შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


3-09-2016, 00:53
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 856

თავი 20


ქეთიმ სწრაფად აირბინა კიბეები და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
-როგორ ხარ ?-მოისმა მეგობრის მხიარული ხმა
-კარგად ეკა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. აბა რა ხდება თქვენსკენ მომიყევი ახლა.
ქეთიმ ფეხსაცმელები ოთახში უწესრიგოდ მიყარა და საწოლზე წამოწვა.
-რა ვიცი მეგობარო. ბევრი რამე მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. საიდან დავიწყო არ ვიცი.
-შენზე მომიყევი როგორ ხარ?დათოსთან რას შვები?ალექსი არ გამოჩენილა?
-არა მეგობარო. ალექსი არ ჩანს. არაფერი ვიცი მასზე. რამდენჯერმე ნანასაAნ ვიყავი ქალაქში ჩასული და არც მას არ უთქვამს არაფერი. ეტყობა აღარც იქ რეკავს.
-იმედი არ დაკარგო, აი ნახავ აუცილებლად დაბრუნდება.
-დათოსთან ძალიან უბედური ვარ.არ აეწყო ჩვენი ურთიერთობა ან რა გამოვიდოდა? ხომ იცი ისედაც არაფერს ველოდი ამ ურთიერთობისგან.
-მერე გაშორდი,რაღას იწვალებ თავს?
-ბოლო დროს უკვე ძალიან გამაწამა. სულ სვავს, აღარც ნარკოტიკებზე ამბობს უარს. სახლში რამდენჯერ დამხვდა მისი ლოთი ძმაკაცები. მგონი საყვარელიც ჰყავს.
-მერე რატომ ითმენ ამდენ რამეს ქეთი? ეს შენი სახლია და გაუშვი სახლიდან. დამპირდი რომ ხვალვე შეიტან განცხადებას განქორწინებაზე.
-უკვე ვაპირებ მართლა ვეღარ ვუძლებ ეკა.რამდენჯერმე თავი ვერ გააკონტროლა და დამარტყა. აი მაშინ კი ვინატრე სიკვდილი, მაგრამ ისევ მოვიკრიბე ძალა და ცხოვრება გავაგრძელე.
-იცოდე ეგ თუ აპატიე მაგას, მე არასოდეს აღარ დაგელაპარაკები. დამკარგავ, გაშორდი და მოიშორე თავიდან
-შენზე მომიყევი, როგორ ხარ მანდ როგორ?
-თავიდან მეც გამიჭირდა. ამდენ უცხო ხალხთან შეგეუბა მითუმეტეს სულ მამაკაცები არიან. მხოლოდ ერთი გოგოა ჩემი ასაკის. წვრთნებს გავდივართ. რთული და დათვირთული გრაფიკი გვაქვს. საუკეთესოებს მალე შეარჩევენ და სპეცრაზმში გადაიყვანენ. ჯერჯერობით ვუძლებ და კარგი შედეგები მაქვს, მაგრამ რა იქნება მომავალში არ ვიცი.
-თორნიკე არ შეგხმიანებია?
-არა მაგრამ მასთან ახლოს ვარ. ვიპოვი ქეთი აუცილებლად ვიპოვი.
-ყველაზე ძლერი და ყველაზე სუსტი ხარ შენ ეკა. ყველაზე მეტად შენ დაიტანჯე. ჩვენ ასე თუ ისე ყველას გაგვიმართლა. თაკო ბედნიერია ოჯახთან ერთად. ნიკუშა ისეთი საყვარელია ჩაყლაპავ.მალე ფეხზეც გაივლის. რაღაცეებსაც ლაპარაკობს უკვე. ანა და ბაჩო ჯერჯერობით თქვენთან ცხოვრობენ. შენი მშობლები ხელისგულზე ატარებენ სიძეს, ორივემ გულიანდ გადაიკისკისა.
-დეიდა როდის გავხდები ნეტავ.
-მალე ეკა, მალე ანა უკვე ორსულადაა. გუშინ იყო ჩემთან. ორსულობა კარგად მიდის.
-რამდენ რამეს ვაკლდები. როგორ მინდა თქვენთან ერთად, როგორ მინდა ისევ ძველი დრო დაბრუნდეს, როცა უდარდელები და ბედნიერები ვიყავით. ნეტავ ეს ყველაფერი არ დაწყებულიყოო..
-კარგი ეკა არ ინერვიულო დასასრული იქნება სამაგიეროდ ისეთი ჩვენ რომ გვინდა.აი დედაჩემიცი თითქოს შევირიგე, გადმოდგა ჩემსკენ შესარიგებელი პირველი ნაბიჯები. იმ ოპერაციის შემდეგ ხშირად მეკონტაქტება, მართალია გულახდილად ვერ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს ხომ წინსვლაა და ესეც ხომ კარგია?
-შერიგდებით მეგობარო, შვილი არავის არ დაუკარგავს, შენ კი მანამდე დათოს არაკაცობა უნდა დაამტკიცო,
-აუცილებლად. რამდენი ხანია ასე არ გვიჭორავია
-რას არ დავთმობდი ქეთი რომ ახლა შენთან ერთად ერთი ჭიქა ყავა დამელია.
-მალე ერთად ვიქნებით ისევ.
-კარგი მეგობარო წავედი ახლა. მეტი დრო აღარ მაქვს
-კარგი ეკა. იცოდე ხშირად დაგვირეკე და არ დაიკარგო. აღარ გვანერვიულო ისე როგორც თავიდან, როცა წახვედიდა ერთი თვე არ დაგვირეკე.
-არ მეგობარო აღარ განერვიულებთ აბა ყველას მოკითხვა, მიყვარხართ ძალიან.
ქეთი მეგობობარს დაემშვიდობა და ცოტა ხანს ასე იყო წამოწოლილი საწოლზე. ტელევიზორს უყურებდა და თავს ირთობდა. გარედან ხმაური მოისმა. მიხვდა დათო დაბრუნდა. არ გასულა ოთახიდან. მორიგ კონფლიქტს მოერიდა, კარი გადაკეტა და დაძინება დააპირა, მაგრამ არ დასცალდა. ოთახში კაკუნის ხმა გაისმა.
-ქეთი.- დაუძახა დათომ. ხმა არ გასცა. ტელევიზორიც გამორთო.
-გამიღე კარი. ვილაპარაკოთ.
-არაფერი გვაქვს სალაპარაკო დათო. წადი დაძინე. მშვიდად უპასუხა მან.
-გვაქვს.გამიღე კარი. ბოლოსდაბოლოს დიდხანს გითმინე ახლა დროა ცოლის მოვალეობა შეასრულო.
-არასოდეს დათო.
-გამიღე თორემ შემოვამტვრევ.
ქეთი შიშმა აიტანა. მიხვდა რომ დათო ამჯერად თავისას გაიტანდა. სხვას დროს ასეთი არ უნახავს. საშველი არსაიდან იყო, არ იცოდა რა ექნა. უკვე კარზე აბრახუნებდა. სასოწარკევთამ მოიცვა და ტელეფონს ეცა. პირველი ვინც სიაში ნახა ნიკა იყო. მაშინვე დარეკა.დათო უკვე კარს ატვრევდა როცა ნიკამ უპასუხა.
-ნიკა მიშველე -იკივლა მან.-სახლში ვარ. მეტის თქმა ვერ მოასწრო დათომ ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სახეში ძლიერად გაარტყა..
გონს რომ მოვიდა გააფთრებულ თორნიკეს ნიკა იჭერდა. დათო კი დასისხლიანებული იწვა იატაკზე და არ ინძრეოდა. გაოგნებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-თორნიკე შენ ხარ?-ამოილუღლუღა როგორც იქნა.
-დამშვიდდი ბიჭო. უყვირა ნიკამ. ქეთი მოვადა გონზე.
-ქეთი ხომ კარგად ხარ ?ხომ არაფერი დაგიშავა?-თორნიკეზე ქეთის გონზე მოსვლამ დამამშვიდებელი წამალივით იმოქმედა.
-კარგად ვარ მხოლოდ სახე მტკივა.
-აი აიღე ყინული ტუჩი გაქვს გახეთქილი.
ქეთის სახეზე მიიდო ყინული. მალე სასწრაფო მოვიდა რომელიც ნიკას გამოეძახებინა და დათო საავადმყოფოში გადაიყავენს. სახლში მხოლოდ ქეთი და ბიჭები დარჩნენ. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
-აქ როგორ მოხვდი თორნიკე?
-დღეს დავბუნდი. ნიკა ჩემთან ერთად იყო შენ რომ დარეკე.აეროპორტიდან ვბრუნდებოდით. ისეთი ხმა გქონდა მივხვდით რაღაც გიჭირდა.
-მანქანა წესივრად გაჩერებულიც არ მყავდა რომ გადმოხტა და სახლისკენ გამოიქცა. კარი ღია იყო და შენი კივილის ხმა ისმოდა.
-არ მახსოვს ნიკა არაფერი.
-ნუთუ ასეთ დღეში იყავი სულ?
-არა არა, ეს დღეს დაემართა ასე, არ ვიცი რატომ? აქამდე თავის დაცვას ვახერხებდი ყოველთვის.
-რატომ აქამდე არ მითხარი? ან რატომ მიიყვანე საქმე აქამდე?უსაყვედურა ნიკამ
-ესე მხოლოდ ჩემი საქმეა
-ალექსისთვის რა პასუხი გამეცა შენ რომ რამე დაგმართნობა.
-კარგი რა თორნიკე, დამპირდით რომ ის ვერ გაიგებს ამის შესახებ.
-მას როგორ ჩავხედო თვალებში?მისი საყვარელი ქალი ვერ დავიცავი?ეს როგორ ვუთხრა. კიდევ კარგი მოგისწარი.
-მადლობელი ვარ თორნიკე ამისთვის.
ქეთის კინაღამ წამოსცდა მუქარის შესახებ, მაგრამ მალევე მოეგო გონს. და ბიჭებს ყავა შესთავაზა.
-ვგავართ ეხლა ჩვენ იმ სვეცკ ბიჭებს ყავას რომ მიირთმევენ?-გაეცინა თორნიკეს.-ლუდი მოგვიტანე თუ მოგეძებნება.
-ახლავე. მაქვს როგორ არ მაქვს.
ქეთი მალე დაბრუნდა ლუდის ორი ბოთლით და ყავით. ჭიქებიც მოაყოლა მათთვის და სასაუბროდ ჩამოსხდნენ.
-აბა მოყევი შენ როგორ ხარ თორნიკე?
-კარგად ჩემო ქეთი. კარგად. თავიდან გამიჭირდა ეკას გარეშე მაგრამ მერე დავწყნარდი.
-რადგან ეკაზე ჩამოაგდე საუბარი მინდა რაღაც გითხრა. იცი რომ ეკა სპეცრაზმში წავიდა? შენ გეძებს? შენს შესახებ არაფერი იცოდა. მიხვდა რომ შენ დაკარგვას ვერ გადაიტანდა და შენთან წამოვიდა.
-მეხუმრები?ეკა იქ როგორ წავიდა? როგორ უნდა გაუძლოს იმ დატვირთულ რეჟიმს ?როგორ გადაიტან იმ ყველაფერს?
-ეკა ძალიან ძლიერია თორნიკე.სიყვარულმა გააძლერა. მაგრამ ამავე დროს სუსტია. შენი სიყვარული ასუსტებს. მხოლოდ შენზე ფიქრობს. ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ მინდა რომ მეგობარი დამიბრუნო.
-კი მაგრამ როგორ?ის ხომ არ მპატიობს?
-მან უკვე გაპატია ყველაფერი. თუ რამე დაემართა პასუხს შენ მოგთხოვ
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-მას დაგიბრუნებთ. ჯანმრთელს და საღ-სალამათს.
-მადლობა თორნიკე, ყველაფრისთვის მადლობა.
-ქეთი ხომ იცი რომ ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება?
-ვიცი ნიკა. ხვალ საჩივარს შევიტან და განცხადებას განქორწინებაზე.
-ძალიან კარგს იზავ. იცოდე ეს რომ არ გააკეთო არავინ იცის ხვალ რას მოიმოქმედებს. სხვა დროს შეიძლება ვერავინ გიშველოს.
-ვიცი რომ გულწრფელად ზრუნავთ ჩემზე. ისე მოვიქცევი როგორც საჭიროა.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს. ძველი ამბები გაიხსენეს. იმხიარულეს. უკვე შუაღამე იყო როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ...
მანქანაში რომ სხდებოდნენ ნიკამ გადაულაპარაკა ძმაკაცს.
-ალექსისი დაბრუნების შესახებ რატომ არ უთხარი?
-ეს სიუპრიზია. მას ასე ისურვა. თვითონ დაელაპარაკება რომ ჩამოვა. შენ რატომ არ მითხარი ეკას შესახებ.
-მას ასე უნდოდა.
-რომ გეთქვა ცას და დედამიწას შევძრავდი და მას ვიპოვიდი.
-ახალაც არაა გვიანი. მთვარია შენ მონდომო.
-მოვინდომო? ამას რამდენი ხანი ველოდი ხომ იცი ნიკა?ახლა ცას და დედამიწას შევძრავ და მას ვიპოვი....


მეორე დღეს გამოცხადდა ქეთი სასამრთლოში და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.მერე სახლში დაბრუნდა. დასვენების დღეე ჰქონდა. იცოდა დათო საავადმყოფოში იყო და თავს მშვიდად გრძნობდა. შუადღეს თაკო ეწვია. მისი სახის დანახვაზე ელდა ეცა
-ეს რა არის?
-არაფერი. დამაცადე ბავშვს მოვესიყვარულო და მოვეფერო.
-არა მართლა რა მოხდა? ჩემ ძმამ ჩაიდინა.
-თაკოო....თვალები დაუბრიალა ქეთიმ.- გთხოვ შენ ყავა მოადუღე. მე მანამდე ამ პატარ გოჭს ვეთამაშები. ქეთიმ ნიკუშა აიყვანა ხელში და ჰაერში დაატრიალა. თაკომ საყვედურით სავსე თვალებით გახედა. სამზარეულოში გავიდა და ქეთიც გაიყოლა
-მომიყევი რა მოხდა. თაკომ ყავა შემოდგა გაზზე.
-მოკლედ წუხელ ნასვამი დაბრუნდა და ჩემთან შემოსვლა მონდომა...
-რას ნიშნავს შენთან შემოსვლა მოინდომა?
-თAაო ეს პირადულია.
-მგონი ვიმსახურებ ვიცოდე რა ჩაიდინა ჩემ ძმამ. მითუმეტეს შენთვის უცხო არ ვარ.
-მიძნელდება ამაზე საუბარი. ჩვენ აქამდე ურთიერთობა არ გვქონია, ცალ-ცალკე ოთახებში გვძინავს. წუხელ კინაღამ ჩემზე იძალადა. მოვასწარი ნიკასთან დარეკავ. მერე კარი შემოამტვრია და მცემა. გონს რომ მოვედი დავინახე თორნიკე, რომელიც გამეტებით ურტყმდა და ნიკა ძლივს აკავებდა.
-რას ამბობ ქეთი?ასეთი რამე როგორ არ მითხარი?როგორ არ დამირეკე?
-არ მინდოდა რომ გენერვიულა.
-ამას ჩემ ძმას არასოდეს ვაპატიებ.შენზე როგორ ასწია ხელი? თაკო გაცეცხლებული იყო
-დამშვიდდი. კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი. მინდა ჩემგან გაიგო.
-რამე დარჩა კიდევ?
-კი დღეს განქორწინებაზე შევიტანე განცადება, ჯერჯერობით პოლიციაში არაფერს ვიტყვი. თავი თუ არა დამანბა მერე სხვანაირად მოვიქცევი.
-როგორც შენ გადაწყვიტავ ისე იქნება. მინდა ბედნიერი იყო ჩემო გოგო. კარგად ვიცი შენ და ალექსს როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და მინდა თქვენ ისევ ერთად იყოთ.
-თაკო. ხანდახან მგონია რომ შენ და დათო და-ძმა არ ხართ. ისეთი განსხვავებულები ხართ.
-დედის სითბო ორივეს მოგვაკლდა. მაგრამ მას ყველაზე მეტად. მამის სითბოც აკლდა და მამის ყურადღებაც, იმიტომაც აჰყვა უბნის უსაქმურ ბიჭებს და ამიტომაც ჩამოყალიბდა ასეთად.
-რას ვიზავთ. სუსტი ნებისყოფა აქვს. სწორედ მაგ ძმაკაცების წყალობით.
-ქეთი ცოლად რატომ გაყევი?
-დარწმუნებული ხარ რომ ამის მოსმენა გინდა.
-მინდა სიამრთლე გავიგო.
თაკოს ყავა სულ გადაავიწყდა და ასე გაცივდა. ადგა ახალს მოვადუღებო მაგრამ ქეთიმ შეაჩერა.
-არ მინდა. იყოს არ შეწუხდე.
-კარგი. აბა გისმენ. თვალზე ცრემლები ჰქონდა სავსე
-ჩემბეს რომ ვეჩხუბე და სახლიდან წავედი იმ პერიოდში ნანასთან ვცხოვრობდი. დათომ გაოგო რომ მათეს ვუვლიდი და მისი მოკვლით დამემუქრა. შემეშინდა და ამიტომ დავთანხმდი.
-ღმერთო ჩემო. -იკივლა თაკომ.ნიკუშას შეეშინდა და ქეთის მიეხუტა.
-დამშვიდდი თაკო ბავშვს ეშინია.
-იცი რაა ქეთი ცოტა ხანს დაიტოვე ნიკუშა,საქმე მაქვს მალე დავბრუნდები.
-სად მიდიხარ?
-მალე დავბრუნდები. რაღაც გამახსენდა.
თაკომ ჩანთას დაავლო ხელი და ნაჩქარევად გავარდა სახლიდან...
ერთხანს ნიკუშას ეთამაშებოდა. მერე გაახსენდა რომ მაღაზიაში საქმე ჰქონდა. სახლისთვის რაღაცეები უნდა ეყიდა. ბავშვს ჩააცვა,თვითონაც გადაიცვა და სახლიდან გავიდნენ.. შემოდგომის გრილი საღამო იყო. ფეხით გაუყვნენ გზას... მალე მაღაზიაც გამოჩნდა. სწრაფად იყიდა ყველაფერი და უკან გამობრუნებას აპირებდა როცა ბავშვმა სათამაშოების განყოფილებში ტირილი დაიწყო.
-რა გინდა პატარა? მოეფერა ქეთი.
-ის მინდა.-მანქანისჯკენ გაიშვირა ხელი
ქეთიმ ბავშვს სათამაშო მიაწოდა და დააწყნარა.
-გამარჯობა ქეთი.-მოემა უცებ ზურგს უკან
ხმა ნაცნობი იყო. გული შეუფრთხიალდა. მიხვდა ვინც იყო და სწრაფად მოტრიალდა. წაბორძიკდა და კინაღამ დაეცა. ბიჭმა ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო
-ალექს.-დაიჩურჩულა ოდნავ გასაგონი ხმით.
ერთმანეთს უყურებდნენ. მათთვის თითქოს დრო გაჩერდა. იმ წუთის გაჩერებას ნატრობდნენ. ისევ ისე დაიწყო გულმა ძგერა. ორივეს გული სიყვრულით იყო სავსე. ქეთის თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-როგორ შეცვლილხარ. გალამაზებულხარ.
-მადლობ.
-ახლა უკვე ქალი ხარ. აღარ ხარ ის მხიარული გოგო.... არ იტირო რაა გთხოვ... სთხოვა ალექსმა და სახეზე მოწყენა გამოესახა.
-შენც შეცვლილი ხარ.
-ახლა ჩევნი შვილი უნდა გეჭიროს ხელში....დედობა მოგიხდებოდა...
ეს იყო ბოლო წვეთი. ქეთიმ მეტი ვეღარ გაუძლო. ცრემლებს გასაქანი მისცა და ალექსისკენ გაიქცა მოეხვია. ბიჭი ძლიერად იხუტებდა მას და თმაზე ეფერებოდა.
-ნუ ტირი გთხოვ. ხომ იცი რომ შენ ცრემლებს ვერ ვიტან.
-ძალიან მენატრებოდი. ძალიან. მაპატიე გთხოვ მაპატიე. არ ადარდებდა სად იყო. არ ფიქრობდა რომ ამდენი ხალხი უყურებდა. ნიკუშა თავისთვის თამაშობდა ახალი მანქანით.
-მე მაპატი რომ შენთვის არ ვიბრძოლე. რომ ასე ადვილად დავუჯერე ხალხს და ასე ადვილად დაგთმე.
-ვერ შევძელი შენი დავიჭყება. ყოველდღე უფრო და უფრო მენატრებოდი. უფრო მეტად მიყვარდებოდი.
-მე უფრო მიყვარხარ ჩემო პატარა. წამო სადმე წავიდეთ აქ ხომ არ ვილაპარაკებთ?ასე ხომ არ ვიქნებით და ამ პატარა ვაჟკაცსაც წავიყვანთ
ალექსმა ბავშვი აიტაცა ხელში და ჰაერში შეათამაშა. ნიკუშამ სიცილი დაიწყო და კიდევ მინდაო და ასე თამაშ-თამაშით დატოვეს მაღაზია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent