შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტი ერთი თვით (9)


2-09-2016, 20:15
ავტორი ელობელო
ნანახია 2 427

***

ულამაზესი ღია იისფერი კაბა მეცვა, ზურგი მთლიანად ამოღებული და წინ თითქმის მთლიანად დაფარული გული ჰქონდა. ალაგ-ალაგ იისფერი პეპლები ჰქონდა მიმაგრებული. კაბა სულაც არ ყოფილა ტანზე მოჭერილი, ზედმეტად გაშლილი იყო,მაგრამ საკმაოდ ნაზი და ლამაზი. ოდნავ შეფერადებულ კანს ძალიან უხდებოდა , ფეხზე კრემისფერი მაღლები მეცვა. სალონში არ წავსულვარ არც მაკიაჟის და არც ვარცხნილობის გასაკეთებლად. რა ვქნა მერჩივნა ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. თვალზე ნაცრისფერი ჩრდილი წავისვი,რომელიც თითქმის არ ეტყობოდა . ხელოვნური წამწამებკ დავიმაგრე და ტუში წავისვი მეტი ეფექტისთვის . ისეთი კანი მაქვს ტონალურს თითქმის არ ვისვმევ,მხოლოდ თხევადი კორექტორი და პუდრი წავისვი. ტუჩის ფერი კონტურით ტუჩებს მეტი ეფექტი მივეცი.
თმები აბურდულად შევიკარი ,ალაგ-ალაგ ჩამოვიყარე. არაფერი ზედმეტი არ მესვა, ყველაფერი იმდენად სწორად და კარგად გავიკეთე ბევრ ვიზაჟისტს შეშურდებოდა.
სარკეში ჩავიხედე საბოლოოდ ჩემი თავის უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, კაბა ისე მიხდებოდა გავოგნდი... ღია იისფერი კლაჩი ავიღე,ტელეფონი და საჭირო ნივთები ჩავაწყვე და მისაღებში გავედი. დედა და მამაც მზად იყვნენ,ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.
⁃ ვაუ, რა ლამაზი ხარ მამი,- აღტაცებულმა ჩაილაპარაკა მამამ.
⁃ ოჰ,როდის არ ვარ ლამაზი,- სიცილი ამიტყდა.
⁃ ნარცისო,- გაიცინა დედამ, - ფრთხილად უნდა ვიყოთ დღეს ბიჭებთან განსაკუთრებით ილიასთან.
⁃ რატო? - უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
⁃ რაღა რატო, ისეთი ლამაზი ხარ გვეშინია შენი თავი არ მოგვტაცონ, - თვალი ჩამიკრა მამამ.
⁃ ისე ეგ დღეც დადგება...
⁃ ვატყობ მალე, - თბილად გაიღიმა დედამ,ასეთები იყვნენ ჩემი მშობლები... პატივს ყოველთვის სცემდნენ ჩემს არჩევანს,ახლა კი განსაკუთრებით მოწონდათ ჩემი არჩევანი. ზოგჯერ ისიც მეგონა ილიას ჩემზე მეტადაც რომ აფასებდნენ...
⁃ კარგი წავიდეთ ახლა ლიკასთან თორე გამიხეთქა ტელეფონი...

მალევე მივედით ლიკასთან, ჩემს დანახვაზე უზროდ ატეხა ყვირილი.
⁃ გოგო შენ რა დაქალი ხარ? სად ხარ ამდენი ხანი? - ბუზღუნებდა ლიკა... ჯერ კიდევ არ ეცვა კაბა.
⁃ აბა ახლა დამშვიდდი!რანაირად დადიხარ ერთი ერთი ეგ მითხარი, სასწრაფოდ მოემზადე თორე მალე შენ კი არ იჩხუბებ კოსტა იჩხუბებს,- ბოლო სიტყვების თქმის შემდეგ სახე უცებ მოეღრუბლა.ლამის ატირებულიყო,- ეი,ლიკა მშვიდად .
ახლოს მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე. უცებ ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამირბინა,რა უცებ გავიდა დრო... ლოყაზე ძლიერად ვაკოცე.
⁃ აბა ახლა დავტრიალდეთ , ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლიკას გარეგნობაზე ვისაც უნდა ეზრუნა ყველა ოთახში შემოვუშვი.
⁃ ვერ მოვასწრებ, -ლამის ატირებულიყო...
მოასწრო,ყველაფერი ნახევარ საათში გაუკეთეს. ულამაზესი იყო,კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი. პრინცესას გავდა, ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა აღტაცებული უყურებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში...



***
ილია დავინახე თუ არა ყბა დიდხანს მქონდა ჩამოვარდნილი.
⁃ დავიჯერო ასე კარგად გამოვიყურები? - ირონიულად გამიღიმა.
⁃ დაგღუპავს ეგ ირონია ლიპარტელიანო.
⁃ ოჰ ,ჩემი ბრაზიანი გოგო, - ახლოს მოიწია,ნაზად მომეხუტა და ყელში მაკოცა , - ულამაზესი ხარ იისფერო ქალბატონო...


***

ჯვრისწერისას ტირილი აგვიტყდა მე ლიკას,სულ ასეთი უცნაურები ვიყავით...




რესტორანში უამრავი ადამიანი ირეოდა,ზოგი ნაცნობი ,ბევრიც უცნობი,მაგრამ ყველაზე მეტად მერის და გურამის ნახვამ გამახარა. შორიდან დავინახე ილიასთან ერთად იდგნენ. სირბილით გავიქეცი მათკენ.
⁃ მერი ბებო, - შორიდან დავუძახე,გამოიხედა თუ არა სახე გაებადრა,ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა.
⁃ ჩემი ლამაზი გოგო ,როგორ ხარ შვილო?
⁃ კარგად მერი ბებო,თქვენ როგორ ხართ? - თბილად გავუღიმე .
⁃ კარგად ვარ ,ახლა კი განსაკუთრებით კარგად... რაც ახალი ამბები შევიტყვე , - ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა.
⁃ მე არ მნახავ შვილო? - აწუწუნდა გურამი. მისკენ წავედი და ჩავეხუტე.საოცარი ადამიანები არიან. ძალიან გამახარა მათთან შეხვედრამ.
⁃ როგორ გიკითხო შვილო?
⁃ კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით?
⁃ ძალიან კარგად, - თბილად გამიღიმა.
⁃ დამითმეთ ახლა ქალბატონი, - ჩაიცინა ილიამ და ხელი წელზე მომხვია, - მე არ ჩამეხუტები?
⁃ შენ სხვა დროს , - ეშმაკურად გავიღიმე.
⁃ ოჰ , შენ ვინც არ გიცნობს, - ვითომ გაბრაზდა ილია,მაგრამ მე რას მომატყუებდა. მთელი ძალით მოვეხვიე,ერთი წუთით ისიც დამავიწყდა სად ვიყავით...
⁃ ძალიან გამახარა თქვენმა ამბავმა,- თბილად გვიღიმოდა გურამი.
⁃ ჩემი ჩარევა აღარ გახდა საჭირო ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, - გაიცინა მერი ბებომ და ყველა აგვიყოლია სიცილში...

ქორწილი ისე მიდიოდა არავის ეტყობოდა დაღლა,ყველა მაგრად ერთობოდა. თითქმის არავინ იჯდა სიმღერის დროს სკამზე, ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ დიდებიც და პატარებიც... უამრავჯერ ვიცეკვე ილისთან. მასთან ურთიერთობამ ისე შემცვალა საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი,მის გვერდით ბევრად კარგი ვხდებოდი. ძალიან რომ დავიღალე ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ცოტახანში ილიაც ფეხზე წამოდგა და სცენისკენ წავიდა,მომღერლებს რაღაც გადაუჩურჩულა... მუსიკოსმა ცოტახანში მიკროფონი მისცეს.
⁃ მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩათვალეთ ჩემი ძმის ქორწილია. მე და კოსტა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,ყველაფერი ერთად გვაქვს გადატანილი , მინდა რომ ამიერიდან კოსტა შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი მოხდეს. ლიკა საოცარი გოგოა,ისეთი ყველას თავს რომ შეაყვარებს,ბედნიერებას გისურვებთ, - თბილად გაიღიმა და ხალხის ტაშიც გამოიწვია, - ერთი წუთი ჩუმად,გთხოვთ, - თქვენ უზარმაზარი ბედნიერება მაჩუქეთ ნინეს სახით , - ცრემლებმა გზა გაიკვლეს...
⁃ შეიძლება ბევრი ნინეს არ იცნობდეთ ,მაგრამ იცოდეთ ის საოცრებაა. ზოგადად ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის ამდენს არასდროს რომ არ ვლაპარაკობ, ნუ სასმელმაც თავისი ქნა ,მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ვთქვა... ნინე ის ქალია ვის გვერდით ჩემი დარჩენილი ცხოვრება წარმომიდგენია , - ჩემკენ წამოვიდა ... გული ამიჩქარდა. მთელი ხმით ავტირდი,მიყურებდა და თბილად იღიმოდა , ახლოს მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა, მერე კი ყველას გასაგონად ჩაილაპარაკა, - ნინე ცოლად გამომყვები?
ამ სიტყვების გაგონებისთანავე გავიყინე...
თითქოს ყველაფერი გაჩერდა. თვალებგაფართოებული შევყურებდი, მერე ყველას გავხედე გაღიმებულები იყურებოდნენ...
რა მოხდებოდა ეს რომ არ ეთქვა? ჩემი ოცნების მამაკაცი,ჩემი ცხოვრების სიყვარული ცოლობას მთხოვდა მე კი ვერაფერს ვამბობდი...
გაშეშებული ვიდექი.
⁃ ნინე , რას იტყვი? - ისევ იღიმოდა...
ამჯერად სიმწრისგან ავტირდი. რა იქნებოდა იმ დაწყევლილ სამსახურში რომ არ მემუშავა... ახლა აქ აღარ ვიდგებოდი ასეთი გულგატეხილი და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი...
მაგრამ მე ხომ ამაშიც არ გამინართლა. ვიცოდი ჩემი უარით გულს როგორ ვატკენდი ,მაგრამ ამ წამს სხვას ვერაფერს ვფიქრობდი, სიმწრით მოვუჭირე მაჯაზე ფრხილები ... ცოტახანს თვალებში ვუყურებდი,წამდაუწუმ ეცვლებოდა გამომეტყველება . მერე კი სიტყვის უთქმელად გავიქეცი ... ყველა აფსოლიტურად ყველა გაშეშებული დავტოვე.

ახლა მხოლოდ ილიას არ ვტკენდი,ყველას ვტკენდი. ერთადერთი ვინც სიმართლე იცოდა ლიკა იყო ... ვიცოდი რომ ახლა მხოლოდ ის მპატიობდა...

სხვა დანარჩენს ყველას იმედი გავუცრუე...
მათ ხომ სიმართლე არ იცოდნენ.
მთელი ძალით გავრბოდი,მაგრამ სად ეგეც არ ვიცოდი, მივრბოდი და არ ვჩერდებოდი. ქუჩაში გამვლელები უვნაურად მიყურებდნენ,მაგრამ სად მცხელოდა მათთვის. საშინლად მტკიოდა გული,ისე საშინლად ლამის იყო გამსკდარიყო. როცა მივხვდი რომ სიარული აღარ შემეძლო ადგილზე ჩავიკეცე , არ შემეძლო ... ჩემ უსაქციელობას თავს ვერ ვპატიობდი... ზოგჯერ რა უაზროდ ვიქცებით ქალები... ფეხიდან სისხლი მომდიოდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
გამვლელები მეკითხებოდნენ დამხარება ხომ არ მჭირდებოდა,მაგრამ პასუხის გაცემის არც ძალა და არც თავი მქონდა...
კეფელთან მივედი და მთელი ძალით დავუშინე მუშტები ,თავს ჩემ არაადამიანობას ვერ ვპატიობდი. მერე ორად მოვიკეცე და მთელი ხმით ავბღავლდი.
ვიღაც გოგო და ბიჭი მომიახლოვდა.
⁃ რაში დაგეხმაროთ? - ხმა აუკანკალდა გოგოს.პასუხის გაცემის არც თავი მქონდა არც სურვილი.
⁃ ჩვენთან წავიყვანოთ,ასე როგორ დავტოვოთ...


***

საშინლად იყო ილია,ყველა განადგურებული უყურებდა მას. ასეთი არასდროს ენახათ,არ მაშინ როცა შეიტყო რომ ჭიდაობას ვერასდროს გააგრძელებდა. ხედავდნენ წამებში როგორ მოტყდა.
ილია ათას რამეს ფიქრობდა,მაგრამ რა იცოდა სიმართლე რა იყო...რომ სცოდნოდა გაუგებდა,ყველაფერს გაუგებდა...
მერე განმარტოებულს ,კედელთან ჩამომჯდარს მიუახლოვდა ლიკა. ისიც მასსავით დაჯდა ამხელა კაბით. ხელი მხარზე შეახო. მაშინვე გახედა ილიამ,თვალებში სევდა ჩადგომოდა.
⁃ რატომ?
და მერე ყველაფრის მოყოლა დაიწყო ,არაფერი გამოუტოვებია. დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. გგონიათ ამ ამბის გაგონებაზე ილია გაბრაზდა? პირიქით ერთი ღრმად ამოისუნთქა.
⁃ მეგონა არ ვუყვარდი,ჩემი ჩურჩუტი გოგო თურმე რა დღეში იყო, - თვალებში ბედნიერების სხივი გაუკრთა.
ლიკამაც ამოისუნთქა ,ახლა ისეთი ბედნიერი იყო... გრძნობდა რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდენოდა.

ილიას ნომერზე ზარი შემოვიდა. მისთვის უცნობი გოგონა უხსნიდა რომ მასთან ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა,ყველაფერი აუხსნა ... უცებ წამოხტა მოსმენილის გადახარშვის შემდეგ ილია.
⁃ რა ხდება? - ვეღარ გაიგო ლიკამ რა უთხრეს ტელეფონზე ასეთი.
⁃ ცუდათაა ნინე,უნდა წავიდე ... შენ კი ახლა კოსტასთან გადი და თაფლობის თვეზე წახვალთ! უარი არ გამაგონო!


***

ძილში თბილ შეხებას გრძნობდა სახეზე ,თმებზე. ხმები ჩაესმოდა ,მაგრამ ყველაფერს სიზმარს აბრალებდა.



№1  offline წევრი Firefly

მაჩუქეთ ილია!
მ ა ჩ უ ქ ე თ!
უძალიანმაგრესია!!!!!!მალე დადე შემდეგი
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი mk

woww dzalian magari iyo sityvebi ar myofnis iseti magari

 


№3  offline წევრი nini :)

auuu ra magari xar,,,, amartleb chems molodins, dzaan magari iyoooo... amavso rasac hqvia... sityvebi ar myofnis gadmosacemad..... is iyo rac mindodaaaa... male dade shemdegiiii...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent