Bikers' Life (დასასრული)
-ვვ ი კკკკკაააა?!!! -ებეე რას ბლუყუნებ თუ ჩემი ძმა ხარ - ხელი ავუქნიე გუგას - სახე გაასწორე თორე ფოთიდან მოდიან კოღოები შეხედე- თითით ზემოთ ვერტმფრენისკენ ვანიშნე და ახარხარებულ ბიჭებს მივუბრუნდი.. თქვენი წყვილები? -რაიყო ერთად ვართ - გაინაზა ბექა და კიკნას მიეკრო -ე ბიჭო შემეშვი, მართლა მოვლენ ეხლა ჩვენი გოგოები და მერე უხსენი იმათ რო არ ვარ იმნაირი- გაუბრაზდა დათო და ბექას ხელი მოიშორა -მერე შენც კიდე რაღა სიტყვებით უნდა უხსნა- წარბები ავუთამაშე და გადავიკისკისე -ეს ნახე რა- სიცილით გადახედა გვერდით მდგომს და თმები ამიჩეჩა -ისე შენ , მიხედე შენს წყვილს თორე კიდე დიდხანს იქნება გამოშტერებული. გუგა ხო ხედავ უკვე გონზე მოდის- მომიახლოვდა ზურა და გადამეხვია.. -არა ისე ხო ვუხდებით ერთმანეთს?!- ამოვუდექი დემეტრეს და ხელი თვალებთან ავუფრიალე, რომლითაც ჩაფიქრებული მაკვირდებოდა- დემუსიიიი -შენ რამეს თავი ხო არ მიარტყი??- ხმა გაუხდა მკაცრი. გამაგიჟებს ეს ბიჭI რანაირად მელაპარაკება. პირველად ამოიღო ხმა რაც აქ მოვედი. ან გამარჯობა, ან როგორ გიკითხოთ, თავი ხო არ მტკივა, აი ეს თავის მირტყმა რაღაა. -მეტი პატივისცემა შეყვარებულის მიმართ- თვალი ჩაუკრა ლექსომ -რა შეყვარებული? მე რატო არ ვიცი?- გაოგნებულმა გადმომხედა -ა უი არ იცი? - გავმხიარულდი და მხარზე ხელი დავადე- იტოკში, ჩემო დემუსი, ერთად ვართ რა.. ხო გაგიხარდა? გილოცავ ჩემი ბიჭი. მრავალს დაესწ... კიარადა ხო რა როგორც არის.. -ვიკა გამაგებინებ რა ხდება? -მეტი რაღა გაგაგებინო.. ნუ ქორწილი ჯერ არ გადამიწყვეტია მაგრამ მაგასაც შეგატყობინებ.. აუცილებლად. -ღმერთო ეს ვინ შემიყვარდა?- თვალები აღაპყრო ცაში -ღმერთი ვეღარ გიშველის. მაგან საკმარისად დაგსაჯა უკვე -ვიკა ამიხსნი რას ნიშნავს ეს?- თვალით ჩემი პარტყუნისკენ მანიშნა.. -ეს? ეს არის მოტოციკლეტი.. მანქანასავითაა რა დადის ბორბლებზე.. ოღონდ ოთხის მაგივრად ორზე. მამენტ ველოსიპედი უფროა ოღონდ მექანიკური.. ხოდა იტოკში შეგიძლია დაჯდე. ნუ დასაქოქად გასაღები გჭირდება, მერე იქ ხელს მოუჭერ და წახვალ რა... ნუ შეგიძლია კიდე იმღერო.. ზესტაფოოონოოო ზესტაფონოო გშორდებიიიი.. ნუ თუ რა თქმა უნდა ზესტაფონიდან მოდიხარ. ისე უაზრობაა და არასერიოზული კაცის შტაბეჭდილებას დატოვებ. ხო ხვდები არა?- მთელი გრძნობით და ემოციებით ვუხსნიდი ჟესტებით და მიმიკებით მაგრამ რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი,კიდევ იგივეს მეკითხება -ვიკა რა არის ეს? -ბიჭო წეღან არ ვილაპარაკე? შენ მასწავლებლები როგორ გიძლებდნენ, სამოსანიც არ იყავი სკოლაში? -შენ ეგეთი ბებერი კი ნუ გგონია - ძლივსშეკავებული სიცილით გადმომხედა კიკნამ - ჩემი ასაკისაა -რავი მგონი სმენის პრობლემები აქვს - ხმამაღალი ჩურჩული ხო იცით? აი ვითომ რო ჩურჩულებ და ამავდროულად ყველას ესმის ზუსტად ეგრე გადავულაპარაკე დათოს.. -ვიკა არ გეხუმრები -არც მე - მიამიტურად ავაფახულე თვალები - მეხუმრება ეხლა მე? ამხელა შეყვარებულ ქალს? -ღმერთოოო რა დავაშავე -იძახე ეხლა ღმერთო ღმერთო.. ისე მეც სულ მაინტერესებდა რა დააშავე.. ჩემი თავი რო გაგაცნო... -ვიკა, გამომყევი რა ერთი წუთით -დედაა გამაგიჯებს მე ეს ბიჭი . თუ მოგყვები ცხოვრების ბოლომდე უნდა მოგყვებოდე, ეს ერთი წუთით რა უბედურებაა. ბიცოლაჩემი ან ლუკა არ უნდა გაიცნო? -რამდენს ლაპარაკობ. ისე ლუკას ვიცნობ უკვე.. -ხო? სად ნახე? -წეღან აქ იყვნენ ეგ და ლიზა და სადღაცას გავიდნენ.. მოტოციკლეტებისკენ მანიშნეს და თავი გავაბრუნე.. აქამდე როგორ ვერ დავინახე. -კაიკაი გეტყვი. 12 წლიდან ბაიკერი ვარ. ნუ როგორც გაიგეთ იმ შეჯიბრებაშიც მე ვიყავი მოტოციკლეტი რო გამიფუჭდა- გადავხედე გუგას რომელიც როგორც დავამტკიცე ამდენი ხნის მანძილზე თვალს არ მაშორებდა. -და აქამდე რატო არასდროს არ შემხვედრილხარ შეჯიბრებზე? -სწორედაც რო შეგხვედრილვარ მაგრამ ჩაფხუტს რატომღაც არასდროს არ ვიხსნი. -ოხ გვრიტებიც მოსულან- წამოიძახა ბექამ და ახლადმოსულ წყვილს გავხედე.. ლუკა იღიმოდა, ხოლო ლიზას ლოყები აწითლებული ქონდა.. -იცით რა მაინტერესებს?- ჩაფიქრებულმა წამოვიძახე და ყველამ მე შემომხედა..- 9 თვეში მამიდა ვხდები თუ დეიდა? ორი წელი იდეალურად ვცხოვრობდით. სანამ ის უბედური შემთხვევა არ მოხდა. მორიგი შეჯიბრის დროს გუგას მოტოციკლეტი მწყობრიდან გამოვიდა რამაც პატრონის სიკვდილი გამოიწვია. მიუხედავად იმისა რო არ ველაპარაკებოდით არცერთი, ოთხი დღე მის სახლს არ მოვცილებივართ. ჭირისუფალში ვისხედით და უკანასკნელ გზაზეც ცრემლებით გავაცილეთ.. ლიზა მეორე ბავშვს ელოდებოდა და ნერვიულობისგან კინაღამ მუცელი მოეშალა. 23 ივლისის მერე, მხოლოდ 7 თვეში, ლაზარეს დაბადებისას მოვედით აზრზე -აუ მეც მინდა ერთი ესეთი და თქვენ კიდევ ორი გყავთ- ამოვიბუზღუნე და დემეტრეს მივეკარი -მერე წამო გამოვქარგოთ არ გინდა?- წარბები ამითამაშა და საპასუხოდ თავში ჩარტყმა მიიღო. რამდენიმე თვეში უცნაურ ხასიათზე გავიღვიძე. ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა. ვერაფრით დავიძინე და საბოლოოდ დემეტრეს სახლისკენ გავემართე. სახლი გასაღებით გავაღე და ოთახში ავუვარდი... -ბიჭოოო ადექიი- ბალიში გამოვაცალე და აბუზღუნებულს თავთან ჩამოვუჯექი -რა ხდება? -ქმრად მომყავხარ- გავეკრიჭე - იტოკში გიტაცებ რა.. -მოიცა და თანახმა ვარ?- ამოილაპარაკა ნამძინარევი ხმით -მოტაცებისას არ ეკითხებიან ხოლმე. ამას აგრძნობინებენ -ეგ როგორ -თუ ჩუმად იქნები ესეიგი თანახმა ხარ -და თუ ვიკივლე?- დაინტერესდა ბიჭი -თუ იკივლებ მაშინ შენს აზრს არავინ გეკითხება- მხრები ავიჩეჩე უდარდელად - ბედი უკვე გადაგწყვიტე -და დუმილი რისი თანხმობაა, რო გამაუპატიურო? -ადექი მართლა მოგყავს ცოლი მიდი..- ბალიში ვესროლე -შენ რა სერიოზულად მეუბნები? -არასერიოზულობის რა შემატყვე?- გაბრაზებულმა ავწიე წარბი -შორტით და მაიკით ვინ ქორწინდება.. -მე- ამაყად გავიჯგიმე და დემეტრეს მობილურს დავწვდი.. - ლიზაა -რა იყო გოგო ამ დილაუთენია ან დემეს მობილურიდან რატო მირეკავ კარგადხარ? -ადექი ქმარი მომყავს.. -არახარ ნორმალური ბო&*შვილივიყო- ამოიოხრა დემეტრემ და ნასროლი მობილური დაიჭირა -დემუსიი -ეხლა რაღა გინდა.. -გუგას საფლავზეც უნდა შევიაროთ -აუცილებლად- თვალი ჩამიკრა და თმები აიჩეჩა.. მოტოციკლეტებით მივდიოდით მცხეთაში და ლიზას მოტანილი თეთრი კაბით ძლივს ვიმაგრებდი თავს რო არ დამსვროდა.. არა ხო ძალიან მაგარი ქორწილია? ნუ ვიცი სხვანაირად არც წარმომედგინა.. ბავშვობიდან მიზიდავდა სპონტანური გადაწყვეტილებები და აჰა კი ვზივარ ეხლა ჩემი მოყვანილი ქმრის გვერდით.. სამი წლის შემდეგ.. -თორნიკე შენ გამოიყვანე ბაღიდან და მომიყვანე არ მცალია- გადავურეკე დემეს და ტორტის ცხობა გავაგრძელე.. 15 წუთში კარზე ზარი იყო და შემოსასვლელისკენ წავედი.. ბავშვი ჩავიხუტე და უხერხულად აწურულ "დიდ თორნიკეს" ავხედე.. - გმადლობთ -კაი რა აღარ მირიგდები? -ეს აქ გასარჩევი არაა- ბავშვისკენ ვანიშნე და თვალები დავუბრიალე..- შემოხვალ თუ წახვალ -თორნიკეს დაბადების დღე რო არ იყოს წავიდოდი მაგრამ გზაში მთხოვა და.. -კაი ახსნები რა საჭიროა. მობრძანდი.. -დეე, იცი რა მინდა რო მაჩუქო დაბადების დღეზე? -შენი საჩუქარი უკვე გზაშია მაგრამ მაინც გისმენ - გულში ჩავიკარი და ყურადღებით მივაშტერდი თვალებში.. -მინდა რო მამას შეურიგდე..- ეგრევე დემეტრეს გავხედე და არანაკლებ გაოცებული მზერა რო დავინახე მივხვდი მისი დარიგებული არ იქნებოდა.. თუმცა მაინც -დემეტრე, წამომყევი სალაპარაკო გვაქვს..- მტკიცე ნაბიჯებით გადავკვეთე მისაღები და ოთახში შევედი.. თორნიკე ტელევიზორს უყურებდა და ბავშვური ცნობისმოყვარეობით აინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ დედა და მამა.. 15 წუთის შემდეგ დემემ გამოყო თავი და წარბები აუთამაშა -შვილო, შენ დაიკო გირჩევნია თუ ძამიკო? ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით.. უფრო დიდი მადლობა ვინც მიკომენტარებდით და მოგწონდათ ჩემი ისტორია.. <3 მართლა ძალიან შემაყვარეთ თავი თქვენი კომენტარებით.. ნუ აი კიკიზე ხო საერთოდ ვგიჟდები ^^^ მოკლედ დავამთავრე იმიტომ რო დღეს მივფრინავ და კაი ხანი ვეღარ დავდებდი. იმედია უკმაყოფილოები არ ხართ. შეფასებებს ველი ველი მოველი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_546974.jpg)
![აქტიური მკითხველი](/templates/love/dleimages/noavatar.png)
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_545477.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.