შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტალღის ხმაური


9-08-2016, 14:51
ნანახია 1 864

როგორც თოლია მეც შევაკვდი ტალღებს მღელვარეს,
თითქოს გუშინაც ხალხის დარდი ეყლაპა შავ ზღვას.
და დაბადება ვინმეს სიკვდილს როდი შეავსებს
უკვე თოლიაც არ უყურებს მოზომილ საზღვარს.

როგორც თოლია ნელა ვსწავლობ მეც ფრთების ფარფატს,
ჯონათანისთვის საზღვრები ხომ მეტისმეტია.
ის არ დანებდა არც სხვის აზრებს, არც ფრთების დაღლას,
მისი ცხოვრებაც გაფრენაში შემოელია.

როგორც თოლია მეც ზეცაში ავფრინდი ახლა,
აქ ყველაფერი ნათელი და მშვენიერია.
ხო… მე წავედი, მაგრამ მაინც იცოდეს ხალხმა,
მათმა ენებმა მე აქაც კი ვერ მომერია.

როგორც თოლია ჩამითრია ტალღის ხმაურმა,
თითქოს ეცადა ამ მკვლელობით დარდების ჩაკვლას.
დღეს ცაც კი შეძრა ზღვის ამხელა აურზაურმა,
ეჰ ზღვა თუ იწყებს ნეტავ ახლა გვამების დათვლას.

როგორც თოლია მეც შევაკვდი ტალღებს მღელვარეს,
თითქოს წლებია სულ ყველა წელს მსხვერპლს ეძებს ტალღა.
ზღვა ხომ ლოთია… მანც არ იცის ამ ხალხს რატომ კლავს,
დღეს კი როგორც ჩანს დარდებისგან ხელახლა დათვრა.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent