შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 19)


1-09-2016, 23:19
ავტორი Kristy
ნანახია 2 187

ბათუმს შემორჩენილი ბოლო წყვილის დაბრუნების დროც დადგა. ლუკა განსაკუთრებულად ღელავდა, ლიზი კი ამ ფაქტით გაოცებული იყო, აინტერესებდა რატომ ელოდა ლუკა ასეთი ინტერესით მათ დაბრუნებას, მაგრამ ბიჭი არაფერს ამბობდა. გადაწყვიტეს, რომ მეგობრებს დახვედროდნენ. ლიზიმ ბიჭს სთხოვა, სადგურზე გნახავ, რომ მამაჩემმა არაფერი იეჭვოს, ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდებაო, ისიც დასთანხმდა. ანა და საბა საღამოს ჩამოდიოდნენ, გოგონამ მამას უთხრა, მეგობრებს მინდა დავხვდეო და მანაც უპრობლემოდ გაუშვა. როცა ლიზი მივიდა, ლუკა უკვე ელოდა.
- არასდროს იგვიანებ, არა? - ჰკითხა გოგონამ.
- არა, ვერ ვიტან დაგვიანებას!
- რამდენი ხანია აქ ხარ?
- ახლახან მოვედი. - თქვა ბიჭმა და გოგონახ ხელი მოხვია. - მალე აქ იქნებიან.
- გიო სადაა? არ მოვიდა?
- არ იყო საჭირო.
მალე მატარებელიც ჩამოდგა. ლიზი გულმოდგინედ ათვალიერებდა ბაქანს და როგორც კი მეგობრები დაინახა, მაშინვე მათკენ გაიქცა, ლუკაც გაჰყვა.
- როგორ ხართ, მეგობრებო? - ჰკითხა ლუკამ და საბას გადაეხვია.
- კარგად, კარგად. მოგვენატრეთ. - თქვა ბიჭმა.
- ჰო, შე ცრუპენტელა. - წაუთაქა ლუკამ. - ანა, მოდი ჩემთან ლამაზო.
- აბა, როგორ დაისვენეთ? - იკითხა ლიზიმ.
- ძალიან კარგი იყო. - თქვა ანამ. - ცუდია, რომ თქვენ წამოხვედით. ერთად უფრო გავერთობოდით, თან ხომ ასე გვქონდა დაგეგმილი...
- ჩემი ბრალია. ყველაფერი გავაფუჭე ჩემი წამოსვლით. - დაიმორცხვა ლუკამ. - მაგრამ მარტო დარჩენაც არ გაწყენდათ.
- ჰო, ასეა. - მხარი აუბა საბამ. - დანარჩენები როგორ ხართ აქ?
- აქ არც ისე კარგადაა საქმეები. - დაიწუწუნა ლიზიმ. - წავედით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით.
ლუკამ გოგონებს საშუალება მისცა წინ წასულიყვნენ და საბას მიუბრუნდა:
- ბეჭედს ვერ ვხედავ, ისევ არაფერი გითქვამს?
- არა ბიჭო, სხვა რაღაც მოვიფიქრე.
- რაზე ჭორაობთ ბიჭებო? - დაუძახა ლიზიმ. - ტაქსი ვიპოვნეთ!
- მოვდივართ. - გასძახა ლუკამ.
- რა ხდება ასეთი? - იკითხა საბამ, როგორც კი ტაქსში ჩასხდნენ. - რა სჭირთ ჩვენს ჭირვეულ მეგობრებს?
- მარი და გიო არ შერიგდნენ, მარის მისი დანახვაც არ უნდა და ედიკას მიყვება საფრანგეთში. სულ გაგიჟდა ეგ გოგო!
- რაო? რა უნდა მაგ ტიპთან?
- ეგ ალბათ თვითონაც არ იცის. ვცადეთ გადაგვერწმუნებინა, მაგრამ არ გამოვიდა. რამდენიმე საათის წინ გაფრინდნენ.
- გიორგი? - დაინტერესდა საბა.
- ის ჯერ კიდევ ნანობს თავის საქციელს, - დაიცვა ბიჭი ლუკამ. - თქვენი ისევ ერიდება და დასახვედრად ამიტომ არ მოვიდა.
- რა დებილი ბავშვია. - შეეცოდა საბას.
- კიდევ... მამაჩემმა გაიგო, რომ ლუკასთან ვარ და არ მოეწონა.
- მამებს არასდროს არაფერი მოსწონთ.
- ყველაფერი კარგად იქნება ლიზი, - დაამშვიდა ანამ. - მამაშენს ლუკა ძალიან მოეწონება, დამიჯერე.
- მეც მაგას არ ვამბობ? - გაიცინა ლუკამ.
- ამ თავდაჯერებულ რომეოს შეხედეთ, ერთი შენი გული მომცა რა. - თქვა საბამ და მეგობარს ხელი მოხვია. - მაგარი კაცი ხარ!
- კარგი ბავშვებო, მე წავედი, - თქვა ანამ, როცა მის სახლს მიადგნენ. - ორშაბათს გნახავთ უნიში. ძალიან მიყვარხართ!
- ჩვენც! - ყველას ნაცვლად გასძახა ლიზიმ.
- ანუ ორშაბათს გნახავ? - ჰკითხა ლუკამ გოგონას, როცა მარტო დარჩნენ.
- ჰო, სხვანაირად არ გამოვა, ხომ იცი არა?!
- რა გაეწყობა, ორშაბათამდე პრინცესა!
პირველი დღე სასწავლებელში ყველასთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. იწყებოდა წელი, რომელიც მათ სტუდენტობის უდარდელ პერიოდს ასრულებდა და მეგობრები დიდი შემართებით იწყებდნენ თავიანთ ბოლო წელს ამ კედლებში. გოგონები დიდი მონდომებით გამოეწყვნენ და არა მარტო ამ დღისთვის, ცდილობდნენ ბიჭებს მოსწონებოდათ და თავს ბედნიერად გრძნობდნენ, როცა მათ კმაყოფილ სახეებს ხედავდნენ.
- ჩვენ ყველაზე ლამაზი გოგონები გვყავს მთელს უნიში! - განაცხადა საბამ და კმაყოფილებით გაეშურა ანასკენ.ლიზიმ ლუკას დაუმშვენა გვერდი.
- სასწრაფოდ უნდა ვიპოვნო ვინმე. - თქვა ეულად დარჩენილმა გიორგიმ.
- კონკურსს ვაცხადებთ, ვის უნდა იყოს გიოს გოგო. - იკისკისა ანამ.
- ბიჭო, ანას ერთ კვირაში დაბადების დღე აქვს, - უთხრა საბამ ლუკას, როცა მარტო დაიგულა. - ყველას გვპატიჟებს, მისი ოჯახიც იქნება, თითქმის ყველა... მინდა ხელი ვთხოვო!
- როგორც იქნა! ოღონდ ისევ ნუ გადაიფოიქრებ!
- არა, რას გადავიფიქრებ?! ოღონდ იმას არ უთხრა რა, - გიორგიზე ანიშნა ბიჭმა. - არ მინდა კიდევ ახალი პრობლემა.
- კიდევ ბრაზობ მასზე?
- არა ბიჭო, მაგრამ არ მინდა რა.
- ბოღმიანო ბავშვო! კარგი, არ ვეტყვი. რამეში დაგეხმარო?
- არა, არა... უბრალოდ გითხარი.
- კარგი. აბა შენ იცი რომეო!
- მე რას დამცინი ერთი? შენ არ აპირებ? ყურებამდე ხარ შეყვარფებული!
- ასეა, მაგრამ ჯერ არ ვიცი ჩვენი საქმე როგორ იქნება.
- მამამისის გამო? კარგი რა, თავიდან არცერთ მამას არ უნდა. პრინციპში ისიც არ ვიცი, ანას მამა რას იტყვის, მაგრამ რა ვქნა, მე მეტი აღარ შემიძლია!
- მომწონს ეს შემართება! ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნე.
- რაზე ჩურჩულებთ ცალკე? - იკითხა ლიზიმ, რომელიც ლუკას საძებნელად გამოვიდა. - რა გჭირთ თქვენ?
- არაფერი პრინცესა! მოვდივართ.
- პირველი შემთხვევა არ არის, მითხარი რას ხლართავთ.
- არაფერს! წადი, წაყევი შენს ბიჭს ალქაჯო!
- უსინდისო! - ენა გამოუყო ლიზიმ.
აუდიტორიაში შევიდნენ. ოთახი სავსე იყო სტუდენტებით, ახალი სახეები ნაცნობებს შორის კანტიკუნტად გარეულიყვნენ, ყველა ერთმანეთში საუბრობდა. მეგობრებმა ცარიელი ადგილები მოძებნეს და იქით გაეშურნენ.
- ამას უყურე, შენი მწვალებელი მოდის. - თქვა გიორგიმ და ლუკა კარისკენ გაახედა. კარებში ნიკა იდგა. - ამ წელს რას აპირებ? ისევ ჩაგრული ბიჭი უნდა იყო?
- მოკეტე რა. - თავი შეუბრუნა ლუკამ.
- არა, მართლა მაინტერესებს რა ტაქტიკით თამაშობ ამ წელს.
- იმედია, აღარ შემაწუხებს.
- და თუ შეგაწუხა?
- მაშინ მივახვედრებ, რომ არ ღირს ამის გაკეთება. კმაყოფილი ხარ?
- სავსებით!
- არ იჩხუბო რა. - სთხოვა ლიზიმ. - უნიში სკანდალები არ გვინდა.
- სუ ღელავ, არც ვაპირებდი.
- მოიცა, ვერ გავიგე... აბა რის გაკეთებას აპირებ?
- შემეშვი გიო, მე მივხედავ.
- ეს ადგილი დაკავებულია? - იკითხა ახალმა გოგონამ და ლუკას გვერდით ცარიელ სკამზე მიუთითა.
- არა, მოდი. - გაეპასუხა ლუკა. გოგონას ძალიან გაუხარდა და მაშინვე მათკენ გაეშურა. კიბეზე ფეხი დაუცდა და რომ არა ლუკა, კარგი არაფერი მოხდებოდა.
- ბოდიში! - დაიმორცხვა გოგონამ. - არ ვიცი რა დამემართა.
- არაუშავს, ხდება ხოლმე. - გაუღიმა ლუკამ.
- მე ნინი ვარ.
- სასიამოვნოა ნინი, მე ლუკა მქვია, ესენი კი ლიზი, ანა, საბა და გიო.
- ძალიან სასიამოვნოა! მე წელს გადმოვედი ამ უნიში და არავის ვიცნობ აქ.
- კარგი, პირველი წესი ახალო, აქ ‘შპილკები’ დაივიწყე, მერე არც ფეხი დაგიცდება და არც ჩვენ ჩამოგვრჩები, ჩქარი ნაბიჯით დავდივართ ხოლმე. - ეშმაკურად გაიცინა საბამ. გოგონებს გაეცინათ.
- მოკეტე იდიოტო. - თავში წამოარტყა გიორგიმ. - მე ძალიან მომწონს შენი ‘შპილკები’ ნინი.
- მადლობა. - დაიმორცხვა გოგონამ.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, მხოლოდ ლაქლაქებენ. - დაამშვიდა გაწუთლებული გოგონა ლუკამ.
- კარგი ბავშვებო, მორჩით, ახალს ნუ შეაწუხებთ. - თქვა ლიზიმ, მერე ლუკას ხელი გადადო და მისკენ მიარტიალა. - შენ კი მე მიყურე!
- შენს გარდა ეს თვალები ვერავის ამჩნევს მშვენიერო! - სასაცილო ტონით თქვა ბიჭმა. ლიზიმ თმებში შეავლო ხელი და მუქარით სავსე თვალებით შეხედა.
- ფრთხილად ვაჟბატონო!
- კარგი, გავიგე!
- შეყავრებულები ხართ? - იკითხა ამ სცენის შემსწრე გოგონამ.
- კი, ერთად ვართ. - დაუდასტურა ლიზიმ.
- ეს კი ჩემი გოგოა. - ანაზე ანიშნა საბამ. - აი, ჩვენი გიო კი ჩიტივით თავისუფალია.
- სწორედ ასეა! შენ ლამაზო, გყავს ვინმე?
- არა, მე არა. - ისევ გაწითლდა გოგონა.
- როგორი მორცხვია. - უჩურჩულა ლიზიმ ლუკას.
- მორჩი ეჭვიანობას პრინცესა. ხომ ხედავ, გიომ უკვე დაადგა თვალი, მეგობარს გოგოს ხომ არ წავართმევ?! - ჩურჩულითვე გაეპასუხა ლუკა.
- მარტო ეგაა ხო მიზეზი? უსინდისო!
- მარტო ეგ!
პირველი ლექცია სწრაფად გავიდა, მას მეორე მიჰყვა და პირველი საუნივერსიტეტო დღე ამით დასრულდა. გიორგი წუწუნებდა, ახალი გოგო როგორ დავკარგეთო და ყველა მის დამშვიდებას ცდილობდა, რომ თუ სხვაგან ვერა იმ ლექციაზე ისევ ნახავდნენ.
- საღამოს ფართიზე ვინ წამოხვალთ? - იკითხა უცებ გიორგიმ. - სწავლის დაწყვება ხომ უნდა აღვნიშნოთ?
- მე მოვდივარ. - სწრაფად დასთანხმდა საბა. გოგოებიც შეთანხმდნენ, რომ წასულიყვნენ.
- მაშინ მეც მოვდივარ, ჩემს ქალბატონს მარტო ხომ ვერ გავუშვებ?!
- ვინ იცის, იქნებ მოგტაცონ. - ისევ დაიკრიჭა საბა.
წვეულება ოფიციალური იყო, ამიტომ საჭირო იყო შესაბამისად ჩაცმა. ანამ წითელი მოკლე კაბა შეარჩია, ლიზიმ კი შავი და გრძელი, ბიჭები პიჯაკებში გამოეწყვნენ. განსაკუთრებული მონდომებით საბა ემზადებოდა, ერთ კვირაში ანასთვის ხელი უნდა ეთხოვა და ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა გოგონაზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ბიჭები წვეულებაზე ერთად მივიდნენ.
- როგორც ჩანს, ქალბატონები იგვიანებენ. - თქვა გიორგიმ და დარბაზში თვალების ცეცება დაიწყო. - სანამ თქვენები მოვლენ, იქნებ მეც ვიპონო ნინუცა.
- არაფერი შეგეშალოს გიო, ეგ ისეთი გოგო არ არის, როგორიც მარი.
- რას გულისხმობ ჭკუისკოლოფო?
- მორცხვი გოგონაა და ასეთ ურთიერთობებეში ჯერ კიდევ ახალბედაა.
- ჰოდა, გამოცდილება სჭირდება.
- იცოდე არაფერი აწყენინო!
- ბიძამისი როდიდან გახდი?
- სერიოზულად ვამბობ გიო!
- კარგი, ჰო. - უკმაყოფილოდ თქვა ბიჭმა და სადღაც წავიდა.
- აი ჩვენებიც, - წამოიძახა საბამ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა დარბაზში შემოსული გოგონებისკენ.
ლუკა ადგილიდან არ დაძრულა, იდგა და ლიზის თვალს ვერ აცილებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საღამოს კაბაში გამოწყობილი იხილა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გოგონა საოცრად ლამაზი იყო: ცალ მხარეს თეძომდე ჩახსნილი გრძელი კაბა ეცვა, კაბის ქვედა ნაწილი შავი იყო, წელს ზემოთ კი სპილოსძვლისფერი, კაბის სპილოსძლისფერ ნაწილს მკერდამდე მიჰყვებოდა შავი ფერის მაქმანები, რომელსაც ზედა ნაწილში თეთრი მაქმანები ცლიდა; ისედაც გამხდარს შავი ფერი უფრო მოხდენილს აჩენდა. ლუკა სწრაფად მოვიდა გონს და მათკენ გაეშურა.
- საოცრად გამოიყურები. - უთხრა გოგონას.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი.
- ჰო, მეც. - გაეცინა ბიჭს. - მოძრაობის უნარი წამერთვა, როცა დაგინახე. ანა, შენც დიდებულად გამოიყურები ლამაზო.
- ჰო, როგორ არა. დარწმუნებული ვარ ლიზის მერე ჩემთვის არც შემოგიხედავს. - გაეცინა გოგონას.
- წავედით, აქ რატომ ვდგავართ?! - თქვა საბამ და ანასთან ერთად დარბაზის სიღრმეში მდგარი ბარისკენ გაეშურა.
- წავედით? - თქვა ლუკამ და გოგონას ხელი გაუწოდა, ლიზიმ ხელმკლავი გამოსდო და ამაყი ნაბიჯებით გაჰყვა ბიჭს.
- ისე, შენც ძალიან გიხდება პიჯაკი - თქვა გოგონამ, მერე კი უცნაური ტონით დასძინა: - და თეთრძირა კეტები!
- იმედია მომიტევებ, ლაკისპირა ფეხსაცმლებს ვერ ვუგებ.
- არც არის საჭირო, ასე მომწონს! - თქვა ლიზიმ, მერე დარბაზს გახედა და თქვა: - არ ვიცეკვოთ?
- ამ წამს შემოხვედი ქალბატონო!
- მერე რა? ნახე, გიოც აქაა. ვუთხრათ და ვიცეკვოთ. - ბიჭი გაჰყვა.
- რაო გიო, ვერ იპოვნე ნინუცა? - დასცინა ლუკამ, როცა ბართან მივიდნენ.
- გადი რა, დამანებე თავი!
- ცეკვა ვის უნდა? - იკითხა ლიზიმ.
აღმოჩნდა, რომ საბას გარდა ცეკვა ყველას კარგად გამოსდიოდა, ანამ ბიჭი ვერაფრით დაითანხმა, რომ მასთან ეცეკვა, ამიტომ გიორგის სთხოვა კომპანიის გაწევა, ბიჭი დაუფიქრებლად დასთანხმდა; საბა ბართან დარჩა და შორიდან უყურებდა მეგობრებს. ოთხეული კარგი ცეკვის გამო მალევე მოექცა ყველას ყურადღების ცენტრში. ანამ პირველმა დატოვა საცეკვაო მოედანი და საბასთან დაბრუნდა, ცოტა ხანში მათ ლუკა და ლიზიც შეუერთდნენ, გიორგი კი დროდადრო პარტნიორებს იცვლიდა და ცეკვას არ წყვეტდა.
- ამ ბიჭს რა სჭირს? - იკითხა საბამ. - ასეთი გიორგი არასდროს მინახავს.
- გადაუვლის. - გააეპასუხა ლუკა და თემა მაშინვე შეცვალა. - საოცრად ცეკვავთ გოგონებო. რაც დრო გადის უფრო და უფრო მაოცებთ.
- ოჰ, როგორი კომპლიმენტი იყო. - გაიცინა ანამ. - აი საბა კი ვერაფრით ავაცეკვე. ჯერ არავინ მინახავს, ცეკვა ასე სძულდეს.
- ცეკვა მიყვარს, მაგრამ მე არ გამომდის. რა გავაკეთო?
- მე კი მიყვარს ცეკვა. - მოიწყინა გოგონამ.
- საბაც ისწავლის, აი ნახავ. - დაამშვიდა გოგონა ლუკამ.
საღამო სასიამოვნოდ გაატარეს. ყველა გაერთო და შეთანხმდნენ, რომ აქ მოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ანამ დრო იხელთა და ყველა დაბადების დღეზე დაპატიჟა თავისთან, ნახავთ ჩემთანაც რა კარგად გავერთობითო.
პირველი კვირა დატვირთული არ იყო, გაცნობითი ლექციები სწრაფად მთავრდებოდა და კვირაც შეუმჩნევლად გავიდა. დადგა ანას დაბადების დღე, რომლისთვისაც ყველა თავისებურად ემზადებოდა. ლიზი დილიდანვე ანასთან იყო და სამზადისში ეხმარებოდა, თან იმაზე ჭორაობდნენ, რას ელოდა საბა, რატომ არ სთხოვდა დაქორწინებას; ანას ეშინოდა, რომ ბიჭი ამის გაკეთებას საერთოდ არ აპირებდა, ლიზი კი მის გადარწმუნებას ცდილობდა. მალე სტუმრებიც მოვიდნენ, მხოლოდ ბიჭები არ ჩანდნენ ჯერ კიდევ.
- არ მესმის რას ველოდებით. - იკითხა გიორგიმ, როცა საათს დახედა. - უკვე ვაგვიანებთ, ალბათ ყველა სტუმარი უკვე იქაა და ჩვენ გველოდებიან.
- ცოტა გვიან მივალთ, არაუშავს. - უთხრა ლუკამ.
- მაგრამ რატომ? - არ ჩუმდებოდა ბიჭი.
- კარგი, მისმინე. საბამ ხელი უნდა სთხოვოს ანას, გვინდა რომ ამ დროს ყველა სტუმარი მისული იყოს.
- მე რატომ არაფერი მითხარით? - გაბრაზდა გიორგი. - კიდევ ვერ მაპატიეთ ის ამბავი, არა?
- გიო, არ გინდა... ახლა არა, კარგი?
- ჰო, კარგი.
- იმედია, დღესაც იგივე არ განმეორდება შენი მხრიდან.
- ამის თქმა საჭირო არ იყო ლუკა.
- ძალიან კარგი.
- კარგი, წავედით. - ოთახიდან გამოვიდა საბა. - მგონი საკმარისად ვიცადეთ.
როცა ბიჭები მივიდნენ, სტუმრები უკვე სუფრასთან ისხდნენ. კარი ანამ გააღო და ბიჭებს უსაყვედურა:
- სად იყავით ამდენი ხანი? ვინერვიულე.
- ვფიქრობდი. - თქვა საბამ.
- რა? რას ფიქრობდი?
- წამოდი! - თქვა ბიჭმა, ანას ხელი მოჰკიდა და ოთახში შეიყვანა. როცა დარწმუნდა ყველა გვხედავსო, მუხლებზე დაეშვა და გოგონას ბეჭედი გაუწოდა.
- ცოლად გამომყვი ანა. - გოგონა გაოცებისგან ერთ აგილზე გაშეშდა და ვერაფერს ამბობდა.
- რას აკეთებს ეს დებილი? ასე გქონდათ მოფიქრებული? - უჩურჩულა გიორგიმ გაოცებულ ლუკას.
- არა. საერთოდ არა.
- მაშინ რას შვება?
- არ ვიცი. - გაეცინა ლუკას. - სულელურად კი გამოუვიდა.
- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა გამოგყვები, საყვარელო. - გაისმა ანას გახარებული ხმა და ბიჭებმა დაინახეს როგორ ჩაიკრა საბამ გულში აწ უკვე საცოლე.
- ანა დილიდან იმაზე წუწუნება, საბა ხელის თხოვნას აღარ აპირებსო. - თქვა ლიზიმ, როცა ბიჭებთან მივიდა. - ოცნება აუხდა.
- კარგია, რომ ოცნებობდა ამაზე, თორე მიხვდებოდა, რა დებილურად სთხოვა ხელი თავისმა ბიჭმა და უარს ეტყოდა.
- გიორგი, ნუ იგესლები! - თქვა ლუკამ.
- ანა! - მამის ხმამ გოგონა შეაშინა. - ეს რა ხუმრობაა?
- ბატონო რევაზ, თქვენი გოგო მიყვარს და მინდა მასზე ვიქორწინო, რაც შეიძება მალე. - სწრაფად თქვა საბამ. - იმედია უარს არ გვეტყვით.
- მამა, მეც მიყვარს ის. - თქვა ჩუმად ანამ და მამას დარცხვენილად შეხედა.
- მე ამას დღეს უნდა ვიგებდე? - თქვა კაცმა და საბა გულში ჩაიკრა. - კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში შვილო. ჭკვიანად იყავი იცოდე, თვალს არ მოგაცილებ!
- რა თქმა უნდა ბატონო რევაზ.
- ქორწილს როდის აპირებთ ბავშვებო? - ჩაერია საუბარში ანას დედა.
- საშობაო არდადეგებზე. - განაცხადა ანამ.
საშობაო არდადეგებამდე დარჩენილი დღეები დატვირთული იყო: დადიოდნენ უნივერსიტეტში, ემზადებოდნენ ქორწილისთვის, თან ცდილობედნენ ერთმანეთისა და ოჯახებისთვისაც სათანადო დრო დაეთმოთ; ყველა ძალიან ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ საბამ საბოლოოდ გაბედა და ანას ხელი სთხოვა. ერთხელ, როცა მეგობრები ერთად შეიკრიბნენ, ანამ იკითხა:
- ლიზი, ლუკა, იქნებით ჩვენი მეჯვარეები?
- რა თქმა უნდა. - სწრაფად დასთანხმდა ლიზი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად მე გჭირდები? - ჰკითხა ლუკამ საბას.
- აბა რა, შენ რომ არა, ალბათ ისევ ჩუმად ვიქნებოდი. ასე რომ, შენი ვალია ამის იქითაც გამომყვე.
- გასაგებია. - გაეცინა ბიჭს. - კარგი, ასე იყოს.
- ხელის მომკიდედ ალბათ მამაშენი აირჩიე, არა? - ჰკითა ლიზიმ საპატარძლოს.
- ჰო, სხვა ვინ იქნება?! მამს ძალიან უხარია ჩვენი ამბავი.
- ნეტა მამაჩემიც ასე ფიქრობდეს. - დაიწუწუნა ლიზიმ.
- ლუკას მიეცი უფლება, რომ დაელაპარაკოს და ყველაფერი კარგად იქნება.
- მეც მაგას არ ვამბობ?! - მხარი აუბა ლუკამ.
- მამაჩემს თქვენზე უკეთ ვიცნობ, ამიტომ დამიჯერეთ, როცა ვამბობ, რომ ასეთი მარტივი არ არის.
ქორწილი ახალი წლის ღამეს გაიმართა. ანა საქორწინო კაბაში ულამაზესი იყო, საბა კი თავს ევლებოდა და ხან რას უსწორებდა, ხან რას. ლუკა და ლიზი წყვილს გვერდს უმშვენებდნენ, გიორგი კი ცერემონიაზე ნინისთან ერთად გამოცხადდა. სტუმრებმა წყვილი დალოცეს და სიძე-პატარძლის ცეკვის დროც დადგა, საბა უარობდა. უცებ ლუკა ადგა და გიორგის დაუძახა, მერე მუსიკოსებს ანიშნა დაიწყეთო და წინასწარ დაგეგმილი საცეკვაო ნომერიც დაიწყო; ცოტა ხანში ბიჭებს საბაც შეუერთდა. ნომერი სანახაობრივი გამოდგა და სტუმრები აღაფრთოვანა.
- ამას მართლა არ ველოდი ბიჭებო, - თქვა გახარებულმა ანამ, როცა ნომერი დასრულდა. - დიდი მადლობა, რომ ეს ბიჭი ამიცეკვეთ.
- მუდამ თქვენს სამსახურში, ქალბატონო. - თავი დაუკრა ლუკამ.
- აღიარეთ, ვინ მოიფიქრა ამის გაკეთება? - გიომ და ლუკამ საბაზე ანიშნეს.
- არა, ლუკას იდეა იყო. - თქვა დარცხვენილმა სიძემ. - ანას ყველაზე მეტას ეს გაუხარდებაო და დავუჯერე. ხომ იცი, მე ვერ ვიტან ცეკვას.
- არადა, კარგად გამოგივიდა.
- ლუკას წყალობით, საათობით გავდიოდი რეპეტიციებს. - ისევ გაწითლდა ბიჭი.
- მიყვარხარ ჩემო მეუღლევ! - თქვა გოგონამ და ბიჭს აკოცა.
დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა, ახალდაქორწინებულები ერთმანეთს თავიანთ ნათესავებს აცნობდნენ, მეჯვარეებიც თან დაჰყვებოდნენ და დაბნეულ და გადაღლილ მეგობრებს კომპანიას უწევდნენ. ანამ ლიზის რაღაც უჩურჩულა, ბიჭებს დაუბარეს, მალე დავბრუნდებითო და დარბაზიდან გავიდნენ, საბა შეჯგუფულ სანათესაოს გამოეყო და ლუკასთან მივიდა.
- ვერც კი წარმოვიდგენდი სიძედ ყოფნა ასეთი დამღლელი თუ იქნებოდა.
- უკვე წუწუნებ? - გაეცინა ლუკას. - ჯერ სად ხარ მეგობარო!
- ადამიანის დამშვიდება ნამდვილად გამოგდის.
- ჰო, ვიცი.
- საბა, შენს მეჯვარეს არ გამაცნობ? - მოესმათ ხმა ზურგს უკან.
- სალი, ჩემო კარგო, რა თქმა უნდა, ეს ლუკაა. ლუკა ეს სალომეა, ჩემი ბიძაშვილი.
- სალი ჯობია. გამარჯობა ლუკა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა სალი.
- არ მეგონა ჩემს ბიძაშვილს ასეთი მშვენიერი მეგობრები თუ ჰყავდა. - გოგონა ლუკას თვალებით ჭამდა. - ჰო, მართლა, საბა, მამამთილი გეძებს. ტორტის გაჭრის დროა, არ დაიგვიანო.
- ჯანდაბა, ანა ხომ არ გინახავს?
- ანა და მისი მეჯვარე უკვე იქ არიან. - თქვა გოგონამ.
- კარგი, გავიქეცი. თქვენ არ მოდიხართ?
- რა თქმა უნდა, - თქვა გოგონამ, მერე ლუკას ხელი ჩაჰკიდა და დაამატა: - მოვდივართ!
- სულ ტყუილა ირჯები სალი, საყვარელო, ეს ბიჭი დაკავებულია. - გაუღიმა საბამ და სწრაფად წავიდა.
- შეყვარებული ხარ?
- კი, - უპასუხა ლუკამ. - შეყვარებული ვარ!
- იმედია ხელს არ მკრავ და როგორც ჯენლტმენი, მაგიდამდე მაინც მიმაცილებ.
- რა თქმა უნდა, წავედით!
ლუკა და სალი მაგიდასთან მაშინ მივიდნენ, როცა ანა ტორტს ჭრიდა, ლიზი მის გვერდით იდგა და დარბაზში აცეცებდა თვალებს, ლუკას ეძებდა. უცებ მისი თვალები სალის გადააწყდა, როცა ლუკას თვალებში უყურებდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. ლიზიმ ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა და და დარბაზიდან სასწრაფოდ გაიქცა. ანა შეშინდა, ლუკამ გიორგის ანიშნა აქაურობას მიხედეო და ლიზის დაედევნა.
- ყველაფერი კარგადაა მეგობრებო, კიდევ ერთი წყვილი გვეზრდება, სულ ესაა. - დაამშვიდა სტუმრები გიორგიმ. ყველას გაეცინა.
- ლიზი კარგი გააღე. - დაუძახა ლუკამ ოთახში ჩაკეტილ გოგონას. - ლიზი, ვიცი რომ გესმის, გააღე კარი.
- წადი!
- ლიზი, შემოვამტვრევ იცოდე. - ეს ისე თავდაჯერებულად თქვა, გოგონას შეეშინდა, მართლა ასე მოიქცევაო და კარი გააღო. - რას აკეთებ?
- არ მინდა შენთან საუბარი.
- გკითხე, რა მოხდა მეთქი, ლიზი?
- ის მოხდა, რომ ვიღაც გოგო გეპრანჭება, შენ კი ამის საშუალებას აძლევ... გგონია ვერ ვხედავ?
- ის საბას ბიძაშვილი სალია, უბრალოდ მაგიდასთან მივაცილე.
- უბრალოდ არა? და ამას ასე მეუბნები?
- როგორ გინდა, რომ გითხრა? კითხვაც შენ დასვი და პასუხიც თავად გაეცი.
- ანუ გიჟი ვარ? წადი იმ შენს სილიკონის გროვასთან და მე თავი დამანებე, გაეთრიე აქედან. - ტიროდა გოგონა და თან ბიჭის ხელებს იშორებდა.
- ლიზი, გთხოვ, შეწყვიტე.
- გაეთრიე მეთქი, მომწყდი თავიდან... მეზიზღები!
- შეწყვიტე ისტერიკა ლიზი. - ისევ აუწია ხმას ბიჭმა.
- მე არ მაქვს ისტერიკა.
- არა, გაქვს და მინდა ახლავე შეწყვიტო. თავხედი ბავშვივით იქცევი. - ლიზიმ სილა გააწნა.
- შენ კი დამპალი ნაბი*ვარი ხარ!
- საკმარისია! - იყვირა ბიჭმა და ხელები ისე ძლიერად დაუჭირა, გოგონას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც კი არ მისცა. - დამშვიდდი!
- მშვიდად ვარ. - თქვა გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ.
- შემომხედე. - გოგონა არ განძრეულა. - ლიზი, შემომხედე.
- რა გინდა? - უხალისოდ კითხა გოგონამ და თვალებში შეხედა.
- ის გოგო არ მაინტერესებს, მე შენ მიყვარხარ, გესმის?
- ჰო, როგორ არა.
- მორჩი სისულელეებს და მომისმინე. არ მადარდებს რამდენ გოგოს მოვწონვარ ან რამდენს უნდა ჩემთან დაწოლა, მე მხოლოდ შენ მჭირდები, გჯერა ეს?
- ჰო, კარგი. მჯერა! - უპასუხა გოგონამ და თავი დახარა.
- შემომხედე! - ბიჭმა ხელი ნიკაპქვეშ ამოუდო და თავი ისევ ააწევინა. - გამოდის, სანერვიულოც არაფერი გაქვს.
- ჰო.
- და რა უნდა გააკეთო, როცა ნახავ, რომ ვიღაც შენს ბიჭს ეფლირტავება?
- რა? - ლუკა გაიმართა, სასაცილო გამომეტყველება მიიღო და თქვა:
- თავს მაღლა სწევ და ამბობ: „მომიტევეთ, მაგრამ ეს ბიჭი ჩემია!“
- ღმერთო ჩემო, ასეთი სახით ვთქვი მაშინ? - გაეცინა გოგონას.
- ზუსტად ასეთით.
- ჯანდაბა! - გაეცინა გოგონას. - ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა გეპრანჭებიან.
- კარგი რა ლიზი, არ მენდობი?
- იცოდე, აწი მართლა ასე ვიზამ ან პირდაპირ იმ გოგოს თვალწინ გაკოცებ, ვინც გაგეპრანჭება.
- წინააღმდეგი არ ვარ. - გაიცინა ბიჭმა. - ისე ცნობისთვის, ჯერ არ გიკოცნია ჩემთვის.
- ვიცი. - გაეცინა გოგონას, მერე წამით შედგა, ბიჭს ხელები კისერზე შემოაჭდო და დიდი მონდომებით აკოცა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, შემდეგ სახე გაასწორა და დიდი სერიოზულობით უთხრა:
- კარგი იყო!
- მართლა? პირველად ვაკოცე ბიჭს ტუჩებში.
- თუ ასეა, იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ჯერზე უნდა ყოფილიყო. - გაიცინა ბიჭმა.
- შენთვის არ იყო პირველი, ხომ ასეა?
- ჰო. ახლა ადექი, ოთახში დავბრუნდეთ.
- არა, არ მინდა დაბრუნება. - ჭირვეულობა დაიწყო გოგონამ.
- ლიზი, ოთახში ვბრუნდებით. - მტკიცედ თქვა ბიჭმა. - არ დავუშვებ ასეთი სისულელის გამო შენი მეგობრის ქორწილი გამოტოვო. ადექი!
- იმ ქალის ნახვა აღარ მინდა ლუკა.
- საკუთარ თავს ასე ნუ ექცევი პრინცესა! ცხოვრებაში ბევრად დიდი უსიამოვნებებიც შეიძლება შეგხვდეს. კი არ უნდა გაიქცე, უნდა ისწავლო, როგორ იდგე მყარად მათ წინაშე. - თქვა ლუკამ და გოგონას მოეხვია. - სხვათაშორის, თვალები მოითხუპნე.
- ჰო, ვიცი.
- მიდი, მოწესრიგდი და წავედით.
გოგონამ მაკიაჟი სწრაფად შეისწორა და დარბაზში დაბრუნდნენ. ანას მათი დანახვა ძალიან გაუხარდა, გული გამიხეთქეო უჩურჩულა მეგობარს და ტორტის ნაჭერი მიაწოდა. როგორც კი ლუკა კიდევ ერთხელ დარჩა მარტო, სალი ისევ მასთან გაჩნდა.
- მგონი, შენი შეყვარებულიც გავიცანი. - თქვა გოგონამ.
- ჰო, ნამდვილად.
- იჩხუბეთ?
- არა, ყველაფერი რიგზეა.
- არ ვიცი, შორიდან სხვანაირად ჩანდა.
- მისმინე სალი, ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი გამოვა. შენს ბიძაშვილს მაინც ეცი პატივი და ქორწილს შოუდ ნუ უქცევ, კარგი?
- ასეთი ნერვიული შეყვარებული გყავს?
- ნერვიული არა, უბრალოდ ძ*კნებს ვერ იტანს. - თქვა ლიზიმ, რომელიც მაშინვე მათთან გაჩნდა, როგორც კი ერთად დალანდა.
- ლიზი, არ გინდა.
- სხვისი კაცების დევნას ჯობია საკუთარი იპოვნო გოგონი! - დაასრულა მასთან საუბარი ლიზიმ და ლუკასთან ერთად წავიდა იქიდან.
- ეს რა იყო? - იკითხა გაოცებულმა ლუკამ.
- მივახვედრე, რასაც ვერ მიხვდა. მოვრჩეთ ამაზე.
ქორწილი დასრულდა და დადგა დრო წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად გაესტუმრებინათ. ერთთვიანი დასვენება ჰავაიზე ლუკას საჩუქარი იყო. წყვილმა დამფინანსებელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და დაუვიწყარი თვის გასატარებლად გაეშურა.
- რა კარგია. - თქვა ლიზიმ. - იცი, ცოტა შემშურდა კიდეც მათი.
- რატომ პრინცესა?
- უკვე ერთად არიან, სამუდამოდ. თან თაფლობის თვე ალბათ მაინც სხვაა... მოკლედ, არ ვიცი...
- ჩემი შურიანი გოგო! მოდი ჩემთან. - ბიჭმა გულაჩქროლებული გოგონა მკლავებში მოიქცია. - სახლამდე მიგაცილებ.
- არა, დაგვიანახავენ.
- მენდობი?
- კი.
- მაშინ დამიჯერე, ვერ დაგვინახავენ!



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო ნამდვილად
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Teo tegi

Dzan momwons, gaagrdzele. Miyvars aseti tipebi mec minda erti aseti :-D ramden tavshi daamtavreb??

 


№3 სტუმარი Magda

მეტი არ დარჩა? არ დაამთავრო რა ეგრე მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent