დასაწყისიდან დასასრულამდე
თავი 18 გული უცნაურად აუთრთოლდა როცა ქალაქს მიუახლოვდა. რაღაც უცნაურს გრძნობდა. ერთნაირად განიცდიდა შიშს და სიძლიერეს. შინაგანად გრძნობდა რომ ახლა უნდა გამოეჩინა გამბედაობა მძღოლს მისამართი უკარნახა და ეკას მიადგა პირდაპირ სამსახურში. -შენ კარგად მოწყობილხარ ხომ იცი.- -აბა ისე როგორ.-გაეცინა მას.-ნეტავ იცოდე როგორ მორიდებით და თან შიშით მიყურებენ. ყავას დალევ? -კი უშაქრო როგორც ყოველთვის. მათი საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მერე კი ეკას მანქანში ჩასხდნენ -მიპოვე სახლი? -კი კარგი ბინაა ჩემთან ახლოს. არავინ არ ცხოვრობს მეპატრონე საზღვარგარეთაა და მარტო იქნები მშვიდად. -მიხარია რომ მარტო ვიქნები, არავინ შემაწუხებს. -იმედია ჩვენ არ გვგულისხმობ ქეთიმ წყრომით შეხედა მეგობარს. -კარგი ხოო გეხუმრე. აი მოვედით გადმოდი. სახლი პატარა იყო. რამდენიმე კიბის ავლის შემდეგ პატარა აივანზე ხვდებოდი სადაც ასეთივე პატარა, მაგრამ მყუდრო ვერანდა იყო მოწყობილი. ეკამ კარი გააღო და მისაღებში აღმოჩნდნენ. აქვე იყო ორი საძინებელი, სამზარეულო თავის სასადილო ოთახით და სააბაზანო.რატომღაც პირველი ის ოთახი აირჩია რომელიც სააბაზანოსთან ახლოს იყო. თავის ჩემოდანი იქ მოათავსა და მისაღებში დაბრუნდა. -ძალიან მომწონს. რაღაცნაირი საყვარელი სახლია. -მეც მომეწონა როცა ვნახე. გილოცავ ახალ მოსახლეობას და გისუვებ ამ სახლში ალექსთან ერთად ბედნიერმა იცხოვრო. -ნეტავ დაბრუნდებოდეს და აქ კი არა მასთან ერთად ყველგან ვიცხოვრებდი -აბა ეხლა არ მოიწყინო. წამოდი მაღაზიაში წავიდეთ, ვიშოპინგოთ. ხომ გჭირდება რაღაცეები. სუპერმარკეტი ახლოს ჰქონდა. რამდენიმე წუთის სავალზე. ფეხით გაისეირნეს. უამრავ რამ შეიძინეს -საჭმელი პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები, დეკორატიული ყვავილები და სხვა აუცილებელი რამ რაც ახალ სახლში დასჭირდებოდა.უკან რომ დაბრუნდნენ ანა და თაკო დახვდნენ მისულები. ერთობლივი ძალებით რამდენიმე საათში სახლი იდეალურად გამოიყურებოდა. დაღლილები ჩაესვენენ სავარძლებში. თაკო რადგან ორსულად იყო არ გადაუვირთავთ. მაგრამ მან არ მოისვენა და ყავის მოდუღება ითავა.მალე გოგოებს მიართვა და თვიტონაც გვერდით მიუჯდა ახალგამოწურული ხილის წვენით ხელში -გოგოებო მოკლე ასე სანამ სხვისგან გაიგებთ მინდა ჩემგან გაიგოთ. მე და დათო ერთ თვეში ვქორწინდებით. მხოლოდ ხელს მოვაწერთ, ჩვენს გარდა არავინ არ იქნება, ოჯახის წევრები და ჩვენ. არანაირი წვეულება და არანაირი პომპეზურობა. მოკრძალებულად ავღნიშნავთ ამ ყველაფერს. უფრო სწორად აღანიშნავიც არაფერია -გაგიჟდი?რას აკეთებ? -ასე საჭირო თაკო. -მითხარი რა ხდება?გაიძულებს თუ რა არის?კარგად ვიცი როგორ გიყვარდა ალექსი და რაშია საქმე ამისხენი -არავინ არაფერს არ მაიძულებს, უბრალოდ ასე მინდა. -ისევ არ გადაგიფიქრებია?ალექსის ჯიბრზე აკეთებ ყველაფერს? -არა ანა. ახლა როგორც არასდროს ისე ვარ ალექსის სიმართლეში დარწმუნაბული. ის აღარ დაბრუნდება და მე მის გარშე უნდა ავიწყო ცხოვრება. -შენი საქმის შენ იცი. ჩვენი წასვლის დროა. წამოდგა თაკო. უკვე გვიანია და ტასუნაც მომიკითხავდა. ბებიამისთან დავტოვე . -მეც მოვდივარ გოგოებო, ასე რომ ჩემი მანქანით წავიდეთ. -კარგი გოგოებო მეც დავიღალე და დავისვენებ ხვალ სამსახურში უნდა გამოვცხადდე . მძიმე დღე მელის. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ. -ეკა დეტექტივზე რა გაარკვიე?- უჩურჩულა გასვლისას -შენ სერიოზულად ამბობ?მეგონა ხუმრობდი და არც მიძებნია. -მოკლედ ცნობები მჭირდება დათოს საქმიანობის შესახებ და ქორწილამდე ეს ინფორმაცია უნდა მქონდეს. -კარგი მოვიძიებს ყველაფერს. ჩემი ბიჭებიდან რომელიმეს დავავალებ. თავს გაუფრთხილდი. ეკა მეგობარს მოეხვია და მერე მანქანის საჭეს მიუჯდა. ქეთიმ გოგოებს ხელი დაუქნია და სახლში შებრუნა. დაწვა მაგრამ არ დასძინებია. ფიქრებმა წაიღეს. დათოსთან გუშინდელი საუბარი გაახსენდა. დაურეკა და დანაპირების შესრულება სთხოვა. მუქარაც არ დავიწყებია. ქეთის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, მაშინვე მიახალა ერთ თვეში დავქორწინდებითო და ტელეფონი გაუთიშა... დილით ადრიანად გაეღვიძა. თავი მოიწესრიგა და ტაქსი გამოიძახა. მალე საავადმყოფოს მიმღებში იდგა და გოგონას დახმარება სთხოვა. -ვინ არის აქ უფროსი? -უფროსი არ გვყავს. დროებით საავადმყოფოს განყოფილების მთავარი ექიმი ხელმძღვანელობს. -კარგით გადაეცით რომ მასთან შეხვედრა მინდა. -ახლავე.-გოგონამ ტელეფონი მოიმარჯვა და შიდა ტელეფონზე გადარეკა. -ბატონო თემურ თქვენთან არიან... კარგით. გოგონამ ტელეფონი გათიშა და ქეთის მიუბრუნდა -მეორე სართულზე აბრძანდით, კიბიდან მარჯვნივ პირველი კაბინეტი. -მადლობთ.- ქეთი კიბეს აუყვა.სწრაფად აათავა კიბეები და მორიდებით დააკაკუნა კარზე. რადენიმე წამში კარი ფართოდ გაიღო და შუა ასაკის მამაკაცი შეეგება სანდომიანი ღიმილით. -მობრძანდით. -გამარჯობათ. მიესალმა ქეთი და მისი შეთავაზების შემდეგ სკამზე ჩამოჯდა მის წინ. -თქვენ გსურდათ ჩემი ნახვა. -დიახ. მე ქეთი კალანდაძე გახლავართ -ზოგადი ქირურგი. სამინისტროდან გამომიშვეს საავადმყოფოს მმართველად.საბუთები მის წინ დადო მაგიდაზე -თემო ბერიძე კარდიოქირურგი. მიხარია როგორც იქნა გვეღირსა, თორემ ერთდროულად ამდენი საქმის შეთავსება ძალიან რთულია. -მე და თქვენ ერთად ვიმუშავებთ და ერთად შევძლებთ ამ საავდმყოფოს სახელი გავუთქვათ. -ეს იქნება თქვენი კაბინეტი. სიამოვნებით დაგითმობთ და მე ოპერაციებს მივხედავ. -მე მირჩევნია თქვენთან ერთად ვმართო, ამიტომ გირჩევთ საავადმყოფოში ერთი კაბინეტი თქვენთვისაც გამონახოთ.-გაუღიმა ქეთიმ. -მაშინ რადგან ასეა გავშინაურდეთ და თქვენც ისე მომმართეთ როგორც დანარჩენები- თემო დამიძახეთ და შენობითზე გადავიდეთ -კარგი, შენ კი ქეთი დამიძახე. უბრალოდ მეტი არ არის საჭირო -მაშინ ახლა წავიდეთ და აქაურობას დაგათვალიერებინებ, ყველაფერს გაგაცნობ. პირველ რიგში კი თანამშრომლების წინაშე წარგადგენთ. თემომ ბრძანება გასცა და პერსონალი საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა. მათ წინაშე წარადგინა ქეთი. მერე საავადმყოფო დაათვალიერებინა,აუხსნა ყველაფერი სად რა იყო. გააცნო მუშაობის გრაფიკი და ისიც აუხსნა რომ ექთნები ესაჭიროებოდათ. -მაშინ რადგან ასეა ვაკანსიები გამოვაცხადოთ და კარგი ექთენები ავიყვანოთ. და ყველაზე მთავარი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრი უნდა მაღალ დონეზე იყოს. ამდენი პაციენტის დაკარგვა საშინელებაა. -თქვა ქეთიმ როცა ისტორიებს გადახედა.-სასწრაფოს მანქანები უნდა დავამატოთ. -ამისთვის დამატებითი ბიუჯეტი დაგვჭირდება ქეთი. -მე მოვიძიებ, შენ კი მანქანებზე იზრუნე.... რადენიმე კვირაში ყველაფერი სხვანაირად იყო. კარგად მოერგო იქაურობას და ადვილად შეეჩვია. პერსონალმაც კარგდ მიიღო მაგრამ პაციენტები თავიდან თითქმის არ ჰყავდა. ამას დიდად არ განიცდიდა. იცოდა რომ დამკვიდრებას დრო სჭირდებოდა და ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოს იმიჯზე და ინტერიერზე უფრო ზრუნავდა. ადგილობრივ გამგეობას თანხა გამოაყოფინა და სასწრაფოს მანქანები დაამატებინა. რამდენიმე უსამართლოდ განთავისუფლებული გამოცდილი ექთანი დააბრუნა. ხანშიშესულები დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. მათ კორექტულად აუხსნა რომ დრო იყო ადგილი ახალგაზრდებისთვის დაეთმოთ. ძალიან ეხმარებოდა თემო და მისი მეუღლე ნინო რომელიც გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თვითონ თემოს კარგიოლოგია ჩააბარა.ის საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული სპეციალისტი იყო თავის საქმეში. ჭორიკნები კი ენას არ აჩერებდნენ და ისევ ჭორაობდნენ. თუმცა ის უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა მათ. შინ გვინ ბრუნდებოდა დაღლილი და მაშინვე საწოლს მიაშურებდა ხოლმე... ასე თუ ისე მისი კარიერა აეწყო მაგრამ ახლოვდებოდა დრო როცა დათოს ცოლი უნდა გამხდარიყო და გული უღონდებოდა.... გათენდა ის ავბედითი დღე. გვიან გაეღვიძა. წინა ღამეს ძალიან გადაიღალა და ახლა თავი სტკიოდა. ადგა სააბაზანოს მიაშურა. გრილი შხაპი ესიამოვნა და აზრზე მოიყვანა ცოტა. მერე ყავა მოიმზადა და სამზარეულოში ჩამოჯდა. გარეთ მზიანი ამინდი იყო. ირგვლივ ცხოვრება დუღდა. მას კი გული თითქმის მკვდარი ჰქონდა. ოთახში ზარის ხმა გაისმა. უხალისოდ წამოდგა და კარი გააღო.გოგოებს ელოდა და იმედები გაუცრუვდა. მისი მშობლები იყვნენ.საზეიმოდ გამოწყობილიყვნენ. -გამარჯობა. მიესალმა მამა -რა გინდათ? -მართალია კარგი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მართალია ჩვენგანაც წახვედი, მაგრამ ჩვენ დღეს შენს გვერდით უნდა ვიყოთ შვილო.შენი მშობლები ვართ,- ხმა დაუთბა დედას -მართალია ჩემი მშობლები ხართ. რომლებმაც შვილს სხვა ამჯობინეს და ბედნიერების უფლება წაართვეს. შვილი რომელსაც მგლის ბუნაგში უშვებენ -ახალა ამის დრო არაა.მიხარია რომ დათოს მიყვები ცოლად. კარგი ბიჭია და შენი ღირსი ნამდვილად არის. მშობლები ბინაში დაუკითხავად შევიდნენ და მისაღებში ჩამოსხდნენ. -ეს მე ვიცი მხოლოდ ვინაა დათო და არ არის საჭირო ფარისევლობა. ნამდვილად არ მიხარია რომ დღეს ჩემს გვერდით იქნებით და მომიწევს თქვენი ბედნიერი სახეების ყურება -მოკლედ ასე, ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. მთვარია შენზე აღარ ილაპარაკებენ და აღარ შერცხვები. -ვიღას უკვირს ეს დღეს? კარგით რაა,- ჩაილაპარაკა ქეთიმ და კარი გააღო. დროზე მომისწრესო გაიფიქრა გულში. ოთახში თაკო და ანა შემოვიდნენ. სახლში მყოფებს მიესალმენ და ქეთი გვერდით გაიხმეს. -აქ რა უნდათ?-ჰკითხა ჩურჩულით ანამ -არ ვიცი.-უპაუხა მან -მზად რატომ არ ხარ -ჯერ არეა თაკო. ბიჭები სად არიან? პროტესტი გამოთქვეს და არ მოვლენ დღეს. მოგვიყვანეს და დაგვტოვეს. -მესმის მათი. ალექსს ხო არ უღალატებენ. -ეკა სად არის ანა? -საქმეზე წავიდა თაკო, ქორწილში მოვალო. -კარგი წავალ მე ჩავიცმევ და ნელ-ნელა მოვემზადები. გოგოები ქეთის მშობლების წინ ჩამოსხდნენ. უხერხული სიჩუმე იყო. არავინ არ იღებდა ხმას დაძაბულობა იგრძნობოდა. მალე ქეთი დაბრუნდა. -ეს რა არის შვილო?გაოცებისგან ყველას შუბლზე აუვიდა თვალები. -არ მიხდება მამა?-ირონია გაურია მან-ეს მხოლოდ ხელისმოწერაა და რა მნიშვნელობა აქვს რა მეცმევა? დათო თეთრ კაბას ვერ ეღირსება. მას სხვა დროს ჩავიცმევ. ახალ კი ეს შავი კაბაც საკმარისია. ქეთის მაკიაჟიც კი არ გაეკეტებინა, მხოლოდ პომადა წაესვა და თმა უბრალოდ გაეშალა. აშკარად ეტყობოდა რომ ამას არ განიცდიდა. -ესეც გიხდება, მშვენიერია.- სიტუაციის განმუხტვა სცადა თაკომ. მალე დათო მოვიდა და ხელის მომოსაწერად წავიდნენ. ის მეგობრებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში. დათო მომავალი სიმამრის მანქანაში მოთავსდა -ადრე მოვიდა?იმედია ეკა მომისწრებს ფიქრობდა ქეთი და იმედს იტოვებდა რომ მეგობარი მოუტანა საჭირო ინფორმაციას. მაგრამ ეკა არ ჩანდა... ამაოდ აცეცებდა თვალებს და ეძებდა მას. ... დასრულდა ყველაფერი. ხელი მოაწერეს მორჩა. ყველაფერი მოჩა.გარეთ რომ გამოვიდნენ ხალხი დაინახა შენობის წინ შეკრებილიყვნენ. აინტერსებდათ მათი ექიმი და ცნობილი ბიზნესმენის შვილი როგორ გამოიყურებოდა. -გაიღიმე ხალხი გვიყურებს. უჩურჩულა დათომ -ამას განანებ იცოდე, შურს ვიძიებ და მწარედ გადაგიხდი სამაგიეროს. წაჰკბინა მან და ნაძალადევად გაიღიმა.... -დავკარგე ანა სამუდამოდ დავკარდე.-ქვითინებდა ქეთი და ანას კალთაში ჩაედო თავი. -მაპატიე მეგობარო ვერ მოგისწარი. გზაში ავარია მოხდა და იქ შევფერხდი. თან რა ვიცოდი თუ ასე ადრე წახვიდოდით. -გთხოვ თავი ხელში აიყვანე,დამშვიდდი მეგობარო.შეგვპირდი რომ სისულეებს აღარ ჩაიდენ. -გპირდები,- ცრემლი მოიწმინდა ქეთიმ და წამოდგა. -ახლა ჩვენ წავალთ, მაგრამ ამას მაინც დაგიტოვებ. იქნებ გამოგადგეს რამეში. ეკამ მაგიდაზე დაუდო საქაღალდე. გოგოები მეგობარს დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ... მარტო დარჩა. დათო ქორწინების პირველივე ღამეს გაუჩინარდა. ამან თითქოს შვებაც მოჰგვარა. დივანზე ჩამოჯდა და საქაღალდე გახსნა. რამდენიმე წუთს ფოტოებს ათვალიერებდა და საბუთებს კითხულობდა. მერე ტელევიზორი გამორთო და დასაძინებლად მიდიოდა როცა დათო დაბრუნდა. ხელში შამპანურის ნახევრად დაცლილი ბოთლი ეჭირა. -აბა ლამაზო როგორც იქნა ჩემი ხარ.მზად ხარ დღევანდელი ღამისთვის.? -მართალია შენი ცოლი გავხდი მაგრამ შენი არასოდეს გავხდები. -ხომ არ გავიწყდება რომ... -ეს შენ არ დაგავიწყდეს არაფერი, მე ჩემი პირობა შევასრულე და მეტს აღარ მოგცემ უფლებას რომ დამაშანტაჟო.ჩემს საძინებელში ვერ დაიძინებ. -დამშვიდდი ახლა განერვიულებული ხარ. მოდი ჩემთან. ჩახუტება სცადა დათომ, მაგრამ ქეთიმ უხეშად მოიშორა.საქაღალდეს ხელი დაავლო და საძინებელში შევიდა. კარი ხმაურით დახურა და გადაკეტა. -შენ ჯერ არ იცი რა გელოდება წინ, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. ჩაილაპარაკა და უნებურად მწარედ ჩაეღიმა.. დილით გვიან გაეღვიძა დათოს თავი სტკიოდა. წუხელ შუაღამემდე სვავდა. იქვე მიეძინა დივანზე. საძინებელში გასვლის თავის არ ჰქონდა.სამზარეულოში გავიდა. ქეთის საუზმობა დაემთავრებინა და სუფრას ალაგებდა. დასვრილი თეფში ნიჟარაში ჩადო და წყალი მოუშვა -ცუდად ვარ -მეც.-მიუგდო ეს ერთი სიტყვა ქეთიმ -მაჭამე რამე? ბორჯომი არ გვაქვს? -არ ვიცი. გამოაღე მაცივარი და ნახე. -ასე რატომ მელაპარაკები?როდემდე უნდა გაგრძელო? -სამუდამოდ.-ჭურჭლის დარეცხვა დაამთავრა და ონკანი დაკეტა. ხელი შეიმშრალა და სამზარეულოდან გავიდა. -სად მიდიხარ? -სამსახურში -იქნებ დარჩე, გუშინ გათხოვდი და მეორე დღეს სამსახურში უნდა გამოცხადდე მაინცდამიანც? -გაცდენის მიზეზს ვერ ვხედავ. დღეს მორიგე ვარ და ამაღამ არ მოვალ.საჭმელი მაცივარშია. თუ სხვა რამე მოგინდა თვითონ მოიმზადე. ხო ჩემს მოსვლამდე კარგი იქნება თუ აქაურობას არ გადაწვავ.... საავადმყოფოში რომ შევიდა რაღაც ჩოჩქოლი იყო მიმღებში. მაშინვე თემო მოძებნა. -კარგია რომ მოხვედი ქეთი, მშობიარე მოიყვანეს. მგონი შენი მეგობარია ქეთის სახე გაუნათდა და კიდეეები სწრაფად აირბინა. მოსაცდელში გიორგის შეეჩეხა. -რა ხდება ქეთი ?ექიმები არაფერს მეუბნებიან. შეშინებული იყო ის. -დამშვიდდი ახალავე გავარკვევ, არ ინერვიულო,მის გვერდით ვიქნები. ხომ იცი არაფერი გაუჭირდება. -კარგი.- გიორგი დაბნეული იყო. მალე ნიკა და ბაჩო დაინახა გოგოებთან ერთად და ცოტა დამშვიდდა. -რა ხდება აბა?დაიბადა? -არ ვიცი ნიკა, რაღაც ვერ არის რიგზე. ქეთი მოვიდა ახლა და შიგნით შევიდა. -აბა მაშინ არაფერი გვაქვს სანერვიულო. ქეთიმ სწრაფად გამოიცვალა და სამშობარო ბლოკში შევარდა. -მოვედი თაკო შენს გვერდით ვარ. მას განაწამები სახე ჰქონდა. -ქეთი მიშველე რაა, ვეღარ ვძლებ ძალიან მტკივნეულია. არ შემიძლია. -აბა ახლა დამშვიდდი მომკიდე ხელი და ჩემთან ერთად ისუნთქე. თაკო ცოტა დამშვიდდა -რა ხდება ნინო? -ქეთი ბავშვი მოტრიალდა. სასწრაფოდ საკეისრო უნდა გავაკეთო. -შვილი გადამირჩინე გთხოვ ქეთი. შვილი გადამირჩინე.- ეხვეწებოდა თაკო და გამწარებული ძლირად უჭერდა ქეთის ხელზე. -გააკეთე რაც საჭიროა ნინო,დაგეხმარები. -ნამდვილად დამჭირდება შენი დახმარება. აბა სწრაფად ანესთეზია. მოუბრუნდა ანესთეზიოლოგს ნინო... -მშობიარობა გართულდა და სასწრაფო საკეისროს ჩატარება მოგვიწია მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადა. ბიჭი შეგეძინა გიორგი ბიჭი.გოლიათია ოთხი კილო დაიბადა,- ახარა ქეთიმ გიორგის და მოეხვია. დანარჩენებმაც მიულოცეს,ატყდა ერთი ამბავი და საერთო მხიარულება. შამპანურები გახსნეს და დალოცეს პატარა. -მადლობა ყველაფროსთვის ქეთი, -ეს ჩემი ვალია გიორგი, თაკო ძალიან მიყვარს. -აბა გოგოებო ჩვენს სამეგობროში პირველ ბიჭს გაუმარჯოს.-თქვა ქეთიმ და სამელი ცოტა მოსვა. დანარჩენებმაც აიტაცეს სადღეგრძელო -ექიმო პაციენტი პალატაში გადავიყვანეთ და შეგიძლიათ ნახოთ. ამცნო ექთანმა -გიორგი წადი მეუღლე და შვილი მოინახულე. ჩვენ ხვალ ვნახავთ. გიორგი ექთანს უკან აედევნა. დანარჩენები კი იქ დარჩნენ და რამდენიმე სადღეგრძელო კიდევ შესვეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.