შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bikers' Life (17)


31-08-2016, 14:22
ავტორი NatatuKa
ნანახია 1 856

-რას აკეთებ?- ეგრევე მოვშორდი
-იმას, რისი გაკეთებაც კაი ხანია მინდა
-ხო არა? შენ ეხლა მაგ საქციელით რა გამოამჟღავნე? ჩემს აზრს პატივს სცემ?
-ამმ.. კაი რა ვიკა რა. გუგასნაირი ხო არ ვარ მეც?
-დავიწყო ეხლა ყველა კაცი ერთნაირიათქო?- გადავიკისკისე და მალევე დავკერე სახე.
-მეც ყველა ვარ??
-აა ხო შენ დაჟე ყველაშიც ვერ შედიხარ
-ღმერთმა დამიფაროს.
-რადგან მე გამიცანი მანდ უკვე უნდა მიხვდე რო საკმარისად არ ყვარებიხარ ღმერთს- თვალი ჩავუკარი და მოტოციკლეტიდან გადავედი..
-ვგიჟდები იუმორის მქონე გოგოებზე..
-მე კიდე გემოვნებიან ბიჭებზე
-კარგი ეგრე ძაანაც ნუ გიყვარვარ თავში ამივარდება..
-აღარ წამიყვან სახლში?
-ვიფიქრე ბარემ ბავშვიც ხო არ გამოგვეძერწა
-ღმერთო, რა უტაქტო ხარ
-ხო მამენტ ჯერ შენც ბავშვი ხარ
-ხოდა სახლში უნდა ამ ბავშვს
-დაჯდეს და წავიყვან
-საჭესთან თუ დამსვამ კაი
-ბატონო?- თვალები შუბლზე აუვიდა და ეგრევე მოვკეტე- არა იყოს ჯერ დალეწვას არ ვაპირებ
-კიკნამ მასწავლა რაღაცეები და შენც რო მასწავლო არა?
-დარწმუნებული ხარ რო არაფერს დამიშავებ?
-თუ არ დამთანხმდები მერე უფრო არ ვიქნები დარწმუნებული..
-აი ამას ქვია ჭირვეული ბავშვი შემიყვარდაო.
-რას გიყვარდებოდი მერე რა გინდოდა
-გაჩუმება შეგიძლია?
-ყველაფერი შემიძლია. - თითქოს შვებით ამოისუნთქაო და ეგრევე დავამატე- გაჩუმება -არა
-ამას ვის გადავეყარე
-წაგეყვანე სახლში არ ჯობდა?
-მგონი მართალი ხარ
-მე სულ მართალი ვარ . "მგონის" გარეშეც
-რა თავდაჯერებული ხარ მაოცებ
-ეს რა არის. ზოგს დაჟე ვაორმოცებ
-იუმორი დიეტაზე გყავს?
-ვიხუმრეთო?
-ყოველშემთხვევაში ვეცადე მაინც
-არ გინდა ჩემთან იარო იუმორის კურსებზე?
-არა იყოს, ჩემითაც კმაყოფილი ვარ.. - ხელები დანებების ნიშნად ზემოთ ასწია.. - ანდააც მინდა კი თუ ყოველდღე გვექნება გაკვეთილები.
-მე აღარ მინდა.. წავედით ეხლა და დამსვი
-ძაან დამწყები ხარ თუ იცი რაღაც-რაღაცები
-დათო მასწავლიდა-მეთქი არ გითხარი? გზაში გავიაროთ ბილობილიც საყიდელი გვაქვს
-რა ლობილი?
-ნუ მაიმუნობ ჩაიწიე- წინა ადგილი დავიკავე და კასკა დავიხურე. სპეციალურად ისეთ სულელურ რაღაცეებს ვაკეთებდი დემეს სახეზე ფერი აღარ ედო.
-გთხოვ გადმოდი, რაღა მაინცდამაინც ამ მოტოციკლეტზე გინდა სწავლა
-კაი გადმოვალ. ოღონდ ხმას აღარ გაგცემ
-მადლობა ღმერთს- შვებით ამოისუნთქა
-რისთვის?
-როგორც იქნა ჩუმდები
-მიწვევ?- წარბები ავათამაშე
-ვიღაც ხმას აღარ მცემდა.

გამახსენა თუარა გავიბუსხე და ხელები უკან მოვკიდე
-წელზე შემომხვიე..
რეაქცია არმქონია
-გადავარდები ეგრე
ისევ უმოქმედობა..
-კაი მერე მე არ დამაბრალო- მოტოციკლეტი დაძრა და სახლის გზას გაუდგა..

მიმიყვანა თუარა გადმოვედი, ჩაფხუტი ხელში შევაჩეჩე და სადარბაზოსკენ გავემართე.
-არც მადლობა? არც დამშვიდობება?- ისეთი მზერით გავხედე გაჩუმდა და იქიდან აორთქლდა.

-არ შემირიგდები? დამადგა მეორე დღეს სახლში და საწოლზე ჩამომიჯდა.
-აქ რა გინდა?
-შენი სახლის კარი რო სულ ღიაა მაგიტომაც ვარ ეხლა აქ.
-გადი უნდა ჩავიცვა.
-ისე უფრო მომწონხარ
-დავაი ეხლა აქედან - ბალიში გავუქანე სიცილით და გარეთ გავაგდე.


რამდენიმე დღის მერე წერეთელზე წავედი და ბიჭებთან ჩამოვჯექი.
-ლიზასთან დამარეკინეთ რა
-როდემდე უნდა იყო ტელეფონის გარეშე?- ამომხედა ლექსომ და ჯიბიდან მობილური გამომიწოდა.
-არ მევასება ეს რაღაც და რა აუცილებელია?- ლიზას ნომერი ავკრიფე და დაველოდე..
-ხო ლექსო
-ვიკა ვარ, წერეთელზე ვარ და გამოდით..

ცოტა ხანშიც მოაყენა თავისი მოტოციკლეტი და გვერდით დამიჯდა.
-გამარჯობა
-ბაროო ბაროო- მიესალმა ზურა და გაუღიმა
-ოო გეყოთ რა ეს ბარო ბარო, ყელშია უკვე - ავატრიალე თვალები უკმაყოფილოდ
-ოხ მე მაპატიეთ
-მიპატიებია. იტოკში დემეტრე მომწონს - მშვიდი ხმით განვაცხადე და მგიდაზე ფეხები შემოვალაგე..

წამიერი სიჩუმის მერე ლიზა მომიტრიალდა
-ბატონო?
-ხო რა
-დაიცა შენ მაგაზე შური არ უნდა გეძია?
-მომწონს უბრალოდ. რა პრობლემას ხედავ?
-არ მეგონა უბრალოდ.. -მხრები აიჩეჩა ჩემმა დაქალმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-გუგა ხო არაა, დემეტრეა ბოლოს და ბოლოს..
-გუგასთან დაკავშირებით რას აპირებ?- მომიბრუნდა ბექა- მახსოვს ისიც მოგწონდა- გადმომჩურჩულა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - იტოკში არვიცი. ავირჩიე ორი ცხოვრება და ორივეს სხვადასხვა ვიღაც მოსწონს. დავიღალე უკვე რა
-ხო მაგრამ გუგა ეგრე არ უნდა დატოვო, გული გატკინა და რას აპირებ , უნდა აპატიო?-ჩაერთო კიკნა
-და ვინ ამბობს რო პატიებას ვაპირებ?- გაოცებულმა გავხედე. - უბრალოდ გეგმას მივყვები რა.
-დემეტრემ იცის?-
-არა, არ ვიცი რა ვქნა.
-ჩვენ გვითხარით მივხედავთო მარა ისეთი კატეგორიული უარი განაცხადე შეწინააღმდეგებას ვინ გაგიბედავდა- ხმა ამოიღო ლექსომ
-შეეშვით გუგას მე მივხედავ ..
-და რას აპირებ?
-ვაპირებ
-ვგიჯდები შენს ამომწურავ პასუხებზე- ირონიულად გამომხედა ზურამ
-უი მართლა, დღეს ვიკრიბებით წყვილებით და ორივესთან ერთად რო მოხვიდე?- გაეცინა ბექას
-დაიცა გუგაც იქნება?- გაოცებულმა გადავხედე და თვალები უფრო გამიფართოვდა თანხმობის ნიშნად თავი რო დამიქნია
-წყვილებითო და არა ტრიოშიო.-შენიშნა ლიზამ და ლუკას ნომერი აკრიფა
-კაი მე წავედი დღეს იპოდრომზე გავდივარ..
-დაა რას იზამ?
-ვიზამ- ენა გამივუყავი და სიცილით დავტოვე ტერიტორია

-მომენატრე- მივედი თუ არა იქ დამხვდა
-მე არა, რა საოცარი დამთხვევაა.
-ნუ მეიაზვები რა ძალიან გთხოვ
-ნუ მაძლევ საბაბს და გიჟი კი არ ვარ უაზროდ ვესწერვო ხალხს.
-საქმე მაქვს
-გისმენ
-დღეს მეგობრები ვიკრიბებით წყვილებთან ერთად და არ გინდა პარტნიოობა გამიწიო?
-რისთვის მპატიჟებ რო გგონია ჩაფხუტს მოვიხსნი და ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავ?
-სიმართლე გითხრა ეგეც მაქვს გეგმაში, მაგრამ რეალურადაც შენ მომწონხარ და ვინ წავიყვანო აბა?
-მარტო წადი.
-არა ეგრე არ გამოვა
-კაი თუ მომიგებ თანახმა ვარ..- ძრავა ავამუშავე და წინ გავიჭერი.. სპეციალურად ჩამოვრჩი და ფინიშის ხაზი პირველს მას გადავაკვეთინე.
-მაშ ასე, საღამოს გელოდები კუს ტბაზე.- ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი და იქაურობას გაეცალა...

საღამოს მოვემზადე და მოტოციკლეტზე ადგილი დავიკავე.. მაგვიანდებოდა და მიხაროდა ტელეფონი რო არ მქონდა, თორე დარწმუნებული ვარ რეკვით ამიკლებდნენ. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს.
-როგორც იქნა- გუგა ჩემსკენ დაიძრა და დემეტრეს ნიშნისმოგებით გადახედა- როგორც ჩანს შენმა დაგადო..- დემეს ხმა აღარ ამოუღია და ისევ საათს დახედა. ბექა და კიკნა ღიმილით მიყურებდნენ. ლექსოს და ზურას კვლავ გაკვირვება ეწერათ სახეზე. ლუკა და ლიზა ჯერ კიდევ არ ჩანდნენ.

ძრავა ჩავაქრე. მოტოციკლეტიდან გადმოვედი და ყველას მზერა დავიჭირე. ერთადერთი დემეტრე არ მაქცევდა დიდ ყურადღებას.. გუგა მომიახლოვდა და ხელები ჩაფხუტისკენ წამოიღო
-შეიძლება?
-მახინჯი რო აღმოვჩნდე არ გაგიტყდება შენს მეგობრებთან?
-სიმართლე გითხრა მაგაზე მიფიქრია მაგრამ შეუძლებელია ესეთი მაგარი გოგო მახინჯი იყო..
-კარგი მაშინ ჩემ შყევარებულთან მისვლის საშუალება მომეცი და გაიწიე..
-ბატონო?- გამომხედა გაშტერებულმა

ჩაფხუტი მოვიხსენი და დემეტრესკენ დავიძარი.. სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა ტუჩებზე დავწვდი და მაქსიმალურად ვცდილობდი გუგას სახეზე არ გადავბჟირებულიყავი..



№1  offline წევრი Kiki )))

ვაიმეე აი ვგიჟდები შენზე.. ეს რაიყოოო , აიი შოკიი ♥♥ ვაიმეე, ვაიმეე როგორ მიყვარს ეს ისტორია ♡♡ დზედზაა რაა ენოციებშივარ, რა ძალიან მომეწონა, გავგიჟდი, გადავირიე. არა მე კიდე გადარევა მინდოდა ? :D აღფრთოვანებულივარ, მშვენიალურია გენიარულიაა ვაიმე აიი იდეალურია ♥♥ ვაი როგორ მიყვარხარ და ეს ისტორიაც როგორ მიყვარს♡♡♡ გამაჩერე გოგო თორემ კიარ გავჩერები მე ისევარ დაქოქილი ...

 


№2  offline წევრი NatatuKa

Kiki )))
ვაიმეე აი ვგიჟდები შენზე.. ეს რაიყოოო , აიი შოკიი ♥♥ ვაიმეე, ვაიმეე როგორ მიყვარს ეს ისტორია ♡♡ დზედზაა რაა ენოციებშივარ, რა ძალიან მომეწონა, გავგიჟდი, გადავირიე. არა მე კიდე გადარევა მინდოდა ? :D აღფრთოვანებულივარ, მშვენიალურია გენიარულიაა ვაიმე აიი იდეალურია ♥♥ ვაი როგორ მიყვარხარ და ეს ისტორიაც როგორ მიყვარს♡♡♡ გამაჩერე გოგო თორემ კიარ გავჩერები მე ისევარ დაქოქილი ...


vaimeeee:ddddd radzaaan sakvarelixar da rogor gamaxare ^^^^^^ madlobamadloba da kide ertxel madloba<3333

 


№3 სტუმარი mk

uhuhuhuu ai es momwons sauketeso xar <3

 


№4  offline წევრი trisi

Saswauliaaa istoriac da vikac.motamashe,meamboxe da dzalian gansxvavebuli..dzaan momwons!!!
--------------------
Painter

 


№5  offline წევრი NatatuKa

mk
uhuhuhuu ai es momwons sauketeso xar <3

trisi
Saswauliaaa istoriac da vikac.motamashe,meamboxe da dzalian gansxvavebuli..dzaan momwons!!!


madloba madloba da kidev ertxel didi madloba <33333

 


№6 სტუმარი Anna

Dzalian magari istoria, saswaulia

 


№7  offline წევრი NatatuKa

Anna
Dzalian magari istoria, saswaulia

auauu rogor maxarebt am komentarebit:OO

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

აუ არაააა რა მე გუგა მინდააააა

 


№9  offline წევრი NatatuKa

გუგა ბევრს უნდა მარა ფაფუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent