შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით (2)


2-09-2016, 12:24
ნანახია 2 367

***


-კნუტო, რას შვები?-დაურეკა ლიკუნამ კატოს.
-არაფერს ლიკუჩიკ, სამსახურში ვარ და შეხვედრაზე უნდა შევიდე ცოტახანში. შენ რას შვები?
-აუ, არაფეერს..-გაიწელა ლიკუნა.
-ეხლა გაიღვიძე, ხო?
-რა თქმა უნდა!
-გოგო, როდის უნდა დაიწყო მუშაობა?!
-კაი, რა. შენ რო მუშაობ ხო იკლებ დილის ძილს!-დაამთქანარა ლიკუნამ.
-ძილში ნუ კარგავ დროს!
-კაი, ნუ მეტლიკინები თუ და ხარ. რაზე გირეკავ ეხლა, ამ საღამოს რას აკეთებ?
-როგორც ჩვეულებრივ, 6-ზე ვამთავრებ და მერე თავისუფლება.
-ხოდა, ამოცუნცულდი ჩემთან და ნაკაშიძეებში წავიდეთ.-ჩაიფხუკუნა ლიკუნამ.
-შენ ხო არ გააფრინე?-იკივლა კატომ.
-გოგო, ანი გვეპატიჟება თავისთან რა..
-შანსი არაა! იმ გამოუსვლელი ქაჯის სახლში მე არ წამოვალ..!
-მარტო ცხოვრობს თურმე,-იგუდებოდა სიცილით დაქალის რეაქციაზე.
-თუ უნდა მთვარეზე ეცხოვროს!
-კაი, ნუ მატრაკვეცობ ეხლა რა... ყველა ავდივართ და წითელი კოჭი ხო არ ხარ, ე?!
-დიახაც, ვარ! წავედი, უკვე ნერვები მომიშალე..-უთხრა კატომ და დაკიდა ტელეფონი.

რეზი ნაკაშიძის სახლში ისე მივიდეს ვითომც არაფერი?! ტიპი პროსტა თვალებით აშიშვლებს და იქვე აკეთებს მგონი ყველაფერს. თან რა უზრდელია, რომ არც მალავს მის სურვილებს. გუშინ რამდენჯერმე ამცნო თავისი უხამსი ფანტაზიები კატოს ისე, რომ არც შერცხვა. უზრდელი ნამდვილი! მართალია კატო, გამოუსვლელი ქაჯი! (თვითონ იცის კი რას ნიშნავს?! უბრალოდ, მოეწონა სიტყვები ერთად). არა, კი ძალიან სიმპათიური ბიჭია, მაგრამ უზრდელია ნამდვილი! ეტყობა, თავში აქვს ავარდნილი თავისი გარეგნობა. ისე ძალიან საინტერესოა რას წარმოადგენს ბატონი რეზი ამხელა ამბიციები რომ აქვს.

-კატო, მოვიდნენ უკვე..-ხმადაბლა დაუძახა თანამშრომელმა კატოს.
-ახლავე, წყალს ავიღებ და მოვალ..-გამოერკვა ფიქრებიდანვე მაშინვე კატო და ბაინდერს დაწვდა. სარკეში ჩაიხედა თავი შეათვალიერა და წყლის აპარატთან მივიდა. სასწრაფოდ ჩამოისხა წყალი და ოთახისკენ ფეხაკრეფით წავიდა.

-უკაცრავად დაგვიანებისთვის,-მორცხვად შევიდა ოთახში და კომპანიის გენერალური დირექტორის გვერდით დაიკავა ადგილი. ბაინდერი გახსნა რამდენიმე საბუთი ამოიღო და ღიმილით გადაათვალიერა სტუმრები. ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა მათში ერთ-ერთი რეზი ამოიცნო.
-მოკლედ, კიდევ ერთხელ გამარჯობა,-დაიწყო გენერალურმა დირექტორმა,- კატო, სიტუაციაში გაგარკვევ. მოკლედ რომ გაგაცნო ბატონმა ლევანმა ახლახანს დაარსა ღვინის საწარმო და კომპანია, რომელსაც სათავეში მისი შვილი რევაზი ჩაუდგება. ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვიღებთ ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ამ კომპანიის პიარი, როგორც ქართულ ბაზარზე ისე უცხოურზე. ასევე, ყველა ღონისძიებას ავიღებთ ჩვენს თავზე და ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთო. პირდაპირი ხიდი იქნები ამ ორ კომპანიას შორის.კატო, მისმენ?
-დიახ, ბატონო აკაკი. ბოდიში..-უთხრა კატომ და რეზის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა.
-მოკლედ, ლევანი ჩემი ახლო მეგობარია და შენ გენდობი ყველანაირად. სხვას ვერ ვანდობ ამ საქმეს.
-ბატონო აკაკი, ახლახანს გავაფორმეთ ხელშეკრულება იურიდიულ ფირმასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი ღონისძიება უნდა გავუკეთოთ. 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ ხომ იცით? და მაგაზე ვარ გადართული. თან თეკლაც საკმაოდ კვალიფიციური და კომპეტენტურია ამ საკითხში..
-კატო, ვიცი მაგრამ შენ უფრო გენდობი ვიდრე სხვას.. ეს საქმე საჩქარო არაა. მგონი არც ლევანს ექნება პრობლემა და არც რეზის 1 კვირა თუ არ მიხედავ მათ საქმეს.
-კი, ნამდვილად.-გაიღიმა რეზიმ.
-შევთანხმდით?-გადახედა აკაკიმ კატოს.
-სხვათაშორის აკაკი, კატო არის ჩემი სასიძოს ბავშვობის მეგობარი,-ღიმილით თქვა ლევანმა.
-მართლა?რატომ არ მითხარი კატო?
-ბატონო აკაკი... როდის მეთქვა..-დაიმორცხვა კატომ.
-თან ნახე რეალური მიზეზი გაქვს, რომ შენი ახლობლების საქმე აიღო ხელში..!-გაიღიმა აკაკიმ.
-კარგით..-მშვიდად უპასუხა კატომ და მასზე მიშტერებულ რეზის გახედა, რომელსაც ცინიკური ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
-კატო, გაგაცნობ რეალურად რა გვჭირდება და როცა მოახერხებ და გააკეთებ გვაჩვენე,-უთხრა ლევანმა და გაუღიმა.
-დიახ, ბატონო ლევან დავიწყოთ,-უთხრა კატომ და ღრმად ჩაისუნთქა. გულმოდგინედ უსმენდა ლევანს, რომელიც აცნობდა კომპანიის დაარსების ისტორიას, ასევე, კონკრეტულად უხსნიდა თუ რა უნდოდათ მისგან რომ გაეკეთებინათ. რეზის ხმა არ ამოუღია. იჯდა და აკვირდებოდა კატოს, რომელიც გულისყურით უსმენდა ლევანს და შიგადაშიგ რჩევებსაც აძლევდა. როგორი განსხვავებული იყო კატო საქმეში. სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი. გაეღიმა რეზის და გაახსენდა გუშინდელი კატო , რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან.
-ეს არის სულ კატო,-უთხრა ლევანმა და გაუღიმა.
-გასაგებია ბატონო ლევან. არ არის პრობლემა.. ამ საკითხს დავამუშავებ და ჩემი აზრით, სჯობს ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარს მივხედოთ.
-კი, მართალი ხარ. როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ..
-მამა, ისიც უთხარი ჩვენთან რომ მოუწევს გადმოსვლა,-ჩაიცინა რეზიმ. გაოცებული თვალები მიაპყრო კატომ ჯერ ლევანს, შემდეგ კი-აკაკის.
-ხო კატო.. კვირაში რამდენჯერმე მათ ოფისში მოგიწევს მუშაობა,-დაუდასტურა აკაკიმ.
-კი, მაგრამ..
-კარგი, ნუ შეაშინეთ ეს გოგო.. როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ მოვა ჩვენთან,-გაუღიმა ლევანმა.
-დიახ,-დარცხვენილმა უპასუხა კატომ და რეზის განმგმირავი თვალებით გახედა.
-მოკლედ, წავედით ჩვენ და შეგვეხმიანე,-თქვა ლევანმა და წამოდგა ფეხზე,-დიდი მადლობა აკაკი. კატო, მოხვალ საღამოს?
-სად ბატონო ლევან?
-მოდი, ბატონო მოვაშოროთ და ლევანი დამიძახე..-გაუღიმა ლევანმა,- საღამოს ანიმ არ დაგირეკა?
-დიახ.. კი.. უბრალოდ, ვნახოთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს..-მოიმიზეზა კატომ.
-არამგონია, აკაკიმ დღეს ძალიან დაგტვირთოს,-ჩაეცინა რეზის ცინიკურად,- ხომ ასეა?
-კი, დღეს საქმე არაა. საუკეთესო თანამშრომელია კატო ჩვენი.. ზუსტად ამიტომ ავირჩიე ის თქვენი კომპანიისთვის. ჩემ სიცოცხლესაც კი ვანდობ მას..-უპასუხა აკაკიმ.
-თუ სხვა საქმე არ არის მე გავალ და დავასრულებ სამუშაოს, რომ საღამოს დროულად მოვიდე..-მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა კატომ და გაუღიმა იქ მყოფებს. დაემშვიდობა და კაბინეტისკენ წავიდა. გიჟივით შევარდა კარებში და საბუთები მაგიდაზე დაყარა. წინ და უკან დადიოდა ოთახში და ნერვები ეშლებოდა. აშკარად ძალიან დასცინოდა ბედი. ორი დღეა ამ ბიჭს უყურებს დილიდან საღამომდე!

-რა ჰგონია თავი.. უზრდელი, გაუთლელი ხეპრე! დიდი წარმოდგენა რომ აქვს თავის თავზე.. ბედი არ მინდა?! მაინც და მაინც მე რომ დამავალა საქმე აკაკიმ.. რა დავაშავე პროსტა! ეხლა როგორ ავიტანო ეს ბიჭი კვირაში სამჯერ? არა, ნამდვილად მეღადავება ბედი და სულ არ უნდა რომ მშვიდად ვიყო..!არა, როგორ დამაბნია პროსტა.. რანაირი სახით მიყურებს? უზრდელი, დეგენერატი! აუ...!!!- დადიოდა წინ და უკან და შფოთავდა. ნერვები ეშლებოდა თავის თავზე. ფანჯარასთან დადგა და გადახედა ჭავჭავაძის ქუჩას, სადაც მანქანები ჭიაჭველებივით ირეოდნენ. მაინც გამოაღო ფანჯარა, რომ ჩაესუნთქა ჰაერი. მერე რა რომ დაბინძურებული იყო?!

-ვიფიქრე გინდოდა,-შემოტრიალდა კატო და კარებში ჭიქით ხელში ცინიკურად მომღიმარი რეზი დაინახა.
-დაკაკუნება არ გასწავლეს?
-კარები ღია იყო და სად დამეკაკუნებინა?
-მაინც რომ უნდა იკითხო და შემოხვიდე ისე, არა?
-ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ნახვა არ მოგინდებოდა და რატომ მეკითხა?-მშვიდად უპასუხა რეზიმ. კარები მიხურა და კატოსკენ წამოვიდა. გული აუჩქარდა კატოს. რაღაცნაირად აბნევდა და შლიდა ეს ბიჭი.
-აჰა, დალიე..-მიაწოდა წყალი რეზიმ და სავარძელში ჩამოჯდა.
-ელემენტარული ზრდილობის ამბავია, იკითხო შეიძლება თუ არა შემოსვლა..-გაუგრძელა კატომ.
-გითხარი და გაგიმეორებ, არამგონია სურვილი გქონოდა ჩემი აქ ყოფნის და დავამატებ კიდევ იმას, რომ არავის ჭკუაზე მე არ დავდივარ.-უთხრა და თვალი ჩაუკრა კატოს.
-მართლა? როგორი დამთხვევაა!
-საკმაოდ დიდი რქები გაქვს, კატო.
-არც შენ უჩივი რქების სიმყარეს,-ნიშნის მოგებით უთხრა კატომ და თვალი გაუსწორა მომღიმარ რეზის.
-იცი, რომ გიყურებ ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ასეთი მიმზიდველი და ასევე, ასეთი ავი?
-მეფლირტავები?
-შეიძლება,-ჩაეღიმა რეზის.
-მე ისიც კი მიკვირს, როგორც შეგიძლია ზოგჯერ იყო გარეგნობის შესაფერისად კულტურული და თავაზიანი და ზოგჯერ გამოუსვლელი ქაჯი..!
-მეფლირტავები, კატო?
-ღმერთმა დამიფაროს!-შეიცხადა კატომ. არადა, გულის სიღრმეში ძალიანაც სიამოვნებდა რეზი. რეზისთან ურთიერთობა და ფლირტაობა კი არა თვითონ რეზი! როგორი საოცარი გარეგნობის ბიჭი იყო რეზი. აი, რომ შეხედავდი და მოგინდებოდა რომ შემოეხვია მისი განიერი მხრები და არასოდეს გაეშვა. უცებ, გამოფხიზლდა კატო და შეხედა რეზის, რომელიც დაჟინებით უყურებდა.
-რა?
-გიყურებ და ვფიქრობ..
-რას ფიქრობ?
-როგორი ვნებიანი შეიძლება იყო საწოლში და შენი სხეულის ფორმები შესწავლის საოცარი სურვილი მაქვს..!-მშვიდად უპასუხა რეზიმ და თვალი კატოს მკერდს გაუსწორა. თითქოს ცივი წყალი გადაასხეს კატოს, გამოფხიზლდა და მაშინვე ფერები შეეცვალა სახეზე.
-როგორი უზრდელი ხარ!
-მე ვიტყოდი, რომ პირდაპირი. რა უზრდელობაა ჩემ სურვილებსა და ფიქრებს რომ გიმხელ?
-შენ ყველას ასე ელაპარაკები?!-უკვე ნერვები დაწიწკვნაზე ჰქონდა კატოს.
-ყველას არა. მხოლოდ განსაკუთრებულებს და ეს განსაკუთრებული მხოლოდ შენ აღმოჩნდი ჩემდა გასახარად თუ საუბედუროდ,-გაიცინა რეზიმ.
-მე კიდევ არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან რაიმე სახის ურთიერთობის! ისიც საკმარისია რომ სასჯელის სახით მაქვს შენთან მუშაობა. სამუშაო საათები დიდიხანია დასრულდა შენთან და შეგიძლია გაბრძანდე..!-ცივად უთხრა კატომ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-აი, რო ბრაზდები იმაზე მიმზიდველი ხდები ვიდრე ხარ.. და სერიოზულად მინდები, კატო..-ისევ თამაშობდა რეზი კატოს ნერვებზე.
-შენი ჰორმონები სხვებთან დაიოკე და სურვილები განახორციელე, მაგრამ ზოგადად ასე თამამად რომ მესაუბრები ეს არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს. არამგონია, რაიმე შეგეძლოს საერთოდ..-უთხრა კატომ, რომელიც ვეღარ სუნთქავდა. რეზის ჩაეღიმა და წამოდგა. კარგად შეათვალიერა კატო და კარისაკენ გაემართა.
-ნუ, ნერვიულობ. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. შენნაირი გოგო ჩემში ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავს და არც დამაინტერესებს..-უთხრა რეზიმ და კარებში გაუჩინარდა. კატო კი დარჩა გაშტერებული და გაოგნებული.


***


ზოგჯერ მართლა გვგონია, რომ ყველაფერი უბრალოდ შემთხვევითობაა ან უბრალოდ დამთხვევა. არასოდეს არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მართლა ზემოც ცაში იყოს ბედი დაწერილი და კუბიდონს ჰქონდეს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში ხელი მოწერილი. შემთხვევითობა ჰქმნის ერთ მთლიანობას და ამ შემთხვევითობას მოაქვს ემოციების ზღვა. საოცარია, მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება. მოულოდნელობა შემთხვევითობასთან ჯაჭვურ კავშირშია. ერთი მეორისგან გამომდინარეობს და ბოლოს ქმნის ერთ მთლიანობას და ძალიან იშვიათად თუ ექნება უსიამოვნო შედეგი.

გუშინ დღის განმავლობაში სამჯერ ნახეს ერთმანეთი რეზიმ და კატომ. ორი ერთნაირი, ზედმეტად კარგი და ზედმეტად ჯიუტი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს. ბევრი ფიქრობს, რომ ორი ერთნაირი ვერ გაუგებს ერთმანეთს, მაგრამ ასე არ არის. ყველაზე დიდი თავგადასავლები ორ ერთნაირ ადამიანს ხდება. ყველაზე მეტი კარგი მოგონება ამ ადამიანებს აქვთ და კუბიდონმა ზუსტად იცის ვის უნდა ესროლოს თავისი ისარი.



***


სახლში იყო კატო და დედამისს ელაპარაკებოდა სკაპში, რომელიც იტალიაში იყო მეუღლესთან ერთად მოგზაურობაში წასული.

-კატო, დე ძალიან ვწუხვარ ამდენ ხანს რომ მომიწია შენი დატოვება რა...
-აუ, ირმა გაჩერდი გთხოვ. ორი წლის ხო არ ვარ?
-ხო, მაგრამ მაინც.. რას ჭამ, რას სვამ, როგორ გძინავს.. გეფიცები მაგაზე ვფიქრობ ყოველდღე..
-აუ, დედა იმის მაგივრად რომ დაათვალიერო იტალია და დატკბე მამასთან ერთად ძლივს დასვენებით ჩემზე ფიქრობ?-გაეცინა კატოს,-მიხედეთ საქმეს. ისე, მესამე შვილზეც გეფიქრათ რავიცი...
-მეც მაგას ვეუბნები, კატო..-მამამისის ხმა გაიგო კატომ.
-მა, მომენატრე ძალიან ! წახვედით შენც, დედაც, ნიკუშაც და ლიზაც და დამტოვეთ.ესაა სამართალი?!
-ხო ვამბობდი არ წავიდეთ-მეთქი?-უსაყვედურა ირმამ ქმარს.
-დედა, ვიხუმრე.. არაფერი მიჭირს. ნიკუშა და ლიზა მალე ჩამოვლენ საქორწინო მოგზაურობიდან დღეს მომწერეს. იმათ ნამდვილად არ სცალიათ ჩემთვის,-გაეცინა კატოს.
-დე, როგორი გოგოა ანი? როგორი ოჯახი ჰყავს? როგორ გამიხარდა ზაზუკას გაბედნიერება. რას ვიფიქრებდი ზაზა თუ ოდესმე ცოლს მოიყვანდა? მაგას და ნოდოს სული ძვრებოდა ხუმრობაში და მაიმუნობაში.
-ძალიან კარგი გოგოა და ოჯახიც ძალიან კარგი ჰყავს,-მოკლედ უპასუხა კატომ და რეზის გახსენებაზე უსიამოვნოდ გააჟღიალა.
-წადი, გოგო რას მიზიხარ სახლში. გაერთე, თორე ეგ სამსახური გადაგიყოლებს შენ..-უთხრა ირაკლიმ.
-ჰო, წავედი ჩავიცვა და მოვემზადო. გკოცნით ძალიან ბევრს და მენატრებით, რა..-უთხრა კატომ, ჰაეროვანი კოცნა გაუზავნა მშობლებს და ლეპტოპი დახურა. ძალიან უნდოდა წასვლა, მაგრამ თან არ უნდოდა. რა გაუძლებდა რეზის ფლირტებს? მაგრამ პრინციპში ბიჭმა გარკვევით უთხრა, რომ არ აინტერესებდა. არა, როგორ აკადრა ამხელა 24 წლის გოგოს?! ბიჭებს ჭიანჭველებივით ეხვეოდნენ გარს და მოსვენებას არ აძლევდნენ და ბიჭმა არ მაინტერესებო. როგორ აკადრა?! წავა, აუცილებლად წავა და ნერვებს მოუშლის რეზის აქეთ. წამოხტა და კარადის წინ დადგა. რამე ისეთი უნდა ჩაეცვა რეზისთვის ნერვები რომ მოეშალა, თან არც ძალიან გამომწვევი რომ ყოფილიყო მაინც ანის და რეზის მშობლები იქნებოდნენ იქ.

-გოგო, რას აკეთებ?!-დაურეკა ლიკუნამ , რომელსაც საეჭვოდ განაზებული ხმა ჰქონდა.
-ტანსაცმელს ვარჩევ,-მშვიდად უპასუხა კატომ.
-რააააააააა???-ტელეფონში გამოძვრა ლიკუნა,-ეხლა არჩევ ტანსაცმელს?! გაგიჟდი, ხო? ქვემოთ ვდგავართ და გელოდებით. საათი იცი მაინც რომელია? მივიდა ყველა უკვე!
-ვინ დგახართ?-დაიძაბა კატო.
-მე და დათუნა,-განაზებულმა უპასუხა ლიკუნამ.
-ვინ?-გაეცინა კატოს,-ამოდით, რა. მოვეწყობი უცებ..
-კაი, ჰო..-გაბრაზებულმა უპასუხა ლიკუნამ და ორ წუთში სახლის კარი შემოაღო დათუნასთან ერთად.
-აქა მშვიდობაააა...-დაიძახა დათუნამ.
-დათუნ, როგორ ხარ?
-კარგად, კატო შენ? მოემზადე რა გველოდება ყველა..-უთხრა დათუნამ და ლიკასთან ერთად მისაღებში მოკალათდა. გიჟივით შევარდა კატო ოთახში, გადმოყარა ტანსაცმელი და დაიწყო აქეთ-იქეთ ყურება. ბოლოს შავ, მომჯდარ კაბაზე გააკეთა არჩევანი. სადა იყო, გული დახურული და მუხლებამდე წვდებოდა. ფეხზე კრემისფერი მაღლები ჩაიცვა, თმა გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.
-ვსო, მზად ვარ!
-აუ, ამ გოგოს ტომარაც რომ ჩამოაცვა სულ ლამაზია, რა!-თქვა ლიკუნამ და ტაში შემოკრა.
-გამიგიჟებს დეიდაშვილს,-გაეცინა დათუნას და სადარბაზოში გავიდა.


***


ნაკაშიძეები კერძო სახლში ცხოვრობდნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. სახლი ორ სართულიანი იყო, დიდი ეზოთი და ბასეინით. ეზოში ბამბუკის ფანჩატური იდგა ბასეინთან ახლოს. ეზო გაფორმებული იყო სხვადასხვა ყვავილებით და ხის დეკორაციებით.

-როგორ გამახარეთ!-შემოეგება ანი გოგოებს,-წამოდით აქეთ.-მიუთითა პირველი სართულისკენ და წინ გაუძღვა,-წვიმას აპირებს მგონი და სახლში შემოვიკეტოთ დღეს.

მათ გარდა კიდევ რამდენიმე ბიჭი და გოგო იყო, რომლებიც რეზის და ანის ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რეზის კატოს დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.

-გოგოებო, რას დალევთ? გვაქვს შავი ღვინო, არაყი, ტეკილა, კონიაკი. რომელი გინდათ?
-შენ კატ?-შეხედა ლიკუნამ.
-მოდი, ტეკილათი დავიწყოთ,-თქვა დავდაჯერებულად კატომ.
-აი, ესე რა! ჩვენი გოგო დაბრუნდა,-გაიცინა ნოდომ.
-მაგარი მსმელი ხარ?-გაიცინა დათუნამ.
-აუ, ბიჭო არ თქვა. პირველად რომ წავედით ზღვაზე ერთად იქ ხო ხვდები ზაფხული და რამე და ვიღაც ჩვენი ჩერეზ ჩერეზ მეგობრები მოვიდნენ. დანიძლავდნენ კატო და ის ბიჭი რო დალევდნენ თითო-თითო ლიტრას,-გაეცინა ნოდოს.
-რის სანაცვლოდ?-იკითხა რეზიმ.
-სარფის კლდიდან გადმოხტომაზე. ორივეს ძალიან ეშინოდა სიმაღლის და გარისკეს რა,-ჰყვებოდა ნოდო,-ხოდა, დაიწყეს დალევა. ჩვენ ჩვენ პონტში ცალკე არაყი გვედო და იმას ვსვამდით. აი, რო მიაყარეს იმ ტიპს მეოთხედი ჰქონდა დარჩენილი და პროსტა ვეღარ გაქაჩა. ინტოქსიკაცია დაემართა და სასწრაფო გამოვიძახეთ. სასმელის გადაჭარბებული რაოდენობის გამო ცუდად გახდა. ის ღამე ხო გავატარეთ საავადმყოფოში და კატო არყის ბოთლით დახვდა პალატაში და გადარჩენა მიულოცა.
-ღადაობ, ტო? შენ ვინ ყოფილხარ,-გაეცინა დათუნას.
-ნოდო, სად რა უნდა მოყვე არ იცი?-გაბრაზდა კატო.
-კაი, კატუშკი მაგრა მახსენდება. მერე რა ახტუნავე ტიპი სარფიდან?
-მართლა? მაინც კატო?-გაეცინა ანის.
-ხო, ბოლომდე არ დაგილევია მერე რა ცუდად რო ხარ სანაძლეო სანაძლეოაო და სამჯერ გადმოახტუნა. თვითონ კი იწვა არხეინად და ირუჯებოდა,-გაიცინა ზაზუკამ.
-საკმაოდ დიდიხანია არ დამილევია და ამიტომ, ვერ შეგპირდებით,რომ დაგყრით სუ ყველას,-გაეცინა კატოს და ცალ ხელში ტეკილა მოიმარჯვა ცალ ხელში ლიმონი. ნელ-ნელა დაიწყეს დალევა და გართობა. იხსენებდნენ ბავშვობის მოგონებებს და იცინოდნენ. მხოლოდ რეზი იყო ჩუმად და აკვირდებოდა კატოს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა რეზისთვის.
-აუ, ან საპირფარეშო საით არის?-ჩუმად ჰკითხა კატომ ანის.
-მეორეზე ადი და ხელმარცხნივ მეორე კარია,-უთხრა ანიმ. კატოც მშვიდად წამოდგა და მეორე სართულისკენ ავიდა.

არა, რა დაალევინა ამდენი? ძლივს დადიოდა. პირდაპირი მნიშვნელობით რვიანების ხაზვით ავიდა მეორე სართულზე. არ დაკვირვებია ისე შეაღო კარები. კი გაუკვირდა საძინებელში რომ აღმოჩნდა, მაგრამ არ შეიჩნია. საძინებელში კარი იყო ღია და იმ კარში შევიდა. ესეც საპირფარეშო.. „რა ჩახლართული სახლია“-გაიფიქრა თავისთვის. მოწესრიგდა და სარკეში ჩაიხედა. ძლივს არჩევდა თავის ანარეკლს, მაგრამ მაინც ცდილობდა თავის ხელში აყვანას. კარებიდან გამოვიდა თუ არა მაშინვე მკრივ სხეულს შეასკდა. მწვანე, ოდნავ ჩაწითლებული თვალები უყურებდნენ. ერთი ნაბიჯი გადადგა რეზიმ კატოსკენ და კარებთან ააწეპა გოგო.

-შენით მოხვედი ჩემს ოთახში?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ.
-ოთახი შემეშალა და გაიწიე,-უთხრა კატომ და ხელები გულმკერდზე მიადო, რომ გაეწია რეზი.
-ეგრე ადვილი არაა ჩემი ხელიდან გასხლტომა,-ჩაიცინა რეზიმ,-ბარემ მოხვედი სურვილი სისრულეში ხო არ მომეყვანა?-გააცია კატოს. კინაღამ ფეხები გამოეცალა..
-გაგიჟდი? ახლავე, გაიწიე!
-ხო, გავგიჟდი. აი, ისეთი სუნი გაქვს.. შენი კანის სუნი ყველას სუნამოს, რომ სჯობია..-უთხრა რეზიმ და კატოს კისერში ჩარგო ცხვირი. გრძნობდა კატო გახშირებულ სუნთქვას და ცხელ ჰაერს, რომელიც ეფქრვეოდა კისერში. დაბურძგლა.. დიახ, დაბურძგლა სიამვონებისგან..
-რეზი, გაჩერდი რა...
-კატო.. კატო..
-რეზი-მეთქი!-დაუყვირა კატომ და ხელი ჰკრა,-შენ ის ბიჭი არ ხარ რომ მეღადავებოდი რაღაცებს? და შენთვის მიუღებელი გოგო რომ ვარ?!
-რა იყო? გაგიტყდა?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ.
-ცინიზმი შენთვის შეინახე და იმათ მიხედე ვინც შენთვის მისაღებია,-უთხრა კატომ და კარისაკენ გაემართა. რეზიმ მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ შემოატრიალა.
-ასე მარტივად ნამდვილად არ გაგიშვებ!
-გაიწიე, იდიოტო!
-ესე მარტივად გამორიცხულია, კაპასო!-უთხრა რეზიმ და დაეტაკა ტუჩებზე. კატო აზრზე ვერ მოვიდა საერთოდ რა ხდებოდა. გიჟივით კოცნიდა რეზი და ზედმეტად მომთხოვნად უკოცნიდა ჯერ ზედას შემდეგ კი ქვედა ტუჩებს.
-რა გააკეთე, გოგო?!-გახტა რეზი უკან და ტუჩზე მიიდო ხელი,-სისხლი მომდის!
-შემდეგში გეცოდინება ვისთან რა უნდა ქნა, ქაჯო! და შემდეგში აღარ გაბედო მოახლოება, თორემ ამასაც დააგემოვნებ!-ხელის გულზე მიანიშნა კატომ და ოთახი დატოვა.

აფორიაქებული ჩავიდა ბავშვებთან. არ ჯეროდა, რომ რეზიმ პირველი კოცნა მოპარა. დიახ, პირველი კოცნა იყო კატოსთვის და ისეთი, საერთომ რომ ვერ წარმოდგინა. ეგონა, მარჯვენა ფეხს აწევდა, როგორც კინოებშია მაგრამ ვინ აცადა? ეს ბიჭი ხო ქაჯია, ველური, გაუზრდელი.. როგორ გაუბედა! ორი დღეა აგიჟებს და ამცირებს. ისე დაჯდა ქვემოთ არავისთვის არ შეუხედავს.

-რა გჭირს, გოგო?-აღშფოთებულმა ჰკითხა ლიკუნამ.
-არაფერი, დიდიხანია რომ არ დამილევია უცებ მომეკიდა,-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა კატომ.-ლიკუნ, არ წავიდეთ? 2 საათია უკვე.
-ჰო, მოიცა დათუნას ვეტყვი,-უთხრა ლიკუნამ და გაიპრანჭა.
-ანი, წავალთ ჩვენ.-უთხრა კატომ და დააფიქსირა რეზის რეაქცია, მაგრამ არ შეიმჩნია.
-გამოიძახეთ ტაქსი?
-გავაჩერებთ, დათუნა მოგვყვება.-უთხრა ლიკუნამ.
-არ გინდათ ტაქსი. მე წაგიყვანთ,-წამოდგა რეზი.
-შენ ნასვამი არ ხარ?!-ჰკითხა ლიკუნამ.
-რა ნასვამი, სად დაინახე რო დავლიე?!-გაეცინა რეზის. „რა? რეზის არ დაულევია?! ღმერთო ჩემო! არადა, როგორი ნასვამი მეგონა.. უზრდელი ბიჭი..“-ფიქრობდა კატო თავისთვის. მანქანაში ჩასხდნენ და კატოს სახლისკენ წავიდნენ. საბედნიეროდ ლიკუნა რჩებოდა კატოსთან და შედარებით მშვიდად იყო, რომ არ მოუწევდა რეზისთან მარტო გაჩერება. სადარბაზოსთან მივიდნენ და მაშინვე გადმოხტა კატო მანქანიდან და შესასვლელთან გაჩერდა. სანამ ლიკუნა დაემშვიდობა ბიჭებს, მოიკითხა დათუნას ძაღლი, რეზის სახლი შეუფასა იქამდე კატოც შედარებით გამოფხიზლდა. გადმოსულ ლიკუნას დათუნა შეეგება.
-დიდი მადლობა,-უთხრა კატომ დათუნას და სადარბაზოსკენ წავიდა.
-კატო!-დაუძახა რეზიმ. კატომ გამოხედა რეზის და ხელი დაუქნია. რეზის ჩაეღიმა და თითით აჩვენა მოდიო. კატოც ზლაზვნით მივიდა მისკენ და მანქანაში შეჰყო თავი.
-ასეთი გემრიელი ტუჩები არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მაინც მოჩვენებითი მიმზიდველობა ხარ მეტი არაფერი,-უთხრა რეზიმ და უცებ აკოცა ტუჩებზე. კატო გაშრა და წამოენთო. მაშინვე მოშორდა მანქანას და ჩაიბურტყუნა:
-ატეხილი დაუკმაყოფილებელი ქაჯი!
-გავიგე,-უთხრა რეზიმ და მანქანა დაქოქა.


***

იმედი მაქვს მოგეწონებათ და წინა ისტორიასავით ვეცდები "იმედები არ გაგიცრუოთ" :)

მადლობა, რომ კითხულობთ:)



№1  offline წევრი ელენა ილდანი

ello1997
Pirveli kocnis dros fexis awevaze lamis gadavyiravdi:d kargad wer sakmaod!
Warmatebebi!



მადლობა:) მე კიდე ველოდები შენს ისტორიებს!:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent