სიყვარული თუ "ხალხმა რამე არ თქვას" თავი 1
ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ის ჩვენს ოჯახში მოვიდა. ალბათ 3 თვისაც არ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა მე მაშინდელი არაფერი მახსოვს პატარ-პატარა ფრაგმენტების გარდა, ამიტომ ახლა ჩემს თავზე ესეც რომ ვიცი მისი დამსახურებაა. იზაბელა ერთი ლამაზი ჩამოსხმული, სრული ტანის ქალბატონი გახლდათ. მის სურათებს ახლაც კი ვინახავ. შავკანიანი ძალიან ლამაზი გარეგნობის, კუპრივით შავი თმითა და ცისფერი თვალებით. მენანებოდა კიდეც რომ ამდენი რამის გადატანა უწევდა. ის ხომ რასისტი თერკანიანების გვერდით იზრდებოდა (თუ მათ შორის აღმართულ მყარ კედელს არ ჩავთვლით, რომელიც თეთრკანიანებმა ააგეს იმის დასანახად რომ შავკანიანები ვერასდროს გაუტოლდებოდნენ მათ). მე ამასთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტები გამაჩნდა რომელსაც მხოლოდ იზაბელას ვეუბნებოდი, რადგან ვერ ვბედავდი დედასთვის გამემხილა ჩემი ფიქრები, ვიცოდი შავ დღეს დამაყრიდა. იზაბელა კი მუდამ მეუბნებოდა "- ერთხელაც გაიზრდები ჩემო გოგო. გაიზრდები, გათხოვდები და შენც გეყოლება სახლში შავკანიანი მოსამსახურე. მას ცუდად ნუ მოექცევი. დანარჩენად კი დინებას მიჰყევი. ნუ გააპროტესტებ ამ ყველაფერს ხმამაღლა, მაინც ვერაფერს გახდები და ტყუილად შენს მშობლებსაც გააუბედურებ და თავსაც გაიუბედურებ." ეს სიტყვები თითქოს დევიზად დიდხანს მქონდა გულში ჩადებული და მკაცრადაც ვიცავდი მას მაგრამ ერთხელაც ყელში ამოვიდა. იზაბელა სტივენი : " 20 აპრილი ოჰჰ დღიურო.. ახლა ჩემი ჯერია! ახლა მე უნდა ვიქცე მონად. ნეტავ ასეთი ბედი რატომ მარგუნა ღმერთმა?! რა დააშავეს ასეთი ჩემმა წინაპრებმა? ასე უღირსად გვექცევიან.. აგერ დედაჩემი! თითქმის ყოველ ღამე ტირის, ან თუ არ ტირის მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან დაღლილია და ამისი თავი არ აქვს. მეც ასე უნდა ვიყო? მეც ასე დავითრგუნები და დარდს გულში ჩავიკლავ? ეს რომ არ გავაკეთო რას მიზამენ? აააჰჰ... ჰოო... ციხეში ჩამსვამენ. რაიმეს მოპარვას დამაბრალებენ ან ძალით დაუშავებენ თავს რაღაცას და ამას დამწამებენ. ასეთი არაერთი შემთხვევა მინახავს. გასაქანი არ მაქვს.. მხოლოდ მოსამსახურედ ან შავი სამუშაოს შესასრულებლად გამოვდგები ყველგან. ძალიან ცუდია! ერთხელაც ვინმეს მოეთხოვება ამის გამო პასუხი. ერთხელაც გამოვა ვინმე და იტყვის ყველა შავკანიანის სათქმელს ხმამაღლა. დარწმუნებული ვარ უკან არც ჩვენ დავიხევთ და არც ისინი და მერე რაც მოხდება ამაზე ფიქრიც კი არ მინდა... ან მოვიგებთ. ან სამუდამოდ გამოვიდევნებით ამერიკიდან. ამ ბრძოლას კი ბევრის სიცოცხლეც კი შეეწირება. უფრო მეტად კი შავკანიანების! " *** - გამარჯობა მემ! - გამარჯობა ... - აა.. ჰმ.. იზაბელა! - გავაცანი თავი სახლის მეპატრონეს. - დაჯექი და რამდენიმე საკითხი განვიხილოთ. - მედიდურად წარმოთქვა სარამ და სავარძელზე მიმითითა. აშკარად არ სიამოვნებდა რომ ამის გაკეთება უწევდა, მაგრამ ფეხზე მდგომები ვერ ვილაპარაკებდით. - დიახ მემ. - იზაბელა მუშაობის გამოცდილება როგორც ვიცი არ გაქვს. საჭმელების მომზადება იცი? - დიახ მემ, ყველაფრის. - აჰა, კარგია. ბავშვთან შეხება გქონია? - დიახ მემ, ჩემი ძმა რომელიც ახლა 8 წლისაა თითქმის მე გავზარდე. - მოკლედ, იზაბელა, - მივხვდი რომ ჩქარობდა - დღესვე, ახლავე მინდა დაიწყო აქ მუშაობა. ყოველ დღე მოხვალ ხოლმე შაბათის გარდა. შენს მოვალეობებში შედის ბავშვის მოვლა, დილით საუზმისა და საღამოს ვახშმის მომზადება, სარეცხისა და ჭურჭლის დარეცხვა, სახლის დასუფთავება და ეზოს დასუფთავება. რამე კითხვა გაქვს? - მემ, ბავშვი... - მასთან დაკავშირებით ყველაფერს გეტყვი. წამოდი გაჩვენებ. ადგა და ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და არ დაინტერესებულა მივწყვებოდი თუ არა ყეყეჩივით აწეული თავით შევიდა საბავშვო ოთახში. იმხელა ზიზღს განვიცდიდი ამ ადამიანის მიმართ წარმოდგენაც არ მქონდა მის შვილს ნორმალურად როგორ უნდა მოვპყრობოდი. გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ბავშვი არაფერ შუაში იყომაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. ოთახში რომ შევედით თვალები გამიფართხოვდა საბავშვო საწოლში პატარა ანგელოზი რომ დავინახე. პატარა, დახატული, ოქროსფერთმიანი, საოცრად ლამაზი და საყვარელი ბავში. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთ მახინჯ ქალს ასეთი ლამაზი შვილი ეყოლებოდა. "ისე ეს ჯერ კიდევ საეჭვოა" - გავიცინე გულში და პატარა ხელში ავიყვანე. - ბავშვს სამანტა ჰქვია, 3 თვისაა, ძუძუს არ ჭამს ამიტომ ხელოვნურ რძეზე მყავს, ორ საათში ერთხელ უნდა აჭამო. გასაგებია? - მე თავი სწრაფად დავუქნიე. თუ რამე კითხვა გექნება მომმართე. მე ისევ თავი დავუქნიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი გასაგები იყო. - კარგი. წადი ტანსაცმელი გამოიცვალე ხელები კარგად დაიბანე და დაიწყე. მე სამსახურში მივდივარ, დღეს ჩემი პირველი დღეა მე და ჩემი ქმარი სახლში არ ვივახშმებთ საღამოს ამიტომ სანამ მოვალთ შენ აქ დამელოდები და ბავშვს მიხედავ. გასაგებია? არა ახლა შენთვის გასაგები იქნება სილა რომ გაგაწნა? - გავიფიქრე გულში მაგრამ ხმამაღლა კრინტიც არ დამიძრავს, მხოლოდ ისევ თავი დავუქნიე. საინტერესო დღე იყო. დღეს მისტერ და მისის ჯონსი სახლში ოდნავ ნასვამები დაბრუნდნენ და მეც წამოვედი იქიდან. - ბელა? მოხვედი შვილო? -დამიძახა დედამ როგორც კი კარის ხმა გაიგო. - კიი დედა. - აბა? როგორ ჩაიარა? - მკითხა უკვე ოთახში შესულს. - ნორმალურად. - რამე მოხდაა? -არა, დედა. მისმინე. ეს ხომ სანატრელი სამუშაო არ არის? მე ხომ არასდროს მდომებია ვყოფილიყავი მოსამსახურე? ამიტომ კარგად რატომ უნდა ჩაევლო? ჩვეულებრივად ჩაიარა. მისტერ და მისის ჯონსებს არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ. ძალიან ლამაზია, ცისფერთვალება და ქერათმიანი. - რა ჰქვია? - მკითხა დედამ ღიმილით და ცოტა ნაღვლიანადაც კიი. ისე თითქოს ძველი მოგონებები გაახსენდა ჩემს ნათქვამზე. - სამანტა, - ვუპასუხე ნაჩქარევად და ადგომა დავაპირე. ძალიან დავიღალე, ყავას მოვიმზადებ და დავწვები კარგი? - კარგი, მიდი შვილო. აი ახალი ამბები დამთავრდეს და მეც დავწვები. -კარგი დეე, ღამემშვიდობის! - ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი. ყავა მალევე გავიკეთე და ოთახში შევიკეტე. ისეთი დაღლილი ვიყავი წერის თავიცაღარ მქონდა მაგრამ დღევანდელი დღის მოვლენები მაინც ავღწერე დღიურში. მერე კი სინათლე ჩავაქრე და თვალები დავხუჭე. ხვალ ისევ იგივე მელოდა. ახალი დღე მისის ჯონსების სახლში. ეს ყველაფერი ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ ვიცოდი რომ ეს უჩვეულობა კარგს არაფერს მოასწავებდა. ვგრძნობდი! მადლობთ რომ კითხულობთ! თუ შეცდომები გამეპარა ბოდიშს გიხდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.