შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბლა ბლა და კიდევ ერთი მეოცნებე (3)

1-09-2016, 17:25
ავტორი ტეხირო
ნანახია 1 558

-მე ევა.და უბრალოდ გავჩუმდი,არ ვიცოდი რა მეთქვა,მსგავსი სიგიჯე არ ჩამიდენია არასრდოს და საერთოდაც არავის მიმართ არ გამჩენია ესეთი ვნება. სიტყვის უთქმელად ჩავედით ისევ ქვემოთ.უკვე სრულიად ფხიზელი ვიყავი.უცებ ძალიან ნაცნობი ჰანგი ჩამესმა "don't close your eyes" მიუხედავად იმისა რომ ზურგით ვიჯექი მთელი არსებით ვიგრძენი რომ მათე იდგა მიკროფონთან.. არ ვიცი მსგავსი გრძნობით ნამღერი ეს სიმღერა თუ მომისმენია ოდესმე,ცრემლები თავისით წამოვიდა.
-ევაა,რა გჭირს გოგო.გადამერია შორენა
-არაფერი შორე ალკოჰოლის ბრალია,წავიდეთ რა გთხოვ.
ავდექით და გასასვლელთან მისულს მათე დამეწია
-არ ვიცი თუ მოგინდება,და მე დიდი იმედი მაქვს რომ მოგინდება ჩემი ნახვა.ჩამჩურჩულა ყურში და ხელში რაღაც ჩამიდო.გაუაზრებლად გამოვართვი და ჩავიდე ჯიბეში.მთელი გზა სახლისკენ გაბრუებული ვიყავი და ფიქრებში წასული საერთოდ არ მესმოდა შორენას ლაპარაკი.
-ევა თუ დაკვირიდი მარტო შენ და ის სიმპატიური ბიჭი იყავით ბომჟებივით.თან ორივეს სერი სპორტული ზედა რომ გეცვათ,არის რაღაც
კავშირი.მთელი გზა მათეზე მელაპარაკებოდა გაუაზრებლად.მეორე დილით საშინელი ნაბახუსევი მივედი სამსახურში,საახალწლო განწყობაა,მაგრამ მარტო მე არ მაქვს,რატო მძულს ბავშვობიდან ესე ახალი წელი არ ვიცი.მთელი დღე ყალბი ღიმილით და ვითომ დაინტერესებული სახით ვუსმენ ჩემს თანამშრომლებს,ერთი წუთითაც არ მშორდება ჭაობისფერ თვალებზე ფიქრი,კი ისევ მინდა ჩავხედო თვალებში,გავიგონო ხმის ტემბრი და რაც ყველაზე საოცარია ვერ ვივიწყებ მათეს ტუჩების გემოს.არსდროს მსგავსი ვნება არცერთ ბიჭთან,ყოფილი ქმრის ჩათვლით არ განმიცდია. მინდა მინდა ვფიქრობ ჩემთვის და ამ დროს მახსენდება რომ რაღაც მომცა,ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ვნახო რა არის.როგორც იქნა სამუშაო დღე მთავდება და გავრბივარ სახლისკენ,სახლში მისულს მეგი მხვდება და გადადის შეტევაზე
-გოგო შენ ხო შენი ნივთების მოვლა ვერ გასწავლე,როდემდე უნდა გილაგო და გირეცხო სარეცხი მე.
-რაააა , გუშინ ქურთუკი რომ მეცვა ხო არ გამირეცხეე.
- კი აბა,ალკოჰოლის და სიგარეტის სუნად ყარდა
-მეგიიი იქ მნიშვნელოვანი რაღაც მედო.
-მე რა ვიცოდი ევა,მოიცა რაღაც ფურცელი კი ამოვარდა და ნაგვის ყუთში გადავაგდე. მე გიჯივით ვეცი ნაგვის ურნას,მეგი ისე მიყურებდა თითქოს საბოლოოდ შევიშალე,არიის ჩვეულებრივი ხელსაწმენდი წითელი ფერის და ზედ დაწერილი ნომერი,ყველაზე საოცრება ის იყო რომ ნომერი არ იყო მობილურის,ჩვეულებრივი სახლის ნომერი აღმოჩნდა.ნახევარსაათიანი საკუთარ თავთან ომის შემდეგ გადავწყვიტე დამერეკა,გადის ზარი და გული ისე მიცემს ალბათ მიკრო ინფაქტი გარანტირებული მაქვს,ქალის ხმაა ძალიან თბილი
-გისმენთ
-გამარჯობათ,მათეს თხოვეთ თუ შეიძლება.
-იცით მათე ეხლა ჩავიდა უბანში,დამიბარეთ და გადავცემ მე მათეს დედა ვარ
-კარგით ნომერს დაგიტოვებთ და დამიკავშირდეს თუ შეიძლება.
დავემშვიდობე,ბუმ ბუმ ბუმ ბუმ არა აშკარად ინფაქტია.გულს ვერ ვუდებ ვერაფერს დავბოდიალობ ოთახიდან ოთახში,მეგი ისე მიყურებს ამან აშკარად გააფრინა აწერია სახეზე.ბოლოს გადავწყვიტე წყალი გადამევლო და თავი დამემშვიდებინა,წყალი საუკეთესო რელაქსაციაა ჩემთვის.ფიქრებში გართულს აბაზანის კარზე კაკუნი მესმის,-ევაა ვიღაც გირეკავს და რა ვუთხრაა? მე გიჯივით გამოვრბივარ ნახევრად ქაფიანი ჩემი და მართლაც რომ შოკშია.
-ალოო ევა გისმენთ
-გამარჯობა ევა,მესმის ასე საოცრად ახლობელი ხმა ...

ესეც გაგრძელება და კიდე რაც ყველაზე საინტერესოა ეს ისტორია არაა გამოგონილი

№1  offline წევრი mariami18

გააგრძელე კარგია და ცოტა დიდი თავები დაწერე :**

№2  offline წევრი ბუსი

კარგია გააარგძელე

№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

სამივე ახლა წავიკითხე.
პირველ რიგში, ვეცდები ზედმეტად კრიტიკული არ ვიყო, რადგან ვხედავ შენი პირველი ისტორიაა. აზრის გამოტანა რთულია, როცა ასეთ პატარა თავებს წერ. ამას მხოლოდ შენ არ გეუბნები, თითქმის ყველას, ვინც პირველად იწყებს წერას.
გადავხედე პირველი თავის კომენტარებსაც და ის კრიტიკა, რაც უხეშად გამოვიდა, მართალია. სათაური უნდა უკავშირდებოდეს ისტორიის აზრს, როგორც მეტაფორულად, ასევე პირდაპირი გაგებითაც. მე არ ვამბობ, რომ შენი ჩანაფიქრი ცუდია. არა, პირიქით. მთავარია შენ მოგწონდეს, რადგან პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის წერ, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, ანუ, როცა უკვე ერთზე მეტი მკითხველი გყავს, ვალდებული ხარ წერო მათთვის. სათაურში გამოყენებული "ბლა ბლა" ცუდად ჟღერს და არამგონია ამაში დიდი აზრი იდოს. რაც შეეხება გრამატიკას, არ დავიწყებ წვრილმანებზე შენიშვნების მოცემას, რადგან მეც მეშლება და სხვებსაც. უშეცდომო ნაწერი არ არსებობს. უბრალოდ, გაითვალისწინე, რომ მძიმე ძალიან ბევრ ადგილას საჭირო იყო.
მიხარია, რომ დიალოგები გამოყავი smile თუმცა , როცა პერსონაჟი საუბარს ამთავრებს, კდიევ ერთი "-" გჭირდება, რომ შემდეგ განაგრძო თხრობა, გაითვალისწინე.
მოკლედ, მგონი ცოტა უხეში რჩევა მეც გამომივიდა, თუმცა არაუშავს. მინდა, რომ მომდევნო თავები უფრო დახვეწო.
სიამოვნებით გამოგყვები იმ შემთხვევაში, თუ თავებს გაზრდი, შენიშვნა/რჩევას გაითვალისწინებ (რადგან ვხედავ, რომ რაღაცები გათვალისწინებული გაქვს) და საბოლოოდ, შემდგარ და დახვეწილ, გააზრებულ ნამუშევარს მივიღებთ.
სიტუაციები მეტი სიზუსტით აღწერე, ჩემი თხოვნა იქნება. ისტორიას სიუჟეტები და დეტალები ალამაზებს.
იმედია ძალიან უხეში არ ვარ, რადგან ამის წერის დროს საერთოდ არ ვცდილობ ცუდი მკითხველი გამოვჩნდე, პირიქით, მეღიმება, რადგან პირველად ყველა თითქმის ასე ვიწყებდით.
წარმატებები შენ!

№4  offline წევრი ტეხირო

mariami18
გააგრძელე კარგია და ცოტა დიდი თავები დაწერე :**

ვეცდები <3 <3

MariamG

ძალიან დიდი მადლობა ესეთი ვრცელი კომენტარისთვის,კრიტიკა კარგია და გასწავლის რა და როგორ უნდა გააკეთო.ჯანსაღი კრიტიკა :* ნამდვილად პირველია და ძალიან ლამაზი ისტორიაა რომელსაც მე შევესწარი მინდა ისეთივე კარგი გამომივიდეს როგორი კარგიც რეალურად იყო.ვეცდები რჩევები გავითვალისწინო :*

№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

ტეხირო

ჰო, თუ მითუმეტეს რეალური ამბავია, მაშინ მეტი სინაზე სჭირდება. მიხარია, რომ არ გეწყინა. ზოგს სწყინს ხოლმე, არადა მართლა მინდა ყველამ საკუთარ თავს მაქსიმუმის გამოყენების უფლება მივცეთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შენი მინიმუმია და თუ მოინდომებ, "გემრიელ" ისტორიას მოამზადებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent