შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით (1)


29-08-2016, 19:01
ნანახია 2 798

***
-აი, პროსტა ისე მაინტერესებს როგორი საცოლე ჰყავს ზაზუკას ღამე არ მიძინია,-თქვა ლიკუნამ.
-მეც მაინტერესებს ვაფშე ლელას აზრი სარძლოზე. დედისერთაა მაინც და გადაყოლილი იყო პროსტა ქალი შვილზე,-დაამატა კატომ.
-თან ლელაჩკა მაგარი ფოე-ფოე ვინმეა,-გაიცინა ლიკუნამ,-აუ, კატო მაგრად დავიღალე. ვჭამოთ რა რამე..
-მოდი, აქ დავსხდეთ,-მიუთითა კატომ კაფისკენ და სავარძელში ჩახტა. ძალიან დაიღალნენ დილიდან დადიოდნენ სავაჭრო ცენტრში, რომ საღამოსთვის რამე შეეძინათ.

მათ ბავშვობის მეგობარს მოჰყავდა ცოლი, რომელსაც სამეგობროში არავინ იცნობდა. 6 წელი ზაზა (მოფერებით „ზაზუკა“) რიგაში იყო წასული სასწავლებლად და სწორედ იქ გაიცნო მისი საცოლე. ერთი სამეგობრო იყო, რომელიც 6 წლიდან ერთმანეთის გარეშე არ ატარებდა. ზამთარ-ზაფხულ ყველგან ერთად დადიოდნენ. სტუდენტობის წლებმა კი ვირტუალურ მეგობრებად აქცია ისინი. ზოგმა საზღვარგარეთ ჩააბარა, ზოგმა კი-თბილისში. მაგრამ ურთიერთობას მაინც არ წყვეტდნენ და ისევ ინარჩუნებდნენ.

-აუ, კატო სალონში დამტოვებ?
-ლიკუ, რა დონეზე იპრანჭები პროსტა,-გაეცინა კატოს,-ვის ეპრანჭები იქ?
-კაი გოგო ვის უნდა გავეპრანჭო?!-შეიცხადა ლიკუნამ.
-რავიცი.. რავიცი..-სასხვათაშორისოდ თქვა კატომ.
-აუ.. იქნება?
-კი, უეჭველი.
-რა იცი ესეთი დარწმუნებული რომ ხარ?-დაეჭვდა ლიკუნა.
-კაი, გოგო სწავლას ეგ მორჩა და ყველაფერს.
-რომ არ გაგვიგია ჩვენებისგან ჩამოსვლის ამბავი?
-კაი, არ გახსოვს? თუ უნდოდა ვიგებდით, თუ არ უნდოდა არ ვიგებდით..-უთხრა კატომ და ყავა დალია.
-ნუ, ეგ მართალია.
-ხო, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ძმაკაცს არ გაუტეხავდა და სადაც ყველა ვიქნებით ეგეც იქნება რა.
-ხოდა, არ მაინტერესებს! დიდიხანია მოვრჩით ჩვენ უაზრო ურთიერთობებს..!-თქვა ლიკუნამ და კაფის გვერდზე მაღაზიას გახედა,-გოგო, ნახე რაღაც კარგი კაბა ჩანს, არა?
-მიდი, შედი შენ და გადავიხდი ბარემ,-უთხრა კატომ და წამოდგა ფეხზე. სალაროსთან რამდენიმე ადამიანი იდგა. კატოც ჩაძვრა ტელეფონში და ათვალიერებდა სურათებს. რამდენიმე ძალიან მოეწონა, რაც გადაიღეს დღეს ერთად კატომ და ლიკუნამ. შუა სურათების თვალიერებაში იყო რომ რაღაც ძალიან ცივი იგრძნო. ერთიანად გააცია და შეაჟრჟოლა.

-აუ..!-დაიყვირა კატომ და უკან გახტა,-კარგი რა!
-უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყავი არ დაგემართებოდა!-შეუღრინა ბიჭმა.
-კიდე მე?-გაიოცა კატომ.-მაისური ხო დამისვარე ამ შენი რაღაც ესენციებით გაჯერებული წვენით,სახეც გაწუწული მაქვს და ამას პლუს ტელეფონიც გამიფუჭე!
-მართლა? ლამის კისერზე მეჯექი ისე ახლოს იდექი..-არ თმობდა ბიჭი.
-რა უნამუსობაა!
-შემდეგში ყურადღებით იყავი! ახლა კი გამატარე,-უთხრა ბიჭმა და გაიწია.
-დეგენერატი..-ჩაიბურტყუნა კატომ.
-ზრდილობასთან პრობლემებში ხარ?-შემოტრიალდა ბიჭი მისკენ.
-შენნაირებთან ზრდილობა არ ჭრის!-უპასუხა კატომ. აენთო ბიჭს თვალები და დაინახა, როგორ დაეძარღვა კისერი. ბიჭმა კარგად აათვალიერა, ცინიკურად ჩაიცინა და უთხრა:
-ჩემს ზრდილობას უთხარი მადლობა, თორემ ეგ ორი ცალი ბურთი საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება,-უთხრა და გატრიალდა.
-უზრდელი! იდიოტი!-აჯაჯღანდა კატო და სასწრაფოდ შევარდა მაღაზიაში. პირველი რაც ხელში მოხვდა მაისური აიღო და სალაროსთან მივიდა, სადაც ლიკუნა უკვე იდგა და ყიდულობდა შერჩეულ კაბას.
-რა გჭირს გოგო? რას გავხარ!
-ფორთოხლის წვენი გადავისხი თავზე, რომ უფრო გემრიელი ვყოფილიყავი!
-რა გინდა რას იღრინები, ვერ ხარ შენ!-გაეცინა ლიკუნას.
-პროსტა რას ვგავარ შემომხედე, რა. ვიღაც კრეტინი დამეჯახა, გადამავლო წვენი თავზე და შემომხედე პროსტა!დაჟე, ბოდიშიც არ მომიხადა. გამომიცხადა შენი ბრალიაო.. გაუთლელი ხეპრე!-მაისურზე დაიხედა კატომ.
-აუ, რა ლიფი გაცვია?
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ?-უფრო მეტად გაბრაზდა კატო.
-აუ, დედას ვფიცავარ ისეთი დაყენებული მკერდი გაქვს იმენა პამელას შეშურდებოდა,-გაეცინა ლიკუნას.
-აფრენ, რა..!-გაეცინა კატოსაც,-კაი, წამო გამოვიცვალო ეს ზედა და ტელეფონი წავიღო გასაკეთებლად. წვენია ჩასული და ეკრანი გაეთიშა.
-აუ, მართლა? იმენა არქივია ეგ ტელეფონი. სახეს დავიხოკავ ეგ რო მოკვდეს!-წუწუნით გაჰყვა ლიკუნა კატოს.

პარკინგზე გავიდნენ. კატო კიდე ჯუჯღუნებდა, ლიკუნა კი დასცინოდა. ნერვებმოშლილი კატო ისე გადავიდა მოპირდაპირე მხარეს არც გაუხეავს გვერდზე.

-კატო!-შეჰყვირა ლიკუნამ და პარკები ხელიდან გაუვარდა. ცივმა
ოფლმა დაასხა და გაშეშებულმა ძლივს გაახილა თვალები. მის წინ ისევ ის ძარღვებდაჭიმული, წვენის „გადამსხმელი“ ბიჭი იდგა.
-შენ ნორმალური ხარ?-დაიღრიალა ბიჭმა და გადმოხტა მანქანიდან. კატო ერთიანად კანკალებდა. ბიჭის დანახვაზე მაშინვე წამოენთო:
-რას მედები ფეხებში მთელი დღეა?!
-კიდე მე გედები? საბურავებში შემივარდი ლამის!
-შენ მანქანის ტარება არ იცოდე კიდე ჩემი ბრალია?
-შენ გვერდზე არ იყურებოდე რა ჩემი ბრალია?
-არ იცი, რომ არ უნდა გამოვარდე გიჟივით?
-გვერდზე გამოგეხედა და დაინახავდი, ნორმალური სიჩქარით მოვდიოდი და გიჟივით აღარ გადამირბენდი!-დაიყვირა ბიჭმა.
-ბიჭო, დამშვიდდი რა გაღრიალებს.-გადმოვიდა მეორე ბიჭი მანქანიდან,-კარგად ხარ?-ჰკითხა კატოს.
-ამისნაირი ავადმყოფები, რომ არსებობენ და ვსუნთქავ კიდევ კარგად ვარ!-ცივად უპასუხა კატომ და წავიდა მანქანისკენ,-წამოდი, ლიკა!
-თხა!-მიაძახა ბიჭმა.
-გაუთლელი ქაჯი!-ვალში არ დარჩა კატო. სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა, ერთი კარგად ამოისუნთქა და სარკეში ჩაიხედა. ძალიან ალერგიული იყო და ყოველ ნერვიულობაზე გულმკერდი უწითლდებოდა, უარეს შემთხვევაში სახეზე და ხელებზე გადასდიოდა სიწითლე. სახე მთლიანად აწითლებული გქონდა და გახშირებულად სუნთქავდა.

-დედა, რა იყო ეს ა?-თქვა ლიკუნამ.
-ავადმყოფი! ქაჯი..გამოუსვლელი დეგენერატი!
-გალანძღე და ისეთი ბიჭი იყო...
-ლიკა!-გაბრაზდა კატო,-ტიპმა ის არ იკმარა მაისური რომ გამიფუჭა და ტელეფონი, გამწუწა წვენით და ბოლოს კინაღამ მანქანით გადამიარა და კიდე კარგი ბიჭია?! ან სახეზე გაწერია კარგი კი არა, საოცრება!
-მართლა საოცრება იყო, კატო! როგორი მხარბეჭი ჰქონდა, მწვანე თვალები, სწორი ცხვირი და უთხელესი ტუჩები. კბილები ვერ დავინახე,-გაეცინა ლიკუნას,-აი, ის მეორე საოცრება კი არა მოსიარულე ჟურნალის ბიჭი იყო!
-შენც კაი ავადმყოფი ხარ, დაქალი კინაღამ ხელიდან გამოგეცალა და დამნაშავეს და მის „პაძელნიკს“ ათვალიერებდი?!-აღშფოთდა კატო.
-აუ, კაი რა... ჩემ ადგილას შენც ეგრე იზამდი..!
-ნერვებს მიშლი უკვე..!-უთხრა გაბრაზებულმა კატომ და მანქანა დაქოქა.


საღამომდე გაბრაზებული და ნერვებმოშლილი დადიოდა კატო. გადაივლო წყალი, მოწესრიგდა და ჩაცმას შეუდგა. მაღალ წელიანი შავი შარვალი და თეთრი პერანგი („საროჩკა“) ჩაიცვა, რომელიც სხვადასხვა ფერადი თვლებით იყო გაფორმებული. თმები მაღლა აიწია და ცხენის კუდი გაიკეთა. სადა მაკიაჟი ღია ფერებში, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცელი და კატო უკვე მზად იყო. ახლა ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ლიკუნა მომზადებულიყო დროულად. იცოდა მთელმა სამეგობრომ, რომ როცა ლიკუნას ეტყოდი 7 საათს აუცილებლად მივიდოდა 9ის ნახევარზე. ამიტომ, ლიკუნასთვის 6 საათზე მოიპატიჟა სახლში ზაზუკამ მეგობრები.

დიდხანს იპრანჭებოდა ლიკუნა სარკის წინ და ვერ გადაეწყვიტა რა ჩაეცვა. ვაი და გუკა ყოფილიყო ხომ უნდა ყოფილიყო თვალის მომჭრელი? არა, ლიკუნა ყოველთვის ეგრე გამოიყურებოდა, მაგრამ 2 წელია არ უნახავს „ყოფილი“ და შესაბამისად უნდოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც ლამაზად ყოფილიყო. გუკასა და ლიკუნას ისტორია დაახლოებით პირველი კლასიდან იწყებოდა. ალბათ, ამ ურთიერთობას არც მეგობრობას ეძახდნენ მაშინ და არც შეყვარებულობანას თამაშს. ეს ერთზე მეტი იყო და მეორეზე ნაკლები.. ეს ბავშვობის სიყვარული იყო, რომელიც შეჩვევაში გადაიზარდა. ის, რომ გუკას ლიკუნასთვის აუცილებლად თმები უნდა დაეწიწკნა, რომ მერე ბოდიში მოეხადა და ჩახუტებოდა, გაზაფხულზე პირველი ია, აუცილებლად, ლიკუნასთვის რომ უნდა მიეცა, ლიკუნა რომ ყოველთვის უნდა გაპრანჭვოდა გუკას და ებრწყინა მის გვერდზე, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისიც ჩვეულებრივი ამბავი იყო, გუკას მიკითხვები, მოულოდნელი „მომენატრე“, „მჭირდები“. და როდის დამთავრდა მათი გაურკვევლად გარკვეული ურთიერთობა? აი, მაშინ გუკამ კიევის უნივერსიტეტში რომ ჩააბარა და მამამისთან გადავიდა საცხოვრებლად. არა, თავიდან პირველი ორი წელი კონტაქტობდნენ, მაგრამ ის ურთიერთობა აღარ იყო, რაც აქამდე ჰქონდათ. ეს ორივემ კარგად იცოდა, რომ ის ის „არ“ იყო, მაგრამ შეჩვევა მძიმე რაღაცაა. რომ ეჩვევი, როგორც არ უნდა ამტკიცო მარტივად ვერ გადაეჩვევი. ახლაც, შეჩვეული იყო ლიკუნა, რომ აუცილებლად უნდა ეკაშკაშა! და ასეც იყო.. სალონში დაივარცხნა თმა, სადა მაკიაჟი გაიკეთა, შავი მოკლე სადა კაბა ჩაიცვა, რომელიც ყელსაბამითა და საყურით გააფორმა. ასევე, საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ დაგვავიწყდეს და მზად იყო ლიკუნა გუკასთან შესახვედრად, რომელიც არ იცოდა შედგებოდა დღეს თუ არა! ჩაპაკუნდა ხმაურიანად სადარბაზოში და ჰაეროვნად ჩაჯდა კატოსთან.

-შენ გუკა ხო არ გგონივარ ასე, რომ ჩამიფარფატდი მანქანაში?-გაეცინა კატოს.
-შენ ის ბიჭი ხო არ გგონივარ რო დამიწყე დაკბენა?-ნიშნისმოგებით გახდა კატოს ლიკუნამ და ღვედი შეიკრა.
-ვაიმე, ლიკუნა ლაბაძე უმძიმესი შემთხვევა ხარ!-გაუფუჭდა ხასიათი კატოს.
-რასაც დასთეს იმას მოიმკი! რა შუაშია, მაგრამ მაინც..-გაიცინა ლიკუნამ და სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი.

ზაზუკა ამაღლობელი წყნეთში ცხოვრობდა კერძო სახლში თავისი პატარა ოჯახით, რომელიც შემოიფარგლებოდა დედა ლელა და მამა გიათი. დედისერთა განებივრებული ბიჭი იყო ზაზუკა, რომელსაც არაფერი მოაკლეს მშობლებმა. მაღალი, ღია ფერის თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა ამაღლობელს. ლიკუნა, კატო, ზაზუკა, გუკა და ნოდო, რომელიც შემოეგებათ გოგოებს ერთი სამეგობრო იყო.

-ვა, ჩემი ლია და ეკა რა ლამაზები არიან,ტო!
-აუ, ნოდარი რა გთხოვე?!-დაიწუწუნა ლიკუნამ.
-ე, ბიჭო მე რას მთხოვ შენ მშობლებს მოთხოვე ლია რომ დაგარქვეს!-გაეცინა ნოდოს.
-ისე მაგარი სამეგობრო ვართ,-გაეცინა კატოს,- ლია, ეკა, ნოდარი, ზაზა და გურამი.
-იმენა, ლატარიაში მოვიგეთ ერთმანეთი,-ახარხარდა ნოდო.
-მოვიდა სარძლო?-ინტერესიანი მზერა მოავლო სახლს ლიკუნამ.
-არა, გზაშია. წამო, ჩვენები იქეთ არიან.-უთხრა ნოდომ და ჩაკიდა ხელი გოგოებს და ეს ქუსლებზე ასული გოგოები სულ კისრისტეხვით გაარბენინა.
-ჩემი ცხოვრებები!-კინაღამ შემოაჭყლიტა გოგოები ზაზუკას.
-ზაზუუუუუუუუუ, ისე მომენატრე შე ვირო!-მოესიყვარულა ლიკუნა ზაზას.
-სად გყავს ცოლი? აღარ მოგყვება?-სიცილით უთხრა კატომ.
-ჰა-ჰა-ჰა, ნუ ხუმრობ ეგრე..! გზაშია, გუკას მოჰყვებიან.
-მრავლობითში რატო?
-მაგის ძმა და ნათესაობა. ვნიშნავ ქალბატონო, ვნიშნავ გოგოშკას!
-აუ, წავედი მე ლელაჩკასთან. სად მაქვს ამის ნერვები,-დაიწუწუნა ტრადიციულად ლიკუნამ და სახლისკენ წავიდა. სახლში მოფუსფუსე ლელა ნახა და გემრიელად ჩაკოცნა მონატრებული დედობილი.
-ესეიგი, რაც ზაზა წასულია ათასში ერთხელ გამომივლით ხოლმე რა!
-კაი, ლელჩიკ რა.. ხო იცი სიყვარული არ ქრება. ჩვენი ფუმფულა გოგო ხარ შენ ხო იცი?..!
-ეგ ენა, რომ არ გქონდეს ლიკუნა რა გეშველებოდა?ჩემი ლამაზი გოგო.. არ თხოვდები?
-არ მეძლევიან კაცები და რა ვქნა?-გაიცინა ლიკუნამ.
-დროა უკვე, დრო! აგერ თქვენ სამეგობროში გუკამ გახსნა სეზონი და კი მიჰყვა ზაზაც. ახლა გოგოებმაც ქენით რამე..
-რა თქვი....?-ენა დაება ლიკუნას.
-ჰო, არ იცი? ცოლი მოიყვანა. დღეს გავიცნობთ იმ გოგოსაც.
-მართლა? არ ვიცოდი.. მივულოცავ, რომ მოვა..-სწრაფად თქვა ლიკუნამ და გავარდა სახლიდან. ეზოში მოხარხარე მეგობრებთან მივიდა და სასწრაფოდ გამოიყვანა კატო.
-გუკამ რო ცოლი მოიყვანა იცოდი?
-კაი?! ღადაობ ხო?!-შუბლზე აუვიდა თვალები კატოს.
-იცოდნენ ამათმა?-თვალებით ანიშნა ბიჭებზე.
-ეცოდინებოდათ, უეჭველი.. წამოდი!-გაბრაზდა კატო და ნოდოსთან მივიდა,-გუკას ცოლს იცნობ?
-ისა...-დაიბნა ნოდო,-კი.. საიდან?
-რა საიდან? რატო დაგვიმალეთ?!
-აუ, რავი ტო.. მეგონა, რომ არ გესიამოვნებოდათ ხომ ხვდებით, არა?-დარცხვენილმა თქვა ნოდომ.
-არ მესიამოვნებოდა, რა?! მაგ ადამიანთან ვმეგობრობ და თქვენი საქმე არაა ჩვენი ურთიერთობა! რა სირცხვილია... არც მიგვილოცია...-ემოციებს ვერ მალავდა ლიკუნა.
-თუ გიყვარვარ მერე მეჩხუბე, რა... მოვიდნენ..-თქვა ნოდომ და ახმაურებულ შემოსასვლელს გახედა. გუკა ქერა გოგოსთან ერთად მოუძღვებოდა რამდენიმე გოგო-ბიჭს.
-რა შხვართაა..-თქვა ლიკუნამ.
-არც შენ აკლებ!-უთხრა კატომ.
-ყველა მოდით აქ!-ეზოს ცენტრში დადგა ზაზუკა ლამაზ შავგრემან გოგოსთან ერთად. საიდანღაც ეცნობოდა კატოს, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.-მინდა, ყველას გაგაცნოთ ჩემი საცოლე ანი ნაკაშიძე. ანის ოჯახიც ამოვა და დავნიშნავ ჩემ გოგოს! მანამდე გაიცანით და არ შემარცხვინოთ,-გახედა გოგოებს ზაზამ.

-ანი, ესენი ჩემი დები არიან. ჩათვალე ორი მული გეყოლება,-გაიცინა ზაზუკამ,-ლიკუნა და კატო. სწერვობა ამათი მოგონილია.
-ანი, არ მოუსმინო! ბოდავს ეს რაღაცას.სასიამოვნოა! ისე გამიხარდა შენი გაცნობა.. -უთხრა კატომ და გადაკოცნა ანი. ლიკუნაც ასე მოიქცა.
-ზაზ, გეხვეწები რეზის აუხსენი სად მოვიდნენ..-უთხრა ანიმ ზაზუკას და მიაწოდა ტელეფონი. შემდეგ კი გოგოებს მიმართა,- ჩემი ძმა და მშობლები ამოდიან.
-ერთი ძმა გყავს?-ინტერესით იკითხა ლიკუნამ და ცდილობდა გუკასკენ არ გაეხედა.
-ხო.. ერთია და ისეთია მგონი 100-ს უდრის,-გაიცინა ანიმ.
-ანუ, კარგად გაუგებენ ზაზუკა და შენი ძმა ერთმანეთს,-გაიცინა კატომ.
-კი. რიგაში ჩამოდიოდა ხოლმე ჩემი ძმა და დამეგობრდნენ. ისე მეგობრობენ ზოგჯერ ვეჭვიანობ ხოლმე.
-ჩვენც ვიმეგობროთ და ზაზუკამაც იეჭვიანოს!-გაიცინეს გოგოებმა. სიგნალების ხმა გაისმა, რომელიც ქუჩას იკლებდა.
-უეჭველია, ჩემი დეიდაშვილია..-თქვა ანიმ,-აი, ჩემი ძმა ხოა უხასიათო ეს ისეთი ჭკუამხიარულია, რომ ცა და დედამიწა არიან ერთმანეთთან.

წამში სიბრაზემ გადაკრა სახეზე. აფორიაქდა და ანერვიულდა.
იგრძნო რაღაც, მაგრამ ეს არც გაბრაზებას გავდა არც ამ კლასის რომელიმე გრძნობას.

-ბედი მაგრად გეღადავება, ხო?-არანაკლებ გაშტერებულმა იკითხა ლიკუნამ.
-შეიძლება გავაფრინო ეს თუ ანის ძმაა!
-აზრი?! ძმა ან დეიდაშვილი იქნება..-მიუგო ლიკუნამ. ყველა მაგიდას მიუსხდა. ზაზუკამ ანი დანიშნა ბეჭედიც გაუკეთა. ნოდომ გული მიჩუყს ამ ბედნიერების მოაზიარე რო ვარ და სასწრაფოდ გადაკრა რამდნეიმე ჭიქა. ლიკუნა გუკას არიდებდა თავს; კატო კი ანის ძმას, რომელიც დღევანდელი დღის გმირი აღმოჩნდა.


-შენ თავს ვფიცავარ კუბიდონის თემაა,-ჩაიცინა დათუნამ.
-გაჩერდი, ტო.. ამას აქ რაღა უნდა..-უთხრა რეზიმ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია კატოსთვის.
-არა, შენ თავს ვფიცავარ მართლა მაგარი გოგოა და თუ ბედი გეთამაშება აყევი, რა..
-კაი, ტო.. რა ფსიხია ვერ ნახე დღეს?
-მოარჯულებ,-თვალი ჩაუკრა დათუნამ რეზის.
-მოვარჯულებ კი არა გაპუტვა მინდა!
-შენ არ ამბობდი მაგარი მკერდი აქვსო?
-კი, ტო..-ჩაიცინა რეზიმ,-მკერდი აქვს სასწაული..
-არა, აშკარად ბედია რა.. ერთ დღეში მესამედ?! იმენა, ზემოთაა თქვენი ამბავი დაწერილი,-გაიცინა დათუნამ.
-მორჩი ღადაობას,-შეუღრინა რეზიმ.


-პროსტა ძაან შოკში თუ არ ვიყო მე არ ვიყო ლიკუნა ლაბაძე ლაშას ასული!
-ისეთი გამწარებული ვარ ზაზუკას როგორ ჩავამწარო დღევანდელი დღე?!
-გაგიჟდი? პირიქით! ზაზუკას ცოლის ძმაა და ხშირად ნახავ და დალაგდი ეხლა ცოტა. და მერე ტკბილ მოგონებებში დალიეთ დღევანდელი დღის სადღეგრძელო, „სვით მემორის“ და რამე...-გაიცინა ლიკუნამ.
-შეიძლება ყველაფერს ოხუნჯობით უყურებდე?!
-შენ რო არ უყურებ ხო გაქვს ნერვები მწყობრში!-წაკბინა ლიკუნამ.
-გამარჯობა, გოგოებო. როგორ ხართ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?-გაინაზა ლიკუნა დათუნასთან.
-მე დათუნა ვარ, ანის დეიდაშვილი. დღეს კი შევხვდით ერთმანეთს ცოტა უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ არაუშავს.
-ჰო, ნამვილად უხერხული იყო,-გაიცინა ლიკამ,-მე ლიკუნა და ეს კატოა.
-დაზარალებულს ვახლავარ,-გაიცინა დათუნამ. კატომაც გაუღიმა და დაგტოვებთო და გაშორდა იქაურობას.
-ბედის ამბავია, არა?-ჰკითხა დათუნამ ლიკუნას.
-ჰო, ნამდვილად. მეც მაგას ვეუბნებოდი ცაშია დაწერილი-მეთქი,-გაიცინა ლიკუნამ.
-როგორც გავიგე ბავშვობის მეგობრები ხართ ხო?
-კი, ჩვენ მოვდივართ 1 კლასიდან. იმენა და-ძმები ვართ. ანის ორი მული ეყოლება ჩვენი სახით.
-ორი ულამაზესი მული,-უთხრა დათუნამ და გაუღიმა. ლიკუნა გაწითლდა.
-ლიკა, როგორ ხარ?- ესიამოვნა კომპლიმენტი, მაგრამ გუკას ხმამ გამოაფხიზლა.
-კარგად, გურამჩიკ შენ?
-მეც, კარგად. გამარჯობა,-მიესალმა გუკა დათუნას.
-ჰო, მართლა.. გილოცავ დაოჯახებას.. არ ვიცოდით თორემ მე და კატო მაშინვე მოგილოცავდით..
-მადლობა დიდი.. მალე მამაც გავხდები..-გაიღიმა გუკამ
-მართლა? რა კარგია!-გაიკრიჭა ლიკუნა.
-შენ რას შვები?
-არაფერს, მეც ვთხოვდები,-თქვა ლიკუნამ და ხელკავი გამოსდო დათუნას.
-უი, მართლა? გილოცავთ.. ძალიან გამიხარდა.. დიდიხანია ხვდებით ერთმანეთს?
-ორი წელია.-ჩქარა თქვა ლიკუნამ და მხარზე თავი ჩამოადო დათუნას.
-რა კარგია.. აბა, კი არის დრო. მე და ვიკა 1 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ბოლოს დავაგვირგივნეთ..
-2 წელი ასეთი გოგოსთვის ცოტა მეზედმეტება. ისეთია ლიკუნა მაშინვე ხელი უნდა მოჰკიდო და წაიყვანო თან.. უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ რომ შეყავრებულობის პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა..-თქვა დათუნამ.
-ძალიან კარგი. მიხარია.. ბედნიერებას გისურვებთ.. აქეთ ვართ და გამოგვიარეთ რა..-უთხრა გუკამ და დაემშვიდობა. ლიკუნამაც ერთი ამოისუნთქა და დათუნას უთხრა;
-სერიოზულ ვალში ვარ შენთან!
-ვალს გადახდა უნდა ხო იცი?-ტუჩის კუთხე ჩატეხა დათუნამ.
-კი, ვიცი..! დიდი მადლობა. რა ვქნა?
-ჯერ არაფერი.. მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ ვალს,-უთხრა დათუნამ და თვალი ჩაუკრა ლიკუნას.

კატო თავისთვის იჯდა და შავ ღვინოს წრუპავდა. უყურებდა ანის და ზაზუკას და უხაროდა მეგობრის ბედნიერება.. კარგი გოგო აღმოჩნდა ანი ძალიან.. უბრალო, უშუალო, სასიამოვნო.. აუცილებლად, დამეგობრდებოდნენ.
-როგორი წყნარი ხარ.-უთხრა რეზიმ და გვერდზე მიუჯდა კატოს. კატომ უბრალოდ ცინიკურად ჩაიღიმა თავისთვის.
-ლაპარაკს ვერ გასწრებდი დღეს და ეხლა აღარ იღებ ხმას?!-არ ეშვებოდა რეზი.
-არ მინდა და არ გელაპარაკები.
-რაო, გაიბუტე გოგონი?
-სახელი მაქვს სხვათაშორის..-ცივად უთხრა კატომ.
-კი, ვიცი რაც გქვია. შეგეფერება ნამდვილად,-ჩაიცინა რეზიმ.
-ხო? შენ არ შეგეფერება..
-მართლა? არადა, გოგოები გიჟდებიან ჩემს სახელზე.. თანამედროვე და ძველებურია ერთადო..
-გატყუებენ.
-ისე, არ გიხდება ეს პერანგი.
-ბატონო?!-გამოტრიალდა კატო მისკენ. ტანსაცმელი კატოს სუსტი წერტილი იყო. გულდასმით არჩევდა და ყიდულობდა ყველაფერს დღევანდელს თუ არ ჩავთვლით.
-ჰო, შენი სიმდიდრეები არ ჩანს და ტეხავს მარგად..-ცინიკურად უთხრა რეზიმ.
-ვისთვისაც საჭიროა იმისთვის ჩანს!-უთხრა გაბრაზებულმა და წამოდგა.
-ისე კატო!-დაუძახა და შედარებით ხმამაღლა უთხრა,-უკანაც მშვენიერი მკვრივი სიმდიდრეები გქონია!-ერთი წამით კატო გაშეშდა, მაგრამ გამოფხიზლდა და ღვინიანი ჭიქით კურტუმოს ქნევით მიუახლოვდა რეზის. ძალიან ახლოს მიიწია მასთან. ტუჩები ყურთან შეახო. ცოტაც და რეზი გაითიშებოდა. ჰაეროვნად აკოცა ყურის ბიბილოზე რეზის და ჩასჩურჩულა:
-რეზი, ჩემს სიმდიდრეებს შენ ვერასოდეს შეეხები და ჩემს თვალიერებას ჯობია შენს არმანის პერანგს მიხედო, რომელშიც ასე საოცრად იწონებ თავს!-უთხრა და შავი ღვინო მკერდთან ნელ-ნელა ჩაუღვარა. რეზი რომ გონს მოვიდა კატო იქ აღარ იყო, ანისა და მის მშობლებს ელაპარაკებოდა. რეზი კი შავ ღვინოში, როგორც ალუბალი ისე ბანაობდა.



№1  offline წევრი ani2001

Dzaan kaiaa gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent