შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეექვსე ნაწილი)


31-08-2016, 18:41
ავტორი lisebeth
ნანახია 3 801

დილით ვიკა საწოლში შეიშმუშნა ,მაგრამ თავისუფლად ,რომ ვერ გადაბრუნდა მაშინვე თვალები დაჭყიტა. თამუნას მის წელზე მაგრად მოეხვია ხელები და ისე ჩასძინებოდა. გაუკვირდა. ასეთი რამ ადრე არასდროს მომხდარიყო. თამუნას ყოველთვის ტავის საძინებელში ეძინა. მასთან მხოლოდ ღრმა ბავშვობაში რჩებოდა, როცა ეშინოდა ან ავად იყო. მასინაც მხოლოდ გვიანობამდე მერე ძიძა დარაჯობდა ხოლმე.
თამუნას ღამის თენება ძალიან უჭირდა. მერე ყოველთვის თავი სტკიოდა და ცუდ ხასიათზე იყო.
გოგონამ ნახად გადაუსვა დედას სახეზე ხელი და ჩუმად დაუძახა.
-დედა... დედა ...
ქალი შეიშმუშნა და თვალები ააფახულა. ეტყობოდა, რომ ღრმად არ ეძინა.
-დედა ...
-ჰო _ თითებით მოისრისა თვალის უპეები.
-აქ რას აკეთებ?
თამუნა გამოერკვა და საწოლზე წამოჯდა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა სად იყო და თვალწინ დაუდგა წინა ღამით მომხდარი.
-არაფერია, კარგად ვარ.
-ჩემთან რატომ გძინავს?
-არაფერია_ ქალს დაღლილი და სევდიანი ხმა ჰქონდა. წამოდგა და ხალათი შეიკრა.
-დედა მოხდა რამე?
-არაფერი. მიდი ჩაიცვი და მოემზადე სკოლაში არ დაგაგვიანდეს.
-დედა... _ ისევ დააპირა კითხვების დასმა ვიკამ, მაგრამ ქალი კარისკენ შებრუნდა. არ უნდოდა ვიკას მისი განერვიულებული სახე დაენახა.
ბავშვს კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა ,მაგრამ დედის სილუეტს თვალი ვეღარ მოატანა. თამუნა ოთახში არ შესულა. გარდერობში შევიდა და ტანსაცმელი ჩამოხსნა. წყლის გადავლება სასინლად სჭირდებოდა, მაგრამ საძინებელში შესვლას არ აპირებდა. პირდაპირ სტუმრების ოთახს მიაშურა.
წყალის გადავლება არც გოჩას აწყენდა. გონზე მოსვლა და სიფხიზლე ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. ეგონა დილით თამუნა შემოვიდოდა ,მაგრამ ამაოდ. ასე არ მოხდა. სულ ტყუილად ჰქონდა თვალი კერზე გაშტერებული. ბოლოს მიხვდა ლოდინს აზრი, რომ არ ჰქონდა. თამუნა ასეთი იყო. რომ გაჯიუტდებოდა სანამ თავისთვის არ გადაუვლიდა მასთან არაფერს არ ჰქონდა აზრი. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში თუ შექმნილ ვითარებაში მართალი იყო.
თავის ჩვეულ ფორმაში გამოეწყო და სასადილო ოთახისკენ აიღო გეზი. ჯერ კიბეები ბოლომდეც არ ჰქონდა ჩავლილი ნაცნობმა ხმამ, რომ გააჩერა.
-მამიკო ...
-ვიკა... დავიჯერო დღეს შენი ნებით ადექი და თამუნას ყვირილი არ დაგჭირდა?
-არ დაიჯერებ და დედა დღეს მე გავაღვიძე. ჩემს საწოლზე ჩასძინებია.
-ჩემი ყოჩაღი გოგო. ჩემი სიცოცხლე _ ლამის ხელში აიყვანა კაცმა გოგონა არა და უკვე ისეთი დიდი და მაღალი იყო იფიქრებდით ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისააო.
-მამი იცი დღეს დილით რაზე ვფიქრობდი?
-ჰოო... რამ ჩაგაფიქრა?
-ამ ზაფხულს სად წავიდეთ?
-ჯერ მაგაზე საფიქრად ადრე არ არის?
-სულაც არა. მალე სკოლა დამთავრდება და...
-მოდი მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ საყვარელო კარგი?
-კარგი. მასინ ახლა წავიდეთ და ერთად ვისადილოთ. ამისთვისაც ხომ არ არის ადრე?
-მაგისთვის არა, მაგრამ დედას არ დაველოდოთ?
- ახლბათ ახლა საშხაპეშია.
-მაშინ ვჭამოთ შენ არ დაგაგვიანდეს და მერე მე და დედა დავასრულებთ ერთად
გოჩას თითქმის არ უჭამია. ვიკა მთელი ამ დროის მანძილზე რაღაცეებს ყვებოდა, ხანდახან კი მაინც გამოურევდა ზაფხულის შესაზლო გეგმებს. ბოლოს მამას ლოყაზე აკოცა და სკოლაში წავიდა.
გოჩა ძირითადად არ უსმენდა. თვალი სულ კიბისკენ ჰქონდა და ელოდა, როდის გამოჩნდებოდა ქალი, მაგრამ ამაოდ.
ბავშვი, რომ წავიდა ბევრი ყოყმანის შემდეგ ზემოთ ასვლა გადაწყვიტა. დარწმუნებულიც კი იყო გულის სიღრმეში, რომ თამუნა არ ჩამოვიდოდა. არც მასთან და არც ვიკას დაენახვებოდა ასეთ მდგომარეობაში. არ უყვარდა ბავშვის თვალწინ არასასურველ ფორმაში წარდგენა.
გოჩამ კარზე დააკაკუნა და შევიდა. თამუნა სცელ თმას პირსახოცით იმშრალებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ განერვიულებული იყო. არც კი იცოდა მასთან როგორ მისულიყო ან როგორ დალაპარაკებოდა. საერთოდ ისიც კი არ იცოდა მისთვის რა უნდა ეთქვა.
-თამუ ...
მის წინ საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ფეხზე დაადო, მაგრამ ქალს მისკენ არც გამოუხედავს. აბრეშუმის ხალათი მუხლზე გადაუცოცდა დასწორი თეთრი ფეხები გამოუჩნდა. თამუნამ უკან ჩაიჩოჩა და ხალათი გაისწორა.
-თამუ მე ვიცი რასაც გრძნობ ახლა
ის ისევ ჩუმად იყო
-არც იცი მთელი ამ წლების განმავლობაში თავს როგორ ადამიანად ვგრძნობდი. არც იცი იმ წყეულ ღამით რა მოხდა. არც იცი რა დამემართა. შენ წარმოდგენა არ გაქვს მე იმ ღამით რა მდგომარეობაში ვიყავი.
-როგორ არ მაქვს წარმოდგენა ერთხელ მინახავხარ თუ ორჯერ?
-შენ ისეთი გოჩა არასდროს გინახავს დამიჯერე.
-და არც სურვილი მაქვს ვნახო.
-და ვერც ნახავ. ჰალუცინაციები მქონდა. იმას ვხედავდი რაც არ იყო. ის ჩავიდინე რასაც საღ გონებაზე მყოფი არ ჩავიდენდი. შეცდომა დავუშვი მაგრამ ამ შეცდომის დაშვება არ მინდოდა.
გოჩას ერთი წამით გაჰკრა თვალწინ წლების წინანდელმა მოგონებებმა, მაგრამ არ შეიმჩნია. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა აიძულა თავის თავს. რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს ეტყოდა თამუნას იმის შესახებ, რომ ანა იმიტომ გააუპატიურა, რომ ის ეგონა. გარდა იმისა, რომ ამით ტკივილს მიაყენებდა ,თავს დამნაშავედაც აგრძნობინებდა სხვის უბედურებაში. არა და ის ხომ არაფერში იყო დამნაშავე. იმ ღამით , რომ არ წაჰყვა ყველაზე სწორი საქციელი იყო მისი მხრიდან. კაცმა უწყის რა შარს გადაჰკიდებდნენ გოჩა და მისი ძმაკაცები. რომ არა ის შემზარავი ღამე იქნებ არც აღარასდროს დამდგარიყო ყოჩასთვის საბედისწერო დღე... დღე როდესაც მან საკუთარ თავს აჯობა და ახალი ცხოვრება დაიწყო. იქნებ ის უბედურება უნდა მომხდარიყო რომ მისი ცხოვრება შეცვლილიყო.
თამუნას მასზე გაუშტერდა თვალი. ერთი წამით მოეჩვენა ,რომ გკაცი გულწრფელი იყო. წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ამ კაცს მისთვის საკუთარი აზრი დაეჯერებინა, შთაეგონებინა. განა პირველი შემთხვევა იყო როცა მისი ირწმუნა?
განა წლების წინაც ასე არ მოხდა? ერთ მშვენიერ დღესაც სახლში გამოეცხადა. ერთი წლის დაშორებულები იყვნენ, მაგრამ გოჩამ მოახერხა და თავის მკლავებში მაინც მოაქცია. წელიწადნახევრის მერე კი ისევ დააჯერა საკუთარი სიმართლე და ცხოვრება თავიდან დაიწყეს.
-ისეთი შეგრძნება მაქვს..._ ამოისლუკუნა თამუნამ და ლოყაზე ნიაღვარივით ჩამომდინარი ცრემლი მოიწმინა. _ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს იმისთვის გავჩნდი ,რომ შენი შეცდომებით ვიცხოვრო. ასე მგონია იმისთვის გავჩნდი, რომ თითოეული შენი შეცდომის პატიება გადავიტანო.
-გთხოვ... განა არ ვიცი ამ წლების განმავლობაში რამდენ ტკივილს გაყენებ? _თავი დახარა ხლმა მაგრამ მისი ხელისთვის ხელი არ გაუშვია.
-საერთოდ არ ფიქრობ იმაზე ჩემთვის ეს რა რთულია. რა მტკივნეულია და თავს როგორ ვგრძნობ ყოველ ჯერზე როდესაც საკუთარ თავს ვაიძულებ ,რომ თვალები დავხუჭო.
-თამუ გთხოვ...
-თავს მშვიდად აღარ ვგრძნობ. ყოველთვის, ყოველ დღე, ყოველ წუთს ვგრძნობ რომ შესაძლოა ისევ რაღაც ახალი მოხდეს და ისევ იგივე გზის გავლა მომიხდეს. ყოველ წუთს მოველი შენგან რაღაცას... შენს დაშვებულ შეცდომებს რომელზეც თვალები უნდა დავხუჭო. საერთოდ ხვდები რას მიკეთებ? _ გოჩას ხელებს შორის ქალის თითები ისე აცახცახდა როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტი.
-ვიცი, რომ ამ სიტყვის წარმოთქმის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ მაპატიე. არც კი ვიცი რა უნდა გითხრა სხვა. სიტყვებს ვერ ვპოლობ შენთვის სათქმელად. ვიცი რომ შენ გაცილებით უკეთესს იმსახურებ ვიდრე მე ვარ, მაგრამ მე შენ მიყვარხარ. ყოველთვის მიყვარდი და არასდროს არ დამიშვია ეს შეცდომები გამიზნულად. არასდროს მდომებია, რომ შენთვის გული მეტკინა. მეტიც... ყველაზე ნაკლებად ყოველთვის ეს მინდოდა, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო გამომდიოდა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ და შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ... მხოლოდ ის ვიცი, რომ თუ შენ არ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში მე დღეს არც კი ვიარსებებდი. ყოველ ჯერზე როდესაც დავეცი ფეხზე შენ წამომაყენე. შენმა პატიებამ და შენმა დათმობის უნარმა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ გადამარჩინე დაღუპვისგან ...
-ახლა რა უნდა ვქნათ? ახლა რა იქნება? წუხანდელ ღამემდე ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი.
-არ ვიცი შენ ახლა რას ფიქრობ, მაგრამ მე ის ვიცი რომ შენი დაკარგვა არ მინდა და არც შემიძლია. ჩემთვის არაფერი იცვლება იმით რაც მოხდა, უფრო ზუსტად ჩვენს შორის არ იცვლება.
-შენ ისინი უნდა მოძებნო?
-მე ვიცი ისინი სადაც არიან
-რაა?
-თიკომ იცის.
-თიკომ? მან... მან როგორ?
-ის მასთან დადის სეანსზე და ბავშვიც. მას ვიკაც იცნობს და შენც.
-რაა? როგორ... ეს როგორ...
-ვიკას კლასელია. ლილი, გახსოვს ხელი რომ გაიჭრა?
-ჰო. რათქმაუნდა მახსოვს
-ის ბავშვი ჩემი შვილია
-არა... არა... ეს შეუძლებელია. შენ ეს იცოდი? მაშინ იცოდი?
-არა რათქმაუნდა თამუ. წუხელ მითხრა თიკომ. მეც ყველაფერი წუხელ გავიგე. თიკო თავს გარიდებდა იმიტომ რომ არ უნდოდა შენტან რამე წამოსცდენოდა. შენი მოტყუება არ უნდოდა. ამიტომაც გაგირბოდა.
-ანუ...
-ყველაფრის მიზეზი ეს იყო. თიკოს ძალიან უყვარხარ. ზუსტად ისე როგორც შენ გიყვარს ის.
-მე... მე ცოტა ხანს დაფიქრება და მარტო დარჩენა მჭირდება გოჩა.
-რათქმაუნდა. მე თიკოსთან უნდა გადავიდე ორზე ან სამისკენ.
-შენ მას უნდა შეხვდე?
-ჰო და ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი დავასრულო.
თამუნამ თავი დაუქნია და კარში გამავალ ქმარს თვალი გაააყოლა. თვითონ საწოლზე შემოჯდა და მკლავები მუხლებზე შემოიხვია. დიდხანს იჯდა ასე და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არ იცოდა.

&&&

ორი საათი ჯერ არც კი იყო როცა თეონამ ანა მოიყვანა და მოვიდა. თიკო უკვე შემზადებული იყო ყველაფრისთვის რაც სათქმელი ჰქონდა ანასთვის. ისიც იცოდა საიდან უნდა დაეწყო. მთელი ღამე ამაზე ფიქრის მეტი არაფერი გაუკეთებია. სრული სიზუზტით ქონდა გათვლლილი ყველაფერი. თითქოს აღარც ნერვიულობდა.სადად და სასინაოდ გამოეწყო რომ თავი საბოლოოდ კომფორტულად ეგრძნო და სტუმრებს კარი გაუღო.
ადრინდელისგან განსხვავებით ანა ახლა გაუღემებდა ხოლმე და ისე ესალმებოდა. სტუმრებს ყავა მოართვა და იქვე შემოსასვლელში ჩამოჯდომისკენ მოუწოდა. მარტო დატოვება არც თეონასთვის უთხოვია. სეანსისთვის შეუფერებელი სიტუაცია შეიქმნა.
თიკო ფიქრობდა, რომ თუ ამ საუბარს თეონაც დაესწრებოდა უკეთესი იყო. ანას მხარში დადგომა და გამხნევება დასჭირდებოდა.
-დღეს სეანსი არ გვექნება_ გამოაცხადა თიკომ და ანას პირისპირ დივანზე ჩამოჯდა.
-არა? რატომ?
-მოუსმინე და ყველაფერს გეტყვის რაც ხდება_ჩაერია თეონაც
-შენც იცი რაზე უნდა ვისაუბროთ?
თეონამ მხოლოდ თავი დააქნია.
-როდესაც შენი ისტორია მომიყევი ჩემზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა. მაგრამ როდესაც ამბის მოყოლისას ის სვირინგი ახსენე მოულოდნელად ცუდად გავხდი გახსოვს?
-კი მახსოვს
-მე ვიცნობ იმ კაცს ვინც შენ გაგაუპატიურა
თიკოს ნათქვამი მეხის გავარდნასავით გაისმა ოთახში.
-არა შეუზლებელია.... წარმოუდგენელია _ ფეხზე წამოიჭრა ანა და აქეთ-იქეთ სიარულს მოჰყვა , თან ხელებს და თითებს ისრესდა. მერე ჩანთას წამოავლო ხელი და გასაქცევად მოემზადა_ წავედით თეო აქედან
-მთელი ცხოვრება ვერ გაიქცევი ანა_ ხმა ზურგს უკნიდან შეუალი იყო, რომელმაც ადგილზე გააქვავა ქალი
-მართალს გეუბნება მეგობარო. როდემდე აპირებ გაქცევას. სად დაემალები წარსულს რომელიც ყოველ წუთს გახსენებს თავს? ნუთუ 14 წლის განმავლობაში ვერ მიხვდი, როომ გაქცევა გამოსავალი არ არის?
-არ მინდა აქ ყოფნა. არ შემიძლია...
-აქ იმისთვის მოხვედი, რომ წარსული დაგევიწყებინა. იმისთვის მოხვედი, რომ ნაბიჭი გადაგედგა წინ ახალი ცხოვრების დასაწყებად. ახლა თუ გაიქცევი მთელი ცხოვრება მოგიწევს დამალვა. წარსულს ვერ შცვლი მით უფრო მასზე თავის არიდებით.
-რა მარტივია საუბარი არა?
-მარტივი არ არის, მაგრამ ცხოვრებაც რთულია. აქ მოსვლით არჩევანი გააკეთე და ეს არჩევანი ახლა უნდა დაიცვა. წარსული შენს წინ დგას და მას უნდა შეხვდე. მხოლოდ ასე შეძლებ მასზე გადაბიჯებას და ცხოვრების გაგრძელებას. სხვა შემთხვევაში წარსულში ჩარჩები. იმ პლაჟზე სადაც ის საშინელება შეგემთხვა.
-ამისთვის მზად არ ვარ
-თუ არ მოჯნდომებ არც არასდროს იქნები ანა. ამდენი კვირა აქ იმისთვის გატარებდი , რომ შენი გონება ამისთვის შემემზადებინა. სხვა შემთხვევაში შენთვის სიმართლის თქმა იმ დღესვე შემეძლო. ან მობრუნდი და ჩემს წინ დაჯექი, მესაუბრე ისე როგორც ზრდასრულ ადამიანს შეჰფერის ან არა და ამ კარიდან გადი , ამჯერად სამუდამოდ და უკან არარ დაბრუნდე. ეს შენი არჩევანია_ კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შეჰმატა თიკომ თავის ნათქვამს და დივანზე ჩამოჯდა. ანა ერთხანს კიდევ იდგა ,მაგრამ თიკოს იმედი ჰქონდა, უფრო სწორად დარწმუნებული იყო რომ არ წავიდოდა.
მისი ფიქრები მართალიც გამოდგა. ქალმა ჩანთა დივანზე დადო და იქვე ჩამოჯდა.
-სწორად მოიქეცი მეგობარო. უკვე 14 წელია ხედავ, რომპრობლემები გაქცევით არ გვარდება. უკვე დროა რაღაც შეცვალო. გესმის?
-და ახლა? ახლა რა იქნება? _შიშნარევი წვრილი ხმით თქვა ანამ
-მან შენს შესახებ სიმართლე იცის. მე მას ყველაფერი მოვუყევი. მან ლილის შესახებაც იცის და შენთან შეხვედრა უნდა
-არა... _ისევ თავის ქნევას მოჰყვა ანა
-ის კარგი ადამიანია
-შეუძლებელია. კარგი ადამიანი ვერ იქნება ის ვინაც ცხოვრება დამინგრია. ვინც ასე მომექცა. როგორ მეუბნები ,რომ კარგი ადამიანია? ამის თქმა როგორ შეგიძლია?
-მას ისევე როგორც ყველა ადამიანს ამ ქვეყნად პრობლემები ჰქონდა წლების წინ. რის გამოც ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა. ის არც კი აპირებს თავი იმართლოს იმის გამო რაც მოხდა. თავის დანაშაულას აღიარებს, მაგრამ შენთან შეხვედრა უნდა. უნდა, რომ პირისპირ შეგხვდეს.
-არა... არა და არა ... ისევ გადაჭრით იუარა ქალმა, მაგრამ სანამ გადარწმუნებას მოჰყვებოდნენ კარზე ზარი გაისმა.
-მე გავაღებ_წამოდგა ფეხზე თიკო და შემოსასვლელისკენ წავიდა. კარი გაღებულიც არ ჰქონდა უკვე იცოდა ვინც იყო. სანამ ზღურბლზე ფეხს გადმოადგამდა ცოტა ხანს უყურებდა კაცს, რომელსაც სასოწარკვეთილება და ცოტაოდენი შიში ჯერ ისევ უკრთოდა თვალებში. როგორც ჩვეოდა ახლაც სიმპატიურად და სანიმუშოდ იყო გამოწყობილი. თიკომ ოთახში შესვლა მოასწრო და თეონას თვალი უქნია გავიდეთო.
ანა მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე. თეონა მეგობარს დამორჩილდა და მასთან ერთად იქედან წავიდა. ანამ თხოვნაც ვერ მოასწრო დარჩენილიყვნენ. ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა. სულ ერთ წუთში. ან უფრო მეტში, მაგრამ ქალს ასე მოეჩვენა.
ოთახიც სულ ერთ წუთს იყო ასეცარიელი. ასე ეული და მარტოსული სანამ ზღურბლზე მამაკაცმა არ გადმოაბიჯა.
ანამ მისდაუნებლიედ დაიხია უკან. ისე უკან,რომ ლამის კედელს აეკრო.
შეხედა, იცოდა ვინც იყო, მაგრამ ასოციაცია გაუქრა.
ის სულაც არ ჰგავდა იმ კაცს ვინც ასე სძულდა, ასე ზარავდა, ასე ანადგურებდა მის გონებას და ცხოვრებას. ეს ის არ იყო, ეს სულ სხვა იყო.
სადღაც გულის სიღმეში სიში გაუქრა. ვერაფრით დააკავშირა ის ორი ადამიანი ერთმანეთს. კაცი , რომელმაც პლაჟზე მასზე იძალადა და კაცი, რომელიც იმ წამს ოთახში შემოვიდა.
სიმპატიური,ელეგანტური, მოწესრიგებული და საქმიანი გამომეტყველების მქონე კაცი. მის და უნებლიედ თვალი კისრისკენ გაექცა და ის ერთადერთი მძივიც გაწყდა რაც მასში ძიზღს იწვევდა. არც ის იყო ადგილზე. სვირინგი სადღაც გამქრალიყო.
გოჩამ თითქოს იგრძნო ქალისმზერა და ინსტინქტურად წაიღო ხელი საყელოსკენ.
მერე ქალს დააშტერდა და ეცადა მასში რამე გაეხსენებინა, მაგრამ ამაოდ. არაფერი იყო მასში ნაცნობი. მანაც ისევე, როგორც ანამ იცოდა ვინ იყო. მხოლოდ ეს იყო რეალობა. ფაქტის ცოდნა და გაცნობიერება. სხვა არაფერი.
არც ერთი მათგანი არ იყო ის ვინც ადრე...ვინც წლების წინ... წარსულის კვალი სრულიად გამქრალიყო.
გოჩამ ნაბიჯი მისკენ გადადგა და ეცადა მიახლოებოდა. ანას უკან დასახევი გზა აღარც ჰქონდა. ის უკვე იქ იყო. გარდაუალ რეალობად და ფაქტად ედგა თვალწინ და უყურებდა.
-გამარჯობა!_ ძლივს ამოთქვა კაცმა. წარმოდგენაც არ ჰქონდა მისთვის რა უნდა ეთქვა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მიესალმა.
მისგან პასუხი არ მიუღია. ეს უცნაურად არ მოეჩვენა. ელოდა კიდევაც .
-ამდენი წლის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს... მე და შენ...
გოჩას ენა ებლუკებოდა, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებდა სათქმელის თქმას
-ალბათ ეს ბედისწერა იყო. ალბათ უკვე დრო იყო. არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ მე ყოველთვის მახსოვდა ის რაც მოხდა ჩვენს შორის. _სათქმელი უფრო და უფრო მძიმდებოდა_ ალბათ არ არსებობს ამქვეყნად სიტყვა რომელსაც შეუძლია ნუგეში მოგცეს, მაგრამ მე მაინც გეტყვი იმას რასაც ვფიქრობ. ამ ყველაფერს გულწრფელად გავაკეთებ. მე... მე არასდროს მდომია ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა, მათ შორის არც შენთვის. თავს არასდროს გავიმართლებ, მე ვიცი რაც ჩავიდინე და მზად ვარ შენს წინაშე პასუხი ვაგო. მაგრამ გეტყვი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა. მაშინ სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. არც ის ვიცოდი რას ვაკეთებდი და არც ის შენ ვინ იყავი.ჩემი ცხოვრების სტილმა დაგნგრია შენ ცხოვრება და შენთან ერთად ჩვენს შვილსაც, რომელიც საერთოდ არაფერშია დამნაშავე.
ანამ რეაქცია მხოლოდ იმით გამოხატა, რომ კაცს თვალი გაუსწორა. ღაცაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა.
-თუ გინდა, რომ ჩადენილისთვის პასუხი მაგებინო იცოდე, რომ ამ სასჯელს არსად გავექცევი. დღეს ის ადამიანი აღარ ვარ, რომელიც წლების წინ ვიყავი. ისე აღარ მოვიქცევი როგორც ადრე. გაქცევას და სხვისი ცხოვრების დანგრევას აღარ ჩავიდენ. იმას გავაკეთებ რაც შენ მდგომარეობას შეგიმსუბუქებს. თუ გინდა რომ დავისაჯო დავისჯები. შენ არ იმსახურებდი იმას რაც გაგიკეთე. არც შენ და არც ჩემი ოჯახი. ცხოვრება მარტო შენთვის არ დამინგრევია. ჩემმა ქმედებებმა სხვებსაც გაუმწარა სიცოცხლე.
ანამ ნერვიულობისგან აკანკალებული ხელის გულებით სახე მოიწმინა.
-მე... მე... მე მეშინოდა იმის რაც მოხდა და ...მე არც კი ვიცი ახლა რას ვლაპარაკობ. უბრალოდ ის ვიცი, რომ თქვენთან შესახვედრად მზად არ ვიყავი. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა.
-მეც მეგონა, რომ დანაშაულის აღიარებისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ მაინც მოვედი. იმ იმედით მოვედი, რომ მომავლის შცვლა მაინც შემიძლია. იმ იმედით მოვედი, რომ რაღაცას გამოვასწორებ.და იმისთვის მოვედი, რომ შენთვის პატიება მეთხოვა. მეთქვა როგორ ვწუხვარ და განვიცდი იმას რაც ჩავიდინე.
-თიკომ მითხრა, რომ შენ ისეთი არ იყავი როგორიც წარმომედგინე. ახლა ასე მგონია ისეთი კი არა საერთოდ არ ხარ ის ვინც მე მეგონა, რომ იყავი.
-შენი სახის გახსენებას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით შევძელი. საერთოდ არაფერი მახსოვს რასაც შეეძლო ...
-მეც ვცდილობდი გახსენებას... მთელი ამ წლების მანძილზე, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მახსოვდა. _ საკუთარ კისერზე მოიკიდა ხელი ინსტინქტურად ქალმა და დაბნეული თვალებით ყურებას მოყვა.
-მაგრამ აღარც ის არსებობს. ყველაფერი გაქრა... ყველაფერი გარდა... გარდა ჩვენი შვილისა.
ქალის თვალებში განცდები აიმღვრა და ახლა მხოლოდ ტკივილად იქცა. ტუჩები მოიკვნიტა, რომ სათქმელი გაეგრძელებინა.
-მე ვიცი,მის შესახებ ყველაფერი ვიცი. მე მას ვიცნობ... მე ის ერთხელ უკვე ვნახე და ის არაჩვეულებრივია.
-რაა? როდის ნახე?
-ის ჩემი ქალიშვილის კლასელია. დაბადების დღეზე იყო მოსული.
-ჰო, გამახსენდა სადღაც იყო ამასწინ.
-ის საოცარი ბავშვია.
ანა გაჩუმდა. სიტყვაც არ დაუძრავს. თიკოს ნათქვამისგან გათვალისწინებით გოჩა მიხვდა, რომ ანას მასზე საუბარი არ უნდოდა.
-შენ ბევრი გადაიტანე. ყველამ ბევრი გადავიტანეთ. განსაკუთრებით ლილი დაზარალდა. უდანაშაულოდ დაისაჯა. ის ამას არ მსახურებს.
ანამ მხოლოდ თავი დააქნია. გოჩამ გაიფიქრა დიდი მიღწევაა რომ მეთანხმება მაინცო.თიკომ ბევრი უამბო ანას ლილისადმი დამოკიდებულებაზე.
-თოთხმეტი წელი გავიდა._ ამოილუღლუღა ქალმა. გოჩა სმენად იქცა._თოთხმეტი წელი გავიდა მას მერე რაც ის ამბავი მოხდა. მე უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი დავივიწყო და ცხოვრება განვაგრძო. შენთვის ჩივილს არ ვაპირებ. არ მინდა, რომ კიდევ ვინმეს დაენგრას ცხოვრება. შენს ოჯახს ვგულისხმობ. უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და აღარ მინდა ,რომ ერთმანეთს ისევ შევხვდეთ. ყოველ შემთხვევაში სანამ სანამ მზად არ ვიქნები.
-მაპატიე. კიდევ ერთხელ მინდა პატიება გთხოვო იმ არაკაცობისთვის რაც შენს წინაშე ჩავიდინე.
ანას კვლავ არაფერი უთქვამს. გოჩა მიხვდა, რომ მისი წასვლის დრო მოსულიყო და კარისკენ შებრუნდა, მაგრამ მერე უკან მობრუნდა და ანას წინ დადგა.
-მინდა რაღაც გთხოვო. ამაზე ბევრი ვიფიქრე. წუხელ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და იმის მიუხედავად შენ რას გადაწყვეტდი....
ანა წელში გასწორდა და კაცს დააკვირდა.
-მე არ მინდა, რომ ლილიმ გაიგოს როგორ ჩაისახა ის. არ მინდა იცოდეს ის რაც მის ცხოვრებას საბოლოოდ დაანგრევს. ამას ჩემთვის არ გთხოვ და არც არავისთვის. ეს ყველაზე გონივრული საქციელი იქნება ჩვენი მხრიდან. მოდი ეს ტვირთი მხოლოდ ჩვენ ვზიდოთ და არა მან. ეს აუცილებელი არ არის.
გოჩამ მის თვალებში თანხმობა დაინახა და მაშინვე წავიდა. აღარ უნდოდა მისთვის მეტი ტკივილი მიეყენებინა. სანამ გოგონები უკან შემობრუნდებოდნენ ანამ ჩანთას ხელი დაავლოდა იქედან გაიქცა. აღარავისთან დალაპარაკება და აღარავისთვის რამის ახსნა აღარ უნდოდა. მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენა სჭირდებოდა.
-თიკო, მგონი დროა ამ ამბის დასასრული ლილისთან იყოს. შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია ლილის სიმართლე უთხრას.
-რომელი სიმარტლე თეო?
-რომ მამამისი დაბრუნდა. რომ მამამისთან შეხვედრის დროა. ანა ამას არ გააკეთებს. მას ამისთვის აღარანაირი ძალა აღარ შესწევს. მოდი წავიდეთ და ლილის დაველაპარაკოთ. ეს შენ უნდა გააკეთო. შენ მისი ფსიქოლოგი ხარ და შენ იცი როგორ უნდა ვუთხრათ მას სიმართლე. ანამ ესკიდევაც რომ გააკეთოს ისე არ გააკეთებს როგორც საჭიროა. ახლა ბავშვს სწორად მიდგომა სჭირდება
-ასე გგონია?
-დარწმუნებული ვარ ასეა.
-გოჩაც ალბათ დაელაპარაკება დღეს ვიკას. ლილისთან ჩვენ წავიდეთ? როგორ გგონია სწორი იქნება?
-ძალიან სწორი იქნება იმის გათვალისწინებით ანასა და მას შორის როგორი დამოკიდებულებაა. მზია დეიდას ამ ტვირთს ვერ ავკიდებთ.
-კარგი. მოიცა ჩანთას და გასაღებს ავიღებ და წავიდეთ
თიკო ბოლომდე მოტივირებული ჩანდა. როგორც ანასთან ისე ლილისთანაც თითქმის უკვე იცოდა რა უნდა ეთქვა და გაეკეთებინა. ხალისითაც კი მიჰყავდა მანქანა. თავს ისე გრზნობდა თითქოს მთელი ტვირთი ჩამოეხსნას მხრებიდან. კარზე ზარი, რომ მისცეს უკვე ვეღარც ითმენდა ისე უნდოდა ლილისთან შეხვედრა. ბოლოსდა ბოლოს წერტილი უნდა დასმოდა ყველაფერს.
კარი ლილიმ გაუღოთ და მაშინვე გაუღიმა ორივეს.
-თქვენს სტუმრობას არ ვ ველოდი.
-გამარჯობა ლილი! შენთან სალაპარაკოდ მოვედით.
-მობრძანდით! ბებოც სახლშია_მისაღებში შეიპატიჟა ბავშვმა ორივე. ქალბატონი მზია მაშინვე დატრიალდა და ღავის და რაღაც ტკბილეულის მზადებას მოჰყვა. ლილი იქვე დივანზე ჩამოჯდა და გოგონებს მიაჩერდა.
-ლილი შენთან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე სააუბროდ მოვედით
საუბარი თიკომ დაიწყო. თეონა განზე გადგა და პრინციპულად გადაწყვიტა საერთოდ არ ჩარეულიყო ამ საუბარში და პროფესიონალისთვის მიენდო ყველაფერი.
-ვერ გავიგე რას გულისხმობთ_ დაიბნა ლილი. ამდენი ხნის მერე კარგად შეისწავლა, რომ თიკო მას სერიოზულად ტყუილად არ დაელაპარაკებოდა.
-გახსოვს როდესაც ვიკას დაბადების დღის მერე ჩემთან მოხვედი მე და შენ რაზე ვისაუბრეთ?
ლილი დაფიქრდა. ცდილობდა გაეხსენებინა . ხელზე ნაკერები შეამჩნია და მაშინვე გაახსენდა ეს რომელი დღე იყო. ჯერ ისევ ეტყობოდა ძაფების ამონაღები ადგილი
-დიახ თქვენ მაშინ მამაჩემზე მეკითხებოდით. გინდოდათ გაგეგოთ როგორი წარმომედგინა ის. მაგრამ ამას ახლა რატომ მეუბნებით?
უცნაურად გაიღიმა ბავშვმა
-იმიტომ, რომ ჩენ დღესაც მამაშენზე ვისაუბრებთ
-ვერ მიგიხვდით?
-შენ მითხარი რომ გინდოდა მამაშენის შესახებ გცოდნოდა ,მაგრამ დედაშენი ამ საკითხზე არ გელაპარაკებოდა. ბებოს კი ვერ ეკითხებოდი. ასე არ იყო?
-ჰოოო მაგრამ...
-ჩვენ დღესაც ვისაუბრებთ მამაშენზე. მამაშენზე ,რომელიც შენც ისევე გყავს როგორც ყველა ბავშვს ამყვეყნად.
-ვიცი, რომ მყავს.
-მამაშენს შენი ნახვა უნდა.
-რაა?_გაოცებისგან წამოიყვირა ბავშვმა. მხიას ჯერ კიდევ არ შემოსულს ლანგარი ხელიდან გაუარდა და მთელ ხმაზე შეიცხადა.
-მზია დეიდა _ფეხზე წამოიჭრა თიკო.
-ის კაცი ჩემს გოგონას ახლოსაც ვერ მიეკარება_ ხმას აუწია მზიამ
-ბებო რა დაგემართა?
-მოდი ჩემთან საყვარელო_ხელები გაუწოდა ქალმა ბავშვს და ისიც გულზე მიეკრა.
-ლილის მამას უნდა, რომ ის ნახოს. ის და ანა დღეს ერთმანეთს შეხვდნენ.
-რაა? ჩემი გოგო იმ..._წინადადების დასრულება უნდოდა ქალს , მაგრამ თიკომ თვალები ისე დაუბრიალა მზიას სიტყვები ტუჩებზე შეახმა.
-მამაჩემს ჩემი ნახვა უნდა ბებო წარმოგიდგენია? _ხელი უშვა წელზე ქალს და გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა. ლილის თვალებში ვარსკვლავებივით კიაფობდა სიხარული._ მას არასდროს ნდომებია ეს, მაგრამ ახლა უნდა რომ გამიცნოს
-ლილი! _ ბავშვის წინ ჩაიმუხლა თიკომ და ორივე ხელი ჩასჭიდა
-ჰო...
-მამაშენს შენი ნახვა არ უნდოდა იმიტომ, რომ მან არც კი იცოდა შენი არსებობის შესახებ. მან ეს გუშინ გაიგო.
-რაა? მამაჩემმა არ იცოდა, რომ შვილი ჰყავს? ჩემთან ამიტომ არ მოდიოდა?_ თვალები აუწყლიანდა ლილის და ხმა გაუწვრილდა._ მე კი მეგონა, რომ არ ვაინტერესებდი და არ ვუყვარდი. მე სულ ასე მეგონა.
-მას შენ აინტერესებ და უნდა რომ გაგიცნოს. უნდა რომ შენი მამა იყოს.
-როდის ვნახავ? ჩემთან როდის მოვა?
-მაშინ როცა ამას შენ მოისურვებ.
-რაა? მე რომ ვთხოვო აქ ახლავე მოვა? ამ წუთას? ისე მოხდება როგორც ზღაპრებში? ჯოხს, რომ აიქნევენ და იმ წუთას ყველაფერი ხდება?
-ჰო ზუსტად მასე ოღონდ რამდენიმე წუთს დაიგვიანებს. გზაზე საცობებია ხომ იცი?
ლილიმ თავი დააქნია და თიკოს კისერზე მოეხვია.
მზია კედელთან იდგა და თავს აქნევდა. თეონამ ანიშნა იქეთ გავიდეთო და მასთან ერთად სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ვიღაცას მისთვისაც უნდა ასეხსნა შექმნილი სიტუაცია.
-მაშინ უთხარი, რომ მოვიდეს_ ამოისლუკუნა ლილიმ
-ვეტყვი და, როდესაც მოვა შენი ტვალით დარწმუნდები, რომ ოცნებები ხანდახან ზუსტად ისე ხდება როგორც ზღაპრებში. სურვის ჩაიფიქრებ და ისე გვისრულდება როგორც იქ. ჯოხს აიქნევ და ჰოპ!
თიკომ ტელეფონი ამოირო და ლილის თანდასწრებით დარეკა. გოგონა ჯერ ისევ მკერდზე ჰყავდა მიხუტებული, რომელსაც სიხარულის ცრემლები სდიოდა.


____________
ესეც მეექვსე თავი ჩემო საყვარლებო.
მიყვარხართ და გელით
თუმცა მგონი აღარ მოგწონთ ვეცდები მალე დავასრულო



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარიააა ...მეცოდება ანაა მაგრამ ბავშვთან ასეთინ ქცევაა არ მიმაჩნია სწორაად :X

 


№2  offline მოდერი Behandice

ხო არ გაგიჟდი რა არ მოგვწონს?ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე და შენზეც heart_eyes არ შეწყვიტო არაფრის დიდებით,ეს თავი იყო შოკი პიკი პანიკა არვიცი ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები გოჩას და ლილის შეხვედრას,ვიკას რეაქციას ყველაფერს უცდი! heart_eyes

 


№3  offline წევრი An-El

Ametira ogond martlaaa

 


№4  offline წევრი lisebeth

მადლობა ჩემო საყვარლებო ❤️❤️❤️ რავიცი რატომღაცმეგონაა ღარ მოგწონდათ
მადლობა ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ემი

ლილის ემოციებზე ამაკანკალა...რამხელა ტკივილი და რამხელა სიხარული ჩანდა მის სიტყვებში და ქცევაში... მგონი, მეც მასთან ერთად ვტიროდი და მასთად ვხტუნავდი სიხარულისგან...გოჩას რომ დაინახავს, მაშინ ხომ მთლად გადაირევა.... relaxed

პ.ს. ამ ისტორიის დასრულებას ველოდები 5 თვეა და არ მოგწონთო, ეს რა თქვი anguished

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მართალია, არ მოგვწონს,ვგიჟდებიით ამ ისტორიაზე!❤❤❤❤
რა ემოციური იყო,თვალები ამიცრემლიანდა :( ლილის სიხარულმა გული გამითბო.ანა კარგად გაუმკლავდა ამ შეხვედრას❤❤❤თამუნაც თითქოსდა შეეგუა❤❤❤აი ვიკა კი მაშინებს :( ველოდები მომდევნო თავს❤❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეე ეს რა იყო , გული კინაღამ გამისკდა .ძალიან მაგარი თავი გამოგივიდა ყოჩაღ მალე დადე არ მალოდინო რა მოითმენს ახლა.

 


№8 სტუმარი Guest londa

Ra ar mogvwons vgijdebi icode male ar daamtavro me am motxrobashi bevr rames velodebi magalitad lukas da amitomac ar daamtavro aqyvelaferi ase male ar dasruldeba ra erti me oc tavs velodebi dashenzevgijdebi. Ise sabediswerons agar agrdzeleb.

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეე ჩემო ტკბილოო ჩემოო თბილოოო ჩემო სასწაულოოო ♡♡♡უკარგესი ხააარ არ ვიცი როგორღა გადმოვცეე სიტყვებით ♡♡♡

 


№10 სტუმარი Guest ლიკა

უუუუფ რა მაგარი იყო. გოჩაზე გავგიჟდი, ძალიან მომეწონა, თამუნა გადახარშავს ადვილად, ვიკას აზრი ნაკლებად მაინტერესებს, ლილი საოცრებაა. მამასთან რომ კარგი ურთიერთობა ექნება, ეჭვი აღარ მეპარება, მაგრამ ძალიან მინდა ლილის და ანას შორისაც დათბეს, ანამ იგრძნოს შვილი. შენი იმედი მაქვს, რაღაცას მოიფიქრებ ანას მოსაბრუნებლად, ოღონდ ლილისთვის რაიმე საფრთხის შექმნის გარეშე, უფრო ორიგინალურს. მიყვარხარ შენ მე heart_eyes

 


№11  offline წევრი lisebeth

ემი
ლილის ემოციებზე ამაკანკალა...რამხელა ტკივილი და რამხელა სიხარული ჩანდა მის სიტყვებში და ქცევაში... მგონი, მეც მასთან ერთად ვტიროდი და მასთად ვხტუნავდი სიხარულისგან...გოჩას რომ დაინახავს, მაშინ ხომ მთლად გადაირევა.... relaxed

პ.ს. ამ ისტორიის დასრულებას ველოდები 5 თვეა და არ მოგწონთო, ეს რა თქვი anguished

მეც ზუსტად ეს მქონდა მიზნად რომ ლილის ემოციები გადმომეცა ზუსტად
მადლობა ჩემო კარგო და საყვარელო. ყველაფერს გავაკეთებ რომ ბოლომდე ისეთი კარგი იყოს როგორც ახლა
მადლობა ყველა სიტყვისთვის
gvanciko_gvancunia
მართალია, არ მოგვწონს,ვგიჟდებიით ამ ისტორიაზე!❤❤❤❤
რა ემოციური იყო,თვალები ამიცრემლიანდა :( ლილის სიხარულმა გული გამითბო.ანა კარგად გაუმკლავდა ამ შეხვედრას❤❤❤თამუნაც თითქოსდა შეეგუა❤❤❤აი ვიკა კი მაშინებს :( ველოდები მომდევნო თავს❤❤❤❤

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო.
მეც ვგიჟდები თქვენზე. თითოეულ თქვენგანზე
Guest londa
Ra ar mogvwons vgijdebi icode male ar daamtavro me am motxrobashi bevr rames velodebi magalitad lukas da amitomac ar daamtavro aqyvelaferi ase male ar dasruldeba ra erti me oc tavs velodebi dashenzevgijdebi. Ise sabediswerons agar agrdzeleb.

ვაიმე შენ საბედისწერონსაც კითხულობდი?
საბედისწერონის მერე წიგნი წერის პროცესსია ,მაგრამ არ ვიცი დავდებ თუ არა.
რამდენჯრრაც დავდე იმდენჯერ არ მოეწონათ სულ 5-6 კაცი მიწერდა კომენტარებს და რატომღაც მგონია რომ არ მოსწონს ხალხს.
ნიტა♡♡
ვაიმეე ჩემო ტკბილოო ჩემოო თბილოოო ჩემო სასწაულოოო ♡♡♡უკარგესი ხააარ არ ვიცი როგორღა გადმოვცეე სიტყვებით ♡♡♡

ის რომ კითხულობ ჩემს ნაწერს ჩემთვის ესეც ყველაფერია
მადლობა

მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის არც კი ვიცი რა გითხრათ

Guest ლიკა
უუუუფ რა მაგარი იყო. გოჩაზე გავგიჟდი, ძალიან მომეწონა, თამუნა გადახარშავს ადვილად, ვიკას აზრი ნაკლებად მაინტერესებს, ლილი საოცრებაა. მამასთან რომ კარგი ურთიერთობა ექნება, ეჭვი აღარ მეპარება, მაგრამ ძალიან მინდა ლილის და ანას შორისაც დათბეს, ანამ იგრძნოს შვილი. შენი იმედი მაქვს, რაღაცას მოიფიქრებ ანას მოსაბრუნებლად, ოღონდ ლილისთვის რაიმე საფრთხის შექმნის გარეშე, უფრო ორიგინალურს. მიყვარხარ შენ მე heart_eyes

დიდი მადლობა ცემო კარგო. მადლობა ყველაფრისთვის. თითოეული სიტყვისთვის

 


№12 სტუმარი მიკა

auu magaria dzaliaaan da dade raaa malee da gtxooov gtxooov ro sabedisweronic gaagrdzelee meramdened vlitxulob pirvel wiiignd vin icis ..umagresia , sauketesoo

dade raa magaria dzalian .. daa sabedisweroni xo saertod, umagresii da wgwc daaarule plzz... gtxoooovvvvv dzalian

 


№13  offline წევრი lisebeth

მიკა
auu magaria dzaliaaan da dade raaa malee da gtxooov gtxooov ro sabedisweronic gaagrdzelee meramdened vlitxulob pirvel wiiignd vin icis ..umagresia , sauketesoo

dade raa magaria dzalian .. daa sabedisweroni xo saertod, umagresii da wgwc daaarule plzz... gtxoooovvvvv dzalian

მადლობა გაიხარე
საბედისწერონსაცკითხულობ?
რავიცი როცა დავდე არავინ კითხულობდა 5-6 კომენტარი ძლივს იყო და
ვმუშაობ მეორე წიგნზე
ეს დღეს დაიდება
მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent