ტკივილგამაყუჩებელი (თავი 2)
პირველი,როგორც ყოველთვის ტელეფონი შევამოწმე და ნიკოლოზის მესიჯის წაკითხვისას დანანებით ჩამეღიმა. ტრადიცია მაინც არ დაარღვია. სინანულის ღიმილთან ერთად გაბრაზებამაც შემომიტია და უცებვე დავაბრუნე ტელეფონი თავის ადგილას. გვერდების ატკიებამდე ვინებივრე ლოგინში. საქმე მე არ მქონდა მაგის გამო რომ ავმდგარიყავი და არც არსად მეჩქარებოდა. შხაპი მივიღე და სამზარეულოში გავცუნცულდი დასანაყრებლად. ჩემ ოთახში გამოვიტანე ყველაფერი,რაც შეიძლება უახლოესი 1 საათის განმავლობაში მომდომებოდა და თბილად მოვკალათდი საწოლში. ის-ის იყო ლეპტოპი ჩავრთე ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. ძლივს ავეგდე ლოგინიდან და სირბილით მივედი მაგიდამდე,რომ დროით მეპასუხა. გიორგი ექიმის სახელის ამოკითხვამ მომენტალურად ამაფორიაქა. საავადმყოფოში გასვლა მთხოვა საჩქაროდ. მეც ფაცი-ფუცით ჩავიცვი და გულამოვარდნილი მივედი დანიშნულების ადგილამდე. -გამარჯობა, ბატონო დავით- მორიდებით ჩამოვართვი ხელი და, როგორც მიმითითა მის წინ დავჯექი. -როგორ არის ჩემი საყვარელი პაციენტი? რამე ხომ არ გაწუხებს? -არა -თავი ღიმლით გავაქნიე- ნახეთ თქვენც გუშინდელი ანალიზის პასუხები? -კი, ვნახე და ძალიან გახარებული ვარ. არ ვცდებოდით და რაც მთავარია დროით გავიგეთ ყველაფერი. მინდა მომავალ ნაბიჯებზე გელაპარაკო. მკურნალობის სხავდასხვა მეთოდის შემოთავაზება მინდოდა დღეს, ასე საჩქაროდ ამიტომ მოგიყვანე. - როგორც სჩვევია დინჯად საუბრობდა ექიმი და მეც გულდასმით ვუსმენდი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს მკურნალობაზე მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი. არც ერთმა ჩემიანმა არ იცის, მე კი უკვრ მკურნალობის მეთოდი უნდა ავირჩიო. ალბათ დროს მომცემს დათო ექიმი დასაფიქრებლად. კი,კი უნდა მომცეს დრო! ახლა, ამ წუთას მე ვერაფერს გადავწყვეტ. -დრო ხომ მექნება მოსაფიქრებლად თუ ახლავე უნდა გითხრათ პასუხი? -რა თქმა უნდა დრო გაქვს, ოღონდ, ბევრი არა. რაც შეიძლება მალე უნდა იმკურნალო. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. -კი,კი მალე მოვიფიქრებ. - სასწრაფოდ დავუქნიე თავი მეტი დამაჯერებლობისთვის. -მაგრამ მანამ ამ მეთოდებზე გაგესაუბრები მინდა სხვა საკითხიც განვიხილოთ. -წარბაწეულმა გამომხედა და მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი- წინა ვიზიტისას მითხარი,რომ შენი ოჯახის წევრებმა არ იციან არაფერი შენი ჯანმრთელობის შესახებ, ახლა მაინც თუ ჩააყენე საქმის კურსში? - უარის ნიშნად თავი ორჯერ გადავაქნიე- მეგობრებმა მაინც თუ იციან? -პასუხი იგივე იყო,რამაც რამოდენიმე წამიანი დუმილი გამოიწვია. - არავინ იცის? -არა- უკვე ხმაგაბზარულმა ვუთხარი და თვალების სწრაფად დახამხამებით ვეცადე ცრემლების უკუგდებას. გაოცებუი, ტკივილიანი თვალებით გადმომხედა და მივხვდი,რომ ძალიან შევეცოდე. მეც ძალიან,ძალიან შემეცოდა საკუთარი თავი. -კი, მაგრამ მარტო როგორ უძლებ ამდენ ხანს? ვინმეს უნდა უთხრა. განსაკუთრებით მკურნალობის პერიოდში დაგჭირდება გვერდში დგომა. ეს არაა ძალიან რთული ფორმა, თუმცა არც ისეთი მარტივი გამოვლინებაა,რასაც ჩვენ 0 სტადიას ვეძახით სამედიცინო ენაზე. -მესმის, უბრალოდ, არ ვიცოდი როგორ მეთქვა. მარტივი არაა. -მეც მესმის,მაგრამ ჩვენ ახლა შენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და არა სკოლაში მიღებულ დაბალ ნიშანზე,რომელსაც გამწარებული უმალავ მშობელბს,რომ არ გეჩხუბონ. -სიმკაცრე შეეპარა ხმაში. -ჩემი მშობლები ნიშნის გამო არ მეჩხუბებოდნენ ხოლმე- ღიმილით მოვახსენე მისი გულის მოსალბობად. -მით უმეტეს! -მაგის გამოც კი რომ არ მეხუბებოდნენ სწორედ მაგიტომ მიჭირს თქმა.- ისევ სინანულის ღიმილმა გამიპო ბაგეები. -მესმის,მაგრამ დროა გაიგონ. ამ მომენტიდან მარტო ვეღარ იმოქმედებ.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გულდასმით დავიწყე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით მისი რჩევების მოსმენა. *** ტვინი მტკიოდა სახლში რომ მივედი. ბატონი დავითის თითოეული სიტყვა მეასედ მეორდებოდა გონებაში და ეს უკვე საშინლად დამღლელი იყო. მთელი ენერგია გამოცლილი მქონდა,არადა არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული. გადაწყვეტილება იმის შესახებ,რომ ოჯახს ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა ვუთხრა უკვე მივიღე, თუმცა ის ჯერ არ გადამიწყვეტია ამას როდის და როგორ ვიზამ. ვფიქრობ დღესვე მოვითავო ეს თავის ტკივილი,მაგრამ არც ისეთი მარტივი გასაკეთებელია,როგორც სათქმელი. ისე მინდა ახლა ნიკო აქ მყავდეს, ისე მინდა... ასე ყველაზე მეტად ნიკოსთვის თქმა არ გამიჭირდება უკვე მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ჯერ მირჩევნია დედამ გაიგოს. ხელის კანკალით მოვძებნე მისი ნომერი შემოსულ ზარებში და გატრუნული დაველოდე როდის მიპასუხებდა. -რაო დედიკო- დედაჩემის შეშფოთებული ხმის გაგებისას ღიმილი ვერ შევიკავე.ხმის ამოღებაც კი არ მაცადა, არადა მე ვურეკავდი - ხო კარგად ხარ? -კი,დე, კარგად ვარ. შენ ის მითხარი შენ როგორ ხარ და სახლში თუ ხართ შენ და მამა? -კი,დედიკო სახლში ვართ. -კიდევ უფრო შეაშფოთა ამ შეკითხვამ და რატომღაც დედის ინსტიქტს დავაბრალე მისი ღელვა.- რამე მოხდა,მაშო? -არა,დე. გამოსვლა მინდა და ტყუილად არ ვიტანტალო მეთქი. უცებ გადმოვალ კარგი? -კი,დედიკო, რა კითხვებია. მიდი აბა, გიცდით.- ღიმილი შეეპარა ხმაში და თავს დავდებ,როგორც კი ყურმილი დადო მაშინვე სიხარულისგან ტაში შემოკრა. ძლივს ავითრიე ტანი და სახლიდან გავედი. გზაში ვიყავი ისევ ანამ,რომ დამირეკა და ბარში გასვლა შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, მერე დავაიმედე თუ დროით გამოვალ ჩემებისგან გამოგივლით-მეთქი. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ახლა არ ვიცი რამდენად მინდოდა ნიკოლოზის ნახვა. სახლში მისულს არეულობა დამხვდა. წინა ღამის სუფრას დღეს აგრძელებდნენ მამა და მისი ძმაკაცები,ხოდა იყო ერთი ამბავი. თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მეგონა მამას რომ ვთხოვე ამ ერთ დღით ძმაკაცების „დაღალატება“ და მთლიანად ჩემთვის დათმობა. რეალურად მე ერთი საათი არც კი დამჭირდებოდა ყველაფრის სათქმელად,მაგრამ ჯობდა მერე არ დასჭირვებოდა მამას ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. გამორიცხული არაა სასწრაფო ან სასწრაფოები დაგვჭირვებოდა და ახლა ყველაზე მეტად უცხო ადამიანების იქ ყოფნა მინდოდა, მიუხედავად იმისა,რომ მამას ძმაკაცები ჩემთვის უცხოები სულ არ იყვნენ. როდესაც სახლში მხოლოდ ჩემი მშობლები დავიგულე მაშინღა ვიგრძენი რამდენად რთულ დავალებას შევეჭიდე. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ძალიან არ მინერვიულია. უზომოდ მშვიდად ვიჯექი და ვცდილობდი ჩემი მშობლებისთვის ყველაფრის ასახსნელად საჭირო სიტყვები მეპოვნა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დიდი დოზით დამამშვიდებლები მიმეღოს აქ მოსვლამდე, თუმცა მერე გამახსენდა,რომ ასეთ ტიტანურ სიმშვიდეს უკვე დიდი ხანია ვინარჩუნებ. *** სიტუაცია ჩემ სახლში იყო იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე მე ამის წარმოდგენას შევძლებდი. იყო ჩემი მშობლების წაშლილი სახეები, ცრემლები, სასწრაფო და ბევრი,ბევრიი დამამშვიდებელი სიტყვა ჩემი მხრიდან სხვების მიმართ. ზუსტად ისე,როგორც ვფიქრობდი რომ მოხდებოდა. და ვიყავი მე ყველანაირი ემოციისგან დაცლილი. ათიათასჯერ გავიმეორე ერთი და იგივე, ათიათასჯერ ავხსენი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვმარტე მისი სიმარტივე, თუმცა ძალიან გვიან შეძლეს მათ ამ ყველაფრის აღქმა. მგონია რაღაც პერიოდი ვერც იგებდნენ რას ვეუბნებოდი იმდენად იყვნენ შოკირებული თავდაპირველად მოსმენილით. მათიც მესმის... მშობლები არიან. მშობლები, რომლებსაც ხშირად არ უწევთ შვილისგან მსგავსი სიახლის გაგება. მეტიც, იმედი მაქვს, ეს პირველი და უკანასკნელი იქნება. იმ ყველაფერში დასარწმუნებლად, რასაც მე მათთნ ყოფნის პირველივე წუთებიდან ვღაღადებდი ჩემ ექიმთან დაკავშირება მოინდომეს და მეც სიხარულით დავთანხმდი ორშაბათს დანიშნულ შეხვედრაზე წამომყოლოდნენ, რომელიც რეალურად მათი ინფორმირებისთვის უფრო დაიგეგმა ვიდრე ჩემ შესახებ რაიმე სიახლის შესატყობად. საკმაოდ გვიანი იყო მათი სახლიდან რომ გამოვედი. მაინც ვერაფრით დამითანხმეს იქ დარჩენაზე. დავრწმუნდი თუ არა,რომ კარგად იყვნენ წამოვედი. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი მშობლების მსგავსად არ ჩუმდებოდა არც ჩემი ტელეფონი. სადარბაზოდან გამოსვლისთანავე გადავურეკე ანას და საყვედურების კორიანტელიც მივიღე. -ან, არ მეცალა - ვიმართლებდი თავს უშედეგოდ და შეშინებული ველოდი მის კიდევ ერთ აფეთქებას. -რას ქვია არ გეცალა?! გავხეთქე ტელეფონი!!! გვეგონა რაღაც მოგივიდა, გავგიჟდიიით! - ჩამყვიროდა განწირული ხმით ყურმილში. -გავიგე ეგ ყველაფერი, ბოდიში, ვთქვი უკვე რომ აგიხსნით. -აგვიხსნის გოგო- ის კი არ ცხრებოდა და ხან მესამე პირში ჩხუბობდა ჩემზე და ხანაც პირადად მომდგებოდა. -შენ მარტო ის მითხარი ისევ მანდ ხართ?- უკვე ძალიან ვწუხდებოდი მეც და სიმართლე ვთქვა არც ვიცი რატომ გამოვიჩინე ახლა იქ გასვლის ინიციატივა. როგორღაც გავაგდებინე ქალბატონს ყურმილი ხელიდან და რაც მთავარია მანამდე მათი ადგილსამყოფელიც დავადგინე. ადგილზე მისულს დამხვდა ბევრი მთვრალი და ჩემზე გაბრაზებული ადამიანი. დავპირდი რომ გამოფხიზლდებით ყველაფერს მოგიყვებით მეთქი და მეგონა თავიდან მოვიშორე. ის-ის იყო გამარჯვება უნდა მეზეიმა რიგ-რიგობით რომ დაიწყეს ჩემთან მოსვლა და იმის მტკიცება რომ გამოფხიზლდნენ. თავიდან გაოცებული ვუყურებდი და შემდეგ სიცილი რომ ამმიტყდა ვეღარაფრით ვეღარ ვჩერდებოდი. საინტერესო სანახავები იყვნენ ამ მდგომარეობაში. არადა ეჭვი მაქვს სიახლის მოსმენით ისეთი აღფრთოვანებულები არ იქნებიან,როგორი მოლოდინიც აქვვთ. წამდაუწუმ გამირბოდა კუთხეში მჯდომი ნიკოლოზისკენ თვალი და იმაზე ცალკე მეცინებოდა მის დაჟინებულ მზერას რომ ვგრძნობდი. მივხვდი ბოლო ფიქრი როგორც კი დაფიქსირდა ჩემს გონებაში, ნიკომ ჩემი სინანულის ღიმილი შენიშნა და ახლა უკვე დაეჭვებულმა გამომხედა. ზუსტად არ ვიცი ასეთი უჭკუო როდიდან ან რატომ ვარ, მაგრამ ფაქტია ხელით ვანიშნე გამომყევი მეთქი და აივანისკენ გავუძეხი. -კარგია,რომ მოგაფიქრდა ცალკე გამოსვლა, მეც მინდა შენთან ლაპარაკი- როგორც ყოველთვის ახლაც გაბრაზებულზე ხმა უფრო დაბოხებული ჰქონდა და წარბებს ქვევიდან მიყურებდა. -ნიკო, რაღაც უნდა გთხოვო კაი? - დავაფიქსირე ჩემ მორიდებულ ტონზე როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება და როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ნერვიულად ჩამეღიმა. -დღეს ჩემთან დარჩები? მინდა,რომ ვილაპარაკოთ, თან ძალიან ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ და მირჩევნია ჩემთან სახლში ვიყოთ მშვიდად. -მაშინებ, მაშკა- ნერვიულობა შეპარულ ხმაზე ფართედ გავუღიმე და ძალიან მაგრად მოვხვიე კისერზე ხელები. -ჯერ სად ხარ ნიკო, ჯერ სად ხარ! - ნერვიული სიცილით ჩავილაპარაკე და გემრიელად ვაკოცე ყელში. მეგონა, მთელი დღის დარდი მხრებიდან ჩამომხსნა თვითოანაც ასეთივე მაგრად რომ მომხვია ხელები და მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე დამისვა თმებზე ხელი. ____ არ გადამიხედია ისე ვდებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ შეცდომებით არაა გადატენილი. სიყვარულით ნიტა.:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.