შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტი ერთი თვით (7)


30-08-2016, 20:57
ავტორი ელობელო
ნანახია 2 296

მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი, ღამე თითქმის არ მიძიანია , სულ იმაზე ვფიქრობდი როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს მონათხრობზე. საშინლად მეშინოდა, არ ვიცოდი მაპატიებდა თუ არა ჩემ საქციელს,ყველაზე მეტად ხომ ტყუილს ვერ იტანს. უძილობისგან თვალებიც ამომიწითლდა. დედაც ძალიან ავანერვიულე ,მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს.
ყველაზე მეტად გულს ის მატკენს მის თვალებში უპატივცემულობას და სიცივეს თუ დავინახავ. რთულია მერე თუ იმედებს გავუცრუებ ისე ჩემკენ შემოვაბრუნო. უამრავი რამ წავიკითხე ინეტრნეტში რაც ნდობას,ურთიერთობას,იმედგაცრუებას და სიყვარულს ეხებოდა. ლამის იყო ჭკუიდან გადავსულიყავი,მგონი ზედმეტად ვაბუქებდი...
არაფრის თავი არ მქონდა , მაგრამ სახლში უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა. სარაფანი გადავიცვი და გასასეირნებლად გარეთ გავედი. სანამ ძალიან არ დაცხა სახლში არ წავედი. სულ მთლად ოფლში ვცურავდი, მივედი თუ არა სახლში წყლის გადასავლებლად შევვარდი სააბაზანოში. დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ , Jay Jay Johanson - Far Away ვუსმენდი და ზოგჯერ ვყვებოდი კიდეც. წყალმაც ვერ მიშველა თავს ისევ ისე ვგრძნობდი.
საძინებელში დაბრუნებული არ ვიყავი ტელეფონზე ზარი ,რომ შემოვიდა.
⁃ ალო,- ლიკა რეკავდა.
⁃ გოგო ილიას მამაა ცუდად,- ხმა ძალიან აფორიაქებული ჰქონდა.
⁃ სერიოზულადაა საქმე? - მაშინვე ავნერვიულდი.
⁃ ძალიან ,მისამართს მოგწერ და მოდი.

მაშინვე გამითიშა და მალევე ტექსტური შეტყობინება მომივიდა -მისართი ეწერა. სასწრაფოდ ჩავიცვი,დედას მოკლედ ავუხსენი სიტუაცია და საავადმყოფოში წავედი. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია ,შესასვლელათან კოსტა იდგა. მაშინვე მისკენ წავედი, ძალიან მოწყენილი სახე ჰქონდა.
⁃ კოსტა,გამარჯობა, რა ამბებია?
⁃ კარგი არაფერი ისმის,- თვალები უფრო სევდიანი გაუხდა.
⁃ წამიყვანე რა ილიასთან.
⁃ ახლავე,გვერდიდან არ მოშორდე ძალიან ცუდადაა.
ისეთი საშინელი სიტუაცია დამხვდა რასაც არც კი ველოდი. მთელი ხმით ტიროდა ორი ქალი, ერთი ვიცანი ილიას დედა იყო. მეორე უცნობი იყო ჩემთვის. ილია იქვე იდგა, თუ შეხედავდი გეგონებოდა აქ სულაც არ არისო. თვალი კედლისთვის გაეშტერებინა ,სახე ისეთი სევდიანი ჰქონდა ლამის იყო ავტირებულიყავი. თვალსაც არ ხუჭავდა.ერთადერთი რამ რაც გაფიქრებინებდა რომ ილიას ფიტული არ იყო ეს იყო ხელების წვალება.
ახლოს მივედი, თითები მხარზე შევახე.თითქოს ამ წამს დაუბრუნდა ამ ქვეყანას . ტუჩის კუთხე აუთამაშდა ჩემს დანახვაზე. ვერ გავიგე რისგან იყო გამოწვეული. თითები კისერზე მოვხვიე , დიდხანს ვეხუტებოდი.თვითონ გაუნძრევლად იდგა არც არაფერს ამბობდა. ხმას არ ვიღებდი არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. დიდხანს ვიდექით ასე ჩუმად , ის უაზროდ გაშტერებული მე კი მასზე ჩახუტებული. კარგახნის შემდეგ ექიმი მოგვიახლოვდა,ყველა მისკენ წავედით.
-როგორ არის ექიმო? - ამდენი ხნის შემდეგ ძლივს გავიგე ილიას გატეხილი ხმა.
⁃ ჯერ-ჯერობით დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით, ძალიან სუსტადაა.24 სთ თუ გაძლო მაშინ გადარჩება,- არაფრის თქმა არავის აცადა ექიმმა ისე გაგვერიდა. ილიამ ისე მძიმედ ამოიხვნეშა გეგონებოდა მთელმა საავადმყოფომ გაიგო მისი ხმა. სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მეც ავეკიდე...სხვაგან სად წავიდოდი. საავადმყოფოს ეზოსთან გავიდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი . თითებზე მოვკიდე ჩემი ხელები, ძლიერად მომიჭირა ხელი.ცოტა გვერდით ჩაიწია და თავი კალთაში ჩამიდო. ისევ ისე ჩუმად ვიჯექით,სიტყვები ზედმეტად უადგილო იქნებოდა. თავზე ნაზად დავატარებდი ჩემს თითებს,ხანდახან ხელზე მკოცნიდა. ვგრძნობდი როგორ ტკიოდა გული და მე ორმაგად მტკიოდა ... არ ვიცოდი რითი დავხმარებოდი, ბევრჯერ უთქვამს რომ მამამისი მისთვის ყველაზე ძვირფასია.
⁃ უნდა გადარჩეს,უნდა გადარჩეს, - ძლივს გავარჩიე მისი სიტვები.




მთელი დღე ილიას გვერდით გავატარე, მისი ხელი მეკავა და არ ვუშვებდი. ველოდით 24 საათის გასვლას, უნდა გაეძლო. უნდა გადარჩენილიყო. აქამდეც ვიცოდი როგორი ძვირფასი იყო ილია ჩემთვის,მაგრამ ახლა მივხვდი რომ მის ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი. მისი ტკივილი ჩემი ტკივილი გამხდარიყო.

24 საათის გასვლის შემდეგ ექიმი ჩვენთან მოდიოდა და იღიმოდა. მაშინვე მივხვდით რომ გაუძლო... ნაცნობები თუ უცნობები ერთმანეთს ვეხუტებოდით, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ამოვისუნთქე. მთელი ძალით მოვეხვიე ილიას.
⁃ გადარჩა,- თითქოს ყოველი ნაკვთი იღიმოდა.
⁃ ჰო , გადარჩა ,- არანაკლებ გახარებული ვიყავი. კიდევ დიდხანს დავრჩი მასთან,მინდოდა ბოლომდე გვერდში დავდგომოდი. ერთადერთი რაც ფეხზე დგომის საშუალებას მაძლევდა ყავა იყო. უძილობისგან და შიმშილისგან ლამის იყო გული წამსვლოდა.
⁃ წადი ნინე სახლში , -კარგახანი იყო სახლში წასვლას მეხვეწებოდა.
⁃ არა ვიქნები შენთან, -ისევ ვეწუწუნებოდი.
⁃ ისედაც ბევრი ვინერვიულე და ნუღა მიმატებ, წადი დაისვენე და მერე მოდი, - ლოყაზე მაკოცა.
⁃ კარგი , ხო , - ჩავეხუტე და დავემშვიდობე... სახლში ტაქსით წავედი, ზედმეტად დაღლილი ვიყავი,აღარაფრის თავი მქონდა. მალევე მივაღწიე სახლში . მამა სახლში არ დამხვედრია სამსახურში იყო.
⁃ დედიკო ,როგორ არის?- დამინახა თუ არა დედამ მაშინვე მკითხა.
⁃ უკვე კარგად არის ,გაუძლო.
⁃ ღმერთმა გააძლიეროს. რა დაღლილი ხარ შვილო, წამოდი ცეზარი გავაკეთე. ჭამე და მერე დაწექი დაღლილი ხარ.
გემრიელად მივირთვი ცეზარი და საძინებელში შევედი,კარები გადავკეტე, ტრუსით დავწექი საწოლში.ახლა არც გადავლების თავი მქონდა. დავწექი თუ არა მაშინვე მკვდარივით ჩამეძინა.


კარგახანს მეძინა, დილით იმავე პოზაში გავიღვიძე როგორც დავწექი. სარაფანი გადავიცვი და წყლის გადასავლებლად სააბაზანოში შევედი, კარგახანს ვიტარებდი სხეულის პროცედურების. მერე სახის ნიღაბი წავისვი და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ლორი,ყველი და ძეხვი გამოვიღე პურში ჩავაწყვე.კონტეინერი გასარეცხი იყო და გარეცხვას შევუდექი. საგულდაგულოდ გავამშრალე ბუტერბროდი ,რომ არ დაესველებინა. გაეხარდებოდა ილიას ჩემი მიტანილი საჭმელი. ჩემთვისაც გავიკეთე და ჭამას შევუდექი.
მივრჩი თუ არა სააბაზანოში შევედი და ნიღაბი მოვიშორე. მერე ყველაფერი რაც მჭირდებოდა ჩანთაში ჩავაწყვე და ეზოში ჩავედი . ტაქსი მალევე მოვიდა, ოც წუთში საავადმყოფოში ვიყავი, ილია გარეთ იჯდა თავისვის მარტო. მივუახლოვდი დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით მომეხვია.
⁃ მაგიჟებს შენი სურნელი, - გამაჟრჟოლა მის სიტყვებზე.ერთმანეთისთვის არასდროს გვითქვამს რომ ერთმანეთი გვიყვარდა,მაგრამ ალბათ ამას თქმაც არ ჭირდებოდა.
⁃ უკვე მომენატრე, - გავიღიმე და ტუჩებში ვაკოცე.
⁃ გემრიელო, - მომშორდა თუ არა გაეღიმა.
⁃ ბუტერბრუდი მოგიტანე.
⁃ უჰ, -მივაწოდე თუ არა ჩაეღიმა, ხელიდან გამომტაცა და გემრიელად ჩაკბიჩა. ორი დიდი ბუტერბროდი ისე ჭამა თითქოს არაფერი.
⁃ ღორმუცელა ,-ჩამეღიმა,მაგრამ ეს ღიმილი მალევე სხვა მიმიკამ ჩაანაცვლა...


საერთოდ აღარ მცალია წერისთვის, ამიტომ ვდებ ცოტ-ცოტას
.
პ.ს. მგონი წინა თავი ბევრს არ წაგიკითხავთ,გვიან ატვირთეს



№1  offline წევრი ბუსი

კარგია გაარგძელე

 


№2  offline წევრი nini :)

au ra moxdaaaa? inrtigani xar raaaaa... male dade shemdegi

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა კარგიააა ♡♡♡თუმცაა ცუდიაა რო აგვიანებ რაა

 


№4  offline წევრი lamazmani

au kargi ra patara iyo es male dade da didi

 


№5 სტუმარი მკ

ძალიან მომწონს ^^

 


№6  offline წევრი isterichka123

აუ რაცუდიხარ როგორმე გაგრდზელე და დადეხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent