შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


31-08-2016, 23:04
ნანახია 9 351

ყველაფერი როგორ დაიწყო? მაშინ დაახლოებით 5 წლის ვიყავი როცა მშობლებმა, ბავშვთა სახლში მიმიყვანეს... რატომ? მიზეზი არ ვიცი მაგრამ მშობლები კარგად არ მახსოვს, ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემთან ყოველთვის მოდიოდა ბაბუ და ჩემი ძმა იყო. ბებოც მყავდა, მაგრამ როგორც ბაბუ მეუბნებოდა მას არსად წასვლა არ შეეძლო... სანამ პატარა ვიყავი ვეგოისტობდი ჩემს ძმაზე, ვფიქრობდი რომ რატომ მე და არა ის, მაგრამ გავიზარდე და ჩემი ძმა ერთადერთი ადამიანი გახდა რომლის გარეშეც ვეღარ ვსუნთქავდი, ის ჩემზე 10 წლით დიდია, როცა სრულწლოვანი გახდა უნდოდა ჩემი აქედან გაყვანა, მაგრამ ამბობდნენ რომ სანამ მე სრულწლოვანი არ გავხდებოდი აქედან ვერ გავიდოდი... ჩემი ძმა ყოველ კვირას მოდიოდა ჩემთან, ბაბუ კი ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან მოტყდა იშვიათად მაგრამ, მაინც ახერხებდა ხოლმე ჩემთან მოსვლას... ჩემი მშობლები სად არიან? არვიცი და სიმართლე გითხრათ სურვილიც არ მაქვს რომ ვიცოდე... უკვე სრულწლოვანი ვარ და დღეს აქ ჩემი ბოლო დღე არის ცოდახანში მომაკითხავს ჩემი ძმა, სიმართლე გითხრათ დიდად არ მინდა აქედან წასვლა, გაგიკვირდებათ და აქ მე ბედნიერი ვიყავი, აქ გავიგე რა არის მეგობრობა... ერთისიტყვით აქ მშობლების სითბოს გარდა არაფერი არ მაკლდა, აქედან რომ გავალ კი არ ვიცი რა დამხვდება…
-გვანჩიი, გვანჩიი (ტირილით მოვარდა ჩემთან პატარა სანდრო, სანდრო 4 წლისაა 3 წელია უკვე აქ არის, ყველაზე საყვარელი ბავშვია) ჩენ ლო წაქალ აქ აგალ მოქალ??
-შემომხედე ჩემო პატარა, ყოველ კვირას გნახავ ხო? (გავუღიმე) არიტირო სანდრი, ხოიცი რომ ტირილი კაცების საქმე არ არის? (ლოყებზე ვაკოცე)
-ქო ისევ გეკვალები? (საწყლად გამომხედა)
-რათქმაუნდა ჩემო პატარა (მაგრამ ჩავეხუტე და ლოყები დავუკოცნე. სანდრის ხელი მოვკიდე და დირექტორის ოთახისკენ წავედი რომ დავმშვიდობებოდი, ჩვენი დირექტორი ბატონი არჩილი ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის მამასავით მყავდა, კაბინეტში შევიხედე)
-შეიძლება? (გავღიმე)
-ოოჰ ჩემი პეპელა მოფრენილა (გამიღიმა ბატონმა არჩილმა) შემოდი, შემოდი (სანდრის ხელი მოვკიდე და შიგნით შევედი)
-დასამშვიდობებლად მოვედი (მივედი და მაგრად მოვეხვიე) ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ საუკეთესო ადამიანი ხართ, დამიჯერეთ თქვენ რაც ჩემთვის გააკეთეთ არასოდეს დაგივიწყებთ, თქვენ ჩემთვის მამასავით ხართ, ნამდვილ მამას არ გაუკეთებია იმდენი რამე რაც თქვენ გამიკეთეთ... უბრალოდ არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის რასაც ეხლა ვგრძნობ (ცრემლები მომაცვა, ბატონმა არჩილმა მაგრად მომხვია ხელები)
-სუუ ჩემო გოგონა, ყოველთვის ვოცნებობდი გოგო მყოლოდა, და შენ ჩემი ნანატრი გოგო ხარ, იმედია ხშირად გვინახულებ ხოლმე, ეხლა კიდე შეიმშრალე ეს ცრემლები სად გინახავს შენ მტირალა პეპელა? (გამიცინა და ლოყაზე მიჩქმიტა, ამ დროს ორივემ სანდროს გავხედეთ)
-ბატონი აჩილი გიდათ? ექლავე დაგალაპალაკებთ (არჩილს გაუწოდა სათამაშო ტელეფონი, რომელიც ხელში ეჭირა მე კი გამეღიმა და არჩილის რეაქციას დაველოდე, არჩილმა ტელეფონი გამოართვა და უპასუხა)
-გისმენთ... რასამბობთ, ანუ სანდრომ გაგაბრაზათ ხომ? ნახეთ რავუქნა მე მაგ პატარა მაიმუნს (გაეცინა არჩილს, სანდრო დაიჭირა და წვალება დაუწყო, სანდროს რომ ვუყურებდი მიხაროდა ისეთი ბედნიერი იყო, და არჩილს გავხედე)
-თქვენ საუკეთესო ხართ (გავუღიმე)
-არა უბრალოდ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს როცა პატარა ბავშვი გაძლევს სათამაშო ტელეფონს, ვალდებული ხარ, რომ ზარს უპასუხო (გამიღიმა და ამ დროს ოთახში ქალბატონი ნინო შემოვიდა, ქალბატონი ნინო არჩილის მეუღლეა)
-გვანცი მოგაკითხეს უკვე (ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა) აბა შენ იცი ხო? ჩვენი პატარა სამყაროსგან ის სამყარო ძალიან განსხვავდება იქ ბევრი სახეობის ადამიანს შეხვდები, ყველას არ ენდო ჩემო გოგო, და გთხოვ ნუ დაგვივიწყებ
-არასოდეს გესმის? არასოდეს დაგივიწყებთ
-ნინო დეიდა იჩით მე ლო გავიზდები გვანჩა ჩოლად უნდა მოვიკვანო (სანდროზე სამივეს გაგვეცინა, ხელში ავიყვანე და მაგრად ჩავკოცნე)
-აბა შენ იცი, იცოდე ყველას დაუჯერე ხო? (ცხვირზე ვაკოცე)
-კალქი, შენი ქათრით კველას დავუჯერებ (ლოყაზე მაკოცა)
-მიდი პეპელა გაფრინდი ეხლა, თორე აღარ გაგიშვებთ აქედან
გაეცინა არჩილს, ყველას დავემშვიდობე და ნიკოსთან (ჩემს ძმასთან) ჩავედი, ქვევით იდგა თვითონ და ვიღაც ბიჭი, ჩავირბინე და მაგრად ჩავეხუტე, თვითონაც მაგრად მომხვია ხელები
-გვანცი გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია ალექსანდრე დადიანი (გადავხედე მის გვერდით მდგომს და გავუღმე)
-აი ეხლა მესმის ჩემი ძმის (გაეღიმა სანდროს და ნიკოს გადახედა)
-უკავრავად? (ვერ მივხვდი რას გულისხმობდა)
-არაფერი გვანცი წავედით?
თავი დავუქნიე, სანამ ჩემს ბარგს მანქანაში ჩადებდა მანამდე ყველას დავემშვიდობე და წავედით, გზაში სამივე ჩუმად ვიყავით,არ ვიცოდი რა მეთქვა რადგან, არვიცოდი მათთან რა თემაზე მესაუბრა, ასე თუ ისე ჩემი ძმა ჩემთვის უცხო იყო, მე გარეთ ვიყურებოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი, მე ხომ ცხოვრებაში ბავშვთა სახლს 1 მეტრითაც არ გავშორებივარ, ხშირად დაყავდათ ექსკურსიებზე ბატონ არჩილს და ქალბატონ ნინოს ბავშვები, მაგრამ მე ყოველთვის რაღაცას ვიმიზეზებდი რომ არ წავსულიყავი, არჩილმაც მიხვდა რომ მიჭირდა და აღარ მაძალებდა, სკოლა იქვე გვქონდა წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე რის შემდეგაც ჩემმა ძმამ ipone მიყიდა, მაგრამ რად მინდოდა სურათების გადაღება მე არ მიყვარდა და სოციალურ ქსელში მე არ "დავძვრებოდი"... ხანდახან ჩემს ძმას თუ დავურეკავდი და მოვიკითხავდი ან ის თუ დამირეკავდა მეტი არაფერი.. ჩემი ფიქრებიდან ნიკოს ხმამ გამომარკვია
-გვანცი გშია?
-არა არ მშია (გავუღიმე) ეხლა სად მივდივართ?
-ცოტახნით პირდაპირ სოფელში ჩავალთ, ბაბუ და ბებო გავახაროთ. რამოდენიმე დღეში ქალაქში დავბრუნდებით
ბაბუს ხსენებაზე თვალები გამიბრწყინდა რაც ნიკომაც შეამჩნია და გაეღიმა, ცოტახანში ჩამეძინა, რომ გავიღვიძე ოთახში ვიწექი, რომელიც ბუშტებით იყო მორთული და დიდად ეწერა „კეთილი იყოს შენი დაბრუნება“ მე გამეღიმა და წამოვდექი, წესით სოფელში უნდა ვყოფილიყავით ქვევით ჩავედი და ხალხმრავლობა იყო, მათ რომ არ შევემჩნიე მეორე ოთახში შევიხედე იქვე შევნიშნე ბაბუც, მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე, თვითონაც გახარებული მიყურებდა, თვალებში ბედნიერების ცრემლები ქონდა
-რამხელა გაზრდილხარ შე მაიმუნო (გამიცინა, და უკან მიმატრიალა სადაც მოხუცი ქალი იჯდა ეტლში, მასზე ნიკო სულ მიყვებოდა, როგორც ჩანს ეს ქალი ბებიაჩემი იყო, მივედი და ჩავეხუტე)

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


-ჩემო გოგონა, ჩემო პატარა (სახეზე მისვამდა ხელს) მაპატიე, რომ ვერ მოვდიოდი, მაპატიე ფიზიკურად არ შემეძლო, ჩემი სულელი შვილი აყვა მის ცოლს და მიგატოვათ ეს ანგელოზივით ბავშვები, როგორ არ ვეცადეთ შენს იქედან წამოყვანას მაგრამ, მაშინ ჯერ კიდევ ღარიბები ვიყავით და არ მოგვცეს მეურმეობის უფლება, მერე უფლისწყალობით ნიკომ ბევრს მიაღწია მაგრამ ამასობაში სრულწლოვანიც გახდი, მაპატიე შვილო, ხომ მაპატიებ? (აცრემლებულმა გამომხედა, მე გავუღიმე და ცრემლები შევუმშრალე)
-არ იტიროთ რა, მერე რა რომ ვერ მოდიოდით, ნიკო ყველაფერს მიყვებოდა თქვენზე, თქვენ ყველაზე მაგარი ბებია ხართ მსოფლიოში (მაგრად ჩავეხუტე, ამ დროს ნიკო შემოვიდა ოთახში და გაიღიმა)
-სად გაგვეპარე?
-იქ ძალიან ხმაურია (გავუღიმე)
-წამოდი ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო (ხელი მომკიდა და მისაღებში გამიყვანა) გვანცი გაიცანი ლექსო, თამუნა, იაკო, ლაშა, დათა, რეზი, იოანე და სანდროს იცნობ უკვე (გამიღიმა)
-სასიამოვნოა (გაუღიმე ყველას მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ დავიმახსოვრე რომელი რომელი იყო, დივანზე ვიჯექი)
- სადაა ამდენხანს შენი ძმა? (ნიკომ გახედა სანდროს)
-რავი დილას მითხრა თქვინ წადით და თათბირი მაქვს და ჩამოვალ მერეო, არვიცი
ცოტახანში გვერდით თამუნა და იაკო მომიჯდა მე გავუღიმე
-დემეტრე ვინარის? (გოგოებს ვკითხე)
-სანდროს ძმა არის, ცოტა უჟმურია მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია (გამიღიმა თამუნამ)
-უჟმური რატო? (გამეცინა)
-მაგარი უხასიათოა რა (გაეცინა იაკოსაც)
მერე მე და გოგოებმა ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ, ძალიან კარგი გოგოები იყვნენ, ამასობაში კარი გაიღო და მაღალი, შავგრემანი ბიჭი შემოვიდა, საიდანღაც მეცნობოდა... ვფიქრობდი მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან მეცნობოდა... უი გამახსენდა, ბატონ არჩილთან იყო რამოდენიმეჯერ მოსული, ფიქრებიდან ნიკოს ხმამ გამომარკვია
-გვანცი გაიცანი ეს სანდროს ძმაა დემეტრე დადიანი (ავხხედე და რაღაცნაირად მიყურებდა)
-სასიამოვნოა (გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი)
დემეტრე ჩემს პირდაპირ იჯდა და თვალს არ მაშორებდა, არვიყავი ესეთ რაღაცეებს მიჩვეული, არც ესეთ ხალხმრავლობას და ძალიან დავკომპლექსდი

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


აღარ ვიცოდი რამექნა და ამ დროს ჩემს ბედად ჩემმა ტელეფონმა დარეკა, დავხედე და უცხო ნომერი იყო
-უკაცრავად (ბოდიში მოვიხადე და აივანზე გავედი ტელეფონს ვუპასუხე)
-გისმენთ
-ალო, გვანჩი ლოგოლაქალ? (სანდრიკო იყო, გული გამითბა მისი ხმა რომ გავიგონე მაგრამ როგორც ჩანს ნამტირალევი იყო)
-ჩემო პატარაა, კარგად შენ როგორ ხარ? რა გჭირს?
-გვანჩი მანდ ქო ალავინ შეგიკვალდება? მე ქო ალ დაგავიწკდები? (ისევ ტირილი დაიწყო)
-ჩემო პატარა ნუ ტირი რაა.. საიდან მოიტანე რომ შეიძლება დამავიწყდე?
-ალჩილი ბიჯია და ნინო დეიდა ლაპალაკობდა იმედია გვანცა ვინმე კალგ ბიწს გაიცნობს შეუკვალდება და ბედნიელები იქნებიანო.... გვანცი ქო ალავინ ალ შეგიკვალდება?
-მომისმინე ჩემო ცხოვრება შენ ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები ეს დაიმახსოვრე... მიდი ეხლა არჩილი დამალაპარაკე ხო?
-კაქი, მიკვალქალ და მალე მნაქე
-აუცილებლად ამდღეებში შემოგივლი და გაგასეირნებ
-კაქი ექლა აჩილს ელაპალაკე
-ჰაა აბა პეპელა როგორ გრძნობს თავს? (როგორც ყოველთვის ბატონი არჩილი კარგ ხასიათზეა)
-კარგად ბატონო არჩილ თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენ რაზე შევთანხმდით ? (მოჩვენებითი გაბრაზებით მითხრა)
-კარგი გავითვალისწინებ (გამეცინა)
-იმედია (მასაც გაეცინა)
-სანდრო ისევ ტირის? ( მოწყენილმა ვკითხე )
-სულ უხასიათოდაა შვილო ძალიან განიცადა შენი წასვლა
-შეიძლება ზეგ რომ გავასეირნო?
-რათქმაუნდა, კარგი შვილო წავედი ეხლა და შეგეხმიანები ხოლმე
-კარგად იყავით, მომიკითხეთ ყველა
არჩილს გავუთიშე და და ცრემლები წამომივიდა, ჯერ ერთი დღეც არაა რაც მოვშორდი იქაურობას და უკვე ძალიან მენატრება იქ ყოფნა, გიკვირთ არა? როგორ შეიძლება ადამიანს ბავშვთა სახლში ყოფნა გენატრებოდეს, მაგრამ იქ ისეთი თბილი ხალხია თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ... ფიქრებში ვიყავი როცა გვერდით ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი, მივიხედე და დე დემეტრე იყო, შემცხვა მასთან ერთად ყოფნა და შიგნით შესვლა დავაპირე როცა მომაბრუნა
-მემგონი ჯერ არ ვიკბინები (გავხედე და გამიღიმა)
-ხო მაგრამ მე... მეე (დავიბენი)
-რა შენ? (ჩემს დაბნევაზე უფრო ეღიმებოდა)
-მე არა... უბრალოდ ... აუ შევალ რაა (საცოდავად შევხედე)
-კარგი შედი შედი (გაეცინა)
ოთახში შევედი და ნიკოს გვერდით დავჯექი, კიდე დემეტრეზე ვფიქრობდი დამაბნია ამ ადამიანმა...
-გვანცი რაგჭირს? (ნიკო)
-არაფერი (ძალით გავიღიმე)
-დარწმუნებული ხარ? (ეჭვნარევი სახით გამომხედა)
-რათქმაუნდა (ლოყაზე ვაკოცე)
-წამო შენ ოთახს განახებ და დაისვენე გინდა?
-უხერხული არაა? (მეგობრებს გავხედე)
-არა რათქმაუნდა წამო
ნიკომ ხელი მომკიდა და ოთახში ამიყვანა, ჩემი ოთახი ძალიან მომეწონა წითელ და თეთრ ფერებში იყო მოწყობილი, აქა იქ რამოდენიმე წითელი და თეთრი პუფი იყო, დიდი ორსაწოლიანი ლოგინი, კედელში ჩასმული წიგნების კარადა, მეორე მხარესაც კარადა იყო სარკეებით გამოვაღე და გავოცდი, უამრავი ულამაზესი ტანსაცმელი, გვერდით საყვარელი მაგიდა რომელზეც თეთრი ნოუთბუქი იდო... მთლიანობაში ძალიან მომეწონა ჩემი ოთახი, არა ძალიან კი არა სასწაულად მომეწონა, სიხარულისგან ნიკოს მოვეხვიე, მე ხომ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი ოთახი
-მოგეწონა? (გაეღიმა ნიკოს)
-კიი კიი, ძალიან დიდი მადლობა
-ეს აქეთ სოფელში როცა ჩამოხვალ შენი ოთახი იქნება... თბილიში კი უფრო ლამაზი ოთახი გექნება დამიჯერე
-ამაზე ლამაზი? (გამიკვირდა ნიკოს კი გაეცინა)
-ამ ცხოვრების დედაც თორე შენ იქ უნდა გაზრდილიყავი?! ( უფრო მის თავს უთხრა ეგ ვიდრე მე) ინტერნეტი ჩართულია ნოუთბუქში, ის ამიერიდან შენია, შეგიძლია რაცგინდა ის გააკეთო
-ხო მაგრამ მე ...
-სუუ ეხლა სისულელეები არგამაგონო (შუბლზე მაკოცა) უფრო მეტს იმსახურებ, გავედი მე და დაისვენე
ნიკო გავიდა და მარტო დავრჩი, ფიქრი დავიწყე, როგორც ჩანს ნიკო მდიდარია, რადგან სოფელში თუ ესეთი კარგი სახლი აქვს თბილიში წარმომიდგენია... ცუდია როცა საკუთარ ძმაზე თითქმის არაფერი იცი... კარგი კარგი ჯობია მოვეშვა ამაზე ფიქრს... წამოვწექი და უკვე დაძინებას ვაპირებდი როცა ოთახის კარები ვიღაცამ შემოაღო
-შეიძლება? (გავიხედე და დემეტრე იყო, დავიბენი)
-კი კიი შემოდი
-გვანცი საუბარი არდაგვისრულებია
-რა საუბარი? (გავიკვირვე)
-ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია რატომ ტიროდი?
-ისაა ... მე ... უბრალოდ იქაურობა მომენატრე (გამოვტყდი და სიმართლე ვუთხარი)
-და მხოლოდ ეგიყო მიზეზი? (ეჭვნარევად გამომხედა) და იმას ვის ეუბნებოდი დაიმახსოვრე რომ შენ ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარებიო? (ამის მოსმენისას გავბრაზდი)
-მოიცა თქვენ რაა მისმენდით? (გაბრაზება ვერ დავმალე)
-თქვენ არა გვანცი შენობით მომმართე, უბრალოდ მაინტერესებს და გკითხე (არ შეიმჩნია ჩემი გაბრაზება, და ისევ მშვიდად გააგრძელა ლაპარაკი)
-ეგ თქვენ... უკაცრავად შენ არ გეხება (არვიცი რატომ მაგრამ სიმართლე მაინც არ ვუთხარი)
-მომისმინე პატარავ, გინდა თუ არგინდა შენი ცხოვრება მე მეხება ასე რომ ჭკუით იყავი
არაფრის თქმა აღარ მაცადა და ოთახიდან გავიდა... არა მაინც რამდენს ბედავს, ჩემი ცხოვრება მარტო მე მეხება... მართალი იყო ნინო დეიდა გარეთ სხვანაირი ადამიანებია, იმედია ოდესმე გავუგებ მათ... ძილის სურვილი გამიქრა და ნოუთბუქი ჩავრთე, სოციალური ქსელი არ მქონდა ამიტომ გადავწყვიტე facebook_ი გამეკეთებინა მაგრამ ჩემი სურათები არ ამიტვირთია, ჩემი ძმა მოვძებნე და მალევე ვიპოვე ჩემს ძმას მისი და დემეტრეს სურათი ედო პროფილად,

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


გავადიდე და ისევ დემეტრეზე ფიქრი დავიწყე... არადა რა სიმპატიურია მაგრამ არა გვანცი პირველრიგში ის შენი ძმის ძმაკაცია, თან უხეში და უჟმურია... ხელები ჩემდა დაუკითხავად მოძრაობდა და ნიკოს პროფილიდან დემეტრეს ფროფილზე აღმოვჩნდი, მას არედო სურათები მხოლოდ მეგობრის ფოტოების მონიშვნებზე იყო... როცა გავაცნობიერე რას ვაკეთებდი სასწრაფოდ გამოვრთე კომპიუტერი... არ ვიცოდი რამექნა და ჩემი ახალი ტანსაცმელების დათვალიერებას შევუდექი, კარადა რომ გამოვაღე ხელმეორედ გავოცდი, მაშინ ნიკოსთან ერთად ვერ დავათვალიერე ეხლა კი თითქმის ყველაფერს შევავლე თვალი და ყველაფერი ძალიან მომეწონა, ტანსაცმელების თვალიერებაც მალე მომბეზრდა და გადავწყვიტე ისევ ქვევით ჩავსულიყავი, სამყოფ ოთახში ისევ ხმაური იყო ესეიგი ჯერ არ წასულან, შევედი და ნიკოსთან მივედი
-ნიკო შეიძლება გავისეირნო? (ნიკომ გაკვირვებულმა გამომხედა)
-საღამოა გვანცი უკვე, თან გზაც არ იცი
-გთხოოვ რა გპირდები მალე მოვალ და შორსაც არწავალ, აქვე ახლოს ვიქნები (საწყლად შევხედე)
-კარგი კარგი მიდი ოღონდ იცოდე როგორცკი დაგირეკავ მპასუხობ და შორს არ წახვიდე, სოფელია მაინც სადმე არ დაიკარგო
-კარგიი
ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი, ჩემს ოთახში ავირბინე, ჟაკეტი მოვიცვი, ტელეფონი და ნაუშნიკები ავიღე და გარეთ გავედი... ვსეირნობდი ძალიან ლამაზი იყო ჩვენი სოფელი ან მე მეჩვენებოდა ასე ლამაზად ... იქვე ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, მათგან ერთერთი გამოეყო და ჩემსკენ წამოვიდა, უკვე მიახლოვდებოდა და ცოტა არიყოს შემეშინდა თან ნინო დეიდას სიტყვები გამახსსენდა "შვილო არავის არ ენდო, იქ სხვა სამყარო და სხვანაირი ხალხია"
-გამარჯობა (გამიღიმა, ერთი შეხედვით არჩანდა ცუდი ადამიანი)
-გამარჯობათ (მეც გავუღიმე)
-მოიცა ესეთი ბებერი ვარ ტოო? (ვერ მივხვდი რატო მითხრა, შემატყო რო ვერ მივხვდი და გააგრძელა) მემგონი არცისეთი ბებერი ვარ თქვენობით რომ მომმართო (გაეცინა) უი სულ გადამავიწყდა მე გაბრიელი ვარ
-მე გვანცა (გავუღიმე)
-შევატყვე, რომ მარტო დახეტიალობ უგზო უკვლოდ და არ შემოგვიერთდები? (მისი მეგობრებისკენ გაიხედა) წამოდი არ მოგაწყენთ (ესეთ სიტუაციაში არ ვიცოდი რაუნდა მექნა და დაბნეული ვუყურებდი ხან მის მეგობრებს ხან მას, უკვე შებინდებული იყო და თავს ვიკავებდი)
-არა... იციი მე მალე უნდა წავიდე ჩემი ძმა მელოდება
-აბა მითხარი ვინაა შენი ძმა
-ნიკო დანელია
-შენ ნიკოს და ხარ ტო? რა პატარა მახსოვხარ, რამხელა გაზრდილხარ (გაეღიმა) წამო ცოტახნით და მერე მე თვითონ მიგიყვან შენს ძმასთან
-მაშინ მიდი შენ და მე დავურეკავ, გავაფრთხილებ და მოვალ კარგი? (გავუღმე)
-კარგი გელოდები, უთხარი გაბრიელ ონიანთან ერთად ვარო თუ რამე (გაბრიელი ბავშვებთან მივიდა მე კი ნიკოსთან დავრეკე)
-რახდება გვანცი ხო მშვიდობაა?
-კიი ნიკ უბრალოდ, აქეთ წამოვედი და შენი მეგობარი გავიცანი გაბრიელ ონიანი ბავშვებთან ერთადაა და დაგაჩერდიო ცოტახანიო ჩვენთანო და მერე მე წაგიყვან სახლშიო და რავქნა?
-ვაა გაბო ტო? მომიკითხე ეგ დაკარგული... მიდი მაგრამ მალე წამოდი ხო?
-კარგიი (ნიკოს გავუთიშე და გაბრიელის და მისი მეგობრებისკენ წავედი)
გაბრიელი და მისი მეგობრები ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა, ძალიან გავერთე, ვერც კი მივხვდი დრო როგორ გავიდა, ლაპარაკში ვიყავი გართული როცა ჩვენთან დემეტრე მოვიდა საშინლად განრისხებული სახით, ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა, მისმა ამ საქციელმა ძალიან გამაბრაზა, არაფრის თქმა არ მაცადა ბავშვებიც გაკვირვებულები იყრებოდნენ, გაბრიელი აპირებდა გამოყოლას როცა დემეტრემ გააჩერა
-დაეტიე მანდ (უღრიალა დემეტრემ, მივხვდი რომ სიტუაცია იძაბებოდა)
-გაბრიელ გაჩერდი, გავყვები დემეტრეს (გაბრიელს სხვა გზა აღარ ქონდა და უკან დაიხია, მე დემეტრეს გავყევი)
-შენ გოგო საერთოდ ნორმალური ხარ? (ძარღვებ დაბერილი მელაპარაკებოდა)
-მეე? ჰო მაგრამ რა დავაშავე? (საწყლად გავხედე)
-შენი ძმა შენზე ნერვიულობს, გირეკავს და ტელეფონი გათიშული გაქვს, თურმე აქ დამდგარხარ და ერთობი, ხელი ხო არ შეგიშალე? (ირონიულად გამომხედა)
-დემეტრე მე უბრალოდ ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა (თავი დამნაშაევდ ვიგრძენი)
-ხოო რას გაიგებდი სად გეცალა ... წავედით და შენი ხმა აღარ გავიგო
მანქანაში ჩავჯექით, ორივე ჩუმად ვიყავით მე ვერ მოვითმინე და ვკითხე
-ნიკო ძალიან გაბრაზებულია? (ჩუმად დავიჩურჩულე)
-უარესად არც კი შეიძლება (გაბრაზებულმა მიპასუხა)
-მე მართლა არ მინდოდა (ცრემლები წამომივიდა)
-მგონი გითხარი რო შენი ხმა არ გავიგო თქო ხო? (უხეშად მითხრა,მაგრამ როცა გამომხედა და დაინახა რომ ჩუმად ვტიროდი, მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გადმოიხარა და ცრემლები მომწმინდა)
- არ იტირო, ტირილი არგიხდება
შუბლზე მაკოცა, არვიცი რატომ მაგრამ მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე, დემეტრეს გაუკვირდა, მაგრამ მანაც მომხვია ხელი... მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ალბათ საუკუნე გავიდოდა ისე რომ არ მოვშორდებოდი, მაგრამ დემეტრეს ტელეფონის ხმამ ყველაფერი შეცვალაა, მე მეგონა მარტო სერიალებში უშლიდნენ ხელს ესეთ მომენტებში მაგრამ თურმე არა ...როცა გავიაზრე რა სიტუაციაშიც ვიყავი შემრცხვა და დემეტრეს მოვშორდი, დემეტრემ ტელეფონს უპასუხა
-კი ნიკო ვნახე ჩემთან ერთადაა არ ინერვიულო
-....
-დამჯდარი ქონია ტელეფონი, კაი კაი მოვდივართ...
ლაპარაკი რო დაამთავრა გამომხედა მაგრამ მე თვალი ვეღარ გავუსწორე და ფანჯარაში ვიყურებოდი, დემეტრემ მანქანანა დაქოქა და სულ რაღაც 5 წუთში სახლში ვიყავით, როგორც კი შევედით ნიკო მოვიდა და ჩამეხუტა
-ჩემო პატარა, როგორ შემაშინე გვანც
-მეე... არმინდოდა, უბრალოდ (არაფრის თქმა აღარ მაცადა და გამაჩუმა)
-მთავარია კარგად ხარ დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია...
ქვევით დიდხანს აღარ გავჩერებულვარ ჩემს ოთახში ავედი და წამოვწექი, დემეტრეზე ფიქრები თავს არ მანებებდა, სულ მისი სახე მედგა თვალწინ... ნეტა თვითონ ფიქრობს ჩემზე? ... არა გვანცა რაა რა სულელი ხარ შენზე რატომ უნდა იფიქროს გარშემო იმდენი ლამაზი გოგოა.... ფიქრებში ვიყავი გართული როცა ჩემი ოთახის კარები გაიღო, გავხედე და დემეტრე იყო, ლოგინზე წამოვჯექი
-მოხდა რამე? ( დემეტრეს გავხედე )
-შენთან დალაპარაკება მინდა
-გისმენ
-მომისმინე, არმინდა რომ გაბრიელთან და მის მეგობრებთან კიდევ წახვიდე (თავიდან ვიფიქრე ხუმრობს თქო მაგრამ მივხვდი რომ სერიოზულად ამბობდა)
-ვერმიგიხვდი (გაკვირვებულმა გავხედე)
-არ მინდა, რომ მათთან მეორეჯერ წახვიდე, რა ვერ გაიგე
-ხო მაგრამ რატომ?
-არ მსურს ადამიანმა რომელიც მიყვარს უცხო უცხო ბიჭებთან იაროს, თან შენ არ ხარ ახლანდელი გოგონების მსგავსი, ძალიან მეამიტი და სუფთა ხარ
-მერე ეგ იმ ადამიანს უთხარი ვინც გიყვარს, მე რა შუაში ვარ? (გაკვირვებულმა გავხედე)
-შენ ხარ ის ადამიანი ვინც მიყვარს (გეუცნაურათ არა? თქვენ მე მკითხეთ ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა, ძალიან დავიბენი)
-დამცინი?(გაბრაზებულმა გავხედე)
-მეტყობა რამე? (სერიოზულად გამომხედა)
-შენ მხოლოდ გუშინ გამიცანი (დაბნეული ვიყავი)
-არა ეს შენ გამიცანი გუშინ თორე მე დიდიხანია უკვე გიცნობ, უბრალოდ არ ვაპირებ რომ თავიდანვე სიმართლე დაგიმალო, და ტყუილში გაცხოვრო დიდიხანია რაც მიყვარხარ...
-ს..საიდან? ან საერთოდ როდის შეგიყვარდი? შეენ... შენ ხომ ნიკოს მეგობარი ხარ
-ალბათ გახსოვს ხშირად მოვდიოდი ბატონ არჩილთან, 3 წლის უკან კონცერტი იყო, სადაც შენ წამყვანი იყავი გახსოვს?
-მერე რომ დამიძახა ბატონმა არჩილმა თუ არ შეწუხდები სურათი გადაგვიღეო ხო? (ჩუმად ჩავიჩურჩლე)

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


-ჰმ ... ესეიგი გახსოვს (გაეღიმა) სწორედ მაშინ შემიყვარდი, იმის მერე ხშირად მოვდიოდი და გაკვირდებოდი.... ერთი სიტყყვით არ გამომდის გრძნობების გამოხატვა, ვიცი რომ ჯერ შენგან ვერანაირ პასუხს ვერ მივიღებ, უბრალოდ არმინდა რომ თავიდანვე როგორც შენი ძმის ძმაკაცს ისე შემომხედო...
მეტი აღარაფერი უთქვია ადგა და ოთახიდან გავიდა... მე კი დამტოვა ესე დაბნეული... როგორ მინდა ეხლა მყოლოდა ადამიანი რომელსაც დავჯდებოდი და ყველაფერს მოვიყვებოდი, მეგობარი მჭირდებოდა..
რათქმაუნდა... როგორ ვერ მოვიფიქრე, ავდექი და ბებოს ოთახში შევედი
-შეიძლება? (კარებში შევიხედე,და ბებოს ეტლი ფანჯარასთან მიეგორებინა და იქ იჯდა)

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


-შემოდი შვილო (გამიღიმა)
-ხელს ხო არ გიშლით?
-არა შვილო შემოდი (შევედი და გვერდით დავუჯექი) გეტყობა რაღაცის თქმა გინდა გისმენ
არვიცოდი ღირდა თუ არა თქმა მაგრამ იმდენად მინდოდა, რომ ვინმესთვის გამეზიარებინა რომ ყველაფერი მოვუყევი, თვითონ გაღიმებული მიყურებდა როგორც იქნა სათქმელი დავასრულე, მეგონა რომ გაუკვირდებოდა ან რამე მაგრამ არა, გამომხედა და ღიმილით მითხრა
-ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის ჩემო გოგო (მე გამიკვირდა და გაკვირვებულმა გავხედე)
-რას ნიშნავს ყველამ იცის (გაოცებულმა გავხედე)
-უკვე 2 წელია ყველამ იცის რომ დემეტრე შენზე გიჟდება (ამან უფრო დამაბნია)
-ანუ ნიკომაც იცის? (ჩუმად ვკითხე)
-კიი, გუშინაც დემეტრე გადაირია რო დაიგვიანე, ნიკო სულ არ გაბრაზებულა, ეგ კი არა რო დარეკე რომგაბრიელთან ერთად ვარო იმის მერე ერთი სული ქონდა მოსულიყო და იქედან წამოეყვანე (აღარ ვიცოდი რა მეთქვა, დავიბენი, სულ ავირიე, ბებომ ისევ გააგრძელა ლაპარაკი) შვილოერთს გირჩევ, ეცადე დემეტრე არ გააბრაზო, რამდანადაც კარგი ადამიანია,იმდენადვე "ფსიხია"...
-ანუ?
-ანუ ძალიან ადვილად ბრაზდება, ასევე ძალიან ეჭვიანია... (ბებო მიყურებდა და ჩემს სახეზე ეცინებოდა)
-კარგი, კარგი აღარ გვინდა რა ამ თემაზე ლაპარაკი ...
ბებოს ვუყურებდი და თვალებში ეტყობოდა რამდენად კარგი ადამიანი იყო
-ბებო შეიძლება გკითხო?
-გამიხარდა (ისევ გაღიმებული მიყურებდა, მე გაკვირვებულმა გავხედე)
-რა გაგიხარდა?
-ბებო რომ დამიძახე, პირველად დამიძახე ბებო (მე ავდექი და ჩავეხუტე)
-შენ ხომ ჩემი ბებო ხარ,ასე რომ შეეგუე (გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე)
-ეხლა მკითხე რაც უნდა გეკითხა
ვფიქრობდი მეკითხა თუ არა თან მერიდებოდა და თან მაინტერესებდა
-ფეხებზე რაგჭირს? (ჩუმად ვუთხარი)
-კარგი შვილო ნუ გრცხვენია მაგის კითხვა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მახსოვს მამაშენზე ვიყავი ორსულად, ძალიან რთული ორსულობა მქონდა, როცა ვიმშობიარე და გამოგვწერეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, კი არ დავდიოდი დავფრინავდი, როცა რეზო (ბაბუა) მოვიდა და მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი როცა ვიღაცა გიჟივით გამოვარდა მანქანით, ვერ დავინახე და ....
-მოიცა ანუ ამდენიხანია .... (დავიბენი)
-ხოო შვილო, მაშინ არ იყო ესეთი დონის ოპერაციები ეხლა როა, ეხლა კიდე რაღადროს ჩემი ოპერაციაა ... (კიდე აპირებდა რაღაცის მოყოლას როცა ბაბუ შემოვიდა)
-ოოჰ აქ ყოფილან ჩემი გოგოები (ბებოსთან მივიდა და აკოცა, ბედნინერი ვიყავი რომ ამ ასაკში ისევ ესე უყვარდათ ერთმანეთი)

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


-მე დაგტოვებთ, ბებო მერე გავაგრძელოთ ხო? (გავუღიმე ორივეს)
-რათქმაუნდა ჩემო გოგო (თბილად გამომხედა ბებომ, ორივეს ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი... არმეძინებოდა ჯერ ისევ დემეტრეზე ვფიქრობდი, არვიცოდი რამექნა და ქვემოთ ჩავედი, გოგოები წასულან თბილიში მარტო ბიჭები იყვნენ აქეთ, როგორც ჩანს ჯერ არ ეძინათ, მივედი და ნიკოს გვერდით დავჯექი, დემეტრეს გავხედე და ყურადღებას არც კი მაქცევდა, რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა... ალექსანდრე როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო (დემეტრეს ძმა, ნიკოსთან ერთად რომ მომაკითხა ბავშვთა სახლში... იმდენი მაცინა ლამის გავიგუდე, ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, დავხედედა უცხო ნომერი იყო, ავდექი და სამზარეულოში გავედი)
-გისმენთ
-რაშვრები გვანცი? ხო მშვიდობაა, რა მოხდა დღეეს?
-გაბრიელ შენ ხარ? (უცებ ვერმივხვდი ნომერი საიდან იცოდა მაგრამ გამახსენდა მე რომ ჩავაწერინე ... ინსტიქტურად უკან მივიხედე და დემეტრე დავინახე, კარებში იდგა და მიყურებდა, გაბრიელი რო ვახსენე კისერზე ძარღვები დაებერა)
-კი გვანცი
-არაფერი მომხდარა უბრალოდ ჩემმა ძმამ ინერვიულა რომ დავიგვიანე
-კარგი გვანცი შეგეხმიანები მერე, უი ხოო ჩემს მეგობარს მოეწონე ძალიან, შენი ნომერი მთხოვა, მაგრამ შენს გარეშე მაინც არ მივეცი და როგორ მოვიქცე?
-არავის არ მიცე კარგი? ძალიან გთხოვ
-კარგი კარგი... აბა შენ იცი წავედი ეხლა და შეგეხმიანები კიდევ
-კარგი, კარგაად (გავუთიშე, დემეტრე უკვე ოთახში იყო შემოსული და თვალებით მჭამდა)
-რა უნდოდა?
-არაფერი უბრალოდ ხო მშვიდობა იყოო (არვიცი რატომ მაგრამ მაინც ვუპასუხე კითხვაზე და პანიკა არ ამიტეხავს, კიდე აპირებდა რაღაცის თქმას როცა ისევ დარეკა ტელეფონმა)
-რაიყო რამე დაავიწყდა? (ირონიულად გამომხედა, ყურადღება არ მივაქციე, და ტელეფონს ვუპასუხე, ბატონი არჩილი იყო)
-გისმენთ ბატონო არჩილ, როგორ ხართ? (არაფრის თქმა არ ვაცადე პირდაპირ ვკითხე)
-ალავალ ალჩილი მე ვალ სანდლო, გვანჩა მოდი ლა ჩემთან ძალიან გთქოვ, ალმინდა მე სქვასთან
_ჩემო პატარა (დემეტრემ გაკვირვებულმა გამომხედა ეგონა არჩილი იყოდა , მე ამაზე გამეღიმა) დღეს როგორ მოვიდე ღამეა უკვე, თან ქალაქში არვარ, გპირდები როგორც კი ჩამოვალ პირველრიგში შენ გნახავ ხო?
-ალა ალა, სენთან მინდა, გვანცი წამიკვანე ლა სენთან გთქოოვ... (ეტყობოდა რომ ძალიან ტიროდა, ძვლივს ლაპარაკობდა)
-მომისმინე ხო დამპირდი არ ვიტირებო? შენ ხო ხარ ჩემი დიდი ბიჭი (ამაზე უფრო ატირდა, როგორც ჩანს ტელეფონი არჩილმა გამოართვა)
-გვანცი აღარ ვიცი რა ვქნა, რაც წახვედი ასეა, იქნებ მოახერხო და ცოტახნით მოხვიდე...
-ხო მაგრამ ბატონო არჩილ მე, სოფელში ვარ
-შორს არის თბილისიდან? (იმედიანად შემეკითხა არჩილი) თუ ახლოსაა მოგაკითხავდი იქნებ 1 დღით ჩამოსულიყავი და გპირდები ხვალ მე თვითონვე გაგიშვებ, თორემ მეშინია სანდროს ასეთმა მდგომარეობამ მისი ფსიქიკა არ დააზიანოს
-მოიცადეთ ერთი წუთით... დემეტრე, თბილისიდან შორს ვართ? (დემეტრეს გავხედე, რომელიც სიგარეტს ეეწეოდა)
-დაახლოებით ნახევარი საათის სავალია მანქანით მეტის არა, მშვიდობაა?
-კიი კიიი .... ბატონო არჩილ დაახლოებით ნახევარი საათის სავალია თბილისიდან
-ხვალ დილას რომ მოგაკითხო შეძლებ 1 დღით წამოსვლას? ან საღამოსვე წაგიყვან უკან, უბრალოდ სანდროს ეტყობაა გონია რომ მიატოვე და აღარასოდეს ნახავ, აღარ ვიცი რავქნა
-კარგით გეტყვიით ცოტახანში პასუხს ჩემს ძმას დაველაპარაკები
-კარგი და შემეხმიანე რას იზამ
არჩილს გავუთიშე და დემეტრემ მკითხა
-რახდება?
-სანდრო რაც წამოვედი ტირის თურმე, ბატონმა არჩილმა მთხოვა რომ მოგაკითხო ხვალ თუ წამოხვალო და მერე წაგიყვან ისევო...
-ხო... და დღეს?
-რა დღეს?
-და დღეს რაუნდა ქნას თუ ტირის
-არვიცი (მოვიწყინე) ნეტავ დილა იყოს შევძლებდი წასვლას (ლამის ავტირდი)
-წაგიყვან თუ გინდა (გამომხედა დემეტრემ)
-ამ ღამე?
ეჭვნარევად გავხედე, უარის თქმას ვაპირებდი მაგრამ სანდროს ნამტირალევი ხმა გამახსენდა და დავთანხმდი
-რატომაც არა
-კარგი მაშინ ნიკოს ვეტყვი და წავიდეთ
-კარგი (გამიღიმა და სიგარეტის მოწევა გააგრძელა, მე სამზარეულოდან გავედი და ნიკოსთან მივედი) ნიკოო შეიძლება თბილიში წავიდე? (ნიკომ გაკვირვებულმა გამომხედა, მის სახეზე გამეცინა და ყველაფერი ავუხსენი რა ხდებოდა)
-აჰაა ანუ შენ და დემეტრე მიდიხართ? (გაღიმებულმა გამომხედა)
-ამდენი ვილაპარაკე მარტო ეგ გაიგე? (გაბრაზებულმა გავხედე)
-ჰოო კაი კაი წადი და ხვალ საღამოს აქ იყავი იცოდე (გამიცინა)
ოთახში ავედი, შავი ტანზე მომდგარი შარვალი, შავი ზედა და შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი, თქმებიგავიშალე, ყავისფერი ქუდი დავიხურე და მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჩანთაში 1 მაიკა ჩავდევი და შარვალი ჩავდევი

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


... ქვევით ჩავიცი დემეტრე უკვე მზად იყო, ნაცრისფერი შარვალი და შავი მაიკა ეცვა, როგორც ყოველთვის ძალიან სიმპატიური იყო, დემეტრემ შემათვალიერა და გაეღიმა, მე არაფერი არ შევიმჩნიე
-ერთიწუთით ბებოს ვნახავ და წავიდეთ (დემეტრეს გავხედე, და ბებოსთან ავედი, ოთახში რო შევედი ბაბუ ბებოს მისი ხელით ასმევდა ჩაის, ამაზე გამეღიმა მივედი და ორივეს ვაკოცე)

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)


1 დღით ქალაქში მივდივარ იმედია უჩემოდ არ მოიწყენთ საღამოს აქ ვარ (გავუღიმე)
-რახდება ბაბუ ხო მშვიდობაა? (შეშინებულმა გამომხედა ბაბუმ, მოკლედ ავუხსენი რაც ხდებოდა და ორივეს გაეღიმა)
-ანუ დემეტრესთან ერთად მიდიხარ ხო? (ეშმაკურად გამომხედა ბაბუმ, რაზეც ბებომ ჩაიცინა)
-ოოხ ყველა მაგას რატო მეუბნებით (მეც გამეცინა) წავედი მე აბა თქვენ იციით (ქვევით ჩავედი, ნიკოს და ალექსანდრესაც დავემშვიდობე და წავედით მე და დემეტრე, მანქანაში ორივე ჩუმად, მანქანაში ცუდად ვხდები საერთოც, ეხლაც ცუდად გავხდი, მერიდებოდა თქმა მაგრამ მოთმენაც აღარ შემეძლო)
-დემეტრე გთხოვ გააჩერე მანქანა (გააჩერა და უცებ გამომხედა)
-ცუდად ხარ?
-მე უბრალ თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოვედი
სუფთა ჰაერმა მიშველა, იქვე მაღაზია იყო დემეტრემ შევიდა და წყალი გამომიტანა
-გვაანც წამო აქვე პატარა კაფეა შევიდეთ რამე ვჭამოთ და თან მანამდე კარგად გახდები გინდა?
ლაპარაკის თავი არ მქონდა და უბრალოდ თავი დავუქნიე, კაფეში შევედით და კუთხეში დავჯექით ფანჯარასთან
-რას ინებებთ? (ოფიციანტი რომ მოვიდა დემეტრეს თვალებით "ჭამდა" რაზეც ჩემდა გასაკვირად ძალიან ვიეჭვიანე)
-გვანცი რას შეჭამ? (გადმომხედა დემეტრემ, რაზეც ოფიციანტმა ცხვირი აიბზუა)
-არაფერს (გაბრაზებულმა გავხედე, დემეტრეს გაეღიმა)
-კარგი, 2 კარტოფილი ფრი მოგვიტანე და 2 ყავა (ოფიციანტმა დემეტრეს თვალი ჩაუკრა, რაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია, უკვე შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, როცა პასტა დაუვარდა, რომ დაიხარა ისედაც მოკლე კაბა უფრო ზევით აეწია, რაზეც კიდევ უფრო მომეშალა ნერვები)
-უკეთესად ხარ? (თბილად გამომხედა დემეტრემ)
-არა უარესად
ჩემთვის ვთქვი მაგრამ მაინც გაიგო და გაეცინა, მეტი არაფერი არ გვითქვამს და შეკვეთა სანამ მოვიდოდა საირფარეშოში გავედი, უკვე უკან ვბრუნდებოდი როცა შევამჩნიე ეს იდიოტი ოფიციანტი ჩემს ადგილას იჯდა და დემეტრეს ელაპარაკებოდა... გვანც რა გჭირს? ვისაც უნდა იმას დაელაპარაკოს დემეტრემ ... დაწყნარდი გვანცი ის შენთვის არაფერს არ ნიშნავს ... ჩემი თავის გამხნევებას, რომ მოვრჩი უკან დავბრუნდი, ოფიციანტმა რომ დამინახა უფრო გადაიხარა დემეტრესკენ, რითიც მისი ისედაც შესამჩნევი მკერდი დემეტრესთვის უფრო შესამჩნევი გახადა
მეც არ შევიმჩნიე მივუახლოვდი და მშვიდად ვუთხარი)
-ისე იქცევით თქვენს მაგივრად მე მრცხვენია, რომ გოგო ვარ (ოფიციანტმა გაკვირვებულმა გამომხედა მე კი გავაგრძელე) ქუჩის ქალივით იქცევით თითქოს კაცს პირველად ხედავთ
გაბრაზებულმა ადგა და ისე გამომხედა მეგონა მომკლავდა, ბართან წავიდა, მე კი მშვიდად მოვკალათდი ჩემს ადგილას, დემეტრე მიყურებდა და ეღიმებოდა
-რატომ მიყურებ ეგრე? (გაბრაზებულმა გავხედე)
-რაო ვიეჭვიანეთო? (პატარა ბავშვივით მითხრა და ცხვირზე ხელი ამკრა)
-მეე? რა სისულელეა, ადამიანზე რომ იეჭვიანო უნდა გიყვარდეს (ირონიულად გავხედე, არაფერი აღარ მითქვია და ავდექი) იციი ჭამის მადა არ მაქვს ამიტომ ჯობია მალე წავიდეთ
დემეტრეს არც დაველოდე და გარეთ გავედი, მანქანაში ჩავჯექი, ცოტახანში დემეტრეც მოვიდა, გვერდით სპეციალურ ფუთაში ჩადებილი კარტოფილი ფრი და კოკაკოლა მომიტანა... ხმა არ ამოგვიღია არცერთს ისე მივედით ბავშვთა სახლში, მართალია სულ 2 დღეც არაა რაც აქედან წავედი, მაგრამ აქაურობა ძალიან მომნატრებია, ქვევით დიდ ჭიშკართან ვიყავით და ბატონ არჩილს დავურეკე
-რაქენი ეპელა ელაპარაკე შენს ძმას? (ბატონი არჩილი)
-კიი თქვენ სად ხართ? წახვედით უკვე სახლში?
-არა აქ ვარ ჯერ ისევ, როცა მივხვდები, რომ სანდრო კარგადაა მერე წავალ სახლში, ან იქნებ ჯობდეს რომ ჩემთან წავიყვანო დღეს... აღარ ვიცი რა ვქნა
-მე ვიცი ქვევით ვარ ჭიშკართან, კარები დაკეტილია იქნებ გამიღოთ (გამეღიმა)
-მოიცა ჩამოხვედი?
-დიახ აქ ვარ უკვე
ბატონი არჩილი მალევე ჩამოვიდა, დემეტრეზე ისევ ნაწყენი ვიყავი, ნუ მართალია უფლება არ მქონდა არანაირი მაგრამ მაინც... როგორციქნა გაიღო ჭიშკარი, გავიქეცი და ბატონ არჩილს ჩავეხუტე
-ხედავთ ჯერ წესიერად არ წავსულვარ ისევ მოვედი (გავეცინა და მაგრად ვაკოცე)
-შენ შემოგევლოს შენი არჩილი, ნეტა ისევ დაბრუნდებოდე... (გაეცინა მასაც, დემეტრეს როცა მოკრა თვალი გაუკვირდა) დემეტრე შვილო შენ აქ რასაკეთებ, მოიიცა არ მითხრა რომ .... (გახარებულმა გახედა არჩილმა დემეტრეს)
-არა არაფერი ჯერ არჩილ უბრალოდ გვანცა ჩემი ძმაკაცის დაა და (გაუღიმა დემეტრემ)
-შემოდით რას დაგაყუდეთ გარეთ, კაბინეტში ავიდეთ (გაგვიღიმა არჩილმა) ხომ დარჩებით დღეს? ეხლა ცოტახანი აქ ვიყოთ მერე ჩემთან წავიდეთ...
-სანდრო მის ოთახშია?
-კიი ყველას ძინავს მის გარდა, შეხვალ?
-კიი კიი, შევალ თქვენ კაბინეტში ადით და მოვალ მეც მალე
გავუღიმე არჩილს და სანდროს ოთახისკენ წავედი, ოთახის კარი ჩუმად გავაღე ბავშვებს რომ არ გაღვიძებოდა (ერთ ოთახში რამოდენიმე ბავშვს ძინავს) მართლაც ყველას ეძინა სანდროს გარდა, სანდრო ფანჯარასთან იდგა და ვარსკვლავებს უყურებდა, ჩუმად შევედი და უკნიდან მოვეხვიე
-ჩემო პატარა (ჩავჩურჩულე ყურში)
-გვანჩაა მოქვედი? (იყვირა გახარებულმა)
-ჩუუ... ბავშვები არ გავაღვიძოთ, წამოდი გარეთ გავიდეთ ხო? (სანდრო გახარებული ჩამომეკიდა კისერზე და ოთახიდან გამოვედით, თბილი ჟაკეტი მოვაცვი და იქვე ჰოლში სკამზე ჩამოვჯექით)
-გვანჩი აგალ წაქვალ? (გახარებული მიყურებდა)
-სამწუხაროდ კიი ჩემო პატარა მაგრამ უნდა დაგელაპარაკო, შენზე ძალიან ვარ გაბრაზებული, ხომ დამპირდი არ ვიტირებო? შენ არ ამბობდი ბიჭები არ ტირიანო?
-ქოო მაგლამ ლო მომენატლე? სენ ალ მოგენატლე? (ცოტაც და იტირებდა)
-ძალიან მომენატრე (სანდრო მუხლებზე დავისვი და მაგრად მივიხუტე) წამოდი არჩილთან ავიდეთ (მე და სანდრიკო კაბინეტში ავედით, კარების შეღებას ვაპირებდი როცა არჩილის და დემეტრეს ლაპარაკს მოვკარი ყური, სანდროზე ლაპარაკობდნენ, არ მინდოდა სანდროს გაეგო და ამიტომ სანდროს მივუბრუნდი)
-ჩემო პატარა, შენს ოთახში ჩანთა დამრჩა და მომიტან? (ლოყაზე ვაკოცე)
-კიი მოგიტან, შკამზე ლო დადე ქო?
-ხოო ეგ... ხო არ გეშინია?
-არა მე დიდი ბიწი ვალ უკვე, მოგიტან ექლავე
სანდრო ჩანთის მოსატანად გაიქცა, მე კი არჩილის და დემეტრეს საუბრის მოსმენა დავიწყე, ვიცი რომ ცუდი საქციელია მაგრამ მაინტერესებდა
-ჰოდა ამას გეუბრები დემეტრე რომ მოსულები იყვნენ ძალიან მოეწონათ სანდრო თან თურმე შვილი ძალიან უნდათ და არ უჩნდებათ მაგრამ არ ვიცი, სანდრო თუ შეეგუება მათ (მოიცა რაა? ანუ სანდროს აშვილებენ? არა ამას ვერ დავუშვებ)
-კარგი ხალხია? (დემეტრე)
-კი ძალიან კარგი ოჯახია თან შეძლებული (კიდე რაღაც თქვა მაგრამ სანდრო მოვიდა და ვეღარ მივაქციე ყურადღება)
-მოგიტანე გვანჩი ნაქე ლა მაგალი ბიწი ვალ, ალ შემესინდა იმიტო ლო ვიჩოდი მელოდებოდი (ჩანთა მომცა და ჩამეხუტა)
-შენ ყველაზე მაგარი ხარ ჩემო ცხოვრება
კაბინეტის კარები შევაღეთ და შევედით მე და სანდრო, დემეტრემ და არჩილმა კი ლაპარაკი უცებ შეწყვიტა...
-დემეტლე ძია სენც აქ ქალ? (სანდრო დემეტრესკენ გაიქცა და ჩაეხუტა, მე დრო ვიხელთე და ბატონ არჩილთან მივედი)
-ერთი წუთით შეიძლება?
-კიი რათქმუნდა (მე და არჩილი გარეთ გამოვედით)
-ყველაფერი გავიგონე (არჩილს გავხედე)
-სანდროზე? (გულდაწყვეტით გამომხედა)
-ხოო ... ბატონო არჩილ... ბოდიში არჩილ, არმინდა რომ გააშვილოთ (ლამის ტირილი დავიწყე)
-შვილო ეს ადრე თუ გვიან ხომ მაინც მოხდებოდა არა? იცი რა კარგი ხალხია? დამიჯერე სანდრო საკუთარი შვილივით ეყვარებათ
-და სანდროს? (გაბრაზებულმა გავხედე) სანდროზე რატომ არ ფიქრობთ? მე რომ ვიშვილო სანდრო? (ჩემი აზრით გახარებულმა გავხედე)
-ეგ არ გამოვა (მკაცრად მითხრა)
- ხო მაგრამ რატომ? (საწყლად გავხედე)
-შენ პატარა ხარ ჯერ, თან გათხოვილი არ ხარ, ამიტომ გამორიცხე ეგ
-და სანდრომ იცის?
-კი
-მერე?
-არაფერი, არმოეწონა ის ხალხი (ჩუმად თქვა მაგრამ მაინც გავიგე)
არჩილი გარეთ დარჩა მე კი კაბინეტში დავბრუნდით და საოცარი სურათი დამხვდა დემეტრე და სანდრო ისე გულიანად იცინოდა რომ შეუძლებელი იყო არ გამღიმებოდა...

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე ... (სრულად)



-გვანჩა იჩი აქ ვიგაც ლაქი და კაჩი იკო მოჩული და ჩემი წაკვანა უნდოდათ (უცებ მომიტრიალდა სანდრო)
-მერე ? (გაღიმებულმა გავხედე)
-მელე უთქალი ლა ალჩილს მათთან არ გამისვას, მე სენთან მინდა (არჩილი კარებში იდგა მაგრამ სანდრო ვერ ხედავდა, გავხედე და საშინლად ნაღვლიანი სახე ქონდა) ქო წამიკვან კიდე ლო წაქვალ?
-არვიცი ჩემო პატარა არვიცი (ჩუმად ჩავიჩურჩულე) წამოდი ეხლა დავიძინოთ ხო?
-შენ ქო ალ წაქვალ?
-მე რო დაიძინებ წავალ მაგრამ რო გაიღვიძებ ისევ მოვალ კარგი?
-მალთლა მოხვალ?
-კიი ჩემო პატარა მართლა მოვალ (სანდრო ოთახში შევიყვანე და მალევე დაეძინა, ისევ კაბინეტში ავბრუნდი და არჩილმა გამომხედა)
-წავიდეთ? (თავი დავუქნიე და ქვევით ჩამოვედით, მე და დემეტრე, დემეტრეს მანქანაში ჩავჯექი, არჩილი კი მისი მანქანით იყო, დემეტრემ შემამჩნია ცუდ ხასიათზე, რომ ვიყავი)
-გინდა ბავშვი შენ რომ იშვილო? (შემეკითხა უცებ)
-კიი ძალიან (მოწყენილმა ჩავილაპარაკე)
-ხოდა ნუგეშინია (ვერ მივხვდი რას ამბობდა და გაკვირვებულმა გავხედე) სანდროს ის ოჯახი ვერ იშვილებს, ჩვენ ვიშვილებთ
-რაა? (ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა)
-დავქორწინდებით, მხოლოდ 1 თვე მოგვიწევს ერთად ყოფნა, სანამ შემოწმების პერიოდი გვექნება, მერე კი შენი სურვილი იქნება თუ გენდომება დარჩები თუარადა გაგიშვებ
-და ბავშვი?
-შენთან იქნება მაგრამ ხშირად ვნახავ (მივხვდი რომ არ ხუმრობდა)
-ჩემი გულისთვის ამას მართლა გააკეთებ? (გახარებულმა გავხედე)
-უფრო მეტსაც გავაკეთებ (მისთვის ჩაილაპარაკა) ხოო კიდევ ბატონმა არჩილმა არ უნდა გაიგოს რომ ერთად არ ვართ თორე არ მოგვაშვილებს ბავშვს...
მალევე მივედით ბატონ არჩილთან, ნინო დეიდა ძალიან თბილად შეგვხვდა, ვვახშმობდით როცა უცებ დემეტრემ დაიწყო
-არჩილ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს სანდრო იმ ოჯახმა არ უნდა იშვილოს
-რატომ?
-მომისმინე წეღან არ გითხარი, მინდოდა მის დროზე გაგეგო მაგრამ არ გამოვიდა, მე და გვანცა ერთად ვართ მალე ვაპირებთ დაქორწინებას, ქორწინების მერე კი გვინდა სანდრო ჩვენ ვიშვილოთ...
-მოიცა თუ იმიტომ ქორწინდებით რომ სანდრო იშვილოთ, მაშინ მე ამ ბავშვს არ მოგაშვილებთ (გაბრაზებულმა თქვა, მე ძალიან დაძაბული ვიჯექი)
-არა არჩილ ჩვენ მართლა გვიყვარს ერთმანეთ, შენ მაინც ხომ იცი რამდენი ხანია გვანცა მიყვარს, ჰოდა როგორციქნა თვითონაც იგივე გრძნობით მიპასუხა (ისე სერიოზულად ამბობდა ლამის მეც დავიჯერე)
-ანუ მართლა ერთად ხართ და ბავშვის გამო არ ქორწინდებით? (ეჭვნარევად გამომხედა)
-დიახ ბატონო არჩილ (ჩუმად ვთქვი)
-მოიცა კაცო მაშინ რაღა "ბატონო" ჩემს ძმიშვილს ჩემი პეპელა მოყავს ცოლად სასიხარულო ამბავია, გპირდებით არ მივაშვილებ სანდროს იმ ოჯახს (გახარებულმა გვითხრა, მოიცა დემეტრე არჩილის ძმიშვილია? რატომ არვიცოდი აქამდე? არა რა სიურპრიზებით სავსეა ეს ცხოვრება)

მალევე მოგვათავსა მე და დემეტრე ბატონმა არჩილმა ოთახებში, ჩემი ოთახი დემეტრეს ოთახის გვერდით იყოარვიცოდი რამექნა, თან ოთახში მარტო პირველად დავრჩი, ცოტა არ იყოს ძალიან შემეშინდა მე ხომ ყოველთვის სხვასთან ერთად ვიყავი ოთახში... იქ ერთ ოთახში ყველაზე ცოტა 4 ბავშვი მაინცაა, აქ კი მარტო უნდა ვიყო, ეჭვი მეპარება რომ ამ ფაქტს შევეჩვიო, ოდნავ რამის გაფხაჭუნებაზეც კი გული მისკდება, ვერ დავიძინე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე ღირდა თუ არა ქორწინება მაგრამ ყველა შემთხვევაში დადებით პასუხამდე მივდიოდი, შიშის მიუხედავად დაღლილს მალევე ჩამეძინა, შუაღამეს წყურვილმა გამომაღვიძა, ქვევით ჩავედი და სამზარეულოში წელს ზევით შიშველი დემეტრე დამხვდა რომელიც ფანჯარას ზურგით მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა, რომ შევედი შემრცხვა და თვალი ავარიდე, დემეტრეს გაეღიმა
-რატომ არ გძინავს? (გამიღიმა დემეტრემ)
-წყალი მომინდა შენ რატომ არ გძინავს? (ჭიქა ავიღე და ონკანთან მივედი)
-რავიცი არ მეძინებოდა
-რატომ არ მითხარი არჩილი თუ ბიძაშენი იყო? (თან წყალს ვსვამდი)
-როდის უნდა მეთქვა? (გამიღიმა)
-ხოო რავიცი (მეც გამეღიმა და დემეტრესკენ წავედი) დემეე ნიკოს რა უნდა ვუთხრათ? (დემეტრეს წინ გავჩერდი)
-ქორწილზე? (გაეღიმა, როგორ მომწონს მისი ღიმილი, თან რა ხშირად მიღიმის, მე თავიდავუქნიე) სიმართლეს ვეტყვით
-სანდროზეც?
-რათქმაუნდა, არაფერი არ მაქვს დასამალი
-ჰო მაგრამ არჩილმაც რომ გაიგოს? (ჩუმად ჩავიჩურჩულე) მერე სანდროს არ მოგვაშვილებს
-მაშინ თავიდან ისე მოიქეცი ვითომ, მართლა გიყვარვარ, შეძლებ? (ეჭვნარევად გამომხედა)
-არვიცი (ჩაფიქრებულმა გავხედე)
-კაი მიდი აცუნცულდი ეხლა დაიძინე (მოვიდა და შუბლზე მაკოცა)
-შენ არ იძინებ? (მორცხვად ვკითხე)
-ჯერ არა, მიდიი დაწექი
დემეტრესთვის აღარაფერი აღარ მითქვამს და ოთახში ავედი, დავწექი და თან ვფიქრობდი რატომ დავთანმდი ამ ქორწილზე? მარტო სანდროს გამო? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა... მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ძალიან მეშინოდა არვიცოდი რა მექნა და დემეტრეს მივწერე
"გღვიძავს?"
პასუხი არ მომსვლია, მაგრამ მალევე გაისმა ზარის ხმა, ზარის ხმაზე შალიან შევშუნდი და ტელეფონს შეშინებულმა ვუპასუხე
-დემეტრეე (შეშინებულმა ვუპასუხე)
-რა ხმა გაქვს, რატომ არ გძინავს?
-მე... მეშინია (ჩავიჩურჩულე)
-გეშინია? (გაეცინა)
-დამცინი? (ცრემლი ჩამომიგორდა თვალზე)
-მოიცა ტო მართლა გეშინია? (სერიოზულად მკითხა, არაფერი აღარ მითქვია და გავუთიშე, საბანში ჩავიმალე და ტირილი დავიწყე, ცოტახანში კარების ხმა იყო ამან უფრო შემაშინა და შიშით თავი ვერ ამოვყევი, ვიგრძენი რო ვიღაცა ლოგინზე დაჯდა და საბნის გადაწევას ცდილობდა, ჩუმად "ამოვიჭიტინე" საბიდან დემეტრე რომ დავინახე გულზე მომეშვა, სასწრაფოდ ამოვძვერი საბნიდან და ჩემდა უნებურად დემეტრეს ჩავეხუტე, თან ვტიროდი
-რამ შეგაშინა გვანცი ასე ძალიან? (შუბლზე მაკოცა)
-მეე... მე არ ვარ მიჩვეული, იქ... ყველა ერთადვიყავით (ტირილით ძვლივს ვლაპარაკობდი)
-კაი ტოო შეეჩვევი, რა გატირებს მაგისთვის (გამიღმა) გინდა კინოს ვუყუროთ? (მე თავი დავუქნიე) კომედია გინდა? (ისევ თავი დავუქნიე) ლაპარაკი დაგავიწყდა? (ორივეს გაგვეცინა და ისევ თავი დავუქნიე) დემეტრემ კინო ჩართო, მე ლოგინზე წამოვწექი, დემეტრე კი ივე დაჯდა და ყურება დავიწყეთ, კინოს სულ არ ვუყურებდი დემეტრეს ვაკვირდებოდი მივხვდი, რომ დემეტრე უკომფორტოდ იყო იქ და შევთავაზე...
- აქ მოდი შენც (გავუღიმე და ლოგინის მეორე მხარეზე მივანიშნე)
-დარწმუნებული ხარ? (გაეღიმა, მე თავი დავუქნიე და ჩემს გვერდით მოთავსდა, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა როგორც ჩანს ჩამეძინა, რომ გავიღვიძე დემეტრეს მკერდზე მეძინა მას კი ჩემთვის ხელი შემოეხვია და მაგრად ვყავდი მიკრული, შემრცხვა ესეთ მდგომარეობაში ყოფნა და ვეცადე მისგან თავის დაღწევას მაგრამ ამაოდ, რაც უფრო მოშორებას ვცდილობდი, უფრო მეკვრებოდა ბოლოს გაეღვიძა და "გაბრაზებულმა" გამომხედა
-რატომ არ ისვენებ? (თითქოს მართლა მე ვყოფილიყავი დამნაშავე)
-მე, უბრალოდ ადგომა მინდოდა (თავი ჩავხარე)
-ცოტახნიც რაა (უფრო მაგრად მიმიხუტა და ძილი გააგრძელა... ეს "ცოტახანი" კიდევ 1 საათს გაგრძელდა, როგორციქნა გაიღვიძა)
-კიდე კაი გაიღვიძე (გაბრაზებულმა გავხედე) მეტკინა გვერდები
-შენ ჯერ სადა ხარ (მისთვის ჩაილაპარაკა) გეფიცები ასე კარგად ჯერ არ მძინებია
ბუზღუნით ავდექი და სააბაზანოში შევედი, რომ გამოვედი დემეტრე ოთახში აღარ იყო, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი, ბატონი არჩილი და დემეტრე სამყოფ ოთახში იყვნენ და ლაპარაკობდნენ
-დილამშვიდობის (გავუღიმე ორივეს და დემეტრეს გვერდით დავჯექი) ნინო დეიდა სადაა? (არჩილს გავხედე)
-სანდროს მოიყვანს და მოვა (გამიღიმა, ფეხზე წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა,სანდროს ხსენებაზე თვალები გამიბრწყინდა, კიდე რაღაცის კითხვას ვაპირებდი ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა, დავხედე და გაბრიელი იყო, ჩემდაუნებურად დემეტრეს გავხედე, მან ტელეფონს დახედა და კისერზე ძარღვები საგრძნობლად დაებერა)
-დილამშვიდობისა პრინცესა (მომესალმა გაბრიელი)
-დილამშვიდობისა გაბრიელ (გამეღიმა)
-როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავი ნიჩევო რა, გამოხვალ დღეს?
-სამწუხაროდ დღეს ვერა ქალაქში ვარ წამოსული ხვალისთვის გადავდოთ კარგი?
-კარგი, როცა გინდა... მომისმინე წაიღო დათომ(გაბრიელის ძმაკაცი რო მოვეწონე, იმედია გახსოვთ) ტვინი შენი ნომერი უნდა და არ შეიცვა აზრი?
-არაა, და აღარ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკიი
-ჰო კაი კაიი, წავედი და შეგეხმიანებიი
გაბრიელს გავუთიშე და დემეტრეს გავხედე, დემეტრე კი ადგა და ოთახიდან გავიდა, ცოტახანში მასზე მიკრულ სანდროსთან ერთად დაბრუნდა, ჩემს დანახვაზე სანდრომ დემეტრეს მოშორდა, ჩემსკენ გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა
-გვანჩი მე მეგონა დამეშიზმლე გუსინ (გაეცინა და მაგრად ჩამეხუტა)
-ჩემო პატარაა (მაგრად მოვეხვიე სანდროს)
მე და დემეტრემ მთელი დღე სანდროსთან ერთად გავატარეთ უკვე საღამო იყო და ქალაქში უნდა დავბრუნებულიყავით, სანდრომ რომ გაიგო რომ უნდა წავსულიყაავით ტირილი დაიწყო
მე მივედი და მოვეხვიე სანდროს
-ჩემო პატარა ნუ ტირი რაა, ხო იცი რომ კიდევ ჩამოვალ ხომ იცი (სველ ლოყებს ვუკოცნიდი)
-ლოდის ჩამოქვალ (უფრო ატირდა)
-სანდრიკ კაცი არ ხარ ტო? რაგატირებს, სად გინახია ბიჭების ტირილი? (დემეტრემ გახედა სანდროს და მოჩვენებით გაუბრაზდა)
-ქო მაგრამ გვანჩა ლო აგალ მოვიდეს? (საწყლად ახედა დემეტრეს)
-მოვალ სანდრიკ შენ როგორ დაგტოვებ ? (გავუღიმე)
-ისევ გეკვალები ხო?
-რათქმაუნდა ჩემო პატარა
-ლო გავიზდები ჩოლად ქო გამომკვები? (ამაზე ყველას გაგვეცინა დემეტრეს გარდა)
-კარგი წავედით ჩვენ (არაფრის თქმა არ მაცადა დემეტრემ, არჩილს და ნინოს დავემშვიდობე და სანდროსთან ბოლოს მივედი)
-იცოდე სანდრო რო გავიგო რომ იტირე, მართლა აღარ ჩამოვალ ხო? (ნაწყენმა გავხედე)
-მალთლა მეუბნები? (მოიწყინა სანდრომ)
-საერთოდ ტელეფონზეც არ დაგელაპარაკები თუ იტირებ ... მპირდები რომ არ იტირებ? (გავუღიმე)
-გპილდები (მაგრად მაკოცა და გამოვედით, მანქანაში ჩავჯექით და სოფლისკენ წავედით, გზაში ვფიქრობდი რა მოხდებოდა მომავალში, როცა დემეტრემ წამოიძახა)
-მოვიფიქრე (მე გაკვირვებულმა გავხედე)
-რა მოიფიქრე?
-წამოდი ხელი მოვაწეროთ (გავხედე ვიფიქრე ხუმრობს თქო მაგრამ სახეზე ხუმრობის კვალი არ ეტყობოდა პირიქით ძალიან სერიოზული იყო)
-რატომ ასე საჩქაროდ? ან ჩემი ძმა რასიტყვის?
-რაც უფრო მალე დავორწინდებით, მით უფრო ადრე ვიშვილებთ სანდროს, და კიდევ უფრო ადრე გავეყრებით (ჰმმ... ჯერ არ დავქორწინებულვართ უკვე გაყრაზე მელაპარაკება... მაგრამ ეხლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს სანდროზე უნდა ვიფიქრო... )
-და ჩემი ძმა? (ჩუმად ჩავილაპარაკე)
-ვეტყვით რომ გავიპარეთ, სანამ სანდროს არ ვიშვილებთ არავინ არ უნდა გაიგოს ქორწინების მიზეზი, თორემ არჩილი სანდროს არ მოგვაშვილებს (მშვიდად ჩაილაპარაკა)
-ხო მაგრამ ... (აღარ გამაგრძელებინა)
-ან კი ან არა (მკაცრად მომიჭრა)
-კარგი (ჩემი პასუხით გაკვირვებულმა დემეტრემ გამომხედა, მეც გაოცებული ვიყავი ჩემი თავით, რატომ ვაკეთებდი ამას? მარტო სანდროს გამო? ისევ ეს კითხვა ამომიტივტივდა თავში, პასუხს ვერ ვპოულბდი, ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა დემეტრემ მანქანა საიუველირო მაღაზიასთან გააჩერა)
-აქ დამელოდე ეხლავე მოვალ
მართლაც მალევე დაბრუნდა, როგორც კი დაბრუნდა თითზე ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა
რა ვიგრძენი? მუცლებში პეპლები კიაარა დინოზავრები დახტოდნენ, მაგრამ რატომ? მე ხომ დემეტრე არ მიყვარს? უბრალოდ ძალიან მომწონს მეტი არაფერი, ვამშვიდებდი ჩემს თავს, ისევ წავედით და ცოტახანში ქორწინების სახლთან ვიყავით, გაგიკვირდებათ მაგრამ ბედნიერი ვიყავი, მიახროდე რომ სულ მალე დემეტრეს ცოლი მერქმეოდა, მერე რაა რომ ფიქტიური იქნებოდა ეს ქორწინება მე მაინც მიხაროდა, "მეცხრე ციდან" დემეტრეს ხმამ "ჩამომაფრინა"
-კიდევ ერთი პრობლემაა (უფრო მისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემს გასაგონად)
-რა პრობლემა?
-მოწმეები არ გვყავს (გაეცინა)
-რაგაცინებს?
-არაფერი, არაფერი (შუბლზე მაკოცა) მოვიფიქრე აი ხო ხედავ იქ წყვილი რომ დგას (პარკში მჯდომი შეყვარებული წყვილისკენ გამახედა) მივალ და ვთხოვ რომ მოწმეებად დაგვიდგნენ, არა მგოია უარი გვითთხრან (ჩემს პასუხს აღარ დალოდებია და და მათკენ წავიდა, ცოტახანში გაღიმებულ წყვილთან ერთად მომიახლოვდა)
***
რა მოხდა? არაფერი დავოქწინდით, კანონიერად უკვე დემეტრეს ცოლი მქვია
-ეხლა რა უნდა ვქნათ? (დემეტრეს გავხედე)
-ეხლა ცოტახანი სვანეთში წავალთ ჩემებს გაიცნობ
-სვანეთში რატომ?
-გვანცი ნუ გავიწყდება, რომ ერთმანეთი გვიყვარს და გავიპარეთ ლოგიკურათ დღესვე ვერ დავბრუნდებით შენს ძმასთან
-და შენების გაცნობა აუცილებელია? (ჩუმად ჩავიჩურჩულე)
-გვანცი ბიძაჩემია არჩილი არ დაგავიწყდეს
-ხოო ეგ არც გამხსენებია (ჩემთვის ჩავილაპარაკე)
-მომისმინე თუგინდა ისე მოვიქცეთ ვითომ არაფერი მომხდარა, ჩვენს გარდა არავინ იცის და დაივიწყე ეს ქორწინება თუ ნანობ
-არა (ეგრევე წამოვიძახე,ჩემი თავის შემრცხვა დემეტრეს გაეღიმა, ვეცადე სიტუაცია გამომესწორებინა) მერე სანდროს ვერ წამოვიყვან ასე რომ ... (უფრო ჩემი თავი დავამშვიდე ვიდრე დემეტრე) 4 საათში უკვე სვანეთშივიყავით .... სვანეთი როგორი იყო? საოცარი ... ცისკენ "აშოტილი" კოშკები და ულამაზესი ადგილები... დემეტრემ მანქანა დიდი სახლის წინ გააჩერა, რომ გადმოვედით ძალიან შემცივდა მაგრამ არ შევიმჩნიე
-გცივა? (გამიღიმა დემეტრემ)
-არაა
ლამის კანკალით ვუთხარი, დემეტრეს გაეღიმა და მისი მანტო მომახურა, მანტოს მისი სუნამოს სუნი ადიოდა რაც ძალიან მესიამოვნა, ჩემდაუნნებურად ჩემი მარჯვენა ხელის არათითს დავხედე, რომელსაც ულამაზესი ბეჭედი მიმშვენებდა, რომელიც მაცნობებდა, რომ უკვე დემეტრეს ცოლი მერქვა ...
სახლში, რომ შევედით კარები ღია იყო, მაგრამ არავინ არ დაგვხვდა, დემეტრემ მოიარა ოთახები, მაგრამ ვერავინ ნახა... ცოტახანში ასაკიანი ქალი "შემოფანცქვალდა" ოთაში
(დემეტრეს ბებია გურულია... დემეტრე ბებიამისთან მინდა და ჩაეხუტა, ბებომ დემეტრეს მოკითხვის შემდეგ მეც შემამჩნია) დედა აი ანგელოზივით ბაღანა ვინაა, ბოდიში დედა ვერ მოგაქციე ყურადღება
-არაუშავს ბებო გაიცანი ეს გვანცაა ჩემი ცოლი, გვანცი ეს ნინა ბებოა (გაუღიმა დემეტრემ)
-მართლა ბებია თუ მატყუებს რაცხას (გაკვივებულმა გამომხედა)
-მართალია (გავუღიმე, ნინა ბებო ჩემსკენ წამოვიდა და მაგრამ მომეხვია)
-თქვე მოგიქტით მე დაგტიეთ მშივრები, დაჯექით ახლა აგერ და მოვალ მალე მე (ნინა ბებო გავიდა ოთახიდან და მალევე მობრუნდა) დემეტრე, ბებია დაანთე ბუხარი არ გამიცივდეს აი ანგელოზივით ბაღანა (მე და დემეტრეს გაგვეცინა და ნინა ოთახიდან გავიდა)
-დემეტრე ნიკოს როდის უნდა ვუთხრათ?
-დავურეკავ ცოტახანში არ ინერვიულო (გამიღიმა და ბუხრის დანთება დაიწყო, არ ვიცოდი რა მექნა და ვიფიქრე ნინა ბებოს მივეხმარები თქო)
-დემე სამზარეულო საითაა? (დემე? როდის მერე გახდა დემეტრე დემე? ოოხ გვანცა რაა... არ დაგავიწყდეს რო ქმარია უკვე გამომძახა მეორე მემ)
-აი პირდაპირ ოთახში (ხელით მანიშნა დემეტრემ) გინდა რამე?
-არა ვიფიქრე ნინა ბებოს მივეხმარები თქო (გავუღიმე და ოთახისკენ წავედი)
-ნინა ბებო მოგეხმარებით (ოთახში შევედი და გავუღიმე, თავიდან უარზე იყო მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე რომ დავხმარებოდი... ცოტახანში მშვენიერი სუფრა გავშალეთ ბოლო თევში უნდა გამეტანა მაგიდაზე, როცა სამზარეულოში დემეტრე შემოვიდა)
-დედა ბებია აი რაკაი გოგო გყოლია, ქემაინც მეცოდინება მშიერი არ მეყოლები იმფერი საჭმელები გააკეთა თთებს ჩაიკვნეტ (მე გავწითლდი, დემეტრეს კი გაეცინა)
-ნინა რეზო სადაა ამდენ ხანს? (რეზო დემეტრეს ბაბუაა)
-მამაშენი და რეზო სანადიროდ არიან, რავარციქნა მეიცალა მამაშენმა ჩვენდაც (გახარებულმა თქვა ნინამ)
-ანუ გიორგიც აქეთაა? (ნინამ თავი დაუქნია დემეტრეს და სალათის ბოლო თევში ნინა ბებომ გაიტანა)
-ნიკოს ველაპარაკე (გამომხედა დემეტრემ, ისეთი სერიოზული სახე ქონდა შემეშინდა)
-მერე გაბრაზდა? (ჩუმად ვიკითხე)
-ხვალ დილას აქ იქნება (გამიღიმა)
-ესე ძალიან გაბრაზდა? (ლამის ტირილით ვკითხე)
-არა უბრალოდ ნაწყენია მე როგორ დამიმალეთო (გამიცინა და შუბლზე მაკოცა, გამიკვირდა მაგრამ გამიხარდა, რომ არ განაწყენებულა)
-ჰაა ახლა მოით ბაღნებო მერე მეესიყვარულეთ ერთმანეთს გაცივდა საჭმელი (გაგვიცინა ბებიამ, მე შემრცხვა, დემეტრეს კი გაეღიმა და შუბლზე მაკოცა)
-ბებო დაველოდოთ გიორგის და რეზოს და მერე დავჯდეთ
-კი ნენა, მარა ცოდოაა ბაღანა ნამგზავრია და მშიერი იქნება, ისედაც შეხედე ძვალი და ტყავია (ნინას ლააპარაკზე მეღიმებოდა)
-წამო გვანცი დავჯდეთ თორე ნინასთან ლაპარაკს აზრი არააქ (გაეცინა დემეტრეს)
უკვე სუფრასთან დაჯდომას ვაპირებდით, როცა კაცები გაიღო და 2 ერთმანეთის მსგავსი ადამიანი შემოვიდა, უბრალოდ ერთი ასაკიანი იყო მეორე შედარებით ახალგაზრდა, როგორც მივხვდი ესენი დემეტრეს მამა და ბაბუა იყვნენ, ოთახში რომ შემოვიდნენ და დემეტრე დაინახეს გაუკვირდათ
-ოოჰ ეს ვინ გვიკარდა (რეზო ბაბუმ გახარებულმა გახედა დემეტრეს, დემეტრე კი მივიდა და ჯერ მამამისი ნახა მერე კი ბაბუას მაგრად მოეხვია)
-როგორ მომენატრე მოხუცო , შენ როგორც ყოველთვის ჯანზე ხარ ხო? (გაეცინა დემეტრეს) ნახე ბაბუ ვინ ჩამოგიყვანე (ჩემსკენ გამოახედა და გაეღიმა, მე კი დავიბენი არვიცოდი რამექნა, რაც იმწუთში მოვიფიქრე ის იყო რომ მათთან მივსულიყავი და მივსალმებოდი, დემეტრეს მამა გაკვირვებული მიყურებდა, ბაბუა კი გახარებული
-როგორც იქნა (გაეცინა დემეტრეს ბაბუას, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მის ამ საქციელზე გამეღიმა და მეც მოვხვიე ხელი)
-დემეტრე არ ამიხსნი რახდება? (ჩაერია გიორგი, მე რეზო ბაბუას მოვშორდი და მას შევხედე)
-მამა გაიცანი ეს გვანცა არის ჩემი ცოლი (ბატონი გიორგი მომიახლოვდა და შემათვალიერა)
-არა შვილო ერთი მითხარი ასეთი ანგელოზი ამ უჟმურს როგორ გამოყევი (გამომხედა და გამიცინა, მის სიტყვებზე მეც გამეცინა, დემეტრე კი სერიოზული სახით გვიყურებდა, მალევე შევედით ოთახში და სუფრას მივუსხედით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა გარეთ მანქანების სიგნალები ატყდა, ნინა ბებომ გაიხედა და დემეტრეს გამოედა)
-ვინცხა უცხო მანქანები არიან ნენა ჩვენ ჭიშკართან არიან, გავალ ერთი რახდება და მოვალ ეხლავე (ნინა გარეთ გასვლას აპირებდა, როცა დემეტრემ გარეთ გაიხედა და გაეღიმა მერე კი ნინა გააჩერა)
-გაჩე ბებო მე გავალ ჩვენები არიან (გამომხედა და გამიღიმა, მეც ეგრევე მივვარდი ფანჯარასთან და გავიხედე, გარეთ ნიკო, ალექსი, იაკო, თამუნა და გაბრიელი იყო, გაბრიელის დანახვაზე დემეტრეს სახე შეეცვალა მაგრამ არ შეიმჩნია და გარეთ გავიდა, მე ფანჯარასთან მივედი და ნიკოს რეაქციას ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერ დავინახე რადგან ამ დროს რეზო ბაბუამ დამიძახა და მისკენ მივბრუნდი)
-გვანცა შვილო შენებმა იციან? (გამიღიმა)
-ისა... ჩემმა ძმამ იცის გარეთაა ისიც (დავიბენი, რეზო კიდე რაღაცის თქმას აპირებდა როცა კარები გაიღო და ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით შემოცვივდნენ, როგორც ჩანს ბიჭები რეზო ბაბუას და ნინა ბებიასაც ძალიან კარგად იცნობდნენ ... მათთან მივიდნენ და გულიანად "ჩაკოცნეს", მე კი აწითლებული ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული და ჩემს ძმას ვუყურებდი, რომელიც თვალს არ მაშორებდა და სერიოზული სახით მიყურებდა, მასთან მივედი და ახლოს დავუდექი)
-ჩემზე ნაწყენი ხარ? (ჩუმად ვკითხე, ყველა ჩვენ გვიყურებდა)
-კიი თან ძალიან... (სერიოზული სახით მიპასუხა მე კი თვალზე ცრემლები მომაწვა)
-ჰო მაგრამ .. მეე (დავიბენი, ცოტაც და ვიტირებდი)
-მეწყინა შენს ხელის მოწერას რო ვერ დავესწარი, ასე რომ ორჯერ უფრო დიდი ჯვრისწერის გაკეთება მოგიწევთ (გაეცინა და ჩამეხუტა, მე კი ამოვისუნთქე და მაგრად მოვეხვიე... ცოტახანში უკვე "გამრავლებული" მივუჯექით სუფრას,ერთ მხარეს დემეტრე მეჯდა მეორე მხარეს კი გაბრიელი, შიგადაშიგ მე და გაბრიელი ვლაპარაკობდით და ვიცინოდით... ყველა ბედნიერი იყო მხოლოდ დემეტრე იყო საშინლად ცუდ ხასიათზე)
-2 წუთში დავბრუნდები (სუფრიდან ადგა და გარეთ გავიდა, ვერ მოვითმინე და მეც გავყევი, თან ჩემს თავს ვუბრაზდებოდი რომ ჩემი საქმე არ იყო, და ნამდვილი ცოლივით ვნერვიულობდი, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ ეხლა რომ არ ავმდგარიყავი და არ გამოვყოლოდი, ჩვენები რამეს იეჭვებდნენ... დემეტრე გარეთ გავიდა და იქვე მდგარ ხის "სკამეიკას"ფეხი მთელი ძალით მოუქნია, ამ საცოდავ სკამსაც მეტი რაუნდოდა და გატყდა... ვერ ვხვდებოდი დემეტრეს რა სჭირდა, მივუახლოვდი და გვერდით დავუდექი, გამომხედა და უხეშად მითხრა)
-რაგინდა?
-რასქვია რამინდა? (გაბრაზებულმა გავხედე) არ დაგავიწყდეს, რომ მე შენი ცოლი ვარ და ამ შემთხვევაში საჭირო იყო, რომ გამოგყოლოდი... დეემეტრე რაგჭირს?
-მაშინ არ იყავი ჩემი ცოლი იმ ნაბო..არს, რომ უცინოდი? (მიღრიალა ბოლო ხმაზე, მე კი ვერ მივხვდი რაა იგულისხმა და გაკვირვებულმა გავხედე)
-ვერ მიხვდი არა? რაგინდა მოვკლა? რატო ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო? ჯერ იყოდა საერთოდ არ იცნობდი და მასთან ლამის დააღამე, ეხლა კიდე გვერდიდან არ შორდები, ხელს ხო არ გიშლი? (ირონიულად გამომხედა, მაგრამ ეტყობოდა,რომ საშინლად გაბრაზებული იყო... მე მივხვდი რომ გაბრიელზე ამბობდა და სიცილი ამიტყდა, მერე კი უცებ დავმშვიდდი და მშვიდად შევხედე)
-მომისმინე დემეტრე, არვიცი მაგ თავში, როგორ დაუშვი, რომ მე გაბრიელს ვეპრანჭები, მაგრამ ერთი იცოდე, შენ დამპირდი რომ სანდროს ჩემთან ყოფნაში დამეხმარებოდი, ეხლა კიდე შენი სულელური ეჭვიანობის გამო თუ შენს დაპირებას საფრთხის ქვეშ დააყენებ, გეფიცები არასოდეს გაპატიებ, რადგან მე სათამაშო არ ვარ რომ შენს ჭკუაზე მათამაშო და რა სიტუაციაში, როგორც მოგინდება ისე მოიქცე... შენ კარგად იცი რამხელა საფრთხის წინაშე ვართ, რომ ვინმემ არ გაიგოს ჩვენი გეგმის შესახებ, შენ კიდე რაღაც სულელური ეჭვიანობის გამო ამაზე საერთოდ არ ფიქრობ ... შენ ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ერთი ციდა ბავშვი და რა სიყვარული მაკავშირებს მის მიმართ... მე უბრალოდ მართლა ვერ ავიტან ის სხვებთან გაიზარდოს, განა იმიტომ რომ ჩემზე უკეთესები არ არსებობენ? არა უბრალოდ ის პატარაობიდანვე მე გავზარდე, მე მისით ვცოცხლობ გესმის? ეხლა კი მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ დამეხმარო და არჩილმა ის სხვას არ მიაშვილოს (ვლაპარაკობდი და თან ცრემლები მომდიოდა, დემეტრე კი მისმენდა, ბოლოს ჩემთან მოვიდა და მომეხვია)
-მაპატიეე, მაპატიე გვანცი მაგრამ ვერ ვიტან ჯერ, რომ ჩემი ცოლი ხარ და შენზე არანაირი უფლება არ მაქვს, შენ უბრალოდ ვერკ კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ... ვიცი უფლება არ მაქვს მაგრამ მაინც ვეჭვიანობ, რავქნა ესეთი ვარ... ეგ კიარა მაშინ სანდრომ რომ მითხრა რომ გავიზრდები გვანცა ცოლად უნდა მოვიყვანოო მაგაზეც ვიეჭვიანე... არვიცი ამ ერთი თვის მერე რა მოხდება და შენ რას გადაწყვეტ, მაგრამ ერთი ვიცი, ერთი თვის მერე ჩემთან რომც არ იყო, სხვასთანაც ვერ იქნები, რავქნა ტო ვერ ავიტან ვინმეს შენს გვერდით, ვერ წარმომიდგენია ვინმე სხვა, შენი შვილების მამად... რავქნა ესეთი ვარ საშინლად ფეთქებადი ხასიათი მაქვს მაგრამ მიყვარხარ და სულ მეყვარები... ვერ დაგპირდები რომ სულ გაგიმეორებ "მიყვარხარ" თქო მაგრამ გპირდები ამას სულ გაგრძნობინებ, ეხლა კი შევიდეთ შიგნით თორემ მართლა რამეს იეჭვებენ
თვალებზე ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა, მე კი მისი სიტყვების შემდეგ "გაშტერებული"ვიდექი, უბრალოდ ვერ წარმომედგინა, ჩემნაირი უბრალო ადამიანი, თუ შეიძლებოდა ოდესმე ყველასათვის სასურველ სასიძოს და ცნობილ ბიზნესმენს, შეყვარებოდა ეს მარტო სერიალებში ხდებოდა მეგონა... დემეტრემ ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა, ჩემი სუფრასთან დაჯდომა და ტელეფონის ხმა ერთი იყო, დავხედე და არჩილი იყო, ტელეფონის პასუხს ვაპირებდი როცა, დემეტრემ არჩილის სახელი წაიკითხა და გაეღიმა მე კი ტელეფონს ვუპასუხე
-დიახ ბატონო არჩილ
-სადახართ ჩახვედით? ვნერვიულობ არ უნდა გამაგებინოთ?
-არა...ისაა, ჩვეენ დავქორწინდით (დავიბენი, მაგრამ როგორღაც სათქმელს თავი მოვაბი)
-რაა? რასქვია დაქორწინდით? (გაუკვირდა არჩილს, ტელეფონი კი დემეტრემ გამომართვა და გარეთ გავიდა... ცოტახანშ გაღიმებული სახით შემოგვიერთდა)
-ხვალ დილით სტუმრები მოგვემატება (გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მე გამეღიმა)
-არჩილი იყო? (იკითხა გიორგი ბიძიამ)
-ხოო დედა ყოფილა მათთან, და ხვალ ჩამოვლენ (გაეცინა დემეტრეს)
-ოოჰ ეხლა არჩილის სახლში რა პანიკა იქნება, ლია (დემეტრეს დედა) შეყრიდა მეზობლებს (გაეცინა რეზო ბაბუას, მის ნათქვამზე კი გიორგი ბიძიამ რეზოს გახედა)
-ოოხ, მამა შენ ისევ არ იცვლები (გაეღიმა გიორგის, მე ძალიან დავიღალე და მომეძინა, ვეცადე არ შემემჩნია, მაგრამ დემეტრემ შემამჩნია)
-გეძინება? (ყურში ჩამჩურჩულა, მე თავი დავუქნიე და ჩემდა უნებურად თავი მივადე მხარზე, მას გაეღიმა ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა, ჩემი ძმისკენ გავაპარე თვალი და გაღიმებული გვიყურებდა)
უკვე 4 იყო დაწყებული ბიჭები რომ წავიდნენ, ნინა ბებომ გაიგიჟა თავი დარჩით ამ ღამე როგორ გაგიშვათო, მაგრამ ბიჭებმა, მაინც წასვლა გადაწყვიტეს, ბიჭები გავაცილეთ და ოთახში დავბრუნდით, ვიფიქრე ნინა ბებოს დავეხმარები ალაგებაში თქო მაგრამ არაფრის დიდებით არ მომცა მიხმარების უფლება
-წაი ნენა, გაყევი შენ ქმარს ახლა და დეიძინეთ, ჯერ კიდო 2 საათის უკან შეგატყვე რო გეძინებოდა, რაგამეეპარება ჩემ თვალებს (გამიღიმა ნინა ბებომ)
-ხო მაგრამ .. (შემრცხვა და გავწითლდი)
-არავითარი მაგრამ, დემეტრე მოი აგერ, აჩვენე შენ ცოლს თქვენი ოთახი და დეისვენოს ბაღანამ, თუარა გათენდა უკვე
დემეტრეს გაეცინა და ოთახისკენ წამიყვანა, ოთახში სანამ შევიდოდით უკვე გააზრებულიც მქონდა რომ დემეტრესთან ერთად უნდა დამეძინა, სანამ აქ ვიქნებოდით და პანიკის მოწყობას არც ვაპირებდი, "იქნებ იმიტომ რომგინდა გვანცა მასთან ერთად დაძინება? " გამომძახა მეორემ მემ, რომელსაც უკვე "ვეღარ ვიტანდი" ოთახში, რომ შევედით, მერე გამახსენდა, რომ "პიჟამო" ბატონ არჩილთან დამრჩა... ოოპ აი ეხლა რაუნდა მექნა აღარ ვიცოდი და ლოგინზე დავჯექი, თან თვალები მეხუჭებოდა ისე ძალიან მეძინებოდა, მალე დემეტრეც შემოვიდა ოთახში, გაკვირდა, ისევ ფხიზელი დავხვდი
-რატო არ იძინებ? (გამიღიმე)
-მე... პიჟამო არჩილთან დამრჩა ("მოვიბუსხე" და დემეტრეს საწყლად შევხედე, დემეტრეს კი სიცილი აუტყდა, მე მის სიცილზე გავბრაზდი და გაბრაზებულა გავხედე)
-რაგაცინებს?
-არაფერი არაფერი (სიცილს აგრძელებდა და ტანსაცმლის კარადას მიუახლოვდა, იქედან მოკლეკლავიანი შავი მაიკა გადმომიღო და მომცა) გავალ 5 წუთით და შენ ჩაიცვი მანამდე, შენ დათუნიებიან პიჟამოს ვერ შეედრება მაგრამ წავა რა
თვალი ჩამიკრა და და ოთახიდან გავიდა, მე კი ვფიქრობდი, საიდან იცოდა დემეტრემ ჩემი პიჟამო რანაირი იყო, მერე გამახსენდა, რომ მალე დემეტრე შემოვიდოდა, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, ძალიან მციოდა და "მოვიკუნტე"... მალე დემეტრეც შემოვიდა და დაწვა, შეამჩნია რომ მციოდა და მისკენ მიმწია, ვიფიქრე თავს დავიძვრენ მისი მკლავებიდან თქო, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და მეც მივეხუტე...
****
დილას ხმაურმა გამაღვიძა, გვერდით რომ გავიხედე დემეტრეს ეძინა, მასაც მალევე გაეღვიძა
-რახდება? (ახალ გაღვიძებულზე ხმა უფრო დაბოხებული ქონდა)
-არვიცი (მხრები ავიჩეჩე და დემეტრეს გავხედე, რომელიც წელს ზევით შიშველი წამოდგა და ქვევით ჩავიდა, მეც უცებ წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, ქვევით ჩავედი და ვიღაც ქალი ყვიროდა, რომელსაც გვერდით ბატონი არჩილი ედგა და ცდილობდა დაემშვიდებინა, ქალმა გამომხედა და ყვირილი დამიწყო)
-შენახარ არა ის გოგო, ჩემს შვილს რო თავგზა აურია, რას ნიშნავს თქვენი ქორწილი, მას საცოლე ყავს გესმის? (ქალი მიყვიროდა მე დავიბენი და დემეტრეს გავხედე, დემეტრემ კი გაბრაზებულმა უყვირა)
-მოკეტე გესმის? ფეხებზე შენი არჩეული გოგოები, მემგონი საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ ჩემით გადავწყვიტო ვისთან ვიყო და ვისთან არა... არ მოგცემ უფლებას გვანცას ასე ელაპარაკო, გინდა თუ არა ის ჩემი ცოლია, ან შეეგუები ამ ამბავს ან არადა დაივიწყებ, რომ შვილი გყავს გაიგე? (უყვირა ბოლო ხმაზე) ეხლა კი გიორგი დამდე პატივი და გაიყვანე შენი ცოლი აქედან (დემეტრემ მამამის გახედა, ჩემთან ბატონი არჩილი მოვიდა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა)
-პეპელა არ ინერვიულო, ის უბრ... (გაჩერდა და ვერც გამართლება შეძლო, მოვიდა და მომეხვია, ცრემლები წამომივიდა და უფრო მაგრამ მოვეხვიე, ყურში ნინას "ქოთქოთი" ჩამესმოდა)
-რას უწუნებ ქალო ამ ანგელოზ ბაღანას, შენ რომ მოგათრია ჩემმა შვილმა მეც ეგეთი ამბავი უნდა ამეტეხა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მომეწონე? ამ ბალღს კი რააქ შენი დასაწუნი
-ეს შენ არ გეხება ბებერო გაიგე? (ყვირილი დაიწყო დემეტრეს დედამ) ყოველ შემთხვევაშ მე ბავშვთა სახლში გაზრდილი მაინც არ ვყოფილვარ (ამის თქმაზე ბატონმა გიორგიმ ხელი გაარტყა მის ცოლს და უყვირა)
-არც დედაჩემის და არც გვანცას დამცირების უფლებას არ მოგცემ, გინდა თუ არ გინდა ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია(ამის თქმაზე მე უფრო ავტირდი, დემეტრემ მამამისს გახედა, თვალით ანიშმა წაიყვანეო, მერე მე გამომხედა და ჩემთან მოვიდა)
***დემეტრე***
ყველანაირად ვცდილობდი დედაჩემისთვის შეურაწყოფა არ მიმეყენებინა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, გვანცასთან მივედი, რომელიც არჩილთან იდგა და ტიროდა, ხელი მოვკიდე და წავიყვანე... მანქანაში ვიჯექით უკვე, როცა ტირილით მითხრა
-არ მინდა ჩემს გამო დედაშენთან პრობლემა გქონდეს, იქნებ ... (გაგრძელება აპირებდა, როცა მანქანა დავამუხრუჭე და გავხედე, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა)
-მეორეჯერ ეგ არ გაიმეორო გესმის? (გვანცას არაფერი არ უთქვია და გაჩუმდა, ცოტახანში კი ჩაეძინა, თბილიში მალევე ჩავედით, გვანცა ფრთხილად გადმოვიყვანე, სახლში ავიყვაე და ლოგინში ჩავაწვინე)
***გვანცა***
გზაში, როგორც ჩანს ჩამძინებია, რომ გავიღვიძე ჩემთვის უცხო ოთახში ვიწექი, ოთახში კი არავინ არ იყო... ავდექი და ქვევით ჩავედი, ერთ-ერთ ოთახში დემეტრეც ვიპოვე, რომელიც დივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, რომ შევედი შემამჩნია
-ძილისგუდა არგშია? (გამომხედა და გამიღიმა)
-არაა (მეც გამეღიმა... ღმერთო რა მჭირს ამ ბიჭის ღიმილზე არვიცი)
-მე რო მშია? (გაეცინა)
-მერე რატო არ ჭამ? (გაკვირვებულმა ვკითხე)
-არაფერი არ გვაქ, შენ გაღვიძებას ველოდებოდი, იმედია მშიერს არ მომკლავ (გაეცინა)
-სადაა სამზარეულო?
მეც გამეცინა მის სახეზე, დემეტრე ადგა და სამზარეულოში წამიყვანა, მე მაცივარში შევიხედე და მაცივარი სავსე იყო, რაიმე "რთულის"გაკეთება შემეზარა და ვინეგრეტის გაკეთება დავიწყე, დემეტრე ღიმილით მადევნებდა თვალყურს, დემეტრეს ყურებამ "დამაკომპლექსა" და უცებ თითი გავიჭერი, რაზეც დემეტრეს გაეცინა მე კი თვალები ამიცრემლიანდა, დემეტრემ რო დამინახა უცებ დასერიოზულდა და ჩემთან მოვიდა, ჩემი ხელი აიღო და წყალს შეუშვირა ("კრანთან" ვიდექით) მე აცრემლებული ვუყურებდი დემეტრეს საქციელს, შემდეგ გაჭრილ თითზე მაკოცა და წინ დამიდგა
-აჰაა მოგირჩა, როცა შენი სიურპრიზი მოვა ეს არც გაგახსენდება
-რა სიურპრიზი? (პატარა ბავშვივით ვიკითხე ბედნიერმა)
-მალე ნახავ
ცხვირზე თითი ამკრა და გამომხედა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი რაზეც გამეცინა, თან ცრემლები მომდიოდა თან მეცინებოდა... დემეტრემ ცრემლებიც მომწმინდა და ბინტი მოიტანა, რითიც თითი შემიხვია, მე მის საქციელზე გამეღიმა და ჩემდა უნებურად ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ შემრცხვა ჩემი საქციელის და სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდან... უკვე ჩემ ოთახში ვაპირებდი ასვლას როცა კარების ხმა გავიგონე, "დემეტრესთან იქნებიან ჩემთან ვინ უნდა იყოს" გავიფიქრე და ოთახში შევედი... დაძინებას ვაპირებდი როცა ოთახში "გვანჩა, გვანჩა"_ს ძახილით ვიღაც შემოვარდა, სანდრო რომ დავინახე ფეხზე "წამოვფრინდი" და მაგრად ჩავეხუტე. თამამად შემიძლიათ გითხრათ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა ... უცებ კარებისკენ გავიხედე და დემეტრე იდგა და ღიმილით გვიყურებდა, მე ავდექი მისკენ წავედი და ჩავეხუტე, მერე უცებ გავაანალიზე რას ვაკეთებდი და მალევე მოვშორდი
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო (ჩუმად ვუთხარი)
-უბრალოდ შემიყვარე (მანაც ჩუმად მიპასუხა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა... ცოტახანი დაბნეული ვიდექი, ფიქრებიდან კი სანდროს ხმამ გამომაფხიზლა)
-გვანჩაა... გვანჩა ალ გესმის?
-კიი კიი პაწუ გისმენ გინდა რამე?
-მე აჭი შენთან უნდა ვიჩქოვლო იჩი? და შენ ჩემი დედა იქნები და დემეტლე მამა (სანდრო ჯერ ასეთი ბედნიერი არ მინახავს)
-გვანჩაა... გვანჩა ალ გესმის?
-კიი კიი პაწუ გისმენ გინდა რამე?
-მე აჭი შენთან უნდა ვიჩქოვლო იჩი? და შენ ჩემი დედა იქნები და დემეტლე მამა (სანდრო ჯერ ასეთი ბედნიერი არ მინახავს)
-ვიცი ჩემო სიხარულო ვიციი (ხელში ავიყვანე, მაგრად ჩავიხუტე და ქვევით ჩავიყვანე, სამყოფ ოთახში დემეტრე და არჩილი იჯდა, სანდრო დავსვი, არჩილთან მივედი და მოვეხვიე)
-დიდი მადლობა ბატონო არჩილ, არცკივიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ
-რასამბობ პეპელა, მადლობა მე კი არა დემეტრეს უთხარი, მისი დამსახურებაა ყველაფერი ასე მალე რომ მოხდა... ეხლა კი უნდა დაგტოვოთ ძალიან მეჩქარება, თუ შევძელი საღამოს შემოგივლით (არჩილმა დაგვემშვიდობა და კარებისკენ წავიდა მე და დემეტრემ კი კარებამდე მივყევით და გავაცილეთ... ოთახში დაბრუნებას ვაპირებდი როცა დემეტრემ ხელი მომკიდა და გამაჩერა)
-გვანცი მთავარ მიზანს უკვე მივაღწიეთ სანდრო სამუდამოდ შენთან იქნება და ვერავინ ვერ შეგედავება, 1 თვეში შენ შენს არჩევანს გააკეთებ ან სამუდამოდ ჩემთან დარჩები ან კიდე წახვალ... უბრალოდ ეერთს გთხოვ ეცადე შანსი მომცე, ერთ შანსს ხომ ყველა იმსახურებს (შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა მე კი დამტოვა ერთ ადგილას გაშტერებული... გონს სანდროს ძახილმა მომიყვანა)
-გვანჩი ალ მაქჩევ კულადგებას? (გაბრაზებული მეუბნებოდა)
-კიი კიი ჩემო პაატარა გისმენ
-მეძინებაა (თან ამთქნარებდა)
სანდრო ავიყვანე და დავაწვინე, მალევე ჩაეძინა და ქვევით ჩავედი, დემეტრე სამყოფ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მე მივედი და ახლოს დავჯექი, ჩემდაუნებურად ლაპარაკი დავიწყე
-იციი დემეტრე ალბათ მართალი ხარ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს, მე კი თანახმა ვარ მოგცე ეს შანსი, ოღონდ ერთი პირობით (გავხედე და გავუღიმე... ჩემი თავით მე თვითონვე ვიყავი გაკვირვებული, საერთოდ არ მიფიქრია ამ საკითხზე მანამდე)
-რა პირობით? (დემეტრე თან ბედნიერი, თან გაკვირვებული მიყურებდა, არ ელოდა ჩემგან ამგვარ საქციელს)
-შოკოლადებით ხშირად უნდა გამანებივრო ხოლმე (გავუცინე)
-ჩემი სულელი გოგო (დემეტრე მოვიდა და ჩამეხუტა... ემოცია კი არანაირი არ ჰქონდა ვერ მივხვდი გაუხარდა თუ არა და პირდაპირ ვკითხე)
-არ გაგიხარდა? (დაბნეულმა ვკითხე)
-მეორედ ეგ აღარ თქვა, დღეს შენ მე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე , უბრალოდ არ შემიძლია ემოციების გამოხატვა ...
*** 4 წლის შემდეგ ***
ამ ყველაფერს ვიხსენებდი და თან ცრემლები მომდიოდა, თავს ვერ ვიკავებდი რომ არ მეტირა... როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ და როგორი უბედური ვარ ეხლა... არა უბედური არ ვარ, სიცოცხლის გაგრძელების სურვილს ჩემი შვილები სანდრო და ანასტასია მაძლევდნენ... ხოო სანდრო და ანასტასია, სანდრო უკვე 8 წლისაა ანასტასია კი 4 ... მე კი მე ეხლა სულ რაღაც 22 წლის ვარ ... და მაინც რა მოხდა 4 წლის წინ? ყველაზე საშინელი რაც ოდესმე შეიძლებოდა დამმართნოდა, მე და დემეტრე ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ერთხელ ის მივლინებით წავიდა ქალაქგარეთ მე კი სახლში დავრჩი სანდროსთან ერთად, ჩემი ძმა და დემეტრეს ძმაკაცები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან ... ერთ დღეს კი დემეტრეს ერთ ერთი ძმაკაცი ირაკლი მოვიდა ჩვენთან, ძალიან მთვრალი იყო და ჩემზე ძალა იხმარა... როგორ ვთხოვდი რომ შევცოდებოდი მაგრამ ამაოდ, მეორე დღეს კი როცა დემეტრემ დამირეკა და მომიკითხა, მასთან ლაპარაკის დროს ჩემი თავი ყველაზე "ბინძური" ადამიანი მეგონა, სწორედ იმ საღამოს დავურეკე გაბრიელს და ვთხოვე, რომ ქალაქიდან გასვლაში დამხმარებოდა, სწორედ მაშინ წამიყვანა გაბრიელმა გურიაში და იმის მერე აქ ვარ ... აქედან დაახლოებით 2 კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი... სწორედ მაშინ შემძულდა ყველაზე მეტად ჩემი თავი რადგან არ ვიცოდი ბავშვი დემეტრესი იყო თუ ირაკლის., მაგრამ ერთი ვიცოდი რომლისაც არ უნდა ყოფილიყო აბორტს არ გავიკეთებდი... იმ დღის მერე შემძულდა კაცების "მოდგმა", ოდნავ ახლოსაც ვერ ვიკარებდი ვერავის... იმის შემედეგ აღარ ვეკითხებოდი გაბრიელს რა ხდებოდა თბილიში, მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან ბევრი მეძებეს, მაგრამ ვინ იფიქრებდა ჩემს ოზურგეთში მოძებნას... სწორედ იმ დღის მერე გაბრიელი ზრუნავს ჩემზე და ჩემს შვილებზე, მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, არა არ იფიქროთ რომ ვუყვარვარ ან რამე, უბრალოდ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, პირიქით მას იაკო (ჩემი ძმის მეგობარი) უყვარს, და ერთად ძალიან ბედნიერები არიან, რაც მე ძალიან მახარებს... დემეტრე? მასზე არაფერი ვიცი... საოცრად მენატრება, მაგრამ არ შემიძლია, მასთან ვერ დავბრუნდებოდი, ან რა მეთქვა იცი დემეტრე არ ვიცი ჩემი შვილის მამა შენ ხარ თუ შენი ძმაკაცი თქო? არა... არშემეძლო... მართალია ჩემი ბრალი არაფერი არ იყო მაგრამ, არ შემეძლო დემეტრესთვის თვალი გამესწორებინა ....
-დედიი დედი, უთქალი სანდლოს ლამე თოლე მაბლაზებს (ფიქრებიდან ანასტასიას ტიტინმა გამომარკვია, უცებ ცრემლი მოვიწმინდე და ანასტასიას გავხედე რომელსაც უკან გაბრაზებული სანდრო შემოყვა)
-აუუ დედი, უთხარი რა რამე ძვლივს სკოლა მომეხსნა და ეხლაც არ მაცლის ძიილს (აწუწუნდა სანდრო, მე კი გამეცინა მათ საქციელზე, და ანასტასიას მივუბრუნდი)
-დედი რატო არ აცლი ძილს სანდროს ცოდო არაა? თვითონ ხო არ გაღვიძებს ხოლმე
-მე მიკვალს დედი ცანდლო და მაგიტო ვაგვიძებ ლო ჩემთან ითამაჩოს (ტირილის პირას იყო მისული, სანდრო კი მივიდა და ჩაეხუტა)
-მეც მიყვარხარ ტას მაგრამ ძილი მაცადე ხოლმე, თან აწი სკოლა მომეხსნა და სულ ვითამაშოთ, კარგი ჩემო ლამაზო? (სანდროს საქციელზე გამეღიმა, მივედი და ორივე ჩავკოცნე, მართალია სანდრო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის მაგრამ, არასოდეს განმისხვავებია ის ანასტასიასგან, უცებ სანდრო შემომიტრიალდა და მოწყენილმა მკითხა)
-დე კიდე იტირე?
-არა დედი არ მიტირია (ვეცადე გამეღიმა)
-როგორ არა დეე შეიძლება ანასტასია მოატყუო მაგრამ მე ხო ვხედავ არა? რაც მამასთან აღარ ვართ სულ ეგრე ხარ... არმინდა რო ტიროდე ხოლმე (მოწყენილმა მითხრა სანდრომ)
-მე ლატო უნდა მომატკუო დედა? (ნაწყენმა გამომხედა ანასტასიამ)
-არა ჩემო ლამაზო არ უნდა მოგატყუო შენ... სანდრი სხვა დროს ვილაპარაკოთ დედი ამ თემაზე ხო? (კარის ხმა იყო , ავდექი და კარი გავაღე, კარებთან გაბრიელი იდგა გაღიმებული)
-აბა დაიკო როგორ ხარ? (გამიცინა და გადამკოცნა)
-გაბოო, რატო არ მითხარი თუ მოდიოდი? რამეს დაგახვედრებდი (სახლში შემოვიპატიჟე და გადავკოცნე)
-ჩემი ნათლული და მისი ვირი ძმა სადაა? (ჰოოო დამავიწყდა მეთქვა, გაბო ანასტასიას ნათლიაა)
-ზევით არიან ოთახში, მოდი დაჯექი ყავას დალევ?
-არა გვანც უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე? (გაკვირვებულმა გავხედე)
-როდემდე უნდა იყო აქ? 4 წელი გავიდა უკვე, ის თბილიში აღარაა, შეგიძლია თავისუფლად დაბრუნდე, შენებს ენატრები გვანც, ბებიაშენი და ბაბუაშენი ძალიან მოტყდნენ, რამე რომ დაემართოს ინანებ რომ მანამდე არ ნახე... თან რეზი...
-რეზის რა ჭირს? (შეშინებულმა ვკითხე)
-გვანც რეზი საავადმყოფოშია, უბრალოდ ვერ დაგიმალავდი... იქნებ წამოხვიდე თბილიში
-ბავშვებს რა ვუყო?(ავფორიაქდი) რეზი სერიოზლადაა?
-ბავშვებიც წამოიყვანე და იაკოსთან დავტოვოთ
სასწრაფოდ ავირბინე ოთახში და ვაცმევდი როცა სანდრო შემოვიდა
-დე რახდება? (გაკვირვებულმა მკითხა)
-სასწრაფოდ ჩაიცვი დედი თბილიში ვბრუნდებით
-მამას ვნახავთ? (გახარებულმა მკითხა)
-ჩაიცვი სანდრი მალე... (დაბნეულმა ვუპასუხე)
ბავშვების რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავდე ჩანთაში და გაბრიელის მანქანით დავიძარით დედაქალაქისკენ...
-სერიოზულადაა? (შეშინებულმა ვკითხე)
-სერიოზულად იყო მაგრამ ეხლა უკეთაა (გამიღიმა და ანასტასიას გახედა) თავს დავდებ რომ დემეტრესია (გაღიმებულმა თქვა და გაბრაზებულმა გავხედე)
-გაბო ეხლა მაგის დროა?
-ჰოო კაი კაი ...
გზაში რამოდენიმეჯერ შევჩერდით, 5 საათში თბილიში ვიყავით, თბილისში რომ შევედით ძველი დრო გამახსენდა, როცა რეზიმ ბავშვთა სალიდან გამომიყვანა და სახლში წამიყვანა და თვალზე ცრემლი მომადგა, ეს ანასტასიამ დაინახა და მომეხუდა
-დედი ალ იტილო ლა... მოდი მე გატოცებ და და აგალ იტილო (ანასტასიამ მაკოცა და გულზე თავი მომადო, გვერდიდან კი სანდრო მომეხუტა და მაშინ მივხვდი რომ უფალმა ამ 2 ანგელოზის სახით ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა... )
ბავშვები იაკოსთან დავტოვეთ დაძინებული, მე და გაბრიელი კი საავადმყოფოში მივედით, სადაც ჩვენი სამეგობრო დავინახე და თვალებზე ცრემლები მომადგა, თვალებით დემეტრეს ვეძებდი მაგრამ ვერ დავინახე და გაბრიელს მივუტრიალდი...
-გაბო გთხოვ მათთან მისვლა არ მინდა, იქნებ გაარკვიო, რომ პირდაპირ პალატაში შევიდე
-მოიცა დამელოდე (გაბომ შუბლზე მაკოცა და ექიმისკენ წავიდა, რომელიც ახლახანს გამოვიდა ერთ-ერთი პალატიდან... არვიცი მე გაბრიელმა ექიმს რა ელაპარაკა, მაგრამ ექიმმა ნება დამრთო, რომ რეზისთან შევსულიყავი, ბავშვებმა ეტყობა ვერ მიცნეს და ყურადღებაც არ მოუქცევიათ ჩემთვის, მე კი პირდაპირ რეზის პალატაში შევედი, გავხედე და ეღვიძა, რომ გამომხედა "გაშტერებული" მიყურებდა არ ჯეროდა რომ მის წინ ვიდექი, მე ცრემლები წამომივიდა და მასთან ახლოს მივედი და ჩავეხუტე, რეზი კი ხმას არ იღებდა
-ნუ ხარ გთხოვ ჩუმად (თავს ვერ ვერ ვიკავებდი და ვტიროდი)
-რატომ? (ჩუმად მკითხა) რატომ მოიქეცი ასე?
-გეფიცები რეზ ყველაფერს აგიხსნი უბრალოდ, დრო მჭირდება...
-კიდე დრო ამის დედაშე...ი ... 4 წელია არ ვიცი ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, და მოდიხარ ვითომც არაფერი
-რეზ გთხოოვ...
-მოდი ჩემთან (ხელი მომკიდა და ჩამიხუტა) მიხარია რომ დაბრუნდი, მაგრამ ბევრი გვაქვს სალაპარაკო ხომ? (გამიცინა და მაკოცა) სანდრო სადაა?
-სანდროს ხვალ მოგიყვან და განახებ, აქედან თან ხვალ კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო (გავუღიმე)
-მაგიტო წახვედი?(ხმა გაიმკაცრა, როგორც მივხვდი მას ეგონა რომ ვიღაც ბიჭი უნდა გამეცნო მისთვის)
-მასე გამოდის რეზ, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია... ვსო დავიღალლე, ხვალ გაგაცნობ მე მას, როცა გამოჯანმრთელედები ყველაფერს დეტალურად მოგიყვები (მაგრად ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე)
-კაი ტოო ნუ ტირი მთავარია შენ იყო კარგად, უბრალოდ ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, დემეტრესთან დაკავშირებითაც (დემეტრეს ხსენებას არ ველოდი და შევცბი, კიდე კარგი ექიმი შემოვიდა)
-მაპატიეთ მაგრამ უნდა დატოვოთ პალატა, პაციენტს გადასხმა უნდა გავუკეთოთ შეგიძლიათ ხვალ 3 დან 7 საათამდე მობრძანდეთ ნახვის საათებში (გოგონამ გამიღიმა, მე რეზის დავემშვიდობე და პალატიდან გამოვედი,უკვე პალატის კარებს ვკეტავდი როცა ვიღაცას შევეჯახე0
-უკაცრავად (ავხედე და გავშეშდი, ჩემს წინ დემეტრე დადიანი იდგა და უემოციოდ მიყურებდა)
წამოსვლას ვაპირებდი როცა დემეტრემ მომკიდა ხელხე ხელი და გამაჩერა
-მემგონი სალაპარაკო გვაქვს (მისი ხმა ისეთი მკაცრი იყო შემეშინდა კიდეც, რა ვიგრძენი მისი შეხებისას? რაღაც საოცრება, როგორ მომნატრებია, მაგრამ ამავდროულად საკუთარი თავი მძულდა, რადგან მე ესე საშინლად მოვექეცი მას ... )
-ოღონდ ეხლა არა ძალიან გთხოვ (ცრემლები მომადგა თვალებზე)
-ეხლა არა? მეკაიფები გვანცა? თავს ძვლივს ვიკავებ რომ ხელში არ შემომაკვდე, იცი მაინც რამდენი გეძებე, არც კი ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი, შენ კი ამ ყველაფრის ახსნის ღირსადაც არ მთვლი (ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, ჩემი თავი მძულდა, მაგრამ ეხლა მართლა არ შემეძლო დემეტრესთვის ყველაფრის ახსნა)
-ვიციი... ვიცი დემეტრე ყველაფრის ღირსი ვარ შენგან, მაგრამ ეხლა მართლა არშემიძლია... ხვალ აქ უნდა მოვიდე ისევ რეზის ბავშვები უნდა ვაჩვენო და გპირდები ხვალ სიმართლეს გაიგებ ...
-ბავშვები? მოიცა ... (თან დაიბნა თან გაბრაზდა)
-ხვაალ, დემე გთხო... (წინადადების დამთავრება არ მაცადა)
-ეხლავე თქო და მეტი არ დამალაპარაკო (იმხელაზე იყვირა ყველამ ჩვენ გამოგვხედა, იქვე დავინახე ბავშვების გაოცებული სახეები ჩემი დანახვისას... მივხვდი რომ დემეტრესთან დღეს აუცილებლად მომიწევდა საუბარი და ამიტომ ბედს დავნებდი)
-კარგი წამოდი სადმე ვისაუბროთ
დემეტრეს არაფერი არ უთქვია წინ წავიდა,მე უკან გავყევი თან გაოცებულ ბავშვებს გავხედე რომელთა თვალებიც ჩემსკენ იყო მომართული, იქვე გაბრიელი იყო რომელიც მანიშნებდა უკვე დროაო, მეც ძალა მოვიკრიბე და დემეტრეს გავყევი, საავადმყოფოს გვერდითთ პატარა კაფე იყო და იქ შევედით და კუთხის მაგიდასთან დავსხედით ... დემეტრემ მისთვის ვისკი ჩემთვის კი ფორთოხლის წვენი შეუკვეთა "როგორც ჩანს არ დავიწყებია ფორთოხლის წვენი რომ მიყვარს" გამეღიმა ამ დროს კი დემეტრემ გამომხედა
-გისმენ (დემეტრეს გავხედე და ღრმად ჩავისუნთქე)
-კარგი... დავიწყებ მაგრამ არ გამაწყვეტინო, თორემ ვეღარ გავაგრძელებ ...
-კარგი გისმენ (სრულიად უემოციო სახე ქონდა რამაც გული ძალიან მატკინა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი)
-გახსოვს მივლინებაში რომ წახვედი? (რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გავაგრძელე) ვიცი რომ გახსოვს... მაშინ ყველა შენი ძმაკაცი სულ ჩემთან და სანდროსთან იყო არჩილიც ხშირად გვსტუმრობდა ... ერთ დღეს არცერთი არ მოსულან ყველა კლუბში იყო წასული, მეც შემომთავაზეს წასვლა მაგრამ ხოიცი არ ვარ ხმაურს მიჩვეული და ვუთხარი რომ თვითონ წასულიყვნენ არ იყო პრობლემა... მთელი დღე მარტო ვიყავი, სწორედ მაშინ მივხვდი რომ რაღაც მაკლდა, რაღაც არა უფრო სწორად ვიღაც, ჰოო დემე ეს ვიღაც შენ იყავი, მენატრებოდა შენთან ერთად დაწოლა და შენი ჩახუტება... გახსოვს შენი წასვლის წინაა დღეს გვქონდა სექსი, იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდი მაგრამ არ გამოგიტყდი ჩემს გრძნობებში ... როცა წახვედი პირველი ყოველთვის შენ მირეკავდი, მაგრამ იმ წყეულ დღეს რატომღაც შენც "დაგავიწყდი" და პირველად მაშინ დავრეკე შენთან, შენი ხმა რომ გავიგე მაშინ დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, მე სულელმა ვერაფრის თქმა ვერ გავბედე და გაგითიშე... ზუსტად 5 წუთში გადმომირეკე შენ და იმ დღეს დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკეთ... როცა გაგითიშე სანდრო წავიყვანე დასაძინებლად, დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა... მეც უკვე პიჟამოები ჩავიცვი და დაძინებას ვაპირებდი როცა კარების ხმა გავიგე, ხალათი მოვიცვი და კარები გავაღე (თვალებიდან ცრემლი წამომივიდა მაგრამ მოყოლა გავაგრძელე, მივხვდი რომ ეხლა რომ არ დავცლილიყავი გავგიჟდებოდი... ასე დეტალურად გაბრიელისთვისაც არ მქონდა ეს ისტორია მონაყოლი და ეს ყველაფერი მახრჩობდა) საათს შევხედე და 1 იყო დაწყებული, ვიფიქრე რეზი მოვიდა თქო რადგან რეზიმ მითხრა თუ ადრე წამოვედი შემოგივლიო, კარები გავაღე და რეზის მაგივრად ხელში ირაკლი შემრჩა (მისი სახელი საოცარი ზიზღით წამოვთქვი) ნასვამი იყო, გამიკვირდა მისი ასე ღამე სტუმრობა რადგან ირაკლისთან არც ისე კარგი ურთიერთობა არ მქონდა .... შემოვიდა და მთვრალმა "ბლუყუნი" დაიწყო ... ვკითხე რამე ხო არ უნდოდა ასე ღამე რომ მოვიდა მან მიპასუხა რომ მე ვჭირდებოდი ... "შენ მჭირდები გვანცა სხვა არავინ" მე დავიბენი და უკან დავიხიე მაგრამ ის ნელნელა ჩემსკენ მოიწევდა ... ყველაფერი ისე მოხვდა, რომ იმ ღამეს მან ჩემზე ძალა იხმარა, ვეხვეწე, და ვემუდარე მაგრამ ამაოდ ... (დემეტრეს გავხედე და კისერზე ძარღვები დაბერვოდა)
-თუგინდა ნუღარ ... (დემეტრემ გამომხედა და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ ვაცალე)
-არა, არა დემეტრე ნუ მაწყვეტინებ უნდა მოვყვე, ეს შენგამო კიარა ჩემ გამო უნდა გავაკეთო (ტირილით ვუპასუხე) ის ღამე ყველაზე კოშმარული იყო ჩემს ცხოვრებაში, ვიფიქრე, რომ ჩამოხვიდოდი ყველაფერს აგიხსნიდი, მაგრამ მეორე დღეს რომ დამირეკე და შენი სიყვარულით და მონატრებით სავსე ხმა გავიგე ჩემი თავი შემძულდა, შემძულდა იმიტომ რომ არ შემეძლო შენთვიის ყველაფრის მოყოლა,მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ცხოვრებას მაშინ ვსწავლობდი მაგრამ იმ არაკაცმა ყველაფრის სურვილი ერთად წამართვა... როცა შენთან ლაპარაკი დავასრულე იმწუთასვე დავურეკე გაბრიელს და ვთხოვე ქალაქიდან გასვლაში დამხმარებოდა... გაბრიელი რომ არა მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა, გაბრიელმა იმ დღეს მის ნათესავებთან წამიყვანა სვანეთში, რამოდენიმე დღე იქ ვიყავი ... რამოდენიმე დღის მერე კი არჩილს დავუკავშირდი, მას ვერ მოვატყუებდი რადგან მისი გაზრდილი ვიყავი, არჩილმა ჩამომაკითხა, ბევრჯერ ეცადა ჩემი გადარწმუნება რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა მაგრამ სწორედ მაშინ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, და მაშინ უკვე ვეღარ შევძლებდი შენთვის ვერაფრის თქმას რადგან მე არ ვიცოდი... არვიცოდი ბავშვი შენი იყო თუ ირაკლის ... არჩილმა გურიაში წამიყვანა მითხრა რომ იქ სახლი ქონდა და იმის მერე იქ ვარ ... როცა შვილი შემეძინა ჩემს სიცოცხლეს ხელმეორედ მიეცა აზრი, (ანასტასიას გახსენებაზე გამეღიმა) უფლის მადლობელი ვიყავი სამი რამისთვის, პირველი იმისთვის რომ სანდრო ჩემს გვერდით იყო, მეორე იმისთვის რომ ქალად თავი პირველად შენთან ვიგრძენი და არა იმ ნაგავთან და მესამე ჩემი პატარა ანასტასიასთვის ... ბავშვს ანასტასია დავარქვი... იმის მერე კი არჩილი და გაბრიელი ზრუნავს ჩემზე და ჩემს შვილებზე ... არჩილმა და გაბრიელმა ირაკლის ყველაფრისთვის პასუხი მოსთხოვეს, და როგორც იცი უკვე მეოთხე წელია ირაკლი საქართველოში არ გამოჩენილა ... რამოდენიმე დღის უკან კი გაბრიელი მოვიდა ჩვენთან რომელმაც ჩემი ძმის ცუდად ყოფნის ამბავი გამაგებინა, აი მაშინ კი მართლა ვეღარ მოვითმინე და აქ წამოვედი ... (ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, გაბრიელი იყო და ვუპასუხე, ტელეფონში კი გაბრიელის მაგივრად ანასტასია შემრჩა)
-დედიტო მე გავიგვიძე და სენ აქ ალ ქალ, როდის უნდა მოქვიდე ( მოწყენილმა მითხრა ანასტასიამ)
-მალე მოვალ დედი მალე, სანდრო მანდ არის?
-კი დედი, დაგალაპალაკო?
-არა დედი იყოს, შენ ხო ხარ ჩემი დიდი გოგო და სანდროს მიხედე და მეც მალე მოვალ ხო? (გამეღიმა)
-კალქი დეე... ეე ცანდლო გაიგე დედამ სენი თავი ცამაბალა ასე ლომ ალ გამაბლაზო (გასძახა სანდროს) დე სენ ალ ინელვიულო და მე მივქედავ სანდლოს
ანასტასიას გავუთიშე და დემეტრეს გავხედე, რომელიც "გაშტერებული" იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა ...
-შანსი არის რომ ბავშვი ჩემი იყოს? (უცებ დაიწყო დემეტრემ)
-არვიცი დემეტრე, ის... ის ისე ცხოველივით იქცეოდა ... არვიცი (ხელახლა ავტირდი)
-მოდი ჩემთან (დემეტრე მოიწია და ჩამეხუტა) ხოიცი რომ არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა, ვერც კი წარმოიდგენ ეხლა რას ვგრძნობ, გეფიცები იმ ნაბი...ს ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ, საქართველოშია თუ საზღვარგარეთ, მოვძებნი... შენ კი მაპატიე... მაპატიე რომ დაგტოვე, როგორ დამეტანჯე (ჩუმად ჩაიჩურჩულა, მე კი უფრო მაგრად მივეხუტე) სანდროს მანახებ?
-დღეს?
-ხო თუ შესაძლებელია
-კარგი წავიდეთ (გავუღიმე, თანთა ავიღე და ავდექი... დემეტრემ შეკვეთის საფასური გადაიხადა და წამოვედით... გზაში ორივე ჩუმად ვიყავით, სიჩუმე კი დემეტრემ დაარღვია
-სად უნდა მივიდეთ? (გამომხედა და ხელზე ხელი დამადო, მე უცებ არ ველოდებოდი და შევკრთი) შეგაშინე?
-არა, არაუშავს უბრალოდ არ ველოდი... იაკოსთან მივიდეთ სახლში იქ არიან ბავშვები
გავუღიმე და ვეცადე აღელვება არ დამტყობოდა.. ისევ ორივე ჩუმად ვიყავით, მე ფანჯარაში ვიყურებოდი და მხოლოდ 1 კითხვა მაწუხებდა "რა იქნება აწი?" ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომაფხიზლა, რომელმაც მამცნო რომ უკვე მოვედით ... სახლში, რომ შევედით ანასტასია დედა-დედას ძახილით გამოიქცა ჩემსკენ, რომელსაც უკან სანდრო მოყვებოდა, სანდრო დემეტრეს დანახვაზე გაშეშდა არ ელოდა, მის აქ ნახვას, ანასტასია კი ჩემსკენ გამოიქცა და ფეხზე მომეხვია, ანასტასია ხელში ავიყვანე და სანდროს გავხედე, რომელიც უკვე დემეტრეს ეხუტებოდა
-ძალიან მომენატრე მა (უფრო მაგრამ მოუჭირა ხელი სანდრომ, ამ დროს კი ანასტასიამ ყველას ყურადღება მიიქცია)
-დედიტო მე ლოდის უნდა ვნაქო ჩემი მამიკო, სანდლომ ქო ნაქა უკვე? (ცრემლი წამოუვიდა ანასტასიას, მისმა ამ სიტყვებმა გული მატკინა და მაგრად ჩავიხუტე)
დემეტრე სანდროსთან ჩახუტებას რო მორჩა ჩემთან მოვიდა და ანასტასია გამომართვა
-პატარა ანგელოზო გინდა, მე ვიყო შენი და სანდროს ორივეს მამა?
-მართლა იქნები ჩემი მამაჩ? (გახარებულმა კითხა ანასტასიამ... დემეტრეს ამგვარ საქციელს არ ველოდი, ვიცოდი რომ უმეტესი შანსი იყო ანასტასია დემეტრეს არ ყოფილიყო და არ მინდოდა ანასტასიას ტყუილი იმედი მიცემოდა, იაკოს ვანიშნე ბავშვები გაიყვანე თქო)
-ბავშვებო წამოდით დედიკოს და მამიკოს ყავა მოვუდუღოთ (იაკომ ბავშვებს ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა, მე და დემეტრე კი დავრჩით ოთახში)
-დემეტრე, ნუ პირდები ანასტასიას ისეთ რამეს რაც შეიძლება ვერ შეასრულო, რადგან შეიძლება ის არ იყოს შენი შვილი
-შეუძლებელს მას არაფერს არ ვპირდები, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი შვილი იქნება თუ არა, სანდრო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის მაგრამ დამიჯერე მას არასოდეს გამოვარჩევ ბიოლოგიური შვილიდან, აი ანასტასია კი ჩემი რომც არ იყოს ჩემი საყვარელი ქალის შვილია, და ანატასიაც და სანდროც ისე მეყვარება როგორც ჩვენი მომავალი შვილი რომელზე მუშაობასაც ძალიან მალე დავიწყებ (გამიღიმა დემეტრემ მე კი გავწითლდი) ეხლა კი ანასტასიას სავარცხელი აიღე და წავიდეთ საავადმყოფოში ბოლობოლო გავიგოთ ანასტასია ჩემი შვილია თუ არა ....
იაკოსთან გავედი ოთახში და წასვლის შესახებ ვამცნე
-ია ცოტახნით კიდე დავტოვებ რა ბავშვებს, ბოლოსდაბოლოს გავიგებ სიმართლეს (იაკომ მიხვდა რაზეც ვუთხარი და ნაწყენმა გამომხედა)
-არ გცხვენია მაინც მაგას რო მეუბნები? თუგინდა მთელი კვირა აქ დატოვე (გამიცინა და წამოვედით)
საავადმყოფოში რომ მივედით ძალიან ვნერვიულობდი, რაც დემეტრემ შემატყო...
-კარგი გვანც რა ნუ ნერვიულობ ასე ძალიან (მკერდზე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა)
-შენი შვილი რომ არ იყოს? (ჩუმად დავიჩურჩულე)
-ამაზე ხო უკვე ვილაპარაკეთ, თავიდან იწყებ? (ნაწყენმა გამომხედა)...
***
უკვე საათნახევარია რაც საავადმყოფოში ვართ, წუთი-წუთზე უნდა იყოს ანალიზის პასუხი... წესით ამ ანალიზს დიდი დრო აგვიანდება, მაგრამ რას ნიშნავს გავლენიანი ადამიანი რო გყავს გვერდით, პასუხს წუთი წუთზე გვეტყვიან.. და აი ექიმიც გამოჩნდა
-დემეტრე დადიანი ხო? ინებეთ ანალიზების პასუხი (გაგვიღიმა ასაკოვანმა ექიმმა)
დემეტრემ ანალიზები ხელის კანკალით გახსნა, რო წაიკითხა ერთ ადგილას " გაშტერდა" მე სასწრაფოდ გამოვართვი ანალიზები და რომ წავიკითხე ცრემლები წამომივიდა, ხოოო ვტიროდი, მაგრამ ეს იყო სიხარულის ცრემლები... ანასტასია ჩემი და დემეტრეს საერთო შვილი იყო, მე კი უბედნიერესი ადამიანი
-ეხლა კი დავბრუნდეთ ბავშვებთან და ჩვენს სახლში წავიდეთ (გამიღიმა დემეტრემ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მაკოცა ... რა ვიგრძენი? რაღაც საოცრება, ყველაზე კარგი შეგრძნება ყოფილა მონატრებულ ბაგეებთან შეხება ... იაკოსთან მივედი და ბავშვები დემეტრეს უფრო სწორად "ჩვენს" სახლში წავიყვანე, აი აქედან კი ნამდვილად დაიწყო ბედნიერი დღეები, ყველაფერი ჩვეულ ტემპში ჩადგა, რეზიც გამოწერეს საავადმყოფოდან, ბაბუას და ბებოს უკვე ყოველდღე ვნახულობდი და ბავშვებს ვანახებდი... ერთი სიტყვით ყველაფერი იდეალურად იყო ...
*** 10 წლის შემდეგ ***
სამზარეულოში ვიყავი და ქმარს და შვილებს საუზმეს ვუმზადებდი როცა ანასტასიას ოთახიდან კამათის ხმა გავიგე და იქეთ წავედი...
-არ ჩაიცმევ მეთქი მაგ კაბას და დავამთავრე მაგ თემაზე ლაპარაკი მე (მკაცრად ეუბნებოდა სანდრო)
-აუუ კარგი რა სანდრო გთხოოვ, არც ისე მოკლეა ეს კაბა რატო არ გესმის? (წუწუნით ეუბნებოდა ანასტასია)
-არა მეთქი და მორჩა (ამ დროს მე და დემეტრე შევედით ოთახში, ანასტასიას და სანდროს გავხედე, იქვე გვერდით ბარბარეც იყურებოდა თავისი პატარა ლამაზი თვალებით და ჯერ ვერ გაეგო რატო არ აძლევდა სანდრო ანასტასიას კაბის ჩაცმის უფლებას)
-კარგით რა ბავშვებო არ დაიღალეთ ყოველდღე ერთი და იგივეზე ჩხუბით (მობეზრებულმა ვუთხარი ბავშვებს, ამ დროს დემეტრეც შემოვიდა, რომელსაც ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო რადგან ერთი დღე იყო დილას სახლში და მაშინაც არ აცლიდნენ ძილს
-რახდება გამაგებინებთ ვინმე ?(იკითხა დემეტრემ და ბარბარე ხელში აიყვანა, ბარბარესაც მეტი რა უნდოდა და "ტიტინი" დაიწყო)
-მე გეტკვი მა, ანაცტაცია ალჩევდა პლინცესას კაბას ლო ჩაეჩვა და შემოვიდა ცანდლო, უთქლა ლას აკეთებო, და ლო დაინაქა ლო ანაცტაციაც პლინცეცაც კაბა ეცვა ჩუბი დაუწკო მასე არ წაქვიდეო, და ანაცტაციამ მე ასე მიდაო, მელე დედა სემოვიდა და უთლა როგოლ არ დაიგალეთო ეთი და იგივეთო (ბარბარეს ლაპარაკზე ყველას გაგვეცინა, დემეტრეს გამოვართვი და ლოყები დავუკოცნე) მამა ცანდლო მეც მომიშლის მლინცესას კაბის ჩაცმას?
-სანამ გაიზრდები არა მამი და მერე კი (გახედა გაღიმებულმა დემეტრემ)
-კარგი რა მამა შენც სანდროს მხარეს ხარ? (ნაწყენმა გამოხედა ანასტასიამ მამამისს) კარგით რაა (დაიწყო წუწუნი)
-მოვრჩით უკვა მაგ თემაზე ლაპარაკს (სანდრომ შუბლზე აკოცა ანასტასიას და ოთახიდან გავიდა, რომელსაც ანასტასია გაეკიდა "შუბლზე რატო მკოცნი დებილი ხო არ ვარ, მობრუნდი და ლოყაზე მაკოცე"ო ... მე ბარბარე და დემეტრე კი დავრჩით ოთახში
-მადლობა გვანცი ესეთი ბედნიერი ოჯახი, რომ მაჩუქე, და მადლობა ჩემი "გიჟი" შვილებისთვის, მაგრამ გენდერული თანასწორობა გვერღვევა ოჯახში და 1 ბიჭი კიდე გვინდა, რომელზეც დღესვე ვიზრუნებ
-კიდე მიკიდით ძამიკოს? (იკითხა გახარებულმა ანასტასიამ)
-კი ჩემო პატარა, მე გაძლევ მაგის პირობას (გაიცინა დემეტრემ და ორივეს გვაკოცა)


დ ა ს ა ს რ უ ლ ი

შეცდომებისთვის ბოდიში მეგობრებო "სიმწრით აღდგენილი" ისტორიაა ♥ ♥ ♥



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სათაური ძაან შეუსაბამო იყოო ... შეცდომებიც ბლომად იყოო, საერთო ჯამში არაუშავდა

 


№2  offline წევრი (((end)))

მიყვარს ეს ისტორია heart_eyes წაკითხული მქონდა kissing_heart

 


№3 სტუმარი ბუბუკა

სათაური რა შუაში იყო??? ბანალური , გაუმართავი ისტორიაა, მაპატიე რა, მჯერა რომ უფრო დაიხვეწები, წარმატებები

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

ისტორია დაწერილია 1 წლის უკან რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, ირტორიაში რეალური გმირების სახელები არის შეცვლილი, რაღაცეები კი დამატებული არის ჩემს მიერ...
რაც შეეხება სათაურს - სათაური რეალური გმირის არჩევანია, რადგან მისთვის ამ რამოდენიმე სიტყვამ " ადექი და ჩამეხუტე ყველაფერი გაპატიე " ბევრი რამ შეცვალა :)
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5 სტუმარი Guest Lia

Didi siamovneba mivige am istoriis wakitxvit .
Kidev dawere aseti saintereso motxroba.kargi gogo xar.

 


№6  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Guest Lia
Didi siamovneba mivige am istoriis wakitxvit .
Kidev dawere aseti saintereso motxroba.kargi gogo xar.

გაიხარე დიდი მადლობა <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


თავიდან თითქოს არ მომეწონა, რაღაცნაირად თითქოს ნელა მაგრამ ყველაფერი მაინც სწრაფად ხდებოდა, მაგრამ მიხარია რომ კითხვა არ შევწყვიტე, მომეწონა, კი მართლა ძალიან მომეწონა, ლამაზი ოჯახური, რომანტიკული და სასიამოვნო ისტორიაა, სადა და ლამაზი

მაგრამ ძალიან გთხოვ შემდეგში ფოტოები არ გამოიყენო, მიეცი მკითხველის წარმოსახვას გასაქანი და ნუ ზღუდავ მას, რადგან წარმოსახვა ბევრად დიდია ვიდრე ფოტოზე აღბეჭდილი კადრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent