენა მერჩია.
დილიდან ვამჩნევ რომ ირაკლის რაღაც უნდა ჩემგან,მაგრამ ვერ მეუბნება.
მაგიდასთან ვიჯექი,უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვჭამდი.
-შეიძლება რაღაც გკითხო?-როგორც იქნა დაიწყო ირაკლიმ და მაგიდასთან დაჯდა.
-....-მხოლოდ თავი დავუქნიე,პირი საჭმლით მქონდა გამოტენილი და მაინც ვერ გაიგებდა რამე რომ მეთქვა.
-უბრალოდ გეკითხები-ნერვიულად გამაფრთხილა-შენი რჩევა მჭირდება.
-ვინმე გაიცანი?-გახარებულმა ვკითხე და ჭამას შევეშვი.
-დაახლოებით-ნელა მითხრა.
-სად შეხვდი?რამდენი ხანია იცობ?სახელი?
-დამშვიდდი-გაბრაზდა-საერთოდ არაფერ უნდა მეთქვა.
-კარგი,კარგი-ფეხზე ავდექი,წელი მტკიოდა-არაფერს გკითხავ,თვითონ მითხარი.
-ბარში,მუშაობს,მიმტანად-არ მიყურებდა-რამდენიმე დღეა რაც ვნახე.
-ოოოოოო
-არ დაიწყო-გაბრაზებული ადგა მაგიდიდან-მართლა არაფერი უნდა მეთქვა.
-უბრალოდ,წყნარად დაელაპარაკე.ისედაც დაღლილი იქნება ამდენი მთვრალი ბიჭით-სიცილით ვუთხარი-არ ეუხეშო,რატომღაც ბიჭებს გგონიათ რომ ესე მაგრები გამოჩნდებით მაგრამ ეგრე არ არის.
-გამომივიდა პროფესორი.
-დამიჯერე,დამიჯერე-საჭმლის თეფში ავიღე-გოგოებს დასვენება გვინდა-ჩემი ოთახისკენ წავედი.
-რა თქვი?-ირაკლი გაკვირებული გადამიდგა წინ.
-რა გულისხმობ?
-გოგოებს?-ჩემს დიდ მუცელს უყურებდა.
-არ ვიცი-მოწყენილდა დავიხედე მუცელზე და თავისუფალი ხელი მოვისვი-მგონია რომ გოგოა.
-დარწმუნებული ხარ?
-მგონი კი.
ირაკლი ინტერესეით მიყურებდა.ვერ გავიგე რა უნდოდა.
-წამოდი,სადღაც უნდა წაგიყვანო-ხელი ჩამავლო.
-მოიცა-კარებთან როგორც იქნა გავაჩერე-არ მინდა არსად წასვლა,მშია.
-შენ სულ გშია-კარი გააღო და ძალით გამიყვანა გარეთ.
ვერ გავიგე სად გარბოდა.
მანქანას იმაზე სწრაფად ატარებდა ვიდრე საჭირო იყო.გზაში ხმა არ ამოუღია,ვერც მე გავბედე რამის კითხვა მართლა გიჟს ჰგავდა.
შიშისგან კანკალი დავიწყე როდესაც მანქანა გააჩერე.როგორ შეეძლო ჩემი აქ მოყვანა.
-იცოდე აქ დამელოდე-მკაცრად გამაფრთხილა-არ გაბედო მანქანიდან გადმოსვლა.
ლუკას სახლში მომიყვანა.
მანქანიდან გადავიდა და კორპუსში სწრაფად შევიდა.რა ჯანდაბა უნდოდა?
მანქანიდან გადავედი და მას გავყევი.
სახლის კარი ღია დამხვდა,ალბათ ირაკლი ისე ჩქარობდა ჩაკეტვა დაავიწყდა.ყველაფერი დანგრეული იყო.ალბათ მაშინდელი ჩხუბის შემდეგ არავის დაულაგებია.
მუცელში მოძრაობა ვიგრძენი.ჩემი შიში ბავშვსაც გადაედო.
-ხომ გითხარი რომ მანქანიდან არ გადმოსულიყავი?-გაბრაზებული მიყურებდა.
-რატომ გეგონა რომ დაგიჯერებდი?-ხელი მუცელზე დავიდე,ბავშვი ისევ მოძრაობდა-აქ რატომ მომიყვანე?
-წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო-ხელი მომკიდა და ერთ-ერთი ოთახისკენ წამიყვანა-ეს ადრეც უნდა მეჩვენებინა მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი-კართან გაჩერდა.ფიქრობდა რა უნდა ეთქვა ჩემთვის-ერთხელ ლუკამ და მარი ძალიან იჩხუბეს-დაიწყო ირაკლი,თან მიყურებდა,ჩემს ემოციებს აკვირდებოდა-ლუკას დაშორება უნდოდა მაგრამ მარიმ მოატყუა რომ ორსულად იყო.
-პირდაპირ მითხარი-აღარ მინდოდა მეტის მოსმენა.
-ესენი მაშინ იყიდა-ოთახისკარი გამიღო.
საბავშო ოთახი იყო.პატარა ბავშვის საწოლი,უამრავი სათამაშო იატაკზე ლამაზად იდო.დიდი ხის სავარძელზე კი პატარა კაბა იყო გადაკიდებული.
-ადრე რატომ არ მითხარი?
-არ ვიყავი დარწმუნებული,რომ ამის ნახვა გენდომებოდა.
-რატომ არ უნდა მდომებოდა?-გაბრაზებულმა დავიყვირე.
მუცელში ისევ ბიძგი ვიგრძენი,პატარა არ ჩერდებოდა.სავარძელში ჩავჯექი და ორივე ხელი მუცელზე დავიდე.
-ცუდად ხარ?-ირაკლი შეშინებული მოვიდა ჩემთან.
-მგონი მოეწონა-ღიმილით ვუთხარი,ბავშვი ისევ არ ჩერდებოდა.
-კარგია თუ მოეწონა-ირაკლიმ ხელი გამომიწოდა და მეც ავდექი-უნდა წავიდეთ,აქ ყოფნა სახიფათოა.
-ყველაფერი ხომ დასრულდა.
-ლუკა რომ მოკვდა ამით არაფერი დასრულებულა,ბავშვზე რომ გაიგონ.... არც მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება-მიხვდა რომ საშინელი რამე თქვა-გთხოვ უბრალოდ წამოდი,ამ ყველაფერს სახლში მოვიტან,მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა წავიდეთ.
-კარგი-სწრაფად მოვკიდე ხელი ერთ-ერთ სათამაშო დათვს.
იქიდან ისევე სწრაფად წამოვედით როგორც მივედით.
ამჯერად უფრო ნელა მართავდა მანქანას.
-შენი აქ მოყვანა ცუდი აზრი იყო?-მოულოდნელად მკითხა ირაკლიმ.
-არა-ხელი მხარზე დავადე-მადლობა რომ მაჩვენე.
-ეს ადრეც უნდა გამეკეთებინა.
ირაკლის მობილურის ხმა მომესმა. სწრაფად წაიკითხა მესიჯი.შევამჩნიე როგორ ჩაიღიმა.
-გოგო ბარიდან?-ინტერესეით ვკითხე,ირაკლის ჯერ მისი სახელი არ უთქვამს.
-უკეთესი-ბედნიერებიგან თვალები უელავდა.
-ვინ იყო?
მანქანა სახლთან ახლოს გააჩერა.ისევ იღიმოდა.
-მოდი ცოტა ხნით აქ გავჩერდეთ-მანქანიდან გადავიდა.
უნდოდა რომ ბაღში დავმსხდარიყავით? მგონი გააფრინა.
-რატომ?-გაბრაზებული გადავედი მანქანიდან-ხომ იცი რომ მშია?
-მხოლოდ რამდენიმე წუთი გთხოვ-ბაღში შევიდა და ერთ-ერთ ცარიელ სკამზე ჩამოჯდა.
-ვინ მოგწერა?-გვერძე მივუჯექი.
-მეგობარმა.
-ეგ მეგობარი ძალიან გიყვარს?თვალები გაგიბრწყინდა.-მაინც არ ვეშვებოდი,მაინტერესებდა ვინ მიწერა.
-უბრალოდ დიდი ხანია მისგან არაფერი მსმენია-ისევ იღიმებოდა.
-იმ გოგოზე რა გადაწყვიტე?
-ვიზე?-გაკვირვებულმა შემომხედა მაგრამ მაინც იღიმებოდა.
-გოგონა ბარიდან.
-ელენე-მოკლედ მიპასუხა-მგონი შენს რჩევებს გავითვალისწინებ.
-ჭკვიანი ბიჭი ხარ-გავუცინე.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით.ირაკლი ხმას არ იღებდა,გარემოს ათვალიერებდა.ირგვლივ არც ისე ბევრი ხალხი იყო.ბავშვები თამაშობდნენ,მშობლები სკამებზე ისხდნენ.
განსაკუთრებული არაფერი.
-ლუკა გენატრება?-მოულოდნელად მკითხა ჩემმა ძმამ.
-ალბათ კი-ბევრი არ მიფიქრია პასუხზე.
-ალბათ კი?
-ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო-გამოვუტყდი-როცა მასზე ვფიქრობ,ცუდად ვხდები.
-მან იცის ბავშვზე-ჩუმად მითხრა.
-რა?-გაბრაზებული მივბრუნდი მისკენ.
-მაშინ როცა წავედი ორი დღით ჩვენ ის ვნახეთ-ნელა მითხრა რომ გააზრება შემძლებოდა-მე ვუთხარი ბავშვზე.
-მერე კი ის მოკვდა-ციდავ ვუთხარი.
-ხო ის მოკვდა.
მუცელში ბიძგი ვიგრძენი,ეს ბავშვი უკვე ნერვებს მიშლიდა,მოწყენის საუალებას არ მაძლევდა.ხელები მუცელზე დავიდე,ვიგრძენი როგორ გადმომიგორდა ცრემლი თვალიდან.
-დამშვიდდი პატარავ-ბავშვს ველაპარაკებოდი-გთხოვ საყვარელო გაჩერდი-ალბათ გიჟს ვგავდი,ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ველაპარაკებოდი და თან ცრემლებს ვიშორებდი სახიდან.
როცა თავი ავწიე,ირაკლი უფრო მეტად იღიმებოდა.მისთვის გიჟს ნამდვილად არ გვავდი.
-რა?-გაბრაზებულმა ვკითხე.
-არაფერი-გვერძე გაიხედა,რაღაც ადგილს მიაშტერდა-უბრალოდ მას პირველად დაელაპარაკე.-ისევ იმ ადგილს უყურებდა.
-სახლში მინდა-გაბრაზებული ავდექი.
-რამდენიმე წუთი კიდევ-შემომხედა და საწყლად მთხოვა.
-მხოლოდ რამდენიმე წუთი-ისევ სკამზე დავჯექი.-აქ რატომ მომიყვანე?
-მთელი დღე სახლში ხარ-თავის გამართლება სცადა-უბრალოდ მეცოდები,ალბათ მარტო ყოფნით დაიღალე.
მისი ტყუილებით დავიღალე,თითქოს ხალხში ვიღაცას ეძებდა.
-ვინმეს ელოდები?-პირდაპირ ვკითხე.
-კი-შერცხვენილმა მიპასუხა.
-ვინმე გოგოს?
-ოუ,არა,არა-სიცილი დაიწყო-უბრალოდ მეგობარს-სკამიდგან წამოდგა-შენ დაიღლებოდი,სახლში წავიდეთ,მერე შევხვდები მაგ მეგობარსს.
-კარგი,კარგი-მეც ავდექი.
მანქანასთან მივედი და ლუკას სახლიდან წამოღებული სათამაშო დათვი ავიღე.
-იცი, თუ გინდა საჭმელს მე მოგიმზადებ-ირაკლი წინ წავიდა მე უკან მივყვებოდი.
-არ მინდა-გაბრაზებულმა ვუთხარი-ბოლოს როცა ეგრე მომიზადე საჭმელი სულ შენ ჭამე.
-არმჯერად შენც გაგიყობ.
-შენი არ მჯერა-მას გავუსწარი.
კიბეებზე როგორც შემეძლო სწრაფად ავედი,ირაკლი უკან მომყვებოდა. სახლიდან ხმაურის ხმა გამოდიოდა.ჩემი ძმა დაიძაბა და გამაჩერა,პირველი თვითონ შევიდა.
-როგორ შემაშინეთ-გაბრაზებულმა უყვირა მშობლებს და სახლში მეც შემიშვა.-არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდით.
-ხომ გაგაფრთხილე რომ ჯერ მათთვისუნდა დაგვერეკა-დედამ მამას უსაყვედურა.
-შენ მითხარი არ მითხარი მოულოდნელად რომ ვესტუმრებით გაეხარდებათო?-მამამ გაბრაზებულმა უყვირა.
-მერე გითარი რომ დაგვერეკა.-დედა არ თმობდა.
-არა შენ არაფერი გითქვამს-არ მამა აპირებდა დათმობას.
-გაჩუმდით-ირაკიმ ორივეს უყვირა.-რატომ მოხვედით?
-შენი დის სანახავად-დედამ თბილად გამიღიმა-როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად-გაკრვირვებულმა ვუპასუხე.
-შენზე ისე ვღელავდით-მამა მომეხვია.-რაღაცეები მოგიტანეთ-ხელი გაიშვირა და დამანახა რამდენიმე ყუთი.-შენ პატარას გამოადგება-მოკლედ ამიხსნა.
-ეს ცოტა უცნაურია-დაღლილი ჩავჯექი სავარძელში-აზრი რატომ შეიცვალეთ?
-შენმა ძმამ ყველაფერი გვითხრა-დედამ მითხრა.
გაბრაზებული გავხედე ირაკლის ის კი თავს იქნევდა,ანუ ყველაფერი არ უთქვამს.
-თავს ხომ კარგად გრძნობ?-დედა გვერძე მომიჯდა.
შეშინებული გვერძე გავიწიე,მათ ყურადღებას მიჩვეული არ ვიყავი.
-კარგად ვარ-მოკლედ ვუპასუხე.
-მალე უნდა გააჩინო?-მამა მეორე მხრიდან მამა მომიჯდა გვერდში.
მორჩა ალყაში მიყავი.
-რამდენიმე კვირა დარჩა-ირაკლიმ უპასუხა ჩემს მაგივრად.
-გოგო თუ ბიჭი?-დედამ ხელი მომისვა მუცელზე.
-გოგო-სწრაფად ვუპასუხე-მგონი.
-მგონი?
-არ ვიცი-ავუხსენი-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
-კარგი-ორივე წამოდგა-ჩვენ უნდა წავიდეთ.
არც მე და არც ირაკლის თავი არ შეეგვიწუხებია იმის თხოვნით რომ დარჩენილიყვნენ.
სწრაფად წავიდნენ.
-გინდა დღეს ბარში წამომყევი-ირაკლი გამხიარულდა.
-მეზარება-ხელში ისევ ლუკას სახლიდან წამოღებული დათვი მეჭირა.-შენ წადი.
-თუ გადაიფიქრებ იცი სადაც ვიქნები-შუბლზე მაკოცა და წავიდა.
ფუმფულა დათვი გვერზე გადავდე.
რომ გაიზრდებოდა მისთვის რა უნდა მეთქვა?როცა მკითხავდა მისი მამა სად იყო?ან საერთოდ რატომ არ ჰყავდა მამა.რამე ტყუილს მოვიფიქრებდი,მაგრამ ოდესმე სიმართლის თქმა მომიწევდა.
კი, აუცილებლად მომიწევდა.
მართლა საშინლად მშიოდა,სამზარეულოში გავიქეცი და საჭმელი მოვიმზადე.
ნეტა როგორი იქნება?
რა დაგარქვა?
ბევრი კითხვა მქონდა,თუმცა პასუხების მოძებნას არ ვჩქარობდი.
საღამოს ჩემი მშობლების მოტანილ საჩუქრებს ვალაგებდი.არ მეგონა მათ ესე კარგად მოქცევა თუ შეეძლოთ.
კარგზე ვიღაცამ დააკაკუნა.
გაბრაზებული ავდექი,ვინ ჯანდაბა უნდა ყოფილიყო.
მივედი და პატარა ჭრილში გავიხედე.
ვიღაც ბიჭი იყო.ჩემი ძმის ასაკის.ისევ დააკაკუნა.
შეშინებული მოვშორდი კარს.
-ვიცი რომ სახლში ხარ-ცივი ხმა ჰქონდა-გააღე კარი თორემ შემოვამტვრევ.-ისევ დააკაკუნა-სერიოზულად გააღე-არაფერი მიპასუხია.
რამდენიმე წამში,კარი გაიღო.
ის უკვე სახლში იყო.გაბრაზებული მიყურებდა,ვგრძნობდი რომ ეს კარგად არ დასრულდებოდა.
-რა ჯანდაბა გინდა?-დავუყვირე.
-შენთან მოვედი-მომიახლოვდა.-ოღონდ არ შეგეშინდეს-ხელი მაგრად ჩამავლო-არ მინდა ლუკას ნაბიჭვარს რამე დაემართოს.-ბოროტულად ჩაიცინა-ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც.
კარისკენ მიმათრევდა.
ბავში,სწრაფად მირტყამდა მუცელში,მასსაც ისევე ეშინოდა როგორც მე.
-თავი დამანებე-ისევ ვუყვირე და ხელი გამოვგლიჯე.
-შენ არაფერს დაგიშავებთ-ისევ მოიახლოვდა-შენი ბრალი არ არის რომ ეგ არსება მუცელში გყავს.ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება.
-ბავშვისგან რა გინდა?
-მამამისის საქციელზე პასუხი უნდა აგოს.
-ლუკამ უკვე აგო პასუხი იმაზე რაც ჩაიდინა-მისი აღარ მეშინოდა.-გაფრთხილებ წადი-მკაცრად დავუყვირე.
-შემეშინდა-უფრო მომიახლოვდა.
უკან არ დამიხევია,მის მოახლოებას ველოდებოდი,მთელი ძალით ჩავარტყი მუშტი სახეში.საშინლად ეტკინა,ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.გაბრაზებული მომვარდა და სილა გამაწნა.სავარძელს ჩავეჭიდე რომ არ დავვარდნილიყავი.ჩემი საჭმლის თეფში ისევ მაგიდაზე მედო.სანამ ის ჩემთან მოახლოვებას ცდილობდა მაგიდასთან მივედი და თეფშზე დადებული ჩანგალი ავიღე.რომ მომიახლოვდა მხარში ჩავარჭე. ისევ ეტკინა,ჩაიკეცა.ამით ვისარგებლე და ოთახში დადებული ერთადერთი ყვავილების ვაზა თავში ჩავარტყი.
გათუშული დაეცა,ვიცოდი რომ არ მომკვდარა,უბრალოდ გაითიშა.
ჩემი მობილური ავიღე და ირაკლის მესიჯი მივწერე.
"სასწრაფოდ სახლში მოდი"
არ მინდოდა მეხმაურა და ის გამოფხიზლებულიყო.
სანამ ირაკლი მოვიდოდა,ის არ უნდა გამეშვა.
გაბრაზებულმა ჩავარტყი წიხლი მუცელში,ტკივილისგან მოიკუნტა.ჩემი ძლის ოთახში სწრაფად შევედი,ვიცოდი რომ სადმე იარაღი ექნებოდა.მალევე ვიპოვე და ავიღე.
ის ისევ ეგრე ეგდო,გათიშული.
იარაღი დავუმიზნე და სავარძელში ჩამოვჯექი,მტიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ თუ გაინძრეოდა მესროლა.
არ ვიცი ესე რამდენი ხანი ვიჯექი.
ირაკლი შეშინებული შემოვარდა სახლში,თორნიკე და ნიკაც მასთან ერთად იყვნენ.
-რა მოხდა?-შეინებული მოვიდა ჩამთან და იარაღი ფრთხიდან გამომართვა ხელიდან.
-ჩემი წაყვანა უნდოდა-გბრაზებულმა დავხედე,ისევ იატაკზე ეგდო.
-რა გაუკეთე?-ღიმილით მკითხა თორნიკემ-გამაფრთხილე რომ შენი გაბრაზება არ ვცადო
-რამე ხომ არ დაგიშავა?-ნიკა ჩემთან მოვიდა,სახეზე ხელებს მისმევდა.-სისხლი მოგდის.
მის ხელს დავხედე სისხლიანი იყო.
-კარგად ვარ-ეხლა უფრო მეტად შემეშინდა ვიდრე მაშინ-უბრალოდ სახეში გამარტყა.-ავუხსენი რატომ მომდიოდა სისხლი სავარაუდოდ ცხვირიდან.
-ნინისთან წადი,თორნიკე გაგაცილებს-ირაკლიმ ხელი მომკიდა და სავარძლიდან ამაყენა-ჩვენ ამას მივხედავთ და მელე მოვალ შენთან.
-კარგი-თორკინეს გავყევი.
სწრაფად ჩამსვა ირაკლის მანქანაში და წავედით.
-ისე კარგად გიცემია-არც უცდია იმ ღიმილის დაფარვა რომელსაც სახიდან ვერ იშორებდა.-ნეტა ლუკას ენახე-ისევ იღიმებოდა.
-ხო კარგად ვცემე-მისი ღიმილი მეც გადმომედო-სახეში მაგრად მოვდე.
-ყოჩაღ-შემომხედა და გამიღიმა-სროლას მართლა აპირებდი?
-თუ საჭირო გახდებოდა კი.-ისევ გამეცინა.
-ეგრე უნდათ მაგათ-შემდეგ შეიგინა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.
-ჩემგან რა უნდოდათ?
-შენგან არაფერი-გზას უყურებდა და დასერიოზულდა.-მათ მხოლოდ ბავშვი უნდათ.-ისევ შეიგინა.-ჯანდაბა ვიღაც მოგვყვება.
უკან გავიხედე მართალი იყო.
-ისინი არიან?-გაბრაზებულმა ვკითხე.
თორნიკემ არ მიპასუხა.მობილური ამოიღო.სწრაფად აკრიფა ნომერი.
-ყველაფერი ცუდად არის-ყვიროდა-დამშვიდდი ჩემთან არის-შეიძლება ნინის ელაპარაკებოდა-შეშინებულს ნამდვილად არ ჰგავს-ღიმილით უთხრა.-ისე მაგარი დარტყმა აქვს.
მუცელი ძალიან ამტკივდა.ღრმად ვსუნთქავდი ,ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი.ტკივილი უფრო გაძლიერდა.
-ამის დრო არ არის პატარა-ბავშვს ველაპარაკებოდი.
-მოიცადე-თორნიკე ისევ მობილურზე ლაპარაკობდა-კარგად ხარ?-მე შემომხედა.
-მგონი დროა-მუცელზე მივანიშნე.
-ჯანდაბა-სიჩქარეს უმატა-შენმა შვილმა სწორი დროის შერჩევა არ იცის-ისევ მობილური ედო ყურზე მაგრამ მე მითხრა.მგონი-საავადმყოფოში მივდივართ-ამჯერად მე გადმომხედა-კი მივხედავ-გაუთიშა.
-ვის ელაპარაკე?
-ამის დრო არ არის-უკან გაიხედა-გამაგრდი.
მანქანა სწრაფად მოაბრუნდა.ტკივილმა უფრო იმატა ამიტომ მისთვის კიდევ ერთი შეკითხვის დასასმელად ნამდვილად არ მეცალა.

ნელ-ნელა ვითიშებოდი და ტკივილის შეგრძნებაც ქრებოდა.
მხოლოდ სიბნელე მახსოვს.
ის ისეთი სასიამოვნო იყო,უბრალოდ სიცარიელე.

დაბრუნება ძალიან მტკივნეული იყო,თითქოს რამდენიმე სართულის სიმაღლიდან გადმომაგდეს.ყველაფერი მტკიოდა. ყურში რაღაცის წრიპინის ხმა მესმოდა.
შევეცადე თვალები გამეხილა.თავიდან ვერაფერს ვხედავდი,მერე ყველაფერი გამოჩნდა.საავადმყოფოს თეთრი კედლები,წამლების სუნიც ვიგრძენი.
თავზე ირაკლი მედგა.გახარებული მიყურებდა.
-კარგად ხარ?-მშვიდად მითხრა.
მისთვის არაფერი მიპასუხია,მუცელზე დავიხედე.დიდი აღარ იყო.ოთახს მოვავლე თვალი და ვერ ვიპოვე.
-ბავშვი სად არის?-ხმა ჩახლეშილი მქონდა.-სად არის?-წამოვიყვირე.
-დამშვიდდი-ირაკლი მოვიდა და ხელი დამიჭირა-ის კარგად არის.
-მისი ნახვა მინდა-მაინც არ ვჩერდებოდი.
-აქ არ არის-მშვიდად მითხრა.
-სად არის?
-გოგონა უსაფრთხოდაა-ღიმილით მითხრა,ალაბათ ეგონა რომ ესე დამამშვიდებდა.
-გოგონა?
-ხო,გოგონა-თავზე ხელი გადამისვა-შენ როგორ ხარ?
-აქ რატომ არ არის?
-თორნიკეს როცა აქ მოყავდი....-ნელა დაიწყო მოყოლა-რაღაც მოხდა.
-რა?
-ავარიაში მოყევით-მშვიდად მითხრა-შენ უკვე რამდენიმე კვირაა გათიშული ხარ.
-ბავშვი?
-ის კარგად არის დამშვიდდი-ისევ გამიღიმა.
-თორნიკე?
-ცოტა დაშავდა მაგრამ უკვე კარგად არის.
-ჩემი შვილის ნახვა მინდა-მაინც არ ვეშვებოდი.
-აქ ვერ მოგიყვან,სახიფათოა.
-გთხოვ მითხარი სად არის?
-არ შემიძლია-პალატიდან გავიდა.
რამდენიმე წამში კი ექიმთან ერთად დაბრუნდა.
ირაკლიზე გავბრაზდი,მე ხომ ჩემი შვილის ნახვა მინდოდა?
საავადმყოფოში ჩემი ძმის გარდა არავინ მოსულა,მან მითხრა,რომ ეს სახიფათო იყო.
დღეები გადიოდა,ირაკლი არაფერს მეუბნებოდა.საერთოდ არაფერს.მე გაბრაზებული ვიყავი და აღარ ველაპარაკებოდი.
ერთი კვირის შემდეგ გამომწერეს.
ჩემი შვილი თითქმის 1 თვის იყო მაგრამ მე ერთხელაც არ მინახია.
ირაკლიმ სახლში წამიყვანა.ხმას არ მცემდა. საერთოდ არ აპირებდა ჩემთან რამეზე ლაპარაკს.რამდენიმე დღის შემდეგ როცა ისე გავბრაზდი რომ უკვე მის მოსაკლავადაც მზად ვიყავი, დალაპარაკება გადავწყვიტე.
-მასთან წამიყვანე.-დავუყვირე.
-ეს სახიფათოა-მანაც მიყვირა.
-მისი ნახვა მინდა-ისევ ვუყვირე-ჩემი შვილის ნახვა მინდა,ეხლავე წამიყვანე.
-უნდა დავრწმუნდე რომ ეს უსაფრთხო იქნება და მერე წაგიყვან-მკაცრად მითხრა.
-მასთან წამიყვანე-ირაკლის შეშინებულმა შემომხედა ალბათ გიჟს ვგავდი.-მასთან წამიყვანე-ისევ გავუმეორე.
-ბავშვს რამე რომ დაემართოს შენი ბრალი იქნება-მკაცრად გამაფრთხილა და სახლის კარი გააღო-წამოდი-დამიყვირა.
მას წავყევი.
მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.რომ წავედით ირაკლი სულ უკან იყურებოდა,ეგონა რომ ვინმე მოსდევდა.
-როგორია?-ცოტა დამშვიდებულმა ვკითხე.
-ელენე ლამაზი ბავშვია.
-ელენე?-მას გაბრაზებულმა შევხებე-ჩემს შვილს იმ გოგოს სახელი დაარქვი ვინც ბარში მოგწონდა?
-სახელი მე არ შემირჩევია-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
-რა?
-ძალიან ბევრი შეკითხვებია-ამოიხვნეშა-იქ რომ მიხვალ უკან ვეღარ დაბრუნდები.
-რატომ?
-შენ და შენს შვილს გეძებენ-მოკლედ ამიხსნა.-დარმუნებული ხარ რომ მთელი ცხოვრება დაიმალები?
-მე ჩემს შვილთან მინდა.
-კარგი-ამ დროის განმავლობაში პირველად გამიღიმა.-მოვედით.-მანქანიდან გადავიდა და მეც გადავყევი.
თვალებს არ ვუჯერებდი.დედას და მამას სახში მომიყვანა,იქ სადაც მე ლუკა წავიყვანე. ირგვლივ თეთრი თოვლი იდო.სახლის საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა.
-სახლში ვინ არის?-გაკვირვებულმა ვკითხე.
ირაკლი მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-მომენატრები პატარა დაიკო-შუბლზე მაკოცა.-როცა მოგენატრები დამირეკე-თვალები ცრემლებით აევსო-იმედია მალე გნახავ.-ისევ მანქანისკენ წავიდა.
-რატომ მიდიხარ?
-სახლში შედი-ღიმილით მითხრა-არ დაგავიწყდეს დამირეკე როცა მოგენატრები.
მანქანა დაძრა და წავიდა.
სახლის წინ გაშეშებული ვიდექი,არ ვიცოდი შევსულიყავი თუ არა.ბოლოს ფეხები ისე გამეყინა რომ ვეღარ ვგრძნობდი ამიტომ შესვლა გადავწყვიტე.
სუჩუმე იყო.ყველაფერი რაც მაშინ ლუკას სახლში ვნახე აქ იყო მოტანილი.
ბავშვს თავის საწოლში ეძინა.სახლში არავინ იყო,მაგრამ მაგიდაზე ცხელი ჩაით სავსე ჭიქა იდგა.
ბავშვთან მივედი და მძინარე ხელში ავიყვანე.ლუკასავით ღია ფერის გრძელი თმები ჰქონდა.ტირილი დაიწყო და თვალები გაახილა.
ცისფერი თვალები.
-ნუ გეშინია,დედიკო შენთან არის-შუბლზე ნაზად ვაკოცე.
გოგონამ ტირილი შეწყვიტა და თვალები ისევ დახუჭა.
ხელებში ნაზად ვარწევდი.
გარედან ხმაური შემომესმა.ვიღაც მოდიოდა.შეშინებული ვიყავი,ბავშვი უფრო ძლიერად მივიკარი.
კარი გაიღო.სახლში სიცივე შემოვარდა.
ვუყურებდი,მართლა ვუყურებდი.
ვგრძნობდი რომ კანკალი დამეწყო.
-დამშვიდდი-ჩუმად მითხრა-ბავშვი ჩააწვინე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მას დავუჯერე.
მოულოდნელად გაბრაზების ტალღამ დამიარა,მივხვდი რომ ამ ტალღას მხოლოდ ბავშვი აკავებდა,ეხლა კი თავისუფალი ვიყავი.
მასთან მივედი და მთელი ძალით სახეში გავარტყი.
-თორნიკე მართალი იყო-ხელი ლოყაზე მოისვა-მართლა ძლიერი დარტყმა მაქვს.
ის დღე გამახსენდა როცა მანქანაში ვიჯექით და გავრბოდით.მაშინ უნთხრა თორნიკემ ვიღაცას მობილურში რომ კარგი დარტყმა მაქვს.
ღმერთო როგორი დებილი ვიყავი,რატომ ვერ მივხვდი?.
ლუკას სახლიდან წამოსვლისას ირაკლიმ ბაღში შემიყვანა და მაიძულებდა რომ გავჩერებულიყავი.თვითონ კი გვერძე იხედებოდა და ვიღაცას ეძებდა.
ისევ სახეში გავარტყი.
-ყველამ იცოდა?-გაბრაზებულმა ვუთხარი.
არ მიდოდა დამეყვირა ბავშვს ეძინა.
-მხოლოდ შენმა ძმამ,ნიკამ და თორნიკემ-წყნარად მითხრა.
-როგორ შეგეძლო?-ისევ გაბრაზებული ვიყავი.
ჩემსკენ წამოვიდა,უნდოდა ხელი მოეკიდა მაგრამ უკან დავიხიე.
-დამშვიდდი.
-არ შემეხო-მკაცრად ვუთხარი.
ის მაინც წამოვიდა და ხელებით დამიჭირა რომ არ წავსულიყავი.
-ვერსად წახვალ-ღიმილით მითხრა-უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის.
-როგორ შეგეძლო?-ამჯერად ტირილით ვუთხარი.
ის მართლა აქ იყო.......ცოცხალი და არა მკვდარი.
-შენი ძმის აზრი იყო-ჩამეხუტა,მე ისევ ვტიროდი-როცა ბავშვზე მითხრა,სხვა გამოსავალი აღარ მქონდა,მარტო ვერ დაგტოვებდი.-მომშორდა და თვალებში მიყურებდა-შეიძლება გაკოცო? დიდი ხანია ამ დღეს ველოდები.
-მაშინ შენ იყავი ბაღში?
-კი-ისევ მიყურებდა-მაშინ პირველად გნახე გაბერილი მუცლით-გაეღიმა-ვნახე როგორ ელაპარაკებოდი მუცელს,შენთან მოსვლა მინდოდა მაგრამ ეს სახიფათო იყო.
-მეზიზღები-ტირილით ვუთხარი.
-ეს დავიმსახურე,მაგრამ არ გეზიზღები-მომიახლოვდა-შეიძება გაკოცო?
მასთან მივედი და მთელი ძალლით ვაკოცე.
ლუკა რეალური იყო.
-იცოდე კიდევ ერთხელ თუ მოკვდები-ისევ ტრიროდი-მართლა მოგკლავ.
-მიყვარხარ-ჩამეხუტა-მიყვარხარ.
ბავშვმა ტირილი დაიწყო.ლუკას მოვშორდი და მასთან მივედი.
უკვე ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის.
ესე სამუდამოდ შემეძლო დამალვა.



№1  offline წევრი Kiki )))

ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ ♥♥ ყველაფერი ძალიან კარგი იყო. მეე გაგრძელებაც მინდაა.. :(

 


№2  offline წევრი nini :)

vaime ra kargi iyooooo.... dzalian momewonaaaa

auuh dzalian momewona kargi iyoooo.....

 


№3  offline წევრი Ninuca)

ვაიმე მაგარი იყო <3

 


№4  offline წევრი Hela

აუ რა კაი იყოიო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent