შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვა ვერ გასცდება ნაპირებს..! (ნაწილი I სრულად)


3-09-2016, 21:37
ავტორი Niad13
ნანახია 2 616

ნოემბერი იყო.უჩვეულო და სხვანაირად ცივი.არ მოველოდი,უფრო სწრად ყველაზე ნაკლებად ამას ველოდი იმ ნოემბრის სიცივეში.რამ გადამრია?!რამ გამაგიჟა?!ალბათ ესეც ბედი იყო და მე ყველაზე მეტად ამის მჯერა...
ჩვიდმეტ ნოემბერს ავიჩემე ბათუმში უნდა წავიდე-თქო.გადაირია მთელი ჩემი ოჯახი და სამეგობრო წრე.ამ ყინვაში რადროს ზღვა და ბათუმიაო.მე კი ისე მინდოდა...მთელი ჩემი არსებით,სხეულით,გულით და გონებით.წარმოვიდგენდი როგორ ვიჯექი პლედში გახვეული ქვით დაფარულ ნაპირზე და გავცქეროდი ჩაშავებულ,ნაცრისფერ და ტალღებადიდებულ ზღვას.ხოდა ჩავალაგე ტანსაცმელი,ვიყიდე მატარებლის ბილეთები და ყველას ხვეწნის თუ მუდარის მიუხედავად მანც წავედი.რა მინდოდა?!რას ვერჩოდი ჩემს თავს?! ალბათ შინაგანად ვეძებდი.შინაგანად მინდოდა და ამიტომ ვეღარ მომითმინა გულმა.თავად იპოვა და მიაგნო.

***

-გისმენთ!-ვუპასუხე მობილურს მგზავრობით გადაღლილმა და დივანზე ჩავესვენე.
-ნინა, დეე როგორ ხარ?როგორ იმგზავრე?-მშვიდი და ინტერესით სავსე ტონით მეკითხებოდა მობილურის მეორე მხრიდან დედაჩემი.
-კარგად ვარ ნათია,უბრალოდ მგზავრობამ დამღალა,ცოტას გამოვიძინებ და გავალ ზღვაზე-სასხვათაშორისოდ ვუთხარი და თვალებ მინაბული მის პასუხს დაველოდე.
-კარგი,თბილად ჩაიცვი იცოდე,არ გაცივდე!რადროს ზღვა იყო ამ შუა ნოემბერში.გადამრევ!-ისევ თავის აზრზე იდგა დედაჩემი.
-კარგი დე,კარგად!-სწრაფად მოვუჭერი,რომ მისი რჩევა-დარიგებები აღარ მომესმინა და იქვე დივანზე მკერდზე მუხლებმიბჯენილი დავწექი.უცბად დილით მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და გამეცინა.როგორ შეიძლება ადამიანს ორი კორპუსი აერიოს ერთმანეთში.
მთელი ღამის ღამენათევი ჩამოვედი მატარებლიდან და ნახევრად თვლებ დახუჭულმა რასაც ჰქვია მივათრიე გატენილი ჩემოდნები მთავარ გზატკეცილამდე.მერე რამოდენიმე წუთი ველოდი ტაქსის გამოჩენას და ბინდბუნდში ჩაკარგულ ბათუმს ნახევრად ღია თვალებით გავცქეროდი.როგორც იქნა ისიც მოვიდა მეც სწრაფად ჩავხტი,მისამართი ვუთხარი და მაშინვე დავხუჭე თვალები,რომ თავის ტკივილისგან არ გავგიჟებულიყავი.

"პირველი სადარბაზო,მესამე სართული,მეშვიდე ბინა" ჩუმად ვკითხულობდი პატარა ფურცელზე დაწერილ მისამართს,რომელიც დედაჩემის დაქალმა მომცა თავისი ბინის გასაღებთან ერთად და თან მითხრა ჩათვალე შენს სახლში ხარო.მეც ავუყევი კიბეს ჩემოდნების თრევით დაღლილი და როგორც იქნა ბინას მივადექი.ჯიბიდან გასაღები ამოვაძვრინე და ვცადე საკეტისთვის მომერგო მაგრამ უშედეგოდ.კიდევ ერთხელ ვცადე...კიდევ...მაგრამ ვერაფრით გავაღე.მერე კარის მეორე მხრიდან რაღაც ჩხაკუნის ხმა გავიგე და უეცრად ჩემს წინ აღმართული რკინის კარი გაიღო.დავინახე როგორ მიყურებდა შავ სპორტულ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი,ნახევრად მძინარე ბიჭი.შავი თმა ჰქონდა და შავი თვალები.მაღალი იყო,ოდნავ მხრებში მოხრილი.ინტერესით შემათვალიერა და მომაჩერდა.
-ამ ბინაში მე ვცხოვრობ-კატეგორიულად ვუთხარი გაბრაზებულმა და მის პასუხს დაველოდე.მას ჩემს ამ ქცევაზე გაეცინა და ცალყბად გაღიმებულმა მიპასუხა
-სამი წელია ეს ბინა ჩემია და რაღაც არ მახსოვს რომ გავყიდე-ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა,ერთი ღერი ამოიღო,მოუკიდა და ძალიან ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-პირველი სადარბაზო,მესამე სართული,მეშვიდე ბინა,მეორე კორპუსი-კიდევ ერთხელ ხმამაღლა წავიკითხე პატარა ფურცელზე დაწერილი მისამართი.უცნობმა ისევ გაიცინა და "ეს მესამე კორპუსიაო" ნახევრად მძინარე ხით მითხრა.ძალიან შემრცხვა ჩემი ქაჯური საქციელის.ბოდიში მოვუხადე.მან მშვიდად მითხრა "არაუშავს,მოსდით ხოლმე უჭკუოებსო"თითებში სიგარეტმოქცეული ხელი ჩიაქნია და კარი ცხვირ წინ მომიხურა.გავშრი.მაგრამ რომ წარმოვიდგინე დილის ექვს საათზე,მძინარეს,სახლში მადგება გატენილი ჩემოდნებით ხელში ვიღაც და მეუბნება ეს ჩემი სახლიაო აბსულუტურად შევედი მის მდგომარეობაში და მივხვდი,რომ მე უფრო უხეშად მოვექცეოდი.


***

სიცივემ გამომაღვიძა და ვიგრძენი, როგორ მოკუნტულს მეძინა დივანზე.წამოვიზლაზნე და მკლავები მხრებზე მოვიხვიე,რომ ცოტა გავმთბარიყავი.ცალი თვალით საათს გავხედე.შუადღის ორი საათი იყო."რა დრო გასულათქო" გავიფიქრე და წამოვდექი.თბილად ჩავიცვი,პლედი ჩანთაში ჩავტენე და ზღვასთან შესახვედრად მოვემზადე.

***

ათ წუთში უკვე სანაპიროზე ვიყავი.ზღვიდან ცოტა მოშორებით დავჯექი,რადგან ძალიან დიდი ტალღები იყო და შემეშინდა არ დავსველებულიყავი.ერთი პლედი ძირს დავაფინე,მეორე შემოვიხვიე,მობილურში "Sleeping at last-Saturn" ჩავრთე,ყურსასმენები გავიკეთე და საბოლოოდ ვიგრძენი,რომ დავმშვიდდი.ჩემი ცხოვრება ყოველთვის ერთი დიდი არეულობა იყო.არაფრით განსხვავებული,ჩვეულებრივი,ზოგჯერ ფერადი და ზოგჯერ უფერულიც.მოსიყვარულე დედა,კარგი მამა და უმცროსი ძმა.პატარა და თბილი ოჯახი.ჰორიზონტს გადავხედე და მივხვდი,რომ ვიღაც ცუდად მომხვდა თვალში.ის ჩემგან სულ ოთხი ან ხუთი მეტრის მოშორებით იჯდა.თხლად ჩაცმული და ჩაფიქრებული.სიგარეტის მოწევა რომ დაიწუო მივხვდი, საიდანღაც მეცნობოდა,მაგრამ ვერ გავიხსენე.მერე გამომხედა,ინტრიგნულად გამიღიმა და...ღმერთო! ის იყო.ის ბიჭი დილით,რომ სახლში მივუბარდი და ვუმტკიცებდი ჩემი სახლია-თქო.ფეხზე წამოდგა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო."არარსებობს!" გავიფიქრე ჩემთვის და ყბადაღებული მივაჩერდი.ის მშვიდად განაგრძობდა სულ ცოტა ორ-სამ გრადუს ყინვაში ტანსაცმლის გახდას,როცა მე ათ პლრდში ვიყავი გახვეული და ზღვის ჰაერი მაინც ცივი მეჩვენებოდა.მერე წყლისკენ დაიწყო სვლა და მე თვალები დავხუჭე.გამაჟრჟოლა.გამაცია.ყველაფერი ართდროულად დამემართა.საშინელი ამინდი იყო.უშველებელი ტალღები და მინუს სამი გრადუსი ყინვა.თვალები რომ გავახილე უკვე ზღვაში იყო და ტალღებს ეთამაშებოდა.შევამჩნიე რომ არაჩვეულებრივად ცურავდა და ცოტა დავმშვიდდი,მაგრამ მაინც მეცოდებოდა.შუა ნოემბერში,წყალში.ცოტაცანს ასე იცურა და მერე გალურჯებული ამოვიდა წყლიდან.

***

მეორე დღეს სახლიდან არ გავსულვარ.საშინლად წვიმდა და ციოდა.ხასიათიც გამიფუჭდა და ცოტა ჩემებიც მომემატრა.ბოლოს და ბოლოს რა უნდა აკეთო მარტომ გაყინულ და ნესტიან ბათუმში,მაგრამ რომ გამახსენდა გუშინდელი სურათი მაშინვე ყველაფერი დალაგდა.ნაცრისფერი ზღვა და დიდი ტალღები.საღამოს ნატამ დამირეკა.ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.მეც მოვუყევი რაც მოხდა და ორივემ ერთად გულიანად ვიცინეთ.ბოლოს მითხრა "ჭკვიანად იყავი და ეცადე სახლში აღარავის მიუვარდეო" მეც დავპირდი როგორ გეკადრება,მაგას როგორღა ვიზავ-თქო და მობილური გავთიშე.

***

ოთხი დღე ასე უაზროდ ვიყიალე სანაპიროზე.ზღვის ყურება მალევე მბეზრდებოდა და ნახევარ საათში სახლში გავრბოდი.ბათუმში არავის ვიცნობდი,ახალი ხალხის გაცნობის და ამ სიცივეში ღამის კლუბებში სიარულის თავიც არ მქონდა და ვიკლავდი თავს მარტოობაში.მეხუთე დღეს ბევრი არ მიფიქრია.გამოვიპრაჭე,ჩავიცვი და სახლიდან გავედი.ეზოში რომ ჩავედი ცალი თვალით გადავხედე მეზობელ კორპუსს და ღრმად ჩავისუნთქე."ან გააკეთე ეს,ან მოკვდი მარტოობაში!" ვუთხარი ჩემს თავს და გეზი მესამე კორპუსისაკენ ავიღე.

***

ზარის ღილაკს საჩვენებელი თითი მივაჭრე და თვალები დავხუჭე ყველანაირი სტიქიური უბედურების მოლოდინში.კარის მეორე მხარეს ნაცნობი ჩხაკუნის ხმა გავიე.წამის მეასედში ხმამაღალი ხარხარის ხმა გაისმა.
-სახლი არ შემშლია-ჩავილაპარაკე დარცხვენილმა.უცნობმა სიცილი შეწყვიტა და შემომხედა.
-აბა რამ შეგაწუხა?-ცოტა ცინიკური ტონით მკითხა და მსუბუქად ჩაიცინა.
-მე...-დავიწყე ენის ბორძიკით და თავში ათასამდე უაზრო აზრმა გამიელვა თუ რა უნდა მომეტყუებინა მისთვის და როგორ გამემართლებინა თავი.ბოლოს ნათურა აინთო და ძლივს ამოვილუღლუღე-რომ მოვდიოდი სახლში მობულურის დამტენი დამრჩა,აქ არავის ვიცნობ და ვიფიქრე...-მაშინვე მივხვდი რა უაზრობა მოვიბოდიალე და ენაზე ვიკბინე.უცნობმა იმაზე გაოცებული სახით შემომხედა ვიდრე პირველი შეხვედრისას და შემოდიო მანიშნა.ისევ ეწეოდა.ბინა პატარა და მყუდრო იყო.ერთი ადამიანისათვის შესაფერისი.იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და მობილურის დამტენს დაველოდე,რომელიც საერთოდ არაფრში მჭირდებოდა,თუმცა მიზეზი მქონდა აქ მეორედაც მოვსულიყავი."ღმერთო რეებს ვაკეთებ!" გავიფიქრე და ისევ ვიკბინე ენაზე.ცოტახანში სავარაუდოდ საძინებელი ოთახიდან გამოვიდა მობილურის დამტენით ხელში.თან თავისთვის იღიმოდა.ის ის იყო ჩემთვის "საჭირო" ნივთი მომცა,რომ სიკვდილი ვინატრე.ნეტავ წინა დღეს ზღვას გავეტაცე და დავმხრჩვალიყავი ოღონდ ეს არ მომხდარიყო.ჩემი მობილური აწკრიალდა.უხერხულად შევიშმუშნე და თვალები დავაჭყიტე.შავგვრემანს გაეცინა.
-როგორც ჩანს მობილური თავისით დაიტენა.-ისევ გაიცინა და ჩემს წინ ჩამოჯდა.მე მობილური გავთიშე და ცხოვრებაში პირველად ვინანე,რომ ნატას ჩემი ნომერი ჰქონდა.
-აქ ცხოვრობ?-შევეცადე უხერხულობა გამომესწორებინა.
-არა!ცოტა ხნით ვარ ჩამოსული.-მოკლედ მითხრა და მოწევა გააგრძელა.
-მეც!-ისე ვუთხარი ვითომ ძალიან აინტერესებდა და აქთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება. ცოტახანში მივხვდი რომ ძალიან უაზროდ ვისხედით,თუმცა უცნობს უხერხულობას ვერ ვამჩნევდი.
-ჩემი წასვლის დროა-ისევ ჩემთვის ჩავილაპარაკე და მადლიერი მზერით გადავხედე მას.
-ნახვამდის!-ისევ ისე ცივად მიპასუხა და არცკი წამოდგა,რომ გავეცილებინე.კარი მთელი ძალით გავიჯახუნე და გარეთ გამოვედი."დეგენერატი!" გავიფიქრე და საბოლოოდ ვინანე ჩემი უაზრო საქციელი.

***

წყალში ვარ.ხელებს და ფეხებს გაუჩერებლად ვიქნევ მაგრამ მაინც ვიძირები.სუნთქვა მეკვრის.ვიგუდები.საშინელი ბრახუნის ხმას ვიგებ და გულგახეთქილს მეღვიძება.გამიჭირდა დალაგება და იმის გააზრება თუ რა მესიზმრა.კარზე ბრახუნის ხმა ისევ მეორდება.არანაკლებ შეშინებული ავდექი და კართან მივედი."თვალში" გაიხედე და დამცხა.ჩემს კართან ატუზული,ფერდაკარგული,მუცელზე ხელმიჭერილი შავგვრემანი იდგა,რომელსაც წითელი,ბლანტი სითხე ხელს უსველებდა.სასწრაფოდ გავაღე კარი და შიგნით შემოვიყვანე.ფეხზე ძლივს იდგა და ოფლში ცურავდა.საძინებლისკენ უჩუმრად გამომყვა.არ ვიცი რაზე ვფიქრობდი სრულიად უცნობი, რომელმაც დილით სახლიდან ფაქტიურად გამომაგდო ახლა აქ ჩემი ოთახისკენ რომ მიმყავდა თანაც დაჭრილი.
-რა მოგივიდა?-ვკითხე აკანკალებული ხმით.
-დანით ვთამაშობდი და შემთხვევით გავიყარე-ცუდ დღეში ყოფნის მიუხედავად ცინიზმს მაინც არ ღალატობდა.
-შემიძლია ახლავე გაგაგდო!-გაბუტულმა ვუპასუხე.
-მიდი!-მითხრა გამომწვევად და თვალი თვალში გამიყარა.მე დავიღალე ამ "პაექრობით" და მისაღებ ოთახში გავედი,საიდანაც მთელი ჩემი წამლების მარაგი გამოვზიდე რომელიც მოხლოდ სპირტს,ბამბას,ბინტს და რამოდენიმე გამაყუჩებელს მოიცავდა.ოთახში რომ შევედი იწვა და ძალიან საცოდავი სახე ჰქონდა,ეტყობოდა ძალიან სტკიოდა მაგრამ არ იმჩნევდა.მაისური ავუწიე და ჭრილობა რომ დავინახე მგონი მასზე ცუდად მე გავხდი.
-შენი სახელიც კი არ ვიცი-ჩავილაპარაკე და მივხვდი რა შარშიც ვეხვეოდი.
-ვაჩე!-მითხრა და თვალები დახუჭა.

***

ვაჩემ ჩემი ლოგინი დაიკავა,მე კი მთელი ღამით დივანზე მომიწია ძილი და დილით ვიგრძნი როგორ მტკიოდა მთელი ხერხემალი.
სამზარეულოში ვიყავი და ყავას ვაკეთებდი როცა ოთახიდან ძლივს ძლივობით გამოვიდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-როგორ ხარ?- ვკითხე სასხვათაშორისოდ,თითქოს დიდად არც მაინტერესებდა.
-უკეთესად.მადლობა.
-თურმე ნორმალურად საუბარიც შეგძლებია,ყოჩაღ!-სიცილით ვუთხარი და ყავით სავსე ჭიქა წინ დავუდგი.მასაც გაეცინა.მე მის წინ დავჯექი და დავსერიოზულდი.
-ვაჩე, მე არ ვიცი და არც მაინტერესებს გუშინ რა მოხდა,უბრალოდ არ მინდა შენს გამო შარში გავეხვე!-შევეცადე მშვიდი და კატეგორიული ვყოფილიყავი.ის არც კი მიყურებდა ეწეოდა დაა ფანჯრიდან რაღაცას მიშტერებოდა.არაფერი უპასუხია.
-არ გჭირდებოდა არა?-ღიმილით მკითხა ცოტახანში და მივხვდი,რომ მე არაფერი მემუქრებოდა.
-არა-გამეღიმა მეც.დიდხანს ვისხედით ასე ჩუმად და უხერხულობას არცერთი ვგრძნობდით.

__________________________________________________

ეს იყო ამ მოთხრობის პირველი ნაწილი.კომენტარებში დამიწერეთ მოგეწონათ თუ არა



№1  offline წევრი Firefly

განაგრეძე და მალე დადე
--------------------
M.T

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგია გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი sergio ramos

gaagrzele malee.kargia momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent